მე-5 სახლის მმართველი

მე-5 სახლის მმართველი

მეხუთე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც ამ სახლის ნიშანს მართავს. მაგალითად: თუ თქვენი მე–5 სახლის კუსპიდი (დასაწყისი) არის ვერძში, მას მართავს მარსი, ნახეთ რომელ სახლში გყავთ მარსი. თუ კუროშია – მმარტელი ვენერაა… და ა.შ.

მეხუთე სახლის მმართველი პირველ სახლში

პოზიტიური მხარე: თავისუფლად ქმნის უნარი და საკუთარ თავში ნიჭისა და უნარების დამოუკიდებლად აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობა. ამ ადამინს შესაძლებლობა ეძლევა იბრწყინოს და იყოს მკვეთრად გამოხატული პიროვნება. ცხოვრებაში მას შეუძლია მიაღწიოს ყველაფერს, რასაც ისურვებს.

უარყოფითი მხარე: გამუდმებული თამაშები, სიამოვნების მიღების სურვილსა და გართობებს ადამიანი მიჰყავს ენერგიისა და ნიჭის უაზრო ხარჯვამდე. ასპექტი დაბრკოლებას ქმნის შინაგანი დისციპლნის ჩამოყალიბებაში და ართულებს შემოქმედებითად გახსნის შესაძლებლობას. შესაძლებელია გამოვლინდეს იმედგაცრუებები და პირადი უბედურება.

ამ ადამიანის ცხოვრების არსი არის _ ქმნადობა, შემოქმედება და ტრანსფორმირება. აქვს მოთხოვნილება გამოხატოს სხვადასხვაგვარი ემოცია საზოგადოებისთვის გასაგები ფორმებით. ეს ადამიანები თბილ დამოკიდებულებაში არიან საკუთარ შვილებთან და, რაც არ უნდა იყოს, ცდილობენ კალთაზე გამოიბან ისინი. ხშირად ასეთი დამოკიდებულება იქცევა შვილების გაზულუქების მიზეზად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი შვილებთან ურთიერთობით იღებენ უდიდეს სიამოვნებას.

მეხუთე სახლის მმართველი მეორე სახლში

პოზიტიური მხარე: მოთამაშეებს, აზარტული თამაშებიდან შემოსავლების ამომღებებს, ამ ასპექტისას წარმატება მუდამ თან სდევს. თამაშისას რაც უფრო დიდია ამ ადამიანის გამბედაობა, თავისუფლების შეგრძნება და ავანტიურიზმი, მით უფრო მყარდება მისი მატერიალური მდგომარეობა. ამ ადამიანის შვილები მატერიალურად უზრუნველყოფილნი არიან, საყვარლებს ხშირად ჩუქნიან საჩუქრებს, ანდა თავად იღებს მათგან საჩუქრებს.

უარყოფითი მხარე: აზარტული თამაშებისას ხშირი წაგება, ფულის დაკარგვის საშიშროება და დაკავებული მაღალი თანამდებობის დაკარგვის ალბათობა. დიდი ენერგია და საშუალება იხარჯება სიამოვნებაზე, ბავშვებსა და საყვარელ ადამიანებზე.

ეს ასპექტი იმ ადამიანების პირად რუკაში გვხდება, რომლებიც არსებობისთვის ფულს გამოიმუშავებენ შემოქმედებითი თვითგამოხატვის გზით. მისი ფასეულობათა სისტემა პირდაპირ დაკავშირებულია უნართან გამოავლინოს სიყვარული, სიმპატია და რომანტიკული დამოკიდებულება სხვების მიმართ. მან შეიძლება ფული გამოიმუშაოს უძრავ ქონებაში სახსრების დაბანდებით ან საბირჟო სპეკულაციებით. უნარების საუკეთესოდ გამოვლენისა და განვითარების შემთხვევაში იძენს შესაძლებლობას ადვილად და სწრაფად მიიღოს ფული აზარტული თამაშების წყალობით. მატერიალურად კარგად გამომუშავებისთვის შვილები მისი უნარების კარგი სტიმულატორები არიან, მაგრამ ის, რომ ეს ასპექტი წარმატებაზე უთითებს, სუალც არ ნიშნავს იმას, რომ მან არ გამოიჩინოს გონიერი წინდახედულება, წინააღმდეგ შემთხვევაში აზარტულ თამაშებში მონაწილება და თამაშებში ჩადებული მატერიალური სახსრები აუცილებლად მოუბრუნდება ცუდად. საჭიროა საკუთარი შვილები აღზარდოს მკაცრად განსაზღვრული ზნეობის ფარგლებში. არაა გამორიცხული, შვილებს მოექცეს ისე, როგორც საკუთრებას. ამ ასპექტის ენერგია საჭიროებს ხანგრძლივ, დისციპლინირებულ და მკაცრად კონტროლირებად გამოყენებას.

მეხუთე სახლის მმართველი მესამე სახლში

პოზიტიური მხარე: ყველა ნათესავი ხელს უწყობს ამ ადამიანის თავისუფლების გაფართოებას და ხშირ შემთხვევაში ისინი წარმოადგენენ მისი ბედნიერების მიზეზს, ეს ბედნიერება კი დაფუძნებულია შემოქმედებითად თვითგამხატვაზე. წარმატება მოდის კონტაქტებით, წერილებით და მგზარვობით. არის მივლინებისას ფლირტისკენ მიდრეკილების ალბათობა. ეს – თავგადასავლების მაძიებელია, წარმატებული ლექტორი და ნაყოფიერი მწერალია.

უარყოფითი მხარე: უაზრო და უნაყოფო რომანტიზმისკენ მიდრეკილება, ბედის კაპრიზებზე დამოკიდებულება, მგზავრობისას ხელის მოცარვა, სირთულეები და უსიამოვნებები მშობლებთან ურთიერთობაში, შორეული ნათესავებით ინტიმური გატაცებები. შემოქმედებით თვითგამოხატვაში წარუმატებლობები.

ეს – უშიშარი ავანტიურისტი, საკმაოდ მოუწესრიგებელი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მუდმივად მოგზაურობს და გადაადგილდება. მას შეუძლია წარმატებულად გამოიყენოს საკუთარი შემოქმედებითი უნარები პოლიტიკაში, სამართლის ან თეატრალურ სფეროში. მიდრეკილია დაამყაროს კარგი კონტაქტი ბავშვებთან, ამიტომაც შესაძლებელია ის იყოს კარგი პედაგოგიც და შესანიშნავი მშობელიც. მას უყვარს მოგზაურობა, და მიდრეკილია ეძიოს ისეთი სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია მგზარობასთან და გადაადგილებასთან.

მეხუთე სახლის მმართველი მეოთხე სახლში

პოზიტიური მხარე: ოჯახში სუფევს ბედნიერება და სიმყუდროვე, მშობლებთან კარგი ურთიერთობა. ბინის ძიებისას წარმატება და გამართლება. საიდუმოლებების მოულოდნელი გახსნისა და სიღრმისეული შეცნობისკენ მიდრეკილება.

უარყოფითი მხარე: მშობლებთან ურთიერთობაში კაპრიზულობა და ურთიერთობის გაციება. ოჯახური ცხოვრება უკმაყოფილებსა და გაღიზიანებას იწვევს. შესაძლებელია მშობლებმა ამ ადამიანისა და მისი შვილების ურთიერთობა დაანგრიონ, რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი სახლიდან წავლენ.

ოჯახისა და სახლის სიყვარული ძალიან მყარი და ძლიერია, ოჯახის მოწყობა მნიშვნელოვან შემოქმედებით სამუშაოს ხელს უწყობს. შესაძლებლობას იძლევა წარმატებით დააბანდოს ფული უძრავ ქონებაში. სახლის კარი ღიაა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საჭიროებენ მეურვეობასა და აღზრდას.

მეხუთე სახლის მმართველი მეხუთე სახლში

პოზიტიური მხარე: ბედის რჩეულობა, საკუთარ მოთხოვნილებებთან თანხვედრაში ყოფნა და თავისუფლად ცხოვრება. შემოქმედებითი მოღვაწე, რომელსაც აქვს ყველაფერი, რასაც მოისურვებს – ფუფუნება, სიამოვნება და ცხოვრებისეული სიკეთე, კეთილდღეობა. მრავაშვილიანობისკენ მდირეკილება, შესაძლებელია ქორწინების გარეშე შვილების ყოლა.

უარყოფითი მხარე: ქმნის სურვილის უქონლობა და მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრებისკენ მიდრეკილება. სხვისი შრომის ნაყოფის პარაზიტულად გამოყენებისა და პარაზიტულად ცხოვრებისკენ მიდრეკილება. შესაძლებელია, ბავშვებთან ურთიერთობა წარუმატებელი იყოს, გადაჭარბებული გართობებისა და უზნეო ცხოვრების წესისკენ მიდრეკილება. ეს ადამიანი დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გართობითა და სიამოვნებით.

ამ ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა გახდეს გენიალური შემოქმოდი, განსაკუთრებით მუსიკის, ფერწერის და სადირიჟორო სფეროში. მას უჭირს საკუთარი თავის რამეში შეზღუდვა, ხშირია, როცა ასეთი ადამიანი ხდება შესანიშნავი გამომძიებელი. სურს საზოგადოებას მოუტანოს სარგებელი. მუდმივად სჭირდება თაყვანისმცემლები, იკვებება კეთილგანწყობის, შექებისა და აღიარების მუხტებით. ამიტომაც ხშირია, როცა სცეანზე, მოედანზე, ტრიბუნაზე დგას. თუ საერთოდ ყურადღებას აქცევს ბავშვებს, ისინი მის ცხოვრებაში მნიშნველოვან როლს თამაშობენ. სახიფათო თავგადასავლებისა და დაუმორჩილებელი ავანტიურიზმისკენ მიდრეკილების ტენდენციები შეიმჩნევა. ეს ადამაინები ხშირად შეუდარებელი მოთამაშეები არიან და არ შეუძლიათ დაძლიონ აზარტული თამაშების დაუოკებელი სურვილი.

მეხუთე სახლის მმართველი მეექვსე სახლში

პოზიტიური მხარე: სამუშაო მოწოდებით (განსაკუთრებით მასწავლებლებისა და ექიმებისთვის), სამუშაოზე გართობა, თავისუფალი საქმიანობა, თანამშრომლების სიყვარული, სამსახურში ინტიმური კავშირები.

უარყოფითი მხარე: სამუშაო ადგილი ადამიანის თავისუფლებას ზღუდავს, თანმდევი წარუმატებლობები და თავდაუჯერებლობა, „ადამიანებში გამოსვლის“ შეუძლებლობა, ავადმყოფ ბავშვებზე მუდმივი ზრუნვა, საყვარლების ბევრი ვალი.

შესაძლებელია ამ ადამიანის სამუშაო დაკავშირებული იყოს ბავშვებთან, სპორთან ანდა საკუთარი თავის შემოქმედებითად გამოვლინებისკენ სწრაფვასთან. მას იმდენად უყვარს თავისი სამუშაო, რომ მისი შესრულებისას პირდაპირ შემოქმედებით წვას განიცდის. ხასიათის ურყოფითად განვითარების შემთხვევაში მიდრეკილია მთელი ენერგიის გართობებზე დახარჯისკენ, ასევე, იგნორირება გაუკეთოს სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულებას.

მეხუთე სახლის მმართველი მეშვიდე სახლში

პოზიტიური მხარე: დიდი პოპულარობა, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა, საზოგადოებაში კარგი მდგომარება, ელიტარული ფენისკენ სწრაფვა, გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში ყოფნა. სასამართლო პროცესების გადაწყვეტაში გამართლება. ქორწინება საკმაოდ თავისუფალია.

უარყოფითი მხარე: სოციალური მდგომარეობის დაკარგვის ალბათობა, მრავალი ჩხუბი და სამართალწარმოება, ცხოვრების თანამგზავრთან ურთიერთობის ნგრევა, საყვარლების მტრების ბანაკში გადასვლა, საყვარლების გამო მეუღლესთან კონფლიქტები, შესაძლებელია კონფლიქტები და სასამრთლო გარჩევები ბავშვებთან (შვილებთან).

ეს ადამიანი მჭიდროდაა დაკავშირებული ცხოვრების თანამგზავრთან და გარშემყოფებთან. ეს კავშირი შეიძლება იყოს შესანიშნავ ურთიერთთანხმობაზე ანდა საშინელ სკანდალებზე დაფუძნებული, მაგრამ ნებისმერ შემთხვევაში აუცილებლად მყარია. ისინი ხშირად არიან ცნობილი მსახიობები, რომლებიც ისწრაფვიან ყურადღების ცეტრში ყოფნისკენ. მათ შეუძლიათ სხვებზე გადამწყვეტი ზემოქმედების მოხდენა, თუმცა თავადაც ძალიან ტრამვირებულნი რჩებიან. მათ შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანთან მოლაპარაკება, თუ ამ მოლაპარაკებით საჭიროა სხვებმა აღიარონ მათი ნიჭი. სჭირდებათ რომანტიკული ხასიათის, გართობის უნარის მქონე, ოპტიმიზმით სავსე და მხიარული პარტნიორი. ენერგიის არასწორი გამოყენებისას მერყეობის განცდის ფორმირებას უწყობენ ხელს და ცხოვრების თანამგზავრს თრგუნავენ გადამეტებული მოთხოვნებით. იგივე ეხება მთლინად საზოგადოებასთან ურთიერთობასაც.

მეხუთე სახლის მმართველი მერვე სახლში

პოზიტიური მხარე: ეს ადამიანი მძიმე სიტუაციებიდან სასწაულებრივად, ყველაზე დაუჯერებელი საშუალებით აღწევს თავს, მას შეუძლია წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი გამარჯვებული გამოვიდეს, უბედურებიდანაც კი მიიღოს სარგებელი და გაანადგუროს თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე გაჩენილი ნებისმეირი წინააღმდეგობა. მისი შვილები ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან, ხმაურიანი დიდება გარდაცვალების შემდეგ, ხოლო მათი შთამოქმედება უკვდავებას უქადის.

უარყოფითი მხარე: თვითგამოხატვაში თავისუფლებისა და წარმატები არარსებობა, მრავალრიცხოვანი შემოქმედებითი წარუმატებლობა, მძიმე წინააღმდეგობანი და ბედისგან გამუდმებული დარტყმები, გართობის საშუალებების არარსებობა და სიამოვნების მიღების უკმარისობა. შესაძლებლია ახლობლებთან და ბავშვებთან დაკავშირებული კატასტროფები.

ასპექტი პირობას იძლევა, რომ წარმატებას მიაღწევს ფინანსურ ოპერაციებში. ფლობს შინაგან გრნობას, ორიენტაციას აკეთებს ფულის მიღებაზე. წარმატებულად შეუძლია დიდი ფულადი სახრების და მატერიალური შემოსავლების მართვა. მატერიალური სახსრების ეფექტური ინვესტირების უნარით გამოირჩევა, ამის საფუძველზე კი მაქსიმალურ სარგებელს იღებს. აზარტული თამაშებისა და სპეკულაციების მიმართ საკმარის დაინტერესებას ავლენს. უყვარს გართობა და თამამად აანალიზებს სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემებს. ენერგიის არასწორად გამოყენებისას შეიძლება სერიოზულ ფინანსურ პრობლემებსა და სექსუალურ სირთულეებს გადაეყაროს. იმ შემთხვევაში, თუ პირად რუქაში სხვა ფაქტორებითაც დასტურდება, არის ბავშვის დაკარვის ალბათობა.

მეხუთე სახლის მმართველი მეცხრე სახლში

პოზიტიური მხარე: ეს რომანტიკული ტიპაჟი ისწრაფვის საზოგადოებაში საკუთარი როლი და დანიშნულება გააფართოოს. შესაძლებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან სასაიყვარულო კავშირები, შორ მანძილზე კონტაქტების დამყარება, საზღვარგარეთ წარმატების მიღწევა, პროტექციის ეფექტური გამოყენება და სულისშემძვრელ მოგზაურობაში წასვლა. როგორც წესი, მისი შვილები განათლებული და ჭკვიანები არიან, ჩვეულებრივ, ისინი ცხოვრებაში შორს მიდიან და ამით ახარებენ მას.

უარყოფითი მხარე: ამ ადამიანს შემოქმედებითი წარუმატებლობა აიძულებს უნაყოფოდ ეძიოს საკუთარი თავი. ეს არის დაკარგული მოხეტიალე, რომელიც უმიზნოდ და უაზროდ ატარებს მთელ ცხოვრებას. დიდი შემოქმედებითი ენერგია უშედეგოდ ეხარჯება. საბოლოო ჯამში, ბავშვები მშობლების სახლიდან შორს ცხოვრობენ, და არაა გამორიცხული, შვილებსა და საყვარლებს შორის არჩევანის გაკეთება მოუხდეთ.

შესაძლებელია შორეულ ქვეყნებში ხშირი მოგზაურობები, ეს მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ გართობის გამოც დაიწყოს. აქვთ მკვეთრად გამოკვეთილი უნარი დაკავდნენ იმით, რაც დაკავშირებულია წიგნებთან და მაღალპოლიგრაფიულ გამოცემებთან. იგი განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებს პედაგოგიური პროცესიდან და შეუძლია შეუცვლელი მასწავლებელი გახდეს. მას იზიდავს ის სპორტის სახეობები, რომელიც საშუალებას იძლევა სამოგზაუროდ.

მეხუთე სახლის მმართველი მეათე სახლში

პოზიტიური მხარე: შესაძლებლია მოულოდნელ პოპულარობას შემთხვევითობის წყალობით მიაღწიოს. პატივმოყვარობა დაკმაყოფილებულია, პროფესიული წარმატებები მუდმივად აქვს, მისი შვილები ცნობილები ხდებიან, ხშირად „ბედისგან დასაჩუქრებას“ იღებს – კარიერაში მოულოდნელი წინსვლა და პოპულარობის მიღწევა.

უარყოფითი მხარე: პროფესიული წარუმატებლობა, მრავალი ხარვეზი, ფორტუნის გულგრილობა, ბავშვებთან გართულებული ურთიერთობა, რადგანაც ბავშვები დესპოტურად თრგუნავენ მას. იგი დიდი ხნით ვერსად ჩერდება, რის გამოც ხშირად უწევს სამსახურის შეცვლა. აწვალებს დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობა და განდიდების გრძნობა, ხშირად ფსონად ბევრს ჩამოდის, მაგრამ ყოველთვის აგებს, ჩვეულერივ მისი ავანტიურები ყოველთვის წარუმატებლად სრულდება.

ენერგიის სწორად გამოყენებისას ეს ადამიანი გამორჩეული ხდება და აღწევს საკუთარი ლიტერატურული, მხატვრული ან სამსახიობო ნიჭის აღიარებას. იგი განიცდის ყურადღების ცენტრში ყოფნის უძლიერეს სურვილს და მიდრეკილია საკუთარი ნიჭის დემონსტრირებისკენ. ეს ფაქტორი/ასპექტი მრავალი ცნობილი ადამიანის პირად რუკაში ფიქსირდება. შვილებს მისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ სახელის და აღიარების მოპოვება. მისი მრავალრიცხოვანი არამყარი სასიყვარულო ურთიერთობა შესაძლებელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს. ენერგიის არასწორად გამოყენებისას წარმატება და აღიარება, ადრე თუ გვიან მოდის, მაგრამ ეს მიიღწევა მხოლოდ დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ.

მეხუთე სახლის მმართველი მეთერთმეტე სახლში

პოზიტიური მხარე: ელიტურ წრეში შესვლა, დამოუკდებელი ცხოვრების წესის ქონის შესაძლებლობა, თავისუფლად აზროვნება, სიყვარულისგან სიამოვნების მიღება და მეგობრებთან ურთიერთობის წარმატებით აწყობა.

უარყოფითი მხარე: საყვარლის ღალატი, მეგობრების გაცემა და ღალატი, გასცემს უფრო მეტს, ვიდრე ცხოვრებისგან იღებს. სხვები სიხარულით სარგებლობენ მისი კეთილგანწყობით და მასთან პარაზიტულ დამოკიდებულებაში არიან, ხშირად ატყუებენ, ამ ყველაფრის შედეგად ის შინაგანად ცარიელდება, განიცდის აპატიას და კარგავს შემოქმედებით ძალებს.

იგი ძალიან დამოკიდებულია მეგობრებზე და მათთან მიმართებაში განიცდის ბობოქარ, მხურვალე გრძნობას. მისი ინტერესების ცეტრშია პოლიტიკა და ყველაფერი ის, რაც პოლიტიკასთანაა დაკავშირებული. შესანიშნავად გრძნობს თავს მასპინძლის როლში, რადგან სტუმრების გართობა მისი ბუნებრივი საქმიანობაა. ნებისმიერ კომპანიაში თავისუფლად და სასიამოვნოდ გრძნობს თავს. ენერგიის სწორად გამოყენებისას საკუთარ შვილებთან და ოჯახის წევრებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებაში წარმატებას აღწევს. შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ზედაპირულ პიროვნებად, რომელიც მთელ ცხოვრება გართობსა და მხიარულებაში ატარებს, ერთი გასართობი ადგილიდან მეორეზე გადადის. ხშირად მთელ თავის მატერიალურ მდგომარეობას (რომელიც შესაძლებელია მემკვიდრეობით მიიღო), ფლანგავს სიამოვნებისა და მხიარულების ძიებაში.

მეხუთე სახლის მმართველი მეთორმეტე სახლში

პოზიტიური მხარე: წარმატებული შემოქმედებისთვის საჭიროებს აბსოლუტურ განმარტოებას, უყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. რაც ეხება ბავშვებს, გართობასა და შემოქმოდებას, მათზე საკუთარი აზრის გამოხატვისას საკმაოდ ჩაკეტილი და თავშეკავებულია.

უარყოფითი მხარე: თავისუფალ შემოქმედებაში მრავალი წინააღმდეგობის შექმნა. პატივმოყვარეობასა და განდიდების გრძნობაზე დარტყმები, ფარული მტრები, პირად თავიუსფლებაზე ზეწოლა, მრავალი საიდუმლო სიყვარული და ქორწინების გარეშე დაბადებული შვილების ალბათობა.

აქვს შესაძლებლობა უმაღლესი კმაყოფილება განიცადოს მარტოობაში და დიდ დროს უთმობს წარსულის სეროზულ შესწავლას. პირად რუკაში სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლებელია, მძიმე გასაჭირის, ტკივილის გადატანა მოუხდეს, რომელიც დაკავშირებული იქნება შვილთან. არსებობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრით დასჯის ალბათობა, რაც დაკავშირებული იქნება აზარტულ თამაშებსა და სასამართლო პროცესებთან, ასევე სხვისი ფულის სპეკულაციებსა და ავატიურებში გაფლანგვისთან, ამავ დროს არაა გამორიცხული, საკუთარი სიცოცხლე საფრთხისა და რისკის ქვეშ დააყენოს. ეს ასპექტი ხშირად მოასწავებს აქტიურ ლიტერატურულ შემოქმედებაზე.

წყარო: aquarun.ru

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top