მზე ვერძში

მზე ვერძში

21 მარტი – 20 აპრილი

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ ვერძი ხართ – ნიშნავს, რომ “მზე ვერძში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია ვერძების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ ტყუპები ხართ – ნიშნავს, რომ “მზე ტყუპებში გყავთ”, თუ ლომი – ლომში და ა.შ. შესაბამისად, აქ მოცემულია ზოდიაქოს ნიშანთა დახასიათებები სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.წყარო: http://astroblogi.com/%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/ | Astroblogi

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მზე ვერძის ნიშანში შედის 21 მარტს, ეს ასტროლოგიურად ახალი წელია. ზოროასტრიელები ახალ წელს 21 მარტს აღნიშნავდნენ. ეს იყო უდიდესი დღესასწაული  _ ბუნება ცოცხლდებოდა, მზე შედიოდა ვერძის ნიშანში 21 მარტს და  იქ 21 აპრილამდე იმყოფებოდა.

ვერძი ეკუთვნის ცეცხლის სტიქიას; როცა ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია ერთ ადგილზე ჯდომა, _ ეს ცეცხლის ადამიანია, მასში ბობოქრობს ცეცხლი, ის ყოველთვის ასხივებს ენერგეტიკულ ხიბლს. ცეცხლის შინაგანი ხიბლი, შინაგანი ექსპრესია და ენერგია, რომელიც იღვრება გარშემომყოფებზე, იწვევს სიმპატიებს. მამაკაცს, რომელსაც ბევრი ცეცხლი აქვს, ძალიან მოსწონთ ქალებს. ლომები და ვერძები არცთუ უსაფუძვლოდ ითვლებიან ყველაზე დიდ გულთამპყრობელებად.

ვერძი _ ეს ცეცხლის სტიქიის პირველადი დონეა _ ყველაზე პირველი ცეცხლი, კოსმიური, იმპულსური, აალებადი, როცა ცალკეული ნაკვერჩხლები  სხვადასხვა მხარეს იბნევა. ასეთია პირველადი ცეცხლი, რომელიც ვერძის სახესა და არქეტიპს ბევრ რამეში აყალიბებს. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორს, _ რომელიც ვერძის ნიშანს აყალიბებს, _ წარმოადგენს პლანეტა მარსის ვიბრაცია.

ტიპიური ვერძები _ ეს მარსიანული ტიპის ადამიანები არიან. შესაბამისად, ამ ჩამომყალიბებელ საწყისებს _ მარსს და პირველად კოსმიურ ცეცხლს, რომელიც მუდმივად აალებადია, _ ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ვაკვირდებით ცხოვრებისეულ გამოვლინებებში. ვერძები გამოირჩევიან უკიდურესი აქტიურობით. ალბათ, ისინი ყველაზე აქტიური ადამიანები არიან ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშნებიდან. ვერძი აქტიურობაცაა, საქმიანობაც, ენერგიულობაც – ეს ყველაფერი სახეზე აწერია ამ ნიშნის წარმომადგენელს. საკუთარ საქმეებს იწყებს აქტიურად, ასევე აგრძელებს ამ საქმეს და, სამწუხაროდ, ისე ანებებს თავს, რომ ბოლომდე არ მიჰყავს, რადგანაც ბევრი საქმე ითხოვს ამტანობასა და მოთმინებას, _ რაც ვერძებს არ ჰყოფნით. სამაგიეროდ, ვერძები დიადი წამომწყებები, პირველაღმომჩენები არიან.

საქმის ბოლომდე მიყვანა ეს კარგია, მაგრამ ვერძისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დაწყებაა, თავადაც დაინთოს ცეცხლი და სხვებშიც გააღვივოს იგი. ეს მათი უმაღლესი კოსმიური ამოცანაა, ამ ნიშნის ქვეშ ამისთვის არიან დაბადებულნი. ვერძებს და, სხვათაშორის, ზოდიაქოს პირველ ოთხ ნიშანს, საკუთარ არქეტიპში, საკუთარ სტრუქტურაში ძალიან ბევრი რამ ბავშვური აქვთ. თუ დააკვირდებით ტიპიურ ვერძებს, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ისინი, პირდაპირ ბავშვებივით, ძალიან უშუალონი არიან. ახალი საქმის, ახალი ნაცნობობისას წამიერად ვარდება ოვაციებში, იწყებს სიხარულის ენერგიის ნათებას და ამ ენერგიით “ასნებოვნებს” გარშემომყოფებსაც.

თუმცა-ღა, ვერძები კარგი წამომწყებები არიან, მაგრამ ხელმძღვანელებად არ ვარგანან, მითუმეტეს, თუ ვერძი დაბალი ანდა საშუალო განვითარების დონისაა. მხოლოდ მაღალ სულიერ და ინტელექტუალურ დონეზე შეუძლიათ ხელმძღვანელად ყოფნა, ხალხის აყოლიება, ენერგიის, ცეცხლის დანთება და ენთუზიაზმით უდიდესი მასების დამუხტვა, მათზე მაგიური ზემოქმედების მოხდენაც კი. ამასთან ერთად, როგორც წესი, ვერძი თავის საქმიანობაში ეყრდნობა ძალას, ხანდახან ფიზიკურს, ხანდახან კი _ ენერგეტიკულს. ხანდახან შეუძლია სათავეში ჩაუდგეს რაიმე საზოგადოებრივ მოძრაობას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ასეთი ვერძები საკმაოდ მაღალი განვითარების უნდა იყვნენ, დაბალი და საშუალო განვითარების ვერძებისთვის კი, ბუნების მრავალ ფაქიზ შტრიხს იმპულსურობა უთრგუნავს.

მაღალი დონის ვერძებს შორის იყო მრავალი პოლიტიკოსი, მხედართმთავარი, საზოგადო მოღვაწე და იმპერატორი. საკუთარ დაბალ იპოსტაზში, რა თქმა უნდა, ვერძები _ ყველაზე უმართავი ხალხია, რომლებსაც ახასიათებს უხეშობა და სიძუნწე, ასეთ ადამიანებს უწოდებენ “დერჟიმორდა”-ს*, პირველი იმპულსით ისინი არ არკვევენ სიტუაციას, იწყებენ ჩხუბს. ეს ვერძის ყველაზე დაბალი, ყველაზე პრიმიტიული გამოვლინებაა. და თუ ტრავმაიში შეხვდებით მოჩხუბარ ადამიანს, ე.წ. “ტრავმაის ხამს”, რომელიც იქნევს ხელებს, ცოფებს ჰყრის, ყველას ამცირებს, მაშინ უეჭველად დაბალი განვითარების ვერძი იქნება. თუ ვისაუბრებთ თეოგრაფიულ ასტროლოგიაზე, მაშინ ვერძთან დაკავშირებულია გერმანია, განსაკუთრებით, პრუსია. საინტერესოა, რომ გერმანელი ლიდერები იყვნენ ვერძები: ბარბაროსი, ბისმარკი, ვილჰემ I, ჰ. კოლი. (შენიშვნა, გლობას მიხედვით _ ა. ჰიტლერიც).

მაღალი დონის ვერძები საკუთარ თავს ავლენენ როგორც საკმაოდ კარგი დიპლომატები, მაგრამ ეს ითხოვს ძალიან დიდ დამუშავებას. საქმე იმაშია, რომ ვერძები _ ძალიან გატაცებითი ბუნებისანი არიან და უძნელდებათ საკუთარ ბუნებასთან გამკლავება. მაღალი დონის ვერძებს შეუძლიათ წარმოუდგენელი სულიერი ევოლუციის სიმაღლეების მიღწევა. მნიშვნელოვანი ვერძი იყო: ნაპოლეონ III, მაგრამ მან ცხოვრება საკმაოდ სამწუხაროდ დაასრულა, როგორც ჩანს, სიცოცხლის ბოლოს მის პიროვნებაში გამოვლინდა დაბალი დონის ვერძი. ვერძი იყო სტოლიპინი, რომელსაც ადრე დაუმსახურებლად ეჩხუბებოდნენ, შემდეგ კი სერიოზულად მოეკიდნენ. მკვეთრი და კაშკაშკა ვერძი იყო ნ. ხრუშოვი, კიდევ ვინ თუ არა, ასეთი გულწრფელი ვერძი, მოახერხებდა და თავს უფლებას მისცემდა ფეხსაცმელი ებრახუნებინა გაეროს ტრიბუნაზე, რომელი შეძლებდა ასე გულწრფელად საკუთარი თავის გამოხატვას?! მუსიკოსებიდან ვერძი იყო: მ. მუსორგსკი, მხატვრებიდან _ ვან გოგი. მისი მთელი შემოქმედება გაჯერებულია ენერგეტიკითა და ცეცხლოვანებით. ის იყო ძალიან მოძრავი ადამიანი, მუდმივად გადაადგილდებოდა და მოგზაურობდა. მხოლოდ ასეთ ვერძს შეეძლო ვნების მოზღვავებისას ყურის მოჭრა. რა თქმა უნდა, ეს პათოლოგიური ვერძია. ფროიდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა პათოლოგიას, ამუშავებდა საკუთარ სისტემას და ზუსტად პათოლოგიაში შეიძლება ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურების სიღრმის, მისი ქვეცნობიერის დანახვა. ვერძები იყვნენ: ბახი, ს. რაზინი. ლიტერატურული გმირებიდან ტიპიური ვერძი იყო ნოზდრევი. პირქუში, ბოროტი ფრანგი ვერძი იყო _ პოეტი შარლ ბოდლერი, წინააღმდეგობრივი ბუნებით, რომელსაც ღმერთისგან მინიჭებული პოეტობის ნიჭი ჰქონდა, ხოლო ეშმაკისგან კი ბოძებული _ სული და სამშვინველი, რამაც მიიყვანა ბნელეთის მსახურებამდე და სატანიზმამდე, საკუთარ ლექსებში სატანას ადიდებდა.

* держиморда _ ნიშნავს უხეშ, სულელ, უტვინო და სასტიკ ადამიანს, რომელიც ასე ექცევა ქვემდგომებს, იყენებს ძალაუფლებას ინიციატივის, თავისუფლების დასათრგუნად.

 

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ვერძი. მმართველები მარსი და პლუტონი.

ნებისყოფიანი ვერძი.

მთელი შემოქმედებითი ზონისთვის დამახასიათებელია პირველსაწყისი, ჯერ კიდევ უხეში სტიქიის შეგრძნება;

აქ სტიქია, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ არ აცნობიერებს საკუთარ თავს.

ადამიანი ვერძი

ტიპიური ვერძი ცხოვრობს და რეალიზებას ახდენს ენერგეტიკულ ნაკადში. ეს კაშკაკშა პასიონარია*, იდეების (ენერგეტიკული) მიმყოლია, არ უსმენს საწინააღმდეგო აზრს, მაგრამ სხვებს “ასნებოვნებს” საკუთარი შეხედულებებითა და მრწამსით. იდეა, რომელსაც ის ატარებს, ჩვეულებრივ, არაა განებივრებული დეტალურობით, მაგრამ მიზნიანი და პრაქტიკულია, ადვილად ყალიბდება ლოზუნგის სახით, რომელსაც გაჰყვება მასა, მოექცევა ენერგეტიკული  ჭავლის ხიბლის ქვეშ. ვერძი ფლობს ხიბლის მაგიას პირდაპირი ჰიპნოზის სახით; გარესამყაროს მთლად ძალიანაც არ უყურებს და მასში არ ანსხვავებს დეტალებს. ის არანაკლებ ბრწყინვალედ ანსხვავებს იმ ადამიანებს სხვებისგან, რომლებიც მის ხიბლში მოექცევიან. უკანასკნელთ (ანუ მათ, ვინც მათი ხიბლის ზეგავლენაში არ ექცევიან) მტრებად ჩათვლის, მაგრამ მათთან ბრძოლისას მიდრეკილი არაა ყურადღება მიაქციოს მათ ქმედებს, მაგრამ მთლიანად ეყრდნობა საკუთარ მიმართულებას (საკუთარ იდეებს) და სრულყოფს თავდასხმისა და თავდაცვის საშუალებებს.

ჩვეულებრივი ვერძი  საკუთარი არხების მონაა.  დაიწყებს თუ არა არხები შესუსტებას, ვერძი მომჩვარული, პასიური ხდება და ვარდება ღრმა დეპრესიაში. მისი ძველი იდეები, _ რომლებიც შთააგონებდნენ და აღელვებდნენ, _  უმარილოდ და მომჩვარულად ეჩვენება; სამყარო ფერადიდან ხდება შავ-თეთრი შეფერილობის, არომატები და სუნები საერთოდ ქრება. ვერძისთვის საბედნიეროდ, არხები დიდი ხნით იშვიათად ქრებიან და როცა თავიდან ირთვება, ვერძი ხელახლა იწყებს ძველი შუქით ნათებას, შესაძლებელია, ახალი შარავანდედითაც კი ასხივებდეს (ეს იმ შემთხვევაში, თუ არხი შეცვალეს, მაგალითად, შეიცვალა იდეა). ვერძი არ დაიწყებს წარსულზე სინანულს, მისი პრინციპია: ”თვალს მოშორდა – გულსაც მოშორდა” და ახალ იდეას იქადაგებს იგივე ვნებით და იგივე გულწრფელობით, რამეთუ გულწრფელობა, სრულად დავიწყებულ წარსულთან შერწყმით, ვერძის დამახასიათებელი შტრიხებია.

დეპრესიის მდგომარეობაში ვერძი მთლიანად ეშვება და კატეგორიულად არ სწამს გაუმჯობესების შესაძლებლობის. მისი გონება, შესაძლებელია ეუბნება კიდეც, რომ არხები (ძალები, ენერგია, თავდაჯერებულობა) დაბრუნდება, რამდენადაც ასეთი რამ ადრეც მომხდარა, მაგრამ გრძნობები ეუბნება: თუ დღეს წვიმა მოდის, მაშინ გამუდმებით იწვიმებს, ხოლო ზამთარში სეტყვად იქცევა. ამ მდგომარეობაში ვერძი ინსტიქტურად ეძებს არხების ჩართვის შესაძლებლობას და შეიძლება დაეთანხმოს ნებისმიერ და ბევრ რამეს, მათ შორის საკმაოდ სახიფათო ვარიანტებსაც კი, ზუსტად ამ მდგომარეობაში საჭიროებს მზრუნველობასა და დაცვას, სხვა შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია მოექცეს ვინმეს გავლენის ქვეშ, მაგალითად, კირჩხიბის ანდა თხის რქის გავლენის ქვეშ; რომლებიც, დეპრესიის წუთებში მოაქცევენ რა მას “მარწუხებში”, ინარჩუნებენ მაგიურ ძალაუფლებას და, შემდეგ,  ვერძის ძლიერ ენერგიას საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ, სრულიად შესაძლებელია, ანგარებითი მიზნებითაც კი.

ფსიქოლოგიური კუთხით ვერძი მარტივია, “რაც გონებაში აქვს, იგივე აქვს ენაზეც”. კირჩხიბის უნარი გაჩუმდეს, ხოლო თხის რქის – ცეცხლოვან სიტუაციებში წყნარად მოახდინოს მანევრირება და ადამიანებზე მანიპულირება, ორივე ნიშნის ეს უნარები, ვერძისთვის აბსოლუტურად გაუგებარია. სტიქიები და სიტუაციები, განსხავებით ცეცხლოვანისა, ვერძს არ ეხება და არ აღიზიანებს, ეჩვენება მოსაწყენად და უფერულად, ის მათ არ აღიქვამს და გულწრფელად ცდილობს მათ გაცოცხლებას _ თავისი მანერით. რთავს საკუთარ ენერგეტიკას და სრულიად ვერ ამჩნევს, რომ ხშირად ამით მთლიანად ანადგურებს (მას ეჩვენება, რომ მანამდე არაფერი იყო და ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო). ვერძი არაა მიდრეკილი ადამიანებით მანიპულირებისკენ, მას სჭირდება მათზე ძალაუფლება, მას მოაქვს თავისი იდეები, ენერგია და იმ მომენტში, როცა ის მათ იპყრობს (ანუ ხედავს, რომ ადამიანები “დაიპყრო”),  კარგავს მათ მიმართ ინტერესს და აგრძელებს თავის გზას. ამ აზრით, ის კეთილშობილი და უანგაროა. ეს გარემოება არანაკლებ დაკავშირებულია ვერძის სულიერი ცხოვრების ცნობილ პრიმიტიულობასთან, რომელიც ექვემდებარება არხს.

მხოლოდ არხის ფლობის დოზით და საკუთარი სულიერი ცხოვრების გაცნობიერების დიფერენციაციით, კეთილშობილება და პირდაპირობა, შესაძლებელია, დაექვემდებაროს არსებით შემოწმებას. აღმოჩდება, რომ არხი შეიძლება ჰქონდეს თავისთვისაც და რომ, ამასთანავე, თავისთავად არც იყოს მოსაწყენი! საბედნიეროდ, ამ ცდუნებას ვერძი რამდენიმე ხნის შემდეგ გადალახავს.

როგორც ვერძის მმართველის, მარსის გავლენა გამოიხატება იმაში, რომ ვერძს უადვილდება მარსიანულ ენერგიამდე მიღწევა და ეს ენერგია წარმოადგენს ვერძის ბუნებრივ იარაღს _ როცა საჭიროა და სადაც საჭიროა. ვერძი მუდმივად, დაჟინებით, ღირსების საუკეთესო გამოყენებით, თავით და რქებით აწვება განსხვავებულ კედლებს – იქნება ეს თივის, შუშის, აგურის, გრანიტის თუ სხვა სახის კედელი _ და თუ კედელი ინგრევა, ის პირველ წამებში კმაყოფილია, ხოლო შემდეგ გადადის მომდევნო კედელზე, სინანული მხოლოდ წამიერად თუ გაუჩდება (მაგრამ, სამაგიეროდ, გულწრფელი სინანულია), ხოლო შემდეგ ისევ ნახტომს აკეთებს სხვა კედლის მიმართულებით. წამტვრეული რქები, დროთაგანმავლობაში, თავიდან ეზრდება.

ვერძში დატყვევებული ვენერას გავლენა გამოიხატება იმაში, რომ ის მთლიანად (და ხშირად გაუცნობიერებლად) მოძრაობს იდეალების შექმნისკენ, რთავს სილამაზეს, სიყვარულს და ჰარმონიას. მხოლოდ ერთია, განვითარებულ ვერძში ეს მახასიათებლები გარშემომყოფებისთვის შესამჩნევი ხდება; მისი საერთო სიუხეშე ამსხვრევს ფაქიზ, კეთილშობილ ვენერასეულ გავლენას, როგორც კი ცოტათი ახლოს “მოდის” და ხილული ხდება, ანუ მანამდე შექმნილი შუასაუკუნოვანი რაინდისთვის ქალწულ მარიამის ეფემერიდული იდეალი ქრება (იმსხვრევა).

განვითარებული ვერძისთვის მზის კულმინაცია სრულიად არ ცვლის მის სახებას. ის თავს ანებებს საკუთარი არხების მონობას, აცნობიერებს მას როგორც კოსმიურ ძალას, სწავლობს მის ბუნებას და აღმოჩდება იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლია  საკუთარი ნების მართვა; შეუძლია “არა”-ს თქმა ანდა დეპრესიის პერიოდების მიერ კონტროლირებადი ხდება, რომელიც, რეალურად, დაკავშირებულია სწორ ქცევასთან (ენერგეტიკული არხების მიერ მართული). მმართველობის როლის შეცვლას (მარსიდან მზეზე გადამისამართება), რომელიც ხდება ვერძის განვითარების მიხედვით, თან სდევს დაკვირვებულობისა და მარსიანული პრინციპის _ პირდაპირი ენერგეტიკული ზემოქმედების აქტიურობის “გადათარგმნა” – შეცვლა უწყვეტი ყურადღების ზრდით, ანუ მაღალი მზისეული პრინციპით. ნების უმაღლესი პრინციპი (მზისეული პრინციპი) იმაში მდგომარეობს, რომ სრულიად ქრება ნებისმიერი ზემოქმედება, გარდა წმინდა ყურადღებისა: “სიარულის მცოდნე არ ტოვებს კვალს” (ლაო ძი). თავისთავად, ნება და ინიციატივა თანხვედრაშია დროის და ადგილის შერჩევასთან, რომელზეც მიმართული იქნება ყურადღება. ამასთან ერთად, მზის კულმინაციის გავლენა განუვითარებელ ვერძზე გამოიხატება იმაში, რომ დროთაგანმავლობაში ის ახერხებს საკუთარი ნების ენერგეტიკული არხის გადაჭარბებულ კონცენტრაციას, რასაც, არასაკმარისი გააზრებულობისას (ეს კი დამახასიათებელია საშუალო ვერძისთვის), მიჰყავს ობიექტის დაწვამდე ენერგიის გამოყენებით (მთლიანად ანდა ნაწილობრივ, მოქმედებს როგორც მზისა და მარსის დაზიანებული შეერთება).

სატურნის ვარდნა გამოიხატება _ საშუალო ვერძში _ რაიმე ცნობიერი დისციპლინის ანდა თვითშეზღუდვის დამორჩილების სურვილის სრულ უქონლობაში, ასევე, როდესაც გაძლიერებულია ენერგეტიკული არხები, მინიმალური თვითკონტროლის (სიბრძნის გამოვლინებაზე უკვე საუბარიც კი აღარაა) გამოვლინების საჭიროებაში, რაც, ასევე, ამ დონის ვერძს არ აქვს; ასეთ წუთებში მოქმედებს პრინციპი: “არხი ფიქრობს ჩემს მაგივრად”. სამაგიეროდ დეპრესიის პერიოდებში სატურნი ძალიან შეიგრძნობა და ეს მთელი რიგი ნეგატიური მომენტებით ხასიათდება, რაც ვერძს აძლევს (ზემოაღწერილი) შესაძლებლობას გაიაზროს საკუთარი თავი და საკუთარი ადგილი განსხვავებულ ენერგეტიკულ არხებში (რომელსაც ვერძი გრძნობს, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ენერგეტიკული არხები მუდმივ მოძრაობაშია, ამიტომ ძნელად აღსაქმელია) და სულიერი განვითარების გზაზე ცოტათი მაინც წინ წაიწიოს. საერთოდ, საჭიროა შეინიშნოს, რომ სატურნი _ წყნარი პლანეტაა და უყვარს დაბალ ენერგეტიკაზე მოქმედება და სიბრძნეც _ ფაქიზი საგანია და ვერძის ძლიერ და უხეშ ენერგეტიკულ სიხშირეზე არ ისმის. სამაგიეროდ, დეპრესიის პერიოდებში ვერძი იგებს სატურნს, შესაძლებელია, თხის რქაზე უკეთაც კი; სხვა საკითხია, როგორ მოეპყრობა მოსმენილსა და გაგონილს.

დაბალი ოქტავის ვერძის ტიპიური (მარსიანული) სიტუაცია წარმოადგენს ბრძოლის ველს თვითიმედოვანი ჯარისკაცების შეხედულებით (ეს ველი გენერლების შეხედულებით, შეიძლება იყოს ლომის ანდა სასწორის სიტუაცია). ვერძის ძლიერი ჩართვა იძლევა არაადამიანური ძალისა და სიმამაცის ომს; ასეთ დროს ნაციონალურ-განმანთავისუფლებელი ომის იდეალი სამშობლოა, რომელიც სრულიად გაცნობიერებული ხდება (რეალური არხით). დაბალი ოქტავის ვერძის სიტუაციის სხვა ტიპიური (სატურნისეული) ვარიანტი _ ეს ბრძოლის ველია ბრძოლის დამთავრების შემდეგ. აქ დაბალ ენერგეტიკულ დონეზე დესტრუქციულად გამოყენებული ვერძული ენერგიის ბახუსის შემდგომი დრო დგება (ანუ წარმოიდგინეთ, ნაბახუსევი დაბალი ოქტავის ვერძი). შეიძლება ვინმემ დილის საყვირამდე _ არხის მორიგ ჩართვამდე მოასწროს დასკვნების გამოტანა…

შედარებით მაღალი ოქტავის ვერძის სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ ხდება რაიმე ენერგეტიკული იდეის ტრიუმფალური სვლა, მაგალითად, რევოლუციური გარდაქმნა ქარის წისქვილების წარმოებაში. შინაგანი წვის ძრავების ანდა პირიქით, ანდა მოხალისეებისგან კომუნების შექმნა. ნებისმიერ შემთხვევაში, მახასიათებელი შტრიხები ერთი და იგივეა: ზრახვებში სისუფთავე და კეთილშობილება, კრიტიკის იგნორირება, ისტორიული ფესვების  უქონლობა (ან იგნორირება), შემდგომში ენთუზიაზმის დაცემა _ შესაძლებელია შედარებით წარმატებული დასაწყისის შემდეგ, და ბოლოს _ სატურნისული სიტუაცია დევიზით: “რისთვისაც ვიბრძოდით, ისიც მივიღეთ”.

საერთოდ ტიპიურ ვერძებს და ვერძულ სიტუაციებს იუმორის გრძნობა საერთოდ არ აქვთ – ანდა საშინელია; სამაგიეროდ, მათზე სხვები ბევრს იცინიან.

საჭიროა გვახსოვდეს, რომ ზემოთ დაწერილი არ ეხება ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს, ხოლო უპირატესობა აქვს იმ სახლებთან და ვერძის ნიშანში მყოფ პლანეტებთან მიმართებაში (და უმცირეს დონეზე მათთან ასპექტებს), რომელსაც მართავს ვერძი.

მზე ვერძში აყენებს ენერგეტიკული არხების ნებელობითი მართვის პრობლემას. აქ საერთო კარმული ამოცანა ვერძისთვის რთულდება კოსმიური ძალების პირდაპირი ჩარევით, რომელთა მოქმედებაც ადამიანზე მზის მეშვეობით შეიძლება შევადაროთ სახრახნისის მოქმედებას, რომელიც ატრიალებს ჭანჭიკს.

მანამ, სანამ ადამიანი არ გააცნობიერებს საკუთარ თავს, როგორც საერთო კოსმიური პროგრამის ნაწილს, მისი ინდივიდუალური ნება (მათ შორის ცნობიერიც) იმყოფება პრაქტიკულად სრულ კონტროლოში (ეგრეგორის მიერ), რომელიც სუსტებდა მხოლოდ ცნობიერი და ნებაყოფლობითი თანამშრომლობით.

ამიტომ, ნებისმიერი ნიშანი, რომელშიც დგას მზე, განიცდის უდიდეს დატვირთვას კოსმიური ძალებისგან, რომელიც ტრანსლირდება ინდივიდუალური ნებით და, რომელიც საჭიროა შეიმჩნეს, იმართება არამარტო შინაგანი ნებელობითი იმპულსით (“მე მაქვს ზრახვა”), არამედ წმინდა შინაგანი გარემოებებითაც.

მოცემულ შემთხვევაში საკითხთი წყდება ”ან – ან”-ით, ანდა იმონებენ მის ნებას _ მაშინ ბედის რიტმი მთლიანად განისაზღვრება ინდივიდის ნათალური რუკით, ამასთანავე,  მზეზე აქცენტი _ მინიმალურია.

ჰარმონიული ვარიანტი _ წმინდა პასიური მსახურება, დისჰარმონიული _ ტრაგიკული ბედი, უცხო ძალების ხელში სათამაშო, ანდა ადამიანს შეუძლია გააზრება და საკუთარი ნებელობითი იმპულსების ფლობა და მაშინ ვერძი-ადამიანი იწყებს  რწმენითა და სიმართლით მსახურებას.

ხოლო ჩვეულებრივი ვერძი, დაზიანებული მზით, ენთუზიაზმის წუთებში საკუთარი ჩლიქებით თელავს ყველაფერს, თუმცა, მთელი სულით ზევითკენაა მიმართული _ უბრალოდ ის ამ დროს ვერ ამჩნევს ვერაფერს.

* პასიონარი _ ადამიანი, რომელსაც აქვს ჭარბი ენერგია, აქტიური, რისკიანი, გატაცებულია და, შეიძლება ითქვას, შეპყრობილიცაა, შეუძლია რაიმეს მისაღწევად (რასაც თავად თვლის ფასეულად) ყველაფერი მსხვერპლად შესწიროს.

წყარო: . . შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

როცა მზე ვერძის ნიშანში იმყოფება, ის ეგზალტაციაშია და  ძალიან ძლიერ მდგომარეობას იკავებს. ჰარმონიულ ასპექტებში იძლევა მკვეთრად გამოხატულ ლიდერებს, ენერგიულ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ცეცხლის დანთება და სხვების “დამუხტვა”; ვნებიანები, იმპულსურები, მუდამ წინ, პროგრესისკენ მიზანმიმართულები არიან; საკუთარ საქმეში პირველაღმომჩენები, პიონერები, ძალიან პატიოსნები, გახსნილები, პირდაპირები არიან, მაგრამ გარშემყოფების ინტერესებს და პრობლემებს ნაკლებად უწევენ ანგარიშს. ვერძი ფლობს ხელმძღვანელის, ორგანაზატორის ნიჭს, შეუძლია დაიმუხტოს და დამუხტოს სხვებიც, შთააგონოს საკუთარ თავსაც და სხვებსაც. სავსეა ენთუზიაზმითა და შემოქმედებითობით, შეუძლია საკუთარი მისწრაფებების წამოწყება და განახლება. უყვარს დაწყება, მაგრამ არ უყვარს დასრულება, დასრულებას ავალებს სხვებს.

საკუთარ უარყოფით გამოვლინებებში, შეიძლება იყოს ფეთქებადი, გამაღიზიანებელი, იმპულსური, წინდაუხედავი და უგუნური, დამპყრობელი, ხანდახან _ უხეშიც კი; დიდი სიამოვნებით იძლევა ვალს, მაგრამ ძირითადად არ უყვარს გაცემა. ნაწილობრივ, ვერძი ცხოვრობს ვალებით, მხოლოდ ერთია, შეუძლია ფულის გამომუშავებაც და როცა შეუძლია, ადვილად გასცემს ვალადაც. ის ნაკლებად ინტერესდება სხვა ადამიანების პრობლემებით და თვლის, რომ ყველა ვალდებულია ყურადღება დაუთმოს მას, ამიტომაც მოსაუბრეს უცერემონიოდ ახვეს თავს ყველაფერს, რაც იმ წამს აწუხებს, აკეთებს და აინტერესებს. ვერძის დომინანტ თვისებად ითვლება თვითდამკვიდრება, დაქვემდებარებისკენ, დაპყრობისკენ სწრაფვა, საკუთარი პოზიციის დაჟინებულობა. მისი ქცევისთვის დამახასიათებელია დემონსტრირება, გარეგანი სცენური ეფექტები, საუბრისას _ ინიციატივის ხელში ჩაგდების უდიდესი სურვილი, ბოლო წერტილის დასმა, ხოლო კამათისას _ ბოლო სიტყვა ყოველთვის მის მიერ უნდა ითქვას. ხასიათის ტიპაჟი _ მამაცური, ძლიერი და ნებელობითი; მისთვის დამახასიათებელია სიმამაცე, პატიოსნება, პირდაპირობა, გახსნილობა, ხანდახან სწორხაზოვნება, რომელიც  სიუხეშეში გადადის.

დაძაბული ასპექტებისას: ეგოცენტრიზმი, დაუოკებელი ვნებები, სიუხეშე, თვითდამკვიდრება, დემონსტრაციულობა, სიფიცხე, დიქტატი,  პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტისკენ მიდრეკილება; აპილპილება, გადაჭარბებული გულახდილობა, სწორხაზოვნება, ამბიციურობა, სიამაყე, არაჯანსაღი პატივმოყვარეობა, გამაღიზიანებლობა; მიდრეკილება სენსაციებისენ, გადაჭარბებისკენ, მფლანგველობისკენ; წინდაუხედაობა, დაუფიქრებლობა, აჩქარებულობა, მოუთმენლობა;  უკიდურესობისკენ მიდრეკილება; ცუდი თვისებები, მაგალითად, მოწევა, სუსტი ნერვიული სისტემა. იმისთვის, რომ ვერძი განაწყოთ თქვენდამი, თოკი თქვენკენ არ უნდა გადაქაჩოთ და ვერძზე დომინირებას არ უნდა ეცადოთ, უკეთესია დაუთმოთ: დაე, ბოლო სიტყვა თქვას მან. გარდა ამისა, ის უპირატესობას ანიჭებს პირდაპირ, პატიოსან და გულახდილ ადამიანებს. იმისთვის, რომ ვერძი თქვენგან წავიდეს, საჭიროა მათზე დომინირება.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აღნიშნავს ქმედების დაწყებას, პირად განვითარებაში ახალ ციკლს. დევიზი: ინიციატივა, აქტიურობა. არ აშინებთ დაბრკოლებები, მოქმედებენ თითქმის ბრმად, ზურგის გამაგრებისა და დაფარვის გარეშე, ისწრაფვიან წინ, დარტყმებს პირდაპირ ხვდებიან. საკუთარ გზაზე ანგრევენ ყველა დაბრკოლებას. დიდი მომავალი უზრუნველყოფილია. დანაკარგებს არ უფიქრდებიან, ხანდახან, სიბერეში თუ დაფიქრდებიან ამაზე. ყოველთვის უპირატესობას ანიჭებენ  პირდაპირ გზებს, შემოვლით გზებზე მოთმინება არ ჰყოფნით. ამიტომ ცხოვრებაში ყველაზე მაღალ სიმაღლეებს იშვიათად აღწევენ, რადგანაც პირდაპირი გზები  ძალიან მაგარი აღმოჩდება. ენერგიას სინანულის გარეშე ხარჯავენ, თითქოს-და,  ჭარბად აქვთ, სწრაფად იმუხტებიან, ამიტომაც ცხოვრებაში მუდამ რაღაცას აღწევენ ანდა ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ მაინც საერთო მასისგან გამოიკვეთებიან. არაგონივრული სიმამაცე, კონცენტრირებული დარტყმა, ემოციებისა და შეხედულებების დათრგუნვა, უყოყმანო თავდაჯერებულობა, უშიშრობა.

ვერძების ყველაზე საყვარელი სიტყვაა _ “მე”. ყველაფერი დამოკიდებულია ვერძის შინაგანი დონის განვითარებაზე. ზოგიერთებს შეუძლიათ დარტყმა წელს ქვემოთ, რათა მიაღწიონ თავისას. მაგრამ ვერძების უმრავლესობა  რაინდულადაა განწყობილი, _ განსაკუთრებით, თუ გაიმარჯვეს. თუმცა, სანამ დაბრკოლება არაა განადგურებული, არ იციან შებრალება, არ ზოგავენ არც საკუთარ თავს და არც სხვებს. ვერძი აქეთ-იქითარასდროს იყურება, ხედავს მხოლოდ იმას, რაც მხედველობის არეში ხვდება. მისი გადარწმუნება არ შეიძლება, ის უბრალოდ არ მოგისმენთ. არსებობენ წყნარი, ჩუმჩუმელა ვერძებიც, მაგრამ ისინი არასდროს კარგავენ მიზანს და საბოლოოდ მუდამ აღწევენ მას.

ვერძი ყურადღებას იქცევს ქმედებების სისწრაფითა და მოხერხებულობით. საქმისას ქვემდგომებთან საქმე არ აქვს, თუ რაიმე დაბრკოლებას გადააწყდება, შეუძლია იმ წამსვე მიმართოს დიდ უფროსს, რათა ეს პრობლემა მოიშოროს, შეუძლია კარგად მუშაობა, პირადი წინწაწევისთვის ფრჩხილებით იმოქმედოს, მაგრამ წინ წავა ისე, რომ არ შეამჩნევს მტრებს, რომლებიც თავად გაიჩინა, ის საკუთარ თავს ძლიერად თვლის.

ისეთ პროფესიას ირჩევენ, რომელიც არ ითხოვს მოთმინებას, სიმყარეს, დაქვემდებარებულობას, განმსჯელობას, დაწესებულებაში ჯდომას. სამუშაოზე იწვის, არ ზოგავს საკუთარ თავს, მაგრამ მისმა ხელმძღვანელებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ ვერძს  მათი ადგილის დაკავება შეუძლია. ვერძისთვის სიყვარული _ ეს მწველი ვნებაა, თავად ირჩევს პარტნიორს და იპყრობს მას. სიყვარულის დასაწყისში, პირველი ყლუპი ათრობს, ეს არის გაზაფხული ზაფხულის მცხუნვარებით, მაგრამ თუ კავშირი ხანგრძლივია, მაშინ ვერძს შეუძლია დესპოტად გადაქცევა. სიყვარული გრძელდება დიდი ხნით თუ პარტნიორი შეძლებს ინტერესის შენარჩუნებას, არ მისცემს მთლიანად დაპყრობის საშუალებას. ვერძები (ქალებიც და კაცებიც) ქორწინებაშიც აგრძელებენ ურთიერთობის შენარჩუნებას იმ ნაცნობებთან, მეგობრებთან, ვისთანაც ურთიერთობა ქორწინებამდე ჰქონდათ, ვიწრო ოჯახურ წრეში არ იკეტებიან. მათი შვილები სუსტები არ იქნებიან, მაგრამ არც მშობლებისნაირი ძლიერები გამოდიან.

ვერძის უკმარისობა _ მისი ღირსებების გაგრძელება. ვერძები მოუთმენლები, ჯიუტები არიან, საკუთარ თავს გადაჭარბებულად აფასებენ, არ ჰყოფნით მოთმინება, მიდრეკილნი არიან ჩხუბისკენ და არ შეუძლიათ დათმობა. მათ უნდა ისწავლონ ბოდიშისა და პატიების თხოვნა, სხვების მიმართ მომთმენნი იყვნენ, მაგრამ უცხო რჩევების მოსმენის უნარი არ აქვთ, რასაც რთულ სიტუაციებამდე მიჰყავთ. მათ მრავალი მოშურნე ჰყავთ, რომლებიც  ჩუმად მოქმედებენ. ჭრილობები დროთა განმავლობაში უგროვდებათ, მაგრამ ვერძები ვერ ხედავენ საკუთარ მარცხს და ამიტომ უბედურება ყოველთვის მოულოდნელად ატყდებათ თავს, სამყარო ენგრევათ და ხშირად ეს დაკავშირებულია მძიმე დაავადებებთან.

გამოსავალი ერთია _ უნდა ისწავლონ მოთმინება, კეთილგანწყობა, გამოიმუშაონ საკუთარი ქმედებების ანალიზის უნარი.

ვერძი-ადამიანი სირთულეების შესახვედრად ხალისით მიდის. ხშირად თვლის, რომ საჭიროა ცხოვრება  ბრძოლით აიღოს, არავისზე იყოს დამოკიდებული, მხოლოდ საკუთარი ძალების, ინტელექტისა და სიმამაცის იმედი ჰქონდეს. მას  აბსოლუტური პატიოსნების სწამს, საკუთარი შეხედულებებისა და აზრის ერთგულია მაშინაც კი, თუ შედეგად მარტო დარჩება. პატიოსნება, პრინციპულობა, სურვილი იყოს თვითმყოფადი _ აი ღმერთები, რომლებსაც თაყვანს სცემს. ამიტომაც არ თანაუგრძნობს სუსტი ხასიათის ადამიანებს.

თავად ყველაზე მეტად აფასებს თავისუფლებას, შესაძლებლობას აკეთოს ის, რაც მას სჭირდება და ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ. დამოუკიდებლად ძალიან კარგად მუშაობს; თანამშრომლობა სხვა ადამიანებთან ანდა ვინმეს დავალების შესრულება _ ეს მისი ცხოვრების სტილი არაა. ის ან ხელმძღვანელია, ანდა  რაიმეს დამოუკიდებლად აკეთებს. უყვარს ქმედებები და, როგორც კი მისი ცხოვრება თითქოსდა სასიამოვნო, მოხერხებული, კომფორტული, რუტინული ხდება, მზადაა ყველაფერი არიოს,  რაიმე თავიდან დაიწყოს, ყველაფერი შეცვალოს, “გსისხლი ანაახლოს”. რუტინა და მონოტონურობა მისთვის სიკვდილის ტოლფასია. არ აშინებს ხელი მოჰკიდოს იმას, რაც მანამე არავის გაუკეთებია. თუმცა, ხანდახან, როგორც შეშლილს, ისე უყურებენ, მაინც აკეთებს იმას, რის გაკეთებასაც მოგვიანებით მისი მოწინააღმდეგები შეეცდებიან და თან ისე, რომ მას ამ საქმის კეთებაში გადაუსწრონ. გარისკვა და იყოს საკუთარი ვარსკვლავის ერთგული _ ეს მისთვის თავად ცხოვრებაა, თავად სუნთქვაა, თავად ცხოვრების პულსაციაა. და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შინდება, ანდა არ იცის რა აკეთოს, ვარდება მრისხანებაში.

წამიერად მოქმედების დაწყებისას იმპულსური, სწორხაზოვანი და უშუალოა, ენთუზიაზმითაა სავსე და არ აშინებს პირდაპირ და არაორაზროვნად თქვას ის, რასაც ფიქრობს. სწამს პოზიტიური აზროვნების ძალის და პოზიტიური ქმედების, ფიქრობს საკუთარ თავზე როგორც ძლიერ, დაუმარცხელ პიროვნებაზე. არ უყვარს ავადმყოფობა, არ უყვარს ისეთი სიტუაციები, როცა სხვებზე დამოკიდებული ხდება. თავად აზრი, რომ უნდა აღიაროს საკუთარი ადამიანური ბუნების შეზღუდულობა, ის, რომ მისი არსების ემოციონალური მხარე საჭიროებს ყურადღებას, ხშირად შეუსაბამობად ეჩვენება.

ჭკუა-გონების  მიხედვით, განსაკუთრებით მამაკაცები, ქალური ხელოვნების მიმართ უფრო უნარიანნი არიან, ადამიანებთან ურთიერთობა უფრო უკეთესად შეუძლიათ, შეუძლიათ აღიქვან ფაქიზი მინიშნებები და ნიუანსები, ურთიერთობაში ჰარმონიას უფრო უკეთესად აღწევენ. ხშირად ვერძი საკუთარი ჩანაფიქრებისა და მიზნების გამო ძლიერ აღგზნებულია, რის გამოც, თავადაც კი ვერ ამჩნევს, ისე აწყდება სხვა ადამიანების გრძნობებსა და ინტერესებს. თუ ისწავლის ადამიანებთან დიდი ყურადღებით მოქცევას და უფრო მეტად დააფასებს მათ იდეებს, გრძნობებს, მაშინ ძალიან შეუმსუბუქდება ცხოვრება და ასევე სხვებსაც შეუმსუბუქებს ცხოვრებას. მისი მოუთმენლობა და მიზნისკენ სწრაფვა იქამდე მიდის, რომ პირდაპირი აუცილებლობის გარეშე იწვევს საკუთარი თავის გაუცხოებას. ცუდია, რომ, ხანდახან, საკუთარი მიზნის მიღწევას ცდილობს ხმის ამაღლებით, მაგიდაზე მუშტის ბრახუნით. უნდა ისწავლოს მოთმინება, არ უნდა აჩქარდეს, უნდა მოდუნდეს. მოვლენებს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება უნდა მისცეს. სამწუხაროა, რომ მისი ენერგიული, მოისვენარი ბუნების გამო, ეს იშვიათად თუ გამოსდის.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებშიინდური ტრადიცია)

მზე სრულ ძალაში იმყოფება ანდა, სხვანაირად რომ ითქვას, ეგზალტაციაშია, როცა ვერძის ნიშანშია. მოცემული ადამიანის გონებაში, ანდა ქმედებაში ვლინდება თვისება, რომელსაც მზე უწევს სიმბოლიზებას. მზე წარმოადგენს სულის სიღრმეს და გულწრფელობას, მსხვერპლთშეწირვის ცერემონიებზე დასწრებას _ მაგალითად, ტაძრის ქურუმების დასწრებას. მზე ახდენს მხედველობის სიმბოლიზებას, რადგანაც ის არის სამყაროს სინათლის წყარო. ადამიანი (მზით ვერძი) შესაძლოა ფლობდეს განვითარებულ სულიერ ინტუიციას, ანდა  ადამიანთა ცხოვრების სრულყოფის ფართე შესაძლებლობების დანახვა შეეძლოს. მზე, ასევე, ახდენს პოლიტიკური წრეების სიმბოლიზებას. ადამიანს შეუძლია ფულის გამომუშავება სახელმწიფო სამსახურში, შეუძლია თავი იგრძნოს ლიდერად, იგრძნოს რომ ის დაბადებულია დიდებისთვის.

მზე, ასევე,  ფიზიკური სხეულის სიმბოლიზებას ახდენს. მოცემული ადამიანები, ჩვეულებრივ, საქმიანობაში წარმოებულები არიან, საკუთარი გრძნობების დაკმაყოფილებაზე არიან მიმართულნი, ისინი გადაჭარბებულად საქმიანები არიან ანდა სხვებს საკუთარ ნებას ახვევენ თავს; აუცილებლად სჭირდებათ, რომ მათი მიზანი მოიაზრებდეს რაიმე მატერიალურ მიღწევას. ვერძი _ “ცეცხლოვანი” ნიშანია, რომელიც მარსის მიერ იმართება და შეჯიბრის, შეჯიბრითობის, ბრძოლის პლანეტაა, ამიტომაც, ადამიანი, მზით ვერძში, აღიწერება როგორც “იარაღის მატარებელი”. ამით ხაზი ესმევა იმას, რომ ასეთი ადამიანი პატივმოყვარე იქნება და  ლიდერობისკენ მისწრაფება ექნება. ეს ადამიანები, შესაძლებელია, გამოხატულად, ენერგიულად საუბრობდნენ, ფლობდნენ მაღალ თვითშეფასებას. ვერძი _ მოძრავი ნიშანია, ამიტომაც ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან აქტიურობისკენ, მოხეტიალე სტილის ცხოვრებისკენ. მათთვის, ასევე, დამახასიათებელია ფილანტროპული, ჰუმანიტარული მიდრეკილებები.

ადამიანი, მზით ვერძში, აქტიური, გამგები, მოგზაური, ბევრ რამეში ცნობილი და მდიდარია, ფლობს მეომრის თვისებებს, ძლიერია, გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ხასიათის შტრიხებით, იმპულსური, გამაღიზიანებელია, ფლობს პირველაღმომჩენის თვისებებს, მისი ფორტუნა ცვალებადია.

ისინი შესაძლებელია იყვნენ უფრო იდეალისტურები, ვიდრე მატერიალისტურები. მათი ხასიათი ექსპრესიული და მყარია, საკმაოდ მამაცები არიან. საკუთარი ძალების გადაჭარბებულად შეფასებას, ხანდახან, უსიამოვნებამდე მიჰყვათ. შესაძლოა, გადატვირთისგან დაიტანჯონ.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

21 მარტი _ 20 აპრილი

ვერძის ცხოვრებაში მთავარია _ დინამიურობა: მას სჭირდება მოტოციკლი, მანქანა, კატერი _ ნებისმიერი რამ, მხოლოდ შეძლოს სხვების გასწრება. თუ ის ინტელექტუალია, მაშინ იდეებსა და დაბრკოლებებში რბოლა.

იდეებთან მიმართებაში ის ან სავსეა ენთუზიაზმით, ანდა აბსოლუტურად გულრგილია. შუალედი აქ არ არსებობს. თუ რაიმე სურს, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა, ეს მხოლოდ განარისხებს.

ის არ შეუშინდება კონფლიქტებს და ახლობელს  რთულ წუთებში დაეხმარება, შეუძლია გმირული ნაბიჯის გადადგმაც კი, მაგრამ სურს, რომ ამის გამო შეაქონ და დაასაჩუქრონ.

ვერძს უყვარს მსხვილი, მასშტაბური წამოწყებები, მოქმედებს დამოუკიდებლად და დაჟინებით. ცდილობს ყველაფერში იყოს პირველი და არ შეუძლია მოითმინოს თუ მეორე ადგილზეა. ჩვეულებრივ, არ უშვებს შეცდომებს. ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს, თამაშობს “დიქტატორის” როლს, არ ზოგავს არც საკუთარ თავს და არც გარშემომყოფებს. ორგანიზებას უკეთებს მათ, უჩვენებს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

საკმაოდ კარგი მარსის შემთხვევაში _ წარმატებები სპორტში, ტექნიკაში, სამხედრო კარიერაში.

ფული უფრო ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე პირველაღმოჩენის პროცესი. მაგრამ უყვარს ფულის ხარჯვა, მზადაა “ფულით დანაგვიანებისთვის”. ებმება ფინანსურ ავანტიურებში. განიცდის კრახს; ყველაფრის თავიდან დასაწყებად საშუალებებს პოულობს.

მოკლედ, ჩანაფიქრების განხორციელებისთვის მოთმინება დიდი ხნით არ ჰყოფნის: არ უყვარს მონოტორულობა და ხშირად იცვლის საქმიანობის სახეს, უყვარს საშიშროების, რისკის შეგრძნება.

ვერძს შეუძლია დაღლილობას დიდი ხნით არ დაექვემდებაროს, მაგრამ ძალებს  არაეკონომიურად ხარჯავს _ და, მათი გაფლანგვის შემდეგ, უბრალოდ იწვება.

ასევეა დაავადებებიცა და ავადყოფობებიც: გადაიტანს ფეხზე მანამ, სანამ მწვავე შეტევა არ მოცელავს. თუ მაინც დათრგუნავს ავადმყოფობას, ის შემდგომში გამოვლინდება მკვეთრი ტემპერატურის მატებით, ალერგიებით ანდა ქავილებით. ტოქსიკოზების გამოსადევნად საჭიროა აბანო, საუნა, სპორტით დაკავება. უკუჩვენება აქვს  მზის ქვეშ ხანგრძლივ ყოფნას. ასევე, ნაჩვენებია ჰომეოპათიური და ნატურალური რკინა. ბალახეულობიდან – როზმარინი.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top