სინთეზური დახასიათება
მზის მდებარეობა და ამოსვლის წერტილები
ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უთითებს თვითშეცნობის სპეციფიკურ განსაკუთრებულობებსა და განუმეორებელ პიროვნულ შტრიხებზე, ქცევის განსაზღვრულ მანერებსა და ადამიანის თვითაღქმელობის უნარზე, უთითებს საკუთარი განვითარებისა და თვითგამოხატვის შინაგანი ძალების და შემოქმედებითი უნარების გამოყენების უპირატეს გზებზე. განსაზღვრავს ინდივიდუალური ნების გამოვლინებას და ახასიათებს “ცნობიერების ღერძს”, რომელიც ვლინდება აქტიურობის სხვადასხვა სფეროებში. ეს ფაქტორი ასევე უთითებს ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში და გამოცდილების გადამუშავების შესაძლებლობაზე, ხარისხობრივ, თვისობრივ განსხვავებაზე, მის რეაქციაზე გარემო წრეზე. ეს ფაქტორი ახდენს იმ შესაძლებლობის სიმბოლიზებას, რომელსაც ადამიანი უყენებს სამყაროს, იმ ქცევებს, რომლისკენაც საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების გამოხატვისასაა მიდრეკილი, იმ გზას, რომლისკენაც ისწრაფვის, რათა განახორციელოს საკუთარი მიზნები და სურვილები.
მზე თხის რქაში, ასცენდენტი ვერძში
პიროვნება _ შემტევი, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავნება.
ეს ხასიათი გარესამყაროს რამდენადმე არაბუნებრივად ეპყრობა. მუდმივად დაძაბულია, მუდამ სადარაჯოზეა, თითქოს–და, რაღაც ვალდებულია იდგეს მის პატივმოყვრულ გზაზე. ეს ადამიანები ხშირად მანამ ესხმიან თავს, ვიდრე რაიმე ან ვინმე შეეხებათ. შეუძლიათ აწონ-დაწონონ, მაგრამ მათი ტემპერამენტი იტაცებს და ყურადღებას ართმევს. თუ თავდასხმისთვის ამ მუდმივ მზაობას და, ამასთანავე, მათ პატივმოყვრულ ბირთვს სხვები იგრძნობენ, _ ისინი შეიარაღებას იწყებენ. შედეგად შეიძლება დედამიწის გადაბუგვა მოჰყვეს, მაგრამ ეს ხასიათი მჭიდეა, ასე რომ, ისინი ამ გამოცდასაც კი აიტანენ, რამეთუ ფლობენ ძალასა და მოთმინებას. ეს, მართალია, მათი ქცევის მიხედვით არ იგრძნობა, გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს, დიდ ხანს ვერ გაუძლებენ ასეთ დატვირთვებს _ სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. ისინი ანახლებენ საკუთარ ძალას კონცენტრაციისა და შინაგანი სიმყარის მეშვეობით, რაც, ასევე შეიძლება ატარებდეს განსაზღვრული სიძუნწის ხასიათს. საჭიროა აღინიშნოს მათი სიღრმისეული მოდგომა მნიშვნელოვანი, ცხოვრებისეული საკითხებისადმი, თუმცა–ღა, გარესამყაროში ცოდნა მხოლოდ გზის დარწმუნებულ ცოდნაში ვლინდება. ამ ხასიათმა უნდა იცოდეს, რომ გარშემომყოფების მიმართ გამოვლენილი საკუთარი ტემპერამენტის გამო საკუთარ გზაზე წინაღობას თავადვე ქმნის. თუ ისინი ამ ტემპერამენტის გამოყენებას მიზანდასახულად იწყებენ, თითქმის შეუვალნი ხდებიან, მაგრამ ეს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი-ორჯერ ხდება. ეს ყველაფერი კი _ მხოლოდ იმის გამო, რომ მიაღწიონ სიმაღლეებს. მიღწევა _ მათი პრინციპია, მაგრამ უნდა ისწავლონ მოცდა (აუცილებელი ძალების მოზღვავებამდე). ფლობენ იმ მარაგებს, რომელიც საშუალებას აძლევთ გადალახონ ყველა გამოცდა და გაუძლონ მათ.
მზე თხის რქაში, ასცენდენტი კუროში
პიროვნება _ სასიამოვნო, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავნება.
ეს ხასიათი სავსეა თავისებური, სერიოზული იმედგაცრუებებით. ეს ადამიანები იშვიათად და, მაშინაც, რამდენადმე ხელოვნურად იღიმებიან, მაგრამ მათი შინაგანი ენთუზიაზმიდან მაგიური მიმზიდველი ძალა მოდის, შეიძლება, ამიტომაცაა, რომ ეს შინაგანი სერიოზულობა გარშემომყოფებს მხოლოდ ნაწილობრივ ეჩვენებათ წინდახედულებად. სულის სიღრმეში ამ ადამიანებმა იციან _ რა სურთ, იციან ისიც, რომ შეუძლებელია ეს სურვილი ნათლად და მკაფიოდ გადასცენ გარშემომყოფებს, ასე რომ, წინდახედულად ეკიდებიან სამუშაოს. მხოლოდ ერთია, თუ ერთხელ აღმოჩდნენ ამ დედამიწაზე, ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიფიქრეს, ყოველთვის მიიღწევა. ცისკენ და კოსმოსისკენ არ ისწრაფვიან, მხოლოდ ერთია, სიმაღლეებზე შინაურულად ეწყობიან. საკუთარ შინაურულ, სახლის ატმოსფეროში ყოფნისას, დარწმუნებულები არიან, რომ გარემომცველი სამყარო ამ მყუდრო ატმოსფეროს ძალიან შეცვლას ვერ შეძლებს. ყველაფერს წინდახედულად წონიან, ნელა არკვევენ, ამოწმებენ. საკუთარ თავებს მუდმივად უწყობენ გამოცდებს, _ ეს კი მათ შინაგანი კრიზისებისგან თავდაცვის გარანტიებს აძლევთ. ასხივებენ რაღაც ისეთ მუხტს, რაც გარშემომყოფებს დაურწმუნებლებად აქცევთ. ბოლოს და ბოლოს, გარშემომყოფებისთვის ისინი არიან გამომცდელები ანდა რევიზორები. მათ შეუძლიათ სრულიად მშვიდად ამოიღონ ვალები, გადასახადები, აღმოაჩინონ სხვების სუსტი მხარეები, რასაც სხვები ასე სწრაფად ვერ პოულობენ და აკეთებენ. ფლობენ საკუთარ თავებს და იგივეს სხვებისგანაც ელიან, რამდენადაც, ჩვეულებრივ, სხვებს საკუთარი საზომით ზომავენ. მათზე დაყრდნობა შეიძლება, დიდ პირობას არ დებენ, მაგრამ არც იმაზე ნაკლებს, რისი შესრულებაც შეუძლიათ. მატყუარებისთვის კერკეტი კაკლები არიან.
მზე თხის რქაში, ასცენდენტი ტყუპებში
პიროვნება _ მრავალმხრივი, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავნება.
ძალების ხარჯვაში ეკონომიურები არიან, რამეთუ იციან, რომ ცხოვრებისეული გზა ხანგრძლივია. თუ რამდენადმე აჩქარდებიან და იძულებულნი იქნებიან დაბრუნდნენ უკან, თუ ეს მიზანს არ ააცდენს, მაშინ ეგუებიან. გასაოცრად ჯიუტად და სწრაფად იპყრობენ მაღალ პოზიციებს, ანდა კიდევ რაიმე სიმაღლეებს, ქმნიან მნიშვნელოვან თანამდებობებს მნიშვნელოვანი მდგომარეობებისთვის. დაიკავებენ რა თანამდებობას, მას უჩვეულო მნიშვნელოვნებით “შემოსავენ”, რომელიც ყველაზე დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, ასე რომ, შემდეგ უკვე ყველა ოცდება, თუ როგორ ხერხდებოდა მანამდე ამ თანადებობის გარეშე არსებობა. არავის აძლევენ იმის უფლებას, რომ “ცხენიდან გადმოაგდონ”, საკუთარ მდგომარეობას იცავენ დამაჯერებელი სიტყვებითა და დოკუმენტების დასტით. თუმცა მრავალი მათი ქმედება თავიდან უსარგებლოდ და უაზრობად ჩანს, სწამთ იმის მნიშვნელოვნება, რასაც აკეთებენ და მუდამ სწორ მიზანში არტყამენ, მაგრამ ასევე კარგი მატყუარებიც არიან, რადგანაც შეუძლიათ საკუთარი მიზნების დაფარვა. ცოტას საუბრობენ ამ მიზნებზე, რითაც აოგნებენ თანამშრომლებს, სამაგიეროდ, მოულოდნელად იკავებენ პოზიციებს და კონკურენტებს პირში ჩალა გამოვლებულებს ტოვებენ. შეუძლიათ კონკურენტებს ისე გადაატანინონ ყურადღება სიტყვებზე, რომ, საბოლოოდ, როცა კონკურენტები გამოფხიზლდებიან, გაოცებული სახით იმზირებიან. მდგომარეობის მიღწევისას (რომლისკენაც ასე ისწრაფვოდნენ), შემდეგ ამ მდგომარეობას სიამოვნებით უთმობენ ახალგაზრდებს. შეუძლიათ კარგად შეინახონ თავები. ფლობენ იმაზე მეტ ამტანობას, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
მზე თხის რქაში, ასცენდენტი კირჩხიბში
პიროვნება _ მგრძნობიარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავნება.
ეს ხასიათი გარშემომყოფებს წარმოუდგენს სიმშვიდეს, თვინიერებასა და სიწყნარეს და ადამიანები ვერც კი ეჭვობენ, რა ენერგია დევს მათში. ძალიან პატივმოყვარენი არიან და, თუმცა შეუმჩნევლად იქცევიან, შეუძლიათ მაშინ იმუშაონ და ისწავლონ, როდესაც სხვებს სძინავთ. პარტნიორთან ურთიერთობაში მუდამ იგრძნობა განსაზღვრული დაძაბულობა. პარტნიორი მიიღება სერიოზულად, მაგრამ შესაძლებლობისთანავე ჩრდილში ექცევა, რამეთუ “მარგალიტმა” შეიძლება შური გამოიწვიოს. ხანდახან ავლენენ მგრძნობიარობას, სულიერ აღმქმელობას, ყოველდღიურ ცხოვრებაში მიწიერად სერიოზულები არიან. ამოცანა უნდა შესრულდეს, გამოცდა _ აიტანოს, ამას ითხოვს გონება, ამას ითხოვს მათი ცხოვრებისეული ბირთვი. ქვეცნობიერი კი ითხოვს დასვენებასა და სიხარულს. ეს გაორებულობა ვლინდება გარშემომყოფებთან მიმართებაშიც. იმისთვის, რომ არ გამოვიდნენ საკუთარი როლიდან, ეგუებიან, ერგებიან და მუშაობენ წყნარად, ჩუმჩუმად, ასე რომ, ხშირად ინტრიგანების რეპუტაციას იმსახურებენ. თუმცა–ღა, ასეთები არ არიან, უბრალოდ არ სურთ სხვების შეშინება და დაფრთხობა, სურთ, წყნარად ისწავლონ. ხშირად სისტემატიურად თრგუნავენ საკუთარ ემოციონალურ რეაქციებს, ეს კი მაშინ ხდება, როდესაც საუბარია საქმეზე. მეზობლები მათ ვერ ცნობენ (არ იცნობენ) და თითქმის ქვეცნობიერად ექცევიან უცნაურების როლში. სხვებს საკუთარი საზომით ზომავენ, რომელიც ამ უკანასკნელთ არ ერგებათ. ხდება, რომ შეუმჩნევლად ერევიან ბრბოში, რათა გაიგონ “ჭეშმარიტი აზრი”. ყველა მათგანი ვითარდება და ასევე თანდათანობით იმსახურებს პატივისცემას.
მზე თხის რქაში, ასცენდენტი ლომში
პიროვნება _ დომინირებული, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავნება.
ეს ადამიანები ეყრდნობიან საკუთარ თავებს. მათი არსი _ თავად მისწრაფება, გარშემომყოფებთან მოქცევა, რომლებიც ამ მოთხოვნებს შეესაბამებიან. საკუთარი სერიოზულობით ჭეშმარიტ დიდებულობას ავლენენ. იმ ყოველდღიურობის, ყოფიერების ფილოსოფოსების შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომლის დაუფლებაც მათ სურთ. მათი მისწრაფება იმდენად ბუნებრივად ჩანს, რომ მათ მოშურნეებს მხოლოდ თავდაცვის უფლება–ღა რჩებათ. ბევრს ისინი ძალიან სერიოზულები ეჩვენებათ. ეკონომიურები არიან, თითქმის არასდროს _ მფლანგველები. მოკლედ, დღესასწაული გრძელდება მხოლოდ ერთი დღე, დილით კი მომდევნო სიმაღლეს ათვალიერებენ. შეუძლიათ საკუთარი ძალების გადანაწილება. სწავლობენ ადვილად, მაგრამ თუ მიიღეს დიპლომი, სამსახურზე ზედმეტი ფიქრი, ნერვიულობა და ზრუნვა საჭირო აღარაა. მათ მოსწავლეებს თუ რაიმე ისე არ ეწყობათ, ისინი მათ დაიცავენ, ყველაზე უმაღლეს ინსტანციებშიც კი მივლენ. მუდამ ცდიან საკუთარ თავებს, ამცირებენ გასავლებს და ზოგადად, სიტყვებშიც და მიმიკებშიც ეკონომიურები არიან. გამოდიან სოციალური სამართლიანობისთვის, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით, რათა საკუთარი სამუშაოსთვის სტიმული დატოვონ. იმყოფებიან რეალობის ძალაუფლების ქვეშ. არ მიეცემიან ცისფერ ოცნებებს, არამედ ჯიუტად, დაჟინებით მიიწევენ საკუთარი მიზნისკენ.
მზე თხის რქაში, ასცენდენტი ქალწულში
პიროვნება _ აქტიურ–ქმედითი, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავნება.
ეს ხასიათი ძალიან კარგად უმკლავდება გარშემომყოფებს. ისინი გულმოდგინენი არიან და ასევე შეუძლიათ სხვებთან მოლაპარაკება, შეთანხმება, რომლებსაც, მართალია, ცოტათი ზემოდან უყურებენ, ეს იმიტომ, რომ გულზე ხელი რომ დაიდონ და სიმართლე თქვან, _ შეუძლიათ კი მათ ისე მუშაობა როგორც ამ ხასიათის ადამიანებს? მათი მაგალითი _ ეს მათი ის მიზანია, რომელიც დაისახეს. მახვილი გონება ხელს უწყობს მიზნის მიღწევას. თუ საჭიროა ველის მოხვნა, ამასთანვე საფუძვლიანად, მაგრამ ისე, რომ ველი ველად დარჩეს, _ ეს ამ ადამიანებს შეუძლიათ. ისინი ადვილად დათმობენ იმას, რაც აქვთ; ყველაფერს გამოყენებას უძებნიან. მრავალი მათ იდეალისტებად თვლის, მაგრამ ცდებიან. ეს ადამიანები რეალისტები არიან, მაგრამ იმდენად ცნობიერად იყენებენ და რთავენ რეალობას საკუთარ მიზნებში, რომ ისე ჩანს, თითქოს, მიზანმა ძალიან მაღლა აიწია. ისინი უყურებენ იმას, თუ რას შეიძლება მიაღწიონ სასწაულების გარეშე და ამას თანმიმდევრულად აღწევენ, რაც ბევრს, თავისთავად, სასწაულად ეჩვენებათ. მუშაობენ როგორც პირუტყვები, თუ ამ სამუშაოს აქვს აზრი და მიყავს ზევით. ისინი ყველაფერს და მათ შორის საკუთარ თავებსაც, რაციონალიზებას უკეთებენ. წინდახედულად ხარჯავენ ძალებს, არ დგამენ ზედმეტ ნაბიჯს, არ დგანან იქ, სადაც შეიძლება ჯდომა და არ სხედან იქ, სადაც შეიძლება წოლა. რა თქმა უნდა, მიზნისკენ სვლისას მათი გამოკვეთილი მიზანდასახულობა, ხანდახან ცივ და ეგოისტურ შთაბეჭდილებას ახდენს; მაგრამ თითოეულს შეუძლია მათ შეუერთდეს, თუ შეძლებს ნამდვილი მუდმივობის გამოვლენას. საკუთარი ზრახვების და გეგმების მუდამ ერთგულები არიან, მაგრამ არ ეკიდებიან ფანტომებს, სურთ შეასრულონ შესაძლებელი და ისიც მხოლოდ საკუთარი საჭიროების გამო.
მზე თხის რქაში, ასცენდენტი სასწორში
პიროვნება _ მეგობრული; ცხოვრებისეული ბირთვი _ თავნება.
ეს მრავალმხრივი ხასიათია, რომელსაც აინტერესებს სულიერება, ფლობს მხატვრულობის შტრიხებს და ასეთი სახით ლახავს ყოველდღიურობას. სწრაფვას, მიაღწიოს თავისას, მის ცხოვრებაში დიდი ადგილი აქვს, ამასთანავე თავისებური მომხიბვლელობა მიმზიდველად მოქმედებს. თხის რქებისთვის დამახასიათებელი დიდგულობა და ქედმაღლობა უფრო ნაკლებად დაფარულია, ვიდრე ჩვეულებრივ, სხვა ხასიათებში, ის ანათებს და იწვევს წინააღმდეგობრიობას. ხანდახან საკუთარ თავებს მოდუნების უფლებას აძლევენ და უშვებენ უპატიებელ დაუდევრობას. მათთვის დამახასიათებელია განვითარებაში სირთულეები. სხვებისთვის მიმზიდველნი არიან, მაგრამ ეს უკანასკნელნი მაშინვე ქრებიან, როგორც კი შეიგრძნობენ ამ ხასიათის სერიოზულობას. ისეთი შეხედულება იქმნება, თითქოს ისინი ნაკლებად გულმოდგინენი არიან, ვიდრე ჩანან. ამასთან ერთად, მაღალი მიზნების მიღწევისკენ ისწრაფვიან არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ პარტნიორისთვისაც. მნიშვნელოვანია, რომ მეორე მხარე (ანუ პარტნიორი) ამ ადამიანთან ერთად მუშაობდეს. ისწრაფვიან ხელისუფლებისკენ იმისთვის, რომ არ იყვნენ დამოკიდებულნი, მაგრამ, უმეტესად, ამ ძალაუფლებას არ იყენებენ: მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი სიმაღლის დაუფლება. მარტოობა აქ გადაიქცევა ორისთვის გზად: ვისაც სურს, შეუძლია შეუერთდეს, მაგრამ საზოგადოება ძალიან არ უნდა გაიზარდოს. რეალური იდეები რამდენადმე მხატვრულ შეფერილობას იღებს. არცთუიშვიათად, ხელოვნება აფრთიანებს ყოველდღიურობას. ბედნიერნი არიან, როცა ცხოვრება მათ მეგობრულ მხარეს უჩვენებს. უარს არ ამბობენ ამით სარგებლობაზე, მაგრამ სიამოვნების ღამის შემდეგ სრულიად ფხიზლები დგებიან.
მზე თხის რქაში, ასცენდენტი მორიელში
პიროვნება _ ექსცენტული, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავნება.
ეს ხასიათი გარშემომყოფებს წარმოუდგენს მიუღწეველ პირად პატივმოყვარეობას. ეს დამარწმუნებელი არსება, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთ აზრს ხედავს _ ყოველთვის ყველაზე და ყველაფერზე წინ იყოს, თუნდაც მცირედით. საკუთარი მიზნისკენ ეს ადამიანები ისწრაფვიან სერიოზულად, თამამად და იმდენად ხილულად, რომ სხვები უკვე სტარტისასვე უთმობენ. მოვალეობის გრძნობა თითქმის წმინდაა, თუ მხოლოდ ამის საშუალებას აძლევთ განვითარების დონე, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარყოფილნი ხდებიან და თავადაც ყველაფერს უარყოფენ, რასაც კი უმცირესი კავშირი აქვს მოვალეობასთან და თამამი და გადამწყვეტი გამანადგურებლები, უმძიმეს დასასრულამდე დესტრუქციულები ხდებიან. არ აქვს მნიშვნელობა რა იყო დასაწყისში, ბოლოს მუდამ მიზანია _ დიდი წარმატების ანდა კატასტროფის მაუწყებელი. მათ შეუძლიათ გასასტიკებული თვითკრიტიკა, საკუთარი თავებისთვის მკაცრი სასამართლოს მოწყობა, არავის აძლევენ გასულელების უფლებას. ნაწილობრივ ამაშია მათი ძალაც. ხანდახან ნელა მოქმედებენ და ამის შემდეგ, ასეთივე მისწრაფებით და აჩქარებით წინ იჭრებიან. იციან ბოლოზე (დასასრულზე), მაგრამ დასასრული უნდა იყოს ღირსეული განადგურება, რამეთუ კაპიტულაცია გამორიცხულია. მათი ცხოვრებისეული გამოცდილება პირქუშია და უფრო მეტად პირქუშდება, ნერვები ფოლადს უგავთ. არაა გასაოცარი, რომ ბევრი მეგობარი არ ჰყავთ, მაგრამ ამასაც, როგორც ბედს, ისე იღებენ. არ სცნობენ კომპრომისებს. მათი მომწიფების დრო ხანგრძლივია და, განსაკუთრებით, არ სრულდება.
მზე თხის რქაში, ასცენდენტი მშვილდოსანში
პიროვნება _ მეძღოლი (წინამძღოლი), ცხოვრებისეული ბირთვი _ თავნება.
ეს ხასიათი იდეალურ მიზანს რეალურ შესაძლებლობებთან აკავშირებს. ამ ადამიანებმა იციან, რა შეიძლება გაკეთდეს. ცისკენ მიმართული ყველა მისწრაფების მიუხედავად, მიწას არ სწყდებიან. ისინი _ სიმაღლისკენ, მწვერვალისკენ ხტებიან, მაგრამ ქვემოთ, მიწაზე გაკეთებული დაზღვევის _ გაშლილი ბადის _ გარეშე არ მუშაობენ. მათ არ ხიბლავთ სენსაცია. ასევე, არ აინტერესებთ სწრაფ წარმატებაზე საუბრები. პრაქტიკული კუთხით ისინი მუდამ მზად არიან თანაქმედებისთვის. ბრწყინვალებისადმი უნდოები არიან, მაგრამ ახალი იდეებისთვის _ გახსნილები, რა თქმა უნდა, თუ ამას საჭიროებენ. არ ტოვებენ მათ, ვისაც შეპირდნენ დახმარებას, მაგრამ სხვებისგანაც ასეთივე უპირობო ერთგულებას ითხოვენ. სერიოზულობაზე უარს არ ამბობენ. ეს ის უფროსები არიან, რომლებიც სცდიან ქვემდგომების რეაქციებს, – როცა ეს ქვემდგომები ნასვამები არიან. ისინი თავადაც მონაწილეობენ ამაში (ქეიფში, სმაში), მაგრამ იციან, რამდენის ატანა (დალევა) შეუძლიათ, რამეთუ წინასწარ აქვთ შემოწმებული. სრულიად ვერ იტანენ, როდესაც ვინმე მათ პირად ცხოვრებში იხედება. პირადი ცხოვრება _ ტაბუ დადებულია და უნდა დარჩეს საიდუმლოდ. ძალიან ბევრ ძალასაც არ უთმობენ ავანტიურებს, რადგანაც დარწმუნებულები არიან, რომ ნარჩუნდება მხოლოდ ის, რაშიც ჩადებულია ხანგრძლივი ძალისხმევა. მოკლე დისტანციებზე სირბილს სხვებს უთმობენ.
მზე თხის რქაში, ასცენდენტი თხის რქაში
პიროვნება _ პატივმოყვარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავნება.
ეს ხასიათი მჭიდროდ და დიდი მოთმინებით ერევა გარშემომყოფებში. ეს ადამიანები მიზანდასახულები არიან და იციან პატარა ნაბიჯების ფასი. მოქმედებენ ძუნწად, შეუმჩნევლად, მაგრამ მყარად და პატივმოყვრულად. მათ გვერდზე ისე ჩაუვლიან, თითქმის არ მიაქცევენ ყურადღებას, მაგრამ თუ ერთხელ მაინც დაიჭირეს მათთან საქმე, ვეღარასდროს დაივიწყებენ, აუცილებლად ამახსოვრდებათ. ინარჩუნებენ საჭირო დისტანციას და ვერ იტანენ მისი გადალახვის აუცილებლობას. სურთ იყვნენ დამოუკიდებლები, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ მათ არ სურთ საკუთარი არაფრის დათმობა. ისინი განძეულობის მცველები არიან, დაახლოებით მეფე ლაურინის მსგავსად. ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, გონებაზე ახდენენ აპელირებას იმის გამო, რომ ემოციურად დამოკიდებულნი არ გახდნენ, მაგრამ მუშაობენ ამტანობად და კონცენტრირებულობით. გადაუწყვეტელ გამოცანებს გამოიცნობენ და ხსნიან, მაგრამ თუ ეს ხუმრობა აღმოჩნდება, რისხდებიან. სააღდგომო მარჩიელობას სასაცილოდ თვლიან. ამ დედამიწაზე არის საგნები, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია. ასე რომ, ეს ის ადამიანები არ არიან, რომლებიც სადღესასწაულო საღამოზე საზოგადოების გულად მოიაზრებიან, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს ის პარტნიორები არიან, რომლებზე დაყრდნობაც შეიძლება. მრავალი მათ ცივ პატივმოყვარეებად თვლის, მაგრამ მათ მხოლოდ საფუძვლიანად მუშაობა სურთ. ქარაფშუტობა და თავქარიანობა მათთვის ცნობილია, მაგრამ უარყოფენ. ჩანს, რომ ყველაფერი უკვე გამოსცადეს, მაგრამ ისევ და ისევ აოგნებენ გარშემოყოფებს, მაგალითად, ერთ ღამეში შეუძლიათ ჭაობზე სახლის აშენება. პრესტიჟულობას ასევე უარყოფენ, თუმცა–ღა, აღიარებაც სჭირდებათ და ამაში მათთან საქმის დაჭერა ადვილი არაა, მაგრამ ამას როგორც შექებად, ისე აღიქვამენ!
მზე თხის რქაში, ასცენდნეტი მერწყულში
პიროვნება _ ცვალებადი, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავნება.
ეს ადამიანები საკმაოდ უჩვეულოდ მოქმედებენ იმისთვის, რომ მიაღწიონ საკუთარ მიზნებს. მათი სისტემატიური გზა შეფრთიანებულია ინტუიციით. ისინი ხედავენ სულ ახალ-ახალ ბილიკებს, მაგრამ იშვიათად მიდიან ამ ბილიკებით. საკუთარ თავს შემოწმებისთვის დროს აძლევენ და თუ გზა ნამდვილად შეიძლება შემოკლდეს, მხოლოდ მაშინ მისდევენ მას. ქმედებაში აერთიანებენ ტრადიციებს და ახალ იდეებს. ახალი ექვემდებარება დეტალურ ანალიზს. საკუთარ თავებს აჩქარების უფლებას არ აძლევენ _ შედეგად ბევრ დროს უკეთებენ ეკონომიას. ეს _ ამ ხასიათის საიდუმლოა. გარშემომყოფებს მათი წინსვლის სისტემატიურობის დანახვის უნარი არ აქვთ, რაც მოუწესერიგებლად წინ სვლის შთაბეჭდილებას ქმნის. არ უარყოფენ ახალ იდეებს, მაგრამ ძალიან ნაჩქარევადაც არ იღებენ. სიახლეების ფანატიკოსები მათ მხარდაჭერას ვერ იღებენ, ჭეშმარიტი გამომგონებლები კი, მათი სახით საუკეთესო შემფასებლებს პოულობენ. ამ ადამიანების გარემოცვა მუდმივად იცვლება. ავტომობილის შეძენისას ინტერესდებიან ყველა სიახლით, მაგრამ ყიდულობენ საიმედო და გამოცდილ მოდელს. ბავშვებს მყარ ტრადიციებზე ზრდიან, თუმცა–ღა, ამასთანვე გულწრფელ ინტერესს იჩენენ აღზრდის ახალი მეთოდებისადმი, _შვილიშვილებისთვის გამოადგებათ.
მზე თხის რქაში, ასცენდნეტი თევზებში
პიროვნება _ დაუცველი, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავნება.
ეს ხასიათი ხშირად საკუთარი მიზნისგან გადახრილი ჩანს. მრავალი ცდუნება, რომელიც სიმაღლისკენ მიმავალ გზაზე ხვდებათ, მათთვის საშიშია. ხშირად უნდათ ჯილდოს მიღება და ამ სურვილს გზას უთმობენ. ისინი ფეთქდებიან, როცა სხვები საკმაოდ მკაცრად აღიქვამენ, ანდა თუ მათ მიაგეს უკუგებით (ანუ კბილი კბილის წილ…). მათ ძალას ზედმეტად აფასებენ. შთაბეჭდილებიანები და მგრძნობიარენი არიან, არავის აძლევენ იმის უფლებას, რომ ტყუილ– უბრალოდ ჩააყენენ სამუშაო ბორბალში. ეს ადამიანები მშრომელები არ არიან, მათთან საჭიროა დელიკატური მიდგომა, მაგრამ როცა შეუცვლელები ხდებიან, ცხოვრებაში შეფერილობა, ფერადოვნება შემოაქვთ. აფერადებენ სამუშაო დღეს, მიზნისკენ მიმავალ გზას. ასევე, საკუთარ თავებს თამაშშიც სცდიან, ხშირად გამოსდით ფასეულ ქაღალდებზე სპეკულაციები. მართალია, შეიძლება ამ დროს ყველაფერი დაკარგონ, მაგრამ იმის იმედი აქვთ, რომ ისევ მოიგებენ. მათ მრავალ, დაუსრულებელ ექსპერიმეტს, გარშემომყოფები უკან აბრუნებენ. აცნობიერებენ იმის აუცილებლობას, რომ ცხოვრება _ ეს სამუშაოა და მხოლოდ მაშინ აქვს მას ფასი. დაე, თითოეული აკეთებს იმას, რაც სურს, მაგრამ თავად ეს ძალიანაც არ გამოსდით. საკუთარ თავებს არ ივიწყებენ და აჩქარების უფლებას არ იძლევიან, მაგრამ ძალიან დიდ ხანს ელიან დიდ ბედნიერებას, ვერ იგებენ (აცნობიერებენ), რომ ის, ჩვეულებრივ, პატარა წარმატებებისგან შედგება. ძალიან დიდი სიამოვნებით მიდიან რისკზე, უფრო მეტად, იმედებს ეძლევიან.
სტატიის ავტორი: ნინო