მზე ლომში, ასცენდენტი ნიშნებში

მზე ლომში, ასცენდენტი ნიშნებში

სინთეთიკური დახასიათება

მზის მდებარეობა და ამოსვლის წერტილები

წყარო: http://www.aquarun.ru

ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უთითებს თვითშეცნობის სპეციფიკურ განსაკუთრებულობებსა და განუმეორებელ პიროვნულ შტრიხებზე, ქცევის განსაზღვრულ მანერებსა და ადამიანის თვითაღქმელობის უნარზე, უთითებს საკუთარი განვითარებისა და თვითგამოხატვის შინაგანი ძალების და შემოქმედებითი უნარების გამოყენების უპირატეს გზებზე. განსაზღვრავს ინდივიდუალური ნების გამოვლინებას და ახასიათებს “ცნობიერების ღერძს”, რომელიც ვლინდება აქტიურობის სხვადასხვა სფეროებში. ეს ფაქტორი ასევე უთითებს ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში და გამოცდილების გადამუშავების შესაძლებლობაზე, ხარისხობრივ, თვისობრივ განსხვავებაზე, მის რეაქციაზე გარემო წრეზე. ეს ფაქტორი ახდენს იმ შესაძლებლობის სიმბოლიზებას, რომელსაც ადამიანი უყენებს სამყაროს, იმ ქცევებს, რომლისკენაც საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების გამოხატვისასაა მიდრეკილი, იმ გზას, რომლისკენაც ისწრაფვის, რათა განახორციელოს საკუთარი მიზნები და სურვილები.

 

მზე ლომში, ასცენდენტი ვერძში

პიროვნება _ შეტევითი, ცხოვრებისეული ბირთვი _ გულუხვი, დიდსულოვანი.

ეს ხასიათი მუდამ წყვილშია, მუდამ ენერგიითა და საკუთარი ღირსებითაა სავსე. ეს _ ავტორიტეტით “დამპყრობლები”, მკვლევარები, საკუთარ თავზე ექსპერიმეტების ჩასატარებლად მზად არიან. ისინი ასხივებენ ძალას, მებრძოლობას და ენერგიას, აზროვნებენ სწრაფად და ფართე კატეგორიებით. ისინი დადებით შთაბეჭდილებებს ტოვებენ, მაგრამ იშვიათად ჰყავთ მეგობრები _ მხოლოდ ქვემდგომები და ხელქვეითები, რომლებიც დაცვის ქვეშ აჰყავთ. საჭიროებენ იმ გარემოცვას, რომელიც თაყვანს სცემს; ბრწყინვალების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. მომთხოვნები არიან, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც დადებით შთაბეჭდილებას ტოვებენ. თავისას მუდამ აღწევენ და ბრძოლით მოპოვებულ მდგომარეობას ინარჩუნებენ. რამდენადაც ისინი სერიოზულად მხოლოდ საკუთარ არსს აღიქვამენ, ამიტომაც იზოლაციაში ადვილად ექცევიან, რაც თავიდან უმნიშვნელოდ ეჩვენებათ. თუ მაინც, მათი მდგომარება ხანგრძლივი დროის განმავლობაში “გაყინულია”, დაუცველები ხდებიან. მათვის დამახასიათებელი არაა მითმინება და სიმტკიცე. ვარაუდობენ, რომ ძალის პირველივე გამოყენების შემდეგ ყველაფერი თავისით განვითარდება. თავიდან ეჩვენებათ, რომ კიბეზე (სოციალური) ზესვლა ამის მამტკიცებელია. მაგრამ როცა ყველა შესაძლებლობა, რომელიც ამ ხასიათს აქვს, გამოყენებული აღმოჩდება, სამყარო სხვანაირი ეჩვენებათ. თუ თაყვანისცემა არასაკმარისია, ბრაზდებიან, ზურგს აქცევენ შემდეგი სიტყვებით: “ვნახავ, როგორ გაძლებთ უჩემოდ”. მაგრამ თაყვანისცემლები ყოველთვის ჰყავთ, ასე რომ, ქამრის ძალიან მოჭერაც არასდროს უწევთ.

მზე ლომში, ასცენდენტი კუროში

პიროვნება _ სასიამოვნო, ცხოვრებისეული ბირთვი _ გულუხვი.

ეს ხასიათი _ გარშემომყოფების მიმართ გამოხატული, ერთი მთლიანი, შეშლილი ზრდილობაა, ამასთან ერთად, ის აღწევს ავტორიტეტს, რომელზეც რბილად და მსუბუქად, მაგრამ თავდაჯერებულად აცხადებს პრეტენზიას. ეს ადამიანები სწრაფად აღწევენ პროფესიონალურ, – და საზოგადოებრივსაც, – წარმატებებს, ამავდროს იყენებენ მსუბუქ ძალადობასაც. ხელისუფლებაზე საკუთარ პრეტენზიებს უზრუნველყოფენ იმ ადამიანებთან კონტაქტებით, რომლებიც მნიშვნელოვანნი ეჩვენებათ. მხოლოდ ერთია, საჭირო დროს შეუძლიათ საკუთარი ზრდილობის დავიწყება, – და ეს დრო მაშინ დგება, როცა იგრძნობა ცენტრში ყოფნის სურვილი, განსაკუთრებით, ეს გამოხატული აქვთ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს. ამასთან ერთად, ფლობენ ცხოვრებაში წარმოჩინების კარგ შესაძლებლობას და საკუთარი თავის შენიღბვის მეთოდებსაც კი. მომხიბვლელი და მაცდუნებელი მზაობა იყვნენ გარშემომყოფების სამსახურებში, ეხმარებათ შინაგანი სისუსტეების დაფარვაში, მათ შორის _ საკუთარი სიზარმაცის დაფარვაშიც კი. ძალიან სწრაფად ინადირებენ სიმპატიებს, სხვები ვერც კი ამჩნევენ თუ, ბოლოს და ბოლოს, როგორ აღმოჩდებიან შედეგებთან. შეუძლიათ სხვები აიძულონ, რომ მათთვის (მათი იდეებისა და მიზნებისთვის) უმუშაონ. ასეთი ადამიანებისგან დგებიან ღირსეული მოქალაქეები, სხვადასხვა საპატიო საზოგადოების საპატიო წევრები და ა.შ. ისინი ბევრს საუბრობენ საზოგადოებრივ ინტერესებზე, მაგრამ არ ღირს ამ სიტყვების ბოლომდე დაჯერება: მათთვის დამახასიათებელია საკმაოდ ჯანსაღი ეგოიზმი. თითქმის ყოველთვის, ყველაფერი, ყველაზე უკეთ იციან, მაგრამ ამას ისეთი მეგობრული ზრდილობიანობით ამჟღავნებენ, რომ მათთან საქმის დაჭერა სასიამოვნოა. მუდამ ცენტრში, მუდამ პოპულარულები არიან, მაგრამ შინაგანად _ საკმაოდ ხისტები, ამაში არ უნდა მოტყუვდეთ.

მზე ლომში, ასცენდენტი ტყუპებში

პიროვნება _ მრავალმხრივი, ცხოვრებისეული ბირთვი _ გულუხვი.

ამ ხასიათს შეუძლია ურთიერთობაში სამყარო საკუთარი გავლენით მოაჯადოვოს. ეს ადამიანები საკუთარ თავებს  იდეაში უკეთ გრძნობენ, მაგრამ ამას მალავენ მოჩვენებითი კეთილგანწყობით. ხელმძღვანელის ამპლუაში ისეთ სახეს იღებენ, თითქოს მზად არიან თითოეულს მოუსმინონ და ყველასთან ისაუბრონ, მაგრამ, არსობრივად, ისინი საკუთარი საუბრის უნარს იყენებენ მხოლოდ საკუთარივე ავტორიტეტის გასამყარებლად. ბუნებრივია, მათ სურთ სხვებთან ერთად ყოფნა, მაგრამ არა თანასწორად, არამედ როგორც პირამიდის მწვერვალზე – ყველაზე მაღლა. შეუძლიათ მოლაპარაკებების წარმოება, იძლევიან რთულ დავალებებს, მაგრამ იშვიათად ერევიან მათ შესრულებაში, ხოლო როცა ერევიან, მაშინ – ხმამაღალი საყვედურებით.  თავებს იმ შემთხვევაში ფლობენ კარგად, თუ წვრილმან ჩხვლეტებს (წაკბენებს) დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მხოლოდ ერთია, “კოღოებს” იმდენად შეუძლიათ მათი ნერვიულ აშლილობადე მიყვანა, რომ ამის წარმოდგენა შეუძლებელია. “კოღოების” მასობრივ თავდასხმაზე ალერგიულად რეაგირებენ. ისინი ყველგან უნდა იყვნენ, სადაც კი რაიმე ბრწყინავს. დიდი დღესასწაულები _ მათი თრობის ადგილია. სადაც სხვები იღლებიან, იქ ისინი _ საკუთარ სტიქიაში არიან. კავშირები მყარდება, თუ ამ ადამიანების შესახებ სხვებმა იციან. მაგრამ სხვების არსებობა არასდროს იმსახურებს მათ სიტყვებს. ამ ადამიანებს სიამოვნებით უგდებენ ყურს. ისინი ფლობენ ბრწყინვალე ორგანიზატორულ  შესაძლებლობებს, ამაში გამომგონებლები არიან. ასევე ბრწყინვალედ გრძნობენ, თუ რაში მოიგებენ. ბრწყინვალე სიტყვების მეშვეობით, ყველაზე არაჯგუფურ გარემოცვაშიც კი შეუძლიათ ერთიანობის შექმნა. იქ, სადაც ჩდებიან, ჩნდება ახალი სხივი. ისინი არწმუნებენ ენერგიულად, მათთვის გვერდის ავლა რთულია.

მზე ლომში, ასცენდენტი კირჩხიბში

პიროვნება _ მგრძნობიარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ გულუხვი.

ეს ხასიათი ძალიან მგრძნობიარეა იმის მიმართ, რაც ეხება მის პიროვნებას გარშემომყოფებთან მიმართებაში. ისინი ისურვებდნენ, რომ შეუმჩნევლად დაუფლებოდნენ გარშემომყოფებს. მათთვის ნაცნობია სხვებზე დამოკიდებულება, თუმცა-ღა, გულის სიღრმეში დარწმუნებულები არიან, რომ ისევე შეძლებდნენ მარტოობაში ცხოვრებას, როგორც რობინზონ კრუზო. მათთვის ასევე ნათელია, რომ პარასკევასთან საჭიროა ყურადღებიანი მოქცევა. რა სწრაფად შეიძლება ავტორიტეტის დაკარგვა. ხელმძღვანელად ყოფნის დროს, ზრდილობიანნი და კეთილგანწყობილები არიან. როცა დაწინაურდებიან _ თავშეკავებულნი ხდებიან. მოწინააღმდეგეს თავიდანვე სერიოზულად იღებენ. სურთ მისი გახვევა მეგობრობის ბადეში და ამით – მისი შებორკვა. ფლობენ კარგ ფანტაზიას და შეუძლიათ იყვნენ კარგი ხელმძღვანელები. უყვართ ბრწყინვალება, მაგრამ უმეტესწილად ფარულად. მათი ბინა მოკრძალებულია და არავინ იცის სად მდებარეობს მათი სახლი. საერთოდ, პატარა საიდუმლობები აქვთ, რომელიც, მეტწილად, ცხოვრებისეულ მარაგებს ეხება. მათი ინიციატივა უდიდესია, მხოლოდ ერთია, თუ პირველივე ნაბიჯისას არ გამოიწვევენ დადებით რეაქციებს, სწრაფად უარყოფენ საკუთარ იდეებს. მაშინ ისინი უფრო ჭკვიანები ხდებიან, ყველაფერს თავიდან იწყებენ. თითქოს-და, მათი შთაგონება, რომელიც შიგნიდან ამოძრავებთ, მცირდება, გარშემომყოფებისგან წინააღმდეგობას აწყდება. მაგრამ ეს მხოლოდ ისაა, რაც ჩანს. ეს – ზე-სიჩქარითი სარბოლო მანქანების მძღოლები, ფრთხილები არიან მაშინ, როცა მათ თვალყურს ადევნებენ, მხოლოდ ღამით წურავენ მანქანისგან ყველა შესაძლებლობას. ხელმძღვანელ თანამდებობებზე ავლენენ მოთმინებასა და გაგებას.

მზე ლომში, ასცენდენტი ლომში

პიროვნება _ დომინანტური, ცხოვრებისეული ბირთვი _ გულუხვი.

ეს ადამიანები თავდაჯერებულად იქცევიან და ნამდვილად არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები. ისინი ავლენენ არაჩვეულებრივ დაჯერებულობას იმაში, რომ ყველაფერი რაც ხდება _ საჭიროა, და ამით დადებით შთაბეჭდილებას ტოვებენ. მათი გამოჩენის წამშივე სამყარო, თითქოს-დ,ა ქრება, _ იმდენად მნიშვნელოვანია მათი ყოფა. ისინი გარშემომყოფებს აშინებენ და ამ უპირატესობას იყენებენ. თუ ამბობენ: “აქ არ ეწევიან”, _ ყველა უსიტყვოდ აგდებს სიგარეტს. თითქოს-და, მხოლოდ მათ აზრს აქვს მნიშვნელობა, თუმცა-ღა, ხშირად ეს აზრი არც ისე საფუძვლიანია. ასხივებენ არაჩვეულებრივ ცხოველმყოფელობას _ და ამაში ყველაზე წინ არიან, მაგრამ ბედნიერების წუთებისთვის არც ისე დიდი სიამოვნებით ზღავენ ტანჯვით. საკუთარ თავებს რჩეულებად გრძნობენ, ვის არ სჭირდება საკუთარი მიღწევების დემონსტრირება? თუ ეს წინააღმდეგობას იწვევს, ისინი ამ წინააღმდეგობას ხელის ერთი აქნევით იცილებენ. გულუხვები არიან, თუ ამ დროს იღებენ შესაბამის სინათლეს (ანუ გასხივოსნებას). ხანდახან ამ მიზეზით ტრაბახობენ. მათი შინაგანი სიდიადე შეიძლება სიღარიბეშიც კი შეიგრძნოთ. მათ  მაშინაც კი პატივისცემით ხვდებიან, როცა ხელგაწვდილნი ფულს ითხოვენ (მათხოვრობენ). ისინი ფიქრობენ სოციალურად, გარშემოყოფებს გეგმებს შთააგონებენ. ისინი _ სწრაფი მოძრაობის ტრასის მიღმა არიან, თუ ეს გზა არ გადის მათი სახლის გასწვრივ. კუთხეში არ დგებიან, პირდაპირ ვალდებულად გრძნობენ თავს, რომ მოახდინონ პრეზენტაცია, _ მათზე უკეთ ამის შესრულება არავის შეუძლია. სჭირდებათ ადიუტანტი, რათა  მათ მიერ დაგროვებული სამუშაო შეასრულოს. ყველაფერს დიდებულად აკეთებენ, ზარმაცობითაც სხვებზე დიდებულად ზარმაცობენ.

მზე ლომში, ასცენდნეტი ქალწულში

პიროვნება _ აქტიურ-ქმედითი, ცხოვრებისეული ბირთვი _ გულუხვი.

ეს ხასიათი ცდილობს ფხიზლად უყუროს სამყაროს, მაგრამ ეს ადვილად არ გამოსდის. ეს ადამიანები, მართალია, რეალური სამყაროსადმი წაყენებულ მოთხოვნებს ზღუდავენ, მაგრამ, როცა ყველაფერი სრულიად რეალისტურად მიედინება, მოულოდნელად ცუდად ხდებიან. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ცხოვრებისეული სტანდარტის ამაღლებას, რამდენადაც თვლიან, რომ დიდი ხანია, რაც ეს დაიმსახურეს. აგროვებენ სიკეთეს, მაგრამ, სიმართლე უნდა ითქვას, ამაზე დუმილს ამჯობინებენ. საკუთარ ზრახვებს გარშემომყოფებისგან საერთოდ ფარავენ, მაგრამ არა მზაკვრობის გამო, არამედ იმიტომ, რომ სურთ იყვნენ წინდახედულები, ხოლო ამის გარდა, არ უნდათ შურის გამოწვევა. სურთ, საკუთარი ცხოვრებისეული ნაწილი პატიოსან გამომუშავებაზე გამოიყენონ, ამიტომაც უარყოფენ სპეკულაციებს; მათი შეხედულების წერტილიდან სათამაშო სახლები (მაგ; კაზინოები) სრულიად არაა საჭირო. სამუშაო მათთვის _ სამეფო საქმიანობაა; ვისაც სამუშაოსგან თავის დაძვრენა სურს, ის სწრაფად განიდევნება მათი საზოგადოებიდან. ამაში ძალიან ავტორიტეტულები არიან. ვინც ცდილობს, ის იღებს სერიოზულ მხარდაჭერას; ისწრაფვიან გაცემულისა და მიღებულის თანაფარდონისკენ. მათ არ უნდა გაწმინდონ სათვალეები; რამდენადაც საჭიროა, იმდენად დაიცავენ საკუთარ უფლებებს, – და ამავდროს, არგუმენტები არ ამოეწურებათ. ისინი გარეგანი სამყაროსგან საკუთარ თავებს რამდენადმე მიჯნავენ: თუ გინდა რაიმეთი დაკავდე, არაა საჭირო ყველა ნაბიჯზე თვალთახედვის არეში მოექცე. ცხოვრებისეული შუალედი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მისკენ ისწრაფვიან და საკუთარ თავში შუალედს სიამოვნებით პოულობენ.

მზე ლომში, ასცენდენტი სასწორში

პიროვნება _ მეგობრული, ცხოვრებისეული ბირთვი _ გულუხვი.

ეს ხასიათი ფლობს შესანიშნავ მანერებს და გარშემომყოფებში საკუთარი ღირსების შეგრძნებით იქცევა. ის, რისი შეკვრაც სურთ, კრავენ მაგარი კვანძით. ისინი იმსახურებენ იმდენად ღირსეულ ნდობას, რომ თითქმის ყველა თაყვანს სცემს მათ გარეგნულ რბილ, გულისხმიერ ავტორიტეტს. ამასთანავე, ისინი ტოვებენ გაწონასწორებულობის შთაბეჭდილებას, რომელიც გარშემომყოფებსაც გადაეცემათ. ფლობენ შეუდარებელ პიროვნულ ხიბლს, იციან ამის შესახებ და იყენებენ კიდეც. მათ იციან, – რა ჩაიცვან, იციან, – რომელი ფერი უხდებათ; შეუძლიათ შეხვდნენ ადამიანს მაგარი და ამავდროს ძალიან ინტუმური ხელის ჩამორთმევით. მოწინააღმდეგეებს ადვილად გადაარწმუნებენ, ისინი _ მოლაპარაკებებისას ბრწყინვალე წარმომადგენლები და დიპლომატები არიან. ასევე, მხატვრულად განვითარებულები არიან, განსაკუთრებით _ მუსიკის სფეროში. ოპერებზე დასწრება _ სადღესასწაულო მოვლენაა. შესატყვისი ნიჭის შემთხვევაში _ წარმატება აქვთ, ყველაფერს არც ისე სწრაფად აღწევენ, ცხოვრებისეულ ბრძოლებში ძალებს კარგავენ, საფინალო ნახტომი არ წარმოადგენს მათ ძლიერ მხარეს. მარათონული რბოლის ფინალამდე, ორ კილომეტრში, შესაძლებელია, დაინახონ რაიმე ლამაზი და იმდენ ხანს უყურონ (ცქერით დასტკბენ), რომ ფინალამდე ბოლოებმა მიირბინონ. ისინი ხელიდან არ უშვებენ ცხოვრებისეულ სიხარულებს, და მათ უმართლებთ! _ ყველაფერში კომპენსაციას პოულობენ. ითხოვენ დიდ მასშტაბებს, პატარა ბინა _ მათთვის არაა განკუთვნილი. სილამაზემ უნდა მოძებნოს საკუთარი დანიშნულება, და ამიტომაც, გარშემოყოფების სასიამოვნოდ, მუდმივად და წარმატებით უსვამენ ხაზს საკუთარ მნიშვნელობას.

მზე ლომში, ასცენდნეტი მორიელში

პიროვნება _ ექსცენტრიკული, ცხოვრებისეული ბირთვი _ გულუხვი.

ეს ხასიათი სამყაროს, საკუთარ თავს, არაჩვეულებრივი ბრწყინვალებით აჩვენებს. ეს ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ თავის გვარში ერთადერთნი არიან, ასე რომ, მათ აქვთ იმის უფლება – სხვები გვერდზე გასწიონ. მათთვის აუცილებელია გარშემომყოფებში დაუყოვნებლივ გაამყარონ საკუთარი ავტორიტეტული არსი. ვინც შეეწინააღმდეგება _ ის დაზიანდება. მათ ყველაფერი თავისებური და არაპროგნოზირებადი აქვთ _ დაწყებული სამოსიდან და დამთავრებული ქმედებებით. ისინი ყოველთვის მოულოდნელობით სავსენი არიან და გამარჯვებები სწყურიათ. შინაგანად ჩაკეტილები, ყველასთან არ საუბრობენ. ამ ქედმაღლობაზე გვიან ამბობენ უარს. გამოფხიზლება შეიძლება მწარე იყოს, მაგრამ ეს არ აღელვებთ. არ შეიძლება მათ წინდახედულები ვუწოდოთ. იმპულსური ქცევები წამსვე აცამტვერებენ მათ გეგმებს. თუ გზაზე, საცობში, ვინმე ცოფიანივით მიიწევს ყველა მოძრავი ობიექტის საწინააღმდეგოდ, ეს ზუსტად ამ ხასიათის მატარებელი პიროვნებაა, რომელსაც თავში აზრადაც კი არ მოუვა, რომ წესრიგის დაცვა მასაც ეხება. მაგრამ, ვაი იმის ბრალი, ვინც მათ გზას გადაკვეთავს: აუცილებლად ბოლომდე გამოეკიდებიან. მაგრამ მათ ასევე ღირსეულად მოქცევაც შეუძლიათ. მათი თვითდამკვიდრება გარშემომყოფების ყურადღებას იტაცებს. მრავალი წაგებული შეჯახებისას ისინი კიდევ  იმ მდგომარეობაში არიან, რომ მოიგონ წაგებული ბრძოლა. დადებით შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა-ღა, საზოგაოდების მიღმა რჩებიან, მაგრამ გარშემომყოფებს თვალთახედვის არედან არ უშვებენ, რამეთუ ყველაზე ნაკლებად  მარტოობაში ცხოვრება შეუძლიათ.

მზე ლომში, ასცენდენტი მშვილდოსანში

პიროვნება _ პატივმოყვრული, ცხოვრებისეული ბირთვი _ გულუხვი.

ეს ხასიათი – უკვე თავად საკუთარი გამოჩენითვე იმარჯვებს. ასეთი ადამიანების ქცევები იმდენად ძალაუფლებიანია, რომ გარშემომყოფები იღებენ მათ ავტორიტეტს. “მოვიდა!” _ სწრაფად ვრცელდება. მათ იციან საკუთარი გავლენის შესახებ. ამასთან ერთად ისინი ინარჩუნებენ გულისხმიერ-ზრდილობიან მდგომარეობას, კეთილგანწყობილად პასუხობენ მისალმებაზე. თუმცა-ღა, სხვები ვალდებულნი არიან პირველები მიესალმონ. საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან. ამასთან ერთად ბევრ რამეს ისე არ აკეთებენ, როგორც საჭიროა. მათ კვებავს იმაში დარწმუნებულობა, რომ მათ მაგივრად ყველაფერს სხვები გააკეთებენ.  დილაობით გვიან დგებიან, დიდხანს და ნაყროვნად საუზმობენ, მზეზე თბებიან. ხშირად მათ ჩვევას დაგვიანება წარმოადგენს, რადგანაც უპირატესობას ანიჭებენ იმას, რომ მათ ელოდონ, ვიდრე ისინი ელოდონ სხვებს. ცხოვრების მანძილზე ბევრ ადამიანს ხელმძღვანელობენ, მაგრამ ხშირად ივიწყებენ მათ. სრულიად დარწმუნებულები არიან ყოველდღიურობაში, სწამთ საერთო ურთიერთკავშირის, გრძნობენ, რომ ადამიანი _ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა.  გულუბრყვილო-რელიგიურები, _ ლოცულობენ საღამოობით და ამაში სიმშვიდეს პოულობენ. მუდამ საზოგადოების ცენტრში არიან, მაშინაც კი, როცა შემთხვევით ხვდებიან საზოგადოებაში. საუბარი სწრაფად ტრიალდება მათ მიერ შეთავაზებული (წამოჭრილი) თემისკენ. სიამოვნებით ტკბებიან და საკუთარი მაგიდიდან ამ სიამოვნებას სხვებსაც უყოფენ. მუდამ აღწევენ იმას, რაც სურთ, მაშინაც კი თუ წინააღმდეგობას წააწყდებიან. გარშემომყოფებს არც ისე ძალიან სერიოზულად აღიქვამენ.

მზე ლომში, ასცენდენტი თხის რქაში

პიროვნება _ პატივმოყვრული, ცხოვრებისეული ბირთვი _ გულუხვი.

ეს ადამიანები არსით ძალიან ძალაუფლებიანები (ტირანიამდე მისულიც კი) არიან. ისინი მუდამ იცავენ საკუთარს, მაგრამ არ სწამთ საკუთარი ძალის, მზად არიან გამოიყენონ ნებისმიერი საშუალებები. პირქუში უფროსები არიან, რომლებსაც ყველაფერი რთულად გამოსდით. სურთ, რომ რაიმეს წარმოადგენდნენ, მაგრამ ვერც კი ეჭვობენ, რომ მანამდე, ვიდრე გამოირჩევი, არაერთხელ უნდა გაიწურო ოფლში! თუ ხელისუფლებასთან ახლოს არიან, _ და ვერავისთან ექნებათ ბრძოლის საშუალება, _ შესაძლებელია, რაიმე ნამდვილად შექმნან, და თან ის და ისე, რაზეც სხვებს სული და ნებისყოფა არ ეყოფოდათ. ქმნიან პირამიდებს, რომლებიც შემდეგ ისტორიაში შედის, _ შესაძლებელია, ეს გამონაკლისი იყოს, მაგრამ სიმბოლურად მაინც ისინი აშენებენ პირამიდებს, თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ოღონდაც, მაშინ თუ საკუთარ თავს თავიდან აღზრდიან. დასაწყისში კარგი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ განებივრებისა და განაზების გამო, ხშირად წარუმატებლები ხდებიან. თუმცა, მათ ამაში დარწმუნება სჭირდებათ. იღებენ უფრო მეტ კრიტიკას, ვიდრე აღიარებას, მათ არ ჰყავთ მეგობრები, მაგრამ ქანდაკებები (ძეგლები) მათ ეკუთვნით. მცირე მასშტაბებში ეს ასე ჩანს: ისინი არ უყვართ, მაგრამ საჭიროებენ მათ მიღწევებს. მათ არ ჰყავთ მომხრეები, მაგრამ აცილებენ პატივისცემის გამომხატველი სიტყვებით. საჭიროა ყურადღებით მოეკიდონ საკუთარ ჯანმრთელობას: შემოპარულ მოუსვენრობას შეუძლია ყველაფრის გაფუჭება. დაბადებით იღბლიანები არიან, მაგრამ ვერ ბედავენ იყვნენ იღბლიანები, და იძულებულები არიან მრავალი, დაუმსახურებელი “იღბლიანის” მაგივრად ზღონ. მათში ხშირად რაღაც პირქუშულია, მაგრამ ამავდროს, დიდებულებაცაა. ბოლოს და ბოლოს, იწყებენ მათ პატივისცემას, მაგრამ არ შეუძლიათ მათი შეყვარება.

მზე ლომში, ასცენდენტი მერწყულში

პიროვნება _ ცვალებადი, ცხოვრებისეული ბირთვი _ გულუხვი.

ეს ხასიათი მუდმივად დაძაბულად ჩანს. ეს ადამიანები მუდამ ენერგიულები და ყოველთვის ავტორიტეტულები არიან. ეს არის უფროსი, რომელსაც არასდროს იცი, რა უნდა. მათ, საკუთრივ, თავადაც არ იციან რა უნდათ, მხოლოდ  ბრწყინვალება და სხვების გაოგნება უნდათ. ისინი ძლიერ არიან დამოკიდებულები გარშემომყოფების გამოძახილებზე, ასე რომ, მათი რეაქცია მოულოდნელია და ჩვეულებრივ, მოლოდინს არ ამართლებს. მათთან ერთად სადმე წასვლისას, არასდროს იცით, სად მიხვალთ. მათთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრებისას, შეიძლება აღმოჩდენთ დაბურულ ტყეში, მაგრამ ისინი იმდენად დარწმუნებით მიდიან წინ, რომ მათ ჭირვეულობას მისდევენ, და სწორსაც აკეთებენ, იმიტომ, რომ, როგორც წესი, ბრწყინვალე ალღო აქვთ. მათთან რთულია, მაგრამ თავადაც, მუდმივი დაძაბულობის გამო, ადვილად იფიტებიან, ასე რომ, მათთვის საჭიროა ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევა. თუმცა, საკუთარ თავში პოულობენ რა ჯადოქარ-ექიმს შესაბამისი წამლით ხელში, ძალიან სწრაფად იღდგენენ ენერგიას და თავიდან დგებიან ფეხზე! მუდამ რაიმე ახალს იწყებენ, ეს კი დაკავშირებულია მათ სპონტანურ შთაბეჭდილებებთან. დაინახავენ რა ქალაქის რომელიმე დანგრეულ კიდეს, იწყებენ ყვირილს მისი აღდგენის აუცილებლობაზე და ამ ადგილას ყველაფერი მოძრაობაში მოჰყავთ. მაგრამ _ მხოლოდ შემდეგ შთაბეჭდილებებამდე! უკანასკნელი შთაბეჭდილება _ ყოველთვის ყველაზე ძლიერია, კონცენტრირება არ შეუძლიათ. ისინი მეტწილად იძლევიან შთამაგონებელ წერტილებს, ვიდრე თავად რაიმეს ახორციელებენ. მაგრამ გამოფხიზლება _ მათი ნამდვილი საქმეა.

მზე ლომში, ასცენდენტი თევზებში

პიროვნება _ დაუცველი, ცხოვრებისეული ბირთვი _ გულუხვი.

ამ ხასიათს ყოფით მოწყობაზე კარგი ალღო აქვს. მათ ბრწყინვალედ შეუძლიათ  განკარგულებები ისე გასცენ, როგორც თხოვნა და სამომავლოდ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ასეთი თხოვნით შესრულდება ბრძანებები. ეს ავტორიტეტები, რომლებიც ტაქტით ხელმძღვანელობენ სხვებს, მაგრამ ამასთანავე საკმაოდ რბილი ძალით. ფლობენ საწინააღმდეგო არგუმენტების წინათგრძნობის ნიჭს, ამიტომაც შეუძლიათ ეს წინასწარ აღკვეთონ. ისინი ეხმარებიან მათ, ვინც რჩევას ეძებს, – ამიტომაც ასეთი ადამიანები ძალიან უყვართ. ფლობენ შეუდარებელ, შესაშურ ეროტიულ, იდუმალ და ეგზოტიკურ სხივოსნობას. შეუძლიათ საკუთარი თავის შეთავაზება. ინსტიქტურად შეუძლიათ სხვების გაბაიბურება. ხშირად უყვართ მცირე წინააღმდეგობრიობის ხაზით სიარული. ხშირად, მფლანგველებიც არიან. სახლში ძვირფასი ავეჯი, ხელოვნების ნიმუშები აქვთ. ფლობენ კარგ გემოვნებას, განსაკუთრებით _ სამკაულების მიმართ. შეუძლიათ ოქროსთან და ძვირფას ქვებთან მოქცევა. იციან, რა არის ძვირფასეულობა.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top