„ოჯახური კერის ერთგულება“
ძალიან მყარი კავშირები აქვს მშობლებსა და შვილებთან. არასწორი განვითარების შემთხვევაში, სურვილი უჩნდება, ნაადრევად დატოვოს მშობლიური სახლი. ასეთი ადამიანი მეტად სერიოზულად ეკიდება ქონების დაგროვებას და სათუთად უფრთხილდება არსებულ საკუთრებას. მკვეთრად არის გამოხატული მიდრეკილება თავდაცვისკენ. ძლიერი განვითარებული გაუცნობიერებელი სურვილი აქვს, ყოველთვის იმყოფებოდეს უსაფრთხო გარემოში. ასეთი ადამიანი მტკიცედ არის მიჯაჭვული საკუთარ ფესვებს. მას ძალიან სურს საკუთარი სახლი ჰქონდეს და ოჯახი გააბედნიეროს.
სურს ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი შეხედულების მიხედვით იქცეოდეს. ცხოვრების დაისისკენ მისი სწრაფვები, იმედები და სურვილება ხორცს ისხამს. მათი ცხოვრება ხასიათდება შესამჩნევი ფინანსური წარმატებებით. მიდრეკილები არიან ფერმერობისკენ: ყიდულობენ მიწას, იშნებენ საკუთარ სახლს. ეს კარგი მდებაორებაა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. ასევე ხელს უწყობს მემკვიდრეობის მიღებას მშობლებისგან. შინაგან განვითარებაში ხელს უშლის დაძაბული ურთიერთობა მამასთან. თუ მზე დაზიანებული არ არის,დღეგრძელია. დიდი ყურადღებით ეკიდება ახლობლებსა და მათ პრობლემებს. ძალზედ შთაბეჭდილებიანი და სათუთია.
პაველ გლობა
+ ტრადიციების მცველი. კარგი გვარის/გენის მემკვიდრე. მეოჯახე, ოჯახის უფროსი, ოჯახური კერის საჭეთმპყრობელი. პატრიოტიზმი, მშობლებისა და სამშობლოს სიყვარული. სულიერი კავშირი საკუთარ ხალხთან, ნაციასთან. ძლიერ განვითარებული ეროვნულ სიამაყე. მიჯაჭვულია ტრადიციებს, მშობლიურ მიწას, საკუთრებას, უძრავ ქონებას. ხანდახან აყალიბებს ინტერესს ოკულტური უნარების განვითარების მიმართ.
-შებოჭილობა, შეზღუდვები. სამშობლოში არ აღიარებენ, რთული ურთიერთობა აქვს ოჯახში _ შინაური ტირანი, ცდილობს ახლობელ ადამიანებზე მაღლა დადგეს. სახლში შემოქმედებითი განმარტოებისთვის სათანადო პირობები არ აქვს. არასაიმედო საარსებო პირობები ფეხქვეშ მყარი ნიადაგის არარსებობის გამო. თითქოს დავიწყებულია. მის სულისკვეთებას მშობლები ახშობენ ბავშვობაში. მისი ცნობიერი მეს ფორმირება წინაპრების გავლენით ხდება. არც ისე იშვიათია მშობლების(მშობლებისგან) გადაცემული კომპლექსები.
ფრენსის საკოიანი
ძლიერი სურვილი აქვს, ჰქონდეს საკუთარი სახლი, ოჯახი. საოჯახო მემკვიდრეობით ძალიან ამაყობს. არისტოკრატულად იქცევა. მისი ცხოვრების პირველი ეტაპი დაუნდობელი ბრძოლაა, ბოლო _ კეთილი და საიმედო. ძალიან უყვარს სამშობლო, სახლი, ოჯახი, ბუნება.
თქვენ ჩაკეტილი ადამიანი ხართ. ცდილობთ გაექცეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს და საზოგადოებრივ თავყრილობებს. უპირატესობას ანიჭებთ სახლში მუშაობას ან მცირე ბიზნესით დაკავებას. უამრავ აღმშენებლობით ენერგიას დებთ საკუთარ სახლში, ოჯახში; შინაგანი, პირადი კეთილდღეობის მოწყობაში.
ავესალომ პადვოდნი: „სამყაროს მამა“
ეს რთული მდებარეობაა, რადგან მზე იმპერატიულად მოითხოვს ადამიანისგან ინდივიდუალური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ცხოვრებისეული პოზიციის შემუშავებას, მის გააზრებას და გარესამყაროში განხორციელებას.
სახლის დამუშავების მაღალ დონეზე, ადამიანი იგრძნობს, რომ მისი ნება ხშირად უშუალოდ ღვთაებრივი ნების მიერ კონტროლდება, ხოლო მისი ძირითადი როლი ამ სამყაროში საარსებო ფუნდამენტის აგებაა. ეს მდებარეობა გულისხმობს ასევე საკმაოდ მკაცრ მამას, რომელმაც ნატივს ბავშვობიდანვე დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა. მოგვიანებით ზუსტად იგივეს აკეთებს ბედისწერა: მაგალითად, ადამიანის უშუალო ხელმძღვანელის მეშვეობით, რომელიც ნათალური რუკის შედგენის გარეშეც, თითქოს ზუსტად გრძნობს ხელქვეითის მზეს IV სახლში.
მზის ეს მდებარეობა გულისხმობს ადამიანის მთელი ფსიქიკის გადაწყობის აუცილებლობას, ცხოვრებისეული პოზიციების ჩათვლით, შინაგანი განვითარების პროგრამებზე დამორჩილებით, რომლის დეტალებსაც მზის ასპექტები და მთელი ჰოროსკოპი აჩვენებს. გარდა ამისა, ამ სახლის მზე ხსნის ნების პრინციპის სრულ პერსპექტივებს.
ეს მზე ადამიანს თვითკმარი რეალობის შექმნის მისიას აკისრებს, როგორც ფსიქოლოგიური, ისე გარეგნული ფორმით, რომელიც ქვეცნობიერის სიღრმეებში აღმოჩენილ წესებს ემორჩილება. არასაკმარის დამუშავებულ IV სახლის მზეს ადამიანი ძლიერ, ხშირად განდევნილ, ეგზისტენციალურ კომპლექსებამდე მიჰყავს. სულის სიღრმეში ადამიანი გრძნობს, რომ მისი ღმერთი უკმაყოფილოა მისით. როგორც ფსიქოანალიტიკოსი იტყოდა: „უარყოფითი ფიქსაცია მამის სახებაზე“. სწორედ აქიდან გამომდინარეობს ნატივის მუდმივი წარუმატებელი მცდელობები, თავი დაიმკვიდროს სხვის ხარჯზე, რაც დაახლოებით მსგავს ქვეაზრს ატარებს: „ბოლოს და ბოლოს, მითხარით, რომ რამედ ვღირვარ!“
დამუშავებისას, ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. დაბალ დონეზე ის მონდომებით უვლის გვერდს ყველაფერს, რაც მისთვის კარმულად დაუშვებელია. მან რაღაც მომენტში უნდა შეიგრძნოს და შემდეგ ცხოვრებაში გადაიტანოს ეს, რაც არც ისე მარტივია.
საოჯახო ცხოვრებაში ყველა ცდილობს მთელი პასუხისმგებლობა და საქმეები,მისი ნების მიუხედავად, მას დააკისროს. მზის დაზიანების შემთხვევაში, შეიძლება სიტუაციის დამახინჯებას შეეცადოს და გახდეს შინაური ტირანი, მაგრამ ემოციურ და ეგზისტენციალურ კმაყოფილებას ამისგან ვერ მიიღებს. ამ ადამიანს ევალება საკუთარი სახლის და საოჯახო ურთიერთობების შენება ფუნდამენტიდან და მხოლოდ მან იცის, როგორ უნდა გააკეთოს ეს.
ბორის იზრაიტელი
ადამიანის ამოცანას წარმოადგენს გახდეს ოჯახის თავი. საშინაო საქმეები მის ცხოვრებაში მთავარ ადგილს იკავებს, თუმცა საკუთარი სახლი საკმაოდ გვიან ეძლევა. დიდხანს იბრძვის სახლში ლიდერის პოზიციის დასაკავებლად. ძლიერი კავშირი აქვს მამასთან. მისთვის დიდ როლს ასრულებს ოჯახური ტრადიციები. ჭეშმარიტი მასპინძელი, პატრიოტი, კონსერვატორი. ინტერესდება ისტორიით, სასოფლო მეურნეობით.
ბილ ჰერბსთი
მიკროკოსმი. თქვენ ამქვეყნად იმის გასააზრებლად მოხვედით, რომ მთელი ცხოვრების ცენტრს წარმოადგენთ. თქვენი ცხოვრების აზრი ნამდვილი ეგოცენტრიზმის გამოვლენაა, იმდენად პირად ფორმებში, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია. თქვენ აშკარად მორიდებულად იქცევით ისეთ სიტუაციებში, რომელიც ნამდვილ თვითექსპრესიას მოითხოვს, რადგან IV სახლი არამხოლოდ კონსერვატული, არამედ უკიდურესად პრივატულია. მზის აქ მდებარეობა იმას გულისხმობს, რომ სასიცოცხლო ენერგიის არხებთან დაკავშირება მარტოობის და იდუმალების შენარჩუნებით ხდება _ ეს თქვენი,როგორც პიროვნების, მნიშვნელობის შენარჩუნების საშულებაა. ამოცანა_დაიცვათ ღვთაებრივი ცენტრის გრძნობა ისე, რომ ხელი არ ჰკრათ და არ უარყოთ სხვა ადამიანების ღვთაებრივი განცდები.
პირადი უსაფრთხოება. სახლი, ოჯახი და ტრადიციული ფასეულობები, რომელიც პირადი უსაფრთხოების შეგრძნებას გიქმნით_თქვენი ბირთვია. თქვენს ცხოვრებისეული მიზანს უსაფრთხოების მიღწევა და შენარჩუნება წარმოადგენს. ასევე მკაფიოდ ჩამოყალიბება საკითხზე, რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი. საკუთარი თავისთვის ყოველმხრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმ ადამიანთა მოწონებისა და აღიარების მოპოვება, რომელიც ემოციურად გეხებიან. თავს უსაფრთხოდ გრძნობთ თუ ვერა, ნებისმიერ შემთხვევაში, სრულყოფილი „ბუდის“ ძიებას უბრუნდებით. მზის ნიშანი და ასპექტები აჩვენებენ უსაფრთოხების ტიპს ოჯახში, რომელიც საუკეთესო ადგილია თქვენი ევოლუციური განვითარებისთვის. კრიზისის შემთხვევაში, თქვენ ყველაფერს გაიღებთ მსხვერპლად ოჯახის დასაცავად.
ემოციური შტამპები. თქვენს შემთხვევაში ემოციური შტამპები და ადრეული ცხოვრებისეული გარემოებები ქმნიან იმ ცენტრს, რომელზეც იგება მთელი თქვენი ცხოვრება. ბუნებრივია, ოჯახური სისტემების მატრიცა, მზის მდებარეობის მიუხედავად, ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ოჯახი თქვენთვის ჭეშმარიტად საარსებო ღერძია. საკუთარი მნიშვნელობის გაცნობიერება პირველად ოჯახში ხდება, თუმცა საინტერესოა, რომ თქვენთვის ზრდასრულ ცხოვრებაში შებიჯება ანუ „გარესამყაროს მიღების“ პროცესი გაცილებით კრიტიკული აღმოჩნდება ხოლმე. სავარაუდოდ, ეს ან თვითდამკვიდრების ტრიუმფით სრულდება ან უარყოფის შედეგად მიღებული ტრავმებით. თუ შთაბეჭდილებები დადებითია, თქვენი ცხოვრება უსასრულო, ბედნიერი სენტიმენტებით ვითარდება; თუ უარყოფითი _ თქვენი ცხოვრება ხანგრძლივ და მტკივნეულ გათხრებს ემსგავსება, რომელიც ამ ტრაგიკული შედეგების მიზეზების მოკვლევას ისახავს მიზნად, რომ მათგან განთავისუფლდეთ და გარესამყაროს მოწონება დაიმსახუროთ.
მშობელი შინაგანად გადაჯაჭვულია ადამიანზე. ერთერთმა ან ორივე მშობელმა უდიდესი გავლენა მოახდინა თქვენს განვითარებაზე. იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე გარედან ჩანს. თქვენ ძლიერ ხართ მიჯაჭვული აღმზრდელ მშობელზე ან იმაზე მეტ ემოციურ სითბოს საჭიროებთ, ვიდრე დანარჩენები. ეს მიჯაჭვულობა არსებობს იმის და მიუხედავად, რა გამოცდილება შეიძინეთ, დადებითი თუ უარყოფით, აღმზრდელი მშობელი დედა იყო თუ მამა. თქვენ ცდილობთ საკუთარი მოგონებებით „დედობრივი“ თვისებები მიანიჭოთ. ის, რაც მშობლებზე გაიგეთ და მათგან ისწავლეთ პირდაპირ და ძლიერ ზემოქმედებას ახდენს თქვენს საკუთარ მშობლის როლის გაცნობიერებაზე, რადგან თქვენი ცხოვრების ძირითადი მიზნები დაცვისა და უსაფრთხოების თემების გარშემო ტრიალებს. მზის ამ მდებარეობისას, ძალიან სასარგებლოა გაერკვეთ, რა გავლენა იქონიეს თქვენზე მშობლებმა, განაცალკევოთ მითები და ფაქტები, რადგან თქვენი ამოცანაა, განავითაროთ საუკეთესო შთაბეჭდილებები მშობლებზე და იმავდროულად, გამოასწოროთ მათგან გადმოცემული ხინჯები.
პრივატული ინტუიცია. პირადი ინტუიცია გაახალგაზრდავების ბუნებრივი ფორმაა, არც ისე იშვიათად იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ და თვითნაბად მოვლენად აღიქვათ. თქვენი შინაგანი წინამძღოლების ლოკატორი გაცილებით უფრო იძულებით მოქმედებს, ვიდრე ცხოვრებისეული გარემოებები. თქვენ ეძებთ კონტაქტს ყველაზე ღრმა და პირადი „მეს“ ტაძართან. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს შინაგან „მეს“ ეკონტაქტებით, თქვენს ინტეგრალურ არსებაში სასიცოცხლო ენერგია იღვრება. ეს შინ, საკუთარ თავთან დაბრუნებაა. ცხოვრება, რომელიც აიგო პასუხების გარშემო კითხვაზე: „რა მჭირდება იმისთვის, რომ თავი სრულყოფილად, უვნებლად და უსაფრთხოდ ვიგრძნო?“
ინდუბალა
განათლებული ხალხია. მიწათმფლობელები. ჩვეულებრივ, სახლისგან შორს იმყოფებიან. უყვართ შენობებში, შინ მუშაობა. კარგი ინტელექტი აქვთ. მხოლოდ რამდენიმე უახლოესი მეგობარი ჰყავთ. ხშირია არასრული განათლება. მოგზაურობისთვის დადებითი შესაძლებლობები. კარგი ურთიერთობები აქვთ გავლენიან ხალხთან. კეთილი გულის ადამიანები არიან. ხშირად მუშაობენ სამშობლოს ან რაიმე ღირსეული საქმის საკეთილდღეოდ.
22-24 საათამდე დაბადებულ ადამიანთა მზე უმეტესად(და რა ყოველთვის) ჰოროსკოპის IV სახლში ხვდება და ისინი მთვარის გავლენას ექვემდებარებიან. როგორც ცნობილია, ეს სახლი დაკავშირებულია ოჯახთან, სამშობლოსთან, მშობლიურ ადამიანებთან. შესაბამისად, მათთან კავშირი ძალიან ძლიერია, რადგან ნატივი გრძნობს, რომ ეს ადამიანები მის ინტერესებს გამოხატავენ. აქტიურად იბრძვიან სამშობლოს კეთილდღეობისთვის. კარგი მდებარეობაა პოლიტიკოსებისთვის. თუ მთვარე დედის სიგნიფიკატორია, მზე მამას და მასთან ურთიერთობას აჩვენებს ჰოროსკოპში.
მთვარის ქვეშევრდომნი ფილოსოფიური პიროვნული წყობის ადამიანები არიან. ამიტომ, სასიცოცხლო ენერგიის გამოსხივების დროს, თავად თითქმის ვერასოდეს გრძნობენ თავს ბოლომდე ბედნიერად. მათ ყოველთვის აკლიათ შინაგანი უსაფრთხოების გრძნობა. მართალია, გარეგნულად მშვიდად და აუღელვებლად გამოიყურებიან. თუმცა მათ ნამდვილად გამოსდით ემოციური შტორმის გადმოხეთქვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიღაც მათ შინაგან სამყაროში შეჭრას და სიმყუდროვის უცერემონიოდ დარღვევას ცდილობს. მუდმივი შინაგანი ჰარმონიისკენ სწრაფვა და უპირატესად სულიერი საკითხებით გატაცება რამდენადმე აფერხებს მათ კარიერულ ზრდას. როგორც წესი, წარმატებას გვიან, დაახლოებით 40 წლის ასაკისკენ აღწევენ. სამაგიეროდ, პირადი ცხოვრებას გაცილებით კარგად და სწრაფად იწყობენ. პარტნიორთან მყარი სულიერ კავშირი აქვთ. ქორწინება უმეტესად სტაბილური და ბედნიერია.
ცნობილი ადამიანები IV სახლის მზით:
ვერძში: Marlon Brando, Leona Lewis, Steven Tyler, Norah Jones, Michael Fassbender, Garry Kasparov, Joan Crawford, Emile Zola, James Caan, Michel Fourniret, Vivienne Westwood…
კუროში: Carmen Electra, Dennis Rodman, Niccolò Machiavelli, James Stewart, Vladimir Jirinovski…
ტყუპებში: Paul McCartney, Naomi Campbell, Michèle Laroque, Charles Aznavour, Novak Djokovic, Eric Cantona, Russell Brand, Shia Labeouf, Michael J. Fox, Tom Jones, Federico García Lorca, Sonia Rykiel, Ian Fleming…
კირჩხიბში: Isabelle Adjani, Nikola Tesla, Marcel Proust, Cyndi Lauper, John D. Rockefeller, Bill Cosby…
ლომში: François Hollande, Halle Berry, Melanie Griffith, Neil Armstrong, Amelia Earhart, Peter O’Toole, David Spade…
ქალწულში: Mickey Rourke, Tim Burton, Paulo Coelho, Genghis Khan, Ludwig II of Bavaria, Leo Tolstoy, Van Morrison, Clara Schumann, Surya Bonaly…
სასწორში: Romy Schneider, Aleister Crowley, Jeff Goldblum, Yves Montand, Glenn Gould, Prosper Mérimée, Emily Deschanel, William Faulkner, Lee Harvey Oswald…
მორიელში: Julia Roberts, Bill Gates, Pablo Picasso, Jeff Buckley, Indira Gandhi, Brittany Murphy, Bernard-Henri Lévy, Martin Scorsese, Christopher Columbus, Joseph Goebbels, Bill Wyman, Michel Gauquelin, Leon Trotsky, Ennio Morricone…
მშვილდოსანში: Tina Turner, Vincent Cassel, Woody Allen, Holly Marie Combs, John Malkovich, Omraam Mikhaël Aivanhov, Jane Austen, Julie Delpy, Edmund Kemper, Don Johnson, Diego Rivera, Benjamin Bratt, Karl Benz…
თხის რქაში: Tiger Woods, Denzel Washington, Elisabeth of Bavaria, Rod Stewart, Omar Sy, Annie Lennox, George Gurdjieff, Michael Stipe, Lilian Thuram, Sissy Spacek…
მერწყულში: Jennifer Aniston, Gia Carangi, Mike Brant, Phil Collins, Geena Davis, Mathilda May, Eddie Van Halen, Bill Maher, Neil Diamond, Colette, Jerry Springer, Anton Chekhov, André Citroën…
თევზებში: George Harrison, Eva Longoria, Jennifer Love Hewitt, Victor Hugo, Rudolf Steiner, John Wayne Gacy, Rupert Murdoch, Vaslav Nijinsky, Bobby McFerrin, James Madison…
ავტორი: Qet Adastra