მზე კუროში

მზე კუროში

21 აპრილი – 20 მაისი

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ კურო ხართ – ნიშნავს, რომ “მზე კუროში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია კუროების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მზე კუროს ნიშანში შედის 21 აპრილს (ზოგჯერ 20 აპრილს) და ამ ნიშანში 20 მაისამდე იმყოფება. კუროს საწყისის ძირითადი ჩამომყალიბებელი _ მიწის სტიქიის ტიპიური გამოვლინებაა. ეს ქალური, “ინი”-სეული ნიშანია, პლანეტა ვენერას ვიბრაციის გამოვლინების ნიშანია. ვენერიანელები მრავალ რამეში  _ კუროები არიან და როცა ადამიანს აქვს ვენერაზე ინფორმაცია, თავისუფლად შეუძლია წარმოიდგინოს კურო (როგორც ტიპაჟი). კურო გამოისახება შესაბამისი ცხოველის სახით _ მიწაზე მყარად მდგომი ხარი. ეს არის ხარი, რომელიც, თითქოს-და მიწიდან ამოდის და, რომელსაც მასთან (მიწასთან) უშუალო კავშირი აქვს. მიწა კუროს ძალას  აძლევს _ ერთის მხრივ, შესაძლებლობას ფეხვეშ სიმყარე იგრძნოს, ხოლო მეორე მხრივ _ თითქოს, მიწა  იზიდავს კუროს, მისგან მოწყვეტის საშუალებას არ აძლევს. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ კუროს ნიშნის ქვეშ, ხშირად არიან: ბრწყინვალე ეკონომისტები, დამგეგმავები, მეურნეები, ვაჭრობის მუშაკები. მათ შორის, მსოფლიო სტატისტიკით, უფრო მეტი მინისტრია სოფლის მეურნეობის განხრით, ძალიან მრავალი მსხვილი ბანკირი, ფინანსისტი და პოლიტიკოსიც კია. ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ ყველა საქმეში ჯანსაღი აზრით ხელმძღვანელობენ, ეს _ ძალიან მიწიერი, პრაქტიკული, ხანდახან, პრაგმატული ადამიანები არიან.

თუ ვისაუბრებთ კუროს უარყოფით თვისებებზე, რომელსაც მას მიწა აძლევს, ეს უპირველესად არის: კონსერვატიზმი, სტაბილურობისკენ სწრაფვა. მაგრამ, მეორე მხრივ, კონსერვატიზმი აუცილებელი და სასარგებლოა ნებისმიერ სერიოზულ საქმეში. ამიტომაც, თუ კურო საკუთარ სურვილებში ავლენს ზუსტადაც ჯანსაღ კონსერვატიზმს, მაშინ ბრწყინვალედ აისახება ეს იმ საქმეზეც, რომლითაც დაკავებულია. ეს კონსერვატიზმი ეხმარება, რომ საკუთარი თავი გამოავლინოს იურისტის რანგშიც. უკვე დამყარებული წესრიგის შენარჩუნებისკენ სწრაფვა, ეხმარება დიდ წარმატებებს მიაღწიოს როგორც სოციუმში, ასევე ყველა იმ სფეროში, რომელშიც  დაკავებულია. აუცილებელია ხაზი გაესვას ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს: კუროები ეფექტურად მოქმედებენ მაშინ, როცა ფეხქვეშ მყარ ნიადაგს გრძნობენ, ანუ როცა აქვთ ზუსტად გამოკვეთილი ცხოვრებისეული პლატფორმა ნებისმიერი სახით (მყარი ოჯახი, საფუძვლიანი მდგომარეობა საზოგადოებაში, დიდი მატერიალური მარაგი, მემკვიდრეობა; ასევე, ინტელექტუალური ანდა ენერგეტიკული სახის მარაგი).

კუროები მუდმივად აგროვებენ იმისთვის, რომ ნორმალური ფუნქციონირება შეძლონ. მათ ცხოვრებაში ეს აუცილებელი პირობაა. თავისთავად, დაგროვება კუროების _ არც ცუდი და არც  კარგი თვისება არ არის, არამედ _ ბუნებრივი თვისებაა. შეფასება – “კარგი” ანდა “ცუდი” – ჩდება, როცა იწყება ანალიზი, თუ როგორ გამოიყენებს კურო ამ დაგროვილ მარაგს. თუ ის დანაგროვებს გამოიყენებს საქმის სასიკეთოდ, იმ საქმისთვის, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების ევოლუციასთან, დიდი ჯგუფების ანდა მთლიანად კაცობრიობის სასარგებლოდ _ ეს კარგია. თუ კურო გახდება წამგლეჯი, ამაზე უარესი უკვე აღარაფერია. პატარა ბავშვი-კურო მუდამ რაიმეს დააგროვებს (ან ხურდას, ან წიგნებს, ან მარკებს). მშობლები ვალდებულნი არიან ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინონ ბავშვის მიდრეკილების  მიმართ, რათა შემდგომ ეს არ გადაიზარდოს ისეთ თვისებაში, რომელიც ადამიანის არსს დააზიანებს (მომხვეჭელობა, სიძუნწე, სიხარბე).

ხანდახან, მუდმივი მოთხოვნილება _ ჰქონდეს მყარი საფუძველი და რაიმე სახის სტიმული _ სასაცილო ხდება, მაშინ კურო ვეღარ შეძლებს ცხოვრებაში იხელმძღვანელოს აბსტრაქტული, ფილოსოფიური გაგებებით და აუცილებლად დასჭირდება ამოცანის ზუსტი და ნათელი ჩამოყალიბება. თუმცა, კუროები ძალიან დიდი შრომის ფასად სწავლობენ (უჭირთ სწავლა), დიდი სირთულით იძენენ ცოდნას, სამაგიეროდ, თუ ინფორმაცია “თავში შევიდა”, მაშინ იქიდან ვეღარაფერი “წაშლის”. მათთვის მნიშვნელოვანია – საქმიანობაშიც და სწავლაშიც – მატერიალური სტიმულებიც. მაგალითად, ცნობილი შემთხვევაა, როცა ადამიანი-კურო ძალიან ცუდად სწავლობდა სკოლაში, შემდეგ ჩააბარა ტექნიკუმში და სწავლობდა ცუდად იმ დღემდე, სანამ არ მიიღო პირველი სტიპენდია და აი, ამ მომენტიდან გახდა წარმატებული სტუდენტი. იყო პერიოდი, როცა ვერ მოასწრო გამოცდისთვის მომზადება, მიღებული შედეგების მიხედვით სტიპენდია ჩამოართვეს. როგორც კი საქმე გამოსწორდა და მშობლებისგან დიდი თანხა მიიღო, ისევ  წარმატებული სტუდენტი გახდა.

დამგროვებლობა _ არაა ცუდი თვისება, თუ ის მიმართულია საჭირო მიმართულებით. გაიხსენეთ ლენინი _ ის  მზით კურო იყო. მან მთელი საკუთარი ცხოვრების მანძილზე შეძლო უდიდესი რაოდენობის ონფორმაციის დაგროვება, ამ სახით, მასში გამოვლინდა კუროს მაღალი თვისება _ მიწის, სიმყარის, ინფორმაციის დაგროვების სახით. კუროები ძალიან მომთმენები არიან, მათ შეუძლიათ ხანგრძლივ დროში საკუთარი მიზნის მიღწევა, ის სწყდება ადგილს და, სანამ არ შეასრულებს საკუთარ პროგრამას, ისე მიექანება, რომ ვეღარაფერი აჩერებს.  ბრწყინვალე თვისებაა _ დაჟინებლობა, ყველაფრის მიუხედავად -  რაც არ უნდა იყოს – საკუთარის მიზნის მიღწევის უნარი, მითუმეტეს, როცა ეს დაკავშირებულია იმ კონსტრუქციულ საქმეებთან, რომელსაც ადამიანებისთვის სიკეთე მოაქვთ. ზუსტად ამაზე არიან განწყობილნი მაღალი დონის კუროები. ჩვეულებრივ, ყველა კუროსთვის,  მიზნის მიღწევისას, დამახასიათებელია შრომისმოყვარეობა, უდრეკობა, დაჟინებულობა, შეუპოვრობა. კუროებისთვის ასევე დამახასიათებელია შემოქმედებითი ნაყოფიერება. შედარებით კაშკაშა მაგალითებია _ კარლ მარქსი, ო. ბალზაკი.

კუროს უჩვეულო თვისებად შეიძლება ჩაითვალოს მისი ამაღლებული მგრძნობიარობა. საკუთარ მაღალ გამოვლინებებში, საკუთარ მგრძნობიარობაში ის მედიუმობამდეც კი დადის, როცა გარესამყაროს ობიექტებს აღიქვამს როგორც მედიუმი ასტრალურ დონეზე. კუროებს შორის გვხდებიან წინასწარმეტყველები, მედიუმები, მკურნალები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ თავში ბუნების ენერგეტიკის აკუმლირება. თუ ვისაუბრებთ დაბალი გამოვლინების კუროზე, მაშინ ეს არის მომხვეჭი, ხარბი ადამიანი, რომელსაც შარშანდელ თოვლსაც კი ვერ სთხოვ. ამ კუროს განეკუთვნება პლუშკინი, რომელიც დაგროვების გამო აგროვებდა, ჰქონდა ძალიან ბევრი რაოდენობის ყულაბა. ქვეყნებს, რეგიონებს შორის, რომლებიც კუროს ნიშნის ქვეშ იმყოფებიან, აღინიშნება უკრაინა. იგი ზუსტად კუროების ქვეყანაა _ მყარი, საფუძვლიანი, ლამაზად ცხოვრების მოყვარული, გემრიელად ჭამის ქვეყანაა. მოსკოვი ასევე იმყოფება კუროს ნიშნის ქვეშ და ყველა იქ მცხოვრები, რაღაც დოზით, ავლენს თავს როგორც კურო: ისინი დიდი ხნით ითმენენ, მაგრამ როდესმე აუცილებლად აფეთქდებიან. ასევე კუროს ნიშნის ქვეშ იმყოფება _ შვეიცარია, წყნარი, ნეიტრალური, უდიდესი რაოდენობის ბანკების მქონე ქვეყანა.

კუროს გავლენა აისახება ადამიანის სხეულზე: კურო-კაცები, როგორც წესი, მსხვილები, საფუძვლიანი ტიპაჟები, ავტორიტეტის შთამაგონებლები არიან; და კურო-ქალები _ ყველაზე ლამაზი ტიპები: დიდი, ულამაზესი თვალებით, ცოტათი “ფეხისამთრევი”, ნელი მანერებით, არაჩვეულებრივი, ზევით აპრეხილი წამწამებით, აპრეხილი ცხვირით, ლოყებზე ულამაზესი პატარა ორმოებით.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მმართველი ვენერა.

მიზანმიმართული კურო.

ადამიანი კურო

კუროს ძლიერი გავლენის მქონე ადამიანის ძირითად თვისებას წარმოადგენს ფორმების, როგორც ასეთის, ინტიმურ-უშუალო შეგრძნება, მის დეტალებზე ყოველგვარი, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის გარეშე, – როგორც ეს ქალწულის მიერ ხდება ზონის გაფორმების შემთხვევაში. თუ კურო მოკალათდება მოსახერხებელ სავარძელში, ის იქ იმდენად კარგად იგრძნობს თავს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ თავადაც (და გარშემოყოფებიც) წყვეტს იმის აღქმას, სად მთავდება “კურო” და სად იწყება უშუალოდ ავეჯის საგანი (ანუ სავარძელი). კომფორტის შეგრძნება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, სამაგიეროდ ეს მდგომარეობა გასაოცრად ძლიერ ვრცელდება გარშემოც (როგორც სულიერზე, ასევე უსულოზე). სხვა მნიშვნელოვან თვისებად ითვლება კუროს ფუნდამენტურობა (შემოქმედების ზონა!), ესაა ფორმა, რომელიც იმწამიერად შეიგრძნო და ამ შეგრძნების დაკარგვისკენ მიდრეკილი არაა.ახალ პირობებში,  ფორმაზე მიჯაჭვულობა, კუროს ძალიან დაუცველსა და თავდაუჯერებელს ხდის, ანუ როცა წარმოიშობა მისთვის უჩვეულო (ახალი) ფორმები, რომელთანაც უნდა მოახდინოს გაიგივება; ეს პრობლემა განსაკუთრებით ძლიერ დგას “დაზიანებული” კუროსთვის, რომელიც მისთვის შესაფერისი ფორმების მხრივ, ძალიან გამომგონებელია. ახალი ფორმების დანახვისას კურო იწყებს მორცხვად და მოუხერხებლად ამ ფორმის ახლოს მოწყობას, ამ დროს ასხივებს იმ ძლიერ ხიბლს, რომელიც დამახასიათებელია მიწის სტიქიისთვის (და ემსგავსება იმ ლეკვს, რომელიც ეწებება დედის ძუძუს). თუ ეს არ გამოსდის, თავს უკიდურესად უბედურად გრძნობს და გარშემომყოფები ვერ იტანენ რა მის ასეთ უბედურ მდგომარეობას, თავადაც მოუსვენრად გრძნობენ თავს, იწყებენ გამოსავლის ძიებას, რათა მას არსებობა რაიმეთი შეუმსუბუქონ. კურო მთელი თავისი არსით თავისკენ იზიდავს სხვადასხვა სახის ფორმებს (მათ შორის საპირსპირო სქესსაც) და ძალიან კარგად შეუძლია მათი დაფასება. ეს მაშინ, როცა კუროს, ბოლოს და ბოლოს, გამოსდის მის გარშემო არსებულ ფორმებთან შეგუება და განსაკუთრებით საყვერელი ფორმის მიმართ განეწყობა თუ არა, ის საკუთარ სიამოვნებაში, კმაყოფილებაში კრისტალიზდება და იმდენად იგივდება ფორმასთან, რომ მისი იქიდან გამოთრევა და რაიმენაირად შეცვლა, უკვე ძალიან რთულია (მუდმივი ჯვარი).

თუ უარყოფით ვარიანტში კურო საკუთარ ფორმაში მოახდენს კრისტალიზებას, მაშინ პოზიტიურ ვარიანტში ის, პირიქით, მიდრეკილია გადაჭარბებული შეუპოვრობით შექმნას (ბუნებრივად, მისთვის ხმაშეწყობილად) ფორმები, ძალიანაც არ იზრუნებს ცალკეულ, წვრილმან დეტალებზე (გარდა ქალწულის დეკანატებისა), მაგრამ თვალყურს ყურადღებით მიადევნებს  მთლიან კონსტრუქციას (განსაკუთრებით, თხის რქის დეკანატში). ეს ნიშანი მხატვრების, მოქანდაკეების, სწავლულების, მეცნიერების და მათია, ვინც დაკავებულია ფუნდამენტალური კვლევა-ძიებით.

ფსიქოლოგიური კუთხით, კუროს რამდენადმე უჭირს სწავლა და ახალ გარემოსთან შეგუება-მორგება და, თუმცა მას აქვს მრავალი შესაძლებლობა, განსაკუთრებით ხელსაქმის კუთხით, უნარ-ჩვევები უცბად არ უყალიბდება, სამაგიეროდ, ძალიან მყარია. ანალოგიურადაა საქმე ქვეცნობიერის პროგრამებშიც; რაიმეში დარწმუნებული კუროს გადარწმუნება ვერძსაც კი არ გამოსდის. სხვა მხრივ, მიუხედავად საგნებთან მიმართებაში (მისთვის უჩველო საგნები იგულისმება) კუროს განსაზღვრული სიჩლუნგისა, მისთვის ნაცნობი ფსიქოლოგიური სფეროების მიმართ ძალიან აღქმელია (ქალური ნიშანი) და ფლობს ფსიქიკური პროცესების მატერიალიზაციის უნიკალურ უნარს. კუროსთან (საკმაოდ ფაქიზთან) რაიმე მოუხელთებელზე, დაფარულზე გასაუბრებისას, ადამიანი აღმოაჩენს, რომ ეს სრულიად აისახა შეგრძნებით დონეზე, თითქმის მატერიალურ ფორმაში და, ამასთანავე, მის შინაგან ცხოვრებაში ამოტივტივდა სხვა მრავალი რამ, რაც ადრე საერთოდ დაფარული იყო მისტიკურ, განუსაზღვრელ ბურუსში. უხეშ ვარიანტში, კურო ვერ ამჩნევს ვერანაირ სირთულეს და გართულებას, გარდა წმინდა მატერიალურისა, ხოლო ფსიქიკური და სულიერი ცხოვრება მისთვის ადეკვატურად მოდელირდება ცნობილი ინსტიქტების ნაკრებით, რომელთა შორის მთავარი წარმოუდგება საკვების მომპოვებელი და სქესობრივი ინსტიქტით. რაც შეეხება აღქმელობას, ის, ხშირად, ასევე წმინდა მატერიალური ფორმით აქვს: ყნოსვა, შეგრძნება (ხელის შეხებით). ფაქიზ კუროს ტაქტილურმა (შეხებითმა) შეგრძნებებმა შეიძლება მისცეს უცნობი ადამიანის შინაგანი დახასიათება ანდა სუნით განსაზღვროს მისი მორალური თვისებები (ეს გადაჭარბებული ნათქვამი არ არის).

ყურადღებიანი კურო აღიქვამს, თითქოს-და, გარეგანი საგნების მეშვეობით, _ ისეთი როგორიცაა, სიარული, ვარცხნილობა, მისალმება და ხელის ჩამორთმევა, _ იმდენად ფაქიზი მომენტებია, რომლებსაც სრულიად შეუმჩნევლად შეუძლიათ გვერდით ჩაუარონ ზოდიაქოს სხვა ნიშნებს ანდა ამის აღსაქმელად მათგან დიდი სამუშაო მოითხოვონ. განვითარებულ კუროს აქვს მაღალი, ყველაზე მყარი-მატერიალური შეგრძნებები.

ქალური ნიშანი – კურო, მისთვის აუცილებელი ფორმების ძიებისას, აქტიურობას არ გამოავლენს; ის უფრო მეტად პასიურად დაიტანჯება ამ ფორმების არარსებობისას, მოთმინებით დაელოდება სანამ ის, ბოლოს და ბოლოს, არ გამოჩნდება (კუროს მოთმინება, განსაკუთრებით, თუ ძალიან ძლიერ არაა დაზიანებული, გასაოცარია). მაგრამ როცა იწყება მისი ურთიერთქმედება (კონსტრუქციულ ვარიანტში სამუშაო), ფორმის დანახვისთანავე, თითქოს-და, პირდაპირ ფორმიდან იწყებს ენერგიის ხაპვას. ვერძის თვალთახედვის წერტილიდან ხდება საოცრება, რამდენადაც ადამიანი ინტენსიურად მუშაობს ხილული ენთუზიაზმის გარეშე (ანუ ენერგეტიკული არხის შხეფებით). სინამდვილეში შრომისმოყვარეობითა და შრომის წარმოებულობით კუროს ვერ შეედრება ზოდიაქოს ვერცერთი ნიშანი; ენერგიის წყაროები, რომელიც მუშაობს კუროს ფორმაში, ამოუწურავია (შეადარეთ ძველბერძნული მითი ალკიონევსზე, რომლის დამარცხებაც თავად ჰერაკლემაც ვერ შეძლო, სანამ გეას -მიწას ეხებოდა).

კუროს ინტიმური ურთიერთდამოკიდებულება ფორმასთან იქამდე მიდის, რომ პირველ რიგში, ის უკიდურესად ეჭვიანია (იმ ფორმებთან მიმართებაში, რომელსაც  საკუთრებად თვლის), ხოლო, მეორე მხრივ, ვერ იტანს უცხო პირთა ჩარევას საკუთარ საქმეებში (არსით, ის აღიქვამს საკუთარ ფორმებს, როგორც ირანის შაჰი _ საკუთარ ჰარამხანაში ცოლებს). კონსტრუქციულობა, რომელიც კუროს სიჯიუტესთან თანხვედრაშია, მას  აუტანელსა და ასოციალურს ხდის. ზოგიერთს, მართალია, მოსწონს კიდეც ასეთი კურო.

ქირონის გავლენა, _  როგორც კუროს პირველი მმართველისა, _  პირველ რიგში, ეხება ფორმის გაგების გაფართოებას. ფორმაში კურო იგებს არამხოლოდ საგნების მატერიალურ ფორმას, არამედ სოციალური ურთიერთობების ფორმებსაც (კლასები, სახელმწიფო, ადამიანების გაერთიანებების ეკონომიკური ფორმები  და ა.შ.) და ასევე (თანამედროვე კურო) ასტრალურ და მენტალურ ფორმებს. თანამედროვე კურო ინტუიციურია; გარდა ამისა, როცა ის ცნობიერად კავდება ოკულტიზმით, მაგიით ანდა (უფრო თანამედროვე სახელწოდებით) ბიოენერგეტიკით, ფსიქოანალიზით ანდა ჰიპნოზით, მაშინ ის აგენტები, – რომლებიც ადრე იწოდებოდნენ ასტრალურ არსად, აზრი-ფორმებად, თქმულებად, “გათვალვად” და ა.შ. – მისთვის მატერიალიზდება და შემოდის უკვე (თითქმის ანდა სრულიად) როგორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური: ბიოველი, ქვეცნობიერის პროგრამა, ფსიქოლოგიური ფიქსაცია, რაპორტი და ა.შ.

იმ მომენტში, როცა კურო აცნობიერებს, რომ  მენტალური კუთხით, აზრი, ასევე  განსაზღვრული ფორმების ანარეკლს (აზრი-ფორმები) წარმოადგენს, ის იწყებს მენტალური გეგმის მატერიალიზებას _  ეს კი, მის მკვეთრ ძალისხმევას ნიშნავს; და  ეგრეგორში იმ ძლიერ არხს იღებს, რომელთანაც დაკავშირებულია და, შესაბამისად, საკუთარ ეგრეგორზე (და მისი მეშვეობით კი – სამყაროზე) საკუთარივე (საკმაოდ მატერიალური) აზრით პირდაპირი ზემოქმედების შესაძლებლობას იღებს.

ქირონის დახმარებით კუროსეული მატერიალიზაცია  ეთერულ პროგრამებამდეც კი მიდის. საკუთარი მაღალი ეგრეგორის (ღვთის ნება _ მოძველებული ტერმინოლოგიით) ეთიკის გაგებით, კურო – საკუთარი სულიერი განვითარებისთვის – იღებს გაფორმებულ (ზუსტ, მკვეთრ) მიმართულებას და, მასთან ერთად,  სულიერი გზის (ადრე ეს იწოდებოდა მადლად, წყალობად) რეალიზაციისთვის საჭირო ენერგიას.

ასევე, ქირონი კუროს უნარიან ფსიქოლოგად აქცევს, რომელიც  მრავალი, ადრე ბუნდოვანი, ფსიქოლოგიური წარმოდგენის დაკონკრეტებას ახდენს;  ქვეცნობიერის პროგრამების ფორმას იძენს, მათ შორის ურთიერთობა იფილტრება.

კუროს მეორე მმართველი ვენერა. ვენერა კუროს აძლევს ფორმის ესთეტიკურ აღქმას _ ყველა დონის, მათ შორის აზრი-ფორმების. ესთეტიკა მრავალ რამეში განსაზღვრავს კუროს ეთიკას. “ლამაზი” და “ულამაზო” ქცევა მისთვის მეტაფორა კი არაა, არამედ ქცევის ხედვის საშუალებაა. როცა კუროს რაიმე არ მოსწონს, ის ეჩვენება ზუსტადაც რომ ,ულამაზოდ, თუმცა-ღა, სინამდვილეში, უბრალოდ არ აწყობს, – შეიძლება ამ დროს ესთეტიკური მომენტი საერთოდ არც კი იყოს. დაბალი ოქტავის კურო ესთეტიურად  განვითარებული არაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავისი დონის გაგებით, უჩვეულოდ ჭირვეულია სილამაზის მიმართ _ და ამდენადვე ჯიუტიცაა. მაღალ დონეზე კურო შეიგრძნობს (და ქმნის) სილამაზის ფორმას ისე, როგორც არავინ სხვა.

პლუტონის ტყვეობა კუროს ნიშანში აისახება ფარულ ქვეცნობიერ სურვილში _ შეამოწმოს ნებისმიერი იდეა ანდა აზრი, გაამატერიალუროს ის საკუთარი ხელებით (საკუთარი ეგრეგორის გავლით) და ამის შემდეგ გამოსცადოს ის სიმყარეზე.

პლუტონისეული ტრანსფორმაცია და ზიზღის უქონლობა (ნებისმიერი მასალის გამოყენება, მხოლოდ საჭიროა, რომ ფუნქციურად მოერგოს), ქალწულისგან განსხვავებით, უპირობოდ კუროს დამახასიათებელია, მაგრამ ვლინდება უხილავად, ფარულად, _ ფორმის ქმნის პროცესში.

მარსის ტყვეობა კუროს ნიშანში გამოიხატება მის საერთო სიზარმაცეში და ფორმებთან სამუშოს არარსებობისას ხილულ პასიურობაში, ასევე, გადაჭარბებულ ენერგიასა და აქტიურობაში, რომელიც კუროში აღვივებს მისთვის ადეკვატურ ფორმებს მანამ, სანამ  ზუსტად ამ ფორმებითაა დაკავებული. როგორც კი ფორმები ქრება, ის ისევ,  პასიურობაში ვარდება. თუ არაა გრძნობითი სიამოვნება დაუმუშავებელ კუროს უბრალოდ ადგილიდან ვერ დაძრავთ _ და მაშინაც (სქესისგან დამოუკიდებლად) ითხოვს, რომ “ტანთ გახადონ”.

მთვარის კულმინაცია კუროს ნიშანში იძლევა კუროს ისეთ სახეს, რომელიც  გაუცნობიერებელი ფსიქიკის ადამიანის ძირითადი ფუნდამენტია. დაბალი ოქტავის კუროს ფსიქიკური რეაქციები დამუხრუჭებულია, ხოლო მთლიანად ფსიქიკა ძალიან კონსერვატული აქვს და  მხოლოდ ყველაზე მიწიერ გამაღიზიანებლებზე ჰპოვებს გამოძახილს (მაგალითად, შემწვარ კარტოფილზე). სამაგიეროდ, განვითარებული კუროს მყარი ქვეცნობიერი ფსიქიკა საიმედო საფუძველია ერთდროულად ძალიან ფაქიზი და ძლიერი კოსმიური ენერგიის ნაკადებთან მუშაოსთვის.

მთვარის კულმინაცია ამძიმებს დაბალი ოქტავის კუროს სიჩლუნგეს, რომელსაც ახასიათებს დედობრივ-ქალური ხედვის შეზღუდულობა, და, ამავდროს, დამუშავებული კუროსთვის იძლევა ემპათიური* აღქმელობის დიდ შესაძლებლობას და კოსმიურ სიყვარულს, რომელიც ფორმების მიმართ სიყვარულის მეშვეობით ვლინდება.

დაცემული ურანი, კუროს ნიშანში, გამოიხატება მის კონსერვატიზმსა და ყველაფრის მიმართ ინსტიქტურ უნდობლობაში, _ რაც ძალიან ახალი, წინმსწრები, მოულოდნელი და ისტორიის განვითარებისთვის მოუმზადებელია, განსაკუთრებით, მენტალურ სფეროში. კუროს ნიშანში დაცემული ურანის დევიზი _ ეს: “რევოლუცია არის მოუმზადებელი ევოლუცია”. ამასთან ერთად, “მოთვინიერებული” ურანი მაღალი დონის განვითარების კუროს აძლევს კუროსეულ საქმიანობაში (ფორმების შექმნისას) კონსტრუქციულ, ორიგინალურ და მოულოდნელ გადაწყვეტილებებს.

კუროს სიტუაცია

დამახასიათებელი სიტუაციები, რომელშიც ბრძანებლობს კურო, შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: კრისტალიზებული ანდა ირიბი ბრძანებლობა, და კონსტრუქციული, ანდა ფორმებზე მუშაობა.

კრისტალიზებული კუროს სიტუაცია _ ეს ბიუროკრატის იდეალია: ყველამ იცის თავისი ადგილი, _ და ადგილი მუშაობს ადამიანზე. სხვა ვარიანტი: კარგად ორგანიზებული დაბადების დღის ჩატარება, სადაც ყველა “თავისიანია”, რომლებიც გადანაწილებულნი არიან და არაა და არც შეიძლება იყოს არანაირი მოულოდნელობა, _ და მეფობს პრინციპი: “კარგად ვსხედვართ!” რეალურად, მყუდროება მართლაც არის, მაგრამ მოსაწყენია. ანალოგიური სიტუაცია ხდება განსაზღვრულ სამეცნიერო სემინარებზეც _ უკვე გადაღეჭილ პრობლემატიკაზე.

კონსტრუქციული კუროს სიტუაცია _ ეს მძიმე შრომაა ქაოსიდან (ნაკლებად ორგანიზებული მატერიისგან) ახალი ფორმების შექმნისას: ვთქვათ, მოსკოვი-ვლადივოსტოკის სარკინიგზო გზის გაყვანა, დიდი კროსვორდის გამოცნობა ანდა მრავალი არათანხვედრადი ნაწილებისგან ერთიანი თეორიის შექმნა.

მხოლოდ ერთია, ყველა შემთხვევაში კუროს სიტუაციაზე მეფობს ესთეტიკურ-მოწყობითი პრინციპი: ყველაფერი უნდა იყოს ჰარმონიულად და მართებულად. მართალია, დაბალი ოქტავის კუროს ხშირად ესთეტიური კრიტერიუმები შერწყმული აქვს პრაქტიკულობასთან, ლოზუნგით: “სოკოს სილამაზე მის ფუნქციონალობაშია” (ანუ სოკო მით უფრო ლამაზია, რაც უფრო საჭმელია, ასე რომ, შხამა სოკოს ბოლო ადგილი განეკუთვნება).

მზე (კუროში) ადამიანის წინაშე აყენებს ისეთ დილემას, როგორიცაა: ან ის იმუშავებს ფორმებზე, ანდა კრისტალიზებას ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე გაუკეთებს, ანუ ის – გარეგნულად და შინაგანად – ჩაბეტონებული აღმოჩდება. მზე განასახიერებს ეგრეგორის იმპერატიულ ბრძანებას, რომელიც რეალიზდება ადამიანის პირადი ნების მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში, ეს გავლენა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა მოხდეს კეთილსინდისიერი, კონსტრუქციული მუშაობა ფორმებთან. რაც უფრო ძლიერ არის დაზიანებული კურო, მით უფრო დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ ისინი (ანუ ფორმები), მაგრამ მზე არ აძლევს უკანდახევის უფლებას _ წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის გარშემო დაუმთავრებელი კედელი მუდმივად შევიწროვდება და საბოლოოდ, ის ჯურღმულში აღმოჩნდება.

მხოლოდ ერთია, კუროს მხედველობაში უნდა ჰქონდეს, რომ მისი მმართველი ქირონი  ფაქიზ დონეზე პრაქტიკული სამუშაოს შესაძლებლობას იძლევა (რომელიც თითქმის მიუღწეველია ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნებისთვის) და ზუსტად ეს დონე აქვს მხედველობაში მზეს, როცა კუროს ნიშანში იმყოფება.

 

წყარო: ს.ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ჰარმონიული ასპექტებისას პიროვნებას ეძლევა: ოსტატობა და ნიჭი, ნაყოფიერება და ნაყოფიერი შემოქმედითობა, მდიდარი შემოქმედებითი უნარები და წარმოსახვა, გამოცდილების დაგვროვების შესაძლებლობა და მატერიალური სიკეთე, ინტელექტუალური და სულიერი ფასეულობები, შრომისმოყვარეობა და პრაქტიკულობა, სიმშვიდე და მოთმინება, საკუთარი შეხედულებების მყარად დაცვისა და სირთულეების გადალახვის უნარები; სიკეთე და სინაზე, მაგრამ ამავდროს, წინააღმდეგობის და დაბრკოლებების გადალახვისას _ შეუპოვრობა და სიმყარე, ქმედებებისას _ საფუძვლიანობა და გააზრებულობა; მატერიალური, სულიერი და ინტელექტუალური მარაგი; ყოველი საგნისთვის და მოვლენისთვის ზუსტი შეფასების მიცემისკენ მისწრაფება; დაჯერებულობა, ფინანსური ნიჭი, დახვეწილობა რაიმე საქმეში და შემოქმედებისკენ მიდრეკილება; საჩუქრების მიღების და გემრიელად ჭამის სიყვარული, ამტანობა და სიმშვიდე, სინაზე და ალერსი;  ეკონომიკის, ფინანსების, პოლიტიკის, სხვადასხვა სახის ხელოვნების, ლიტერატურის, ბიოლოგიის, ბოტანიკის, მედიცინის ინტერესი. კუროები იგებენ საგნების მნიშვნელობას, მაგრამ ცუდად ანდა საერთოდ ვერ ერკვევიან ტექნიკაში, არ ფლობენ სამუშაო ინსტრუმენტებს და ცუდი მძღოლები არიან. თავდაჯერებულები და წესების უცოდინარები არიან.

თუ მზე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში შესაძლებელია გამოვლინდეს: დიდი თავდაჯერებულობა, თვითკმაყოფილება და თვითაზრი (საკუთარ თავზე გადაჭარბებული შეხედულება), ჭირვეულობა, ტკბობის მიღების სიყვარული, მგრძნობიარობა, სიზარმაცე, სასიყვარულო თავგადასავლებისკენ მიდრეკილება, უსაქმურობა, მფლანგველობა, პატივმოყვარეობა (განდიდების მანია), მლიქვნელობა, გაუმაძღრობა, ღორმუცელობა, ძალაუფლება, დესპოტიზმი, ავტორიტარობა, თვითნებობა, გიჟური ზნე, შეუბრალებლობა, სისასტიკე, სიჯიუტე, სიამაყე, დოგმატიმი, შენელებულობა, მოუხეშაობა, ჩაკეტილობა, კონსერვატიზმი, არაპროგნოზირებადობა, ექსტრემიზმი, შფოთიანობა, რევოლუციონერობა,  უნამუსობისკენ, სისაძაგლისკენ მიდრეკილება. თქვენდამი კუროს დადებითად განწყობის ყველაზე საუკეთესო საშუალება _ გაუკეთეთ მისთვის ფასეული საჩუქარი. მოკლედ, კუროები _ ტკბილეულობის მოყვარულნი არიან, ამიტომ მადლობლები დარჩებიან შოკოლადის კანფეტების გამო. ჯიუტი კუროს თავიან მოშორება რთულია: თუ ის თქვენ გსაჭიროებთ, მაშინ ბევრ რამეს მოითმენს. მოკლედ, მისი ზრახვებისთვის წინააღმდეგობის გაწევამ შეიძლება მისი გაცოფება გამოიწვიოს. მაგრამ, შესაძლოა, ეს უფრო ფაქიზად გამოხატოს _ უბრალოდ, მისთვის ფასეული (ძვირფასი) აღარ იყოთ.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშანში)

მზე კუროს ნიშანში – აღნიშნავს მატერიალური ფასეულობების ფლობას. დევიზი: “ფლობა, პრაქტიკულობა”. ისწრაფვის სულიერი ჭეშმარიტებისკენ, მატერიალური ფასეულობების დაუფლებისაკენ. აფასებს სიამოვნებას, კომფორტს, ემოციონალურ და მატერიალურ საიმედოობას. საკვები უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას, ღვინო უნდა იყოს კარგი, საყვარელი ქალი _ ლამაზი და ელეგანტური (ასევე მამაკაციც კურო-ქალებისთვის), ხოლო ხელოვნება უნდა მოსწონდეს. ამ ყველაფერზე ფულის დახარჯვას არ ნანობს. საერთოდ, ცხოვრება უნდა იყოს სასიამოვნო, ლამაზი და საიმედო. ამიტომ, კურო ცდილობს იყოს სასიამოვნო, ზრდილობიანი, საკუთარი ხიბლის წყალობით ბუნებრივ და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩანს. სულის სიღრმეში კუროები ადამიანებს ეპყრობიან საკმაოდ სკეპტიკურად,  ცხოვრებაში მათ გარანტიები სჭირდებათ. შინაგანად, თითქოს-და, დამცველი აქვთ, – და თუ მათ უსაფრთხოებასა და კომფორტის გრძნობას ემუქრება საშიშროება, – ისინი ისევე იწვებიან, როგორც ნათურები.

მწყობრიდან მათი გამოყვანა შეუძლებელია, საკმაოდ მყარი ნერვები და იუმორის გრძნობა აქვთ, ხშირად დასცინიან საკუთარ თავს. თუმცა, ღმერთმა არ ქნას, ვინმე შეეხოს მათ შინაგან ბირთვს, მაშინ ისე ცოფდებიან, როგორც ხარები. მრისხანება საშინელი აქვთ, დანდობა არ იქნება _ რამეთუ გაბოროტება ძალიან დიდხანს გროვდებოდა და საბოლოოდ აფეთქდა, – აქ უკვე ვერ შეაჩერებთ. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ კურო ძალიან უნდა გამოიყვანოთ მდგომარეობიდან; საერთოდ, ის მომთმენია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი მიზნისკენ მიდის. კურო საკუთარი მიზნისკენ ნელა, მაგრამ მყარად და სწორად მიდის, თუმცა ძალიან მაღალ მიზნებს არ ისახავს. მოძუნწო ტიპაჟია, მაგრამ დღესასწაულისას შეუძლია დანახარჯების გაკეთებაც, თუმცა, ბოლომდე მაინც არ დაიხარჯება. პოლიტიკაში არ უყვარს საფუძვლიანი გარდასახვები, განუხორციელებელ გეგმებს გვერდზე ისვრის, – როგორც ოცნებას და შარლატონობას, ძალიან აფასებს ტრადიციებსა და კონსერვატიზმს, – ისევე, როგორც პრაქტიკულ აზრს. ზოგიერთები, შეიძლება ამას სიჯიუტედ თვლიდნენ, ხოლო სხვები _ იდეალების ერთგულებად. მათი სიტყვა საქმეს არ სცდება, საქმეში ახასიათებთ წესრიგი, სისუფთავე, დისციპლინა, საკუთარი თავის ფლობა და მოვალეობის გრძნობა. არასდროს წუწუნებენ, მზად არიან ნებისმიერი სიმძიმე ზიდონ, მაგრამ იგივეს ელიან სხვებისგანაც. არ უყვართ სამუშაო ადგილის შეცვლა.

მუშაობენ მონდომებით, რა თქმა უნდა, კარგი ანაზღაურების გამოც, რათა შესაძლებელი იყოს “ვინმედ” გახდომა და ცხოვრებით ტკბობა. იმ მძიმე სამუშაოს ხელს ჰკიდებენ, რომელზეც სხვები უარს ამბობენ. მათთვის პროფესიები ყველაზე განსხვავებულია, _ შეიძლება დაკავშირებული იყოს ხელოვნებასთან და, საერთოდ, ყველაფერთან, რაც ცხოვრებას ლამაზს, სასიამოვნოს და კეთილს ხდის. კუროები უპირატესობას ანიჭებენ რეალურ სიყვარულს – ყველა თავისი პლატონისეული სიხარულებით. იშვიათად წერენ წერილებს, უპირატესობას ანიჭებენ საყვარელი ადამიანის გულში მაგრად ჩახუტებას,  მთელი გრძნობითი ორგანოებით მის შეგრძნებას. უყვართ სუფთა და წმინდა ურთიერთობები, ჰარმონია იწყება გარეგანი სახიდან, არ უყვართ მოუწესრიგებელი პარტნიორი. მთავარია _ სიხარული, სიამოვნება; პარტნიორი უნდა იყოს მიღწევადი (ანუ რეალური), უფლისწულები და ფერიები არ სჭირდებათ. როგორც წესი, ქორწინდებიან მაშინ, როცა უკვე იციან პარტნიორის ღირსებისა და ნაკლის შესახებ. კუროები ეჭვიანები არიან, თუმცა ძალიან დიდ ხანს ითმენენ, მაგრამ თუ ვერ მოითმენენ და აფეთქდებიან, მაშინ შერიგებას ნუ ელით. ბავშვებს ტრადიციების მიხედვით ზრდიან, მათი მაგალითი – საკუთარი სახლია.

საშიშროება კუროებისთვის: შეუპოვრობა შეიძლება გადაიზარდოს სიჯიუტეში, სხვების გაგების უუნარობაში. დიდხანს ფიქრს შეუძლია მიიყვანოს შანსების დაკარგვამდე, რამეთუ აბსოლუტური საიმედოობა რთული საპოვნელია. ცუდია, როცა არ შეუძლია მრისხანების შეკავება, იმიტომ, რომ საკუთარ თავზე კონტროლს სრულიად კარგავს. ვერ იტანს, როცა სხვები მასზე იცინიან, შეუძლია ხუმრობას ხელჩართული ბრძოლით უპასუხოს, – და მაშინ სიკეთეს ნუღარ ელით.

ეს ადამიანი ამტანი და მომთმენია, შეუძლია დაუჯერებელი მიჯაჭვულობა, ერთგულება, ამტანობა და მუდმივობა. ყველაზე დიდი ღირსება _ იყოს თანმიმდევრული და არ დაიხიოს უკან, სანამ ყველაფერს არ დაასრულებს. თავისთვის განსაზღვრავს რა სამოქმედო გეგმას, შეუპოვრად მისდევს მანამ, სანამ მიზანს არ მიაღწევს, გზიდან აცდენის ნებისმიერ მცდელობას შეუპოვრად ეწინააღმდეგება. ბუნებით პრაქტიკულია, მისთვის აუცილებელია საკუთარი ძალისხმევის კონკრეტული, ხილული შედეგების დანახვა. ეს იმ ადამიანთაგანი არაა, ვინც გატაცებულია უაზრო ოცნებებით, რომელიც დაკავშირებულია მატერიალური წესრიგის მიღწევებთან, კეთილდღეობასთან, ხვალინდელი დღისთვის და, საერთოდ, შავი დღისთვის გადანახულ სახსრებთან. ყველაფერი ეს იმიტომ, რომ აფასებს მატერიალურ სამყაროს და ისწრაფვის სრული სიამოვნების მიღებისკენ. მზადაა იმუშაოს დიდხანს და შეუპოვრად, ასევე ძლიერ აქვს განვითარებული მგრძნობიარობა, კომფორტის სიყვარული, იმის გამოყენების სურვილი, რისთვისაც მუშაობდა. რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა ჩანდეს, ხანდახან შეუძლია მიეცეს გადაჭარბებულ სიზარმაცეს, გადაჭარბებულად გაიტაცოს ნებისმიერმა გასტრონომიულმა საშუალებებმა და სხვა მიწიერი ცხოვრების სიხარულებმა. უყვარს ბუნების სილამაზე და, სრულიად შესაძლებელია, უპირატესობას ანიჭებდეს განმარტოებას ქალაქის ტიპის ნაკლებად დასახლებულ ადგილებში.

სინამდვილეში ამ ადამიანის მოთხოვნილებები მარტივია და ადვილად შეიძლება ამის მიღწევა და დაკმაყოფილება. იშვიათად მიდის ცვლილებებზე და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ იძულებულია, თუმცა-ღა, ემოციონალურ დონეზე ძალიან მომთხოვნია, ასევე, მძაფრად საჭიროებს ფიზიკურ სიახლოვეს და სიყვარულის გაზიარებას. მისი ერთგულების, ემოციონალური მუდმივობისა და მისთვის მახასიათებელი რბილი ძალის წყალობით, ადამიანები მასში ხშირად ეძებენ და პოულობენ მხარდაჭერას. ვერ ითმენს ვერანაირ მკეთრ და მოულოდნელ ცვლილებებს, მაგრამ, როცა ისინი დგება, ინარჩუნებს წონასწორობასა და აღუშფოთველობას. მას, ასევე, აქვს ბუნების ჰარმონიის შინაგანი გრძნობა, შედეგად _ მოვლენები ვითარდება და იკვეთება თავისი საკუთარი გრაფიკით. ჰყოფნის იმის მოთმინება, რომ ჩაკირკიტებით აკეთოს ის, რაც დაკავშირებულია მუდმივ ზრდასთან, _ იქნება ეს ბაღის მოვლა, ბავშვის აღზრდა, თუ რაიმე შემოქმედებით ჩანაფიქრზე მუშაობა. მისგან ბრწყინვალე დედა ანდა მამა დადგება, განსაკუთრებით, თუ ხშირად მიჰყვება საკუთარ ინსტიქტებს და არა “სპეციალისტების” რჩევებს.

მას სამი მთავარი ნაკლი აქვს: ჯიუტია როგორც ხარი; საკუთარ უსაფრთხოებაში არანაირი ექსპერიმეტი არ უყვარს; ყოველთვის რეალურ ფასელობებზე დგას და ვერ აფასებს წარმოსახვის, ფანტასტიკის მნიშვნელობას. სხვა სიტყვებით, მას არ ჰყოფნის იდეებთან და შესაძლებლობებთან გათამაშების, სიახლის აღმოჩენის უნარი.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

კურო _ ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია მიწის სტიქიასთან. ის უჩვენებს ხასიათის პრაქტიკულ მარაგზე, ცნობად დონეზე – მართვის შესაძლებლობაზე, მატერიალურ ბუნებაზე. ეს ადამიანები ცხოვრებასთან მიმართებაში, საკუთარ ურთიერთობაში კონსერვატორები და რეალისტები არიან. კუროს სიმბოლოს წარმოადგენს ხარი, რაც მეტყველებს ხასიათში საკმაო გადაწყვეტილების უნარიანობაზე, ძალასა და სიჯიუტზე. თუ გაღიზიანებულები არიან, შესაძლებელია, მათთან საქმის დაჭერა არც ისე ადვილი იყოს. სამუშაოში შეუპოვრები არიან, თუმცა რამდენადმე ნელები. რადგანაც კუროს მმართავს ვენერა, ისინი ჩაფლულები არიან ყოფით საქმეებში, ფლობენ შეკავებულ ტემპერამენტს. მიდრეკილნი არიან ფილოსოფიისკენ, გამოდიან როგორც მშვიდობისმყოფელები. ვენერა ახდენს სურვილის სიმბოლიზებას, ამიტომაც ეს ადამიანები პატივმოყვარენი არიან, ძლიერი განცდებისკენ აქვთ მიდრეკილება. ისინი დაჟინებულები, საიმედონი არიან, კარგად მსახურობენ. ძლიერ იზიდავთ ლამაზი გარემო, რომელიც კარგადაა (კომფორტულად და მოხერხებულად) მოწყობილი, უყვართ სუნამოები, ყვავილები, სასიამოვნო სურნელები, შესაძლებელია, მათი საქმიანობა ამ საგნებთან იყოს დაკავშირებული.

ისინი ფლობენ მუსიკალურ უნარებს, გამგებები, თავდაჯერებულნი და საკუთარი ქცევებით საპირისპირო სქესის აღელვებისკენ არიან მიდრეკილები. ძველი ტექსტების თანახმად, ამ ადამიანებს _ “შესაძლებელია საქმე ჰქონდეთ ტანკებთან*,  იყვნენ დახვეწილები მღერისას ანდა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრისას”. მზე კუროში ადამიანს ხდის ფრთხილს, ძველმოდურს, კარგი იუმორის გრძნობით დაჯლდოებულსა და მომხდარი ქმედებების ანალიზის უნარიანს. ისინი მომთმენნი არიან, ელიან, სანამ მომწიფდება პირობა, რომელიც კეთილგაწყობილი ექნება ნაყოფის გამოტანისთვის (მოპოვებისთვის). შეუძლიათ იყვნენ კარგი თანამდებობის პირები, ადმინისტრატორები, იციან შესაძენი საგნების მნიშვნელობა ანდა საკუთრების მართვა.

ხანდახან ამ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ გულის, თვალის დაავადებები, შესაძლებელია იყვნენ ჯიუტები და ექსცენტრიკულები. სხვა შემთხვევებში, ისინი სარგებელს იღებენ როცა კავდებიან კომერციული საქმიანობით, იღებენ მემკვიდრეობას ანდა წარმატებულად ქორწინდებიან.

* ტანკა იაპონური პოეზიის ჟანრია, 31 მარცვლისგან შემდგარი 5 სტრიქონიანი ლექსი.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

21 აპრილი – 21 მაისი

კუროს არ უყვარს ჩვევების შეცვლა. შეუპოვრობა _ ეს მისი ღირსებაა, მაგრამ ასევე ნაკლიც: მთლიანობაში წყნარია, საშინელებაა, თუ გაბრაზდება. ეს ადამიანი, როგორც მაგნიტი ისე იზიდავს ფულსა და საგნებს. მრავალი სიკეთის შეგროვება მათ სულიერ სიმშვიდეს (რომლისკენაც ისწრაფვიან) უზრუნველყოფს.

კურო ცუდად იტანს უსიამოვნებებს და ცუდ გარემოს. გარეგნულად წყნარი, შინაგანად ბრაზდება და დუღს და სანამ მდგომარეობა არ გამოსწორდება, არ შეუძლია რაიმე ჩვეულებრივით დაკავდეს.

მას შესაშური შრომისუნარიანობა აქვს; ზუსტად ამის წყალობით _ ნელა, მაგრამ უწყვეტად აღწევს წარმატებებს, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომელიც დაკავშირებულია მიწათმფლობელობასთან, მშენებლობასთან, კვებასთან. კუროს უყვარს ბავშვები და ცდილობს გამოუმუშაოს მათ (და საერთოდ, ყველა გარშემომყოფს) ის სასარგებლო უნარ-ჩვევა, რომელსაც თავად ფლობს. ქალაქის მკვიდრი კუროსთვის ყველაზე კარგი წამალია _ ბუნებაში გასვლა; აგარაკზე ბაღში მუშაობა. მისი გურმანის ჩვევები ხშირად იწვევს ღიპის გაჩენას; დიეტების ეშინია, მაგრამ კვებაში გონიერი შეზღუდვა მისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით, დღესასწაულებსა და საღამოებზე, რომელიც ასე ძალიან უყვარს. მიდრეკილება აქვს ტონზილიტისკენ და საერთოდ, ყელის დაავადებებისკენ; ცივ ამინდში საჭიროა განსაკუთრებულად ჩაითბუნოს ყელი. საერთო მდგომარეობისთვის მისთვის მნიშვნელოვანია “სექსუალური თანასწორობა” (პარტნიორი, რომელიც დააკმაყოფილებს). ქალ-კუროებს აქვთ მტკივნეული ციკლი. მაჩვენებელი _ კალცი, ბალახიდან _ ღვია.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top