ნათალური მზე XII სახლში

ნათალური მზე XII სახლში

იდუმალება

მართალია ამ ადამიანს აკლია თავდაჯერებულობა და დროის უმეტეს ნაწილს მარტოობაში ატარებს, მაგრამ მას არაჩვეულებრივად შეუძლია საკუთარი ბუნების ქვეცნობიერი ნაწილის გაგება. დაახლოებით 30 წლის ასაკამდე უამრავი შეზღუდვის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.  იზიდავს საიდუმლო ორგანიზაციებში, საქველმოქმედო საზოგადოებებში ან კვლევით ორგანოებში მუშაობა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მიუწვდომელი რჩება გარეშე თვალისთვის.  პლანეტარული ენერგიის არასწორად გამოყენება აძლიერებს ნევროსტენულ ტენდენეციებს, წარმოშობს უკიდურეს სიმორცხვეს, უკარებობის დონემდე. ადამიანი საკუთარი თავის მტერი ხდება. მან უნდა ისწავლოს სხვისთვის მსახურება და არავითარ შემთხვევაში არ მიეცეს თვითშეცოდებას.

ასეთი ადამიანები საკუთარი ბუნების სიღრმეებში იძირებიან ქვეცნობიერი წყაროების შესასწავლად. არც ისე იშვიათად მარტო ცხოვრობენ და გაურბიან აქტიურ სოციალურ კონტაქტებს. იმ შემთვევაშიც კი, თუ ხელმძღვანელი პოსტი უჭირავთ, უპირტესობას კულისებიდან მოქმედებას ანიჭებენ. ხშირად უჩნდებათ სურვილი მიმართულება მისცენ სხვა ადამიანებს საიდუმლო და დაფარული მეთოდებით. ქვეცნობიერად ეგოისტები არიან და მართალია, ღიად მიილტვიან ძალაუფლებისკენ, გარეგნულად არ ემჩნევათ, რადგან ძალაუფლების სიყვარული ღრმად არის დამალული ქვეცნობიერის ფსკერზე. თავად ხელმძღავანელობის სტილიც იმდენად იდუმალი და თავისებურია,შეუმჩნეველია გარეშე თვალისთვის. ბევრი და ძლიერი ფარული მტერი ჰყავთ. გემოვნება და მიდრეკილებები საკმაოდ იშვიათი და უჩვეულოა.

მიდრეკილნი არიან თავგანწირვისკენ. უყვართ შეუმჩნევლად ყოფნა,მოთმინებით იტანენ მარტოობას. ხანდახან თავად ეძებენ მასტიმულირებელ სიტუაციებს, რაც მათი შემეცნების გაღვიძებასა და  ნერვულ სისტემას აღიზიანებს. წარმატებას პატიოსანი, თავდაუზოგავი და უანგარო შრომით აღწევენ, მნიშვნელოვანი წინააღდეგობების გადალახვით, რომელიც მრავლად ხვდებათ გზაზე.

სამყაროს მისტიურად აღიქვამენ, რაც ხშირად ხდება მათი გაუცხოების მიზეზი. გარშემომყოფები უცნაურ ადამინებად აღიქვამენ. ხელმძღვანელობა შესამჩნევ მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავს, რადგან ჭორები ცუდ რეპუტაციას უქმნიან. არსებობს მიდრეკილება უნებურად შექმნას ისეთი გარემოებები, რითაც თავადვე იზღუდავენ თავისუფლებას.

ხშირად მუშაობენ ჰოსპილტალებში, თავშესაფრებში, საეკლესიო დაწესებულებებში, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში. შეიძლება წარმატებას მიაღწიონ მედიცინაში, ქიმიაში, ეზოთერიკაში. ისინი საჭიროებენ მშვიდ, უსაფრთხო საქმიანობებს, რადგან განმარტოება საშუალებას აძლევს თავი აარიდოს შემაწუხებელ კონფლიქტებს.

უმეტესად ინტერესდებიან ფსიქოლოგიით, ეზოთერიკით, ასტროლოგიით, ჰიპნოზით, ექსტრასენსორიკით, ნატუროთერაპიით, ფიტოთერაპიით. შესანიშნავი მდებარეობაა სამსახიობო შემოქმედებისთვის, რადგან ამა თუ იმ როლის შესრულებით, სხვის ტყავში გახვევით საკუთარ ნამდვილი გრძნობებს მალავენ.  მათი ცხოვრება უმეტესად მშობლიური მხარისგან შორს მიედინება, ბევრს მოგზაურობენ,ხშირად ცხოვრობენ უცხო მხარეში. დახმარება და წყალობა დაუყოვნებლივ მოდის,როგორც კი ამის საჭიროებასა და მოთხოვნას გააცნობიერებენ. არ არის გამორიცხული მამის ნაადრევად გარდაცვალება, განსაკუთრებით მზის დაზიანებისას.

 

პაველ გლობა:

+ ძლიერი ინტერესი საიდუმლო საქმეებისადმი, მედიტაცია, განმარტოება, ბუნებასთან კონტაქტი, ასკეზი. მარტოსულები არიან. არ უყვართ, როდესაც ამჩნევენ, ნებისმიერ საზოგადოებაში ახერხებენ საკუთარ თავთან განმარტოებას. უპირატესობას ანიჭებენ არალეგალურ მდგომარეობებს, ჩუმი და იდუმალი ხალხია. არ უყვართ,როდესაც მათ გამოაშკარავებას ცდილობენ. ყოველთვის ინახავენ განდობილ საიდუმლოებს. ფარული ორგანიზატორები. კულისებსმიღმა არაფორმალური მმართველები. მარტოობაში, კონტაქტებისგან შორს მათი სული მხოლოდ იგებს და მდიდრდება. სხვებისგან ფარულად მუშაობენ თვითსრულყოფაზე.

-იზოლაცია, განდევნა, გადასახლება,სულიერი მარტოობა. სულიერი დამოკიდებულება და უამრავი შეზღუდვა. ყველა საიდუმლო აშკარავდება და ნათელი ეფინება. მორცხვი და ასოციალური ადამიანია. მაღალია დამთრგუნველი კომლექსების განვითარების საფრთხე.

 

ფრენსის საკოიანი:

მიდრეკილება ჩაიძიროს საკუთარ თავში. ხშირად მარტოხელები არიან. ერიდებიან ნორმალურ კონტაქტებს. მუშაობენ ჰოსპიტალებში, თავშესაფრებში, ფიზიკური და სულიერი განმარტოების ადგილებში. უმეტესად საიდუმლო საქმიანობით არიან დაკავებულნი. შეიძლება ჰყავდეთ ძალიან ძლიერი ფარული მტრები ან გაუცნობიერებლად მტრობდნენ საკუთარ თავს. მათ ისეთი პროფესიები იტაცებთ,სადაც საჭიროა სხვების დახმარება,სადაც მათი სხვებისთვის გაღებული ძალისხმევა უხილავია,სადაც შეუძლიათ კულისებიდან მოქმედება. სცენა და ფართო აუდიტორია ძლიერ დისკომფორტს უქმნის.

 

ავესალომ პადვოდნი:  ღმერთი-შემოქმედი“

ამ ადამიანის ნება კარმულად აბსოლუტისადმი უპიროვნებო მსახურებისკენ უნდა იყოს მიმართული და თუ ადამიანი ამას ნებაყოფლობით არ აკეთებს, კარმა თავის არაორაზროვან ზომებს მიიღებს მისი ეგოს საჭირო მიმართულებით განვითარებისათვის.

ჰარმონიულ ვარიანტში ბედისწერის ზეწოლა ადამიანს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის და ის სრული მორჩილებით იღებს იმას, რასაც ცხოვრება სთავაზობს. არ არის მიდრეკილი ბუზღუნისა და წუწუნისკენ. ერთადერთი, ხანდახან მას აკლია კეთილსინდისიერება, რაც პირველ რიგში, ჰარმონიული ასპექტების მომადუნებელი ზემოქმედების წყალობით არის განპირობებული და კიდევ იმიტომ, რომ XII სახლის მსახურების პასუხისმგებლობა ცხადი მხოლოდ განვითარების მაღალ დონეზე ხდება. მიუხედავად ამისა,სრულიად ჰარმონიული მზის შემთხვევაშიც, ადამიანი გრძნობს საკუთარ განსხვავებას და სიშორეს სხვა ადამიანებისა და სამყაროსგან მთლიანად. თითქოს მას რაღაც უხილავი,მაგრამ სრულიად საგრძნობი გარსი აკრავს. ასეთი მემბრანის აზრი, რომლის მუდმივი ტუსაღიც არის ინდივიდი,არა მისი გარესამყაროსგან ჩამოაშორება, არამედ მისი ეგოს უმდაბლესი პროგრამების გათიშვაა,რათა მან შეძლოს მსახურების გამოვლენა უმაღლეს დონეზე.

თუმცა უნდა ითქვას,რომ ადამიანი იშვიათად იგებს სწორად საკუთარ მდგომარეობასა და დანიშნულებას,განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში,როდესაც ცდილობს გაანადგუროს დამცავი გარსი და გახდეს ყველას მსგავსი. ხანდახან სპეციალურად ამ მიზნისთვის ეფლობა გარყვნილობის მორევში,რომელიც მაინც არ აკმაყოფილებს და სასურველ შედეგებს ვერ მიაღწევს.

დაზიანებული მზე იძლევა მკაცრ კარმულ პროგრამას. გარესამყაროს ადამიანი რთული, მაგრამ მკვეთარად განსაზღვრული გზით მიჰყავს და მან უნდა ისწავლოს საკუთარი ნების მორგება აბსოლუტის იმპერატიულ ბრძანებაზე, მისი ზუსტად გამოცნობა,რაც მხოლოდ ხანგრძლივი პრაქტიკისა და პატივმოყვარეობის სრული გაბათილების შედეგად გამოსდის. ეს ადამიანი აბსოლუტის ტყვეა და მას მხოლოდ შინაგანი თავისუფლების რეალიზაციის უფლება ეძლევა. გარე შეზღუდვები ყოველთვის დაცული უნდა იყოს. ნებელობითი ბუნტი მხოლოდ კატასტროფამდე მიიყვანს, მაგალითად, ჰოსპიტალიზაციის ან პატიმრობის სახით. დამუშავება მოითხოვს საკუთარი უმდაბლესი ნების დამშვიდებასა და ჩახშობას და მხოლოდ მაშინ მისთვის იხსნება პირადი და ნაწილობრივ უნივერსალური კარმა და მის ფარგლებში სასიცოცხლო შემოქმედების თავისუფლება. მზის ეს მდებარეობა მოიაზრებს მსხვერპლის გაღების აუცილებლობას, ძირითადად გარეგანი თავისუფლების შეზღუდვის სახით. აუცილებელად უნდა ისწავლოთ ამ შეზღუდვების დანახვა და ნებელობითი დამორჩილება, რადგან სწორედ მათ მიჰყავხართ სწორი მიმართულებით.
დაბალ დონეზე – ეს იქნება გარემოებათა ტუსაღი ან ახლობელი ადამიანების პატიმარი.

მთავარი ფარული მტერი ადამიანის ნებაა, ცნობიერი ეგოს იმპერატივები,რაც ადამიანის მიერ უმაღლესი „ეგოს“ კარნახად აღიქმება. ამ ინდივიდს ძალიან კარგად ესმის განდეგილების, გარიყულების, უბედური და მარტოსული ადამიანების და თავს ვალდებულად თვლის მათ წინაშე. თუმცა უანგარო დახმარებას მხოლოდ მზის ამ მდებარეობის მნიშვნელოვანი დამუშავების შედეგად შეძლებს: დაბალ დონეზე დაჯილდოების იმედით, საშუალო დონეზე – საპასუხო თანაგრძნობისა და ერთიანობის შეგრძნების ან აღტაცებისა და წუთიერი ძალაუფლების მიღების ფარული სურვილით, როდესაც გავლენას გრძნობს მასზე, ვისაც ეხმარება. საერთოდ, მის ცხოვრებაში მრავლადაა საიდუმლოებები, გამოცანები, მისტიური დამთხვევები, მინიშნებები, რომელთა აზრი უფრო საკუთარ შინაგან სამყაროში უნდა ეძებოს, ვიდრე გარეთ.

 

ბორის იზრაიტელი

ასეთი ინდივიდის ამოცანა კოლექტივის ვალების გადახდაა. კოლექტივის ან საზოგადოების კარმა, რომელშიც დაიბადა. „სისტემის მსხვერპლი“. მისი თავმოყვარეობა, პატივმოყვარეობა, დომინირების სურვილი შენიღბულია და ქვეცნობიერშია გადამალული. ხშირად ეუფლებათ „მეს“ დაკარგულობის შინაგან განცდა. თვითანალიზის ხელშემწყობი გარემოებები დაკავშირებულია ქება-დიდების შესხმასთან.
ამქვეყნიურ რეალობას გვერდიდან უყურებენ. მარტო ერთობიან, მარტო თამაშობენ. ეს საკუთარ თავთან თამაშია- კარგი, კეთილშობილი, დახვეწილი.

ბილ ჰერბსთი

წარმოსახვა. ფანტაზიას ცენტრალური ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში. არ არის ოცნება და არც სასიცოცხლო ენერგიაა. ფანტაზიები იქმნებიან ორი სახების გარშემო: მონუმენტალური თავნებობის, სადაც საკუთარ სამყაროს მბრძანებლობთ ან ტოტალური მსხვერპლის, სადაც ხდება „მესგან“ განთავისუფლება და კოსმოსში გაბნევა. განსხვავება ისაა, რომ პირველი სახება აფართოებს ეგოს, მეორე_- აქრობს მას, თუმცა ორივე შემთხვევაში საბოლოო შედეგი იდენტურია: ყველაფერთან შერწყმა. მახე- განურჩევლობა იმისა, რაც რეალურია და იმის, რაც მხოლოდ შესაძლებელია; ის, რაც რეალურად მიმდინარეობს და ის, რაც თქვენს წარმოსახვაში ხდება. იფრთხილეთ, რომ გზა არ აგებნეთ ბინდის ზონაში; თქვენ შეიძლება გაგიჟდეთ. ამოცანა- არ შეეწინააღმდეგოთ არც ერთ განზომილებას. დაე, ოცნებები გავლენას ახდენდნენ თქვენს რეალურ ცხოვრებაზე და პირიქით, ფანტაზია რბილად ხელმძღვანელობდეს თქვენს განვითარებას და არა ბურუსში ახვევდეს რეალობას.

განფოკუსირებული ინტუიცია. დაუთმეთ ინტუიციურ აღქმას მნიშვნელოვანი ადგილი თქვენს ცხოვრებაში,ნუ გააკონტროლებთ მიღებული ინფორმაციის სფეციფიკას და თქვენი ცხოვრება ენერგიით აღივსება, ყველა ბგერით აჟღერდება. თუ თქვენ ინტუიციას განაგდებთ, თქვენ გადაკეტავთ კოსმიურ ენერგიებთან წვდომას. ნუ დაიძაბებით, რომ გაიგოთ, რატომ შედიხართ სახებათა, გრძნობების, ინფორმაციების დინებაში. ნუ ეცდებით გაიგოთ,რას ნიშნავს ეს ყოველივე და რა უნდა უყოთ მათ. თქვენი ამოცანა გასხივოსნებული სიმშვიდის, მისი ჩუმი ვიბრაციის შენარჩუნებაა. მახე -არასწორი ინტერპრეტაცია,რთული კონსტრუქციის და ფორმების შექმნა, ჭეშმარიტების გამოტოვებით. ამოცანა – გადაიქცეთ იმ არხად,რომლის მეშვეობითაც სამყარო თავისი გზავნილების გადაცემას შეძლებს. იქცეთ უხილავი ნათების პრიზმად.

გარიდება და განმარტოება. თქვენთვის აუცილებელია ძალინ ხშირად განერიდოთ ჩვეულებრივ ცხოვრებას. თქვენ საჭიროებთ განმარტოებას სასიცოცხლო ენერგიით დამუხტვისთვის. თქვენი ცხოვრების მიზანი მაშინ იხსნება,როდესაც ყველაზე მეტად ხართ იზოლირებული ყოფითი ცხოვრებისგან. სამყაროში ბრუნდებით ენთუზიაზმით სრულიად განახლებული. თქვენ ხართ ყველგან და არსად ერთდროულად,რეალური ადამიანი და უბრალო ძარღვი,რომელშიც მიედინება ღვთაებრივი გამოცხადებები. ამ პარადოქსის დაბალანსება და ორივე პულუსის თანაარსებობა თქვენი ძალაა. მედიტაცია თქვენთვის, ნებისმიერი ფორმით, პირველი ტიპის აუცილებლობას წარმოადგენს.

თავგანწირული დახმარება. როდესაც საკუთარ თავს სრულად გასცემთ აბსოლუტური თანაგრძნობით, ხდება პირდაპირი მიერთება ღვთაებრივ არხებზე. როდესაც მოქმედებთ, პატიობთ – სასიცოცხლო ძალებს შთანთქავთ. როდესაც თავს სწირავთ,თქვენ იმას აღასრულებთ, რაც ბედისწერამ დაგაკისრათ. მაგრამ მსგავსი თავგანწირვა თქვენთვის არ გულისხმობს წამების ან ტანჯვის პროცესს. არ ღირს მსხერპლად გაწიროთ თავი. ამის ნაცვლად,თქვენ უნდა გააგებინოთ ადამიანებს,რომ ჩვენ ყველა ერთი გემის მგზავრები ვართ. ნუ ეცდებით იყოთ წმინდანი, რადგან ასეთი საქციელი ბუმერანგივით აისახება თქვენი ეგოიზმის ზრდაზე. მთელი არსებითა და ცხოვრებით გამოეხმაურეთ იმ ძალას, რომელიც მომდინარეობს არა უბრალო ადამიანებისგან,არამედ ზემოდან. „ეს ჩემი ნება არ არის, მაგრამ შენია“.

განვლილი ცხოვრებები“. თქვენი წარსული ცხოვრებები გთრგუნავთ და წნეხის ქვეშ გაქცევთ, გამუხრუჭებთ, რომ შეიგრძნოთ და გაიგოთ მათი არსი. თქვენ აუცილებლად უნდა მოახერხოთ წარსული ცხოვრებების ერთ მთლიანობაში გაერთიანება მიმდინარე ცხოვრებაში თუ გსურთ,რომ მთლიანი ევოლუციური პატერნი სულიერი აზრით შეივსოს. ამ ცხოვრებათა ზუსტი ბუნების განსაზღვრა შეუძლებელია, მხოლოდ მზის მდებარეობიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ მათ საფუძველს პიროვნების ეფექტური არსებობის განვითარება შეადგენს,ინვიდუალური ძალის მეშვეობით.  დამატებით შეიძლება ითქვას,რომ თქვენი ურთიერთობა მამასთან და სხვა ავტორიტეტულ ფიგურებთან კარმული ხასიათისაა. საკმაოდ ლოგიკური მახე მდგომარეობს წარსული განსხეულებების შეცდომების განმეორებაში,რაც საშულებას აძლევს ამ პატერნებს მთავარი როლი შეასრულონ თქვენს ცხოვრებაში. მაშინ როდესაც თქვენ უნდა განთავისუფლდეთ მათზე მიჯაჭვულობისგან. ამოცანა – დაინახოთ ყოველ მოვლენაში წარსულის ნიშანი და შესაბამისი მეთოდით მოახდინოთ თქვენი ნებელობითი ქცევების კორექცია. შედეგად თქვენ შეძლებთ ჭეშმარიტი სპონტანურობის მიღწევას და არ განადგურდებით გაუცნობიერებელი რეაგირების განმეორებითი ციკლებისგან.

 

ინდუბალა
უმეტესად სულიერი ცოდნა აქვთ და ნაკლებად ინტერესდებიან მატერიალური ფასეულობებით.
სუსტი მხედველობა აქვთ. ადრეულ ასაკში შორდებიან მამას. საკუთარ თავში აღმოაჩენენ სისუსტეს ან გაუბედაობას, თუ როდესმე ლიდერის პოზიცია დაიკავეს. ხშირად იცვლიან საქმიანობას. შეიძლება დაკარგონ შვილი. უყვართ მოგზაურობა, უცხო ქვეყნების გაცნობა და ხშირად ცხოვრობენ განმარტოებულ ან უჩვეულო ადგილებში.

 

6-8 საათამდე დაბადებულთა მზე უმეტესად(და არა ყოველთვის) რადიქსის XII სახლშია და ისინი ნეპტუნის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ეს ადამიანები მისტიკით გატაცებული მეოცნებენი არიან, ფაქიზი სულიერი ორგანიზაციით. ნეპტუნი მათ შინაგან სამყაროს კეტავს გარშემომყოფებისთვის. სათუთი და მოწყვლადი ბუნების ხალხია, ამიტომ დროის უმეტესობას მარტოობაში, მათ საყვარელ მდგომარეობაში ატარებენ. მათი აზრით,რეალობა უხეში და ხშირად შეუხედავია. ოცნებებისა და ფანტაზიების სამყაროში ჩაძირვით ცდილობენ, თავი დაიცვან გარესამყაროს ჩარევისგან. არაჩვეულებრივი ინტუიცია აქვთ და თუ მას განავითარებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ წარსულის საიდუმლოთა წვდომასა და მომავლის წინასწარმეტყველებაში. პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვართ. სამაგიეროდ,მზად არიან გაწირონ ის დიადი მიზნებისთვის. მაგალითად, თავი მთლიანად სამუშაოს მიუძღვნან და დაივიწყონ ოჯახის შექმნაზე ზრუნვა. ზედმეტი მსხვერპლის გაღება ხშირად ვნებს ნეპტუნის შვილებს. ეს ძალიან იდუმალებით მოსილი ხალხია,ჭეშმარიტი „მე“ ყოველთვის დამალულია. ბევრ „ჩონჩხს ინახავენ კარადაში“.

 

ცნობილი ადამიანები XII სახლის მზით:

ვერძში: Mariah Carey, Sarah Michelle Gellar, Claudia Cardinale, David Letterman, Dodi Fayed, Ali MacGraw, Helmut Kohl…

კუროში: Michelle Pfeiffer, David Beckham, Patrick Bruel, Saddam Hussein, Tony Blair, Immanuel Kant, Craig Ferguson, Orson Welles, Gary Cooper, David Charvet, Pyotr Tchaikovsky, Laurence Olivier, Crispin Glover, Pierre Teilhard de Chardin, J. M. Barrie…

ტყუპებში: Elizabeth Hurley, Mark Wahlberg, John Forbes Nash, Judy Garland, Miles Davis, Blaise Pascal, Rainier III Prince of Monaco, Arthur Conan Doyle, Nick Drake, Jane Russell, Mick Hucknall, Noah Wyle, Henry Kissinger, Richard Strauss…

კირჩხიბში: George W. Bush, Meryl Streep, Tobey Maguire, Liv Tyler, Selena Gomez, George Michael, Jessica Simpson, Brigitte Nielsen, Nathalie Baye, Richard Branson, David Hasselhoff, Giorgio Armani, Ritchie Sambora, Papus, Vladimir Maiakovski, Jason Schwartzman…

ლომში: Roger Federer, Patrick Swayze, Mystic Meg, Sofia Essaïdi, Louis XVI of France, Layne Staley, Rajiv Gandhi, Hulk Hogan, Henry Ford, Gene Kelly, Terry Fox, Alexandre Dumas, Ian Anderson, Max Heindel…

ქალწულში: Keanu Reeves, Hugh Grant, Asia Argento, Pierre Moscovici, Barry Gibb, Caligula…

სასწორში: Mahatma Gandhi, Fran Drescher, Dannii Minogue, Charlton Heston, Michel Foucault, Alain Soral, Jimmy Carter, Chuck Berry, Chevy Chase…

მორიელში: Soeur Emmanuelle, Marie Curie, Diego Maradona, Joe Dassin, Grace Slick, Mark Ruffalo, Boris Becker, Joe Biden, Terence McKenna, Chad Smith, Kurt Vonnegut, Johann Friedrich von Schiller…

მშვილდოსანში: Jimi Hendrix, Joseph Stalin, Nelly Furtado, Kiefer Sutherland, Caroline Kennedy, Tom Waits…

თხის რქაში: Orlando Bloom, David Bowie, Janis Joplin, Anthony Hopkins, Mathilde Seigner, Mao Zedong, Val Kilmer, Luc Ferry, Montesquieu, Helena Rubinstein…

მერწყულში: Caroline Princess of Hanover, Joseph Gordon-Levitt, Patrick Dewaere, Louis XV of France, Laura Dern, William Burroughs, Gene Hackman, Gianluigi Buffon, Robert Zoller, Evangeline Adams, Anna Pavlova, Proclus…

თევზებში: Jodie Foster, Johnny Cash, Queen Latifah, Gary Cooper, Shaquille O’Neal, Alexander Graham Bell, Nicolas Anelka, Gordon Brown, Billy Crystal, Laure Adler, Ariel Sharon, Stéphane Mallarmé, Ron Howard, Giulietta Masina…

 

ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top