მზე კირჩხიბში, ასცენდენტი ნიშნებში

მზე კირჩხიბში, ასცენდენტი ნიშნებში

სინთეთიკური დახასიათება

მზის მდებარეობა და ამოსვლის წერტილები

წყარო: http://www.aquarun.ru

ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უთითებს თვითშეცნობის სპეციფიკურ განსაკუთრებულობებსა და განუმეორებელ პიროვნულ შტრიხებზე, ქცევის განსაზღვრულ მანერებსა და ადამიანის თვითაღქმელობის უნარზე, უთითებს საკუთარი განვითარებისა და თვითგამოხატვის შინაგანი ძალების და შემოქმედებითი უნარების გამოყენების უპირატეს გზებზე. განსაზღვრავს ინდივიდუალური ნების გამოვლინებას და ახასიათებს “ცნობიერების ღერძს”, რომელიც ვლინდება აქტიურობის სხვადასხვა სფეროებში. ეს ფაქტორი ასევე უთითებს ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში და გამოცდილების გადამუშავების შესაძლებლობაზე, ხარისხობრივ, თვისობრივ განსხვავებაზე, მის რეაქციაზე გარემო წრეზე. ეს ფაქტორი ახდენს იმ შესაძლებლობის სიმბოლიზებას, რომელსაც ადამიანი უყენებს სამყაროს, იმ ქცევებს, რომლისკენაც საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების გამოხატვისასაა მიდრეკილი, იმ გზას, რომლისკენაც ისწრაფვის, რათა განახორციელოს საკუთარი მიზნები და სურვილები.

მზე კირჩხიბში, ასცენდენტი ვერძში

პიროვნება _ შეტევითი (თავდასხმითი), ცხოვრებისეული ბირთვი _ მგრძნობიარე, ჩამწვდომი.

ეს ხასიათი  ორმაგ შთაბეჭდილებას ტოვებს, რამდენადაც ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან ფარულობისკენ, გასაიდუმლოებისკენ. ისინი თავს აჩვენებენ ბობოქრებად, მაგრამ საკუთრივ, ასეთები არ არიან. თუმცა, მათ ბევრი რამის მოძრაობაში მოყვანა სურთ, მაგრამ  ზომიერებას იცავენ. შეცდომაში შეჰყავთ პარტნიორი, ზურგს აქცევენ იმ იდეალურ გეგმებს, რომლებსაც მანამდე პროპაგანდას უწევდნენ. მათ სიახლის სწამთ და იცავენ, მაგრამ როგორც კი შეხედავენ, რომ ახალისთვის საჭიროა ძველის მსხვერპლთშეწირვა, უარს ამბობებ ამაზე. ასე რომ, ხშირად სხვებს მოლოდინს უცრუებენ. მათი თავდაჯერებულობა უდიდესია, მაგრამ მუდმივად ეჭვები ღრნით. შეუძლიათ ერთი ღამის განმავლობაში საკუთარი შეხედულების შეცვლა, შეუძლიათ მეორე დილით დაინახონ ყველაფერი სრულიად განსხვავებულ ფერში, მაგალითად, თუ დაესიზმრებათ ცუდი სიზმარი. ასეთი სახით, ისინი ამუხრუჭებენ საკუთარ მოძრაობას და საპირსპირო შთაბეჭდილებას იქმნიან იმ ადამიანებზე, რომლებზე დაყრდნობაც არ შეიძლება. თუმცა, მთლად ასეც არაა. მხოლოდ ერთია, არაა საჭირო მათი პირველადი აღფრთოვანება საბოლოო აზრად, მათ ნამდვილ შინაგან მიზნად მიიღოთ. უფრო მეტად შთააგონებთ ზოგიერთი სახის ძალაუფლებისმოყვრული ეჭვები. ვარაუდობენ, რომ მათი წინააღმდეგობრიობა სრულიად უღიარებულია. სახლში ანდა უფრო ფართო გარემოცვაში ხშირად ტირანები არიან. მათი ჭირვეულობა საინტერესოა, მაგრამ არა _ დამთრგუნავი. შეუძლიათ რაღაც მყარის შექმნა, რის გამოც, შემდეგ, მზად არიან ბევრი რამ მსხვერპლად შესწირონ.

მზე კირჩხიბში, ასცენდენტი კუროში

პიროვნებასასიამოვნო, ცხოვრებისეული ბირთვი _ მგრძნობიარე, ჩამწვდომი.

ეს ხასიათი გარშემომყოფებთან ურთიერთობაში სასიამოვნოს ცნობიერად ანვითარებს, ეს მისი ცხოვრებისეული დაცვაა. ეს ადამიანები საკუთარ თავებს აცნობენ როგორც თავდაჯერებულებად, მყარებად და საიმედოებად, რათა არ გამოაჩინონ საკუთარი სუსტი წერტილები. მათში მრავალი რამ იხლიჩება. შემოქმედებითად კარგად  მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითარდებიან, თუ თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. მათი განვითარება დროს ითხოვს. თუ დრო აქვთ, მყუდრო ატმოსფეროში მათში ბევრი რამ იბადება. თუ თავს გრძნობენ მოტყუებულად ანდა გაყიდულად, მათში იღვიძებს უნდობლობა, რომელიც შემდეგ რთული გადასალახია. ისწრაფვიან სიფრთხილისა და თავაზიანობისკენ, მაგრამ თუ ვინმე, თუნდაც ხუმრობით, “ჯიბიდან” დასტყუებს წვრილმანსაც კი _ იგი მათთვის უკანასკნელი ადამიანი ხდება. ამ ადამიანებს შეუძლიათ ეს ხმამაღლა არ გამოხატონ, მაგრამ გადამწყვეტ წამს ავლენენ უარყოფით დამოკიდებულებას, თუნდაც ამას ყველაფრის გაცამტვერება მოჰყვეს. მათთან საქმის დაჭერა რთულია, რამდენადაც ვერ იტანენ კრიტიკას – შინაგანი ტრავმირებულობა დიდია. ეს მით უფრო პრობლემად იქცევა მაშინ, როცა გარშემომყოფები ამის შესახებ ვერც კი ეჭვობენ, _ ადამიანები ხუმრობენ, ერთად სვამენ, ერთობიან, მეგობრულად ექცევიან ერთმანეთს, მაგრამ თუ მგრძნობელობითი ბირთვი “კუთხეში” მიმწყვდეული აღმოჩდება, ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. ეს თვისება რთულად საურთიერთობო ადამიანებად აქცევს, განსაკუთრებით – ახალგაზრდობის და ასევე, ხანდაზმულობის ასაკში. შინაგანი შიში აიძულებთ მუდმივად ეძიონ გარეგანი უზრუნველყოფა და, შესაძლებელია, მათში გაიღვიძოს ქრონიკულმა, მწარე გაბოროტებამ, ასე რომ, მათი თანდაყოლილი მომხიბვლელობა უბრალოდ მოჩვენებითი ნიღაბია. ისინი მზად არიან იცხოვრონ ქოხში, ვიდრე მეზობლებთან ერთად ერთ სადარბაზოში.

მზე კირჩხიბში, ასცენდენტი ტყუპებში

პიროვნება _ მრავალმხრივი, ცხოვრებისეული ბირთვი _ მგრძნობიარე, ჩამწვდომი.

ეს ხასიათი ცხოველმყოფელობის მიღმა ფარავს იზოლაციის გრძნობას, რომელიც, დროდადრო, მისთვის დამახასიათებელია. მთლიანად გარეგანი გამოვლინება რამდენადმე ხელოვნურად ჩანს. ხშირად ამ ადამიანებს  გაჩუმება ურჩევნიათ, მაგრამ თავს ვალდებულად გრძნობენ, რომ ისაუბრონ, ამასთანავე, სასაუბრო ენა, მათი წინააღმდეგობრივი ქვეცნობიერის მიერ თავსმოხვეული ცხოველმყოფელობით ვლინდება.

ისინი გრძნობენ, რომ შეუძლებელია გამოთქვან საკუთარი ღრმა აზრები. საზოგადოებაში თავს გძნობენ ცუდად და თავდაუჯერებლად. ისინი თავდაჯერებულები მხოლოდ მაშინ ხდებიან, როცა ვინმეს სჭირდებათ. სიამოვნებით ეხმარებიან სხვებს და ტანჯვაში მყოფისთვის თანაგრძნობის გამომხატველი და მანუგეშებელი სიტყვების პოვნა შეუძლიათ. ბრაზდებინ, როცა ღიად და ხილულად ეწინააღმდეგებიან, მაშინ სარკასტულები ხდებიან. ფლობენ მდიდარ (გადაჭარბებულსაც კი) ფანტაზიას. არ ჰყოფნით მოსვენება, რათა მოახდინონ საკუთარი აზრების რეალიზაცია. მრავალ რამეს მტკივნეულად აღიქვამენ. ისინი რომ ფლობდნენ საჭირო სიწყნარეს, მაშინ შეძლებდნენ არა მხოლოდ კარგად საუბარს, არამედ წერასაც და შეიძენდნენ ლიტერატურის შექმნის უნარსაც. მაგრამ, მეტწილად, გარშემოყოფები იმის შესაძლებლობას არ უტოვებენ, რომ ასეთმა ადამიანებმა საკუთარ თავებს შემოქმედებითი პაუზების ნება მისცენ. ხშირად გრძნობენ, რომ მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. არ შეუძლიათ უარის თქმა, პირობას დებენ ძალიან ბევრ რამეზე და ამ ტვირთის ზიდვის გამო იფიტებიან. საჭიროა საკუთარი თავებისგან იქნენ დაცულნი, რადგანაც ამად ღირან. ამ ადამიანებისთვის საჭიროა წყნარი ადგილის გამოყოფა, რადგანაც საკუთარი მოუსვენრობისგან არიან გადატვირთულები.

მზე კირჩხიბში, ასცენდენტი კირჩხიბში

პიროვნება _ მგრძნობიარე, ცხოვრებისეული ბირთვიმგრძნობიარე, ჩამწვდომი.

ეს ხასიათი, თითქოს-და, ხელის ცეცებით და ფრთხილად მოძრაობს საკუთარ გარემოცვაში, ტოვებს დაურწმუნებლობის, უკიდურეს შემთხვევაში _ სიმორცხვის შთაბეჭდილებას. მაგრამ შინაგანად ძალიან მყარები არიან, თუმცა-ღა, არც ისე თამამები, რომ ეს გამოამჟღავნონ, რამეთუ, მკვეთრად გამოხატული ცხოვრების შიში აქვთ. ეძებენ დაცვას, მაგრამ, ასევე,  სხვებსაც იცავენ. ეს უკანასკნელი კი მათ ძალას ჰმატებს. ისინი საკუთარ უცნაურობებს ქედმაღლობით ფარავენ, რადგანაც ძალიან დაუცველნი არიან. მათი მგრძნობიარობა, შესაძლებელია, სხვების ნერვებზე მოქმედებდეს. ხშირად გამიზნულად იმცირებენ თავებს, რათა ამით სხვები დატანჯონ. სამწუხაროდ, მათ განწყობაზე  ბევრი რამ არის დამოკიდებული. ისინი ყველა მოვლენისთვის გახსნილნი არიან. წინასწარ გრძნობენ საფრთხეს და ემზადებიან ამისთვის. წამსვე იხევენ უკან, ამ დროს კი სხვას “ხსნიან” (საფრთხეს უქმნიან სხვას). ჭადრაკში უპირატესობას ანიჭებენ შავი ფიგურებით თამაშს, რამდენადაც თეთრებს  პირველი სვლა ეკუთვნით. ასევე იქცევიან გარშემომყოფებთან მიმართებაშიც. მხოლოდ ერთ რამეს ვერ იტანენ: როცა მათ თრგუნავენ. ამაზე იმდენად სპონტანურად რეაგირებენ, რომ ვერ დააკავებთ და შეაჩერებთ. იმდენად დაძაბულები არიან, რომ ეს მათ ჯანრთელობაზე აისახება. მათ სჭირდებათ შესვენებები და სიწყნარე. გარშემომყოფებს ბევრ საზრუნავს უჩენენ. მაგრამ გადამწყვეტ წამს ავლენენ მოულოდნელ სიმამაცეს, განსაკუთრებით, თუ საუბარია განვითარებული ტრადიციების დაცვაზე. საკუთარ თავზე პასუხისგებლობას სიამოვნებით იღებენ, მაგრამ მეტწილად გარეგნულზე, ვიდრე შინაგანზე. ეს _ რაიმე საზოგადოების ბრწყინვალე ხაზინადრები არიან. სახლში თავს უსაფრთხოდ და ყველაზე უკეთ გრძნობენ.

მზე კირჩხიბში, ასცენდენტი ლომში

პიროვნება _ დომინანტური, ცხოვრებისეული ბირთვიმგრძნობიარე, ჩამწვდომი.

ეს ხასიათი შინაგან მგრძნობიარობას და წყენიაობას გარეგნულად თავდაჯერებული ქცევებით ფარავს, რომელიც ყოველთვის, რამდენადმე ხელოვნურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ადამიანებს სურთ, რომ რაღაცას წარმოადგენდნენ, მაგრამ არასდროს იციან, გამოუვათ კი ეს. საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, მაგრამ არ ტოვებს საკუთარი თავისთვის არასაკმარისი უსაფრთხოების შექმნის შეგრძნება, ისინი, თითქოს-და, სრულიად გახსნილები არიან, მოსწონთ როცა ასეთებად ჩანან, მაგრამ არსით ამის ეშინიათ. ცოტა თუ უშვებს ამდენ “ფროიდისეულ შეცდომებს”, რამდენსაც ეს ადამიანები, თუმცა, მოკლედ უნდა ითქვას, რომ ეს სულაც არ ადასტურებს სულიერ დაავადებებს. ისინი ფლობენ არაჩვეულებრივ მახსოვრობას და საჭირო წუთს შეუძლიათ მისი გამოყენება _ ცხოვრებისეულ ბრძოლაში არანაკლები მნიშვნელობის იარაღია. ეს მახსოვრობა ამარცხებს ყველასა და ყველაფერს, რამეთუ იგი ორიენტირებას აკეთებს არა დროსა და თარიღებზე, არამედ იმ ცალკეულ სიტყვებზე და ჟესტებზე, რომელიც სიტუაციისთვის ანდა ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. ამას ეფუძნება გამოცდილება, რომელიც, უფრო მეტად, ცხოვრების მეორე ნახევარზე ახდენს დადებით გავლენას. ისინი საკუთარ გამოცდილებაზე არამარტო სწავლობენ, არამედ იყენებენ მას, უშვებენ ბრუნვაში და ავრცელებენ. ეს, ბუნებრივად, მათი კაპიტალია. თუ ჭირვეულობა სადავეებს იღებს ადამიანზე, მაშინ საზოგადოებაში მისი მოქცევა მიუღებელია, უზრდელურიც კი. მათ შეუძლიათ უყვირონ ოფიციანტს, იმ ეჭვით, რომ ღირსება შეულახეს. მაგრამ წამსვე იხდიან ბოდიშს, ამით გარშემომყოფებს აჩვენებენ უიშვიათეს გულისხმიერებას.

მზე კირჩხიბში, ასცენდენტი ქალწულში

პიროვნება _ აქტიურ-ქმედითი, ცხოვრებისეული ბირთვი _ მგრძნობიარე-გამგები.

ეს ხასიათი ისწრაფვის იმისკენ, რომ საკუთარ ცხოვრებას, შესაძლებლობის ფარგლებში, გონივრულად გაუწიოს ორგანიზება, ყველა ემოციონალური მხარე ითრგუნება (თუნდაც სხვების თანდასწრებით მაინც), რაც ხშირად სიყალბის შთაბეჭდილებას ტოვებს. შინაგანი მოძრაობა გამოხატვას ვერ პოულობს, შესაძლებელია _ მხოლოდ წვრილმანებში, რომელიც უმნიშვნელოდ ჩანს. როცა საკუთარ, შინაგან უცნაურობებს ავლენენ, _ გარშემოყოფები იზაფრებიან. მაგრამ ამ ადამიანებს საკუთარი თავი ხელში სწრაფად აჰყავთ; ამავე დროს, ისინი სხვებთან მიმართებაში ბრწყინვალე ალღოს ფლობენ, ხშირად წინასწარ გამოიცნობენ მათ პასუხებს, რასაც, ხშირად, ადამიანები გაოგნებამდე მიჰყავთ. სამუშაო ყოველთვის კეთილსინდისიერად სრულდება, მხოლოდ ერთია, იგრძნობა, რომ ეს ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ან უშუალოდ სახლში მუშაობას, ანდა საკუთარ სამუშაო ადგილს სხვებისგან მოშორებით იწყობენ, რათა მათზე თვალყურის დევნება ვერავინ შეძლოს. ისინი თავისებურები არიან ცხოვრებისეულ რიტმებთან და რეაქციებთან მიმართებაში და ამას შეუძლია გარშემომყოფებს ხელი შეუშალოთ. სიამოვნებით მოგზაურობენ, მაგრამ ძალიან შორს არ მიდიან, და ასევე, დიდი სიამოვნებით ბრუნდებიან სახლში. ცნობისმოყვარენი არიან და ფლობენ გასაოცარ კვლევა-ძიების ნიჭს, ასე ვთქვათ, შეუდარებელი ალღოს წყალობით: ისინი გრძნობენ, სად შეიძლება იყოს მამხილებელი დოკუმენტები, ფლობენ დეტალების იმდენად კარგ მახსოვრობას, რომ მახსოვრობით ბევრი რამისთვის თვალის მიდევნება შეუძლიათ. უცნობი ქალაქების გეგმის დათვალიერება მათთვის _ სიამოვნებაა, და ისინი თითქმის ფოტოგრაფიული სიზუსტით იმახსოვრებენ. თავს საკუთარ ნაჭუჭში გრძნობენ, თუ დროდადრო მაინც შეუძლიათ საკუთარი განწყობის შესაბამისად ცხოვრება.

მზე კირჩხიბში, ასცენდენტი სასწორში

პიროვნება _ მეგობრული, ცხოვრებისეული ბირთვი _ მგრძნობიარე, ჩამწვდომი.

ეს ხასიათი ფლობს მნიშვნელოვან შემოქედებით ტემპერამენტსა და შემოქედებით ნიჭს, რომელიც შიგნიდან მომდინარეობს და გაფორმებას შემდეგ იღებს. აქ დიდ როლს თამაშობს მემკვიდრეობითი თვისებები და ფუნდამენტური ემოციონალური აღმქმელობა. ეს ადამიანები ქმნიან თითქმის უწყვეტად, ხშირად იმყოფებიან მეხისებურ მდგომარეობაში; შეიძლება დავინახოთ, რა იზრდება მათში. ასე რომ, ისინი შინაგანად მუდმივად დაკავებულნი არიან (თუმცა-ღა, არა საკუთარი თავით), მაგრამ, ვაი უბედურება, თუ რეალობა ამ დროს მათ შეაშინებს! საკუთარ თავს მაშინ ვეღარ ფლობენ და მათი ჭირვეულობა იწვევს გარშემომყოფების სიძულვილს; მაგრამ ისინი ხომ მთელ დროს “სამშობიარო ტკივილებში” ატარებენ! აქ იბადება ახალი ფორმები, ისინი არიან ახალ-ახალ როლში, ცხოვრება, როგორც ნიღბების თამაშში, ისე პოულობს საკუთარ დასრულებულ სახეს. ამ ხასიათს უყვარს სილამაზე, სიყვარული, რამდენადაც იცის სიძულვილის ჭაობის შესახებ. საზოგადოების წინაშე ყოველთვის მოწესრიგებულად წარსდგებიან, უვლიან საკუთარ თავს, მხოლოდ ერთია, შეიგრძნობენ რა რომელიმე სუნამოს სუნს, დამარცხებულად აღიარებენ თავებს. თუ განვითარების დონე არასაკმარისად მაღალია, მაშინ არშემდგარი მხატვრული კარიერა არამარტო ამოცანად ეჩვენება, არამედ შეპყრობილ მისწრაფებადაც კი. საერთოდ, მისწრაფება მკვეთრად გამოხატული აქვთ, ისინი მუდმივად _ კიდევ სადღაც ისწრაფვიან, _ აქ იმდენად ადგილი არ მოიაზრება, რამდენადაც მდგომაროება. ამასთან ერთად, სახლი რჩება თავშესაფრად, მუდამ სადღესასწაულოდ მორთულია და სტუმრების მოლოდინშია. სტუმრებს სიამოვნებით იღებენ და მათ სახლში სტუმარს შეუძლია ბევრი რამ, თავად მასპინძლის ჩათვლით, ისურვოს.

მზე კირჩხიბში, ასცენდენტი მორიელში

პიროვნება _ ექსცენტრიკული, ცხოვრებისეული ბირთვი _ მგრძნობიარე-ჩამწვდომი.

ეს შეიძლება იყოს შემოქმედებითად დაჯილდოებული ხასიათი. და ის, რაც იბადება, გახსნილი გულით ენდობა სამყაროს. ამ ადამიანებს სურთ დაბადონ მოძრაობა და შეაკრთონ მასები – და ამის  ძალა შესწევთ. ფლობენ არაჩვეულებრივ ფანტაზიას, შეუძლიათ მუდამ შესთავაზონ რაიმე ახალი. მათ გარესამყარო ამოუწურავი ეჩვენებათ. ყველაფერს, რასაც აკეთებენ, აქვს მოქცევისა და მიქცევის რიტმი. მოქცევა გადაიქცევა ბობოქარ ჭავლად. მიქცევა კი აღწევს ისეთ ძალას, რომ შესაძლებელია იფიქროთ, მეტი უარესი აღარაფერი მოხდება. თუ საქმე მიდის თვითდამკვიდრებაზე, ისინი ბრძოლაში ერთვებიან. საკუთარ, საკმაოდ ინდივიდუალურ არსს იცავენ ნებისმიერი დარტყმისგან. ამისთვის შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი საშუალებებით, რომლებიც სხვებმა ჩათვალეს ემოციონალურ და შეუბრალებელ გადაჭარბებად. მაგრამ თუ მათ არსებობას ემუქრება საშიშროება, მათთვის მნიშვნელოვანი არაა სხვების აზრი. ბრძოლის შემდეგ იშუშებენ იარებს, ისინი საკუთარ თავს მომხდარზე ანგარიშს აბარებენ. ფლობენ იშვიათი მიზიდულობის გავლენას. შესაძლებელია, რომ ეს დაფუძნებული იყოს ეროტიკაზე, რაც მათი არსებობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აქ ისინი ირჩევენ იმ გზებს, რომელიც შოკს ჰგვრის კეთილსინდისიერ და წესიერ მოქალაქეებს. მათთვის ცნობილია ცხოველური აღვირახსნილობის საშიშროება, მაგრამ ეს მათი შეჩერების მიზეზი არაა, ისინი შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ იმისთვის, რომ  ყველაფერი ამოხაპონ. ასე იძენენ იმ გამოცდილებას, რომელიც სხვებისთვის მიუწვდომელია და, რომელიც მათ შემოქმედებით ძალას აღვიძებს.

მზე კირჩხიბში, ასცენდენტი მშვილდოსანში

პიროვნება _ მეძღოლი (წინამძღოლი), ცხოვრებისეული ბირთვი _ მგრძნობიარე-ჩამწვდომი.

ეს ხასიათი ფლობს მნიშვნელოვან შემოქმედებით ძალას. ამ ადამიანების ნაწარმოებები გონივრული და გააზრებულია, ხოლო მრავალ მათგანს ძალიან ღრმა ფესვები აქვს. ისინი სიყვარულით აყალიბებენ იმას, რაც საიმედო და გამოცდილია; და მათთვის ნამდვილი პროგრესი ამაშია. ტრადიციებს ჭეშმარიტ განვითარებას აძლევენ. ხშირად, ახალგაზრდობაში  თავისებურ სიბრძნეს ასხივებენ. მუდმივად ისწრაფვიან სამომავლო მოძრაობისკენ, მაგრამ მათი მოძრაობის რადიუსი მონიშნულია ისეთი სახით, რომ საწყისი პუნქტი მხედველობიდან არ იკარგება. ისინი სულიერად ორინტირებულნი  და ამ სფეროში  მნიშვნელოვანი დახმარების შესათავაზებლად მზად არიან. სამომავლოდ ფსიქოლოგოები, ამ საქმიანობას ისე იღებენ, როგორც  ადამიანების ცხოვრებაში დახმარების საშუალებას – და არამხოლოდ როგორც სპეციალობას. სახლი და ბავშვები მათთვის ნამდვილი ფასეულობაა. ბავშვებისთვის ქმნიან შეუბოჭავ ატმოსფეროს. ავრცელებენ სიწყნარეს, -  თუ მხოლოდ ვინმეს სიჯიუტე, მეწვრილმანეობა ანდა გადაჭარბებული ინფანტილიზმი არ გააღიზიანებთ. აფართოებენ ურთიერთკავშირებს. მათ მიერ ხელოვნების ნაწარმოებები ფასდება უკვდავების, ხანგრძლივობის წერტილიდან. ისინი თაობის აზრების გამომხატველები არიან. პროფესიასთან მიმართებაში მრავალი შესაძლებლობა აქვთ. მოუსყიდავები არიან. თუ რაიმე არ აწყობთ, ეს უცბად ეტყობათ. შეუძლიათ ნებისმიერი გააშიშვლონ და თავდაჯერებულობა შეურყიონ, მაგრამ ამის გამო, შემდეგ მკაცრად ნანობენ.

მზე კირჩხიბში, ასცენდენტი თხის რქაში

პიროვნება _ პატივმოყვრული, ცხოვრებისეული ბირთვი _ მგრძნობიარე-ჩამწვდომი.

ეს ხასიათი საკუთარ ბედს რთულად უძლებს, მაგრამ თუ ბოლომდე გაუძლებს, ეს – ამად ღირს. ეს მუდმივი ემოციონალური დაძაბულობა და უმძიმესი გამოცდაა სიმყარეზე. ეს ადამიანები წინ მიიწევენ კუს ნაბიჯებით, მაგრამ მათი ნაბიჯები ქვიშაში, შეიძლება ქვებზეც კი, იმდენად ღრმაა, როგორც არცერთი სხვა. ისინი ძლიერ არიან მიჯაჭვულნი წარსულზე (თუ ეს წარსული იყო საიმედო და გამოცდილი). პროგრესი იმდენად აქვთ გამჯდარი, რომ მრავალ რეფორმატორს არც კი დასიზმრებია. მოგონებები ძალიან ცოცხალია, მათი ყველა საფუძველი _ გუშინდელშია. ზრუნავენ ისტორიაზე, უყვართ არქიტექტურული ძეგლები, სურთ ძველ სახლებში ცხოვრება, _ რა თქმა უნდა, თუ თანამედროვედ მოაწყობდნენ. მუშაობენ ღამით, როცა სხვები ისვენებენ, ღამის ცა შემოქმედებითად შთააგონებთ, გრძნობენ უსასრულო კოსმოსს, საკუთარი მიწის, მიწიერი ცხოვრების ტვირთს. მათ პარტნიორს ადვილი ცხოვრება არ ელის, თუმცა-ღა, ამ ადამიანებს  სხვების ჩაწვდომა შეუძლიათ, მაგრამ მუდმივად ცდიან მის არსს. მუდმივად იმზირებიან უნდოდ და მელანქოლიურად, რაც მრავალს აფრთხობს. თავს ქარაფშუტულად მოქცევის უფლებას იშვიათად აძლევენ, მაგრამ თუ ასე მოიქცნენ, შემდეგ დიდი ხნის მანძილზე ნანობენ და იტანჯავენ თავებს. შესაძლებელია, მათი ძლიერი კონსერვატიზმი მუდმივი კამათების გამომწვევი გახდეს. მათზე ბატონობს მათივე არსისთვის დამახასიათებელი ემოციონალური ცვალებადობა. მხოლოდ მარტოობაში, ჩამოშვებულ ორმაგ ფარდებში, საკუთარ თავს  ტირილის, ანდა ერთი ყლუპით მეტი ალკოჰოლის დალევის  უფლებას აძლევენ, – სხვების თანდასწრებით ამას არასდროს გააკეთებენ.

მზე კირჩხიბში, ასცენდენტი მერწყულში

პიროვნებაცვალებადი, ცხოვრებისეული ბირთვი _ მგრძნობიარე-ჩამწვდომი.

ეს ხასიათი გარშემომყოფებს თავს ცვალებადად, ჭირვეულად და მოულოდნელობით სავსედ აჩვენებს. სინამდვილეში კი, ეს ადამიანები მხოლოდ ძალიან ბევრ შთაბეჭდილებას იღებენ, რომელიც მათზე ნიაღვარივით იღვრება. ისინი გრძნობენ როცა რაღაც უახლოვდებათ, ფლობენ კარგ ალღოს საგნებზე და სურთ ამაზე ორიენტირება. ხშირად საკუთარ დროზე (აწმყოზე) ერთი ნახტომით წინ აღმოჩდებიან და ამის გამო უწევთ დაცინვების ატანა. როცა კი განადგურების თაობაზე წინათგრძნობა ეუფლებათ, ისინი დავიწყებულნი არიან, ანუ _ ისევ რამდენადმე წინ არიან. ეს მუდმივი “მომავალში ყოფნაა” და, ამასთან ერთად, რამდენადმე გარიყული მდგომარეობაცაა, ისინი სხვებს წინააღმდეგობრივ და უცხო ტომის ადამიანებად ეჩვენებათ. ასევე, ისინი მოქმედებენ ფარულად, იდუმალად, მათთან ძალიან ახლოს ვერ მიხვალთ. არ სურთ არაფრის გახსნა და რამდენადმე ჩაკეტილებად ჩანან. მხოლოდ ერთია, ადამიანებს მოულოდნელად აოგნებენ ანალიზით ანდა ურთიერთკავშირის ცოდნით. ფლობენ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ აზროვნებას. მათი წვდომის ნიჭი იმდენად დიდია, რომ ხშირად წინასწარ იციან, რას უპასუხებენ სხვები და არ აძლევენ ამის თქმის საშულებას. საკმარისია სხვამ დაიწყოს რაიმე ფრაზა, ისინი იმ წამსვე ამთავრებენ მას. ამას დისკუსიებში გართულებები მოაქვს. მოსმენა ბეზრდებათ, ყურადღება ეფანტებათ და ისმენენ მხოლოდ ნახევარს, თუმცა-ღა, ინტუიციურად ყოველთვის პოულობენ კავშირს. ძალიან ემოციურები არიან, სხვებს უჭირთ მათი გაგება და ეს ორმაგ შთაბეჭდილებას ახდენს. მხოლოდ ერთია, აუცილებლობის შემთხვევაში გარშემომყოფები მიმართავენ მათ ემოციონალურ ინტუიციას.

მზე კირჩხიბში, ასცენდნეტი თევზებში

პიროვნება _ დაუცველი, ცხოვრებისეული ბირთვის _ მგრძნობიარე-ჩამწვდომი.

ეს ხასიათი  ინსტიქტებით ქმნის. ამ ადამიანებმა იციან საფუძველი, მაგრამ მასზე საუბარი არ შეუძლიათ. ისინი ფლობენ უდიდეს წინააღმდეგობრივ ფანტაზიას. მათ ესიზმრებათ კოშმარები, – თუ ახლოვდება უბედურება,  და კარგი სიზმრები, – როცა ცხოვრება კარგად მიედინება. ფლობენ ოკულტური ცოდნის სიღრმეების წვდომის ნიჭს. შეუძლიათ კარტზე მარჩიელობა, მრავალი სარგებლობს მათი კეთილი რჩევით. გარშემომყოფები კარგად რეაგირებენ მათზე. ეს ბრწყინვალე მდებარეობაა პოლიტიკოსებისთვის. ისინი ენდობიან გონებას, ახალ მსჯელობებს,  ახალ კვლევებს, მაგრამ უპირატესობას მაინც  ტრადიციებზე დაყრდნობას ანიჭებენ. მთელი გრძნობითი ცხოვრება ჩასახვაზეა მიმართული. ისინი რბილები, ერთგულები, ალერსიანები და მიჯაჭვულები არიან, არ შეუძლიათ ძალადობა, უფლებას აძლევენ რომ დევნონ, კარგად იციან, რომ სადღაც მათი მგრნობიარობისთვისაცაა კუნძული. მგრძნობიარენი და ტრავმირებულები _ არ არიან განკუთვნილნი უხეში ყოველდღიურობისთვის. მათი მოთმინება დიდია, ბრწყინვალედ გრძნობენ უდიდესი ნაკადების იმ მდინარებას, რომელიც საზოგადოებას წინ, პროგრესისკენ ამოძრავებს. მათი ძალა _ მოძრავ პასიურობაშია. მათი პასიურობა _ მხნეობაში და მორგებულობაშია (შემგუებლობაშია). როცა მათ ეძახიან _ ისინი უკვე იქ არიან.

 სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top