“სულიერი აღორძინება“
ამ ადამიანებისთვის ცხოვრება ომია და ისინიც მთელი ღირსებით და სერიოზულობით იბრძვიან. ცხოვრებისადმი დამახასიათებელია მაქსიმალისტური დამოკიდებულება _ „ფარით ან ფარზე“. ხშირია მიდრეკილება სისასტიკის მიმართ. დაჯილდოებულნი არიან შემოქმედებითი გონებით. სექსს მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის თვითსრულყოფისკენ ისწრაფვიან. საერთოდაც, ცდილობენ ყველაფერში სრულყოფილებას მიაღწიონ. დაუღალავად ილტვიან სულიერი სიმაღლეების დაუფლებისკენ. თუ ამ ბრწყინვალე გაელვების პოვნა და დაჭერა მოახერხეს, ყოველგვარი შიშისგან თავისუფლდებიან და სულის ყველაზე ღრმა შრეების დონემდე აბსოლუტურად მოუწყველადი და დაუმარცხებელები ხდებიან იქამდე, სანამ სამართლიანობის პრინციპის ერთგულები იქნებიან. აქტიურად ინტერესდებიან ეზოთერიკით, სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხებით.
ადრეულ ბავშვობაში შეიძლება სირთულეები შეექმნათ მამასთან ურთიერთობაში. ძალიან მაღალი სასიცოცხლო ძალები აქვთ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ უღვთოდ ხარჯავენ. მათ უყვართ უფრსკულის ზღვარზე სიარული, საფრთხის შემცველი სიტუაციები. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ დღეგრძელნი არიან. ეს ასპექტი ღრმა ეგზისტენციალური გამოცდილების მიღებას მოითხოვს. მაღალია ძალადობრივი, ნაადრევი ან ტრაგიკული სიკვდილის საფრთხე. არც ისე იშვიათად მათ სიკვდილს კრიზისულ სიტუაციებში თავგანწირვა, გმირობა განაპირობებს.
შესანიშნავ უნარებს ფლობენ პოლიტიკური მოღვაწეობისთვის, რადგან ყოველთვის მარტივად იღებენ სხვების მხარდაჭერას. შეიძლება გვარიანი მემკვიდრეობა ან სხვების ქონების განკარგვის უფლება მიიღონ. ხშირად არიან დაკავებულნი დიდი კორპორაციების ფინანსური საკითხების განკარგვით. ზოგადად, მარტივად ეუფლებიან სხვების ფულს ან სხვების ფინანსებით სარგებლობის უფლებას.
ქორწინებას სოლიდური შემოსავალი მოჰყვება, მზითვის სახით. კარგად თანამშრომლობენ საქმიან საკითხებში ცხოვრების თანამგზავრთან. თუმცა მზის დაზიანებისას, ფინანასური კუთხით წარუმატებელი განქორწინება ელით. ალიმენტების საკითხი მათ სასრგებლოდ არ გადაწყდება. დაზიანებული VIII სახლის მზე ასევე შეიძლება მიუთითებდეს პარტნიორის მფლაგველობით ან ქონების არასწორი მართვით გამოწვეულ ფინანსურ პრობლემებზე.
საკუთარი შინაგანი სამყაროსადმი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, წვდომას იღებენ სასიცოცხლო ენერგიასთან, რისი წყალობითაც ჯანმრთელობას იკაჟებენ. მათი ცხოვრება სავსეა ცვლილებებით, გარდატეხებით, საფრთხეებით, დანაკარგებითა და შენაძენებით. აღიარება სიკვდილის შემდეგ მოდის.
პაველ გლობა
+ არის ამ ადამიანში რაღაც საბედისწერო. აქტიურ ინტერესს ავლენს პარანორმალური მოვლენების მიმართ. უყვარს და საუკეთესოდ გამოხატავს საკუთარ „ეგოს“ სარისკო და ექსტრემალურ სიტუაციებში, სადაც ყველაზე მძაფრად გრძნობს თავდაჯერებულობას. სწორედ ასეთ პირობებში ფართოვდება მისთვის განვითარებისა და მიზნის მიღწევის შესაძლებლობები. ყველაფერს აღწევს. აბსოლუტური უშიშრობა. შეუძლია ჩაიდინოს სასოწარკვეთილი საქციელი. კარგი მდებარეობაა ოკულტიზმით გატაცებულთათვის, ფსიქოლოგებისა და პარანორმალური მოვლენების მკველავართათვის, ვისაც არაფერი აშინებთ.
–სასტიკი და ულმობელია. მისი სული დაბზარულია სხვადასხვა შიშით, ძირითადად სიკვდილის. მძიმე მდებარეობაა სარისკო სიტუაციებისთვის. რისკი წაგებით სრულდება. ექსტრემალურმა პირობებმა შესაძლოა ცხოვრება დაუნგრიოს. მუდამ თან ატარებს არსებობისა და სიკვდილის შიშს. არც ისე იშვიათად მიდრეკილია თვითმკვლელობისკენ_ ხშირად ეთამაშება ბედისწერას, პროვოცირებს სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციებს, რაც სიკვდილზე უარესია (სულიერი წამება,დამცირება).
განსაკუთრებით დიდი ყურადღება სჭირდება „ბოროტ მზეს“ (განისაზღვრება აფეტიკით) VIII სახლში.
ფრენსის საკოიანი
ასეთი ადამიანის მამა აქტიურად არ ფიგურირებდა მის ბავშვობაში, რის შედეგადაც შეიძლება განუვითარდეს ხანგრძლივი და სანდო ურთიერთობების გაბმის ან უარყოფის შიში. კეთილისმყოფელი ცვლილება შეიძლება მოხდეს, თუ ის მოახერხებს მოსიყვარულე და შეგნებული პარტნიორის პოვნას. მაშინ მზე თავის შემოქმედებით რესურსებს სრულად გახსნის. პარტნიორის ნდობა საკუთარი თავისადმი ნდობის ტოლფასია.
ბევრს ითხოვენ და ბევრსაც იღებენ. ცხოვრება მათთვის ბრძოლაა. დამახასიათებელია სისასტიკე. ხშირად აღიარება სიკვდილის შემდეგ მოდის. ცხოვრებაში_უღიარებელი გენიოსია.
თქვენ ძლიერი შეგრძნებები გწყურიათ და ცხოვრების უჩვეულო, გაუგებარი ან აკრძალული სფეროებით ინტერესდებით. ხშირად მალავთ და მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს უზიარებთ საკუთარ ინტერესებს. იშვიათად ხართ საკუთარი თავით და ცხოვრებით კმაყოფილი, ამიტომ შინაგანად ყოველთვის ცდილობთ ყველაფერს ჩაუღრმავდეთ. ძლიერ გაინტერესებთ საზოგადოებრივი ცხოვრება, განსაკუთრებით ფულისა და ეკონომიკის როლი მასში.
ავესალომ პადვოდნი: „ჩემს ღმერთს ჩემი მოკვლა სურს“
ამ ადამიანს შესაძლოა არც ღმერთის სწამდეს, არც ეშმაკის და არც ბიოველების, ჩვეულებრივად ცხოვრობდეს თავისი ყოველდღიური ცხოვრებით, მაგრამ არ სწამდეს მისტიკის და მაგიის _ ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. ბედისწერა ძალიან ხშირად და უკიდურესად იმპერატიული ფორმით აგდებს ისეთ მარგინალურ სიტუაციებში, სადაც ეგრეგორისა და ზებუნებრივი ძალების როლი იმდენად თვალსაჩინოა, რომ სამყაროს უხილავი ნაწილის იგნორირებას ის უბრალოდ ვერ შეძლებს. ამ ადამიანს არაერთხელ აქვს გამოცდილი ბედისწერის როლი საკუთარ თავზე. დაახლოებით 30 წლის ასაკის შემდეგ კი საკუთარი პირდაპირი გავლენის ძალასაც არანკლებ ინტენსიურად იგრძნობს გარშემომყოფებსა და მიმდინარე მოვლენებზე, როგორც გარე, ისე შინაგან ცხოვრებაში, რასაც ხშირად ის მიამუტურად საკუთარი პიროვნულ ფაქტორს მიაწერს. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებად ღრმად და რთულადაა.
კარმული სიმბოლიზმით ამ ადამიანის როლს შეესატყვისება „გადამყვანი ქირონი“, რომელსაც სულები „მარადიული ტანჯვის მდინარე“ აქერონზე გადაჰყავდა გარდაცვლილთა საუფლოში. ცხოვრებაში მისი როლიც სწორედ ამას უკავშირდება: ადამიანთა გადაყვანა ერთი ეგრეგორიდან მეორეში. მას ევალება დაეხმაროს ადამიანს ძველში გარდაცვალების და ახალში დაბადების რთულ პროცესებში. ბუნებრივია, ამ დელიკატურ სამყაროში, პრინციპში მატერიალურშიც (რომ არაფერი ვთქვათ ადამიანის ფსიქიკაზე) ძლიერი დაძაბულობა წარმოიქმნება, რომელთან გამკლავებაც საკმაოდ რთული ამოცანაა, რაც დიდ გამოცდილებას და დახელოვნებას მოითხოვს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ღვთისგან დახმარებას უკანასკნელი ადგილი არ უჭირავს ამ უჩვეულოდ რთულ პროცესში.
მაღალი ალბათობით, ადამიანი ისეთ პროფესიას ირჩევს ,რაც უშუალოდ დაკავშირებულია VIII სახლთან, მაგრამ, ამის გარეშეც, მის ცხოვრებაში (თუ მზეს ჰარმონიული ასპექტები აქვს, მაშინ ცხოვრებასთან ახლოს) მრავლად იქნება დაძაბული მდგომარეობები და გარდამავალი პროცესები. ადამიანმა მართებული დამოკიდებულება უნდა გამოიმუშავოს და თანდათან შეარბილოს ისინი. მას უნდა ახსოვდეს, რომ ეშმაკთან ბრძოლა მის დონეზე და მისივე მეთოდებით ყოველთვის ეშმაკის გამარჯვებით სრულდება. მისი დამარცხება მხოლოდ ემოციური სიმტკიცით და მისი ინტრიგების მიმართ სრული გულგრილობით შეიძლება. მეორეს მხრივ, ადამიანმა უნდა ისწავლოს, ყველაზე მძაფრ და კრიტიკულ სიტუაციებშიც კი, ღვთის ნებაზე მინდობა, როდესაც გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა საჭირო არ არის ან უმაღლესი ეგრეგორის მიერ კონტროლდება. მაშინ სრულად უნდა დაემორჩილოს მას, მიუხედავად მიწიერ-მატერიალური შეხედულებებისა და კონკრეტული გარემოებებისა.
ეს მდებარეობა დიდ ინტერესს ავითარებს ჯგუფური და სოციალური ეთიკის მიმართ. კოლექტივის ნება ხშირად ტრანსლირდება ამ ადამიანის მეშვეობით. მზის დაზიანებისას, შეინიშნება ძლიერი კონფლიქტები კოლექტივთან, განსაკუთრებით მორალის საკითხებში. ეს დისიდენტის და კრიმინალის მდებარეობაა. მთლიანი რუკის ძლიერი დაზიანებისას, წამებულის. თუმცა შინაგანი დამუშავების, ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ პირადი და საზოგადოებრივი ეთიკის დაბალანსება მოახერხა, სავსებით შესაძლებელია, წმინდანად იქცეს.
ბორის იზრაიტელი
ადამიანის ამოცანა საიქიო ცხოვრებაში, იმიერ სამყაროში გარკვევაა. მზის ამ მდებარეობას ადამიანი გამოჰყავს ყოველდღიური მატერიალური ყოფის საზღვრებიდან, ძლიერი და უკონტროლო ენერგეტიკული პროცესების ზემოქმედებით.
სხვისი ქონებრივი მდგომარეობა ხშირად ხდება მისი ინტერესის საგანი. მიმდინარეობს სახსრების გადმოზიდვა, გარემოსთან ენერგიების ცვლის ინტენსიური პროცესი. ადამიანს შეუძლია ენერგეტიკული გავლენა იქონიოს გარემოზე და გარშემომყოფებზე, მაგიური ზემოქმედების უნარი აქვს. კარგად აღიქვამს ფარულ და უხილავ ასპექტებს, ჩვეულებრივი პროცესების ღრმა მიზეზებს. სწრაფად ახდენს ძალთა რეგენერაციას.
მისი ძირითადი ამოცანაა _ ისწავლოს ძველთან, წარსულთან გამოთხოვება, მისი მსხვერპლად გაღება ახლის ასაშენებლად.
ბილ ჰერბსთი
კავშირი. მზის VIII სახლში მდებარეობა იმის მაუწყებელია, რომ პირადი შეფასების თემა, პარტნიორული ურთიერთობის მეშვეობით, თქვენს ცხოვრებაში მთავარ ადგილს იკავებს. ადამიანის გვერდში ყოფნის გამოცდილება, ამასთან, არამხოლოდ ურთიერთქმედება, არამედ ჭეშმარიტი შერწყმა, თქვენთვის იმდენად მნიშნველოვანია, რომ მასთან შედარებით ყველაფერი უფერულდება. თქვენი სასიცოცხლო ენერგიებთან ჩართვა სანდო ურთიერთობების მეშვეობით ხდება. თუ პარტნიორს ენდობით და მისი გწამთ, თქვენი თვითრწმენა და საკუთარი თავის მიმართ ნდობაც იზრდება. არასწორი პარტნიორის არჩევით, საკუთარ განვითარების პროცესს შეაფერხებთ. ერთგული პარტნიორი თქვენთან ერთად იმუშავებს კავშირის საერთო მიზნების მისაღწევად. თქვენ თავს სწირავთ არა ერთმანეთისთვის, არამედ უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი საერთო საქმისთვის. როდესაც ერთობას თან ახლავს განცდა, რომ თქვენ სულ უფრო ემსგავსებით საკუთარ თავს, იცოდეთ რომ სწორ გზაზე დგახართ. ამოცანა _ დაამყაროთ ნაყოფიერი კავშირები ადამიანთან ისე, რომ არც მასზე დამოკიდებული გახდეთ და არც გამოეყოთ. თქვენ უნდა გაერთიანდეთ ნდობის საფუძველზე და იმავდროულად, პატივი სცეთ საკუთარ ცხოვრების გზებს.
ტრანსფორმაცია. მთელი თქვენი არსება ტრანსფორმაციისკენ მიმართეთ. ამ პროცესთან ფლირტი და კეკლუცობა დაუშვებელია, რადგან როდესაც ამ გზაზე დადგებით, თქვენი ცხოვრებისეული ორიენტაციის არსი იცვლება. ეს პროცესი მზის დაბნელების მსგავსია. თქვენი სამყაროს ნათება დროებით ქვრება, რაზეც არც ისე მარტივად მიდიხართ. თუ თქვენ საკადრისი სიკვდილი არ შეგიძლიათ, ვერც ნორმალურად ცხოვრებას შეძლებთ. თქვენ დედამიწაზე იმისთვის არ მოსულხართ, რომ ერთი ცხოვრება განვლოთ. თქვენ ბევრი ცხოვრების გზა უნდა გაიაროთ თანმიმდევრობით და ყოველი ახალი ძველის ნარჩენებზე იგება_ ეს ყველაფერი კი ერთ მიწიერ ცხოვრებაში, ერთ სხეულში ხდება. ჩვეულებრივი ყოფა თქვენთვის არ არის, ამიტომ არც ეცადოთ ყველას მსგავსად იცხოვროთ. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ იმ ცოცხალ არსებას გაგუდავთ, რომელიც თქვენშია დამალული. თქვენთვის აუცილებელია უჩვეულო და ექსტრაორდინალურ მოვლენათა დინებაში ცხოვრება. დაივიწყეთ ნაცრისფერი ყოფა, ესწრაფეთ სიყვარულს და სიცოცხლისადმი ინტერესს.
სექსუალური შერწყმა. სექსუალური კავშირის ფსიქოლოგიურ თავისუფლებას თქვენს ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია: ორგაზმი თქვენთვის კოსმოსის კარიბჭეს ხსნის. განსაკუთრებით მკვეთრად ეს ხდება ემოციური და ფიზიკური აღგზნების თანდათან მომატების შედეგად, სადაც სრულიად ივიწყებთ ვინ ახდენთ პენეტრაციას; სადაც ქალური და მამაკაცური საწყისები განუყოფელია; სადაც სატრფოც და მიჯნურიც სრულიად განსაკუთრებულ ერთიან არსებაში გარდაიქმნებიან. სწორედ ეს არის განთავისუფლება, რომელიც საწყისს ბიოლოგიურ გარემოში იღებს და სულიერ განზომილებაში სრულდება. სრულიად ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს განთავისუფლების პროცესი განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც თქვენი გულები ღიაა, ანუ როდესაც ერთამენთს ენდობით და გიყვართ. სექსუალურ ურთიერთობაში კონცენტრირდით თქვენი არსების ცენტრზე და მაშინ შინაგანი სითბოს ნათებით აღივსებით.
ფოკუსირებული ინტუიცია. ინტუიცია თქვენს ღვთაებრივ საწყისს ავლენს. თქვენ დაბადებიდან თან დაგყვათ ინტუიციური აპარატი და ერთადერთი, რაც მოგეთხოვებათ, მისი მოქმედებაში მოყვანაა. ნებისმიერ ადამიანში შეაღწევა შეგიძლიათ, რომელზეც კონცენტრირდებით, რადგან თქვენი ლოკატორი ანომალურად ძლევამოსილია. მახე _ თქვენ შეიძლება შეგაცბუნოთ იმან, რასაც სხვა ადამიანებში „დაიჭერთ“. თქვენთვის რთული იქნება საზღვრის გავლება სხვა ადამიანების აღქმასა და საკუთარ გამოცდილებას შორის, რაც საგონებელში ჩაგაგდებთ, მაგრამ თქვენი ამოცანაც სწორედ ეს არის _ მოიქცეთ საკუთარი შეგრძნებების შესაბამისად ისე, რომ არ შეიჭრათ შეგრძნებების წყაროთა პირად ტერიტორიაზე. მაქსიმალურად გახსენით თქვენი წინათგრძნობა, ისწრაფეთ სრული სიცხადისკენ და ჯილდოდ გულითად სითბოს მიიღებთ.
საერთო ქონება. თქვენი ცხოვრებისეული მიზნების უმნიშნველოვანესი ნაწილი სხვის ფულთან, ქონებასა და მფლობელობასთან მოპყრობის მენეჯმენტსა და პასუხისმგებლობას უკავია. მხოლოდ მზის მდებარეობით ვერაფერს ვიტყვით ვერც თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე და ვერც თქვენს რეაქციებზე ფულთან დაკავშირებით. ამისთვის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მზის ნიშანი და ასპექტები. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ თქვენი მატერიალური მდგომარეობა და რეაქციები ფულზე პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების მიზნების განხორციელებაზე. შესაძლოა ისეთ ძალასაც ფლობდეთ, რაც, როგორც ჩანს, თქვენ თვითონ არ გითხოვიათ ან სასოწარკვეთილად საჭიროებდეთ ამ ძალას, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, საერთო რესურსების ძალა საბოლოოდ თქვენს ხელში აღმოჩნდება. მახე _ ვერ შეამჩნიოთ რამდენი ადამიანი ექცევა თქვენი ზემოქმედების ქვეშ. ამოცანა_სრულიად დაეფლოთ ამ ძალას, გამოიყენოთ ის ცნობიერად და გააზრებულად,“ხარჯვის“ მეთოდების მიუხედავად.
ინდუბალა
ასეთი მზის მფლობელი ჩაკეტილია და ერიდება საჯაროობას. ისინი დაბადების ადგილიდან შორს სახლდებიან. სუსტი მხედველობა და პრობლემატური მომნელებელი სისტემა აქვთ. ცოტა შვილი ჰყავთ. აინტერესებთ მისტიკა. უმეტესად საჯარო სამსახურებში მუშაობენ.
14-16 საათამდე დაბადებულ ადამიანთა მზე უმეტესად(და არა ყოველთვის) ჰოროსკოპის VIII სახლში ხვდება და ისინი პლუტონის გავლენას ექვემდებარებიან. მოუსვენარი ხასიათითა და არანორმალურად მტკიცე ცხოვრებისეული პოზიციებით გამოირჩევიან. თუ სხვებს მუდმივი წარუმატებლობები და სირთულეები აშინებთ, ტეხავს და საკუთარი თავისადმი რწმენას უკარგავს, პლუტონის პირმშოებს ყველა ეს ნეგატიური მოვლენა მხოლოდ აძლიერებს. აღმაფრენა და დაცემა_მათი ნორმალური მდგომარეობაა, მხოლოდ უნდა იფრთხილონ, რომ ეს პროცესი მუდმივ სპორტულ თამაშად არ გადაიქცეს. ასეთი ძლიერი და ნებისყოფიანი ადამიანებისთვისაც კი, აჯობებს კონკრეტული მიზნები დაისახონ და მიაღწიონ, ვიდრე თავით გადაეშვან უფრსკულში მხოლოდ იმიტომ, რომ შიში ეზიზღებათ.
ეს ადამიანები უჩვეულო აქტიურობით გამოირჩევიან სახიფათო და სარისკო სიტუაციებში. თვალსაჩინო სახება _ კაპიტანი გემზე, რომელიც იძირება.
ცნობილი ადამიანები VIII სახლის მზით:
ვერძში: Natalie Dessay , Emma Watson, Shannen Doherty, Charles Baudelaire, Hugh Hefner, Adrien Brody, Terence Hill, Jacques Lacan, Franck Ribéry, Franz Joseph Haydn, Coralie Trinh Thi, Kenny Chesney, Mina, Andrew Lloyd Webber, Catherine Millet…
კუროში: Pope John Paul II,Laura Pausini, Laetitia Casta, Renée Zellweger, Otto Klemperer, Mireille Darc, Véronique Sanson, Shirley MacLaine, Stevie Wonder, Traci Lords, Tony Parker, Anne Pingeot, Natasha Richardson, Charlotte Brontë,, Harry S. Truman, Debra Winger, Roy Orbison…
ტყუპებში: Nicole Kidman, Natalie Portman, John Fitzgerald Kennedy, Prince, Marquis de Sade, Bernard Giraudeau, Anderson Cooper, Mel B, Anne Heche, Rupert Everett, David Berkowitz, Alain Gillot-Pétré, Jean Moulin, Ralph Waldo Emerson…
კირჩხიბში:Nelson Mandela, Angela Merkel, Julius Caesar, Debbie Harry, Samy Naceri, Julian Assange, Helen Keller, Vincent Lindon, Lindsay Wagner, Rembrandt, Tia Mowry, Madame Soleil, Donald Rumsfeld…
ლომში: Lambert Wilson, Coco Chanel, Mila Kunis, Thierry Henry, Hilary Swank, Rosanna Arquette, Lucille Ball, Carrie-Anne Moss, Coccinelle, Henri Cartier-Bresson, Ian Gillan…
ქალწულში: Mère Teresa, Sean Connery, Prince Harry of Wales, Warren Buffett, Igor Bogdanoff, Shirley Manson, Elizabeth I of England, Larry Hagman, Queen Paola of Belgium, Emmanuel Petit, James van Praagh, Buddy Holly, Aimee Osbourne, Barry White…
სასწორში: Nolwenn Leroy, Monica Bellucci, Amitabh Bachchan, Matt Damon, Hilary Duff, Deepak Chopra, Alicia Silverstone, Susan Sarandon, Bruno Mars, Heinrich Himmler, Truman Capote, Guy Pearce, F. Scott Fitzgerald, Umberto Boccioni, Jerry Lee Lewis, Howard Hewett, Paul von Hindenburg, Sean Patrick Flanery…
მორიელში: Demi Moore, Richard Burton, Sylvia Plath, Bo Derek, Ellen Pompeo, Theodore Roosevelt, Robert Louis Stevenson, Patrick de Carolis…
მშვილდოსანში: Brendan Fraser, Vera Fisher, Bette Midler, Baruch Spinoza, Michael Vartan, Gérard Philipe, Little Richard…
თხის რქაში: Salman Khan, Ingrid Betancourt, Eliza Dushku, Bernadette Soubirous, Louis Tomlinson, Johannes Kepler, Jack London, Malcolm Young, Michel Petrucciani, Phil Spector
მერწყულში: Valérie Trierweiler, John Travolta, Lord Byron, Lorenzo Lamas, Sara Gilbert, Chris Farley, Jack Lemmon, Buzz Aldrin, Mike Bloomberg, Boris Yeltsin…
თევზებში: Edgar Cayce, Seal, Carrie Underwood, Galileo Galilei, Pierre Boulle, Glenn Close, John Steinbeck, Cyrano de Bergerac, Prince Andrew Duke of York, Kyle MacLachlan, Rudolf Diesel, Catherine Bach, Serge Lutens…
ავტორი: Qet Adastra