მზე თევზები, მთვარე ვერძი
საკუთარი ცხოვრებისეული ცოდნის საფუძველზე გამოიმუშავებს საკუთარ პრინციპებსა და კონცეპციებს. ბუნებით თავშეკავებულია, მაგრამ ძალიან ენერგიული მანეტები აქვს, რის ფონზეც გაცილებით თავშეუკავებელი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ექსპანსიურობის მიუხედავად, არავის აძლევს უფლებას მის პირად ცხოვრებაში ჩარევის. გამუდმებით აფასებს ადამიანებსა და მოვლენებს. ურჩევნია ისე იმოქმედოს ადამიანებზე, რომ თავად განდეგილი და მიუწვდომელი დარჩეს მათთვის. საკუთარი ღირსების ძალიან დიდი შეგრძნება აქვს, ამას ემატება დამოუკიდებელი სული და ეს ორი განსაკუთრებული თვისება ატარებს მას ცხოვრებაში.
ხალხი მას ენდობა, სიყვარულში ცეცხლოვანია, ამასთან მგრძნობიარე და მისი წყენა ძალიან ადვილია. მომენტებში ცოტა შემაწუხებელია. დიდ ტემპერამენტს ფლობს და მისი ფეთქებადობა მისთვისვეა უფრო საზიანო, ვიდრე მოწინააღმდეგესთვის. ესაჭიროება სიმშვიდე და არ უნდა მისცეს თავის აგრესიულ მხარეს გამოვლენა და ამ სიმშვიდის მოსპობა. ადამიანის გარეგნობა აქვს, რომელიც დაჯილდოებულია მბრძანებლის უფლებებით, რაც აფრთხობს ნაკლებად მიმწოლ ადამიანებს, ისინი შვებით ამოისუნთქებენ-ხოლმე, როცა აღმოაჩენენ, რომ არც ისე რთულია მზე თევზები, მთვარე ვერძისგან კომპრომისების მიღება. თანაგრძნობით სავსე ნატურაა და მისი მოჩვენებითი სიმტკიცე სხვა არაფერია თუ არა ფარი უფრო მგრძნობიარე შუაგულის დასაცავად. კარგი მდებარეობაა ბიზნესისთვის. მისი ენერგიული ხასიათის გამო, სჯობს ადამიანებთან ჰქონდეს საქმე, ვიდრე აბსტრაქტულ იდეებთან. მისი მიმზიდველობა, ორგანიზებულობა და მმართველის მონაცემები დაეხმარება ფინანსურ წინსვლაში.
მზე – თევზები, მთვარე – კურო
უაღრესად კომუნიკაბელური და ტაქტიანი ადამიანი ხართ. მტკივნეულად მგრძნობიარე, ამასთან სხვების გრძნობებსაც ანგარიშს უწევთ და ცდილობთ არ ატკინოთ/აწყენინოთ. ამიტომ თქვენთან ადვილია თანაცხოვრება/ურთიერთობა, გიყვართ სხვებისთვის დახმარების ხელის გაწოდება. თავაზიანი ხართ, იქამდე სანამ ხელს არ შეგიშლიან და წინ არ გადაგეღობებიან, ამ დროს სიჯიუტეს იჩენთ. თქვენი მოტყუება ძალიან რთულია და თავადაც არ გიყვართ სხვების მოტყუება, არც საკუთარ ინტერესებში გამოყენება.
ყოველდღიურობაში ცდილობთ ფორმალურობა შეინარჩუნოთ და თვალ-ყურს ადევნებთ იმას, რომ არავის ჰქონდეს თქვენი ვალი, თავადაც ყოველთვის აბრუნებთ ვალს. აფასებთ მშვენიერებას, ხელოვანი ხართ და მიუხედავათ იმისა რომ დაბადებიდან კარგი საქმიანი ყნოსვა გაქვთ, ისეთი საქმიანობა, როგორიცაა მედიცინა, ლიტერატურა, ხელოვნება და ა.შ. გაცილებით ძვირფასია თქვენთვის, ვიდრე კომერციული მოლაპარაკებები. წარმატებული და იღბლიანი ხართ, ფული თავისით მოცურავს თქვენს ხელებში, ამიტომ ამაზე ზრუნვა დიდად არ დაგჭირდებათ და არ მოგიწევთ არსებობისთვის ბრძოლა. ძალიან ახლოა თქვენთვის მუსიკა, შეიძლება თვითონ არ იყოთ ამ საქმიანობით დაკავებული, მაგრამ კონცერტებზე ხშირად და სიამოვნებით ივლით.
სიტყვით გიყვართ სხვების მოხიბვლა და ასევე გსიამოვნებთ თქვენი მისამართით გაკეთებული კომპლიმენდები და დადებითი შეფასებები. ღირსების შეგრძნება ძალიან გაქვთ გამოხატული და გსიამოვნებთ, როცა სხვები გაფასებენ. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად თქვენი გამოხატული გაწონასწორებულობისა, მომენტებში საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებათ, ამიტომ გსიამოვნებთ, როცა სასიამოვნო სიტყვებს გეუბნებიან. ასეთ შეფასებებზე ჭეშმარიტ მადლიერებას ამჟღავნებთ. ერთგული მეგობარი ხართ და ასევე ერთგული მეგობრებით ხართ დაჯილდოვებული.
სიყვარულში ერთგული ხართ, მაგრამ მგრძნობიარე ნატურამ, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ, თქვენი კონტროლი მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი, არავითარ შემთხვევაში ძალადობით ან ნებისმიერი სხვა ძალისმიერი ხერხით, ასეთ შემთხვევაში თქვენ აჯანყდებით და წყვეტთ ურთიერთობას. არავის აძლევთ უფლებას გამოგიყენოთ და იმანუპულიროს თქვენით. /ავტორი:თათა გოგუა/
მზე თევზები, მთვარე ტყუპები
მოქნილი და პირდაპირია, მაგრამ ყოველთვის დროულად ვერ გამოხატავს (გამოხატვა აგვიანდება). თმობს იქ, სადაც პოზიცია უნდა შეინარჩუნოს და ჯიუტად ინარჩუნებს პოზიციას იქ, სადაც ჯანსაღი აზრი დათმობას ითხოვს. ეს სიღრმისეულად დაფარული საკუთარ თავში დაურწმუნებლობის შედეგია, რაც საუბრის სტილისა და გამოხატვის მიხედვით ვერც კი შეამჩნევენ.
ყოველთვის მხიარულია, ღიად საუბრობს და სანამ მოსაუბრეები არ გაიაზრებენ, რომ ამ დროს საკუთარ თავს უმტკიცებს, საკმაოდ თავდაჯერებულ ადამიანად ჩათვლიან. მან უნდა ისწავლოს მანამდე გაჩუმება, სანამ საკუთარ აზრს არ ჩამოაყალიბებს გონებაში, რათა მისი სიტყვები მისთვისვე მოულოდნელი არ იყოს.
მოკრძალებული, გაუბედავი ადამიანის მდებარეობაა. თუ თავდაჯერებული ან არცთუ დადებითად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში ხვდება – ჩიხში ექცევა. ადამიანებთან ერთად ყოფნის დროს არც ისე ჭკვიანად იქცევა, როგორც თავს თვლის. განმსჯელი და მოუთმენელი ხდება მათთან, ვისაც ინტელექტუალურად მაღლა მდგომად, მასზე ჭკვიანად თვლის. სასურველია შევიწროვების დროს პირდაპირ მოქმედება ისწავლოს. მდებარეობა პირად ურთიერთობებში მრავალფეროვნებას, რამდენიმე თავგადასავალს უწყობს ხელს.
მზე თევზები, მთვარე კირჩხიბი
ბუნებით მსახიობი, დრამატურგია და ერთადერთი პიესა, რომელიც აინტერესებს – მისი ცხოვრების დრამაა. მგრძნობიარე ადამიანია, სხვების აზრი აღელვებს; მეექვსე გრძნობის წყალობით ადვილად ხვდება რას ელოდებიან მისგან ადამიანები. გულკეთილი, ყურადღებიანი და გულწრფელად კეთილშობილია. სხვების დასახმარებლად მუდმივად მზადაა იმ შემთხვევაშიც, თუ ამის გამო მსხვერპლზე წასვლა უწევს.
მორიდებული ადამიანია და საკითხების მტკიცედ გადაწყვეტას მკაცრი თვითდისციპლინის წყალობით ახერხებს. დიდი აუდიტორიის გამოსვლის წინ ან ხალხმრავლობაში შიშს განიცდის. სიმორცხვე მგრძნობელობაში გადადის, ხოლო შიში – სხვების გაგებაში. მათი გაგებით კი შიშს სძლევს (რადგან იცის, როგორ მოექცეს მათ).
წარმატების მიღწევა შეუძლია პროფესიებში: მსახიობი, ექიმი, სამედიცინო პერსონალი, დიპლომატი ან დეტექტივი; ერთი სიტყვით, ნებისმიერი პროფესია, სადაც სხვების განცდების, აზრების გაგებას, თანაგრძნობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რაც შეეხება ემოციურ მხარეს – იმდენად შთამბეჭდავია, დიდი ალბათობით პირადი ცხოვრება მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კაპრიზული, ადვილად განაწყენებადი პარტნიორია.
მზე თევზები, მთვარე ლომი
გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი ადამიანია: აგრესიულობა, თავშეკავებულობა ახასიათებს; მუდმივად უწევს თანდაყოლილი სიმორცხვის დაძლევა, რაც ძნელი დასანახია მისი თვითგამოხატვის გამო. მიდრეკილია შიშისა და შფოთვის განცდისკენ, რასაც ვერ ვიტყვით მის თამამ, დამაჯერებელ ნაბიჯებზე. მის ბუნებაში არის ისეთი სიღრმეები, რასაც გარშემომყოფები ვერ ჩაწვდებიან და რაზეც შესაძლოა თავადაც მცირედ იცოდეს. როცა მარტოა – კონტაქტისკენ ისწრაფვის; როცა საზოგადოებაშია – მარტოობას. ადამიანთა მასაში შესაძლოა მარტოდ გრძნობდეს თავს, მაგრამ არა იმიტომ, რომ არასაკმარისად საინტერესო პიროვნებაა სხვების ყურადღების მისაქცევად. უბრალოდ საკუთარი თავიდან „გასვლა“ ახასიათებს.
შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარებით დაჯილდოვებული ადამიანია. შესაძლოა შთაბეჭდილებას ტოვებდეს, რომ თანამედროვეობის საკითხებს უსწრებს. კონკურენციისთვის მოუმზადებლობის გამო წარუმატებლობის მოთმენა უწევს; მისი საკუთარ თავში დარწმუნებულობა კი უფრო ნიღაბია, ვიდრე რეალობა. აღფრთოვანებული იქნება სხვების მიღწევებით, მაგრამ თავად შესაძლოა არ მოინდომოს იგივე ან იმდენის მიღწევა.
თუ დადებით განწყობაზეა – შეკრების „სულია“, ცოცხალი იუმორით, დიდსულოვნებით, ყურადღებიანობით გამორჩეულია; მაგრამ თუ ჭირვეული ან უხეში გახდა – შესაძლოა საკუთარ თავში დაურწმუნებლობა „შეახსენეს“, ან რეალობისგან თავდაცვას იწყებს (სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად). სიყვარულში რომანტიული, მგრძნობიარე, მეოცნებე და ერთგულია. ერთგულება – ეს მისი იდეაფიქსია. პირველ რიგში, პარტნიორისგან თანაგრძნობას, სიმპათიას, სიყვარულსა და გაგებას ელოდება.
ეს მდებარეობა მიანიშნებს ცხოვრებაში გამართლებასა და იღბლიანობაზე. ყველაზე რთული ამოცანა, რისი შესრულებაც უწევს – შინაგანი წონასწორობის მიღწევაა, რაც მის თვითდარწმუნებულობას გაზრდის; სასურველია სამყარო მიიღოს ისეთი, როგორიცაა და არა ისე, როგორც მის წარმოსახვაშია. იყოს რეალისტი – აი მისი ცხოვრების მთავარი პრინციპი.
მზე თევზები, მთვარე ქალწული
მას შეუძლია ლოგიკისა და ინტუიციის გაერთიანება. ადამიანებს ზუსტ შეფასებებს აძლევს. თუ ვინმეზე ერთხელ დადებითი აზრი შეიქმნა, არანაირი შეურაცხყოფა არ შეაცვლევინებს მისდამი რწმენას. თვლის, რომ ადამიანებმა ნებით უნდა შეცვალონ და მოაგვარონ პრობლემები შესაბამისი მეთოდებით. თვლის, რომ „გაგება – ეს პატიებაა“ და მართალია მკაცრი გამნსჯელია, თვლის, რომ ნებისმიერ ადამიანს კარგი საწყისი აქვს. მისი მოთმინების უნარი სპეციფიური უფროა, ვიდრე უნივერსალური და მახასიათებელი. ისინი ინტელექტს უფრო მიყვებიან, ვიდრე ემოციას. ინტუიციაში მეტად აქსოვს ჯანსაღ აზრსა და ლოგიკას. გონება და გრძნობა გაერთიანებით მოქმედებენ.
აღტკიცინების გავლენით არასდროს აკეთებს იმას, რასაც მართებულად არ თვლის. თავად შეუძლია თავს უფლება მისცეს გააკეთოს ის, რასაც თავად სწორად თვლის, მაგრამ სხვებისთვის მიუღებელია. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი შინაგანად დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში. სინდისი და შინაგანი მორალი აქვს, მაგრამ როგორც სხვებთანაა მომთმენი, ისევე ექცევა საკუთარ თავს.
იუმორის გრძნობით გამოირჩევა, სხვების გამხიარულებას ხშირად ცდილობს, რაც მის სიღრმისეულ, შინაგან სერიოზულობას ერწყმის. მართალია სიღრმისეულად შეუძლია გაიგოს და იგრძნოს ცხოვრების ტრაგიკული მხარეები, მაგრამ მისგან სასიამოვნოს მირებას ხელს სულაც არ უშლის. ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულებები და რწმენა აქვს, რაც შეიძლება საზოგადოებრივ ფილოსოფიას ნაკლებად ეთანხმებოდეს. ამ მდებარეობის ადამიანისგან კაგრი იუმორისტი და ხუმრობების („სკეჩების“) ავტორი გამოვა.
მზე თევზები, მთვარე სასწორი
მას ძლიერად გამოხატული ესთეტიური საწყისები აქვს, რაც ხელოვნების, რელიგიისა და ფილოსოფიისკენ მისწრაფებებში ვლინდება. დამოუკიდებლად იმისა, რასაც არ უნდა საქმიანობდეს, საქმისადმი გარკვეული სახის რელიგიური დამოკიდებულება უყალიბდება. რასაც ხელს კიდებს, ყველაფერს რომანტიზმსა და იდეალიზმს აქსოვს. მისი მიზნები უმეტესად ემოციებს ეხება, ვიდრე ინტელექტუალურ მხარეს. შეუძლია კარგი განათლების მიღება, მაგრამ ბუნებით ინტელექტუალი არაა. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი – ინტუიციურია. ის „სულების მბრძანებელი“ უფრო იქნება, ვიდრე გონების. როცა სულითა და გულით, აღტაცებით მუშაობს, მისი გონება შესანიშნავად მუშაობს.
სასურველია სპირიტიზმის, მედიუმისა და მისტიკოსის პროფესიებს მოერიდოს, რადგან ერთიანად მოიცავს და ჩაითრევს. რაც უფრო ნაკლებად იკავებს თავს და ფიქრობს რას ამბობს, წერს ან აკეთებს, მისი რეალური „მე“ მეტად ჩანს. მისი ცხოვრებისეული მიზანია საკუთარი სიღრმისეული და აქტიური ქვეცნობიერი გააცნობიეროს, გააღვიძოს, ზემოთ ამოიტანოს, რათა მორალური და ინტელექტუალურად არ შებოჭოს. პერიოდულად შესაძლოა საკუთრი თავი დაჩაგროს, გაკიცხოს არასრულყოფილებისთვის და მეტი რაციონალურობა მოსთხოვოს.
შეუძლია ყველაფერი დაიჯეროს, რასაც მისი შინაგანი რწმენა და ხმა ეუბნება. მათ შორის უარყოფითიც (ემოციური იმედგაცრუება). შეიძლება იფიქროს რომ მისი განვითარება ძალიან ნელა მიმდინარეობს და ამით პროცესი კიდევ უფრო შენელდება. მეტი ფიქრი, ანალიზი და ნაკლებად მოქმედება მისთვის არასასურველია. სასურველია გააცნობიეროს, რომ რასაც ფიქრობს ყველაფერი ხდება. თვითკონტროლი კარგია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. მისთვის თვითგამოხატვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას მაშინ შეძლებს, როდესაც საკუთარი თავის შეკავებასა და კონტროლს შეამსუბუქებს.
მზე თევზები, მთვარე მორიელი
თქვენ კოლორიტული პერსონა ხართ, გამჭრიახი და ინტიუციური პიროვნება. აზრების წარმოქმნის წარმოუდგენელი სისწრაფე გახასიათებთ და სხვადასხვა საკითხებიდან უჩვეულო კომბინაციებს ქმნით. კარგ იუმორს ფლობთ, შეგიძლიათ სასაცილო მოვლენაზე გაამახვილოთ ყურადღება როგორც ცხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართებაში. თუმცა არსით სერიოზული პიროვნება ხართ, მიდრეკილება გაქვთ გაუკუღმართებული ფილოსოფიური სიცილის მიმართ: მაშინაც კი როცა ჩანს რომ ხუმრობთ, თქვენს საუბარში სერიოზულობის ნოტა იგრძნობა. არის მომენტები, როცა ბნელი აზრები გაწვებათ და ღრმა დეპრესიაში ვარდებით.
მდიდარ წარმოსახვას ფლობთ, თუ ფრთხილად არ იქნებით, შესაძლოა ცრუმორწმუნე ადამიანად ჩამოყალიბდეთ. მტკივნეული ინტერესი გაქვთ სიკვდილის მიმართ, ხშირად აანალიზებთ თქვენს იმქვეყნიურ ცხოვრებას სიკვდილის მერე. გჯერათ, რომ სხეულის სიკვდილის მერე სული ცოცხლობს და თვლით რომ ეს დამტკიცებული ფაქტია.
ბიზნესში წარმატებული იქნებით, მაგრამ იმდენად დიდი სურვილი და მოთხოვნილება გაქვთ თვითგამოხატვის, რომ საუკეთესო ვარიანტია თუ მუსიკას ან ზოგადად ხელოვნებას მოკიდებთ ხელს. პირად ურთიერთობაში თვითგამოხატვა გიყვართ, საწინააღმდეგო სქესის კეთილგანწყობით და სიყვარულით სარგებლობთ. საპასუხოდაც გასცემთ სიყვარულს.
პლანეტების ამ კომბინაციით უფრო მრავალფეროვანი ხართ ურთიერთობებში, ვიდრე ერთგული. /ავტორი:თათა გოგუა/
მზე თევზები, მთვარე მშვილდოსანი
პროგრესული მოაზროვნეა, საკუთარ ეპოქაზე მოწინავე ან წინმსწრები აზრები აქვს. წინასწარჭვრეტის, გამჭრიახობისა და აზრების მკვეთრად გამოხატვის წყალობთ გარშემომყოფებზე დიდ გავლენას ახდენს. მისთვის დამახასიათებელია აბსრტაქტული აზროვნება. თუ სასურველ განათლებას ვერ მიიღებს, რისკავს და შესაძლოა გახდეს არაპრაქტიკული ფანტაზიორი, ადამიანებთან ურთიერთობას ვერ უმკლავდება, ხეს ტყისგან ვერ არჩევს და ცხოვრებისეულ პროცესებს ირთულებს.
ფართო შეხედულებები და სიბრძნე, რომელიც განათლებიდან (ფორმალური თუ არაფორმალური) მიიღო, მოაზროვნე ადამიანად აყალიბებს და საკუთარი ცოდნის გამოყენების საშუალება ეძლევა მეცნიერებაში, სოციალურ ცხოვრებაში, ლიტერატურაში. ამ სფეროებში შეუძლია ავტორიტეტული პიროვნება გახდეს.
სხვადასხვა სფეროებზე გავლენის მოხდენას ცდილობს, მაგრამ სასურველია თუ ერთ სფეროზე კონცენტრაციას და მის შესახებ ცოდნის სრულყოფას შეეცდება. რასაც აკეთებს, ყველაფერზე სულიერების ანაბეჭდს ტოვებს. საკუთარ თავსა და დანიშნულებაში დარწმუნებულია და მნიშვნელობა არ აქვს ამის შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იციან თუ მთლიანად გარემოცვამ. თავად ქმნის ხელსაყრელ შესაძლებლობებსა და ვარიანტებს, მაგრამ რეალობასთან პირისპირ დგომისას არცთუ გადამწყვეტ პოზიციას იკავებს.
მისი იდეებისა და წარმოსახვის მასშტაბურობა კონკურენტებისას ფარავს, თუმცა ეს უკანასკნელნი ბევრად მეტ მატერიალურ კეთილდღეობას პოულობენ ცხოვრებაში, ვიდრე თევზები ამ მდებარეობით. ის იდეალისტი და იდეებით სავსეა, ამიტომ თუ საკმარისად გამოიმუშავებს, საკუთარ საქმეს (სულიერ, იდეურ ან საქმიან სფეროში) თამამად განაგრძობს.
სასურველია კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრირებას მეტი დრო დაუთმოს, რაც ინტელექტუალური, წარმოსახვის, იდეების, კონცეფციების გამოხატვის კუთხით დაეხმარება.
მზე თევზები, მთვარე თხის რქა
ამქვეყნიურ, მიწიერ სიბრძნეს ფლობს და მგრძნობელობას მიზანდასახულობასთან აერთიანებს, რასაც წარმატებისკენ მიჰყავს. აინტერესებს ფართო შეხედულებები (განზოგადებული), ფილოსოფიური კონცეფციები, მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმ დოზით, რამდენითაც საკუთარი თავისა და ადამიანების სასიკეთოდ გამოიყენებს. თეორიულისა და პრაქტიკულის, აბსტრაქტულისა და კონკრეტულის გაერთიანების უნარის წყალობით გარშემომყოფების ყურადღების მიქცევა შეუძლია. ეს პატივმოყვარე ადამიანია, საკუთარი ღირსებების აღიარების ძლიერი სურვილით. ფლობს ადაპტირებისა და ადამიანების გრძნობების, მოტივების გაგების უნარს. წარმატების მომტანი სფეროებია ბიზნესი და პოლიტიკა.
მტკიცეა, მაგრამ არცთუ გამბედავი; რისკზე მიდის იმ შემთხვევაშიც, როცა შედეგში დარწმუნებული არაა და შინაგან ფორიაქს გარეგნული გამბედაობით ფარავს. ძლიერი ხასიათი აქვს, თავშეკავებულია, სხვებს გეგმებს არ უმხელს, სანამ არ რეალიზდება. ამ მახასიათებლების წყალობით, მისგან შესანიშნავი ხელმძღვანელი დადგება – დამოუკიდებლად დაგეგმვა, რეალობაში განხორციელება და თან ადამიანების მოზიდვაც შეეძლება.
ვალდებულების გრძნობა განვითარებული აქვს, მათ პასუხისმგებლობით ეკიდება და ასრულებს. თვლის, რომ მას სხვებიც მსგავსად უნდა უდგებოდნენ. მისი გონება და გრძნობითი სამყარო ჰარმონიულ თანხვედრაშია: ჰარმონიული, მგრძნობიარე, მტკიცეა. საყვარელ ადამიანებთან დიდი მოთხოვნები არ აქვს. მხოლოდ სურს, რომ სიყვარული მისცენ და სანდო ადამიანები იყვნენ. ბუნებით ეჭვიანი ნაკლებადაა და თუნდაც იეჭვიანოს, პარტნიორს არ აგრძნობინებს. სხვა თევზებისგან განსხვავებით მისთვის მატერიალურ მხარეს მნიშვნელობა აქვს და ჰარმონიულად ახერხებს მატერიალიზმისა და ფილოსოფიური მიდგომის გაერთიანებას.
მზე თევზები, მთვარე მერწყული
ჰუმანისტია, კაცობრიობის და ადამიანების სჯერა. მას აინტერესებს ყველაფერი, რაც სოციალურ რეფორმებს, საზოგადოებრივ აქტიურობას, რელიგიას, სოციალურ მომსახურებებს ეხება. თუ საზოგადოებრივი ცხოვრება მის პროფესიას უკავშირდება, კარიერის აწყობას კი არ შეეცდება, საზოგადოების ინტერესს დაიცავს. ბუნებით მქადაგებელია და სჯერა კეთილისმყოფელების (კეთილი სამარიტელების). ზომიერება, სიმართლე და ღირსება – ეს მისი კრედოა და ცდილობს სხვა ადამიანებსაც გადასდოს. არცთუ მომთმენია და განსჯის მათ, ვინც სისუსტეს გამოიჩენს. ამავე დროს ეხმარებათ ძლიერები გახდნენ.
თუ მორწმუნეა, საკუთარ მსჯელობებში და რწმენაში ორთოდოქსალურია. სასურველია სხვა ადამიანების შეხედულებებს მეტი პატივი სცეს და მხოლოდ საკუთარი შეხედულებებით არ განსაჯოს. რაც შეეხება ემოციურ მხარეს, გრძნობებს ღიად და მძაფრად გამოხატავს, თანაგრძნობითა და გაგებით ურთიერთობს საყვარელ ადამიანებთან.
ადამიანებს მოსწონთ სიცოცხლისუნარიანობით, ხალისითა და იუმორის გრძნობით. ეს თვისებები ხელს სულაც არ უშლის ცხოვრებას სერიოზულად უყუროს. სიამოვნებას იღებს სამეგობრო წრესთან ურთიერთობით. სახლში მარტო ყოფნის დროს კი სახელმწიფოებისა და მსოფლიოს ბედით შეიძლება დამწუხრდეს კიდეც. თუ ამ თემებზე დიდხანს იფიქრებს, შესაძლოა თავად გადაწყვიტოს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის გაკეთება. სიტყვის ძალას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და შესაძლოა მწერლობა ან ჟურნალისტობა მისი პროფესიაც გახდეს „სამყაროს გამოსასწორებლად“. ახლობლებთან საკუთარ შეხედულებებში დარწმუნების მიდრეკილებას ამჟღავნებს.
მზე თევზები, მთვარე თევზები
განსაკუთრებული (უჩვეულო) ადამიანია, აინტერესებს უცნაური, იდუმალი საქმიანობები, იდეები, ადამიანები. მიდრეკილია თვითანალიზისკენ, სიღრმისეული გაგებისკენ, გარესამყარო კი უცნაური ეჩვენება და შესაძლოა ფიქრობდეს, რომ მისი ადგილი აქ არაა. ადამიანების უმრავლესობას სულელად ან გაუგებრად თვლის. დიდი ალბათობით სწორედ თვითონაა უცნაური, განსხვავებული და ხშირად მის გაგებას გარშემომყოფები რთულად ახერხებენ.
სასურველია მოერიდოს საკუთარ თავში „ჩაღრმავებას“ იმ მიზეზით, რომ გარეთ არსებული პრობლემების მოგვარება თავიდან აირიდოს. მართალია შესაბამისად რეაგირებს გარშემომყოფებზე, გონიერი და დაინტერესებული ჩანს როგორც ადამიანებით, ასევე მათი იდეებით, მაგრამ რეალურად, შინაგანად განცალკევებულია. სასურველია რეალურ სამყაროსთან მეტად იქონიოს კონტაქტი. რაც მეტად ტრადიციულ როლსა და ცხოვრების სტილს მისდევს, მეტად გასაგები ურთიერთობები ექნება გარშემომყოფებთან.
მისი მიდრეკილება საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და საკუთარ სამყაროში ცხოვრებისა, მარტოსულად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. იმდენად მგრძნობიარეა, რომ ეშინია სამყაროსთან კონტაქტმა გული არ ატკინოს. სწრაფი, ინტუიციური, გამჭრიახი გონება აქვს. საკიტხებს ინტუიციურად აწყობს. სასურველია ეს მახასიათებელი პრაქტიკულად გამოიყენოს და ნაკლებად დახარჯოს კრიტიკასა და თვითანალიზზე.