სინთეთიკური დახასიათება
მზის მდებარეობა და ამოსვლის წერტილები
წყარო: http://www.aquarun.ru
ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უთითებს თვითშეცნობის სპეციფიკურ განსაკუთრებულობებსა და განუმეორებელ პიროვნულ შტრიხებზე, ქცევის განსაზღვრულ მანერებსა და ადამიანის თვითაღქმელობის უნარზე, უთითებს საკუთარი განვითარებისა და თვითგამოხატვის შინაგანი ძალების და შემოქმედებითი უნარების გამოყენების უპირატეს გზებზე. განსაზღვრავს ინდივიდუალური ნების გამოვლინებას და ახასიათებს “ცნობიერების ღერძს”, რომელიც ვლინდება აქტიურობის სხვადასხვა სფეროებში. ეს ფაქტორი ასევე უთითებს ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში და გამოცდილების გადამუშავების შესაძლებლობაზე, ხარისხობრივ, თვისობრივ განსხვავებაზე, მის რეაქციაზე გარემო წრეზე. ეს ფაქტორი ახდენს იმ შესაძლებლობის სიმბოლიზებას, რომელსაც ადამიანი უყენებს სამყაროს, იმ ქცევებს, რომლისკენაც საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების გამოხატვისასაა მიდრეკილი, იმ გზას, რომლისკენაც ისწრაფვის, რათა განახორციელოს საკუთარი მიზნები და სურვილები.
მზე ვერძში, ასცენდენტი ვერძში
შეტევითი პიროვნება, ცხოვრებისეული ბირთვი _ მისწრაფებითი, ფიცხელი.
ეს ხასიათი ფლობს უდიდეს სიმამაცეს, რომლითაც სამყაროზე ილაშქრებს. ცხოვრება მიიღება უდიდესი შთაგონებით, იქაც კი, სადაც სხვები შეშინებულნი უკან იხევენ. საერთოდ, ეს ადამიანები ენერგეტიკულად დაძაბულნი, მეომრები და ბრძოლისა და ჩხუბისთვის ყოველთვის მზად არიან. კიბეზე სამ საფეხურს ახტებიან. “მე”-პიროვნება ძლიერ განვითარებულია. ისინი ეგოცენტრულები არიან, მაგრამ არა ეგოისტები _ მატერიალური აზრით. შესაძლებელია ფანატიზმის შეფერილობა დაჰკრავდეთ და ყოველთვის _ თავნებობა და ჟინიანობა ახასიათებდეთ. შეუძლებელია მათ რაიმე ასწავლოთ ანდა გადაარწმუნოთ, შესაძლებელია მხოლოდ მოცდა, სანამ თავად არ გაიტეხენ თავს. თუმცა, იმ დროსაც კი, თუ ორმოში ჩავარდებიან, არც უკან და არც გვერდით არ გაიხედავენ _ მათი მზერა მიმართულია მხოლოდ წინ. ისინი სპრინტერები არიან, რომლებიც ხედავენ მხოლოდ საკუთარ სარბენ ბილიკს. მათ შეუძლიათ გამოფიტვამდე დაძაბვა. ისინი მზად არიან საკუთარ იდეალიზმს ფორმა მისცენ. ამის გამო კი არაფერს შეხედავენ და არაფერს გაუწევენ ანგარიშს. სიწყნარე და მოსვენება აღიქმება როგორც სიკვდილთან მიახლოებული მდგომარეობა. სურთ ყველანი მათ გაჰყვნენ _ თუ ვინმე ანელებს ან ორჭოფობს, ისინი მას მშიშარას უწოდებენ. დიდი ხნით არ შეუძლიათ ადამიანზე გაბრაზება. ხშირად ტოვებენ გამაოგნებელ შთაბეჭდილებას, თუმცა დიდი ხნით ვერ ინარჩუნებენ ამას. თავს პიონერებად აღიქვამენ და ოცდებიან, როცა ვინმეს არ სურს მათი გაყოლა. ეს, მეტნაკლებად, გამოჩენილი, მაგრამ ასევე, მეტნაკლებად, ცალმხრივი ტიპაჟია ყველა 144 ტიპაჟიდან.
მზე ვერძში, ასცენდენტი კუროში
პიროვნება _ სასიამოვნო, ცხოვრებისეული ბირთვი _ მისწრაფებითი, ფიცხელი.
ამ ხასიათს შეუძლია გარეგნული ხიბლის მიღმა შინაგანი რღვევის (დესტრუქციულობის) დაფარვა. ასეთი ადამიანები ჩანან სიმპატიურები, ხშირად სასიამოვნონიც კი, შეუძლიათ გარშემომყოფებთან მოქცევა, ფლობენ პრაქტიკულობას. მხოლოდ სიწყნარე, რომელიც მათ არცთუიშვიათად სხვებისთვის მოაქვთ, თავად არ შეუძლიათ, უბრალოდ, ამის მიღწევა არ გამოსდით. გასაოცარია, რაოდენ უმნიშვნელო მიზეზით შეიძლება მათი აფეთქების გამოწვევა! გარეგნულად უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ კულტურას, ამით ნიღბავენ ძლიერ პატივმოყვრულ მისწრაფებებს. ისინი პირობას დებენ ამტანობაზე, თავშეკავებულობასა და გამძლეობაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, არასაკმარისი აღმოჩნდება. გარშემომყოფებს ხიბლავენ ზრდილობით, მაგრამ თუ უშუალოდ პირადად მათ შეეხებიან, მოულოდნელად ამ ზრდილობას კარგავენ. საკუთარ საქმიან ინტერესებს იცავენ ზრდილობიანად, მაგრამ უმჯობესია პოკერი არ ითამაშონ: ძალიან სწრაფად ეწყებათ ტუჩის კიდეების კანკალი, შუბლზე უჩდებათ ნაოჭები (ანუ ემოციებს ვერ იკავებენ და სახეზევე ეტყობათ). ხშირად ისეთ სახეს იღებენ, თითქოს მზად არიან კომპრომისზე წასასვლელად, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არაა (თუ, რა თქმა უნდა, გარშემომყოფები არ აიძულებენ კომპრომისზე წასვლას). როგორც კი მათზე ზემოქმედება წყდება, ცვლიან საკუთარ ქცევას, ხშირად – წამიერადაც კი. როცა პირველადი იმპულსური შეტევა წყნარდება, არ ღირს იმის გაფიქრება, რომ დაწყნარდნენ. მათ სურთ, რომ შეაქონ, აღიარონ და პატივი სცენ. მათი მხატვრული ნიჭი, შესაძლებელია, ნამდვილად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. თვითფლობა, დროდადრო, ირღვევა მრისხანების გამოვლინებებით, ალბათ, ამის გამოა, რომ საკუთარი თავის ხელში აყვანა უძნელდებათ.
მზე ვერძში, ასცენდენტი ტყუპებში
პიროვნება _ მრავალმხრივი, ცხოვრებისეული ბირთვი _ მისწრაფებითი, ფიცხელი.
ეს ხასიათი გარშემოყოფებს სიტყვების ცხელი ნაკადივით, გამძაფრებული ურთიერთობის წყურვილით ატყდებათ თავს. რეაგირებას სწრაფად ახდენენ, ხშირად ძალიან მკვეთრად ისწრაფვიან ახალი გზების აღმოჩენისკენ. მოუთმენლები არიან, ხშირად ნევროზულამდე მისულიც კი. საკუთარ თავზე ყურადღებას იმით იპყრობენ, რომ მუდამ ენერგიულები და ქმედებისთვის მზად არიან. ზრუნავენ განათლებაზე, ამით აძლიერებენ საკუთარ ცხოვრებისეულ ბრძოლას _ იმიტომ, რომ მათთვის ყველაფერი ბრძოლაა, მათთან ურთიერთობაც კი, ვინც იგივე ენაზე საუბრობს.
მათი ქმედებები სწრაფია, რეაქციები _ აჩქარებული, წინდაუხედავი. მათთვის მოლოდინი _ ყველაზე საშინელი სასჯელია. მხოლოდ ერთია, თავისას “მიერეკებიან” _ ანდა, ყველაზე მცირედი დოზით, აშინებენ გარშემომყოფებს. იქ, სადაც ისინი ჩდებიან, აუცილებლად რაღაც ხდება, _ ანდა უკვე ვიღაცას მოხვდა, ეს, რა თქმა უნდა, ზრდილობიანი სიტყვებითაა თქმული. დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში და დაჯერებულად იქცევიან. შიში მათთვის უცნობია. შეუძლიათ სხვებს აწყენინონ, მაგრამ მათთვის მიყენებული წყენა თავად რთულად გადააქვთ. თუ მათ ვინმე კუთხეში მიიმწყვდევს, ამაზე რეაგირებენ სიტყვების ცხელი ნაკადით, ყოველთვის მზად არიან ბოროტი, ირონიული პასუხისთვის. აზროვნებენ უჩვეულოდ სწრაფად. იზიდავთ ყველაფერი სულისშემხუთველი. წუხან, თუ არ შეუძლიათ რაიმეს დაესწრონ. ავრცელებენ ცნობებს, რომელიც იშვიათადაა ობიექტური. სამყაროს ხედავენ გადაჭარბებულად სუბიექტურად, აღიქვამენ საკუთარი ხედვით. მარტო დარჩენა არ შეუძლიათ. თუ ეს მაინც მოხდა, შეუძლიათ ისე ჩაეჭიდონ სრულიად უცნობ ადამიანებს, რომ, ამის გამო, ისინი მტრებად გადაიკიდონ.
მზე ვერძში, ასცენდენტი კირჩხიბში
პიროვნება _ მგრძნობიარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ მისწრაფებითი.
ეს ხასიათი სამყაროს ცვალებადად ეჩვენება. ისინი ეძებენ განსხვავებულ გზებს, რათა სამყაროს გადასცენ საკუთარი შინაგანი მისწრაფებები. გარეგნულად მგრძნობიარენი არიან და ფლობენ მნიშვნელოვან შინაგან სიმამაცეს. სხვებს ისინი ეჩვენებათ პარაზიტებად და ეგოისტურებად. მათი ეგოცენტრიზმი ნამდვილად საყურადღებოა, თუმცა-ღა, მალავენ გარშემოყოფების გაგების ნიღბით. გარშემომყოფები ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები მათ ბოროტად იყენებენ. თითქოს-და, ისინი იმდენად წინდახედულები და მიზანდასახულები არიან, რომ ნამდვილ საოჯახო ტირანებად ხდებიან. ისინი, თითქოსდა, ლაბილურნი* არიან, მაგრამ არსით _ მყარები. მათ იციან, რა უნდათ, მაგრამ მათი ბედი ისეთია, რომ გარეგან სამყარში სასურველს იშვიათად აღწევენ. ამ თვისების გამო ისინი ყველაზე მეტად იტანჯებიან. თუ საქმე აცა-ბაცად მიდის, ისინი ითხოვენ, რომ ყველამ დაანებონ თავი, მაგრამ თუ მათ დაუჯერებენ, მაშინ ამას არასდროს აპატიებენ. ასევე, ძალიან წყენიები არიან და ვარაუდობენ, რომ მათ მიერ გაკეთებულზე უნდა ზღონ სამმაგად. გარშემომყოფები თავზარდაცემულნი არიან იმისგან, თუ როგორი გაანჩხლების და მრისხანების შეტევები შეიძლება გამოიწვიოს რაიმე წვრილმანმა. ასეთი ადამიანები მძიმედ იტანენ მარცხს, ამ დროს სიღრმისეულად გრძნობენ საკუთარი ღირსების შელახვას. საკუთარ თავს ძალიან აიგივებენ იმ საქმესთან, რომელზეცაა საუბარი. საქმე მათთვის ყოველთვის სერიოზულია, თუნდაც იგი თამაში იყოს. თამაშიც მათთვის მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა. ბოლოს და ბოლოს, მაინც აღწევენ თავისას, ხშირდ ღირსების შეურაცხყოფის სახითაც კი.
მზე ვერძში, ასცენდენტი ლომში
პიროვნება _ დომინირებული, ცხოვრებისეული ბირთვი _ მისწრაფებითი.
ეს ხასიათი გარშემომყოფებისთვის თვითფლობის დემონსტრირებას ახდენს, პრეტენზიას აცხადებს ლიდერობაზე, მზადაა მისთვის ბრძოლისთვის. მათ სურთ გარშემომყოფებს დაანახონ ის, თუ ვინ არიან, აჩვენონ საკუთარი არსებობა. გვერდით მშვიდობიანად ვერ ჩაუვლით, მამაცები და ხშირად ბრძოლაზე მომართულნი არიან. ამასთან ერთად, სურთ სხვებს დაანახონ, თუ რა შეუძლია ადამიანს, რომელიც იბრძვის საკუთარი საქმისთვის. ბევრს საუბრობენ მშვიდობიან თანაარსებობაზე, მაგრამ ამასთანავე, მათი აზრით, გარშემომყოფები ვალდებულნი არიან დაექვემდებარონ მათ სურვილებს. გარდა ამისა, აქვთ მრავალი ღელვა, ირღვევა ძველი კავშირები; და ამ დროს საუბარია არა პიროვნებაზე, როგორც ასეთზე, არამედ ზოგადად. ისინი ხედავენ ყველაფერს საერთო კავშირებში. იზიარებენ იმ შეხედულებას, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ საქმე გააკეთონ ისე, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს. ისინი შესანიშნავები არიან კომპანიის გეგმების შემუშავებისას. ყველაფერს, რაც აუცილებელია ოპერაციის მოსამზადებლად, ბრწყინვალედ უკეთებენ ორგანიზებას და მოგვიანებით, როცა უკვე ფონფონები ჟღერს, მარშირებენ პირველ რიგებში. თუმცა–ღა, საკუთარ თავებს დამრტყმელ ძალად არ თვლიან. ისინი _ მხედართმთავრები არიან, რომლებსაც კარგი, ფართო არეალი სჭირდებათ და შეუძლიათ პასუხისმგებლობის ტარება. იზიდავენ სხვებს, მათ იღებენ ბელადებისა და მისაბაძი მაგალითის ხარისხში. სხვაგვარად, რა თქმა უნდა, საუბარიც კი არ შეიძლება. სამწუხაროდ, ბევრ ენერგიას ტყუილად ფლანგავენ. თვლიან რა, რომ ძალა (ენერგია) საკმარისი აქვთ და ამიტომაც ხარჯავენ ხელგაშლილად. მაგრამ, ამასთან ერთად, ყოველთვის რაღაც მოჰყავთ მოძრაობაში. მართალია, ცრემლების გარეშეც არ ჩაივლის, მაგრამ გამარჯვების ხმაურში ამას ვერ ამჩნევენ.
მზე ვერძში, ასცენდენტი ქალწულში
პიროვნება _ აქტიური-ქმედითი; ცხოვრებისეული ბირთვი _ მისწრაფებით-ფიცხელი.
ეს ხასიათი გარშემომყოფებთან გამუდმებულ შერკინებაშია, მხოლოდ ერთია, საკუთარი გონიერების წყალობით ამ წინააღმდეგობრიობას მისაღებ ჩარჩოებში აქცევენ. მათი გამუდმებული, ბასრი კრიტიკულობა, შესაძლებელია, გადაიზარდოს კრიტიკოსობის მანიაში; თუ ეს აუცილებლად მიაჩნიათ, კრიტიკას საკუთარ თავში ინახავან, მაგრამ მხოლოდ თრგუნავენ და არ ივიწყებენ. არ შეიძლება მათი სიტყვებით დარწმუნება, ისინი სუსტად (ძნელად) სწავლობენ. ამასთანავე, აღინიშნება საკუთარი მონაწილეობის გამორჩეული შესაძლებლობა: აუცილებლობის შემთხვევაში საქმეში მონაწილეობას თავს არ აარიდებენ. მტრობა მათ ტვირთავს და ძალიან სერიოზულად აღიქვამენ. ყველაფერი იმდენად ობიექტურად ეჩვენებათ, რომ სრულიად სუბიექტურნი არიან! ეს ხასიათი, თითქოსდა, ძალიან “თავიანია”, ქვეცნობიერს ნაკლები დრო ეთმობა, თითქოს-და, არც კი არსებობს; ისინი ისწრაფვიან გონებისკენ, ვარაუდობენ, რომ გონიერება უნდა მართავდეს ცხოვრებას, ამ პრინციპს საკმაოდ ემოციურად და ცეცხლოვნად იცავენ, ვერ ამჩნევენ, რომ თავად არიან დატვირთულნი ქვეცნობიერით. საკუთარ თავზე ბევრ საქმეს იღებენ, მაგრამ არ სურთ მარცხის მოთმენა. მხოლოდ ერთია, აღწევენ მხოლოდ გარეგნულ ჰარმონიას, შინაგანი მუდამ რამდენადმე დარღვეული აქვთ. ნერვები დაძაბული აქვთ. მარცხს ვერ იტანენ და ახალი გზების ძიების საწყის პუნქტად არ თვლიან. მათი ქცევები ბავშვურად ჯიუტურია, მეტყველება ხანდახან შეუსაბამოა გონებრივ ასაკთან.
მზე ვერძში, ასცენდენტი სასწორში
პიროვნება _ მეგობრული; ცხოვრებისეული ბირთვი _ მისწრაფებით-ფიცხელი.
ამ ხასიათისთვის დამახასიათებელია მნიშვნელოვანი გაორებულობა. ერთის მხრივ, სურთ გარშემომყოფებთან ურთიერთობა მოგვარებული ჰქონდეთ, მეორე მხრივ, კი _ ისწრაფვიან საკუთარი აზრის დაცვისკენ. იქცევიან ძალიან კეთილგანწყობილად, მაგრამ მათ პარტნიორს ემუქრება მსხვერპლად ქცევა (ასე ვთქვათ, გახდეს ამ ადამიანის ტყვე) _ ტემპერამენტი ირღვევა, წყდება. ისინი სამყაროს აღიქვამენ როგორც მეგობრულად განწყობილს და გარშემომყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენენ, მაგრამ შინაგანად რაღაც აწუხებთ; თუ ისწრაფვიან საზოგადოებაში წარმატებისკენ, მაშინ მათი თავდაპირველი ტემპერამენტის გამოვლინება შეიძლება შოკის მომგვრელიც კი იყოს. ასე რომ, საკუთარ ველურ ძალას ავლენენ, ასე ვთქვათ, პორციებად; როცა ელიან აღიარებას, მაშინ ისევ ძველებურად იქცევიან. გარშემომყოფების წრეში სხვადასხვანაირად იქცევიან. გაწონასწორებულნი არიან მაშინ, როცა საკუთარ თავთან არაფერი არ უნდა გააიგივონ, მაგრამ მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ, თუ, თუნდაც ცოტათი შეზღუდავენ (მცდელობის დონეზეც კი). საკმაოდ მომხიბვლელები არიან, მაგრამ მაინცდამაინც არ უნდა ენდოთ ამას, რათა არ გადააწყდეთ მოულოდნელობების მთელ წყებას. საკმაოდ მგრძნობიარენი არიან იმაში, რაც ეხება თავად მათ, მაგრამ საკმაოდ ხისტები, თუ საუბარია მდგომარეობაზე, რომლის დაკავებაც მათ უნდათ. შეჯიბრითობა ხშირად გადაიქცევა მტრობაში. ხშირად ფიქრობენ, რომ ყველაზე სამართლიანები არიან, თუმცა სამართლიანობაზე მხოლოდ საუბრობენ. მარცხს ფარავენ ბოჰემური ქცევების გათამაშებით, თუმცა-ღა, შინაგანად ძალიან განიცდიან. მრავალ ადამიანთან კამათში და ნაჩხუბრები არიან, მაშინ, როდესაც დანარჩენები მათ ძალიან გაწონასწორებულ პირებად თვლიან, _ აი, ამდენად განსხვავებულ შეხედულებას, შთაბეჭდილებას ტოვებენ ისინი.
მზე ვერძში, ასცენდენტი მორიელში
პიროვნება _ ექსცენტრიული, ცხოვრებისეული ბირთვი _ მისწრაფებით-ფიცხელი.
ეს ხასიათი წარმოადენს გარშემომყოფების შთაგონებისა და გასასტიკების წყაროს. მათ მთელი დროის გატარება და სამყაროსთვის რაიმეს დამტკიცება სურთ. ბრძოლაში ებმებიან ყველასთან, ვინც სხვა აზრს, შეხედულებას ემხრობა და იზიარებს. იმდენად იდეალისტები არიან, რომ ეს ფანატიზმამდეც კი დადის. უმცირესი შესაძლებლობისას მიმართავენ კანონს ანდა წერენ საჩივრებს სამსახურებრივი ხაზით. სხვებს მუდმივად ესხმიან თავს, არ აძლევენ არავის სიტყვის თქმის საშუალებას. ფიქრობენ, რომ საუბარია საქმეზე, მაგრამ ურევენ საქმეს საკუთარ პირადში. მათი საქმით გატაცებით უნარი – საშინელებაა. თუ სახლში რაიმე ხელობის საქმეზე უწევთ ხელოსნის ცდა, ამ საქმეს თავად მოჰკიდებენ ხელს და როცა ხელოსანი მოვა, საქმე უკვე გაკეთებული დახვდება. მიზნის მიღწევის შემდეგ უსაზღვროდ ბედნიერნი არიან და ფონფონებს უკრავენ. მთელი სამყარო ოცდება მათი ძალის გამო, რომელიც დაუშრეტელია. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ფეხზე დგებიან. თუ რაიმე არ გამოსდით, იღებენ როგორც ბედისგან მოცემულ ნიშანს. მაგრამ ვაი მას, ვის გამოც წარმოიშვა სირთულე _ სამაგიეროს გადახდას არ აყოვნებენ. ყველა ოცდება ამ ადამიანებით, მაგრამ მაინცდამაინც, ძალიანაც არ უყვართ. თავიდან მათთვის ეს სულერთია, მაგრამ დროთა განმავლობაში უსიამოვნო ფაქტად იქცევა. ისინი იჩენენ ალერსიან ცხოველებს, რომლებიც წინააღმდეგობას არ უწევენ. უჩვეულონი არიან, მაგრამ მათთან ყოფნა აუტანელია. სამყარომ ხშირად არ იცის რა მოუხერხოს ამ ძალას, ასე რომ ხშირად, ეს ადამიანები მიტოვებულები არიან. საკუთარი მეომრული ნების წყალობით შეუძლიათ მარტოობასთან გამკლავება.
მზე ვერძში, ასცენდენტი მშვილდოსანში
პიროვნება _ მეძღოლი (წინამძღოლი, ლოკომოტივი), ცხოვრებისეული ბირთვი _ მისწრაფებით-ფიცხელი.
ეს _ მოწოდებით რაინდები, კავალერები შინაგანი რწმენით, რომელთა ნიშანია _ თვითფლობა და საკუთარ თავზე უარის თქმა (ანუ თავგანწირვა). მაგრამ ამ დევიზების განხორციელება რთულად გამოსდით. ისინი ვალდებულნი არიან მუდმივად შეეკითხონ საკუთარ თავს, რა არის გონივრული: ბრძოლაში ჩართვა თუ დაცდა, საგნების ჭეშმარიტ გზაზე მიმართვა. სტარტზე გამოდიან როგორც რალის მონაწილეები: თავდაჯერებით, რომ ვალდებულნი არიან თავიდანვე დაიკავონ ლიდერის პოზიცია. მაგრამ მსაჯების გამო უკან მიყოლა უწევთ, რალში მონაწილეობას იღებენ ლოდინის რეჟიმში. მართალია, ეს არ მოსწონთ, რადგან ქმნიან შეჯახებებსა და უბედურ შემთხვევებს. იციან, რომ მხოლოდ გამოცდილებას მოაქვს სიბრძნე. მხოლოდ ერთია, მათ ძალიან ხანმოკლე მახსოვრობა აქვთ იმისთვის, რომ დააგროვონ გამოცდილება. მხოლოდ მაშინ იხსენებენ ამ გამოცდილებას, როცა ყველაფერი უკვე თავდაყირა დგება. მათი შეხედულებები პატივის მიგების ღირსია, შეიძლება ითქვას _ უნაკლოც კი. თავად ისინი არ დაიწყებენ ბინძური საქმეების კეთებას, ყოველთვის ამბობენ სიმართლეს, თუ მხოლოდ არ განიცდიან შეგრძნებას, რომ სიმართლეც ცვალებადია და ყოველთვის არაა შესაფერისი და, რომ უკეთესია უფრო სპონტანური ქცევა და ასე ძლიერ არ გაუსვან ხაზი საკუთარ განათლებულობას. ტემპერამენტიანი ჯარისკაცები არიან, რომლებიც წინა ხაზიდან და მოწინავე რიგებიდან გამოჰყავთ, რათა ნაადრევად არ დაიწყონ შეტევა. ამასთან ერთად, მათ ძირითად მოწყობას შეიძლება ვუწოდოთ კეთილშობილური, ასე რომ, ჩვენ დროში მათ რამდენადმე სკეპტიკურად უყურებენ _ ნუთუ ასეთები ჯერ კიდევ არ გადაშენდნენ?! ამასთანავე ისინი დატვირთული და გატაცებული ადამიანები არიან.
მზე ვერძში, ასცენდენტი თხის რქაში
პიროვნება _ პატივმოყვარე; ცხოვრებისეული ბირთვი _ ფიცხელ-მისწრაფებითი.
ეს ხასიათი გარშემომყოფებს უდიდესი სერიოზულობით ეპყრობა. მათ შეუძლიათ საკუთარი იმპულსური ხასიათი ნორმალური ქცევით დატვირთონ და ენერგიულად გადააწყონ საკუთარი ცხოვრება. მათთან საქმის დაჭერა ადვილი არაა, რამეთუ ყოველთვის წინ წაწევა სურთ და ამისკენ მოთმინებითა და კონცენტრაციით ისწრაფვიან. ისინი შინაგან წონასწორობას შედარებით ადვილად იძენენ და აზროვნებაში მეთოდურობას ფლობენ. მუდმივად ისწრაფვიან თვითანალიზისკენ, ერკვევიან საკუთარ თავსა და სხვებში, მუდმივად იკვლევენ გარშემომყოფების სისუსტეებს. პოულობენ რა სხვების სუსტ მხარეებს, შეუბრალებლად უთითებენ ამაზე _ ვერაფერს გააწყობთ. ხანდახან ინტრიგანებად ჩანან, მაგრამ ეს ძალიან ფართო განზოგადებაა. შინაგანად მერყეობენ ქმედების დაწყებასა და მოცდას შორის. ამ ადამიანებთან შესაძლებელია ბევრი წელი გაატაროთ კარგ ურთიერთობაში, მაგრამ ერთხელაც არაკეთილგანწყობილ მომენტში მოხვდებით რა თვალში, შეუძლიათ ძვირად გაზღვევინოთ ამის გამო. ეს ადამიანები წინასწარ არაპროგნოზირებადნი არიან, თუმცა როგორც წესი, შესაძლებელია მათი ნდობა. დროდადრო, გადააფასებენ საკუთარ ძალებს, რადგანაც შინაგანი დაძაბული შეკავებულობა ამისკენ უბიძგებს. ყველაზე უკეთესია, როცა ისინი ისწრაფვიან შორეული მიზნისკენ.
მზე ვერძში, ასცენდენტი მერწყულში
პიროვნება _ ცვალებადი, ცხოვრებისეული ბირთვი _ მისწრაფებით-ფიცხელი.
ეს ხასიათი ზევით ხტუნაობით მიიწევს. არსით მიდრეკილნი არიან წინსწრაფვისკენ, მხოლოდ ერთია, ეს ძალა გარემოში ნახტომისებურად ვლინდება. მათი ცხელსისხლიანობა უდიდესია, ასე რომ, მათი ბევრს ეშინიათ. მათი სპონტანური აფეთქებები წარმოშობს ჯაჭვურ რეაქციას, ითრევენ სხვებსაც. ამის მიღწევის შემდეგ, “საკუთარ ჯამში” გრძნობენ თავს. მოგვიანებით ისევ დაიწყებენ ჩაღრმავებას, მაგრამ ზუსტად მაშინ ამოხტებიან ზევით, როცა ამას არავინ ელის. არ სურთ შორეული გეგმების დაგეგმვა, ისინი ეყრდნობიან ინტუიციას, მოულოდნელად გამოთავისუფლებულ ძალას. მუდმივობა ასევე არ განეკუთვნება მათ ღირსებას. კარგები არიან მოკლე დისტანციებზე გარბენისთვის, დიდ დისტანციებზე ურთულეს ეტაპებს იგებენ, მაგრამ ასეთ დისტანციაზე (საბოლოო მიზნისკენ) იშვიათად იმარჯვებენ. უყვართ რამდენადმე სნობისტური მფლანგველობა, რომელიც მასებზე ზე აყენებთ; ინტერესდებიან სულიერებით, იყურებიან შორს, მომავალში. მზად არიან იმ იმედით გადაუღონ ცას სურათი, რომ აღმოაჩენენ და დააფიქსირებენ ამოუცნობ ფრინავ ობიექტებს ანდა კოსმოსიდან სტუმრებს. წარსული არ აინტერესებთ, მას სწრაფად იშორებენ და თითქმის ივიწყებენ იმ ადგილს, სადაც დაიბადნენ. თუ აფეთქების შესაძლებლობა არ აქვთ, ჩასაფრებულნი, მორჩილად ელიან საჭირო მომენტს, რათა თავდასხმა მოგვიანებით განახორციელონ. მათ მრავალი ვნებიანი მისწრაფება და სიზმარი აქვთ, მაგრამ უპირატესად საკუთარი პიროვნების გარშემო ბრუნავენ. ასე რომ, ისინი რამდენადმე ეგოცენტრისტულად ორიენტირებულნი არიან.
მზე ვერძში, ასცენდენტი თევზებში
პიროვნება _ დაუცველი, ცხოვრებისეული ბირთვი _ ფიცხელ-მისწრაფებითი.
ეს ხასიათი მუდმივად უთანხმოებას განიცდის ქმედების სურვილსა და ინსტიქტს შორის, რომელსაც შეეძლო სწორი დროის მინიშნება და კარნახი. უდიდესი დოზით, მათ არ შეუძლიათ მოცდა, ძალადობენ საკუთარ ინსტიქტზე, თავისებურად ატრიალებენ ყველაფერს, რადგანაც უგულისყუროდ ეკიდებიან და უსმენენ შინაგან ხმას. არ ეკითხებიან არც საკუთარ თავს და არც სხვებს, მაგრამ, ამავდროს, ფლობენ გარემოს ბრწყინვალე ალღოს. თუმცა, მათი იმპულსურობა ხშირად ანგრევს იმას, რასაც ფაქიზი ნერვიული ალღო ერთ მთლიანობაში აქცევს. ბევრს გრძნობენ მომხდარის შესახებ, მხოლოდ ერთია, არ შეუძლიათ განვითარების გადამწყვეტი ნახტომისთვის მოცდა. ბევრ რამეში გვაგონებენ ბავშვს, რომელიც დროზე ადრე დაიბადა. ძალიან ადრე მოქმედებენ და ნაადრევად (უდროოდ) იკეტებიან. ფიქრობენ, რომ ფლობენ კარგ ინსტიქტს, მაგრამ, უდიდესი დოზით, საქმე სხვაგვარად, საპირისპიროდაა. ისინი ინსტიქტად იღებენ ექოს, რომელსაც ყურს უგდებენ. ხშირად არც ისე ბედნიერნი და წარმატებულნი არიან, მერყეობენ წინააღმდეგობის გაწევასა და დათმობას შორის. საკუთარ თავში გრძნობენ დასაწყისსა და დასასრულს _ რთულია ან ერთის ან მეორის დაკმაყოფილება, მომავალზე მათი ოცნებები ცვალებადია, მაგრამ ჩვეულებრივი დამთმობლობა მათზე კვალს ტოვებს, მათ ავსებთ ცხოველური საწყისი, ამისგან კი ავადმყოფობას აფარებენ თავს, რომელიც, როგორც ცხოვრებისეული ვალდებულებებისა და მოვალეობებისგან განმათავისფლებლად ისე ევლინებათ. უჭირთ წარუმატებლობების გადატანა, ვერ იგებენ, რომ ამ წარუმატებლობებით უფრო მეტს ისწავლიან, ვიდრე წარმატების მიღწევით. მათი პოლუსები ძალიან შორეულია და ამავდროულად ძალიან ახლობელი. თუ მოუხერხდებათ ამ პოლუსებს შორის კავშირის დამყარება, იბადებიან როგორც გენიები.
* ლაბილური L. Labilis არამტკიცე, არამდგრადი, მერყევი; მოძრავი. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
სტატიის ავტორი: ნინო