მეშვიდე სახლის (Dsc) მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მეშვიდე სახლის ნიშანს მართავს. მაგ: თუ თქვენი მე-7 სახლი იწყება კუროს ნიშნით, მმართველი ვენერა გამოდის. თქვენს რუკაში ნახეთ ვენერა რომელ სახლში მდებარეობს და ამ მდებარეობის აღწერა/დახასიათება მონახეთ ქვემოთ. თუ ტყუპებით იწყება მე-7 სახლი – მმართველი მერკურია– ნახეთ მერკური რომელ სახლში გყავთ….და ა.შ. მმართველები
მეშვიდე სახლის მმართველი პირველ სახლში
პოზიტიური მხარე: ამ ადამიანს უჭირს თავი სრულყოფილად და კარგად იგრძნოს ცხოვრების თანამგზავრის გარეშე. მეუღლეები ძალიან გვანან ერთმანეთს და ერთ მთლიანობად შეიგრძნობენ თავს. ერთმანეთის პრობლემებით ცხოვრობენ და ბოლომდე უგებენ ერთმანეთს. მათი ცხოვრება საზოგადოების თვალთახედვის არეშია მოქცეული, მუდმივად იქცევენ გარშემომყოფების ყურადღებას და შესაძლებელია ნაცნობებთან კამათები, თუმცა კანონებს კარგად იცნობენ და შეუძლიათ მათი სათავისოდ გაყენებაც, სასამართლოებში საქმის მოგება და იმ საქმის წარმოების წარმატებულად დასრულება, რომელიც ძიებაშია.
უარყოფითი მხარე: ცხოვრების ბუზღუნა თანამგზავრი, რომელიც მუდმივად ამცირებს მის ღირსებას. ეს ადამიანი ხშირად “განტევების ვაცია”, რომელსაც გარშემომყოფები ყველაზე ნეგატიურ მხარესა და ქმედებებს მიაწერენ. ის მუდმივად სხვების თვალთახედვის არეალშია მოქცეული და ვერაფრით ახერხებს საკუთარი ცხოვრების სხვებისგან დაფარვას.
ეს ადამიანი საჭიროებს ჯგუფთან მთლიან შერწყმას და პარტნიორის აზრის გაზიარებას, ასევე საზოგადოების შეფასებას. მხოლოდ ასე თუ შეძლებს სრულფასოვან პიროვნებად თავის გრძნობას. ხშირად ისინი ლიდერები ხდებიან, განსაკუთრებით თუ მათ უწევთ სხვებისთვის რაიმეს დემონსტრირება იმ სფეროდან, რომელშიც თავდაჯერებულნი არიან. შესაძლებელია განსაკუთრებული პედაგოგიური უნარის გამოვლენა. ისინი ხშირად თავს ავლენენ შოუ-ბიზნესში, ვაჭრობასა და პოლიტიკაში.
მეშვიდე სახლის მმართველი მეორე სახლში
პოზიტიური მხარე: მდიდრული და წარმატებული ქორწინება, მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრების თანამგზავრი, ქორწინებით კეთილდღეობის გამყარება. ამ ადამიანის სამუშაო ყოველთვის შემოსავლიანია, თუ ის დაკავებულა შუამავლობით ან სასამართლო სარჩელებით. ნიჭს ავლენს ფინანსურ გარიგებებში და შეუძლია მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობებიდან სარგებლის მიღება.
უარყოფითი მხარე: პრესტიჟისა და ქორწინებაში სიმყარის ვარდნა, განქორწინების საშიშრეობა დ სასამართლო გარჩევები ცხოვრების თანამგზავრთან. ხშირად განიცდის საკუთარ პარტნიორთან დაშორებას. მიდრეკილია ქორწინება განიხილოს როგოც დამაბრკოლებელი გარემოება, ნაწილობრივ, იმის გამოც, რომ ქორწინება ართმევს არსებობის საშუალებას.
ხშირად ისინი ქორწინდებიან ფულის გამო ან საზოგადოებაში საკუთარი მდგომარების გამყარების მიზნით. მათ პარტნიორს უნდა ჰქონდეს ისეთი ფასეულობათა სისტემა, როგორიც თავად აქვთ. განსაკუთრებით წარმატებულად გამოიმუშავებენ ფულს სამართლის სფეროში ანდა სხვებთან პირდაპირი შეჯიბრითობის მეშვეობით. ხშირად ბევრ ფულს შოულობენ, რის წყალობითაც საზოგადებაში წარმატებას აღწევენ. ხშირია როცა დიდი ფულის შოვნას პარტნიროების წყალობით ახერხებენ. ისწრაფვიან დაქორწინდნენ ისეთ ადამიანზე, ვინც კარგად გამოიმუშავებს და იცის ფულის ყადრი. არაა გამორიცხული, მათი პარტნიორი მდიდარი მემკვიდრე აღმოჩნდეს.
მეშვიდე სახლის მმართველი მესამე სახლში
პოზიტიური მხარე: შესაძლებელია შორეულ ნათესავთან ქორწინება, ცხოვრების თანამგზავრი აღიქმება როგორც მეგობარი და ამხანაგი. წარმატებული საქმიანი ურთიერთობები მეზობლებთან და საახლობლო წრესთან. თამამად იყენებს საზოგადოებრივ აზრს, სასარგებლოდ იყენებს შემთხვევით ნაცნობობასა და იმ ურთიერთობებს, რაც დაკავშირებულია ჟურნალისტებთან და რეპორტიორებთან.
უარყოფითი მხარე: ცხოვრების ახირებულ თანაგზავრთან ურთიერთობების არამყარობა, სასამართლო პროცესები ნაცნობებთან და ახლობლებთან, ნათესავების ჩარევა ოჯახური პრობლემების დროს. ქორწინება შესაძლებელია მოექცეს ჭორების, სასამართლო გარჩევებისა და უთანხმოების ქვეშ.
ხშირად ქორწინდება იმაზე, ვინც უყვარდა ჯერ კიდევ ბავშვობისას. შესაძლებელია, ცხოვრების მომავალი თანამგზავრი გააცნოს ძმამ ან დამ. დარწმუნებულია, რომ პარტნირობაში აუცილებელია სრული ურთიერთგაგება. მოთხოვნილება აქვს აბსოლუტური გულახდილობის და ნდობის საფუძველზე ჰქონდეს პარტნიორთან ურთთიერთობა.
მეშვიდე სახლის მმართველი მეოთხე სახლში
პოზიტიური მხარე: ქორწინება მშობლების კურთხევით. ხშირია როდესაც მეუღლეები ბავშვობიდან არიან დანიშნულები. ისინი ამაყობენ გვარის ცნობადობით და მშობლების პოპულარობით. ქორწინების სიმყარე და სიმტკიცე დამოკიდებულია არა ფულზე, არამედ ქონებაზე. ორივე მეუღლე კარგი მეოჯახეა.
უარყოფითი მხარე: ცხოვრების თანამგზავრი და მშობლები აღიქმებიან მტრებად, შესაძლებელია სახლისა და ქონების გამო სერიოზული სასამართლო გარჩევები და ჩხუბი ახლობლებთან. ოჯახური ცხოვრება სავსეა გაყრის პრობლემებით, საოჯახო საქმეები მუდმივად საზოგაოდების განხილვის ობიექტია, შესაძლებელია სკანდალური ცნობადობა და სამშობლოს ღალატში დადანაშაულება.
ის ისწრაფვის მიაღწიოს დაცულობას, რომლისთვისაც ადამიანებთან მრავალგვარ ურთიერთობას იყენებს. ქორწინდება გვიან, ან მთელი ცხოვრება მარტო რჩება იმის გამო, რომ მშობლების სახლს ბედნიერება და სიამოვნება მოაქვს. შიშობს, რომ პარტნიორი ვერ შეეწყობა მის მშობლებს. პლანეტარული ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, ვლადებულების გრძნობის ჰიპერტროფირების გამო და მშობლების მიმართ ცრუ ვალდებულებების გაცდის შედეგად (რაც დაკავშირებულია იმ აზრთან, თითქოს მშობლები მთლიანად მასზე დამოკიდებულნი არიან) შეიძლება ხელიდან გაუშვას ქორწინების შესაფერისი მომენტი. ცხოვრების თანგზავრი მნიშნველოვან როლს ითამაშებს მის არსებობაში (შესაძლებელია პარტნირმა შეითავსოს მშობლის-დედიკოს ან მამიკოს როლი _ ფუნქციაც). ქორწინება შესაძლებელია ბედნიერი იყოს, მაგრამ საზოგადოებრივი აქტიურობა მეუღლესთან მუდმივად ყოფნაში ხელს შეუშლის. მის არყოფნაში პარტნიორი ვალდებული იქნება თავად იზრუნოს სახლსა და ოჯახზე. ხშირად ეს ასპექტი უთითებს ისეთ პარტნიორზე, რომელიც ჩრდილში დგას და ისე უზრუნველყოფს მის კომფორტს, სტაბილურობსა და სამოთხეში ცხოვრებას, რაც მისთვის აუცილებელია საზოგადოებრივი საქმიანობაში მონაწილეობის გამო.
მეშვიდე სახლის მმართველი მეხუთე სახლში
პოზიტიური მხარე: ქორწინება სიყვარულით, საინტერესო და ნიჭიერი ადამიანის მეუღლეობა. ურთიერთობაში თბილი ემოციებისა და გულწრფელი სიყვარულის სრული განცდა. შემოქმედებითი ცხოვრება დაკავშირებულია საზოგადოებრივ საქმიანობასთან. მრავალი სახალხო გამოსვლა, მრავალშვილიანობა და თანასწორობა ბავშვებთან მიმართებაში.
უარყოფითი მხარე: მეუღლის ფლირტის გამო განქორწინების შესაძლებლობა, პარტნიორების ურთიერთობა საზოგადოების ყურადღებას იპყრობს, შესაძლებელია ერთობლივი აფიორები, ბლეფი და სპეკულაციები.
ნამდვილად რომანტიული ადამიანები არიან, ისინი ისწრაფიან სიყვარულით ქორწინებისკენ, თუნდაც ასეთი ქორწინება მრავალ პრობლემას უქმნიდეთ, გამორჩეული ადამიანები არიან. არაა გამორიცხული მრავალი ქორწინება. შემოქმედებითი ენერგია მიმართულია და ბოლომდე გამოიყენება წარმატების მისაღწევად. შესაძლებელია, შემოქმედება გამოვლინდეს პარტნიორთან ურთიერთქმედების საფუძველზე სამსახურში ან ხელოვნების სფეროში.
მეშვიდე სახლის მმართველი მეექვსე სახლში
პოზიტიური მხარე: ქორწინებაში მყარი და მომთმენია. ცხოვრების თანამგზავრი წარმატებით უძღვება საოჯახო მეურნეობასა და დიდი ხნით არ ტოვებს სახლს. ხშირია ქორწინება თანამშრომელთან.
უარყოფითი მხარე: ქორწინება განიხილება როგორც ტანჯვის წყარო, პარტნიორული ურთიერთობა მოითხოვს მოთმინებას. თანაშრომლობთან კონტაქტის უქონლობა, სამსახურში გამუდმებულ კონფილქტებტან შეგუება უწევს. ხშირად ისინი ყოფით პრობლემებზე არიან დამოკიდებულნი.
ხანდახან ქორწინების შემდეგ ეს ადამიანები ხელს ჰკიდებენ ერთობლივ საქმეს, განსაკუთრებით თუ მეუღლეები მუშაობენ ფსიქოლოგიის ან იურისტის პროფესიით. ხანდახან მათ იზიდავთ ისეთი პარტნიორი, რომლის ჯანმრთელობაც მნიშვნელოვნადაა შერყეული (ფიზიკური ანდა ფსიქიკური), რაც დახმარებისა და საჭირო ადამიანად გადაქცევის საბაბია. სხვებთან ურთიერთობა შეიძლება გამოიხატებოდეს შემდეგი სიტყვებით – „მეგობრობა მეგობრობად, სამსახური კი სამსახურია“.
მეშვიდე სახლის მმართველი მეშვიდე სახლში
პოზიტიური მხარე: ქორწინება სავსეა დრამატიზმითა და დაძაბულობით, პარტნიორული თანაცხოვრება დინამიური და ცხელია. ადამიანი დაკავებულია აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობით, ხალისით უპირსპირდება სხვებს, შეუძლია ობიექტურად შეხედოს სოციალურ პროცესებს. საკუთარი ნების პარალელურად მონაწილეობას იღებს აქტიურ ცხოვრებისეულ კოლიზებში და ჩატრეულია საზოგადოებრივ დრამებში, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც რომ, ზუსტად ამ კუთხით იღებს სარგებელსაც.
უარყოფითი მხარე: კონფლიქტები და უთანხმოებანი ქორწინებაში, სასამართლო პროცესები და გარჩევები, სოციალურ ყოფაში ჩათრევა, სკანდალური ცნობადობა, სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა და გაუთავებელი კონფლიქტები.
ყველაფრის გაცემით ადამიანი სიღმისეულად იდენტიფიცირდება პარტნიორთან და იმედოვნებს, რომ კავშირი გრძელვადიანი, მყარი და ღრმა აზრის მატარებელი იქნება. ენერგიის არასწორად გამოყენებისას გამოირჩევა მერყეობით და ხშირად იცვლის პარტნიროებს, რომელთა რაოდენობაც ვერ შეუცვლის ხარისხს. როგორც ცხოვრების თანაგზავრის, ასევე მთლინად საზოგადოების მხრიდან თანაგრძნობისა და თანადგომის დიდი მოთხოვნილება აქვს. როგორც ლიდერი, ასეთი ადამიანი გამუდმებით ხვდება საზოგოდოებრივი ინტერესების ცენტრში. ის ისწრაფვის იპოვოს ძლიერი და მკვეთრად გამოხატული პარტნიორი, რომელსაც ექნება უნარი პარტნიორულ ურთიერთობებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, რაც საერთოდ არ გამორიცხავს მასთან აქტიურ შეჯიბრითობას. საერთოდ, ამ ადამიანისთვის პარტნიორი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა წარუმატებლობის, პრობლემის და უბედურების საკუთარ თავთან სიღრმისეულად იდენტიფიცირებისკენ აქვს მიდრეკილება.
მეშვიდე სახლის მმართველი მერვე სახლში
პოზიტიური მხარე: ქორწინება დაკავშირებულია დიდ მზითვთან (პარტნიორის ქონებასთან), გამორიცხული არაა ცხოვრების თანაგზავრის მხრიდან დიდი მემკვიდრეობის მიიღოს. ასპექტი კარგია ოკულტურ ჯგუფთან თანაშრომლობისთვის. ქორწინების მიზეზი შესაძლებელია იყოს მაგიური და სიღრმისეული, შესაძლებელია პარტნიორთან უცნაური, ამოუცნობი ურთიერთობა.
უარყოფითი მხარე: ცხოვრების თანაგზავრს ემოციებისა და აზრების დახმარებით ამ ადამიანზე მაგიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. შესაძლებელია, ჰქონდეს მძიმე, უჟმური და დამთრგუნველი ხასიათი. მოწინააღმდეგენი გახსნილები არიან და ბოლომდე იბრძვიან. შესაძლებელია მტრების მხრიდან შურისძიება და მოშურნეების მხრიდან მოწავლა. სასამართლო პროცესებს აგებს, ქონება შეიძლება დაკარგოს. ადვილი შესაძლებელია არ დაოჯახდეს.
ეს ასპექტი ხშირად გვხდება მსხვილი პოლიტიკოსების პირად რუქებში, რომელთა იდეები წარმატებულია ფინანსურ და მორალის სფეროში, მასებში პოპულარობითა და მათი მხარდაჭერით სარგებლობენ. პარტნიორებისგან ელის ფინანსურ მხარდაჭერასა და დახმარებას, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ აღწევს, თუ საკუთარ ენერგიას სწორად გამოიყენებს. ქორწინება ხასიათდება შესანიშნავი სექსუალური ურთიერთობით, რომელიც შეიძლება მეუღლეების საფუძვლიანი კავშირის ბაზისად იქცეს. ამგვარი საზოგადო მოღვაწე გამოირჩევა ძლიერი სექსუალური მიზიდულობით, რომლის წყალობითაც მაგნიტივით მოქმედებს და იზიდავს მასებს. აღენიშნება სხვების ფინანსების მოძრაობის ხელმძღვანელობის უნარი, შესაძლებელია ბანკის მმართველის რანგით მუშაობა. ასეთი ადამიანი ისწრაფვის აკონტროლოს ოჯახის ბიუჯეტი. ხშირად მუშოაბენ ფსიქოლოგებად, რომლებიც კლიენტების სექსუალურ პრობლემებს აანალიზებენ და აგვარებენ.
მეშვიდე სახლის მმართველი მეცხე სახლში
პოზიტიური მხარე: ქორწინება ხელს უწყობს აქტიურ ცხოვრებას, ასევე, ქორწინება უმყარებს პრესტიჟს, შესაძლებლობას აძლევს უცხო ქვეყნებში იმოგზაუროს და მსოფლმხედველობა გაიფართოოს. საზოგადოებრივი საქმიანობა საკმაოდ ფართოა, ის პოპულარულია სახლიდან მოშორებით. მიდრეკილია შორეული საქმიანი კონტაქტებისკენ.
უარყოფითი მხარე: ცხოვრების თანამგზავრი სულით უცხო და აზროვნებით განსხვავებულია. შესაძლებელია პარტნიორთან გამუდმებული იდეოლოგიური კამათი და მისი იდეური მიუღებლობა. უცხოელებთან დაპირისპირებისა და შოვინისტური იდეების ქონის ალბათობაა. ეს ადამიანი რასობრივი ხასიათის სიძულვილს იწვვს.
აღინიშნება სოციალური, ეთნიკური ანდა რელიგიური წრიდან პარტნიორის არჩევის ტენდენცია. მომავალი მეუღლის გაცნობა შეიძლება მოხდეს სხვა ქვეყანაში. ენერგიის სწორად გამოყენებისას კარგი ურთიერთობა ეწყობა პარტნიორის ნათესავებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული სოციალური წრის გამო პარტნიორთან ემოციური კავშირი გართულდეს და გამოიწვიოს უსიამოვნებანი. ასეთი ადამიანი წარმატებულია როგორც დამცველი სასამართლო პროცესებში, ან როგორც პროფესორი, რომელიც მსმენელებს ართობს და შთააგონებს ამაღლებული იდეების მოყოლით. ასეთი ადამიანები ხშირად ატარებენ დროს პარტნიორებთან მოგზაურობებში, ან მეუღლესთან ერთად ხელმძღვნაელობს ტურისტულ სააგენტოს.
მეშვიდე სახლის მმართველი მეათე სახლში
პოზიტიური მხარე: პრესტიჟული ქორწინდება ხელმძღვანელთან, კარიერულ წინსვლაზე გათვლილი ქორწინება. შესაძლებელია ქორწინება ცნობილ ადამიანთან, ასევე არაა გამორიცხული პრესტიჟის გამყარების მიზნით საქმიანი ქორწინება. ასპექტი კარგია საზოგადოებაში პოპულარობის მისაღწევად, რადგან დიდების, ცნობადობისა და დიდი კარიერული ზრდისთვის კარგი მაჩვენებელია.
უარყოფითი მხარე: წარუმატებელი ქორწინების გამო ახლობლებთან ურთიერთობის გაწყვეტა. პრესტიჟის ვარდნის საშიშროებაა. კარიერულ იერარქიაში წინსვლისას მრავალ მტერს იჩენს, რომლებიც მის წინააღმდეგ სიამვონებით ერთიანდებიან.
ასეთ ადამიანს აქვს შესაძლებლობა და უნარი მიაღწიოს საზოგადოებრივ აღიარებას პოლიტიკის, შოუ-ბიზნესის ანდა ხელოვნების სფეროში. ის პარტნიორი კარიერაში ეხმარება, მხარს უჭერს და შთააგონებს დაწინაურების გზაზე. ქორწინება დაკავშირებულია პროფესიულ ზრდასთან (ფორმა დაკავშირებულია ნიშნების, პლანეტებისა და მათი ასპექტების დახასიათებით). ასეთი ადამიანი საკმაოდ ამბიცურია, სურს მისი ქორწინება წარმატებული აღმოჩნდეს, და საკუთარ პარტნიორს ეპყრობა პატივისცემითა და წინდახედულობით. ახალგაზრდობაში ხშირად ეძებს წარმატებულ ანდა ცნობილ პარტნიორს. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გამოიყენებს პლანეტარულ ენერგიას, ქმედების შედეგი შესაბამისობაში მოდის მის სურვილებთან და მიზნებთან.
მეშვიდე სახლის მმართველი მეთერთმეტე სახლში
პოზიტიური მხარე: მიდრეკილია მეგობრულ საფუძველზე სამოქალაქო ქორწინების გაფორმებისკენ. მეუღლეები ერთმანეთს სულში არ უძვრებიან და არ ცდილობენ ერთმანეთის საქმეებში გარკვევას, მის ქორწინებაში უფლებებისა და თავისუფლების გრძნობით გაჯერებული ატმოსფერო სუფევს. მეგობრები დამოუკიდებელი და თავისუფლად მოაზროვნეები ჰყავს, შესაძლებელია ცვალებადობა, ან ბოჰემური ცხოვრება, თავისუფალი და დამოუკიდებელი ქედებები, მუდმივად ცდილობს შეუერთდეს თავისუფალ შემოქმედებით საზოგადოებას.
უარყოფითი მხარე: ცხოვრების თანამგზავრი კაპრიზული და არასაიმედოა. ხშირად მეგობრები ღია მოწინაამღდეგეებად იქცევიან. ქორწინება სავსეა ღალატით. საზოგადოებრივი საქმიანობა არამყარი და პრობლემატური შედეგების მომტანია.
ასეთ ადამიანს სწყურია პარტნიორში/მეუღლეში, პირველ რიგში, დაინახოს მეგობარი, ის ყველაფერს გასცემს და ასევე ბევრსაც იღებს, ამასთანავე, ურთიერთობაში ახერხებს დარჩეს ის რაც არის, ანუ ინარჩუნებს საკუთარ პიროვნულ ინდივიდუალობას. შეიძლება იგი დაინტერესდეს ისეთი პარტნიორით, რომელსაც უკვე ჰყავს შვილები (აქვს სურვილი იზრუნოს პარტნიორის შვილებზე). ხშირია მეგობრებთან ერთად მუშაობა. ხანდახან ასეთი ადამიანები მარტო რჩებიან, არ განიცდიან ქორწინების საჭიროებასა და მოთხოვნილებას. ისინი თავს სრულიად დამოუკიდებლად და თვითკმარად შეიგრძნობენ. ეს სასიამოვნო და მოსიყვარულე ადამიანი სრულიად კმაყოფილია თავისუფალი ცხოვრებით და მხოლიდ ის აფიქრებს, რომ გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალობა. ამ ასპექტმა შეიძლება ადამიანს უბიძგოს მრავალი ქორწინებისკენ, რამეთუ პარტნირის გარეშე თავს არასრულფასოვნად გრძნობს. ამ შემთხვევში, სიყვარულის მოპოვების სურვილი ბოლომდე არასდროს კმაყოფილდება, რამეთუ შეჩვევასთან ერთად უჩნდება ღალატისა და სიახლის მოთხოვნილებაც.
მეშვიდე სახლის მმართველი მეთორმეტე სახლში
პოზიტიური მხარე: საიდუმლო ქორწინება, ცხოვრების თანამგზავრისგან მრავალი საიდუმლოს დაფარვა. პარტნიორები, კომპანიონები და თანამშროლები სხვათა თვალთახედვისთვის შეუმჩნეველია და ურთიერთმოქმედებენ ფარულად. ასეთი ადამიანი ნიჭიერი შპიონია, საზოგადოებრივ პროცესებზე ფარულად ზეგავლენის მოხდენის უნარი აქვს, შეუძლია სხვების ყურადღება არ მიიპყროს.
უარყოფითი მხარე: დაუქორწინებლობა, პარტნიორის ცხოვრებასთან სრული იდენტიფიცირება, ფიქტიური ქორწინებისკენ მიდრეკილება. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნა. საიდუმლო კრიმინალური საქმიანობისკენ მიდრეკილება, ხშირი დადანაშაულება უბედურებებში. საფუძვლიანი შიში ციხეში მოხვედრის გამო.
წარმატებული ქორწინებისგან დამოუკიდებლად, ყოველთვის სჭირდება დრო და ადგილი პირადი მიზნებს განხორციელებისთვის. პარტნიორის ქმედებებსა და მოთხოვნილებებზე ხშირად უჩნდება ეჭვები. როცა ისწავლის აზრობრივად ამ პრობლემების გადაწყვეტას, მაშინ შეძლებს პარტნიორთან საპასუხო სიყვარულის მიღებას და ურთიერთობის დარეგულირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეჭვებს არ გაქარწყლებს და არ მოიშორებს, ურთიერთობა დაენგრევა. ასეთი ადამიანები ისწრაფვიან პარტნიორების მხარდაჭერისკენ, რადგანაც მათ ენდობიან და ასე ახერხებენ საკუთარი თავის შეგრძნებას. პარტნირებიც ხშირად მასზე ძალიან დამოკიდებულები ხდებიან და, ასე თუ ისე, მათი კავშირი მყარდება, რის გამოც ამ ურთიერთობის დარღვევა ძალიან რთულია.
სტატიის ავტორი:ნინო