მზე კურო, მთვარე ნიშნებში

მზე კურო, მთვარე ვერძი

საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა. მისი გამომხატველობითი ქცევის მიზეზი ურყევი მიზნები და სასურველის მისაღწევად შეუპოვრობის გამოვლენაა. მისი ინტელექტი და ემოცია საკმაოდ ძლიერია; ზოგჯერ ისეთ აზრებს გამოთქვამს, რაც მის ემოციებთან კავშირში არაა. მისი ცნობიერი და ქვეცნობიერის დიდი ნაწილი შეუცნობელია, შესაძლოა თავად ისე გამოხატავდეს ემოციასა და აზრებს, მის საუბარს საერთო არაფერი ჰქონდეს მისსავე გაუცნობიერებელ ქმედებებთან. შეუძლია გარეგნულად მომთმენი იყოს, ფართოდ აზოვნებდეს, მაგრამ როგორც კი საქმე მის ემოციებს ეხება – ტენდენციურია.

შესანიშნავი გონებრივი მონაცემები აქვს, შეუძლია გაუგებარ, აბსტრაქტულ, ასევე რეალურ ფორმებში გაერკვეს (ამას მზისა და მერკურის ძლიერი ასპექტები უნდა იწყობდეს ხელს). იმ შემთხვევაშიც კი თუ ღიად არ დაიჟინებს, დაჟინებულობა და ძლიერი სურვილი მის ქცევის მანერაში ჩანს (უფრო უხეში, მკაცრი ხდება) და შეიძლება ვერც აცნობიერებდეს ამას. საკუთარ აზრზე დარჩენა შესანიშნავია, ნებისმიერ წინააღმდეგობას გადაალახვინებს, მაგრამ იქამდე, სანამ პარტნიორებთან პრობლემა არ ექმნება. იმდენადაა დარწმუნებული საკუთარ თავში და იმაში, რაც სურს, რომ დარწმუნებით შეიძლება ითქვას – ურთიერთობისას ცერემონიებს არ დაიწყებს.

სასურველია ისწავლოს სხვა ადამიანების მშვიდად დატოვება, დააცადოს ისე იცხოვრონ, როგორც სურთ და არა მისი სურვილებით; საკუთარი ენერგია  გონივრულ მიზნებს დაახარჯოს. თუ ამას გაითვალისწინებს, აქტიური, წარმატებული ცხოვრება ექნება. ამასთანავე, კარგი იქნება თუ თვითანალიზს ხშირად დაუთმობს დროს და მისი ცნობიერების, პიროვნების ფარულ ასპექტებს ყურადღებით შეისწავლის, სამყაროს ობიექტურ ხედვას შეინარჩუნებს.

მზე კურო, მთვარე კურო

სიჯიუტე, რაც რთულ ბავშვად აყალიბებდა, ასაკის მატებასთან ერთად სიმტკიცესა და გონიერებაში გარდაიქმნება და ისეთ ძალაუფლებას აძლევს გარშემომყოფებზე, რასთანაც წინააღმდეგობის გაწევა რთული იქნება. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას თამამად იღებს, მისი მხრები კი საკმაოდ ფართოა და ნებისმიერი წნეხის ატანა შეუძლია. გონივრულად და ფრთხილად ეპყრობა ბევრ საკითხს: ბიზნესში, ხელოვნებაში, ადამიანებში; იცის რა ღირს და რა შეუძლია, ეს დარწმუნებულობა კი სხვა ადამიანებზე შთაბეჭდილებას ახდენს.

თავდაპირველად, ეს მასზე ზემდგომებს ხელს უშლის, ხოლო როდესაც თავადაც აღწევს მათ მდგომარეობამდე – მის დაქვემდებარებულებს აღაფრთოვანებს. კარგად იცის როგორ გამოიყენოს მდგომარეობა ერთი მახასიათებლის წყალობით: იცის, რომ სანამ ბრძანების გამცემი გახდება, მანამდე ბრძანებების შესრულება უნდა ისწავლოს. ძალაუფლებას პატივს სცემს, რადგან თავად ძალაუფლების, მართვის სურვილი აქვს.

მასზე ვერ ვიტყვით, რომ უპრინციპო და უსინდისოა, შეუძლია ერთგული იყოს, მაგრამ იმ ურთიერთობას არ შეინარჩუნებს, რაც მის წინსვლას ხელს უშლის. პირად ურთიერთობებში აქტიური, ვნებიანი და ძლიერი (გავლენიანი) საყვარელია. როცა საქმე მის სიამაყეს ან გრძნობებს ეხება, ბავშვურად გაბრაზება, პირდაპირობა ახასიათებს; ხოლო როცა საქმე მის პირადულს არ ეხება, შეუძლია მომთმენი, მშვიდი და გონიერი იყოს.

კამათობს მშვიდად, დიპლომატიურად მანამ, სანამ ოპონენტებთან საკუთარს არ მიაღწევს. შეუძლია დიდხანს, მოთმინებით იცადოს. მოთმინების უნარით, მიწიერი ინტერესებითა და დიდი ენერგიის წყალობით ნებისმიერ სფეროში შეუძლია წარმატების მიღწევა.  სასურველია სხვებზე გაბრაზება გულში არ შეინახოს, ეს ისევ მას ფიტავს შინაგანად.

მზე კურო, მთვარე ტყუპები

პირად ცხოვრებაში იმედგაცურება წყობიდან (საკუთარი თავიდან) იყვანს და ცხოვრებას დაბნეულობების წყობად ხდის, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ სხვა ადამიანებთან კრიტიკული ურთიერთობების კონტროლს არ ისწავლის. საკუთარ თავს ერთგულ, სანდო, გამძლე ადამიანად თვლის, სინამდვილეში კი გრძნობები და განცდები ხშირად გადააქვს ერთი საგნიდან მეორეზე, ინტერესთა სფერო სწრაფად ეცვლება.

თავდაპირველად მძაფრ გრძნობებში ეშვება, საიმედო ურთიერთობას აწყობს, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩენს ხოლმე, რომ მის სასიყვარულო ურთიერთობაში „რაღაც წესრიგში არაა“; შესაძლოა მალე დაასკვნას კიდეც, რომ მისი რჩეული ამ დიდი სიყვარულის ღირსი არაა, ან მის ხასიათში ნაკლოვანებებს ხედავს და ურთიერთობას წყვეტს. მისი ემოციური სტაბილურობა ნაკლებადაა დამოკიდებული განათლების დონეზე. იმდენს სწავლობს, რამდენიც შეუძლია და თუ ფორმალური (ოფიციალური) განათლების მიღება არ გამოსდის, ფაქტებისა და ციფრების შესწავლას იწყებს საინტერესო საკითხებზე საუბრისა და განხილვის ნაცვლად.

განათლების მიღება სტაბილურობას მატებს. თუ დაუკვირდება, შეამჩნევს, რომ რაც მეტს სწავლობს, შეიმეცნებს, მეტად მშვიდი, ჰარმონიული, სტაბილური ხდება. ამავე დროს, სასურველია შეეცადოს მოუსვენრობა მინიმუმამდე დაიყვანოს, ჭორებს ნაკლებად მიაქციოს ყურადღება (რადგან შესაძლოა მასთან ხშირად მიდიოდნენ ყურმოკრული ინფორმაციებით). სწავლა, შემეცნება, კითხვა დაეხმარება უკეთ განვითარებაში. სასურველია თუ მისი საქმიანობა გონებრივ მუშაობას დაუკავშირდება.

მზე კურო, მთვარე კირჩხიბი

საკმაოდ მგრძნობიარე ადამიანია, ადვილად ტრავმირებადი და გულს ადვილად ტკენს წარმოსახული ან რეალური შეურაცხყოფა. მისი განცდები, გრძნობები მძაფრია: ძლიერად უყვარს და სძულს, თუმცა დიპლომატიური მიდგომის უკან ანტიპათიის დაფარვა (პირად და საქმიან ურთიერთობებში) კარგად ეხერხება.

სახიფათო მტერი და ოპონენტია, პოზიციასა და ტაქტიკას იცვლის, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოს, მოულოდნელად დგამს ნაბიჯებს იმ დროს, როცა მისი „მსხვერპლი“ ჯერ კიდევ თავდაცვაზე ზრუნავს. სულის სიღრმემდე ამბიციურია. თვითდარწმუნებული ადამიანის იმიჯი მხოლოდ ნიღაბია, მის უკან კი შეშინებული, შემცბარი მოზარდი იმალება. მიუხედავად ამისა, დიპლომატიურობისა და კავშირების გამოყენებით დასახულ მიზანსა და პოზიციებს აღწევს. სასურველია ისწავლოს საწინააღმდეგო პოზიციების მტკიცედ დაფიქსირება.

ოჯახურ და პირად ცხოვრებაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდა სჭირდება. ამ მდებარეობის მქონე, ორივე სქესის წარმომადგენელი მეტ წარმატებას აღწევს ოჯახის შექმნის შემდეგ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გვიან ქორწინდება. საკუთარ თავში მეტად უნდა განავითაროს გადაწყვეტის უნარი (შეუპოვრობაზე მეტად); დიპლომატიურობაზე მეტად – გულღიაობა. ჭარბმა დიპლომატიურობამ შესაძლოა პიროვნულ სისუსტემდე მიიყვანოს, ყველაფერზე დათანხმებამ – არასაიმედოობამდე. კარგი დარტყმა და ძლიერი არგუმენტი – აი, რა სჭირდება პერიოდულად.

მზე კურო, მთვარე ლომი

მას არ აქვს ერთი გამოუხატავი თვისებაც კი! ძლიერი ნებელობა, გამოხატული აზრი და მუდმივი მზაობა – ადამიანებს პირდაპირ უთხრას სინამდვილეში რას წარმოადგენენ მას პირდაპირს, უშიშარსა და გულწრფელს ხდის. გულგრილობასა და უპატივცემულობას იჩენს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რაიმე მიზეზით არ მოსწონს. მისი ანტიპათია ვერ იხსნება ლოგიკური ან აბსტრაქტული მიზეზებით, მაგრამ ინსტინქტური ხვდება ადამიანების ტიპაჟს, მისი ანტიპათია ინტუიციის „შედეგს“ წარმოადგენს და ძნელად იცვლება – თუ ვინმე არ მოსწონს, არ მოსწონს და მორჩა! მეორეს მხრივ, მეგობრების ერთგულია და ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია მათი მხარდაჭერა (თუ თვლის რომ იმსახურებენ).

ხელმძღვანელობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, მიმზიდველობა, პირდაპირობა წარმატების მომტანია ბიზნესში, ფინანსური კუთხით. თუმცა, შინაგანად მიისწრაფვის ადამიანებისთვის (და არა ფულისთვის) მუშაობისკენ. წარმატებას მიაღწევს სამხედრო და სოციალურ სფეროში.

სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში მიისწრაფვის დომინირებისკენ, ლიდერობისკენ; ადამიანების მშვენივრად ესმის, მაგრამ არ ცდილობს რომ სხვებმაც გაუგონ. მისთვის გარკვეული დოზით დამახასიათებელია სიამაყე, მარტოობა, განცალკევება, რაც ადამიანებთან დისტანციურ ურთიერთობებს აყალიბებს მაშინაც კი, როცა ვინმესთან დაახლოვება უნდა.

პირად ურთიერთობებში რომანტიკოს-იდეალისტია; შესაძლოა ხშირად განიცდიდეს იმედგაცრუებას მოწონების ობიექტების მის იდეალთან შეუთანხმებლობის გამო. მის მიმართ  ადამიანები ემოციურ მიზიდულობას განიცდიან და თუ ურთიერთობებში ცერემონიულობას დაივიწყებს, ემოციებს იმავე სიძლიერით გამოხატავს, როგორც აზრს – სოციუმში, საზოგადოებაში მეტად პოპულარული იქნება.

მზე კურო, მთვარე ქალწული

მომხიბვლელი, გაწონასწორებული, ზომიერი, საღი აზრის მქონე პიროვნებაა, მაგრამ რამდენად ექნება მათი განვითარებისა და ინტელექტუალურ-ფინანსური სახით გამოყენების საშუალება – პირადი რუკის სხვა ასპექტებზეა დამოკიდებული. თუ მზესთან ან მთვარესთან შეერთება ან ტრინი არ აქვს სხვა პლანეტას – მშვიდი ცხოვრება ექნება, საკეთილდღეო წინადადებებს მიიღებს, წარმატებული იქნება მატერიალურ საკითხებში. თუ რომელიმე პლანეტას შეერთება ან კვადრატურა აქვს მზესთან ან მთვარესთან, შეუზღუდავი ენერგია, ინტელექტი და პირველ რიგში ჯანსარი აზრი ეხმარება მისი დროის ხელოვნებასა და მეცნიერებას გაუსწროს.

გამოკვეთილად არ ახასიათებს ხელმძღვანელობის უნარი, მაგრამ ინტელექტუალურ მუშაობას (ანალიზს) ან ხელმძღვანელის დავალების შესრულებას ადვილად ახერხებს. კუროს სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით ხანგრძლივი დროით საქმის, განკარგულების შესრულებას რთულად ახერხებს, ამიტომ მისთვის უკეთესია ისეთი კარიერის აწყობა, რომელიც განკარგულების მიღება-გაცემას არ ითვალისწინებს. მაგ: ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროები.

მისი ემოციური მხარე ინტელექტუალურ განვითარებას ხელს უწყობს, მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობს. ყოველთვის კითხულობს, სწავლობს ან აღიქვამს ყველაფერს, რასაც ხალხთან ურთიერთობა აძლევს. პირველ რიგში, მისთვის დამახასიათებელია მომხიბვლელი და თავაზიანი მანერები.

ეს მდებარეობა ინტელექუალურ მხარეს ააქტიურებს და წარმატებას მოიტანს კარიერაში, რომელიც ანალიზს, დეტალურ დაკვირვებას ან ანგარიშს მოითხოვს. იღბლიანობამ და დაცულობის განცდამ შესაძლოა მოდუნებას შეუწყოს ხელი და მის პიროვნულ განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედოს. მცირე პრობლემები მის პიროვნულ გამოღვიძებას ხელს უწყობს.

მზე კურო, მთვარე სასწორი

გამოუსწორებელი რომანტიკოსია. წარმატება თუ წარუმატებლობა მთლიანად დამოკიდებულია მის ემოციურ ბუნებაზე. წარმატებას აღწევს და სიამოვნებას იღებს იმ ემოციური იმპულსებისგან, რასაც საქმიანობა აძლევს. მსახიობის შემთხვევაში – იმპულსი დარბაზიდან მოდის; პოეტის შემთხვევაში – საკუთარი და სხვების გრძნობების გამოხატვა ადვილად გამოსდის; პარტნიორულ ურთიერთობებში – პარტნიორისგან. ერთი სიტყვით – საზოგადოებისგან, ადამიანებისგან იღებს იმპულსს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს თანაგრძნობისა და სიყვარულის ძლიერი მოთხოვნილება აქვს. შეუძლია თავი სრულად მიუძღვნას ერთ ადამიანს ან ოჯახს.

წარმატების მიღწევა შეუძლია სფეროებში, რომლებიც უკავშირდება ფართო პუბლიკას, საზოგადოებას, მოდას, ხელოვნებას. თუ კაცის მდებარეობაა – საპირისპირო სქესთან პოპულარობით სარგებლობს; თუ ქალის – მის გვერდით ყოველთვის ტრიალებენ მასზე შეყვარებული ადამიანები. სასიყვარულო ურთიერთობების სიუხვემ შესაძლოა პერიოდულად გულისტკენა მოუტანოს.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანს დამოუკიდებლობა აკლია. სხვა ადამიანებს შეუძლია თავი მიუძღვნას რომანტიულად და ლამაზად, მაგრამ არ უნდა დაივიწყოს საკუთარი პიროვნება და ცხოვრება. სასურველია საკუთარ თავში დარწმუნებულობაზე იმუშავოს.

მზე კურო, მთვარე მორიელი

ძლიერი, იმპულსური, ვნებიანი პიროვნებაა. იცის რა სურს და მისდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ აღწევს კიდეც. თავნება, ჯიუტი, დამოუკიდებელი ადამიანია, ცხოვრების გზას ადრეული წლებიდანვე ირჩევს, ნებისმიერ ჯაჭვს არღვევს (ამისკენაა მიმართული). მასთან ურთიერთობა ადვილი არაა, განსაკუთრებით სასიყვარულო პარტნიორისთვის. შესაძლოა მიდრეკილება ჰქონდეს პარტნიორის შებოჭვისკენ (ძლიერად აქვს განვითარებული მესაკუთრეობის გრძნობა).

ტვინის ერთი ნაწილით ფიქრობს, მეორით – გრძნობს, გონება მის გრძნობებზე, სიყვარულზე, ეჭვიანობაზე, სიძულვილზე ნაკლებად ახდენს გავლენას. ამიტომ, ამ განცდებს მისი ჩათრევა შეუძლია. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი დრამატიზებისკენ მიდრეკილებას ავლენს, ამასთანავე მსახიობის, ორატორის მონაცემები გააჩნია.

მართალია, პირად აღიარებას ესწრაფვის, მაგრამ ძალის, ენერგიის დახარჯვა არ სურს. მთელი ცხოვრების განმავლობაში ხელების ჩამოშვებისა და დამშვიდების ნაცვლად მუდმივად დაძაბულობისა და დაბრკოლების გადალახვა უწევს. ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები მისთვის განსაკუთრებით საშიშია. ისინი ჭეშმარიტი სურვილების დავიწყებაში „ეხმარება“, რადგან მათ შესრულებას ძალისხმევა სჭირდება.

მზე კურო, მთვარე მშვილდოსანი

საკმაოდ კონტაქტურია. ადამიანები უყვარს, მაგრამ ამასთანავე ნაცნობებში საკმაოდ შემრჩევია. უცხო ადამიანებთან შეხვედრას ან/და უინტერესო თემებზე საუბარს სახლში დარჩენასა და კითხვას ამჯობინებს. ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევა შეუძლია, რადგან ყოველთვის შეუძლია საჭირო ადგილზე აღმოჩნდეს და ადამიანურ ურთიერთობებში ტაქტი გამოიჩინოს. ეს თვისება კი ადამიანებთან მუშაობას უადვილებს. მისი სამუშაო სფეროც დიდი ალბათობით ადამიანებს, მათთან კონტაქტს უკავშირდება. ხელმძღვანელობის, ლექტორობის, მასწავლებლობის კარგი მონაცემები აქვს; საკუთარ თავსა და აზრებს ღიად გამოხატავს.

ღიად და მკვეთრად გამოხატავს აზრს. მაღალი მორალური პრინციპების მატარებელია და მათ ინარჩუნებს პირად ცხოვრებაშიც, ჭეშმარიტებას ჭეშმარიტების გამო იცავს, რაც გარკვეულწილად მორალისტ ადამიანად აყალიბებს. განვითარების დაბალ დონეზე ამ თვისებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სხვების გაკრიტიკებას, განსჯას. შედარებით მაღალ დონეზე, აზრს თავისთვის იტოვებს, მაგრამ არ ითმენს, როცა სამართლიანობას, კანონებს ან პატიოსანი თამაშის წესებს არღვევენ.

გაგონილი ამბების მოყოლა სიამოვნებს და ყურმოკრული ამბები შესაძლოა თავისუფლად მოყვეს. ამასთანავე, კარგი მსმენელია. სასურველია მეტად გამოიმუშავოს აზროვნებისა და საუბრის სიმტკიცე (სისწორე), რადგან ზოგადად მოსაუბრეა და შეიძლება ჭორების გავრცელებას შეუწყოს ხელი.

ყველა ტიპის ურთიერთობაში თამამი ადამიანია; მიუხედავად მისი ტაქტისა, როცა საქმე პრინციპებს ეხება, ახსნის გარეშე იქცევა, პოზიციას არ თმობს. კამათის დროს გონივრული არგუმენტები აქვს და არ იყენებს არაკეთილსინდისიერ მეთოდებს. როცა მოწინააღმდეგის არგუმენტებს გააქარწყლებს, მათ პოზიციას არ ივიწყებს. მიმზიდველობა, სამართლიანობა და წარმოსახვა – აი ის თვისებები, რასაც წარმატება მოაქვს.

მზე კურო, მთვარე თხის რქა

უზრუნველყოფას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სიმდიდრის ნაცვლად საიმედო სახლი, მდგომარეობა და პრესტიჟი უფრო მნიშვნელოვანია. ამაყი ადამიანია, სასიამოვნო და თავაზიანი გარეგნული მოპყრობის მიღმა იმალება საკუთარი მნიშვნელობის შინაგანი განცდა. შინაგანად იდეალისტია, მაგრამ ყველაფრისადმი რეალური მიდგომა არ აქვს; ამ ცხოვრებაში კარგი მდგომარეობა და კომფორტი ურჩევნია სიკვდილის შემდგომ დიდებას. ამგვარი სურვილები მატერიალურ მიდგომას განაპირობებს, მაგრამ იდეალისტური შეხედულებების გამო დიდად არ გამოხატავს. მისი მიღწევები მიწიერი უფროა, ვიდრე სულიერი. პატიოსანი თამაში მოსწონს და შესაბამისად იქცევა.

ღრმად დაფარული სენტიმენტალური ბუნების მიუხედავად მიდრეკილია კრიტიკისა და ხელმძღვანელობისკენ; შეუძლია ადამიანებისა და სიტუაციის ზუსტი შეფასება-ანალიზი, საზოგადოებისა და ახლობლების ცნობიერების სწორად შეფასება. ინსტინქტურად იცის ადამიანები რას ფიქრობენ კონკრეტულ მომენტში. ეს უნარები წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

მას საიმედოობა სურს, მისი ჭეშმარიტი ძლიერი მიდრეკილება (სურვილი) – გავლენის მოხდენაა. მოსწონს სხვების მართვა, მათთვის მიმართულების მიცემა, პასუხისმგებელი პირის როლში ყოფნა. თუ მზეს ან მთვარეს უარყოფითი ასპექტი კვადრატი არ აქვს – ამის შესრულებას უკონფლიქტოდ შეძლებს.

მზე კურო, მთვარე მერწყული

მისი თავაზიანობა, გაბადრული სახე, მიმზიდველი გარეგნობა და ქცევის თავისუფალი მანერა ფარავს მკაცრ/სასტიკ უგულობას – მიზანდასახულობას, რომელსაც მისი მეგობრებისთვის გულისტკენა შეუძლია (თუ მიზნის წინ გადაუდგნენ). საზოგადოებაში ღიმილს, თავაზიანობას, ტაქტს არ იშურებს, მაგრამ წუთითაც არ ავიწყდება საკუთარი მიზნები. შეიძლება ითქვას ამ გამოთქმას სრულად იზიარებს: „იყავით გველივით ბრძენი და მტრედივით მშვიდი“. ღია კონფლიქტში იშვიათად ერევა, ნაკლებ დროსა და ენერგიას ხარჯავს შემოვლით გზებზე, ადამიანების საკუთარ ნებაზე იძულებით ტარების ნაცვლად უპირატესობას მათ დამორჩილებას ანიჭებს. ეს თვისება ბევრ სფეროში წარმატების მომტანი იქნება, რადგან სხვების რბილად მართვის უნარი აქვს.

სიღრმისეულად რომანტიული და სენტიმენტალურია, პრაქტიკული მიზნების მისაღწევად ემოციური ენერგიის გამოყენება ისწავლა. ადამიანებით, ადამიანური ბუნებით ჭეშმარიტად დაინტერესებულია და მათი გაგება შეუძლია, რადგან საკუთარ თავს კარგად იცნობს. ინსტინქტურად აცნობიერებს, რომ „მეზობლის შეყვარება შეუძლებელია, თუ საკუთარი თავი არ გიყვარს“. არასრულყოფილების კომპლექსი არ ახასიათებს. დამოუკიდებელია და იშვიათად ითხოვს დახმარებას. მისი სიამაყე კი მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობას აიძულებს. ქორწინება გვიან ასაკშია მოსალოდნელი, რამდენადაც რომანტიული ბუნება, ტრადიციულობა და იდეალიზმია დამახასიათებელი. წლების გასვლასთან ერთად კი აცნობიერებს, რომ სხვა ადამიანებსაც შესაძლოა ჰქონდეთ მის მსგავსად კეთილშობილური შეხედულებები.

მზე კურო, მთვარე თევზები

მის ცნობიერებაში არის ისეთი სიღრმეები, რაზეც მის მეგობრებსაც არ აქვთ წარმოდგენა. ოცნებებში, წარმოსახულ სამყაროში სხვა ცხოვრება აქვს, რასაც არსებულთან კავშირი არ აქვს და ადამიანებთან ახლო ურთიერთობაში ხელს უშლის, მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულისა და თანაგრძნობის მოთხოვნილება აქვს.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანების პროფესიაში შემოქმედებითი პროფესიები სჭარბობს. ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არ აფიქრებს და აფორიაქებს და შეიძლება ითქვას, ამ გადმოსახედით ფულს და მატერიალურ კეთილდღეობას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს – ინტერესდება იმდენად, რამდენადაც უსაფრთხოებისთვის და საიმედოობისთვისაა აუცილებელი. ემოციური და მგრძნობიარეა და სასურველია მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა არასაიმედო პარტნიორებს მოერიდოს (სიყვარულის მოთხოვნილება ძლიერად ვლინდება).

თუ არ თვლის, რომ ცხოვრების საბოლოო შედეგი სიკვდილია, მაშინ ცხოვრებისა და სიკვდილის შემდგომ ეტაპზე მეტაფიზიკური შეხედულებები უფრო გააჩნია, ვიდრე რელიგიური. ოკულტური, იდუმალი, ფარული მნიშვნელობების ძიება იზიდავს. სასურველია მეტი ობიექტურობა გამოავლინოს, საკუთარი აზრების, გრძნობების ნათლად გადმოცემა ისწავლოს, რადგან თუ თავად არ მოინდომებს, ვერავინ აიძულებს საუბარს. მისთვის კი მნიშვნელოვანია საკუთარი პრობლემები თავისთვის არ დაიტოვოს და ვინმეს გაუზიაროს.

 

 


About Tamta

Scroll To Top