ნათალური მზე X სახლში

ნათალური მზე X სახლში

პასუხისმგებლობა

ეს ადამიანი საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების დაჟინებულ მოთხოვნას განიცდის, ამიტომ, ადრე თუ გვიან, ფართო მასებისთვის ცნობილი და საკმაოდ წარმატებული პიროვნება ხდება. საერთოდ, მათ ნებისმიერ პროფესიაში და ნებისმიერ პოსტზე შეუძლიათ წარმატების მიღწევა, რადგან ყოველთვის წინ და მაღლა ისწრაფვიან. ძალიან საზრიანები და მოხერხებულნი არიან მიზნის მიღწევის საკითხებში.

მართალია, ყოველთვის სხვების დასანახად არ შრომობენ, მაგრამ კოლეგებისა და თანამშრომლების წრეში უმეტესად ხელმძღვანელის ფუნქციებს ასრულებენ. მიილტვიან პოლიტიკური მოღვაწეობისკენ, რადგან მათში ძალაუფლების სიყვარული თანაბრად არის შეხამებული ამბიციურობასთან. არასოდეს რჩებიან შეუმჩნველნი. ხანდახან ფიცხი და თავხედი ხასიათით გამორჩევიან. თუმცა თითქმის ყოველთვის დიდსულოვანი და ღირსეული ბუნების ხალხია. სავსენი არიან პატივმოყვარე ზრახვებით, დაიკავონ საპასუხისმგებლო პოსტი. აქტიურად ესწრაფვიან დიდებასა და აღიარებას. უმეტესად სახელმწიფო პოსტების დაკავებისკენ ილტვიან, თუმცა კარგი შანსები აქვთ საკუთარი ბიზნესის წარმოებისთვის. გავლენა, სტატუსი, ტიტული და ავტორიტეტი X სახლის მთავარი თემებია. კარგად აქვთ გააზრებული, რომ მათი ვალია სხვისთვის მისაბაძი მაგალითი გახდნენ.

არც ისე იშვიათად ცნობილი და გავლენიანი ოჯახების შთამომავლები არიან. მართალია, ყოველთვის კარგ გარემოცვაში იმყოფებიან და მშობლებისა თუ სხვა ძლიერთა ამა ქვეყნისათა მფარველობით სარგებლობენ, მაგრამ ძალიან დამოუკიდებელი ხასიათი აქვთ. თავადაც სიამოვნებით უწევენ მფარველობას სხვა ადამიანებს. გამოირჩევიან დღეგრძელობით.

ენერგიის არასწორი გამოყენება აქვეითებს ადამიანის სინდისს, ავითარებს ძალაუფლების სიყვარულს, განაპირობებს დიქტატორული თვისებების გააქტიურებას, გადაჭარბებულ სიამაყესა და უზომო თავნებობას, რაც გამოიწვევს მოქიშპეთა მხრიდან უკუქმედებას და ბევრ უსიამოვნო ცვლილებას მათ ბედისწერაში. კარგად უნდა ახსოვდეთ, რომ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას და მით უმეტეს მათ შემთხვევაში, როდესაც უღირსს საქციელს ხშირად მოჰყვება საჯარო შერცხვენა და კარიერული კრახი.

პაველ გლობა

+ დიდი სურვილი აქვს გამოირჩეოდეს. ძლიერი ნება გამარჯვებისკენ. ორგანიზატორული უნარები. ადამიანი ყველაფერს თავისი რესურსებით აღწევს. ეს მდებარეობა ხელს უწყობს დიდებასა და აღიარებას, სულიერ ამაღლებას. შეუპოვრად მიიწევს მიზნისკენ და შეუძლია მისი მიღწევა, მნიშვნელოვნად გამდიდრების თანხლებით.

ადამიანი მოწყვეტილია ფესვებს. საკუთარ ძალებს და უფლებამოსილებას აჭარბებს. შეიძლება აფეთქდეს, დაკარგოს ავტორიტეტი და ნიადაგი ფეხქვეშ. გადაჭარბებული დამოუკიდებლობა. არ სურს პროტექციით სარგებლობა, მფარველობის არარსებობა. ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ გამოირჩეოდეს. შეიძლება სწორედ ამას წამოკრას ფეხი და შედეგად დაკარგოს ძალები.

ფრენსის საკოიანი

პატივმოყვარე აზრებით, თავდაჯერებულობითა და გამარჯვებისკენ ძლიერი სწრაფვით გამოირჩვიან. თქვენ მზად ხართ, ბევრი იშრომოთ და მიიღოთ შებამისი ცოდნა ამისთვის. როგორც წესი, კარგი ორგანიზატორული უნარები გაქვთ. ძლიერ ზნეობრივი ცნობიერება: თქვენ მიდრეკილი ხართ უარყოთ ყველაფერი, რაც თქვენს ღირსებას, მორალურ სახებას და რეპუტაციას შელახავს.

თქვენთვის ძალზედ მნიშნველოვანია კარიერა, რეპუტაცია და როგორ აღგიქვამენ საზოგადოებაში. ძლიერი სურვილი გაქვთ გავლენით სარგებლობდეთ და თქვენი კვალი დატოვოთ ამ სამყაროში. თქვენ არ გაკმაყოფილებთ პირადი ინტერესების სფერო; თქვენი ამბიციები მიმართულია იმაზე, რომ გააკეთოთ რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი, რაც მასშტაბურ აღიარებას მოგიტანთ, შეიძლება სათანადოდ არ აფასებდეთ პიროვნულ და ადამიანის შინაგანი სამყაროს ფაქტორებს.

ავესალომ პადვოდნი: თუ სინდისი ვალდებულებას ეწინააღმდეგებაგადადექი

ეს პრემიერ მინისტრის და კარმის მონარქის მდებარეობაა; ადამიანის, რომელიც იმპერატიულ განკარგულებებს გასცემს მასზე მინდობილ იერარქიაში, რომელსაც, თავის მხრივ, უშუალოდ აბსოლუტისგან, უმაღლესი იერარქიისგან იღებს. საერთოდ, მზე ისედაც არ არის დემოკრატიული პლანეტა და მით უმეტეს, X სახლში მისი ზეწოლა განსაკუთრებით მწვავეა.

ამ მზის კარმულ ამოცანას, პირველ რიგში, დამორჩილებული იარარქიის გაცნობიერება წარმოადგენს. ადამიანს ასევე ევალება ისწავლოს ზემოდან მიღებული მითითებების გადაცემა უპიროვნებოდ და გასაგებად, რადგან ხელმძღვანელობა ყოველთვის სხვა ენაზე მეტყველებს. “უპიროვნებოდ” გულისხმობს არამხოლოდ პირადი გამორჩენისა და პირადი დამოკიდებულების გამორიცხვას, არამედ მთლიანად ქვეცნობიერის უმდაბლესი პროგრამების არარსებობას, რაც ყოველთვის ძლიერ ამახინჯებს ინფორმაციულ დინებებს.

მზის ამ სახლში მდებარეობის სირთულე იმით გამოიხატება, რომ ადამიანი, სურს მას ეს თუ არა, სულიერ მასწავლებელს წარმოადგენს გარშემომყოფთათვის. ყოველ შემთხვევაში მაშინ მაინც, როდესაც მისი ნება ირთვება, რასაც ყველა როგორღაც გრძნობს. მისი მასწავლებლობის დონე შესაძლოა მდარე იყოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ყოველმხრივ ვერ ხედავს სიტუაციას და ასევე არ სურს ან არ შეუძლია პიროვნების ჩართვის გარეშე მოეკიდოს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

დამუშავება აქ რთულია და პირველ რიგში იმ ძალის გაცნობიერებით ხდება, რომელიც ადამიანისგან მოდის: თავიდან გარეგნულად, შემდეგ კი მისი სულიერი წარმომავლობის და დანიშნულების გააზრებით.

დაბალ დონეზე, მასში მკაფიოდ შეიმჩნევა ბრძანებითი ინტონაციები, რაც განსაკუთრებით მძაფრდება, როგორც კი მინიმალურ ხელმძღვანელ პოსტს დაიკავებს და ადმინისტრაციულ ძალაუფლებას მიიღებს, რომლის ტრანსლაციას საოცარი წარმატებით ახორციელებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ძლიერი პიროვნება არ არის. ის იერარქიის ბრწყინვალე მუშაკია. მხოლოდ სწორად უნდა იპოვოს თავისი ადგილი. შემდეგ ბედი თავისით წარმართავს მას ერთი ხელმძღვანელი სავარძლიდან მეორეში.

ეს ადამიანი დიდი პატივისცემით (მზის დაზიანებისას, დიდი ზიზღით) ეკიდება ნებისმიერ მსხვილ ხელმძღვანელს, რადგან კარგად გრძნობს იერარქიას. ხელქვეითებს აღიქვამს, როგორც დამჯერ შემსრულებლებს, თუმცა აქ უპიროვნებო დამოკიდებულება ხშირად გადასდის გულგრილობაში.

დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის არჩევნებს. განსანკუთრებით იმპერატიულ არჩევანს, რადგან ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ის კარმის კონკრეტული ნების წინამძღოლია და უშუალოდ აყალიბებს კარმულ პროგრამებს საკუთარ თავსა და სხვებში. მიუხედავად ამისა, დაბალ დონეზე, ეს გრძნობა დაჟინებით აღმოიფხვრება. ამის ნაცვლად, ადამიანი შეიძლება უამრავ დაუფიქრებელ რჩევებს იძლეოდეს, რომელიც გარშემომყოფებში იმაზე მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს, ვიდრე  ვარაუდობს.

ნების თავისუფლება მას სჭირდება სიტუაციის ხედვის შესაბამისად: თუ ხედვა არ არის, მას (თავისუფალ ნებას) უკუჩვენება აქვს და ადამიანი მთელი ძალით ცდილობს გარშემომყოფთაგან ვინმეს გადასცეს არჩევანი (და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც).

ბორის იზრაიტელი

 ობიექტური ცნობიერება. ადამიანს ძალუძს გააცნობიეროს საკუთარი მისია. კარგად გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას. ლიდერის როლი აქვს საზოგადოებაში. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა თავად პროფესიას, გაცილებით მნიშნველოვანია, რომ ეს პროფესია პრესტიჟული და პატივსაცემი იყოს. ადამიანი მაღლდება საკუთარ გარემოცვაზე. კარგი ურთიერთობა აქვს ძლიერებთან ამა ქვეყნისა. ბუნებრივი სოციალური წინსვლა. თუ მზე დაზიანებულია, გადაჭარბებული ამბიციები.

მამის როლი დიდია. ხანდახან, ქალის რუკაში, X სახლის მზე არა საკუთარ, არამედ მამის ან ქმრის წარმატებას აჩვენებს.

ბილ ჰერბსთი  

კოლექტიური პასუხისმგებლობა. სასიცოცხლო ენერგიები  საკუთარი ცხოვრების აზრის გაცნობიერების შედეგად შემოედინება, ხილულ სამყაროსა და კოლექტიურ კულტურაში. ეს „გურუს ცნობიერების“ მოქმედების სფეროა. ის შეიძლება იყოს ძალიან ღრმა ან შეუმჩნევლად დახვეწილი, მაგრამ ადამიანები ნებისმიერ შემთხვევაში გრძნობენ ძლევამოსილ ღვთაებრივ ძალას, რომელიც თქვენგან ტრანსლირდება. თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სრულად და კორექტულად გამოვლინოთ ეს ენერგია, რადგან თქვენ დედამიწაზე ისეთი მისიის განსახორციელებლად მოხვედით, რომელიც თავისი მასშტაბებით მნიშვნელოვნად აღემატება პირად ინტერესებს. ყოველთვის, როდესაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იღებთ, როდესაც სწორი მიმართულებით მოძრაობთ, თქვენ სასიცოცხლო ენერგიას შთანთქავთ. იმისათვის, რომ იცხოვროთ, თქვენ უნდა მოძებნოთ თქვენი ადგილი მზისქვეშეთში. ამოცანა_იპოვოთ თქვენი ნიშა, სადაც შეძლებთ საზოგადოებაში შეიტანოთ ისეთი წვლილი, რის საშულებასაც  თქვენი პოტენციალი მოგცემთ.

პროფესიული პატივმოყვარეობა. თქვენ შესაძლოა გამოიყურებოდეთ კონსერვატულად, ე.წ. ადამიან-პიჯაკად, ოფიციალურად და წინდახედულად ან შეიძლება სრულიად განსხვავებული ტიპის ადამიანი იყოთ, რომელიც მაღლდება ბრბოზე, რათა განამტკიცოს საკუთარი აზრი, თუმცა კონკრეტულ შესაძლებლობებს მთლიანი რუკის სხვა ფაქტორები განსაზღვრავს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში,თქვენ ძალიან მგძნობიარე ხართ ძალაუფლების მიმართ. თქვენ ცდილობთ ჩებღაუჭოთ იმდენ ძალაუფლებას, რამდენსაც შეძლებთ, მიუხედავად იმისა, გერგებათ ის თუ არა, მემკვიდრეობით მიიღეთ, ითხოვეთ თუ მიითვისეთ. თქვენი კარიერა სასიცოცხლო ენერგიით აღგავსებთ და ყოველთვის, როდესაც გსურთ თავი გაიმხნევოთ, ამ სურვილის ასრულების ყველაზე ბუნებრივი მეთოდი  პროფესიული საქმიანობით დაკავებაა. მზის სიმბოლიზმი გაცილებით ფართოა, რომ ზუსტად განისაზღვროს საქმიანობის სპეციფიური სახეობები. თუმცა ის მიუთითებს შემდეგზე: რითაც არ უნდა იყოთ დაკავებული, მოცემული საქმიანობა თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს და  დიდი ღირსებით აკეთოთ; თქვენ მოგეთხოვებათ მთელ სამყაროზე ზემოქმედება. ამოცანა_მოიპოვოთ რაც შეიძლება ფართო სოციალური პატივისცემა. გახსოვდეთ: იყავით ავტორიტეტული და არა ავტორიტარული!

მისიები და გზავნილები. თქვენი პირადი მიზანი და თქვენი მისია _ ერთიდაიგივეა, თუმცა შეიძლება თქვენ ვერც აღიქვამდეთ ასე. მზის ამ მდებარეობისას ყველაზე ხშირად ადამიანში შიდაკონფლიქტი იქმნება საკუთარი თავისთვის ცხოვრებასა და დიადი მისიისთვის მსახურებას შორის. ბუნებრივია, რომ თქვენ საკუთარ თავზე ხართ ფიქსირებული. შესაძლოა ღვთაებრიობის მსუბუქი კომპლექსიც გქონდეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს სხვებზე მნიშვნელოვან ფიგურად თვლით, მაგრამ თქვენ ძალიან ეგოცენტრული ხართ გზავნილების გადაცემისას. ეს გზავნილები თქვენ თვითონ ხართ. თქვენს ცხოვრებაზე დაკვირვებით, ჩვენ გვახსენდება, რამდენად მნიშნველოვანია ვიყოთ ღირსეულები, ვიხსენებთ პიროვნიული მთლიანობის მდგომარეობას. მზის ნიშანი და მისი ასპექტები მიუთითებენ იმ ტონალობაზე, რა ტიპის გზავნილები მოდის თქვენგან. ამიტომ,ზუსტი დიაგნოზისთვის, საჭიროა ყურადღებით გამოიკვლიოთ ეს ფაქტორები.

მშობელი გარეგანად მიჯაჭვულია ადამიანზე. თქვენი მამა აშკარა ან უფრო დახვეწილი ძალის განსახიერებაა. აღსანიშნავია, რომ თქვენ მისი ხასიათის უამრავი შტრიხი შეითვისეთ. მისი მნიშვნელობის დაკნინება თქვენს ცხოვრებაში უბრალოდ შეუძლებელია. თუ ის ბავშვობაში თქვენს გვერდით იმყოფებოდა, მან ძალიან ღრმა და დაუვიწყარი გავლენა მოახდინა თქვენზე. და რაც უფრო იზრდებით, მით უფრო მეტ მსგავსებას აღმოაჩენთ მასთან. თუ ის ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად არ ფიგურირებდა თქვენი განვითარების პროცესში, მაშინ ცხოვრებაში იმდენს იფართხალებთ, სანამ სუროგატულ ავტორიტეტულ ფიგურას არ მოძებნით, რომელიც მამის ფუნქციებს შეითავსებს და მის დანაკლისს შეგივსებთ ან სანამ საკუთარი თავისთვის მამის როლს არ შეასრულებთ.

ავტორიტეტი ავტორიტეტი შესაძლოა თქვენთვის ძალაც გახდეს და აქილევსის ქუსლიც. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მოწიფულობასა და პარადოქსების მორიგების უნარზე, რაც ძირითადად სიამაყისგან არის პროვოცირებული. თუ თქვენი შინაგანი განვითარება ჰარმონიულად მიმდინარეობდა, თქვენ შეიძლება საპასუხისმგებლო ძალაუფლების მაგალითად იქცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენთვის დამახასიათებელი იქნება ორპირობა მოქმედებებში, ზემდგომ ავტორიტეტებთან დაპირისპირება და ქვეშევრდომების ტოტალური დამორჩილება. ამ მახეს ქვია „ქოთანი ქვაბს შავს ეძახის“, რაც, საბოლოო ჯამში, ძალაუფლებას დაგაკარგვინებთ. ამოცანა _ გააცნობიეროთ ჭეშმარიტი მამობრივი სიყვარულის ენერგია, განავითაროთ და გაანთავისუფლოთ თქვენში დამალული ავტორიტეტის ძალა, მაგრამ ისე, რომ პატივისცემით და მოწიწებით ეპყრობოდეთ საკუთარ თავს და სხვებსაც.

ინდუბალა

ჩვეულებრივ, ჯანმრთელი და მასიური აღნაგობის ხალხია, შრომის მაღალი კოეფიციენტით. ასეთი ადამიანები დაკავებულნი არიან ჰუმანიტარული საქმიანობით, რის შედეგადაც კარგ რეპუტაციას აღწევენ. ხშირად იტაცებთ პოლიტიკა. უყვართ, როდესაც მათ აზრს ითვალისწინებენ. კარგი უნარები აქვთ ხელმძღვანელობისთვის, მმართველი პოზიციების დასაკავებლად. კარგი მშობლები და შვილები ჰყავთ. მათგან გამოდიან კარგი ექიმები, კომპოზიტორები და საჯარო მოხელეები. ძლიერი გრძნობები და გამძაფრებული ინტერესი აქვთ საპირისპირო სქესის მიმართ.

10-12 საათამდე დაბადებულ ადამიანთა მზე უმეტესად (და არა ყოველთვის) მათი ჰოროსკოპის X სახლში ხვდება და ისინი სატურნის  გავლენას ექვემდებარებიან. ეს ძალაუფლების, დიდი კარიერის, წარმატების, აღიარებისა და დიდების ზენიტია. ამიტომ, პატივმოყვარეობა განუზომელია, პიროვნების კულტი კი მკვეთრად გამოხატული.

რკინის თვითდისციპლინა და კლდესავით მყარი ცხოვრებისეული პრინციპები აქვთ. მეტიც, მათ ცხოვრებაში საერთოდ არ არის სპონტანურობა და თითქმის არასდროს „ნებდებიან“ საკუთარ განწყობას. ყოველივე აქიდან გამომდინარე, სატურნის შვილები თავს ყველაზე უკეთ პოლიტიკასა და ადმინისტრაციულ პოსტებზე გრძნობენ, სადაც წარმატების შანსიც ძალიან მაღალი აქვთ. მართალია ,ისინი გულმოდგინედ მალავენ თავიანთ ნებელობით შტრიხებს, მაგრამ ეს იქამდე გრძელდება, სანამ ვინმე შეეცდება გზა გადაუჭრას: აი,აქ ფეხებს გადააუმტვრევენ  თავხედს. აზრი არ აქვს მებრძოლი თვისებები დამალვას, რადგან მგელს, ადრე თუ გვიან, მოუწევს ცხვრის ტყავის გახდა.

თვალსაჩინო სახება ლუდოვიკო XIV: „სახელმწიფო მე ვარ!“

ცნობილი ადამიანები X სახლის მზით:

ვერძში: Vincent van Gogh, Gary Oldman, Fanny Ardant, Gad Elmaleh, Guillaume Depardieu, Kate Hudson, Patricia Arquette, Christophe Lambert, Marcia Cross, Jennifer Grey, Marvin Gaye, Francisco de Goya, James Woods, Xavier Bertrand, Sergei Rachmaninoff…

კუროში:Al Pacino, Yannick Noah, Yannick Noah, Jack Nicholson, Chris Brown, Taylor Lautner, Nikos Aliagas, Samuele Papi, Michael Moore, Robert Smith, Honoré de Balzac, Miranda Cosgrove, Iggy Pop, George Carlin, Jessica Lange, Ann Boleyn, Christian Clavier, Joan Miró, Jean Rochefort, Marina Vlady, Rubin Hurricane Carter, Willie Nelson, Rudolf Hess, Paula Yates, Anouk Aimée…

ტყუპებში:José Bové, Heidi Klum, Kylie Minogue, Françoise Sagan, Donald Trump, George H. W. Bush, Helen Hunt, Dave Navarro, Lisa Edelstein, Mike Myers, Albrecht Dürer, Sandrine Bonnaire, Paul Gauguin, Igor Stravinsky…

კირჩხიბში: Tom Hanks, Harrison Ford, Natalie Wood, Cat Stevens, Jean-Jacques Rousseau, Robert Hooke, George Orwell, Kathy Bates, Donald Sutherland, Yves Mourousi, Olivia de Havilland…

ლომში: Abbé Pierre, Napoleon I, Lil Romeo, Tom Brady, Monica Lewinsky, Katherine Kelly Lang, Lynda Carter…

ქალწულში: Louis XIV, Liz Greene, River Phoenix, Lance Armstrong, Colin Firth, Claudia Schiffer, Brian Joubert, Jeff Hardy, Johann von Goethe, Evan Rachel Wood, Liam Payne, Dave Mustaine…

სასწორში: Laure Manaudou, Catherine Ringer, Romina Power, Bryan Ferry, Tommy Lee, Arsène Wenger, Marc Bolan, Carlos the Jackal, Ian Thorpe, Martin Heidegger…

მორიელში:Meg Ryan, Condoleezza Rice, Charles Bronson, Eros Ramazzotti, Oscar Pistorius, Auguste Rodin, Rebecca Romijn, Erwin Rommel, Toni Collette, Sean Young…

მშვილდოსანში: Christina Aguilera, Jim Morrison, Kim Basinger, Jane Birkin, David Carradine, Thierry Lhermitte, Lucky Luciano, Alfred de Musset…

თხის რქაში: Martin Luther King, Kate” Middleton, Joan Baez, Nostradamus, Pamela Courson, Jon Voight, Sandra Lou, Jeremy Renner, Naveen Andrews, Diane Barrière-Desseigne…

მერწყულში: Jeanne Moreau, Harry Styles, Marie Trintignant, Jules Verne, Felipe Prince of Asturias, Virginia Woolf, Dr. Dre, Paco Rabanne, Joe Pesci…

თევზებში: Albert Einstein, Juliette Binoche, Rihanna, Osama bin Laden, Drew Barrymore, Kurt Russell, Josef Mengele, Olivier Minne, Karen Carpenter, Didier Drogba, Jerry Lewis, Vanessa L. Williams, Rudolf Nureyev, Arthur Schopenhauer, Alain Prost, Michel de Montaigne, Amerigo Vespucci, Gérard Darmon, Carlos, Nikolai Rimsky-Korsakov…

ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top