მზის და მთვარის შეერთება

მზის და მთვარის შეერთება

ასპექტის ხარისხი და მახასიათებლები დამოკიდებულია შეერთების ნიშანსა და სახლზე. შესტოპალოვის მიხედვით შეერთების ორბისია 13,50 გრადუსი.

მზისა და მთვარის შეერთება წარმოადგენს მამრობითი და მდედრობითი საწყისების, რაციონალურისა და გრძნობითის, ცნობიერისა და არაცნობიერის შერწყმას ან/და აღრევას. აქედან გამომდინარე ამ მახასიათებლების ერთიანობას (განუცალკევლობას) და ერთიან, მყარ ბუნებას იძლევა. ამ ბუნების მქონე ინდივიდი თავად ცდილობს სამყაროს შეცვლას საკუთარ იდეალთან შესაბამისად. ფაქტობრივად, ეს ადამიანი ვერ იგებს და არ უშვებს მასა და დანარჩენს შორის განსხვავებას.

ფსიქოლოგიურ დონეზე ორივე მშობლის ხატი, რომლებიც მზესა და მთვარეს შეესაბამება, ინდივიდისთვის წარმოადგენს ერთიან არსებას, მთლიანობას და არა განსხვავებულ ადამიანებს. ზრდასრულ ასაკში მზისა და მთვარის შეერთება ხშირადაა მოუმწიფებელი გრძნობების მიზეზი. ამ ასპექტის მქონე ადამიანი ქორწინებაში უნებლიედ, გაუცნობიერებლად ცდილობს  სრულ შერწყმას, უარს ამბობს  მეორე ადამიანის „სუვერენიტეტის“ (დამოუკიდებლობის) აღიარებაზე.

რამდენადაც მთვარე არაცნობიერის ანალოგიაცაა, ასეთი შეერთება ნიშნავს ცნობიერისა და არაცნობიერის ურთიერთშევსებას, აღრევას; ინდივიდი ვერ აცნობიერებს (რთულად ახერხებს) მასა და მატერიალურ სამყაროს, მის სურვილებსა და რეალობას შორის ზღვარის გავლებას. ეს ფაქტორი შეიძლება იქცეს დიდი ძალის, ენერგიის წყაროდაც! ბევრ ხელმძღვანელს რუკაში სწორედ მზისა და მთვარის შეერთება აქვს.

ემოცია და ნება გაერთიანებულია. ასპექტის მქონე ინდივიდს მთელი ენერგიის ერთი მიმართულებით კონცენტრირება შეუძლია. თუ მზის ენერგია მთვარისაზე ძლიერია (რაც ასტრალურ სხეულსა და ფიზიკური სხეულის გარშემო არსებულ ენერგოველს უკავშირდება), შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს. მაგ: თვალის დაავადებები (თუ მთვარე მე-6 სახლშია და მზე მე-7 სახლში). მთვარე მე-7 სახლში და მზე მე-6 სახლში – შესაძლებელია თირკმელების დაავადება. ასპექტი იმ ნიშნის მნიშვნელობას „აორმაგებს“, რომელშიც შეერთებაა. საერთოდ, მზე-მთვარე ერთ ნიშანში საკმაოდ სტაბილურ ჯანმრთელობაზე მიანიშნებს: „მზე უმტყუნებს – მთვარე გაუძლებს“ (და პირიქით) პრინციპით.

ფიზიკური სიცოცხლისუნარიანობა დიდი აქტიურობის შედეგად იწვება. შეერთება შემეცნების, ცნობიერის ახალ ციკლზე მიუთითებს, რაც შეერთების სახლსა და მმართველობით სახლს (სახლები, რომლებსაც მზე და მთვარე მართავენ) ეხება. ამ მდებარეობის ადამიანები მიდრეკილნი არიან მასკულინური და ფემინური როლების მორიგეობით შესრულებისკენ – პასიური ქცევა მოულოდნელად შეიძლება აგრესიულში გადაიზარდოს. აქტიურობა მიმართულია სახლისკენ, პარტნიორისკენ, ბავშვებისკენ.

მზისა და მთვარის შეერთება თხის რქაში, მორიელში – იძლევა პასიურობას, ინერტულობას, მთვარის ფაზებისადმი გაძლიერებულ მგრძნობელობას, ძლიერ სულიერ განცდებს, ემოციებს, სულიერ დაძაბულობას, კაპრიზულობას, ცვალებადობას, ინფანტილიზმს, ეჭვიანობას, ძილიანობას, კაცს ქალურობას მატებს, ქალს – კაცურობას.

შეერთება ძლიერ ნიშნებში (კირჩხიბში, კუროში) – ახალმთვარეობა, ახალი მთვარის დაბადება, ხელახლა დაბადება, დადებითი ცვლილებები; საწინააღმდეგო სქესთან, საზოგადოებრივ საქმიანობებში წარმატება, პოპულარობა, სულიერი სიღრმე, გულიანობა, მატერიალური კეთილდღეობა, წარმატება პროფესიულ საქმიანობაში, მზრუნველობა, სულიერება.

 

ავესალომ პადვოდნი

მზის შეერთება:  მდგომარეობა გავალდებულებს /დაპირდი? შეასრულე!

მზესთან შეერთება, ასპექტის მაღალ დონეზე დამუშავებისას,  პლანეტის გამოვლენას იმპერატიულ ხასიათს ანიჭებს. დაბალ დონეზე, იმპერატიულობა უფრო პლანეტის დამუშავების აუცილებლობაზე მეტყველებს. მზე, თავისი გამორჩეული ძალით, ნათლად ასხივებს პლანეტის უმდაბლესს გამოვლინებებს, ძირითადად, პირდაპირი ზეწოლის მეთოდით.

დამუშავების დაბალ დონეზე მუშაობის შემთხვევაში, ის მკაცრი იმპერატივებით მოქმედებს_თრგუნავს პლანეტის შემოქმედებით საწყისს და აიძულებს უკიდურესად ვიწრო ჩარჩოებში გამოვლინოს თავისი პრინციპები. წარმოიქმნება უკიდურესი შინაგანი დაძაბულობა. აფეთქება, რისი წინასწარ პორგნოზირებაც შეუძლებელია,  გარდაუვალი ხდება. ამასთან, აბსოლუტის შემოქმედებითი ხელწერა ვლინდება როგორც აფეთქების ხასიათში, ისე ნამსხვრევების ტრაექტორიის ფორმებში. თუ მზესთან შეერთება დაუმუშავებელია, მაგრამ ჰარმონიულად დგას რუკაში, ეს აფეთქება  გარშემომყოფებისთვის უფრო საშიში იქნება, ვიდრე ასპექტის მფლობელისთვის. ხოლო პლანეტის შემოქმედებითი საწყისი  მხოლოდ მკაცრად ეგოისტური მიდგომისას გამოვლინდება, მისი პრინციპების შესაბამის სფეროებში. მაგალითად, მზე-მარსის შეერთების დაუმუშავებელი ასპექტი იძლევა ძლიერ, მაგრამ სრულიად ფუჭ აქტიურობას, რომელიც მფლობელს უაღრესად მნიშვნელოვნად და სასარგებლოდ ეჩვენება. მას შეუძლია, პირდაპირი მნიშვნელობით,  შთანთქოს სხვისი ენერგია და ადამიანი სრულიად ძალაგამოცლილი დატოვოს. ამასთან, ასპექტის მფლობელს მიაჩნია, რომ დადებით გავლენას ახდენს თავისი აქტიურობით და მადლობასაც კი ელის გარშემომყოფებისგან.

შეერთების ასპექტის (და მზის) დამუშავება საშუალებას მოგცემთ, გადაერთოთ უფრო მაღალ ეგრეგორზე, როდესაც მზიური ინიციატივა წამოვა არა იმპერატიული ბრძანების, არამედ მიმართულების მიცემის ფორმით, სასურველი ქმედებისკენ, და რაც მთავარია, ყურადღების სახით. აი, მაშინ, მზისა და პლანეტის ურთიერთქმედება არსებითად გაუმჯობესდება და პლანეტა მზისგან მსუბუქ მაგნიტურ მუხტს მიიღებს, რაც სწორ ორიენტირებს მისცემს მისთვის რთულ, გაურკვეველ  სიტუაციებში, როდესაც ოპტიმალური არჩევანი ცხადად არ ჩანს.

მთვარის შეერთება: პირადი ეგოიზმის ვიწრო ჩარჩოები ხელს მიშლის სამყაროს სრულად მოხმარებაში.

მთვარესთან შეერთება პლანეტას ანიჭებს აქტიური მონაწილეობის საშუალებას ადამიანის ქვეცნობიერ ცხოვრებაში. ინდივიდი ძლიერ ინტიმურ კავშირს გრძნობს პლანეტის პრინციპებთან, რომელიც აფერადებს მის მოთხოვნებს. განსაკუთრებით, ცხოვრებისეულსა და სოციალურს.

დაუმუშავებელი ასპექტის და საერთოდ, დაუმუშავებელი მთვარის ადამიანებისთვის, ეს უკანასკნელი (მთვარე) ყველა სხვა პლანეტაზე ძლიერია და შესაბამისად მისი პრინციპები დომინირებს. პლანეტებთან შეერთებისას კი, მთვარის პრინციპი პლანეტების პროგრამის პარაზიტული მოხმარების ობიექტად იქცევა. მაგალითად, მთვარე-ვენერას შეერთება იძლევა სილამაზით, სიყვარულით და სოციალური კონტაქტებით ტკბობის ძლიერ მიდრეკილებას. მაგრამ მასთან ურთიერთობის შემდეგ სხვა ადამიანებს და განსაკუთრებით მის მიჯნურს დიდი დრო სჭირდება აზრზე მოსასვლელად და საკუთარი ენერგეტიკული ველის აღსადგენად. თუ ასეთი ასპექტის ხელოვნებათმცოდნე და დამფასებელი ხელოვნების ნიმუშს შესცქერის, ენერგეტიკულად ჭამს და დამცავ ენერგოქერქს აცლის. რის შედეგადაც “ნიმუშს” ობი ედება და შეიძლება, საერთოდ დაიღუპოს. აქ აბსოლუტის შემოქმედების გამოხატვის მომენტი ვლინდება ადამიანის ჭირვეული გემოვნების მიხედვით (ან იმ გარემოებების, რომელიც თავად მას ჭამენ).

ასპექტის დამუშავება იძლევა დიდი სიფაქიზეს და მოულოდნელ შემეცნების უნარს ისეთ საკითხებში, რაც პლანეტის პრინციპს უკავშირდება. დამუშავებული ასპექტი (და მთვარის დამუშავება) დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდება ცხოვრებისეულ მოთხოვნაში, დაამუშაოს და გადასცეს კაცობრიობას პლანეტის უმაღლესი პრინციპი.

ასპექტის დამუშავების მაღალ დონეზე, ეს შეიძლება იყოს საჯარო მოღვაწე ან წინასწარმეტყველი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციონალურ კარმასთან.

 

მზის და მთვარის ასპექტი ნათალურ რუკაში ჩვენი ცნობიერის და ქვეცნობიერის, ნების და იმპულსების, სურვილებისა და საჭიროებების, ქცევებისა და რეაქციების, რაციონალურისა და ირაციონალურის, აწმყოსა და წარსულის ურთიერთქმედებაზე მეტყველებს. მათი ასპექტი ამ ორი, დღე და ღამესავით განსხვავებული, პრინციპების დიალოგზე მიუთითებს.

მზის და მთვარის ურთიერთქმედება მშობლებისგან მიღებულ გზავნილებს ჰგავს. თუ დადებითი ასპექტია, ჩვენ, როგორც წესი, შეტყობინებებს ჰარმონიულად აღვიქვამთ. ერთსა და იმავე ოჯახში ერთ ბავშვს შესაძლოა მზე-მთვარის ტრიგონი ჰქონდეს, მეორეს ოპოზიცია, მესამეს საერთოდ არ ჰქონდეს ასპექტი. დარწმუნებული იყავით, სამივე სხვადასხვაგვარად გაიგებს მშობლების სიტყვებს.

ინდივიდისთვის, მზის და მთვარის შეერთებით, მშობლები ერთი მთლიანობაა, მათგან მიღებლი შეტყობინებებიც მისთვის ძალიან მარტივად გასაგებია. მაგალითად, როდესაც ერთ კლინეტს, მზით და მთვარით კუროში, ვკითხე ბავშვობაზე, მან მითხრა, რომ ბედნიერ სახლში გაიზარდა უპრობლემოდ. ორივე მშობელი უვითარებდა შრომისკენ მიდრეკილებას და მან საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო დამოუკიდებლად მუშაობა. მოგვიანებით საუბარში მივხვდი, რომ მან არც ისე ბედნიერი ბავშვობა გამოიარა (ჩემი აზრით); მაგრამ აქ ჩვენ არ ვგულისხმობთ სიტუაციის ობიექტურ შეფასებას, საუბარია იმაზე, როგორ აფასებს თვითონ ბავშვი საკუთარ მდგომარეობას. გულწრფელად რომ გითხრათ, მზე-მთვარის შეერთების მქონე ადამიანები იშვიათად  სტუმრობენ ასტროლოგებს _ მათთვის ყველაფერი ცალსახა და შესაბამისად, მარტივია.

რომელ ნიშანშიც არ უნდა მოხდეს შეერთება, ეს ასპექტი აორმაგებს მოცემული ნიშნის „დოზას“, რადგან ინდივიდის სურვილები (მზე) და მოთხოვნები (მთვარე) გათანასწორებულია. ლოგიკურად, ისინი ძალიან მიზადასახულები არიან. როგორც წესი, მარტივი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, იმ თვალსაზრისით, რომ მთლიანად ჩამოყალიბებულები არიან საკუთარ სურვილებში და კარგად იციან, რა უნდათ. მარტივად და ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე იღებენ გადაწყვეტილებებს. მათ არ სჩვევიათ ათას რამეს მიდებ-მოდება.

საკმაოდ გავრცელებულია ეგოცენტრიზმიც, თუმცა აუცილებელი სულაც არ არის. სუბიექტურები და კონცენტრირებულები? დიახ.  დაჟინებულები და შეუწყნარებლები? ყოველთვის არა. თუმცა ხანდახან შეიძლება ასეთებად მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებებს ელვისებური სისწრაფით იღებენ, თითქოს საერთოდ არც ითვალისწინებენ სხვების სურვილებსა და მოთხოვნებს. იგივე შთაბეჭდილება შეიძლება შეგექმნათ, როდესაც რჩევებს გაძლევენ _ მოკლედ და მშრალად. ამის მიზეზი კი ის არის, რომ, როგორც უკვე გითხარით, ეს ადამიანები არასდროს მერყეობენ და მშვენივრად გრძნობენ საკუთარ მაჯისცემას. შესაბამისად, რადგან თავად კარგად იციან, რა სურთ, იგივე პრინციპებით გაძლევენ რჩევებს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ისინი უჩვეულოდ ზუსტად გრძნობენ სხვების საჭიროებებსაც, რადგან საოცრად მგრძნობიარეები არიან, განსაკუთრებით მამაკაცები.

ეს „ჩვევების ადამიანები“  საოცარი სიცოცხლიუნარიანებით და დღეგრძელობით გამოირჩევიან.  მტკიცედ არიან მიჯაჭვული საკუთარ წარსულსა და მემკვიდრეობას. ემოციურად ძლიერი იმპულსურობით ხასიათდებიან, რადგან მათი ქცევები პირდაპირ გამოხატავს მათ მოთხოვნებს. ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვთ და მართლაც მშვენივრად კითხულობენ ადამიანებსა და სიტუაციებს.

ისინი ძალიან კომფორტულ ურთიერთობაში არიან საკუთარ თავთან, რაც ეხმარებათ ყურადღებასა და კონცენტრაციაში. ლოგიკურად, მათთვის დამახასითებელი იქნება თავნებობა და სუბიექტურობა. გარდა ამისა, მათ ავტონომიურობა, ობიექტურობის უკმარისობა და გადაჭარბებული თავდაჯერება შეიძლება პრობლემების მიზეზიც გახდეს პარტნიორულ კავშირებში. პირად  ურთიერთობებში მათ მოქნილობა აკლიათ.

მზის და მთვარის შეერთება ყოველთვის ახალ მთვარეზე ხდება.  ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ „ახალი მთვარე“, რომელსაც ძლევამოსილი მზის სხივები ჩრდილავს.  ეს ადამიანები ძალზედ  იმპულსურები და სპონტანურები არიან. გარდა ამისა, ახალმთვარეობა ახალი ციკლის დასაწყისის სიმბოლოა და მართლაც, მათ ძალიან უყვართ ახალი წამოწყებები, თუმცა იშვიათად უფიქრდებიან პრაქტიკულ მიზანს. მათ უნდა ასწავლოთ წინასწარ გათვლა, განუვითაროთ შორსმხედველობა, საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობის აღება. მათ უნდა გაიაზრონ, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მათ ქცევებს სხვებზე.

ცნობილი ადამიანები მზისა და მთვარის შეერთებით

ვერძში:  Marlon Brando, Lucy Lawless, Olivia Del Rio, Leighton Meester, Alyson Hannigan, Ali MacGraw, Emile Zola, Abraham Maslow…

კუროში:  Chris Brown, Otto Klemperer, Katharine Hepburn, Karl Marx, Iggy Pop, Florence Nightingale, David Boreanaz, Jean-Paul Gaultier, Bernard Madoff, Jean Rochefort, Bruno Madinier, Tim Roth, Bob Sinclar, Alina Kabaeva, Oliver Cromwell…

ტყუპებში: Heidi Klum, Kylie Minogue, Queen Victoria, Steffi Graf, Tom Jones, Dave Navarro, Leelee Sobieski, Salman Rushdie, David Rockefeller, Oliver Kahn…

კირჩხიბში: Prince William  Duke of Cambridge, Courtney Love, Harrison Ford, Jack White, Sofia Vergara, Karen Cheryl, Giorgio Armani, George Orwell, Pablo Neruda, Petra Nemcova, Paolo Maldini, Sami Nasri, Gianluca Vialli, Mindy Kaling, Jack Dempsey…

ლომში: Charlize Theron, Peter O’Toole, Wesley Snipes, Martin Sheen, Taylor Schilling, Roger Meddows Taylor, Max Heindel, Jean Piaget, Franz Joseph I of Austria, Madame du Barry, Rick Springfield, Stephen Dorff, Victor Noir, Shelley Long, Matthew Manning…

ქალწულში: Michelle Williams, Lance Armstrong, Jada Pinkett Smith, Fiona Apple, Genghis Khan, Leo Tolstoy, Tom Felton, Queen Rania of Jordan, Lyndon Johnson, Shaun White, Sanaa Lathan, Sam Neill, Rosie Perez, Coco Rocha, Richard Kiel…

სასწორში: Kate Winslet, Romy Schneider, Nick Cannon, Marcello Mastroianni, Anne Roumanoff, John Krasinski, Dwight D. Eisenhower, Christoph Waltz…

მორიელში: Jenifer, Ryan Reynolds, Whoopi Goldberg, David Schwimmer, Mads Mikkelsen, Kim Wilde, Seth MacFarlane, Alexa Chung, Georgia O’Keeffe, Rebecca Romijn, Althea Flynt, Thandie Newton

მშვილდოსანში: Ville Valo, Lucky Luciano, Gael García Bernal, Marisa Tomei, Bixente Lizarazu, Jackie Stallone, Natasha Bedingfield, Otto Dix, Tom Hulce, Steven Bauer…

თხის რქაში: Zooey Deschanel, Pola Negri, Annie Lennox, Federico Fellini, René Angélil, J. D. Salinger, Mackenzie Rosman, Richard Bohringer, Emilie de Ravin, Marie Dubois, Stephenie Meyer…

მერწყულში: Ashton Kutcher, Jeanne Moreau, José Mourinho, Omraam Mikhaël Aivanhov, Brandon Lee, François Truffaut, Dmitri Mendeleev, Natascha Kampusch, Gene Hackman, Lana Turner, Colette, Mike Bloomberg, Sherilyn Fenn, Arsenio Hall…

თევზებში: Cindy Crawford, François Fillon, Rachel Weisz, James Blunt, Alexander McQueen, Julia Volkova, Maurice Ravel, George Frideric Handel, John Barrowman, Jazmin Grace Grimaldi, Nikolai Rimsky-Korsakov, Jennifer Jones, Elizabeth Jagger, Ja Rule…

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა.


About Tamta

Scroll To Top