მზე – მერწყული, მთვარე – ვერძი
ფლობთ სწრაფ, ენერგიულ და ფართო გაქანების ტვინს. არაჩვეულებრივად იაზრებთ თქვენი ინტელექტის ძალას და ძალიან კრიტიკული ხართ სხვების მიმართ. სხვებზე უპირატესობის გრძნობას, ამიტომ მოერიდეთ იყოთ თვითკმაყოფილი, რადგან ადამიანებს ეს არ უყვართ. საგნებს შეისწავლით მკვლევარის ცივი გონებით, გაკლიათ ემოციურობა. სხვებისგან განცალკევებით დგახართ, მაგრამ ამავდროულად მიისწრაფით იმისკენ, რომ ადამიანები ყურს უგდებდნენ თქვენს აზრს. თქვენი განსჯა გამოირჩევა სიზუსტით და სიფხიზლით, გააზრებული და ჩამოყალიბებულია. თუმცა თქვენი შესაძლებლობები უაზროდ იქნება გაფანტული, სანამ არ გააანალიზებთ, რომ შეუძლებელია მოსიარულე ენციკლოპედია იყოთ.
მოთხოვნილება გაქვთ საზოგადოებრივი სამუშაოებისა და ადამიანებთან ურთიერთობისადმი. თუ შეწყვეტთ ასეთ ქედმაღალ ადამიანად ყოფნას და გარშემომყოფებს დაანახებთ, რომ გჭირდებათ მათი სიმპატია, უფრო თბილი დამოკიდებულება ექნებათ და შეძლებთ საზოგადოებაში წარმატების მოპოვებას. გჭირდებათ სიყვარული და მიჯაჭვულობა, მაგრამ სიცივე და განზე ყოფნა, რომელიც მთელ თქვენ არსს აწვება, ისახება ამ ყველაფრის გამოხატვის მანერაში, ამიტომ ჩანხართ იმაზე გულცივი, ვიდრე ხართ სინამდვილეში.
მზე – მერწყული, მთვარე – კურო
თქვენი ემოციური და ინტელექტუალური მხარეები არაჩვეულებრივად ავსებენ ერთმანეთს. არაჩვეულებრივად გაქვთ ტვინი მოწყობილი, ყოველთვის ცდილობთ საქმის არსს ბოლომდე ჩაწვდეთ. გაქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ ძლიერი ხელმძღვანელი გახდეთ, ერთადერთი რაც გაკლიათ–ამის სურვილია. ცდილობთ სულიერი თვისებები განავითაროთ და არა ის თვისებები, რომლებიც ხელს შეგიწყობენ პუბლიკაში სიმპათია გამოიწვიოთ. არ გინდათ არც ასწავლოთ, არც იბატონოთ, ცხოვრობთ და სხვებსაც აცდით ცხოვრებას (სანამ ცუდად არ შეგეხებიან). ამის გამო თითქოს საზოგადოებისგან განცალკევებით დგახართ და სნობის ელფერი დაგკრავთ. ადამიანებს აფასებთ არა მატერიალურ–სოციალური კუთხით, არამედ იმით, რამდენად საინტერესოები არიან თქვენთვის. თუ არ გაინტერესებთ ისინი–არ შედიხართ ურთიერთობაში.
ერთდროულად შეიძლება ბევრი ადამიანი შეგიყვარდეთ, მაგრამ ერთგულები და პასუხისმგებლოგის გრძნობით ხართ სავსე. ეს უფრო მეტად გაჩერებთ ვიდრე მოლაპარაკებები/კანონები, რომლებსაც გულის სიღრმეში ვერ იტანთ, მაგრამ საქმეზე იშვიათად არღვევთ. სიმშვიდე და ჰარმონია გიყვართ და ცდილობთ ტაქტის გამოყენებით ჩხუბი აიცილოთ თავიდან (სულ ვიძახი, სხვები მეჩხუბებიან და შემოდიან კამათში, მე უბრალოდ ჯანსაღად ვსაუბრობ–მეთქი). როგორც წესი თქვენსას ყოველთვის აღწევთ ჯიუტად, მაგრამ მშვიდობიანი ხერხებით: მგლებიც დანაყრებულები იყვნენ და ცხვრებიც უსაფრთხოდ. ახალგაზრდობაში ეს ჩანს როგორც სიჯიუტე, ასაკთან ერთად გადადის მიზანდასახულობაში. შეგიძლიათ მოცდა და აანალიზებთ ძალადობრივი ხერხების უშედეგობას. ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი ხართ, მაგრამ უკანასკნელ პერანგს სხვას არ მისცემთ.
მზე – მერწყული, მთვარე – ტყუპები
რომანტიკულები ხართ, თუ ამ თვისების რეალიზებას ხელოვნების სფეროში ვერ მოახდენთ ან ვერ გადალახავთ, ემოციები თავიდან ბოლომდე გშთანთქავთ. თქვენი იდეალიზმი შერწყმულია კრიტიკულობასთან და იმედგაცრუება, როცა ადამიანები ისეთი რომანტიკულები არ აღმოჩნდებიან, როგორც გეგონათ. რომანებში თავით ხტებით. გამოძრავებთ ყველაზე გულწრფელი გრძნობები. საკმარისია ეჭვი შეგეპაროთ ამ ამაღლებულ განცდებში, ეგრევე უკან იხევთ.
ყველაფრის გადაჭარბება გიყვართ და თქვენს ისტორიებს შელამაზებულად ყვებით. თქვენი საყვარელი ადამიანი ყველაზე საუკეთესოა მსოფლიოში და როცა ის თქვენი ცხოვრებიდან ქრება, მაინც აგრძელებთ ამ იდეალზე ჩაბღაუჭებას და გამართლებას უძებნით თქვენს წასვლას. გჯერათ, რომ ჭეშმარიტ სიყვარულს დრამატული დასასრული უნდა ჰქონდეს და თქვენს მაგალითზეც ასეა.
სწრაფი, ინტუიციური და ზედაპირული გონება გაქვთ. გჯერათ, რომ სჯობს იცოდე ყველაფერზე ცოტ – ცოტა, ვიდრე კონკრეტულ საკითხში ერკვეოდე ბოლომდე. ასეთმა მიდგომამ კარიერაში, განსაკუთრებით ბიზნესში, შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ. ყველაფერი სწრაფად გბეზრდებათ და თუ წარმატებული არ ხართ, სამსახურს ხშირ–ხშირად იცვლით. ასევეა სიყვარულშიც. მამაკაცისთვის უფრო რთულია ეს მდებარეობა, რადგან გადაჭარბებული რომანტიზმი ხდის არასანდოს, გადაწყვეტილებების მიღების უუნაროს და სამყაროს მიმართ, თავისი უსუსურობის გრძნობა უჩნდება. გადალახეთ აქეთ–იქით ხტომიალი პირად ცხოვრებაში და სამსახურეობრივ სფეროში. თქვენი ინდივიდუალიზმი და მრავალფეროვნება დიდი ღირსება იქნება, როცა გადაწყვეტთ რა გსურთ ცხოვრებაში.
მზე – მერწყული, მთვარე – კირჩხიბი
კონტაქტური ხართ, გჭირდებათ მეგობრული ურთიერთობები. ძალიან ფაქიზი ხართ, როგორც საკუთარი ასევე სხვა ადამიანების ემოციებთან და გრძნობებთან მიმართებაში. უცნაურად შეიგრძნობთ ადამიანებ, რის გამოც ისინი დიდი სიმპატიით არიან განწყობილი. ნებისმიერ სოციალურ ჯგუფებთან გულწრფელად ურთიერთობთ, მაშინაც თუ დახვეწილი წრიდან ხართ, რადგან თქვენი ჭეშმარიტად დემოკრატიული ნატურის დამალვა შეუძლებელია.
მოსამსახურეებს და ქვეშევრდომებს უყვარხართ და ბევრს აკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიყვარული დაიმსახუროთ. ეს თვისება მნიშვნელოვანი კომერციული ღირებულებაა: თქვენ შეგიძლიათ იყოთ ის ვინც ხართ და ამავდროულად ადამიანები დადებითად განაწყოთ და „აიძულოთ“ გადაგიხადონ. ამიტომ ფართო საზოგადოებაში დიდი წარმატებით სარგებლობთ, საქმიანობთ პოლიტიკაში, ბიზნესში თუ ხელოვნების სფეროებში. დელიკატური, ტაქტიანი ადამიანი ხართ, სხვებს ყოველთვის უწევთ ანგარიშს. ინტუიცია კარგად გადგებათ ტაქტიკაში. თქვენი იდეები შესაძლოა უტოპიური იყოს.
უფრო ზუსტი ხართ გრძნობებში, ვიდრე იდეებში. ხელოვნებაში საქმიანობის ნაყოფი მიმართულია უფრო გრძნობებისკენ, ვიდრე ადამიანების აზრებისკენ. ეს არ ნიშნავს, რომ სუსტი გონება გაქვთ, აზროვნებაში სწრაფი და მიხვედრილი ხართ, უბრალოდ ემოციები უფრო მაღლა დგას ვიდრე გონება და ამ ემოციებს მიყავხართ იქ, სადაც არასდროს აღმოჩნდებოდით, ტვინით რომ გეხელმძღვანელათ. რომანტიკოსი ხართ და განურჩევლად იმისა, როგორი ცხოვრების წესს მიყვებით, სული თავგადასავლების სურვილით გაქვთ სავსე და ნებისმიერ საქმიანობაში ვლინდება.
მზე – მერწყული, მთვარე – ლომი
თქვენს ცნობიერში ინტელექტსა და ემოციებს შორის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს. ინტელექტუალური წყობის ადამიანი ხართ, აქტიურ წარმოსახვას ფლობთ, რომელიც მოქმედებს აზროვნების პროცესზე. გახასიათებთ მერყეობა მეცნიერულ და თეორიულ (გამოუცდელ/დაუდასტურებელ) აზრებს შორის. რაც შეეხება ადამიანებს, თქვენი ექსპანსიური და ვნებიანი ნატურის გაცურებას შეძლებს ყველა, ვინც სხვადასხვა მეთოდით ითამაშებს სიყვარულის და მიჯაჭვულობის თქვენს მოთხოვნილებაზე ან ილუზიას შეგიქმნით, თითქოს ესაჭიროება ეგ თვისებები. იდეალისტი, რომანტიკოსი და ხათრიანი ხართ, ადვილად იხიბლებით, ადამიანებს უშვებთ თქვენს სულში და ყოველთვის უძებნით ამ საქციელს გამართლებას, მაშინაც თუ თქვენი სიყვარულის ღირსნი არ აღმოჩნდებიან.
ამაყი, თვითდაჯერებული და დამოუკიდებელი ხართ. თუ ადამიანზე კარგი შთაბეჭდილება ჩამოგიყალიბდათ, არ გიყვართ აზრის შეცვლა. ამიტომ სიყვარულსა და მეგობრობაში თვალს ხუჭავთ ბევრ რამეზე და დიდხანს ინარჩუნებთ ურთიერთობას. თუმცა თუ პირდაპირ შელახავენ თქვენს ღირსებას მომენტალურად და სამუდამოდ წყვეტთ ურთიერთობას.
არტისტული ხართ. ჯ(ჟ)ინიანი, მაგრამ თუ მყარად დგახართ მიწაზე და არ დაფრინავთ ღრუბლებში.
მზე – მერწყული, მთვარე – ქალწული
გონების ძალა და უნარი გვერდით გადადოთ პირადი სიმპატიები და ანტიპატიები – თქვენი ყველაზე დიდი ღირსება, თქვენი განსჯები გამოირჩევა საღი აზრით, რადგან გაქვთ უნარი მკაცრი კრიტიკული ანალიზის, ამავდროულად გაქვთ უნარი მოთოკოთ ემოციები. თუ კარგი განათლება გაქვთ, დიდ წარმატებას მიაღწევთ ინტელექტუალურ, ხელოვნების ან ფილოსოფიის სფეროებში. მჭერმეტყველი ხართ, ადვილად დაამტკიცებთ, რომ შავი – თეთრია და თეთრი–შავი. კამათში საშიში ხართ, პირად ურთიერთობაშიც კი საქმეში შეგყავთ კამათის და ლოგიკური განსჯის უნარი.
ზეპირი და დაბეჭდილი სიტყვის ძალის გწამთ. იგონებთ მიზეზებს თქვენი ემოციების და მიჯაჭვულობის გასამართლებლად და მოელით, რომ სხვებიც ასე მოიქცევიან. წაგება არ შეგიძლიათ და ძალიან გწყინთ, როცა ადამიანები არ გეთანხმებიან. მიგაჩნიათ, რომ ვისაც უყვარხართ უნდა დაგეთანხმონ, ვინც გეთანხმებიან, უნდა უყვარდეთ მათ. რადგან სხვა ადამიანები ასეთ ლოგიკას არ აღიარებენ, თავს მარტოსულად გრძნობთ. ეს პლანეტარული მდებარეობა გიბიძგებთ საკუთარი თავის სიბრალულისკენ. საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად აღიქვამთ და სხვებისგან თუ იმავეს არ იღებთ გულნატკები რჩებით.
განდეგილის პოზიციას ყველაფერში რაც დაკავშირებულია სიყვარუთან, თქვენთვის იმედგაცრუება მოაქვს, იმის მიუხედავად რომ ახლო ურთიერთობების მოთხოვნილება გაქვთ, არ გამოხატავთ პირდაპირ. მგრძნობიარე ხართ და მძიმედ გადაგაქვთ უარი, იქმნით ილუზიას, თითქოს გაგრიყეს, სინამდვილეში ასე არ არის. ამაყი ხართ, ამიტომ თვითკმაყოფილის შთაბეჭდილებას ტოვებთ, არც ეს არის ასე…
მზე – მერწყული, მთვარე – სასწორი
უაღრესად აქტიური და რომანტიკული პიროვნება ხართ, გიყვართ საზოგადოებასთან ურთიერთობა. სიყვარულში ხშირად განიცდით ცვალებადობას. ძალიან მტკივნეულად აღიქვამთ ორპირობას და ღალატს საყვარელი ადამიანებისგან. მიჯაჭვულობა გახასიათებთ ძალიან შეუფერებელი ადამიანების მიმართ და შემდეგ გიკვირთ, როცა ისინი გტოვებენ. მეორეს მხრივ, არც თქვნ ხართ საჩუქარი – ადამიანი, რომელსაც უყვარს მანამდე, სანამ ის უყვართ და სწრაფად იღლება ამით.
შთაბეჭდილებას ტოვებთ, თითქოს ერთგულების განსახიერება ხართ, მაგრამ პირველივე მოხერხებულ შემთხვევაში პოულობთ გაქცევის მიზეზს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იყოთ ერთგული, მაგრამ ძალიან, ძააალიან, თქვენებურად. მომხიბვლელი, ნათელი და მიმზიდველი პიროვნება ხართ. გულწრფელობა გახასიათებთ და ქორწინების დიდი მოთხოვნილება გაქვთ.
ადამიანების გესმით, კარგად ხედავთ მათ ნაკლებს და ითმენთ, დიდ თანაგრძნობას იჩენთ. სანდო პიროვნება ხართ. თქვენგან კარგი მსახიობი დადგება, ამ საქმეში კარგად გამოავლენთ იდეალიზმს (რაც თქვენი ნატურის მნიშვნელოვანი ნაწილია). ასევე წარმატებული იქნებით ბიზნესში: კარგი გამყიდველი ხართ, ადამიანების დაყოლიების უნარს ფლობთ, მიმწოლი, მაგრამ არა შემაწუხებელი. იცით, როგორ მიაწოდოთ საკუთარი თავი და თქვენი შრომის პროდუქტი სარფიანად “გაასაღოთ”. სამწუხაროდ მიზანსწრაფულობა გაკლიათ და თუ პირველ ჯერზე არ გამოგივიდათ საქმე, მიაგდებთ და სხვა რამეზე გადაერთვებით.
მზე – მერწყული, მთვარე – მორიელი
თქვენი კარგი აზრი საკუთარ თავზე – თქვენი გზის მაჩვენებელი ვარსკვლავია. ვერავინ იქნება თქვენთვის ისე ერთგული, როგორც თქვენივე თავი და თქვენი ამბიციები. ძალიან სუბიექტური მიდგომა გაქვთ ცხოვრების მიმართ და ეს თქვენს ყველაზე ობიექტურ მსჯელობებშიც კი იგრძნობა, ასევე ისიც, თუ რამდენად მკვეთრად აცნობიერებთ საკუთარი პიროვნების მნიშვნელოვანებას. სანაცნობო წრეში ძალიან შესამჩნევი პიროვნება ხართ და გავლენას ახდენთ ყველაფერზე, რასაც ეხებით (კარგ გავლენას თუ ცუდს, უკვე სხვა საკითხია). ბრწყინვალე გონებას ფლობთ, მიზიდულობას და ენერგიას, გაქვთ უნარი ადამიანები საკუთარ მნიშვნელოვანობაში დაარწმუნოთ.
თქვენი მომხიბვლელობა გარშემომყოფებს თქვენს უცოდვილობასა და დაუმარცხებლობაში არწმუნებს, მაგრამ ამ მომხიბვლელობას პიროვნული ხასიათი აქვს და დამოკიდებულია თქვენს შინაგან ენერგიაზე, საკმარისია მოდუნდეთ და ის ქრება. თქვენ იცით ამის შესახებ და არ ცდილობთ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას, როცა ფორმაში არ ხართ. ადამიანებს ხიბლავთ თქვენი პიროვნება და არა საქციელი და მაშინ როცა დაცვა გესაჭიროებათ, არც ისე ბევრი ადამიანი დაგიდგებათ გვერდში. პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ ცხოვრებაზე და თვითონ აშენებთ მას. არაფერი გეძლევათ უფასოდ. თუ შეძლებთ თქვენი აზრები და გრძნობები მოაცილოთ ყველაფრის მშთანთქმელი “მე”-დან, მაშინ გაცილებით ობიექტურად შეაფასებთ სამყაროს და ეგ გარანტიას მოგცემთ გქონდეთ გაცილებით ძლიერ ცხოვრებისეული საყრდენი.
მაგრამ თქვენ მიდრეკილი ხართ ცხოვრება საკუთარი ცხოვრებისეულ ძალაზე დაყრდნობით ააწყოთ, და უფრო დაიბყრობთ, ვიდრე მოიპოვებთ აღიარებას და სიყვარულს. შედეგად, როცა უკვე აღარ შეგეძლებათ მოითხოვოთ, აღმოჩნდება, რომ ეს არ არის სანდო ხერხი. ღრმა და ძლიერი პიროვნება ხართ, მაგრამ თქვენი ეგოცენტრიზმის გამო, ჩანხართ ზედაპირული. თუ არ ფლობთ საკმარის ენერგიასა და მიზანსწრაფულობას აღიარების მოსაპოვებლად, თქვენში შესაძლოა ინერტულობა გამოვლინდეს.
მზე – მერწყული, მთვარე – მშვილდოსანი
დამოუკიდებლობა შეხედულებებსა და ქმედებებში, აზრებსა და სიტყვებში – აი თქვენი კრედო. თქვენ ინტელექტუალი ხართ, გაქვთ უნარი თქვენს ემოციურ და მგზნებარე ნატურას კონცენტრირება გაუკეთოთ ინტელექტუალურ კონცეფციებზე და მიუახლოვოთ ობიექტურობის ფილოსოფიურ იდეალს. ეს არ არის თქვენი ცხოვრების დასაწყისში, როცა თქვენში ემოციები დუღს და არის საშიშროება მთლიანად დათრგუნოს თქვენი პიროვნება. ფართო შეხედულებებს ფლობთ და ბოლომდე რჩებით საკუთარ აზრზე, ინტელექტუალურ საკითხებში უკომპრომისო გულწრფელობა გახასიათებთ.
თქვენი ინტერესების დიდმა დიაპაზონმა, შესაძლოა, არაპრაქტიკულ და ღრუბლებში მოფარფატე ადამიანად გაქციოთ. ბუნებით მმართველი ხართ და დიდხანს ვერ აიტანთ დაბლა მდგარ პოზიციებს. კარიერაში წინ წაიწევთ შრომისმოყვარეობით, სინდისიერებით, გულწრფელობით და მიხვედრილობით. გამოთქმებში არ გახასიათებთ მორიდებულობა. შეეცადეთ მოარჯულოთ მიდრეკილება გადაჭარბებული დამოუკიდებლობისადმი, ისწავლოთ ადამიანებთან თანაცხოვრება და აღიქვათ სამყარო, ისეთად, როგორიც სინამდვილეშია. შეეცადეთ ადამიანებთან კომპრომისებზე წასვლა ისწავლოთ.
გიყვართ ხელოვნება და ლიტერატურა, აფასებთ ყველაფერ მშვენიერს. ჯონ კიტსის სიტყვები: “სილამაზე – სიმართლეა და სიმართლე – სილამაზე” ძალიან ახლოა თქვენთვის. ამასთან მეტ სიამოვნებას განიჭებთ გეომეტრიული ფიგურების და ლოგიკური კავშირების სილამაზე და არა მხატვრული სახის მგრძნობიარე აღქმა. რაც შეეხება ემოციებს, ამ მდებარეობის ადამიანებს ახასიათებთ მგზნებარე სასიყვარული რომანები და არის ალბათობა ერთზე მეტი ქორწინებისა. სიბერემდე შეინარჩუნებთ მაგნეტიზმს, თითქოს უკვდავების და მარადიული ახალგაზრდობის წყაროდან სვამთ. თქვენი ხასიათის და ძალაუფლების მქონე მეგობრების წყალობით, ცხოვრებაში იღბლიანი იქნებით.
მზე – მერწყული, მთვარე – თხის რქა
ასპროცენტიანი ამერიკელი ხართ, დაწესებული კანონების და საზოგადოებრივი წესრიგის მომხრე, გაქანებული ინდივიდუალისტი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ მდებარეობით ძალიან ბევრი გამოჩენილი ამერიკელია დაბადებული, ვიდრე სხვა მზე-მთვარის კომბინაციით. ეს მდებარეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განსაკუთრებით, პოლიტიკაში, ძალიან დიდ წარმატებას მოგიტანთ, ასევე ნებისმიერ საქმიანობაში რაც დაკავშირებულია ემერიკელ პუბლიკასთან. გაქვთ უნარი ავტომატურად მიიბყროთ გარშემომყოფთა ყურადღება, რადგან თქვენში არის როგორც სითბო და ადამიანურობა ასევე მყარი კავშირი ფაქტებისადმი – თითქოს ეს კომბინაცია სპეციალურად იმისთვისაა გათვლილი, რომ ადამიანების სიმპათია მოიპოვოთ.
ასე რომ, იქნებით თქვენ პრეზიდენტი (ლინკოლნი), გამომგონებელი (ედისონი), მსახიობი (კეტრინ კორნელი), კრიტიკოსი (ჯორჯ ჯენ ნატანი), პოეტი (უილიამ ელერი, ლეონარდ და იულიამ როუზ ბენეტი) ან რომანისტი (დოროტი კენფილდ ფიშერი) ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი საქმე ატარებს ექსკლუზიურობას და დაკავშირებულია ფართო პუბლიკასთან. თვისებები, რომლებიც წარმატების გარანტიას გაძლევენ – კარგი ფანტაზია, გამჭრიახობა, სიმამაცე, საკუთარი თავის რწმენა და მიზნის კეთილშობილება, რომელიც ყველა თქვენი საქმიანობის საფუძველია და რომლის შესახებაც არასდროს ივიწყებთ. ამბიციები მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაგრამ ღირსება უფრო მნიშვნელოვანია. და თუ საქმე არჩევაზე მიდგება, გასწირავთ ამბიციებს, მაგრამ არასდროს – ღირსებას.
ზუსტად თქვენი ნატურის ეს სიჯანსაღე იზიდავს გარშემომყოფებს. ამასთან გაცილებით კეთილი, გულთბილი, მოლაპარაკე, მკვეთრი ადამიანები, ვიდრე ხართ თქვენ, – ითვლებიან უბრალოდ არც ისე ცუდებად; თქვენ კი, თქვენი სიმკაცრით, სიამაყით, თქვენი სერიოზული განსჯებით იმაზე, რა არის კარგი და რა ცუდი – უყვართ გაცილებით მეტად. არავის შურს თქვენი წარმატების: ადამიანები აღიარებენ, რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ, იმიტომ რომ ქმნიდით თქვენი ხელებით და არასდროს უარყოფდით სიმართლეს და თქვენს შეხედულებებს. ნებისმიერ საზოგადოებრივ წყობაში თქვენ ყველას მიერ პატივცემული და საყვარელი პიროვნება იქნებით, რადგან გაქვთ უნარი ხელში აიღოთ მართვის სადავეები და ღირსებით ატაროთ. ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი ჩაიფიქროს და რეალიზებაში მოიყვანოს სერიუზული და მასშტაბური პროექტები და დარჩეს ასეთივე მთელ პიროვნებად, გულგრილი აპლოდისმენტების მიმართ, მაშინაც კი როცა ავა წარმატების და აღიარების სიმაღლეზე.
მზე მერწყული, მთვარე მერწყული
მოთხოვნილება გაქვთ მეცნიერებით დაკავდეთ. ანალიტიკოსი, ორგანიზატორი ხართ, განუწყვეტლივ ეძებთ ინფორმაციას და ახალ ცოდნას, განსაკუთრებით ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში. თქვენი გონება უფრო კრიტიკულობისკენაა მიდრეკლი, ვიდრე ხელოვნებისკენ (ეს კარგად ვერ ვთარგმნე, იგულისხმება, რომ კრიტიკული წყობის ტვინი გაქვს). ადვილად გიყვარდებათ და რომანტიკული ხართ, მაგრამ სიყვარულში მიდრეკილება გაქვთ განვრცობებისკენ და თეორიულობისკენ, რის გამოც სიყვარულში უფრო პლატონური ხართ, ვიდრე ნამდვილი საყვარელი. თუ ვენერა მერწყულში გაქვთ იდეალისტი და რომანტიკოსი ხართ.
თუ თევზებში – თქვენი გამოყენება ძალიან ადვილია. თუ თხის რქაში-შეგიძლიათ იზრუნოთ საკუთარ თავზე, სიყვარულსა და ფულს შორის არჩევანში გარკვეულ კომპრომისებზე წახვალთ. იზიარებთ ამ ფრაზას: “უნდა დაქორწინდეთ სიყვარულით, მაგრამ იმის შეყვარება, ვისაც ფული აქვს, გაცილებით ადვილია”. ადამიანების მიმართ კარგად ხართ განწყობილი, მაგრამ ამორჩევითობა მაინც გახასიათებთ, დახვეწილ გემოვნებას ფლობთ და ბედს არ დაუკავშირებთ ადამიანს, რომელიც სოციალური საფეხურით თქვენზე დაბლა დგას.
ძალიან გიყვართ კითხვა და სწავლა. ხანდახან გიყვართ განმარტოება, მაგრამ შიგადაშიგ ეძებთ ადამიანების კომპანიას და ამ დროს ნებისმიერი შეჯგუფება გირჩევნიათ მარტოობას.
გარშემო ძალიან უცნაური სუბიექტები გყავთ, მათ შორის შესაძლოა უსახლკაროებიც და მათხოვრებიც გამოერიონ, რომლებიც მაინც გიზიდავენ რაღაცით, მიუხედავად თქვენი სნობიზმისა.
მზე – მერწყული, მთვარე – თევზები
ინტიუციური ხართ, მიდრეკილი მისტიკისადმი. ეყრდნობით თქვენს მიხვედრილობას და ინტიუციურ გამონათებებს და თქვენი აზროვნების სისწრაფეს კი შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით წაგიყვანოთ – სიმართლისკენ ან შეცდომისკენ. გრძნობთ პოეზიას, როგორც მეცნიერებას და პოულობთ პოეზიას მეცნიერებაში. რეალურის და აბსტრაქტულის ერთობა, ნამდვილის და წარმოსახვითის, მისტიკურის და მიწიერის, საშუალებას გაძლევთ ცოდნის უამრავ სფეროში გაერკვეთ. გესაჭიროებათ კარგი განათლება, ლოგიკური აზროვნების განვითარება და პატივისცემა სიზუსტეებისა და ფაქტების მიმართ.
ასეთი ინტელექტუალური მომზადების გარეშე, შეგიძლიათ იქცეთ უმაღლესი დონის ფანტაზიორად, მედიუმად ან ნათელმხილველად, რომელსაც სჯერა მოჩვენებების, ელფების და ფერიების. ნებისმიერ შემთხვევაში ცხოვრებაში მაინც აღგაფრთოვანებთ ის რაც ცოდნის მიღმაა, იდუმალი და უცნაური. ის, რაც გაიძულებთ მიყვენთ უცნაურ ცრუმორწმუნეობას ერთ საკითხში და ამ დროს გამოიჩინოთ სრული ლოგიკურობა და რაციონალურობა მეორეში. არ არის ადვილი თქვენს პირად ცხოვრებაში შეღწევა. შეიძლება გქონდეთ განდიდების მანია ან თვალთვალის, დაიჯეროთ ჯადოქრების და კუდიანების, ალქიმიის ან იმის, რომ დედამიწა ბრტყელია.
ყველაფერში რასაც აკეთებთ და გჯერათ, ერთმანეთში გადაჯაჭვულია რეალური და ირაციონალური, მაგრამ თქვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გაქვთ რეალობასთან, იმისთვის, რომ ამ უცნაურობებს რამე ცუდი შედეგი მოყვეს, ისინი მხოლოდ მატებენ კოლორიტს და იდუმალებას თქვენს პიროვნებას. სიყვარულში იდეალისტი ხართ, ერთგული და მგრძნობიარე, ადვილად ტყუვდებით და უფრო გეწყინებათ, ვიდრე გაბრაზდებით, თუ გაგასულელებენ.
ავტორი: თათა გოგუა