„უმაღლესი კარიბჭე“
ვნება, საიდუმლოებები, სექსი და რეგენერაცია, ტრანსფორმაცია, დადებითად და უარყოფითად დახარისხება. ყველაფერი, რაც სიკვდილის სფეროსთან კავშირშია; სიკვდილ-სიცოცხლის პროცესებისადმი ინტერესი, სხვებისა და საკუთარი ღირებულებები, მატერიალურ-სულიერი რესურსები, მემკვიდრეობა, სოციალური დონე. ქირურგიული ოპერაციები, უბედური შემთხვევები, ტრავმები, რისკისა და საფრთხეებისადმი მიდრეკილება; ოკულტიზმი; კატასტროფები. კავშირები (პარტნიორულ ურთიერთობებში გავლენა და ნდობა, „თაფლობის თვე“), პარტნიორის „დახმარებით“ ჩამოყალიბებული თვითშეფასება. საერთო კაპიტალი, პარტნიორის/მეუღლის ქონება, მატერიალური მდგომარეობის მოულოდნელი ცვლილება: მოგება ან ზარალი. მეურვეობა, ოჯახური საიდუმლოებები. პოლიტიკური ან სხვა პარტიის/ჯგუფის წევრობა, საიდუმლო ორგანიზაციების წევრობა. ოკულტიზმის, მაგიის, სულიერი გარდასახვის სახლი (პ.ს. ერთ-ერთი მოსაზრებით, ასევე, ამ სახლით იმართება სულიერი მემკვიდრეობა. როდესაც ადამიანი ფიზიკურ არსებობას წყვეტს, მისი სული არსებობას აგრძელებს როგორც სულიერი მემკვიდრეობა )
პირველი მესამედი – ქმრის ან პარტნიორის ქონება. საბოლოო სურვილი (ანდერძი); ვაჭრობა, მეგობრების პატიოსნება; მტრების რელიგიურობა, მათი ქონება და მესამე დის ან ძმის ქონება.
მეორე მესამედი – სიკვდილი, სიკვდილის ადგილი და სახეობა,სიკვდილისადმი დამოკიდებულება, სიკვდილთან დაკავშირებული პროფესია, მემკვიდრეობა, სიცოცხლისთვის სახიფათო ექსტრემალური სიტუაციები, თანამშრომელთა მეზობლები და ხანმოკლე მგზავრობები; ძმების და დების თანამშრომლები.
მესამე მესამედი – საიდუმლო საქმეები, ოჯახური საიდუმლოებები, საიდუმლო საქმეებისგან/სფეროებისგან შემოსავალი, ძალადობრივი სიკვდილი, ექსტრემალური და სახიფათო სიტუაციებით გამოწვეული სიკვდილი; დემონიზმი, ოკულტიზმი, შავი მაგია.
მე-8 სახლს უკავშირდება: 1)კონფლიქტები (და შეთანხმებები) საზოგადოებრივ აზრთან; ძლიერი ან გამოხატული მერვე სახლი გვაძლევს – იდეოლოგს, პოლიტიკოსს, მწერალს, ჟურნალისტს, რეჟისორს, რომლებსაც სამოქალაქო გრძნობა აქვთ (დაკავშირებულნი არიან ნაციონალურ ან ეთნიკურ ეგრეგორთან) და საკუთარ მოვალეობად თვლიან საზოგადოებრივი ცნობიერების, ეთიკისა და მორალის ფორმირებაში მონაწილეობის მიღებას. 2)ჯგუფური ეთიკა, ჯგუფური ღირებულებები (სულიერიც და მატერიალურიც). სწორედ ამიტომ, ამ სახლთან კავშირშია გადასახადების ამკრებნი, ფინანსური მაგნატები. 3)სიღრმისეული ფსიქოლოგია – განსაკუთრებით კი, ფსიქიკასთან, მის გარდაქმნასთან დაკავშირებული პროცესები. 4)ოკულტური და მისტიკასთან დაკავშირებული მოქმედებები, განსაკუთრებით ჯგუფური მედიტაცია (წყვილის მედიტაცია მე-7 სახლს უკავშირდება, ხოლო მარტო მედიტაცია – მეთორმეტეს).
მერვე სახლის მმართველი მიანიშნებს ორგანიზმის გამოფიტვასა (გაუარესება) და ფიზიკურ სიკვდილზე; იმავე სტიქიის (რა სტიქიისაცაა მე-8 სახლის ზოდიაქოს ნიშანი. მაგ: თუ მე-8 სახლი ვერძით იწყება, ცეცხლის სტიქიაა) მეორე ნიშნის მმართველი – საკუთარი შრომით მოპოვებულ შემოსავალზე, ხოლო იმავე სტიქიის მესამე ნიშნის მმართველი – მემკვიდრეობის მიღების შესაძლებლობაზე.
თუ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა გვსურს, მაშინ რაღაც უნდა დავთმოთ, რაღაც უნდა „მოკვდეს“, რათა ხელახლა „დავიბადოთ“ – მერვე სახლის პრინციპად გამოდგება.
„ჩვენ შეგვიძლია“ – მერვე სახლის დევიზად გამოდგება. ეს სახლი განაგებს საერთო ქონებას, ფულს, ვალად აღებულ თანხას და გადასახადებს, ასევე პარტნიორის ქონებას. დაბალი ეგოისტური გამოვლინებით ჩნდება საერთო ქონების მისაკუთრების სურვილი, რაც საბოლოოდ კამათამდე, ომამდე (მარსი) ან სიკვდილამდე (პლუტონი) მიგვიყვანს. მერვე სახლი დაკავშირებულია მატერიალური ფორმების განადგურებასთან: დაკრძალვა, ანდერძი, სხეულისგან სულიერის გათავისუფლება და მისი დაბრუნება უმაღლეს ადგილებში. ამიტომ, მე-8 სახლი უკავშირდება უმაღლეს ენერგიებს, რომლებიც ყველა ფიზიკური გამოვლინების შინაგან მიზეზად გვევლინებიან და უკავშირდებიან ოკულტიზმს, პარაფსიქოლოგიას, უმაღლეს მათემატიკას, ატომურ ფიზიკას. ურანის ეგზალტირებისა და პლუტონის მმართველობის გამო მერვე სახლი დაკავშირებულია შინაგან მისტიურ გამოცდილებასთან.
მერვე სახლს უკავშირდება:
კავშირი – თანაცხოვრება, პარტნიორულ ურთიერთობებში ძალაუფლება და ნდობა. მეშვიდე სახლი პარტნიორულ ურთიერთობებს და თანაცხოვრების, ნდობის კონცეპციებს წარმოადგენდა, ხოლო მერვე სახლი ამ ყველაფრის რეალობაში გამოხატვაა. ნდობა და რწმენა ცენტრალურ ადგილს იკავებს. ასევე, მერვე სახლი პარტნიორული ურთიერთობიდან თვითშეფასების შექმნას წარმოადგენს. მერვე სახლის მდგომარეობა მიანიშნებს, თუ რამდენადაა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები,რომლებსაც პარტნიორთან ერთად გამოიმუშავებს.
ტრანსფორმაცია – „ეგოს“ სიკვდილი, ხელახლა დაბადება. კრიზისული სიტუაციების გავლენა. ფუნდამენტალური ცვლილებები. მერვე სახლის მდგომარეობა მიანიშნებს რამდენად შეგვიძლია ტრანსფორმაცია, „სიკვდილი“ და „ხელახლა დაბადება-განახლება“.
სექსუალური შერწყმა – ჭეშმარიტი სექსუალური კავშირი, ტანტრა.
ფოკუსირებული ინტუიცია – პიროვნებათშორისი ინტუიცია, სხვა ადამიანებზე ინტუიციით ინფორმაციის მიღება, სხვების ინტუიციური გაგება, ინტუიციური კონტაქტები.
საერთო ქონება – მემკვიდრეობა, სხვებთან ერთად დაგროვილი ქონება, ფინანსები, სხვების საკუთრება, მატერიალურ-სულიერი რესურსები.
სულის გათავისუფლება პირადი შეზღუდვებისგან გაცვლით ან/და გაზიარებით. პლუტონის მმართველობა:დაბადება და ხელახლა დაბადებაა. ამ პროცესს თან ახლავს მწვავე კრიზისები განკურნების, აღდგენის, ფატალური დანაკარგები, ემოციური სტრესის სულიერ ძალად ტრანსფორმაცია. მერვე სახლს უწოდებენ ოკულტურ, სიკვდილის სახლს. სახლი მიანიშნებს პლუტონის მახასიათებლების დონეს ადამიანში: სხვებისა და საკუთარი ენერგიების მოდელირების უნარი, სხვებზე ზეგავლენის მოხდენა და სხვების გავლენის ქვეშ მოქცევა. გათვალვის უნარი და სხვების მხრიდან მისი გათვალვაც, მმართველობის ან რეჟისორობის თვისება. პლუტონის დონე (რამდენად ვლინდება ადამიანში) მიანიშნებს, როგორ გრძნობს ადამიანი ბრბოში თავს.
მერვე სახლის მდებარეობა მიანიშნებს კარიბჭის მდებარეობაზე: როგორ ხდება ასტრალურ დონეზე გასვლა – მაგიით, ოკულტიზმით; ასევე მიანიშნებს რით შეიძლება ადამიანზე ზეგავლენის მოხდენა. მის წინ „ჯოჯოხეთი“ იხსნება თუ ვერ მიხვდება სად გავიდეს.
მარსი და პლუტონი მართავენ სექსუალურ ურთიერთობებს და მასთან დაკავშირებულ განცდებს; ხოლო ამ სახლში ნეპტუნის ნათესაობითა და ვენერის ტყვეობით გვაძლევს საშუალებას ინფორმაცია მივიღოთ ადამიანის დაინფიცირებაზე, ვენერიულ დაავადებების რისკზე.
პლუტონის სიმბოლური მმართველობა მიანიშნებს ჩვენს კავშირზე საიდუმლოებებთან, დაფარულთან და მისტიკოსების, ფსიქოლოგების, სექსოპათოლოგების, ექიმების, მეცნიერების, გამომგონებლების, არქეოლოგების, სწავლულების, ასტროლოგების მმართველად გვევლინება. პლუტონი (ურანთან ერთად) განსაზღვრავს ტრანსფორმაციის გზებს. მერვე სახლს უკავშირდება ყველაფერი, რაც სიკვდილთანაა კავშირში.
ასევე, ამ სახლს უკავშირდება სხვების ენერგიების მართვა (საკუთარის მართვა – მეორე სახლია); სხვების ქონება, საგადასახადო ვალები.
პიროვნულ დონეზე, სწორედ მერვე სახლის მიხედვით ვხვდებით სხვა ადამიანთა ქმედებებს. მათთან კონფლიქტები და კრიზისი კი ცვლილებებისკენ გვიბიძგებს. გამოცდები დანაკარგების სახით ვლინდება, თავად გამოცდები კი ცვლილებებს უკავშირდება. უფრო ძლიერები, პიროვნულად შეცვლილები და გაზრდილები ვხდებით.
მერვე სახლი მართავს ჩვენს მიდრეკილებას დაფარულისადმი, არქეოლოგიის შესწავლას, ძველი ცივლიზაციების გაცნობასა და უცნაური ნივთებით დაინტერესებას. ასევე დაკავშირებულია სიზმრებთან, განსაკუთრებით იმ ნაწილთან, რომლის ახსნაც ჩვეულებრივი ცნობიერი ჩარჩოებით შეუძლებელია.
ამ სახლის მიხედვით, სექსუალური კონტაქტები სიღრმისეულ დონეზე განისაზღვრება – ის არაა მხოლოდ ეგოისტური შეგრძნებები და ემოციები (მე-2 სახლი), არც სექსუალური სპექტაკლი (მე-5 სახლი), არამედ უმაღლესი დონეა, სექსუალური შემოქმედება – ტანტრის, სექსუალური გრძნობებისა და უმაღლესი გრძნობების გამოვლენის, დროის შეგრძნების დაკარგვისა.
სიკვდილის თემა მე-8 სახლს უკავშირდება, თუმცა ყოველთვის ფიზიკურ სიკვდილს არ ნიშნავს. ის განვითარების დროს ძველი ნაწილის ჩამოშორებას, სიმბოლურ „სიკვდილს“, ეგოს სიკვდილსაც შეიძლება ნიშნავდეს.
მერვე სახლი დაბადების და გარდაცვალების, ეგრეგორის შეცვლის სახლია. თუ მორიელი მართავს ტრანსფორმაციის საერთო იდეას და ნებისმიერი ცვლილების (შინაგანი და გარეგანი) უკან დგას, მერვე სახლი აღნიშნავს კონკრეტულ გარემოებებს ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც მსახურების, ეგრეგორის ფორმის შეცვლა ხდება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ქორწინება და განქორწინება (ოჯახის ეგრეგორის შეცვლა), სამსახურის შეცვლა, საქმიანობის შეცვლა და რა თქმა უნდა, ფიზიკური დაბადება და სიკვდილი. ეგრეგორის შეცვლა ყოველთვის გარე მოვლენებს არ უკავშირდება, ის შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური კრიზისის დაძლევის შედეგი. ჩვეულებრივ, ადამიანი ნაკლებად გრძნობს მის შეცვლას, შედეგს უფრო ამჩნევს – უფრო თბილი, კეთილი გახდა, გარშემომყოფებს ადვილად უგებს, ნაკლებად ბრაზდება მათზე და ა.შ. ხოლო მისტიკოსების შემთხვევაში ძლიერი ემოციური ან/და ენერგეტიკული ეფექტებით ვლინდება (წმინდანების, უმაღლესი მასწავლებლების გამოცხადება…). თუმცა საპირისპირო გამოვლენაც შეიძლება – ადამიანი იქცევა უფრო მკაცრ ეგოისტად, ფანატიკოსად, სხვა ადამიანების არაფრად ჩამგდებად, მათ აზრს საერთოდ არ უსმენს. ზოგჯერ ეს ფართო დიაპაზონზე ძალაუფლების მიღებაში ვლინდება (უარყოფით შემთხვევაში კრისტალიზებულ ეგრეგორს უერთდება, რომელსაც ადრე „ეშმაკისთვის სულის მიყიდვას“ უწოდებდნენ).
მერვე სახლის მიხედვით, ადამიანს ეგრეგორის მსახურება უწევს თითქმის მარიონეტის მსგავსად, ეგრეგორის მმართველობის ქვეშ ექცევა და ძლიერ კავშირს გრძნობს ნებისმიერ მომენტში. ეს შეიძლება იყოს როგორც რელიგიური, ასევე ნაციონალური ან უფრო პატარა ჯგუფების ეგრეგორი (ქალაქი, სამსახური, სკოლის კლასი). მე-8 სახლი ჯგუფურ ეთიკას და საკუთარ ეთიკასთან მის თანხვედრას მართავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე-8 სახლი ირთვება, როდესაც ადამიანს უწევს კოლექტივთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება (ან პრობლემის მოგვარება კოლექტივთან ერთად).
ძლიერი სახლი – ადამიანის გარშემო ბევრი ექსტრემალური სიტუაცია და სიკვდილია. ადამიანი – ბედისწერის სათამაშო (დაბალ დონეზე). ხშირად სარისკოდ მოქმედებს, მსგავსი ქმედებები იზიდავს. ფსიქოლოგიური კრისიზები ნორმად ითვლება (ხშირად აქვს და ჩვეულებრივ აღიქმება). ასეთ ადამიანს სიცოცხლე ძალიან უყვარს და მისი მატერიალური ღირებულებებიც ხიბლავს. ძლიერ სექსუალურია, პარტნიორებს იზიდავს და უფრო მეტიც – მათი საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა ეხერხება. ძლიერი ოკულტური შესაძლებლობები გააჩნია. მარტივი ცხოვრება ნამდვილად არ აქვს, „ბეწვის ხიდზე გავლის“ სიტუაციები და კარდინალური ცვლილებები ბევრია. გარეგნულად შესაძლოა სიმშვიდეს მიაღწიოს, მაგრამ შინაგანად სიმშვიდე ნაკლებადაა მოსალოდნელი. შესაძლოა ინდივიდი დაბადებასთან დაკავშირებული ან პირიქით, სიკვდილთან დაკავშირებული ფირმების (მაგ: დამკრძალავი ბიურო, ექსპერტიზა…) ერთ-ერთ მმართველადაც მოგვევლინოს; ან სულაც ახალი იდეოლოგიის გამტარებლად. როგორც წესი, ამ ინდივიდზე კოლექტიური ეთიკა დიდ გავლენას ახდენს. სიკვდილზე ხშირად ფიქრობს, რადგან გულის სიღრმეში ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო მოვლენად თვლის.
სუსტი სახლი – ცხოვრების განმავლობაში ნაკლებადაა კრიზისული სიტუაციები; ოჯახში, კარიერაში, სოციალურ ჯგუფებში ყველა ცვლილება, გარდაქმნა თავისთავად ხდება ძალდატანებისა და მუშაობის გარეშე. ფსიქოლოგიური კრიზისები ნაკლებად განიცდება. სულიერი სფეროები, „კეთილისა“ და „ბოროტის“, ღმერთისა და ეშმაკის ცნებები დიდ ინტერესს არ იწვევს. საზოგადოებრივი აზრისადმი ან ჯგუფური ეთიკისადმი სრული გულგრილობა. ჯგუფური მედიტაციის დროს, როდესაც ყველა ჩართულია და კოლექტიურად მოქმედებენ, ეს ინდივიდზე გავლენას ან საერთოდ არ ახდენს ან ძალიან მცირეს. ძლიერი მეორე სახლის შემთხვევაში უპირატესობა პირად ეთიკას ენიჭება. ადამიანს სუსტი მე-8 სახლით არ იზიდავს სხვების გადარჩენასთან დაკავშირებული პროფესიები (მეხანძრიდან დაწყებული უსაფრთხოების სპეციალისტით დამთავრებული).
ჰარმონიული სახლი – ცხოვრება დატვირთულია რთული სიტუაციებით, ცვლილებებით. რთულ სიტუაციებიდან გამოსვლა განაკაწრის გარეშე და ფსიქიკურად დაუზიანებლად შეუძლია. გარისკვა შესაძლებელია. ძლიერი მისტიკოსია, რომლის მინიშნებებიც ძალიან ხშირად სწორი აღმოჩნდება ხოლმე. შესაძლოა კარგი პოლიტიკური კარიერა ჰქონდეს. მე-4 სახლთან ტრინის შემთხვევაში – ხანგრძლივი სიცოცხლე, ღრმა სიბერემდე. კოლექტივში თავს კარგად გრძნობს. ჯგუფურ ეთიკასთან კონფლიქტები ნაკლებადაა მოსალოდნელი. ჰარმონიული სახლი ინდივიდს აძლევს საშუალებას სამ ადგილზე ერთდროულად იმუშაოს და ანაზღაურებაც მიიღოს. იზიდავს ექსტრემალური სიტუაციები, რისკი და „სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა“. კარგად შეუძლია ნიმუშების გამოყენება, თუმცა არ გააკეთებს ამის აფიშირებას ისევე, როგორც ადვილი შთაგონების უნარის შემთხვევაში აკეთებს (ანუ შეუძია, იყენებს, მაგრამ არ ამჟღავნებს); მაგრამ თუ ერთხელაც კარტს გაშლის ან ყავის ნალექს მოკრავს თვალს იმაზე მეტს დაინახავს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.
დაზიანებული სახლი – ადამიანი დისიდენტი. მძიმე შინაგანი კრიზისები. უამრავი დანაკარგი, სიკვდილზე ფიქრი, სუიციდი, მიდრეკილება შავი მაგიისადმი, მანიაკალური იდეებისადმი. ცხოვრების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა რთულად ხდება. სასწავლებლის, სამსახურის გამოცვლა, საცხოვრებელი სახლის შეცვლა, ქორწინება/განქორწინება მისთვის რთულად და დაბრკოლებებით ხდება. დამუშავებით საკუთარ ქვეცნობიერ პროგრამებს ანადგურებს, „მარხავს“, მათ ადგილზე კი ახალი პროგრამები დგება. შეგუებადობა რთულად ხდება. კოლექტიურ ეთიკასთან და კოლექტივთან ურთიერთობები რთულია. ინდივიდი ვერ იგებს ან არასწორად იგებს კოლექტიურ დაუწერელ ნორმებს, ხშირად არღვევს. მან უნდა ისწავლოს ტოლერანტობა და კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება – ეს მისი კარმული პროგრამაცაა. სიკვდილის თემას რთულად ეგუება, შესაძოა ახასიათებდეს თვითმკვლელობაზე ფიქრი ან სულაც ამ თემაზე ხუმრობა. სიკვდილის თემით (შიში, დაინტერესება) შესაძლოა ღრმავდებოდეს შავი მაგიისადმი ან დაბალ ასტრალურ არსებებთან კონტაქტისკენ მიდრეკილება. ამ ყველაფერს უნდა ერიდოს, რათა არ გახდეს სასტიკი ეგრეგორის მონა – მანიაკობისკენ, მკვლელობისკენ, ფსიქიკურად დაავადებისკენ მიდრეკილი. დამუშავება მერვე სახლის კონსტრუქციულ სიტუაციებზე მუშაობის საშუალებას აძლევს – მას შეუძლია სხვა ადამიანთა გადარჩენა.
დამუშავების დონეები
დამუშავების პირველ დონეზე ადამიანი არ რეაგირებს, ჯერ კიდევ ვერ ხვდება მის თავს რა ხდება. ეგრეგორის ცვლილება ისე ხდება, ცნობიერად ვერ უმკლავდება. „არც კი ვიცი მასზე რატომ დავქორწინდი…თითქოს გონება დამიბნელდა“ – აი, ერთ-ერთი მაგალითი პირველი დონის მე-8 სახლიდან. ცხოვრების სხვა სფეროებში (განათლება, სამსახური, საცხოვრებელი ადგილი, სანაცნობო წრე და ა.შ.) არჩევანის გაკეთების დროსაც მსგავსი პრობლემები გვხვდება. დაბალ დონეზე ადამიანს არსებობა უწევს, თუმცა მისი ფსიქოლოგიურ-ემოციური მდგომარეობა საკმაოდ რთული და კრიზისულია. ინდივიდი ხვდება, რომ „ბედისწერის“ წინაშე უძლურია. ფსიქოლოგიური კრიზისები სხვადასხვანაირად შეიძლება მოხდეს, დამოკიდებულია მე-8 სახლის ასპექტებზე. თუმცა ერთი რამ ყველა კრიზისს ახასიათებს – ინდივიდს რეაგირება ნაკლებად აქვს და იშიათად აცნობიერებს კრიზისის მიზეზებს. ამ დონეზე ყველაფერი „ცუდ განწყობას“ ბრალდება, ანალიზი კი ნაკლებად ხდება. პირველ დონეზე არც იდეოლოგიურ აზრს, არც ჯგუფურ ეთიკას დიდი ყურადღება არ ეთმობა. იდუმალებად და მისიკად გვევლინება რწმენა ნიშნებისა და მკითხაობისადმი (ინდივიდს სჯერა მათი და დიდ ყურადღებას აქცევს). ასევე, დამახასიათებელია ასტრალურ დაბალ დონეზე გასვლა, პრიმიტიული შელოცვები, მედიუმური ტრანსი, ძალადობრივი ქმედებებიდან სიამოვნების მიღება და ა.შ. მთავარი ჯგუფური ღირებულება კი ფულია. სიკვდილის მიმართ დამოკიდებულება შიშით შემოიფარგლება და ინდივიდი სიკვდილზე ფიქრს გაურბის.
მეორე დონეზე ინდივიდი ეგრეგორის ცვლილებას ამჩნევს, გრძნობს, ემზადება, ფიქრობს განათლების სტილზე, სამსახურზე, დაუფიქრებლად არ ქორწინდება. ცდილობს შეგნებულად მიუდგეს ოჯახურ საკითხებს, ბავშის დაბადებას და ა.შ. ფსიქოლოგიური კრიზისები ცნობიერდება როგორც ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანი გარდამტეხ მომენტებად. უფრო რაციონალური ხდება და მარტივი „წესის“ – ადამიანი სასურველს იღებს მაშინ, როცა შეწყვეტს მისი კატეგორიული „ფლობის“ სურვილს – სავსებით იგებს და აცნობიერებს. მეორე დონეზე კრიზისის შემთხვევაში ინდივიდს საკუთარ ქვეცნობიერზე ძალაუფლება თითქმის არ გააჩნია. რთულად იგებს რა ხდება მის თავს, თუმცა გრძნობს, რომ ეს „რაღაც“ მისთვის აუცილებელია. კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ გრძნობს რომ შეიცვალა, თუმცა რა შეიცვალა სიტყვებით გამოთქმა უძნელდება. ყურადღებიანი დამკვირვებელი უფრო მეტს ამჩნევს, ვიდრე თავად ინდივიდი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეუძლია თქვას რა შეიცვალა საკუთარ თავსა და გარემოსადმი დამოკიდებულებაში, მაგრამ კრიზისის შინაგანი მიზეზი გაუგებარი რჩება. ამ დონეზე ჯგუფურ ეთიკასა და საზოგადოებრივ აზრთან მიმართებაში კონფლიქტები შეიძლება გაჩნდეს. მეორე დონეზე არის საშიშროება, რომ ინდივიდი ჩამოყალიბდეს ნაციონალისტად, ფანატად. უფრო მეტად ინტერესი კი იდეოლოგიების მიმართ უჩნდებათ. ღირებულებათა სისტემა ფინანსურისგან გამოცალკევდება და კულტურის ელემენტებსაც მოიცავს. მეორე დონეზე ძალადობისგან სიამოვნების მიღების ნაცვლად, ინდივიდს მედიტირება და სიამოვნების მიღება შეუძლია ინტიმური საუბრებით, მუსიკით, ფილმებით და ა.შ. ამ დონეზე, ზოგჯერ აზრებისა და სურვილების ენერგეტიკასაც გრძნობენ (ანუ ხვდებიან, რომ ისინი რეალობაში ხდება). სიკვდილის მიმართ დამოკიდებულება რთულია, მიიჩნევს როგორც აუცილებელ, გარდაუვალ მოვლენას.
მესამე დონეზე ინდივიდი უკვე პირდაპირ გრძნობს კონკრეტულ სიტუაციებში რომელი ეგრეგორი მოქმედებს, მნიშვნელოვან მომენტებში როდის ერთვება მისი ძლიერი ეგრეგორები (ოჯახური, სამსახურეობრივი, სოციალური, ტერიტორიული…). ამ ყველაფერს იღებს არამხოლოდ გარემოში მისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს, არამედ თვლის სულიერი განვითარების ეტაპების დასრულებად (და შესაბამისად ახალზე გადასვლადაც). ამ ეტაპზე ინდივიდს შეუძლია მომავლის კორექტირება – უმაღლესი კარმული ეგრეგორის ჩვენებით რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთის არჩევა შეუძლია. ფსიქოლოგიურ კრიზისებს იღებს როგორც შინაგანი განვითარების ეტაპებს, მათი დასრულების შემდეგ თავს მხოლოდ წინა „მე“-სგან განსხვავებულად კი არ გრძნობს, არამედ ფიქრსაც განსხვავებულად იწყებს. მესამე დონეზე ადამიანს კრიზისების ობიექტურად შეფასება შეუძლია. ქვეცნობიერის დაბალ გამოვლინებას კი ნელ-ნელა „ანადგურებს“, ასუფთავებს. რა თქმა უნდა ეს ადვილი არაა და ერთგვარი მსხვერპლია, რაც ევოლუციურად, ტრანსფორმაციისთვის აუცილებელია. ჯგუფურ ეთიკასა და პირად ეთიკას შორის შეუთანხმებლობა ძლიერად გამოიხატება. ინდივიდს გარკვეული მოვალეობა (ვალდებულება) გააჩნია საკუთარი თავისადმი, საკუთარი ღმერთისადმი, უფრო სწორად კი კარმული ეგრეგორისადმი, სხვადასხვა ჯგუფური ეგრეგორები კი მისგან დამატებით რესურსებს (დრო, ენერგია, ზოგჯერ ფინანსები) ითხოვს. გამოსავალი პირად და ჯგუფურ ეგრეგორს, ეთიკას შორის შეთანხმების მონახვაა. ამ ეტაპზე ადამიანს ჯგუფური იდეოლოგია პირადში არ ერევა. უფრო მეტიც – მათ შორის კონფლიქტსაც ირიდებს. დამუშავების მესამე დონეზე მისტიურ და ოკულტურ შესაძლებლობებად გვევლინება ინდივიდის უნარი – სურვილისამებრ ასტრალში გასვლა. თუმცა ამის შესახებ ცნობიერად ყოველთვის არ იცის და მსგავს ცოდნას, უნარებს (შთაგონების გამოყენება, ხელით სიმბოლოების გამოსახვით, ხელის შეხებით მკურნალობა) ავარჯიშებს/ავითარებს. სიკვდილისადმი დამოკიდებულება შეცვლილია. სიკვდილი – ეს უკვე რთული, ერთი განსხვავებული ფორმიდან მეორეში საკმაოდ მისტიური გარდასახვაა.
მეოთხე დონეზე ინდივიდს უმაღლეს კარმულ ეგრეგორებთან მუდმივი კონტაქტი აქვს და დაბალი გამოვლინების ეგრეგორებს, რომელთაც უნდა ემსახუროს, მსახურების ფორმას და ამოცანებსაც დიდწილად განსაზღვრავს. ამ დონეზე ადამიანი დიდ ძალაუფლებას იღებს – არამხოლოდ მომავლის განვითარების გზას ხედავს, არამედ მის რამდენიმე ვარიანტს და რეალიზებისთვის ვარიანტის არჩევა შეუძლია. ინდივიდს შეუძლია სხვა ადამიანის ძლიერი ეგრეგორის „ჩართვა“, მისი ფოკუსირება ევოლუციასა და დაღმასვლაზე, ანუ შეუძლია იყოს „თეთრი“ ან „შავი“ მასწავლებელი. ღირებულებათა სისტემა, ეთიკა და საერთოდ სამყაროს ხედვა განსხვავებულია და ჯგუფურ, სოციალურ სისტემას ეწინააღმდეგება, უფრო სწორად კი საკუთარი შეხედულებები საერთო სისტემაში არ „ჯდება“. ეზოთერული ცოდნისა და კულტურის ფლობა, კარმისა და მისი კანონების დანახვა ადამიანს აიძულებს ორმაგი (ან სამმაგი, ოთხმაგი, ხუთმაგი – დამოკიდებულია ჯგუფების რაოდენობაზე, რომელთა ეგრეგორებთან კავშირი უწევს) ცხოვრებით იცხოვროს. პირადი ეთიკა ყურადღებით დაკვირვების შედეგად ყალიბდება, რაც საბოლოოდ ეგრეგორსა და ევლუციურ განვითარებას უკავშირდება.
წყარო: პოდვოდნი, მარკინა, ვინკლერი, კეფერი, საკოიანი, ეკკერი, ბილ ჰერბსტი
სტატიის ავტორი: თამთა