მე-3 სახლის მმართველი

მე-3 სახლის მმართველი

მესამე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მესამე სახლის ნიშანს მართავს. მაგალითად: თუ თქვენი მე–3 სახლის კუსპიდი (დასაწყისი) არის ვერძში, მას მართავს მარსი, ნახეთ რომელ სახლში გყავთ მარსი. თუ თქვენი მე–3 სახლის კუსპიდი თხის რქაშია, მისი მმართველია სატურნი, ნახეთ რომელ სახლში გყავთ სატურნი…

მესამე სახლის მმართველი 1-ელ სახლში

პოზიტიური მხარე: სწრაფად აღქმის ამაღლებული უნარი, ზესვლის სიმსუბუქე, ყველგან და ყველაფრის სწავლის სურვილი, თვითსწავლების ნიჭი, გამოცდილების გაფართოებისათვის კონტაქტებისა და კავშირების გამოყენების უნარი.

უარყოფითი მხარე: მოუწესრიგებელი კავშირები, სწავლის უუნარობა, საკუთარი თავის სრულყოფისათვის ურთიერთობებიდან მიღებული გამოცდილების გამოყენების სურვილის არქონა.

ეს ადამიანი ისწრაფვის იპოვოს საკუთარი იდეების გადმოცემის გზები/ხერხები და საკუთარი აზროვნების უნარი გაამყაროს. ის ყოველთვის გადამწყვეტ სიტყვას ამბობს და საკუთარ აზრს გამოხატავს მკაფიოდ და გასაგებად. შეუძლია მოსაუბრესთან საუბარი წარმართოს ნებისმიერ თემაზე და დაიპყროს მისი სიმპატია თავისი უბრალო, არაფორმალური და მეგობრული მიმართვებით. ასეთი ადამიანი აზრს საკმაოდ თავისუფლად და ორიგინალურად გამოხატავს, შესაძლებელია ჭორებისკენ, ლაქლაქისკენ მიდრეკილებაც. საუბრები, ჩვეულებრივ, ეხება ან სანათესაოს და ნათესავებს, საერთო მეგობრებს ანდა ადგილობრივი მნიშვნელობის თემებს. ასეთი ადამიანი სულაც არ განიცდის უხერხულობას, თუ მისი აზრი სხვების მიერ არ აღიქმება სერიოზულად, ანდა გარშემომყოფები მის საუბარში აღმოაჩენენ მრავალ წინააღმდეგობას. ამ ადამიანს უყვარს ჩხირკედელაობა და იგი აღმერთებს ლაშქრობებს. მისი საყვარელი საქმიანობაა – საკუთარ თავზე სხვებთან საუბარი და ის ყოველთვის პოულობს მიზეზს ასეთი საუბრების წამოსაწყებად.

მესამე სახლის მმართველი მე-2 სახლში

პოზიტიური მხარე: ასეთი ადამიანი ადვილად სწავლობს იმ მეცნიერებებს, რომელიც დაკავშირებულია მატერიალური სამყაროს შეცნობასთან. ის საქმიანი, შემოქმედებითი და აქტიურია, ამიტომაც შეუძლია ფული გააკეთოს ნებისმიერი წვრილმანისგან. საქმიანი კავშირებისას ძალიან პრაგმატული ხასიათისაა, ხშირად ნათესავებთან ურთიერთობები შემოისაზღვრება ფულად-მატერიალური პრობლემებით.

უარყოფითი მხარე: საქმიან ურთიერთობებში ფინანსური წარუმატებლობები, რომელიც დაკავშირებულია კომპანიონების მხრიდან მოტყუებასთან, კავშირებისა და კონტაქტებიდან შემოსავლების მიღებისა და ამოღების უუნარობა, ნათესავები განიხილებიან როგორც გაკოტრებასა და გაღარიბებაში მთავარი დამნაშავეები. ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანი მეწარმე-ნათესავმა შეიძლება მატერიალურად შეავიწროოს. ყურადღება მუდმივად დაკავებულია მრავალი ფინანსური და ქონებრივი პრობლემებით. ხშირად საქმიანი კონტაქტები ელემენტარული შურის გამო წყდება.

ასეთი ადამიანისთვის მნიშნველოვანია ისწავლოს საკუთარი ფასეულობათა სისტემის სიტყვიერად გამოხატვა. ის საკმაოდ მდგრადია შეხედულებებში, შეფასებებსა და აღქმაში. უყვარს საუბარი ფულსა და ქონებაზე უფრო მეტად ეკონომიკის საკითხებში პროფესიონალისა და სპეციალისტის პოზიციიდან გამომდინარე, და არანაირად შურისა და ტრაბახის გამო. შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან პრაქტიკული, ხშირად ასეთი ადამიანები ფლობენ სასიამოვნო ხმის ტემბრს.

მესამე სახლის მმართველი მე-3 სახლში

პოზიტიური მხარე: გამუდმებით რაიმეს ათვისებასა და სწავლაშია. ამახვილებს ყურადღებას ახალი ცხოვრებისეული სივრცეების ათვისებასა და კავშირებზე, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენს ურთიერთობების პრობლემებზე. ცხოვრებას მისთვის მოაქვს ადვილად ცვალებადი სიტუაციები. კავშირები და კონტაქტები განუწყვეტლივ განახლებას განიცდის. ახალი ურთიერთობები ბადებს ახალ გამოცდილებასაც.

უარყოფითი მხარე: მრავალი არასაჭირო კონტაქტებით მუდმივად შეწუხებულია, მიდრეკილია შფოთისკენ, ლაქლაქისკენ და მეზობლებთან ჩხუბისკენ. არასაჭირო ინფორმაციის შეგროვებისა და ბანალურ ჭორებში ჩაფლობის ტენდენცია შეინიშნება. უყვარს დიდი ხნით ტელეფონზე „ჩამოკიდება“. ხშირად ნათესავები ხელს უშლიან და ბოჭავენ საკუთარი უნარების აღმოჩენაში, გამოვლენასა და განვითარებაში.

ხშირად ასეთი მდებარეობა დაკავშირებულია ლიტერატურული უნარის გამოვილებასთან. ასეთი ადამინი ადვილად იმორჩილებს სიტყვას _ როგორც წერილობით ასევე ზეპირად გადმოცემის უნარი აქვს. ის განიცდის მოთხოვნილებას სიტყვებით გამოხატოს და გადმოსცეს ის, რასაც განიცდის და ფიქრობს და ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარი აზრებისა და შეხედულებების საბოლოო სიმართლეში. მისი გადაჭარბებული გულახდილობა შეიძლება გადაიზარდოს აკვიატებაში. კარგად ახერხებს ორინეტირებას მისთვის ნაკლებად ცნობილ სიტუაციებში და შესანიშნავად გრძნობს იმ მიმართულებებსა და გზას, რომელზეც უნდა იაროს. გამძაფრებულად გრძნობს არსებულ ვითარებას და აქვს უნარი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მყარად იდგეს საკუთარ პოზიციაზე.

მესამე სახლის მმართველი მე-4 სახლში

პოზიტიური მხარე: სახლი არის შეხვედრებისა და საინტერესო კონტაქტების ადგილი. ნათესავებთან და მშობლებთან კავშირი სიღრმისეული და მდგრადია. ასეთ ადამიანს უმართლებს სახლისა და ოჯახის საქმეებში, საცხოვრებელი ადგილის შეცვლასა და საცხოვრებელის კეთილმოწყობაში. სიამოვნებით ითვალისწინებს წინაპრების გამცდილებასა და დაინტერესებულია დაგროვილი ტრადიციების ძიებით.

უარყოფითი მხარე: ასეთი ადამიანის ურთიერთობების სფერო ჰგავს კომუნალურ საცხოვრებელს, სადაც მრავალი ადამიანი უკითხავად შედის და გადის. ის არასაჭირო კონტაქტებით გამუდმებით იტანჯება, ნათესავების მხრიდან ხშირია მასზე პრობლემების გადატანა და ამ პრობლემების თავს მოხვევა. მშობლები ინფატილურები ჰყავს. მათ არ აქვთ არც საშუალება და არც უნარი ამ ადამიანს მისცენ საჭირო განათლება. ხშირად მისი ცხოვრება შეიძლება დახასიათდეს როგორც მოუწყობელი და ახლობელ ადამიანებთან ზედმეტად უარყოფითი ენერგიითა და ვალდებულებებით „დაბინძურებული“ ურთიერთობებით სავსე.

შესაძლებელია იმ ნათესავებთან ერთად ცხოვრება, რომლებიც მას უცვლიან დედას ანდა მამას, ანდა თავად მას უწევს მშობლების მაგივრობის გაწევა ძმისთვის ანდა დისთვის. ეს ადამიანი ყველაზე კარგად თავს გრძნობს საკუთარ სახლში. მნიშვნელოვანი დროის საკუთარი თავისთვის დათმობის ძლიერ მოთხოვნილებას განიცდის. მშობლებთან აქვს რთული საუბრები და ეს საუბრები მის მომავალ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. ასეთი ადამიანი სიამოვნებით საუბრობს მიწის ნაკვეთებზე, აგარაკებსა და ბაღებზე, შეუძლია წარმატებულად იშუამავლოს უძრავი ქონებით ვაჭრობისას. ასეთი ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ სახლიდან გაუსვლელად ინფორმაციაზე მუშოაბას.

მესამე სახლის მმართველი მე-5 სახლში

პოზიტიური მხარე: მრავალი ნაყოფიერი შემოქმედებითი კონტაქტები და სასიამოვნო შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, ცნობისმოყვარეობით დაწყებული ნაცნობობა, საინტერესო გასართობები, სასიამოვნო ემოციური ურთიერთობები, მხიარული მივლინებები, სასიყვარულო კავშირების უბრალოება, მოულოდნელი მოგზაურობები.

უარყოფითი მხარე: მრავალი შფოთი და არასაჭირო კონტაქტები, უნაყოფო ბოჰემური ცხოვრება, დროის ფუჭად ხარჯვა სიამოვნებასა და გართობაზე, მოუწესრიგებელი სასიყვარულო კავშირები, ბავშვებთან მიმართებაში არასერიოზული დამოკიდებულება და მათთან ურთიერთობების გარჩევა.

ასეთ ადამიანს შეუძლია გამოხატოს საკუთარი თავი რონატიულად და შემოქმედებითად. მან უნდა გაითვალისწინოს ის, რომ საჭიროა აკონტროლოს გადაჭარბებისკენ მდირეკილება და ყურადღების ცენტრში ყოფნის დაუოკებელი სურვილი. მის სტიქიაა – შემოქმედება. ის შესანიშნავად ცეკვავს, ინტერესდება სპორტით და შეუძლია იყოს საკმაოდ პოპულარული როგორც სკოლის მასწავლებელი.

მესამე სახლის მმართველი მე-6 სახლში

პოზიტიური მხარე: სამუშაო თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია მგზარობასთან და საშუალებას იძლევა კონტაქტებისთვის და კვალიფიკაციის ასამაღლებლად თავისუფალი დროის დასატოვებლად. ასეთი ადამიანი ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს, ხოლო თანამშრომლებთან ურთიერთობები თითქმის ნათესაურ ხასიათს იძენს. ის ადვილად ეკიდება ჯანმრთელობის პრობლემებს, იშვიათად ავადდება და შესანუშნავად იტანს მედიკამენტოზურ მკურნალობას.

უარყოფითი მხარეები: მოუწყობელი საყოფაცხოვრებო მხარე, ჭორებისა და შფოთის გამო უსიამოვნებანი, სამუშო ადგილას აქტიური საქმიანობის სიმულაციების გამო უთანხმოება. უაზრო მივლინებები და უპერსპექტივო საქმიანი კონტაქტები.

თუ ეს ადამიანი არ არ მოეკიდება ყურადღებით და არ გააკონტროლებს საკუთარ მეტყველებას და იმ სიტუაციებს, რომელში მონაწილეობაც მას უწევს, შეიძლება გარშემომყოფებს თავი მოაბეზროს, რადგანაც დაუღალავად და შეუჩერებლად შეუძლია ისაუბროს საკუთარ სამუშაოზე, ყოველდღიურ კვებასა და ჩვევებზე. მისთვის სამუშაო მნიშვნელოვანია, და თუ სამუშო საშუალებას აძლევს რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონეს, სრულ ბედნიერებასაც განიცდის. ხანდახან ასეთი მდებარეობის გამო ადამინი იძულებულია იმუშოს ახლო ნათესავებთან ანდა შესაძლებელია ნათესავების ხელქვეითადაც კი. მას შეიძლება იტაცებდეს ისეთი პროფესიები, რომელიც დაკავშირებულია მოგზაურობის აუცილებლობასთან ანდა მუდმივ გადაადგილებასთან (ფოსტალიონი, კომივოაჟორი, სარეკლამო აგენტი). ენერგიის არასწორი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ზედმეტი გულგრილობა ჯანმრთელობის მიმართ, შესაბამისად, ამ გულგრილობით ადამიანი დიდ რისკზე მიდის. ასეთ შემთხვევაში ის ვერ შეძლებს მიიღოს დამაკმაყოფილებელი შედეგი იმისგან, რისკენაც ასე ისწრაფვის.

მესამე სახლის მმართველი მე-7 სახლში

პოზიტიური მხარე: მრავალი კარგი საზოგადოებრივი კავშირი და საქმიანი კონტაქტი, ბობოქარი საზოგადოებრივი საქმიანობა და საზოგადოებრივი ინტერესის გამო პირადი ცხოვრების საჯაროობა. ასეთი ადამიანი წარმატებით სწავლობს საკუთარი მტრებისგან და ყველა საშუალებასა და თვითსწავლების უნარს იყენებს საკუთარი საზოგადოებრივი საქმიანობის გაფართოებისათვის. ეს ასპექტი კეთილგანწყობილია მწერლებისთვის, ჟურნალისტებისთვის, იურსტებისთვის, მსახიობებისთვის და კონფერანსიებისათვის. ქორწინება დაფუძნებულია ბედნიერ, თბილ, ნათესაურ ურთიერთობაზე.

უარყოფითი მხარე: არამყარი ქორწინება, ცხოვრების თანამგზავრი მიდრეკილია ფლირტისკენ, უცნაური ჭორები და ხმაურიანი გამოაშკარავებები, მრავალი ფარული მოწინააღმდეგე. ასეთ ადამიანს ხშირად ააშკარავებენ და ასამართლებენ. მისი სახელი დროდადრო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხვდება. ნათესავებთან ურთიერთობები იმდენად რთული შეიძლება იყოს, რომ საქმე მივიდეს სასამართლო გარჩევებამდეც კი.

თუ ასეთი ადამიანი გარშემომყოფების მიმართ იქნება ზედმეტად მომთხოვნი და მათ წაუყენებს დიდ მოთხოვნებს, მაშინ მან ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ მოუწევს დიდი ყურადღებისა და სიფრთხილის გამოჩენა, რათა მასზე სხვებმა არ მოახდინონ ზემოქმედება. მას შეუძლია ადამიანებთან ადვილად დაიწყოს საუბარი, წარმატებით გაუცვალოს სხვებს იდეები და მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი სახის დისკუსიებსა და მოლაპარაკებებში. ეს მდებარეობა შესანიშნავია პოლიტიკური საქმიანობისთვის. შეიძლება გახდეს მჭერმეტყველი ორატორი. მას სჭირდება ისეთი პარტნიორი, რომელიც ინტელექტუალურ დონეზე მის სტიმულირებას მოახერხებს, მაგალითად, ერთობლივად განიხილავენ და ანალიზს გაუკეთებენ იდეებს, კონცეფციებსა და თეორიებს. საზოგადოებაში მისი ქცევა გამოირჩევა სიმსუბუქით და ბუნებრიობით. ის ბევრ ადამიანთნ ადვილად ამყარებს მრავალმხრივ კონტაქტს.

მესამე სახლის მმართველი მე-8 სახლში

პოზიტიური მხარე: შეუძლია საკუთარ შეცდომებზე სწავლა და სხვების გამცდილების გამოყენება. აქვს უნარი მკაცრად და გადაწყვეტით უარყოს უსარგებლო კონტაქტები, საკუთარ მტრებს ბოლომდე შეიცნობს და შეუძლია მათი ბნელი მხარეების დანახვაც. თამამად თავისუფლდება ჩაგვრისგან და ნათესავების მხრიდან შემბოჭავი დამოკიდებულებისგან და კავშირებისგან.

უარყოფითი მხარე: მგზავრობა, გადაადგილება, სწავლების პროცესი და ნათესავებთან ურთიერთობა მუდმივად განიცდიან კატასტროფულ ცვლილებებს. ხშირად მეზობლები მტრებად იქცევიან, ახლობლებთან მასიურად უსიამოვნებებია, ხოლო მოგზაურობები დაკავშირებულია დანაკარგებთან და კატაკლიზმებთან.

შესაძლებელია ახლობელი ადამიანის უდროოდ დაკარგვა. უდიდესი ცნობისმოყვარეობა სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემის მიმართ. არცთუიშვიათად ჩნდება სურვილი სიტყვებით გადმოსცეს რაღაც ისეთი, რაც ძნელად ემორჩილება გაგებასა და აღწერას. მისი ინტერესების სფეროში შეიძლება მოხვდეს ეზოთერული ხასიათის პრობლემატიკური საკითხები. ხშირად ასეთი ადამიანი ხდება ენამახვილი და სარკასტული და მისი ხუმრობები სარკაზმისა და ენამახვილობის ტრადიციულ სიმწარეს იძენს. საყოფაცხოვრებო საუბრებისას ის ლაკონური და თავშეკავებულია, რადგანაც არ უყვარს უაზროდ დროის დაკარგვა, მაგრამ თუ საუბარი მიდის სერიზულ და მნიშვნელოვან საკითხებსა და საგნებზე, შეუძლია საუბარში ჩაერთოს და კომპეტენტური პასუხები გასცეს დასმულ კითხვებს. ხშირად იღებს მონაწილეობას აზარტულ და ინტელექტუალურ თამაშებში.

მესამე სახლის მმართველი მე-9 სახლში

პოზიტიური მხარე: მოსწავლე ისწრაფვის გახდეს მასწავლებელი. დახმარება ყოველთვის შორიდან და ყველაზე საოცარი სახით მოდის. უცხოეთში გამგზავრება და უცხოლებთან კავშირი არსობრივად აფართოებს ამ ადამიანის მსოფლმხედველობას და ხელს უწყობს აქტიურად მოახდინოს შემეცნება და თვითგანათლება.

უარყოფითი მხარე: უცხოელებთან კავშირი შესაძლებელია არასასიამოვნო იყოს და დასრულდეს კრახით. მგზავრობები და მოგზაურობები დაკავშირებულია წარუმატებლობასთან. ინფანტილური, უსაფუძვლო ადამიანი, რომელიც სხვას ვერაფერს ასწავლის. ცხოვრება სავსეა მხოლოდ გარეგნული ხიბლითა და ბრწყინვალებით.

ეს მეოცნებე და ფანტაზიორი ნატურაა, რომელიც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ითვისებს ახალ იდეებს, შთაბეჭდილებებს და შესწევს უნარი ოცნება რეალობად აქციოს. აქვს ლიტერატურული ნიჭი, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს ფანტასტიკის ჟანრში. მას იზიდავს მოგზარუობა და რელიგური ფილოსოფია, ეს ის თემებია, რომლის განხილვაც დაუსრულებლად შეუძლია. ადვილად ითვისებს უცხო ენებს. ასეთი ადამიანისთვის ძნელია ერთ ადგილას დიდი ხნით ყოფნა, ამიტომაც შესაძლებელია ახლობლებთან დაშორება და მოგზურობაში წასვლა. რელიგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის ადრეულ განათლებაში. ენერგიის უარყოფითად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ზარმაცობა, საკუთარი თავის გამართლებისკენ მიდრეკილება და ღრუბლებში ფრენა.

მესამე სახლის მმართველი მე-10 სახლში

პოზიტიური მხარე: კავშირები და კონტაქტები ხელისუფლებასთან საკმაოდ პოზიტიურია და ადამიანს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად შეისწავლოს და გააფართოოს საკუთარი მსოფლმხედველობა. მხარდაჭერა, ყურადღება და პროტექცია ეხმრება მმართველობის ზედა ეშელონებში შეღწევაში. ეს კონტაქტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაწინაურებისთვის და განიხილება როგორც დასახული მიზნების მიღწევის საშუალებები.

უარყოფითი მხარე: საეჭვო, დისკრედიტირებული კავშირები ხელისუფლებასთან. სამსახურეობრივ წინსვლასა და დაწინაურებაში ნათესავების მხრიდან ხელის შეშლა. საპასუხისგებლო თანამდებობის დაკავება იწვევს მრავალი ადამიანის შურს. შეიძლება კარიერა გაუფუჭდეს ანონიმური წერილების, ჭორისა და შურის გამო.

ასეთი ადამიანი კარგად „ეწყობა“ ცხოვრებაში, რამეთუ ნათესავებისა და საქმიანი ზემდგომი პირების დახმარების მეშვეობით აღწევს სასურველ შედეგს. თავად ასეთი ადამიანი მიდრეკილია სხვებს – თავისზე დაბლა მდგომებსა და უფრო ახალგაზრდებს, ასევე უფრო სუსტებს გაუწიოს მფარველობა. ასეთი ადამიანი საჭიროებს ყურადღებიან მსმენელებს და ცდილობს ყოველთვის თქვას ის, რასაც ფიქრობს. თვითგამოხატვის მოთხოვნილება _ მისი ეგოს პროექციაა, და ის, როგორც წესი, ყურადღების ცენტრში ყოველთვის ისე ექცევა, თითქოს, ერთი შეხედვით ასეც უნდა ყოფილიყო. აქვს უნრი მიიქციოს საზოგადოების ყურადღება, წერილობით ანდა ზეპირად აცნობს საზოგადოებას თავის მიღწევებს. მისმა საქმიანობამ შეიძლება ცუდი რეპუტაცია შეუქმნას, ადამიანი ცნობილი შეიძლება გახდეს როგორც დამნაშავე ანდა სკანდალისტი. მან უფრო მეტი იცის ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, მაგრამ როცა ამის შესახებ საუბრობს სხვებთან, საკმაოდ ამახინჯებს იმ ცოდნას რაც აქვს, თუმცა ეს მისი ნებისგან დამოუკიდებლად ხდება. ხშირად ის წარმატებული ვაჭარი ხდება. შეუძლია შეაგროვოს ისეთი ინფორაცია, რომელიც კარიერული წარმატების გარანტიას იძლევა.

მესამე სახლის მმართველი მე-11 სახლში

პოზიტიური მხარე: მეგობრებთან თითქმის ნათესაური ურთიერთობა მყარდება. შეუძლია ისწავლოს მეგობრებისგან და მიიღოს მათი მხრიდან დახმარება. ხალისით იძენენ ახალ გამოცდილებას და ახალ მეგობრებთან კონტაქტების შედეგად ახალ ცოდნას. ფლობენ წინასწარხილვის უნარს, ძალიან კარგი სწავლულები, პუბლიცისტები და რეფორმატორები არიან.

უარყოფითი მხარე: მეგობრების ღალატი, ხმაურიანი უთახმოებანი და ხშირი სკანდალები, უწესო ცხოვრების სტილი, ურთიერთობებში გაღიზინებები და ნერვოზული ქცევები. ხანდახან ისინი მეგობრებს ხელს ჰკრავენ და გულახდილნი არიან მტრებთან. შეუძლიათ ადამიანის წინააღმდეგ დაუფიქრებლად გამოიყენონ კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაცია.

ასეთი ადამიანი ისწრაფვის საკუთარი კომუნიკაციური უნარები გამოიყენოს კაცობრიობის სასარგებლოდ. მას შეუძლია გამოიყენოს მჭერმეტყველება იმისთვის, რომ თავის სასარგებლოდ გადაარწმუნოს პოლიტიკური მომხრეები ანდა ყალბი მოწოდებებით აიყოლიოს მთელი ერი და ადამიანების მასები. სხვებთან ერთიერთქმედება შეიძლება იყოს განსაკუთრებულად ეფექტური იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ჯგუფის წარმომადგენელია და ამ ჯგუფის სახელით გამოდის სხვების წინაშე. ენერგიის არასწორი გამოყენებისას ძლიერდება უბედური შემთხვევებისკენ მიდრეკილება, ამიტომ საქმის დაწყების წინ ყოველთვის კარგად უნდა გაანალიზოს და იფიქროს იმ ნაბიჯზე, რომლის გადადგმასაც აპირებს. ახლობლები და მეზობლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასეთ ადამიანს უყვარს უცხოელ კოლეგებთან მიწერ-მოწერა, მათ შეუძლიათ უერთგულონ მეგობრებს მთელი ცხოვრების მანძილზე.

მესამე სახლის მმართველი მე-12 სახლში

პოზიტიური მხარე: ფლობს მრავალ საიდუმლო კავშირსა და ფარულ ურთიერთობას, რომელთა ზედაპირზეც მხოლოდ „აისბერგის წვერო“ ჩანს. აქვს უნარი საიდუმლო ეზოთერულ ინფორმაციამდე მიაღწიოს. შეუძლია ხელთ ეპყრას საიდუმლო ძაფები. კარგი მდებარეობაა გამომძიებლებისთვის, ეზოთერიკებისა და მზვერავებისთვის.

უარყოფითი მხარე: ანონიმურ წერილებთან და ჭორებთან კავშირი, კინკლაობაში მონაწილეობა და ცილისწამებისკენ მიდრეკილება, ინტრიგანობა და შურიანობა. ხანდახან ნათესავები მათვის ფარულ მტრებად იქცევიან. მრავალი გამოაშკარავება და ტყუილი კონტაქტებში, ყველა საიდუმლო აუცილებლად გამჟღავნდება.

ასეთ ადამიანს აქვს იუმორის კარგად განვითარებული გრძნობას, ჩვეულებრივ ცხოვრებას აღიქვამს მხოლოდ ნათელ ფერებში. იგი, ახლობელ ადამიანებს, რომლებიც მძიმე, ტრაგიკულ სიტუაციებში ჩავარდნენ, იმდენად საქმით არა, რამდენადაც სიტყვით მხარდაჭერასა და დახმარებას უწევს (და შედეგსაც აღწევს). შეუძლია ადამიანებზე ზემოქმედების უნარი წარმატებულად ისე გამოყენოს, რომ კულისებიდან არც გამოვიდეს (ფაქტიურად, რუხი კარდინალის ტიპაჟია). ხშირად ასეთი ადამიანები წერენ ლიტეტატურულ ნაწარმოებებს ფსევდონიმით, რამეთუ მათ იმდენად აღიარება არ იზიდავთ, რამდენადაც მატერიაული (ჰონორარი) მხარე. ასეთი ადამიანი ადვილად იძენს დიპლომატიურ უნარ-ჩვევებსა და შეუძლია რბილად, ფრთხილად და შეპარვით იმოქმედოს ადამიანებთან ურთიერთობებში. ხშირად ასეთი ადამიანები კარგი ფსიქოანალიტიკოსები არიან.

წყარო: www.aquarun.ru

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top