„ინდივიდუალიზმი“
ეს ადამიანები ყოველთვის საკუთარი საქმეებით არიან დაკავებულნი და შედეგად ყველაფერს აღწევენ,რაც მოესურვებათ. ბევრი მეგობარი ჰყავთ და აქტიური სოციალური ცოვრება აქვთ. ცდილობენ გარშემო შემოქმედებითი სამუშაო ჯგუფი შექმნან, თავისუფალი არჩევნის საფუძველზე დაკომპლექტებული ადამინებისგან. მათ არ აშინებთ სირთულეები. კარგი ხელმძღვანელები და ორგანიზატორები არიან. კარგად გამოსდით სხვების შთაგონება, საკუთარი იდეებით დაინტერესება. ძალიან უყვართ სხვების დახმარება და გულწრფელად ინტერესდებიან სხვების აზრებით და იდეებით, ამიტომ საკუთარ თავს ისეთ პროფესიებში პოულობენ, რომელიც სხვებისთვის სხვადასხვა სამსახურის გაწევას უკავშირდება. ხშირად იკავებენ ლიდერის პოზიციას არასტანდარტულ, უჩვეულო საქმიანობის სფეროებში. საერთოდ, ეს ადამიანები ამა თუ იმ საქმის „პიონერები“ არიან.
გარშემომყოფები დიდად აფასებენ ამ ადამიანებს და ეხმარებიან საკუთარი სახსრებით და გავლენითაც. კარგი შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ ფართო აღიარება, სულიერების სფეროში შემოქმედებითი მიღწევებისთვის. საგნებს და მოვლენებს სამყაროს გლობალური კანონების ჭრილში აღიქვამენ, რაც თანაბარ გავლენას ახდენს ყველა მიმდინარე მოვლენაზე. მათთვის უცხოა მიკერძოება და სუბიექტივიზმი. ენერგიის ნეგატიური გამოყენებისას,ცდილობენ მეგობრებითა და ნაცნობებით მანიპულირებას,ხელმძღვანელობენ რა საკუთარი ანგარებიანი ინტერესებით ან თავად ებმებიან მათი მანიპულაციის მახეში,რის შედეგადაც მათ ჯერ იყენებენ,შემდეგ კი ბედის ანაბარად ტოვებენ. ასეთი ადამიანებისთვის ძალზედ სახიფათოა სხვისთვის „ორმოს ამოთხრა“, რადგან ყველა ბოროტი ზრახვა უკან უბრუნდებათ. ასევე უნდა ერიდონ ყალბ და ორგულ მეგობრებს, ანგარებიან სპონსორებს და განსაკუთრებით უფრთხილდნენ მუხანათობას მათი მხრიდან.
ნათელი და ამაღლებული სწრაფვებითა და ოცნებებით გამოირჩევიან. პატივისცემით ეპყრობიან ხელმძღვანელობას; ასევე ყველას, ვინც ლოიალური აზროვნებითა და წრფელი ზრახვებით ხასიათდება და მათ, ვინც ღირსების გრძნობას და სიმდიდრეს ფლობს. მათ ურჩევნიათ გავლენიან და ძალაუფლებიან ადამიანებთან იმეგობრონ. მეგობრული კავშირების და თანამშრომლობის განსაკუთრებული ნიჭის წყალობით, უპრობლემოდ იღებენ საკუთარი გეგმების რეალიზაციის შესაძლებლობებს, მარტივად მოიპოვებენ პოპულარობას, დიდებას და გარშემომყოფთა პატივისცემას. ბედნიერად და ოპტიმისტურად გამოიყურებიან. პატივმოყვარე ხალხია, თუმცა საკუთარ ამბიციებსა და იმედებს ზუსტად უთავსებენ რეალურ შესაძლებლობებს. კეთილი, საიმედო, სანდო და მუდმივი მეგობრები არიან. ნებისმიერი თანამშრომლობის დროს, მათ ელით საზოგადოებრივი წარმატება.
ხშირად ტრიალებენ სოციალურ ელიტის წარმომადგენლებთან. მათი ინტერესებსa და გეგმებს, მათი ნებით თუ უნებურად, ძლევამოსილი და გავლენიანი ადამიანები იცავენ. განსაკუთრებული ყნოსვა აქვთ მდიდარ სპონსორებსა და კეთილგანწყობილ მეცენატებზე, რომლებიც პროტექციას უწევენ და სიამოვნებით ეხმარებიან სოციალურ აღმასვლაში, ავტორიტეტის მოპოვებაში, პროექტების რეალიზაციაში.
პაველ გლობა
+ სწრაფვა სიახლეებისა და რეფორმებისადმი. ადამიანი წინ უსწრებს ეპოქას. ავანტურისტია, გამომგონებელი, ყველაფერს თვისით აღწევს, ძალიან დამოუკიდებელია. არაფორმალური ლიდერია. გარემოცვისგან აღიარებული საზოგადოების სული და გული. თუმცა თავის გარემოცვისგან უფრო ამაღლებული სულიერი სწრაფვები აქვს. შეუძლია გამოეყოს საკუთარ გარემოცვის რუტინას. არაპროგნოზირებადი საქციელი და ორიგინალური უნარები. საერთოდ, XI სახლის მზეს ხშირად, გარშემომყოფთა გასაკვირად და მოულოდნელად, აღმოაჩნდება რაღაც ნიჭი.
– საეჭვო საქციელის მქონე აფერისტი. ბედის ანაბარადაა. საეჭვო მეგობრული კავშირები. მეგობრები ხშირად მისი მტრები ხდებიან. ვერ ამჩნევენ მის ღირსებებს, ბრალს სდებენ ავანტურებსა და ანტისაზოგადოებრივ ქცევებში, რაც ყოველთვის არ შეესაბამება სიმართლეს. არაადეკვატურია საზოგადოებრივი ცხოვრების რითმების მიმართ, დროს ფეხს ვერ უწყობს.
ფრენსის საკოიანი
მიდრეკილება მეგობრობისა და თანამშრომლობისადმი, მეცნიერული ავანტურიზმი, გამომგონებელი გონება. ხშირია მიდრეკილება დაიმსახუროს აღიარება შემოქმედებითი მიღწევებით, მარტო ან კოლექტიური შრომის შედეგად. ძლიერი ჰუმანიზმი, სიყვარული მოყვასისადმი. პატივს სცემს ადამიანთა ღირსებას, არ ახასიათებს მიკერძოება ან უპირატესობის მინიჭება.
კლასებისა და ჯგუფების სათავეში ყოფნა, სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებით დაკავება, საზოგადოებრივი საქმიანობა და სოციალურ დინებებში აქტიური მონაწილეობა ის სფეროებია, სადაც თქვენ მართლა ბრწყინავთ და საკუთარ შემოქმედებით უნარებს მაქსიმალურად ავლენთ. თქვვენ ყველა პოლიტიკური და სოციალურად აქტუალური საქმის კურსში იმყოფებით და ყურადღებით ადევნებთ თვალყურს ინდივიდების გავლენას საზოგადოებაზე.
ავესალომ პადვოდნი: „ჭეშმარიტი მეგობრობა ირიბი სიმპტომებით შეიცნობა“
მზე XI სახლში სიმბოლურ ტყვეობაშია.
ეს ადამიანი შინაგან პასუხისმგებლობას გრძნობს ჯგუფის ყველა საქმეზე. სწორედ უშუალოდ მისი მეშვეობით ტრანსლირდება ჯგუფის ეგრეგორის ნება, რაც შესაძლოა მტკივნეული და აგონიური იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მზე დაზიანებულია: ეგრეგორი იქნება მოუწესრიგებელი, მისი მითითებები კი წინააღმდეგობრივი. ეს პირდაპირ აისახება მის კოლექტივთან ურთიერთობაზე: ერთის მხრივ, ადამიანი დიდი პატივით ისარგებლებს და მისი ბევრი სურვილი უსიტყვოდ შესრულდება, როგორც ახირებები. მეორეს მხრივ, ჯგუფის წევრები მას მიმართავენ თავისი საჩივრებით, უკმაყოფილებით და პრეტენზიებით ჯგუფთან დაკავშირებით და ნატივს მიუწევს პასუხი გასცეს მომჩივანებს ჯგუფის სახელით.
ჰარმონიული მზის შემთხვევაში, ეს ადამიანი ჯგუფის ფავორიტი და მისი არაფორმალური ლიდერია, ვისი აზრიც ზუსტად გამოხატავს ჯგუფის საერთო შეგრძნებას. მას სულაც არ სჭირდება უამრავი ძალისხმევის გაღება საკუთარი ავტორიტეტის შენარჩუნებისთვის. ამან შეიძლება მიიყვანოს სიზარმაცემდე და ჯგუფის ინტერესებისადმი ყურადღების დაქვეითებამდე.
მზის დაზიანებისას, ადამიანი მაინც სარგებლობს ჯგუფის პატივისცემით, მაგრამ მისი ნება ხშირად უპირისპირდება კოლექტივს და საკუთარი ავტორიტეტის შენარჩუნების თემა მისთვის ძალიან მძაფრად დგას. ასევე ფრიად გავრცელებულია გავლენის გამო ქიშპობა და ინტრიგები კოლექტივში. აქ ჯგუფში თვითგამოხატვა მიმდინარეობას მასზე ნებითი გავლენით, რაც დიდ სიფრთხილეს და პირადი ამბიციების შეკავებას მოითხოვს: ჯგუფური ინტერესები მართლაც უნდა აღემატებოდეს პირადს, რისი პრაქტიკაში განხორციელებაც არც ისე მარტივია.
დაბალ დონეზე, გამოვლინდება ჯგუფში ძალაუფლების უზურპაციის მცდელობები, პოზიცია: „ კოლექტივი მე ვარ!“ მეგობრებთან ურთიერთობაშიც საკმაოდ ძლიერია ნებელობითი მომენტები: ადამიანი ამა თუ იმ ფორმით ან იმორჩილებს მეგობრებს ან თავად ემორჩილება მათ. ჰარმონიული მზეში ეს მომენტი სულაც არ იწვევს პროტესტს, რადგან პროცესი მეტად ტაქტიანად მიმდინარეობს, მაგრამ მზის დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია კონფლიქტები. მაგრამ მაინც ეს უფრო პერსპექტიული მდგომარეობაა, რადგან მეგობრებთან ურთიერთობას ყოველთვის აქვს სტაგნაციის ტენდენცია, დამუშავებას კი (ასპექტების და ურთიერთობების) მნიშვნელოვანი პროგრესი მოჰყვება, კერძოდ – სირთულეების ერთობლივად გადალახვის უნარი. ამ სახლის დაუმუშავებელი მზე ბადებს ტირანიას და დიქტატს მეგობრებთან ურთიერთობაში, დაბალი ენერგიტიკის დროს კი შეიძლება თავად აღმოჩნდეს ძლიერი და მბრძანებელი მეგობრის მკაცრი მმართველობის ქვეშ.
ბორის იზრაიტელი
ადამიანის ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებენ მეგობრები და თანამოაზრეები. მთლიანად ჩაძირულია ჯგუფურ აქტივობაში. კარგად ავლენს თავს პატარა კოლექტივებში, მცირე საზოგადოებებში. რაც უფრო ძლიერია ძირითადი რუკა, მით უფრო მეტი შანსი აქვს ლიდერობითვის.
რომანტიულ ურთიერთობებში პარნტიორისგან ელიან აქტიურ და ექსპრესიულ ქცევებს. დიდი ხნით წინ გეგმავენ ცხოვრებას.
მომავლის იმედები და მოლოდინები დიდ გავლენას ახდენს აწმყოში მიმდინარე მოვლენებზე.
ბილ ჰერბსთი
ჯგუფის ცხოვრებაში მონაწილეობა. ჯგუფები ის სფეროა, სადაც ბრწყინავთ, თუმცა კარგი იქნება, თუ დიპლომატიაში ცოტას წაივარჯიშებთ, რადგან საკუთარ თავს ხშირად წვრილმანებზე ხარჯავთ, როდესაც ხელმძღვანელის ან წინამძღოლის პოზაში დგებით. ეცადეთ თავი აარიდოთ ჯგუფთან თავის გაიგივების ტენდენციას, რომ არ შექმნათ ფსიქოლოგიური იზოლაცია: ჯგუფსა და იმ ყველაფერს შორის, რაც ჯგუფს მიღმაა. ეს მახე თავიდან მეტად უსაფრთხო და თავდაჯერებულ მდგომარეობას გიქმნით, მაგრამ დროთა განმავლობაში ასეთი მიდგომა ამოწურავს თქვენს ენერგიას და საფრთხის ქვეშ დაყენებს თქვენი ცხოვრებისეული მიზნების განხორციელებას. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყოველი ადამიანი დედამიწის ზურგზე ერთი ჯგუფის, კაცობრიობის წევრია. ამოცანა: იპოვოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი სოციალურ რეალობაში. დაე, ჯგუფებმა ხელი შეგიწყონ თქვენი ცხოვრების უმთავრესი თემების რეალიზებაში.
მისაღები/ეთიკური ქცევა. თქვენ მეტად სოციალური ადამიანი ხართ, ამიტომ თქვენ არ ქმნით ქცევების საკუთარ სტანდარტებს; მისაღები ქცევის წესებს უშუალო გარემოცვიდან ითვისებთ. როგორც კი იცვლება სოციალური ჯგუფი, მასთან ერთად მოდიფიცირდება კორექტული ქცევის თქვენეული აღქმაც. როგორც ყოველთვის, მზის ნიშანი და მისი ასპექტები მნიშვნელოვნად შეავსებენ ამ მსჯელობას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ კარგად გრძნობთ, რას ელიან თქვენგან. რაც ხელუხლებელი რჩება, არის აქცენტირებული ღირსება. ძირითადი მახე იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ მეტისმეტად ამაყი ხართ საკუთარი „იდეალური“ ქცევით და ასევე ქედმაღლურად რეაგირებთ კრიტიკაზე. ამოცანა _ თქვენ უნდა შეძლოთ და იპოვოთ შინაგანი „მეს“ და საუკეთესო გარეგნული ქცევის შერწყმის მეთოდები ისე, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლიდეს.
მეგობრობა. სოციალური წრე. მეგობრული ურთიერთობები თქვენი ენერგიის წყაროა. ნამდვილი მეგობრების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი პირობა თქვენი ცხოვრებისეული მიზნების განხორცილებისთვის. თქვენთვის არ არის საკმარისი ერთი-ორი მეგობარი, კონტაქტების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. თუ თქვენს ყველა მეგობარს მსგავსი წყობის აზროვნება და ცხოვრებისეული ორიენტირები აქვს, თქვენ იზღუდავთ ცხოვრების რეალიზაციის შესაძლებლობებს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჩინებულ სამყაროს აგებთ, მაგრამ შედეგად თქვენი ღვთაებრივი ნიჭის დეფექტურობას აღმოაჩენთ. ლოიალურობა მეტად მნიშვნელოვანია თქვენთვის, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ღირსებისა და ძალაუფლების თემებთან დაკავშირებულ კონფლიქტებს თავიდან ვერ აიცილებთ. ნუ მისცემთ სიამაყეს გამარჯვების საშუალებას. იყავით ყველაზე ერთგული მეგობარი სხვებისთვის და შემდეგ დააკვირდით, როგორ გეპყრობიან სხვები თქვენ.
ერთობლივი ემოქმედება. თქვენი ძალა ერთ ათად იზრდება,როდესაც ჯგუფის შიგნით მუშაობთ და რაც ყველაზე მთავარია, ამ ენერგიის ძალა არამხოლოდ თქვენზე, არამედ ჯგუფის წევრებზეც ვრცელდება. მართალია, ეს შემოქმედება, თავისი არსით საერთოა, მაგრამ თქვენ ილტვით ლიდერობისკენ. დაიცხრეთ პირადი ამბიციები და შეეგუეთ, რომ თქვენი შემოქმედებითი როლი ჯგუფის შემოქმედებითი თვითგამოხატვის კვების წყაროდ ქცევაა; მისი, როგორც ძალითა და ენერგიით, ისე მიზნებით აღჭურვა.
სიყვარულის აქცეპტი. თქვენი მისამართით სიყვარულის გამოვლენა თქვენდამი პატივისცემით მოპყრობას გულისხმობს. ასევე იმას, რომ სხვა ადამიანი ყურადღებას გაქცევთ. თუ ადამიანები გეუბნებიან, რომ უყვარხართ, მაგრამ შემდეგ თქვენს იგნორირებას ახდენენ, თქვენ ვერ გრძნობთ თავს მათ საყვარელ ადამიანად იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეალურად მართლაც მათ გულში ხართ. სიყვარულისა და მზრუნველობის გამოხატულება უნდა იყოს ძლიერი და ყოვლისმომცველი, იმდენად რომ შემოაღწიოს თქვენი ცხოვრების ცენტრში. საინტერესო დეტალი: თქვენ აუცილებლად თავად უნდა გიყვარდეთ იმისათვის, რომ სხვისი სიყვარული იგრძნოთ. თქვენთვის რთულია იმის წარმოდგენა, რომ ვინმეს უყვარხართ, თუ თავად არ განიცდით ამ გრძნობას მის მიმართ. თანაბრად პარადოქსულია ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ აღიქვამთ სხვა ადამიანის ტრფობას/სიმპათიას/სიყვარულს, სანამ თავად არ აირჩევთ მას შეყვარებულად. დიახ, თქვენ კარგად აღიქვამთ პირფერობას (ხანდახან ზედმეტადაც), მაგრამ თუ თქვენ ადამიანი არ გიყვართ, მისი ქათინაურები მეგობრულად აღიქმება თქვენს მიერ. მათ კი, ვისაც უყვარხართ, უნდა იცოდნენ, რომ მათი სიყვარული აქცეპტირებულია (მიღებულია). ამოცანა – თავიდან გახდეთ მოსიყვარულე და შემდეგ მისცეთ საშულება სიყვარულს, რომელიც თქვენთან საპასუხო გრძნობის სახით მოდის, აავსოს თქვენი ცხოვრების ცენტრი, სანამ არ გაიფურჩქნებით.
ინდუბალა
როგორც წესი, ლამაზი გარეგნობით არიან დაჯილდოებულნი. დიდხანს ცოცხლობენ. დიდ ადამიანებთან ურთიერთობენ. საკუთრებას ფლობენ. მარტივად გამოიმუშავებენ ფულს და გონივრულად განკარგავენ ფინანსებს. წარმატებული ოჯახებიდან არიან. თუმცა ეგოისტი ბუნების ხალხია და მიუხედავად აქტიური სოციალური ხასიათისა, რეალურად ცოტა ახლობელი ჰყავთ. ამაყები და მცირედ ტრაბახები არიან, თუმცა მათ ძალიან აფასებენ განათლებული და კვალიფიციური ადამიანები.
08-10 საათამდე დაბადებულთა მზე უმეტესად (და არა ყოველთვის) ჰოროსკოპის XI სახლში ხვდება და ისინი ურანის გავლენას ექვემდებარებიან, რომელიც თავის პირმშოებს არანორმალური მომხიბვლელობითა და ჰუმანიზმით აჯილდოებს.ასეთი ადამიანური, რეფორმატორული და არასტანდარტული ლიდერები, ვინც მოკლებულნი არიან ყოველგვარ მიკერძოებასა და ცრურწმენებს, აბსლუტურად უარყოფენ ჩარჩოებს და პირობით გარემობებს, საზოგადოებაში ყოველთვის დეფიციტშია. სწორედ ამ თვისებათა გამო, მაგნიტივით იზიდავენ გარშემომყოფებს, რომლებიც მზად არიან თავიანთი ყველაზე თამამი იდეები და სანუკვარი სურვილები ანდონ. ურანის შვილები სიამოვნებით მიუძღვნიან თავს ისეთ საქმეს, სადაც სუსტების, გაჭირვებულებისა და უპოვრების დახმარებისა და მფარველობის შესაძლებლობა მიეცემათ.
ყველაფერ დანარჩენში ისინი მარტივად გასაგები, რუხი მასისგან არაფრით გამორჩეული ხალხია.
ცნობილი ადამიანები XI სახლის მზით:
ვერძში: Lady Gaga, Kristen Stewart, Victoria Beckham, Jean-Paul Belmondo, Jackie Chan, Roch Voisine, Elle MacPherson, Edie Sedgwick, Mandy Moore, Julie Christie, Rosie O’Donnell, Gregory Peck, Jessie J, Marcel Marceau, Flavio Briatore, David Cassidy…
კუროში: Salvador Dalí, William Shakespeare,Robert Pattinson, Penélope Cruz, Julio Iglesias, Cher, Tina Fey, Ryan O’Neal, Zizi Jeanmaire, Billy Joel, Busta Rhymes…
ტყუპებში: Angelina Jolie, Johnny Depp, Marilyn Monroe, Yasmine Bleeth, Alanis Morissette, Mary-Kate Olsen, Ashley Olsen, Lana Del Rey, Alice Bailey, Anne Frank, Michel Platini, Tony Curtis, John Dillinger, Lisa Lopes, Grand Duchess Anastasia Nikolaevna of Russia, Nancy Sinatra, Brigitte Fossey, Barry Manilow, Oliver Kahn…
კირჩხიბში: Frida Kahlo, Eva Green, Ernest Hemingway, Henry VIII of England, O.J. Simpson, Franz Kafka, Antoine de Saint-Exupery, Cheryl Cole, Caroline Tresca, Antonio Gaudi, Fabien Barthez, Simone Veil, Amedeo Modigliani, Irène Jacob…
ლომში: Bill Clinton, Audrey Tautou, Roman Polanski, J. K. Rowling, Rose Byrne, Guy de Maupassant, Joe Jonas, Steve Carell, Francis Lalanne, Djibril Cissé, Roger Meddows Taylor, David Koresh, Steve Wozniak…
ქალწულში: Gene Simmons, Mark Harmon, Alexandra Vandernoot, Cardinal Richelieu, Oliver Stone…
სასწორში: Ingrid Chauvin, Kim Kardashian, Eminem, Friedrich Nietzsche, Vladimir Putin, Michael Douglas, Margaret Thatcher, Sarah Ferguson, Jim Caviezel, Paul Hogan, Niels Bohr, Benjamin Netanyahu, Robert Rauschenberg, Valeria Golino, Gore Vidal, Juan Peron, Joan Cusack…
მორიელში: Winona Ryder, Anne Hathaway, Jean-Pierre Papin, Calista Flockhart, Goldie Hawn, Fyodor Dostoyevsky, Jamie Lee Curtis, Astrid Veillon, Danny Devito, Burt Lancaster, Kevin Kline, Rita Wilson…
მშვილდოსანში: Jane Fonda, Nicki Minaj, Ian Somerhalder, Patricia Kaas, Laurent Voulzy, Paul Klee, Kirk Douglas, Sanjay Gandhi, Najoua Belyzel, Billy The Kid…
თხის რქაში: Al Capone, Aristote Onassis, Madame de Pompadour…
მერწყულში: Shakira, Cristiano Ronaldo, James Dean, Michael Jordan, Mia Farrow, Georges Mathieu, Nick Nolte, Jean-Claude Romand, Brandy Norwood, Barbara Hershey, William Somerset Maugham…
თევზებში: Mitt Romney, Albert II Prince of Monaco, Dakota Fanning, George Washington, Ronn Moss, Gabriel García Márquez…
ავტორი:Qet Adastra