ნათალური მზე V სახლში

ნათალური მზე V სახლში

პირადი მომხიბვლელობა

ძლიერი, პოპულარული, სიამოვნების მოყვარული, კონსტრუქციული ხალხია.  იღბლიანი სასიყვარულო კავშირები. ცხოვრების განმავლობაში უამრავი რომანტიული თავგადასავალი ელით. მშვენივარად იციან და გამოსდით ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ საკუთარი შვილები ცოტა ან საერთოდ არ ჰყავთ. ბავშვებთანაც მხოლოდ მაშინ ურთიერთობენ როდესაც თვითონ სიამოვნებთ და შესაბამისი განწყობა აქვთ.

გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან, პატივმოყვარე და ამბიციურები. გამოკვეთილად უყვართ და აინტერესებს მუსიკა,თუმცა ცდილობენ ყველგან გამოავლინონ  შემოქმედებითი ტალანტები. უამრავი მეგობარი ჰყავთ. მათთვის აუცილებელია სხვების აღტაცება და ყურადღება დაიმსახურონ. არც ისე იშვიათად ბრმა თავდაჯერებისა და თეატრალურობის გამო ბევრს რისკავენ და თავს საფრთხეში იგდებენ. სახიფათოა სულიერ ექსჰიბიციონიზმისა და ადამიანების ექსპლუატაციისკენ მიდრეკილებათა განვითარება.

ვნებიანი და ცხარე საყვარელია, რომელსაც შეუძლია ყოვლისმომცველ ვნებებს იმავდროულად საყვარელი ადამიანისადმი ერთგულებაც შეუხამოს. დაუფიქრებლად გიამბობთ თავის სასყვარულო თავგადასავლებზე, რომანტიულ ქცევებზე.

ასეთი ადამიანს მარტივად იპყრობს სიძუნწე და ეჭვიანობა, განსაკუთრებით თუ მზე დაზიანებულია. გარშემომყოფებში გაუცნობიერებელ, უნებურ პატივისცემის გრძნობას აღძრავს, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება მომგებიანი კავშირების დამყარებაში.

კარგად ავლენენ თავს თეატრის, პედაგოგიკის, ხელოვნების და საბირჟო ოპერაციების სფეროებში. წარმატებულია საბირჟო სპეკულაციებში, როგორც ინვესტორი, მეწარმე, ორგანიზატორი, განსაკუთრებით შოუ-ბიზნესის სფეროში, გასართობ ინდუსტრიაში. იღბლიანი მდებარეობაა ასევე მსხვილი ბიზნესისა და ვაჭრობისათვის, რადგან ხელს უწყობ თვითგამდიდრებას, სხვადასხვა ტიპის სპეკულაციების მეშვეობით. შესაძლოა შემოსავლების მიღება საჯარო ლექციებით, პედაგოგიური ან სასცენო მოღვაწეობით.

პაველ გლობა

+ შემოქმედებითი თავისუფლების მოთხოვნა. ადამიანს ვერ წარმოუდგენია სულიერი განვითარება უსიყვარულოდ. პატივმოყვარეობა. სიცოცხლის, სიამოვნების წადილი. თავგადასავლები. გატაცებულია თეატრითა და მუსიკით. ძლიერ განვითარებული ინდივიდუალიზმი. მიჯაჭვულობა ბავშვებზე. ქალებისთვის ნაყოფიერება (მრავალშვილიანობა), მამაკაცების ჰოროსკოპში ბედნიერი სიყვარული.

ცხოვრების მფლანგველი. ეგოცენტრიზმი, გადაჭარბებული თავდაჯერება. რისკი, ეჭვიანობა. სასიყვარულო კაპრიზები და ტანჯვა. გაფანტული უნარები. მტაცებლის ინტინქტი. უნდა ყველაფერი უცებ მიიღოს. სწრაფად ხარჯავს შემოქმედებით პოტენციალს. ცხოვრების სიკეთეები გვერდს უვლის.

ფრენსის საკოიანი 

კარგად იცის ცხოვრების გემო. ძლიერი ნებისყოფა აქვს. უყვარს ხმაურიანი კომპანიები, სიამოვნება. სურვილი აქვს ყურადღების ცენტრში იყოს და ყველას უყვარდეს. შემოქმედებითი თვითგამოხატვა. ოპტიმიზმი. პატივმოყვარეობა. გატაცებულია მუსიკით, თეატრით, ხანდახან სპორტით. ისე იქცევა, თითქოს ყოველთვის სცენაზე დგას. მუდამ თავგადასავლებისა და სიამოვნების ძიებაშია. თითქმის ყოველთვის უღრუბლო და მხიარული განწყობაზეა. ბევრი მეგობარი ჰყავს. ხანდახან ბავშვივით გულუბრყვილო და ეგოცენტრულია. ძალიან  უყვარს ბავშვები და აქტიურად ერთვება მათ აღზრდაში. თუმცა თავად როგორც ცოტა შვილი (ან საერთოდ არ) ჰყავს.

თქვენ დრამატული ხასიათის ადამიანი ხართ, შემოქმედებითი და ექსპრესიული.  გიყვართ სცენაზე დგომა (არამხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით). მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ყოველთვის ცდილობთ გამოირჩეოდეთ, ბრწყინავდეთ. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შემოქმედება და თვითგამოხატვა და უზარმაზარ სიამოვნებას განიჭებთ თქვენი გამორჩეული ტალანტების განვითარება და დემონსტრირება, რა სფეროშიც არ უნდა იყოს ეს: ხელოვნებაში, სპორტსა თუ ინტელექტუალურ საქმიანობაში. ძალიან ამაყი ხართ.

ავესალომ პადვოდნი: არტისტი

მზე  V სახლში სიმბოლურ მმართველობაშია.

ეს რთული მდებარეობაა, რადგან მზე, თუ მას ძალიან ჰარმონიული მდგომარეობა არ აქვს, ადამიანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს და მკაცრად ადევნებს თვალყურს მისი მხრიდან  ვალდებულებათა შესრულებას.

აქ მზის იმპერატივს აქცენტი გადატანილი აქვს პიროვნებიდან მის როლზე, რაც უკიდურესად უარყოფითად აისახება მის თვითშეფასებაზე. კარმა ფაქტობრივად მოითხოვს ადამიანისგან გარკვეული როლების მკაფიო შესრულებას, რისთვისაც მან უნდა შექმნას „მეს“ შესაბამისი გარეგნული სახებები.  სწორედ მათ ხარისხზე აგებს პასუხს ადამიანი აბსოლუტის წინაშე. იმ დროს, როდესაც ცხოვრებისეული პროგრამა მკვეთრ კონტრასტშია კოლექტიურ ქვეცნობიერთან, რომელიც „მეს“ გარეგნულ სახებას უკიდურესად უმნიშვნელო ადგილს ანიჭებს: მთავარია იყო რამე (I სახლი) ან ვინმე (Xსახლი) და არა სახება (ერთადერთი გამონაკლისია პროფესიონალი მსახიობი). იმავდროულად, V სახლის მზე ადამიანს მუდმივად აგდებს  ისეთ სიტუაციაში, სადაც მას სიტყვასიტყვით ეკისრება გარკვეული როლის შესრულება (კონკრეტულად რომელი როლის, ამას V სახლის ასპექტები აჩვენებს). შედეგად, საზოგადოებისთვის მისი შესრულებული როლი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი პიროვნება.

დაბალ დონეზე ადამიანი შეიძლება მწვავედ  აპროტესტებდეს  როლს და განზრახ ცუდად ასრულებდეს მას, რასაც შედეგად მოჰყვება (როგორც წესი,მყისიერად) სასტიკი სასჯელი.

დამუშავების არსი იმით გამოიხატება, რომ ადამინმა უნდა იპოვოს საკუთარი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების მიმართ და ზუსტი სახების განსაზღვრით შეასრულოს თავისი როლი. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს საკუთარი პიროვნების როლთან გაიგივება.

მაღალ დონეზე ეს ძალიან შემოქმედებითი ნატურაა, რომელიც ძლიერ და მკაფიო სახებებს ქმნის, მაგრამ მისი შემოქმედების მიმართულებას ამ შემთხვევაშიც ბედისწერის მკაცრი ხელი წარმართავს.

ეს ადამიანი ძალიან ახლოა ღმერთთან, თუმცა კი ღმერთი მისგან, პირველ რიგში, საკუთარი მითითებისა და დავალებების შესრულებას ითხოვს, შეუსრულებლობისთვის კი სჯის. სამაგიეროდ, ადამიანისთვის ასეთივე მყარ გარეგნულ დაცვას უზრუნველყოფს.

ბორის იზრაიტელი

მზე V სახლში იძლევა ძლიერ არტისტულ უნარებს, საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილს, (თვით)რეკლამირების უნარს. მიდრეკილებას დრამატიზებისკენ. ბავშვების არსებობა და არარსებობაც საბედისწერო როლს ასრულებს ამ ადამიანის ცხოვრებაში. ადვილად უყვარდება, აზარტულია, ყველგან დღესასწაულს ეძებს.

ბილ ჰერბსთი

შეგნებული ადამიანი.  თქვენ საკუთარი ავტობიოგრაფიული ფილმის ნამდვილი ვარკვლავი ხართ. მოცემული მდგომარეობისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს პერსონა და მისი თანმხლები მართვადი, მაგრამ ჯერ კიდევ სპონტანური ქცევის პარადოქსი. თქვენ დედამიწაზე იმისთვის მოხვედით, რომ სხივმოსილი ენერგია განავითაროთ და შემდგომ თქვენი როლის შესრულებისთვის გამოიყენოთ. ყოველთვის, როდესაც პროჟექტორებით განათებულ ბილბორდზე საკუთარ სახელს ხედავთ ან აღტაცებული ყურადღების ცენტრში იმყოფებით, საბაზისო სასიცოცხლო ენერგიას შთანთქავთ. მახეს წარმოადგენს თქვენი ეგოცენტრული მიდრეკილებები. თქვენ შეიძლება იმდენად შეგიყვარდეთ საკუთარი ეგოს პრეზენტაცია, რომ ადამიანებს თავი მოაბეზროთ. მედიდურება და გაბღენძვა არ შეჰფერის თქვენს კეთილშობილებას. ამოცანა _ შეგნებულად განავითაროთ ძლევამოსილი პირადი ქარიზმა, მაგრამ, იმავდროულად, შეინარჩუნოთ მაყურებელთან  და სხვა შემსრულებლებთან კონტაქტი, მათი სწორად აღქმის უნარი.

რომანტიკა. სიყვარულის გაცემა. ცხოვრება დაუსრულებელი რომანტიული თავგადასავალია. თქვენ _ სამეფო კარის დიდებული, რომელიც მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ პოტენციურ მიჯნურებს დასდევს. თქვენი ცხოვრებისეული მიზნების ცენტრალური თემები სიყვარული, რისკი, მღელვარება და დახვეწილი ტრფობის თრთოლვაა. სასიყვარულო თამაშების თეატრალური ასპექტი თქვენი არსის განუყოფელი ნაწილია, კოსმოსიდან სასიცოცხლო ენერგიის შთანთქმის მეთოდი. თუ თქვენ მცირე ხნით შეწყვეტთ შემოქმედებით სასიყვარულო დინებას, ენერგიის შემოდინებაც მკვეთრად შემცირდება, თუმცა ჰომესტაზის აღდგენას დაგროვილი შიდარესურსების გარეთ გამოსხივებით მაინც მოახერხებთ. მაგრამ თუ ეს დინება ხანგრძლივი ვადით შეწყდება, თქვენი სასიცოცხლო ენერგია დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ამასთან, მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი, თქვენ ძლიერი ზემოქმედება უნდა მოახდინოთ სხვა ადამიანებზე, რომ ამ სიყვარულმა თავი გამოავლინოს. ამდენად, ჯერ ქარიზმა შექმენით და მხოლოდ  შემდეგ ისწავლეთ მისი სათანადოდ გამოყენება.

სექსუალური სპექტაკლი. სექსი თქვენი ცხოვრების მიზნის მნიშვნელოვანი ნაწილია. თქვენ ისწრაფვით იყოთ „მსოფლიოს ყველაზე დიდებული საყვარელი“. ენერგიის კონცენტრირება სხვა ადამიანზე, სასიამოვნო რომანტიული თრთოლვის შეგრძნება დაკვირვებისგან და შედეგად, სულირ-ფიზიკური შეღწევის განცდა _ ის ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომელსაც თქვენი არსისკენ მიჰყვახართ. ბუნებრივია მზის ნიშანი და მისი ასპექტები მნიშვნელოვნად შეცვლიან სასიყვარულო თამაშების ტიპებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენთვის უმთავრესია საკუთარი მნიშვნელობის დამადასტურებელი რეალური გამოცდილების მიღება, რაც სექსუალური ენერგიის ცეცხლის წარმატებით გამოვლენის შედეგად მიიღება. თქვენ მოგწონთ ბავშვების დაბადების იდეა. თუმცა მოგწონთ თუ არა მათი აღზრდის პროცესი _ ეს სულ სხვა საკითხია.

პირადი შემოქმედება. ბუნებით შემოქმედი ადამიანი ხართ და თქვენთვის ყველაზე მეტი მნიშვნელობა იმას აქვს, რის განვითარებას და გამოვლენას აპირებთ ცხოვრებაში. შესაძლოა წახვიდეთ სამსახიობო კარიერის გზით, მაგრამ მეტად სავარაუდოა, სხვა გზა აირჩიოთ და შემდგომ ეცადოთ მის გამოყენებას საკუთარი შემოქმედებითი იმპულსების გამოვლენის არენად. განვითარდება თუ არა თქვენი შემოქმედებითი იმპულსები, წარმატებული იქნება თუ არა თქვენი შემოქმედება, დამოკიდებულია მილიარდ სხვა ფაქტორზე (რომელიც მზის მდებარეობას და საერთოდ, ასტროლოგიის სიმბოლურ მითითებებს არ ეხება), კერძოდ  ისეთ თვისებებზე, როგორიც არის “გული“ და ხასიათი, განსაკუთრებით კი კრიტიკის წინაშე მოქნილობა.

შეჯიბრი. ცხოვრება აზარტული თამაშია. თამაში, რომელიც მოგებით ან წაგებით სრულდება და მას ვერავინ აფასებს თქვენსავით. ყოველთვის, როდესაც რისკზე მიდიხართ და როდესაც ეჯიბრებით, თქვენ სასიცოცხლო ენერგიით ივსებით. თქვენი ცხოვრების არსი თავდაჯერებისა და რისკის პარადოქსული ბალანსია. მოგება და წაგება აქ არავითარ როლს არ ასრულებს. ამოცანა _ ითამაშოთ მთელი ძალით, იმდენად საზრიანად და შეგნებულად, რამდენადაც ეს თქვენთვის შესაძლებელია. ითამაშეთ შთაგონებით.

ინდუბალა 

ამ ადამიანებს ძლიერი და მიმზიდველი სხეული აქვთ.  უმეტესად მაღალი სოციალური მდგომარება უჭირავთ.  კარგი მრჩევლები  და მასწავლებლები არიან. ბევრს მოგზაურობენ. უყვართ  თამაშები და გართობა. ცოტა შვილი ჰყავთ. შეიძლება შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეს.

20-22 საათამდე დაბადებულ ადამიანთა მზე უმეტესად (და არა ყოველთვის) ჰოროსკოპის V სახლში ხვდება და ისინი მზის გავლენას ექვემდებარებიან. ვარსკვლავური პიროვნებები, რომელთაც კატეგორიულად არ შეესაბამებათ მორიდებული როლი.  გართობა, აზარტი, თამაშები და შემოქმედება ამ სახლის ყველაზე აქტუალური თემებია. თუ მზეს I სახლში ძალაუფლება წყურია, V სახლის მზე, აპოლონი, მუზათა მფარველია.

ასეთი ადამიანები დაბადებით მსახიობები არიან, ქცევებით და არა პროფესიით. მზე უკიდურესად რომანტიული ხასიათით აჯილდოებს თავის ქვეშევრდომებს, იმ თვალსაზრისით, რომ ერთი დღეც არ შეუძლიათ პირადი გრძნობების გარეშე. სასიყვარულო თავგადასავლები მათი ცხოვრების აზრია. ეპიკურეული მიდრეკილებებიც სახეზეა. ისინი ვერ იტანენ მოსაწყენ სამუშაო დღეებს და რუტინულ სამუშაოს. ცხოვრება დღესასწაული  უნდა იყოს.

ბრწყინვალებისა და კაშკაშის სურვილს ხშირად მიჰყავს ისინი სცენამდე ან უბიძგებს, სხვა საჯარო ტიპის პროფესია აირჩიონ. სცენაზე, ფართო პუბლიკასთან, ათასობით და მილიონობით მზერის ობიექტივში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში.

მზის შვილებთან ურთიერთობა ძალიან მარტივია. ისინი ყველასთან ახერხებენ  საერთო ენის გამონახვას, იქნებიან ეს ბავშვები თუ ცხოველები,ზრდასრულ ადამიანებზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ, მათთვის ყველას გულის კარი სიხარულით იღება.

ცნობილი ადამიანები V სახლის მზით:

ვერძში: Diana Ross, Bette Davis, Aretha Franklin, Raphael, Yves Rocher, Chaka Khan, Montserrat Caballé, Akira Kurosawa…

კუროში: Leonardo da Vinci, Pierce Brosnan,  Trent Reznor, Vladimir Lenin, Shirley Temple, Hirohito, Silvana Mangano, Eric Burdon, Max Weber, Sugar Ray Robinson…

ტყუპებში: Colin Farrell, Lenny Kravitz, Priscilla Presley, Vincent Pérez, Ray Davies, Martin Bormann…

კირჩხიბში: Ringo Starr, Mireille Mathieu, George Sand, Elisabeth Kübler-Ross, Chris Isaak, Jean de La Fontaine, John Calvin, Patrick Vieira…

ლომში: Louis Armstrong, Slobodan Milosevic, Wilt Chamberlain, David Crosby, Geraldine Chaplin…

ქალწულში:Amy Winehouse, Charlie Sheen, Pink, Tommy Lee Jones, Franz Beckenbauer, O. Henry…

სასწორში: Bruce Springsteen, Klaus Kinski, Philippe Noiret, John Krasinski, Giuseppe Verdi, Michelangelo Antonioni…

მორიელში: Marie Antoinette,  Charles, Prince of Wales, Joni Mitchell, Lisa Bonet, Sarah Bernhardt, Jack Osbourne,  Larry Flynt, Claude Lelouch, Ben Foster, James Garfield…

მშვილდოსანში: Katie Holmes, Taylor Swift,  Jake Gyllenhaal, Teri Hatcher, Gustave Eiffel, William Blake, Jean-Louis Trintignant, Friedrich Engels…

თხის რქაში: Marilyn Manson, Dalida, Françoise Hardy, Kevin Costner, Katherine Moennig, Howard Hughes, Marlene Dietrich, Paramahansa Yogananda, Dolly Parton, J.R.R. Tolkien, Federico Fellini, Henri Matisse,  LL Cool J, Donna Summer, Faye Dunaway, Richard Nixon, Rudyard Kipling, George Foreman…

მერწყულში: Nicolas Sarkozy, Wolfgang Amadeus Mozart,  Juliette Gréco, Yoko Ono, Raymond Domenech,  Franklin D. Roosevelt, James Spader, Nick Carter, Charles Dickens, Alice Cooper, Adam Lambert,  Placido Domingo, Zsa Zsa Gabor, Roger Vadim, Cliff Burton, Sonny Bono, Eva Cassidy…

თევზებში: Jon Bon Jovi, Maurice Ravel, Sidney Poitier, Alexander McQueen,  Quincy Jones, Prince Edward…

ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top