მზე მშვილდოსანში, მთვარე ნიშნებში

მზე მშვილდოსანში, მთვარე ნიშნებში

მზე მშვილდოსანში, მთვარე ნიშნებში

მზე მშვილდოსანი, მთვარე ვერძი

ეს ნოვატორი, უშიშარი, დინამიური ადამიანია. საერთო ინტერესების გამო სხვების ხელმძღვანელობა, ლიდერობა შეუძლია მანამ, სანამ ეს მის დიდ ამბიციებისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილს აკმაყოფილებს. ხელმოცარულებს თანაუგრძნობს, შეუძლია სხვების აზრის გაზიარება ისე, რომ საკუთარს არ შეცვლის. ორივე აზრის გაერთიანება შეუძლია საერთო ინტერესების გამო. ამ მახასიათებლით ნებისმიერი მაშტაბის პროექტის ხელმძღვანელი შეიძლება გამოვიდეს.

სასიყვარულო ურთიერთობებში გულწრფელი და ვნებიანია. საკუთარ იდეალებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ყველგან ავრცელებს. საკუთარ აზრზე დარჩენა მოსწონს, თუმცა კომპრომისებზეც მიდის, მაგრამ ისე ოსტატურად, ადამიანები გვიან ხვდებიან, რომ მისი „კომპრომისი“ 100%-იანი სულაც არაა.

მშვილდოსანს მთვარით ვერძს დიპლომატიურს ვერ ვუწოდებთ. საკუთარ აზრს ღიად გამოხატავს, მაგრამ ისე, რომ საუბრის ბოლოს მოსაუბრეს სახეზე ღიმილი ეფინება. საკმაოდ პატიოსანი და პირდაპირია. პრაქტიკულად იდეალისტის მდებარეობაა, რომელმაც იცის როგორ იცხოვროს ამ სამყაროში საზოგადოებრივი წესების დაურღვევლად. ამ მდებარეობის ადამიანს ზურგსუკან მოქმედება, სხვების გასულელება არ ახასიათებს, ყოველთვის პატიოსნად თამაშობს.

მზე მშვილდოსანი, მთვარე კურო

მეგობრული, თავაზიანი, რომანტიული და იდეალისტია. ადამიანებში და გარემოში კარგად ერკვევა, მაგრამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას არ ჩქარობს. ბუნებით ფილოსოფოსია და შეუძლია ისე ჩაერთოს აბსტრაქტული აზოვნების პროცესებში, რეალურ ცხოვრებაში მიზნების მიღწევა გადადოს. მისთვის საუკეთესოა შემოქმედებითი მუშაობა, სადაც იდეალიზმი კონკრეტულ გამოხატვას და მატერიალურ მოგებას მოიპოვებს. თვლის, რომ განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ თავად ვერ ახერხებს სრული განათლების მირებას – თვითგანათლებით კვალიფიკაციასა და ცოდნას იმაღლებს.

უფრო ენთუზიაზმითაა სავსე (გატაცებული), ვიდრე პატივმოყვარე; მატერიალურზე მეტად სულიერ კმაყოფილებას ეძებს. თუ უზრუნველყოფილი არაა, მიზნების შესასრულებლად მუშაობას არ უგულვებელყოფს. იმედოვნებს, რომ ღმერთი დაეხმარება და იმედებს გაუმართლებს. მისი რწმენა ხშირად გარშემომყოფებზე გადამდებია.

სასიყვარულო ურთიერთობებში ვნებიანი, ნაზი, ერთგული, სანდო პარტნიორია. სიყვარულისთვის ყველაფრის გაწირვა შეუძლია, მაგრამ ნაკლებადაა სავარაუდო, რომ მსხვერპლშეწირვა აუცილებელი იყოს (ურთიერთობებს ბუნებრივად აწყობს). უკეთესის იმედი აქვს, მაგრამ ბრმად ოპტიმისტი არაა. მზისა და მთვარის ეს მდებარეობა ოჯახური ცხოვრების მოყვარულ ადამიანზე მიანიშნებს. მის ურთიერთობა პატივისცემასა და ერთმანეთის მიზნების გაგებას ეფუძნება.

მზე მშვილდოსანი, მთვარე ტყუპები

ბუნებით ავანტიურისტი მუდმივად ახალ განცდებს, შთაბეჭდილებებს, რომანტიულ თავგადასავლებს ეძებს. მისი სურვილი მსოფლისო გარშემო მოგზაურობაა.  მატერიალური კუთხით იღბლიანია, ადვილად გამოიმუშავებს. მატერიალური უზრუნველყოფა დიდად არ ადარდებს, რადგან თითქმის არასდროს აკლდა. საუბრის დროს მებრძოლის შთაბეჭდილებას ტოვებს, საკუთარი აზრების გადმოცემა კარგად გამოსდის, განსაკუთრებით წერილობითი ფორმით.

მზისა და მთვარის ერთ-ერთი მდებარეობაა, რომელიც ინტელექტუალური საქმიანობით გამომუშავებას უკავშირდება. საზოგადოებაში საკუთარ მდგომარეობას სწორედ ინტელექტუალური მუშაობით აღწევს. შესაბამისად მისთვის განათლების მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს. საქმიანობა, რომელიც ადამიანებისთვის შეთავაზებას, მათთან გასაუბრებას უკავშირდება – წარმატების მომტანი იქნება.

ბრძენი და ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მხოლოდ თვითონ იცის რამდენადაა დამახასიათებელი ეს თვისებები მისთვის. სხვა ადამიანებში უფრო ერკვევა, ვიდრე საკუთარ თავში, საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად უდგება და ეს ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც გარსემომყოფები სერიოზულად აღიქვამენ. შესაძლოა გამაღიზიანებელი შენიშვნების ხმამაღლა გამოთქმა უყვარდეს ხალხმრავალ ადგილზე.

საპირისპირო სქესთან ურთიერთობა იზიდავს, მაგრამ სტაბილური და მუდმივი პარტნიორი ნაკლებადაა. მრავალფეროვნების სიყვარული პირად ურთიერთობაშიც ვლინდება. შეუძლია სხვების გონებაზე გავლენის მოხდენა და ადამიანების პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება.

 

მზე მშვილდოსანი, მთვარე კირჩხიბი

ინტუიციური, პოეტური, მგრძნობიარე ადამიანია. საკუთარი შესაძლებლობების ნებისმიერ სფეროში გამოვლენა შეუძლია. ეს მშვილდოსანი აბსტრაქტული აზროვნებისკენ, ფილოსოფიური ხედვისკენაა მიდრეკილი. როცა ნათლად ფიქრობს, ნებისმიერ ადამიანში ხედავს ნაკლს, უარყოფითს, მაგრამ ამავე დროს, მისთვის დამახასიათებელია სხვების ადვილად ნდობა. შეუძლია თვალი დახუჭოს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე მის გრძნობებს ეხება.

მას სჯერა სხვადასხვა კონცეფციების მეტაფიზიკაში, სპირიტიზმში, ფილოსოფიაში და ა.შ. საქმეში ეს მახასიათებელი ვლინდება ყველაზე უჩვეულო პროექტების განხორციელების რწმენაში. გამომგონებლური მიდგომისა და ენერგიის წყალობით, ზოგჯერ ასეთი პროექტების განხორციელებას ახერხებს. მისთვის არცერთი ამოცანა და მიზანი არაა რთული, თუ მისი შესრულების სჯერა და მიზნად დაისახა.

ემოციური კუთხით საყვარელი, ნაზი, თბილი, მაგრამ ცვალებადი და უკიდურესობებამდე მისულია. ასეთივეა სიყვარულშიც. თუ ძველი ურთიერთობა მოსწყინდა, ახალი გატაცება სწრაფად ჩნდება. ნებისმიერ სფეროში: სწავლაში, საქმეში, იდეებსა თუ სიყვარულში შინაგან მხარეზე მეტადაა ორიენტირებული.

 

მზე მშვილდოსანი, მთვარე ლომი

პატივი – ეს მისი კერპია, ყველა მისი მისწრაფება სწორედ პატივის მიღებას ემყარება. საკუთარი ენერგიის, მიზანდასახულობის წყალობით, საზოგადოებაში პრესტიჟსა და კარგ მდგომარეობას აღწევს. ცხოვრების მიმართ სერიოზული დამოკიდებულება აქვს და ცდილობს მისგან (ცხოვრებისგან) ყველაფერი მიიღოს. სამართლიანი, გულმოწყალეა და თუ საკუთარ უნარებს სწორი მიმართულებით გამოიყენებს – შესანიშნავ კარიერას აიწყობს.

საკუთარი მორალი და ფიზიკური სიმამაცე გააჩნია, საკუთარი თავისა და ცხოვრების ბატონია; თუ თვლის, რომ სიმართლე მის მხარესაა, არ აშინებს წინააღმდეგობები და დაბრკოლებები. სამართლიანობას ყველგან დაიცავს. ფილოსოფოსია, შემოქმედებითი გონებით, ფართო ხედვითა და წარმოსახვით დაჯილდოვებული. ეს თვისებები ყველა გეგმასა და დეტალებში ჩანს. მისი ენერგია, ემოციური და მენტალური სფერო გაერთიანებულად მოქმედებს, რათა წარმოსახული გეგმები, ფიზიკურ რეალობაში განახორციელოს. ასეთი შემოქმედებითი წარმოსახვას ზუსტი ფორმები გააჩნია და მის დადებით, დასაფასებელ მახასიათებლად ითვლება, რადგან საკმარისი სიმამაცე, მორალური, ინტელექტუალური და ფიზიკური ძალა გააჩნია მათ რეალობაში განსახორციელებლად.

პირად ურთიერთობებში ვნებიანი და ერთგული ადამიანია; მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მის სულიერ ღირებულებებში სიყვარული მეორე პლანზეა (პატივისცემის შემდეგ). ვალდებულებებს არ არღვევს. ყველა ეს თვისება, რა თქმა უნდა, წარმატების მიღწევაში ეხმარება.

მზე მშვილდოსანი, მთვარე ქალწული

ეს კომბინაცია ინტელექტუალ ადამიანზე მეტყველებს, დეტალური ანალიზი, განსხვავებული დეტალების გაერთიანება შეუძლია. სხვა სიტყვებით – ეს ადამიანი მოაზროვნეა, მაგრამ როგორც სხვა მშვილდოსნების შემთხვევაში, მისი ფილოსოფიური ხედვა ცხოვრებისგან სრულად მოწყვეტილი არაა. მშვილდოსნურ თვისებებთან ერთად საკმაოდ პრაქტიკული და მიწიერია.

წარმატების მიღწევა ინტელექტუალურ და შემოქმედებით სფეროებშია მოსალოდნელი: იურისპრუდენცია, თეოლოგია, მედიცინა, ლიტერატურა, მუსიკა, ანუ ყველა სფერო, რომელშიც შეძლებს ხარისხისა და გამოხატვის (გამოხატულების) გაერთიანებას. ბიზნესის სფეროშიც შეუძლია წარმატების მიღწევა, მაგრამ ამ სფეროში თავს შებოჭილად გრძნობს და ადრე თუ გვიან ტოვებს.

წაგებულის მდგომარეობაში ხშირად იქნება, რადგან სამართლიანობის პრინციპს ყოველთვის აქტიურად იცავს, მაგრამ შეუძლია აუდიტორია საკუთარი თეორიების სიმართლეში დაარწმუნოს. ამ მახასიათებლების გამო შეუძლია კარგი იურისტი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ  რბილი ადამიანია, მისი გამოსვლები ან აზრის დაფიქსირება – მიუკერძოებელია.

დიპლომატია და ადამიანების საკუთარ მხარეზე გადმოყვანა შეუძლია არა მხოლოდ იდეებით, არამედ ქცევის მანერებითაც. მას აქვს ხიბლი, მაგრამ გაუცნობიერებელი და თვალისთვის შეუმჩნეველი. სასურველია გაკრიტიკების სურვილი და არასრულფასოვნების კომპლექსი აკონტროლოს; დეტალური ანალიზის უნარი განავითაროს, საკითხებისა და მათი ნაკლოვანებების დანახვა ისწავლოს. შედეგად, ინტელექტის წყალობით წარმატებასაც მიაღწევს. გასათვალისწინებელია, რომ მშვილდოსანი და ქალწული ე.წ. კვადრატული ნიშნებია, ანუ ცნობიერი (ნება) და ქვეცნობიერი (სურვილი, “მე მინდა” და “საჭიროა”) კონფლიქტში იქნება ერთმანეთთან.

მზე მშვილდოსანი, მთვარე სასწორი

ძალიან აქტიური ადამიანია ფართომასშტაბიანი იდეებით, რომლებიც უფრო ახლოს უნდა იყოს რეალობასთან. მას მხოლოდ ბიძგი სჭირდება და შეუძლია დაუფიქრებელი ნაბიჯებიც გადადგას. დამოუკიდებელი, აქტიური, გაბედული ადამიანია და საკუთარ იღბლიანობაში დარწმუნებულია. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი მეგობრულია, ნაცნობთა ფართო წრე ჰყავს და კამპანიებში ყოფნა სიამოვნებს. ამავე დროს, რომანტიულია, სიყვარულისა და მოწონების დიდი სურვილი აქვს და ამ სფეროში ნაკლებად აქვს პრობლემები, რადგან საპირისპირო სქესთან ურთიერთობა ჰარმონიულია.

ბუნებით მიმნდობია, სასურველია მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს ადამიანებთან ურთიერთობებში. მას შემდეგ, რაც ადამიანების ამოცნობას ისწავლის, ნაკლებად აღმოჩნდება გასულელებულ მდგომარეობაში.  მშვილდოსანს მთვარით სასწორს ურჩევნია ადამიანს ასი ლარი მისცეს, ვიდრე თუნდაც 5 თეთრში მოატყუონ.

მშვილდოსანი მთვარით სასწორი კეთილშობილური ბუნებისაა და უმაღლესი პრინციპების მატარებელია, მაგრამ ამავე დროს – პატივმოყვარეც; კომფორტი და სიამოვნების წყაროები მოსწონს, მაგრამ სიმდიდრე და ძალაუფლება ნაკლებად აღელვებს.  ცოცხალი, აქტიური ადამიანია და ამ თვისების გამო კომფორტულად გრძნობს თავს ისეთ სიტუაციაშიც, რომელშიც სხვა ადამიანი ვერ გაძლებს. მისთვის სახლი – ადგილია, სადაც „ქუდს დაკიდებს“, ანუ ყველგან ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში.

პირად ურთიერთობებში პარტნიორის გაიდეალებისკენაა მიდრეკილი, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება მოეჩვენოს, რომ ვერ უგებენ. საკუთარი ფილოსოფიური ხედვისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით შეუძლია ისე იცხოვრობს, რომ სიღრმისეულ განცდებსა და ტანჯვას თავი აარიდოს.

მზე მშვილდოსანი, მთვარე მორიელი

საკმაოდ ტემპერამენტიანი და დამოუკიდებელია, ადრეული წლებიდანვე ყალიბდება და ცხოვრებაში საკუთარი გზით სიარულს იწყებს. ყოველთვის იცის რა სურს და ნებისმიერი საშუალებით ისრულებს. ცხოვრებას ფილოსოფიურად უდგება; სწრაფი, მახვილი გონება აქვს. ამ მდებარეობის ადამიანი სხვების თავისუფლებას პატივს სცემს.

მეგობრების მსაჯული არაა, მაგრამ გულში ყოველთვის აფასებს (ეთანხმება ან არ ეთანხმება) მათ მოქმედებებს. ხშირად მოქმედებს პრინციპით – „იცხოვრე და სხვასაც აცადე ცხოვრება“. მტკიცედ აქვს გამიჯნული რა არის სწორი და მცდარი. ამ მდებარეობის მშვილდოსანს საუბარი ნაკლებად ახასიათებს, სხვები კი პრობლემებზე სასაუბროდ ხშირად სტუმრობენ.

მგრძნობიარე და თავშეკავებულია, გრძნობებს ღიად ნაკლებად გამოხატავს. იუმორის განსხვავებული აღქმა აქვს, კამპანიის სულია სანამ ფილოსოფიურ-პირქუში განწყობა დაეუფლება. სასიყვაულო ურთიერთობებში ვნებიანია, მისი სასიყვარულო თავგადასავლები კი რომანტიულ-ფილოსოფიურია. შინაგანად ნერვიულია, მაგრამ თვითდისციპლინისა და თავშეკავების წყალობით უარყოფითი განცდების კონსტრუქციულ გამოვლენას ახერხებს.

 

მზე მშვილდოსანი, მთვარე მშვილდოსანი

ნერვული ენერგია – ეს მისი ძალა და სისუსტეა. მისთვის პერიოდული დასვენება აუცილებელია. გონების ფილოსოფიური წყობა აქვს, კონკრეტულიდან მომენტალურად გადადის საზოგადოებრივზე, ფართო წარმოდგენაზე; ადამიანების, საგნებისა და პრობლემების დანახვა ახასიათებს მთლიანობაში, დეტალების შემჩნევას რთულად ახერხებს.

რეალობის გარკვეულ ასპექტებს რელიგიური კუთხით აღიქვამს და რელიგიური მრწამსის, თავისუფალი არჩევანის, რწმენის უპირობო მიღებისკენაა მიდრეკილი. საკუთარ შეხედულებებს მათი გავლენით აყალიბებს, რაც მთლიანობაში ცხოვრებისეულ ფილოსოფიად ყალიბდება. კლასიფიკაციის, იარლიყების, სახელების დარქმევის მოთხოვნილება აქვს. საგნების კატეგორიებად დაყოფა ინფორმაციის ორგანიზებაში ეხმარება.

საკმაოდ მგრძნობიარე და ტემპერამენტიანია, ნებისმიერ დროს შეიძლება სიხარულიდან სასოწარკვეთილებამდე მივიდეს. გამოხატვის დროს ზედმეტ სიმძაფრესა და არაკეთილმოსურნეობას ჩიხში შეყავს; გონივრული არგუმენტებითა და საუბრით წარმატების მიღწევა შეეძლება. მიუხედავად მგრძნობიარე ბუნებისა, უსამართლობას, არაკეთილგანწყობასა და არალოგიკურ არგუმენტებს კამათის დროს არ იყენებს.

მასში ცოცხლოbს რეფორმატორი, რომელსაც სჯერა, რომ სამყარომ მისი პრინციპებით, კანონებითა და მორალური შეხედულებებით უნდა იცხოვრობს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი წარმატებას აღწევს მასწავლებლის, იურისტის, მოსამართლის პროფესიით ან პროფესიებით, რომლებშიც ლოგიკა, მეტყველება, დარწმუნების ტექნიკა გამოიყენება.

მზე მშვილდოსანი, მთვარე თხის რქა

ის გამოხატული მოაზროვნეა, წარმატების მიღწევას, გავლენიან მდგომარეობას ძალის, გამომხატველი მეტყველებისა და ფართო ხედვის (გონების) საშუალებით ახერხებს. მისი განსაკუთრებული მახასიათებელია იუმორი, რომელიც საუბარში ზოგჯერ პირდაპირ არ მჟღავნდება, მაგრამ ტონში „აირეკლება“. საზოგადოების განწყობას გრძნობს და იცის როგორ მოექცეს ადამიანთა დიდ ჯგუფს.

იდეალიზმი, ფართო ხედვა და ჭეშმარიტი ლიდერული სული – მას ხდის ადამიანად, ვისი მიყოლაც/დაჯერებაც დადებით შედეგს გამოიღებს. მისი სიტყვით გამოსვლა ზედაპირულობის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, როგორც ეს სხვა ადამიანების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს; მისი ქმედებები ჯანსაღ აზრს ატარებს. აღშფოთების დროს მიდრეკილია ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისა და უგუნური ქმედებებისკენ, თუმცა კეთილშობილური მიზნებისთვის. გულისწყრომისა და სამართლიანი აღშფოთების გაერთიანება შეუძლია, რაც სამართლიანობის დამრღვევთა კანკალს ივვევს, რადგან მისი მორალური გამბედაობა ურყევია.

რაც შეეხება ემოციურ მხარეს – იდეალისტია, მისი ემოციები არათანმიმდევრულია, გავლენას სხვებზე უფრო ადვილად ახდენს, ვიდრე სხვა – მასზე. საკუთარ პერსონას სერიოზულად აღიქვამს და სხვებიც, მსგავსად იქცევიან; ყურადღებას ითხოვს როგორც საყვარელი ადამიანისგან, ასევე მათგან, ვისაც მართავს. ფართო კატეგორიებით აზროვნებს, პირადულზე მეტად საზოგადოებრივით ინტერესდება. ასეთი ფართო ხედვა პირად (სასიყვარულო) ურთიერთობას გაუცხოებას მატებს, რაც ფიზიკურ პლანზე ნაკლებად აისახება (ემოციურ დონეზე აისახება).

მზე მშვილდოსანი, მთვარე მერწყული

თქვენ იდეალისტი, რომანტიული და ექსპანსიური ხართ. წინასწარ ემზადებით თქვენი შეხედულებების გამოსათქმელად. შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ სხვა ადამიანების აზროვნებაზე ან უბრალოდ ყბედი გახდეთ. თქვენი პრინციპები მნიშვნელოვანია თქვენთვის და მედგრად დაიცავთ მათ, გაგაჩნიათ დიდი მორალური სიმამაცე. როცა მას დებთ ბრალს ვინც არ იმსახურებს, ან წვრილმანებზე ბრაზობთ არ გაუშვებთ შემთხვევას ჭკუა დაარიგოთ სხვას. თქვენ გიყვართ დრამატიზირება და ეს სერიოზული ადამიანის იმიჯს გიქმნით. შეგიძლიათ აწარმოოთ სერიოზული კამპანია ნებისმიერი იდეის (მიუხედავად მისი მნიშვნელობისა) დასაცავად.

თქვენ შეგიძლიათ იფილოსოფოსოთ და ზოგადად ისაუბროთ იმიტომ, რომ გაამართლოთ საკუთარი ბრაზი, შეყვარებულობა ან წყენა. თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობების ძალა არის იმაში, რომ შეგიძლიათ საზოგადოდან პირადისკენ სვლა (სავარაუდოდ საზოგადოს დაკონკრეტება ) ფაქტების მოყვანა და ასევე ნებისმიერი იდეის დაშლა ცალკეულ ნაწილაკებად.

თქვენ რომანტიული და იდეალისტი ხართ. გაქვთ ისეთი გრძნობა თითქოს პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ ადამიანები დარჩნენ თავისი შეხედულებების ერთგული. ეს საკმაოდ დიდი საქმეა თუ გავითვალისწინებთ რას წარმოადგენს დღევანდელი მსოფლიო. თქვენში არის რაღაც მხატვრის მსგავსი, “იდეის მხატვარი ” ხართ. გხიბლავთ მუსიკალური გამოხატვის შესაძლებლობები. თუ იშრომებდით თქვენგან კარგი შემსრულებებლი გამოვიდოდა. თუმცა თქვენი სპეციფიური სფეროა – იდეები.გაქვთ უნარი მკაფიოდ და ნათლად გამოხატოთ ისინი. შეგიძლიათ “სიტყვაში” ჩადოთ თქვენი პიროვნების ძალა, მისცეთ მას დრამატიზმი და კოლორიტი რაზეც თქვენი მტრებიც კი ჩათვლიან რომ გულწრფელია.

გგონიათ, რომ ყველაზე ღირსეული ადამიანი ხართ (გამოირჩევით სხვებისგან), იდეების საკითხში თქვენ სნობი ბრძანდებით და თვლით, რომ მხოლოდ ის იდეაა სწორი, რომელსაც ქადაგებთ. ხშირად რომ არ გიჩნდებოდეთ “ჯანსაღი” იდეები, ეს ძალიან აუტანელი იქნებოდა. თქვენ თავად ხართ ჯანსაღად მოაზროვნე. შეგიძლიათ იყოთ რეფორმატორი, მისიონერი, სამართალდამცავი და თავისუფლად დაიცავთ მივიწყებულ ან არაპოპულარულ იდეებს. საკუთარი იდეების ფანატიკოსი და სიყვარულში იდეალისტი ხართ, მაგრამ აქაც ყოველთვის ფხიზლობთ და პრაქტიკული მხარეც არ რჩება თქვენი ყურადღების მიღმა. ცხოვრებაში მიზნად დაისახეთ – რეალიზმი. გადაიყვანეთ თქვენი იდეალიზმი პრაქტიკულ და აღქმად ფორმაში. ისწავლეთ ტაქტიანობა და თანამშრომლობა. გამოხატვის დროს თავშეკავება დაგეხმარებათ სწორი გზით იაროთ. იფიქრეთ და გამოარჩიეთ რაც უფრო მეტად მოგწონთ.

მზე მშვილდოსანი, მთვარე თევზები

ფილოსოფოსია. მნიშვნელობა არ აქვს რა სახის ცხოვრების წესს მისდევს, ერთ დიდ იდეას ატარებს, რომელსაც არ ცვლის. მას საკუთარი (განკერძოებული) სულიერი ცხოვრება, იდეები, იდეალები აქვს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ვლინდება, მაგრამ მოვლენებისა და ქცევების ახსნაში ეხმარება.

ვერ ვიტყვით, რომ პრაქტიკული ადამიანია; ფიქრობს და არსებობს გარემოდან  განკერძოებულად, იღბლიანია და ნაკლებად აინტერესებს მატერიალური კეთილდღეობა. ის ჭეშმარიტი მისიონერია, ადამიანების საჭიროებებს ძლიერად გრძნობს მათთვის აუცილებელ უფრო მაღალ იდეალებში, გრძნობებში, კულტურას, რელიგიისა და ფილოსოფიის სფეროში.  ხელოვნების ან ნებისმიერი სფეროში მოღვაწეობისას ბიზნესის მიმართ ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებს. აღაფრთოვანებს და ენთუზიაზმით ავსებს არა ხელოვნებისთვის მუშაობა („ხელოვნება ხელოვნებისთვის“), არამედ  – ხელოვნების ადამიანების საკეთილდღეოდ გამოყენება („ხელოვნება ადამიანთა საკეთილდღეოდ“).

ახასიათებს: ღირსებებზე საკუთარი თავისთვის ანგარიშის ჩაბარება და ჭეშმარიტი სულიერი თავმდაბლობა, რადგან გრძნობს რომ უმაღლეს ძალებთან დაკავშირებულია. იზიდავს მისტიკა, ჭეშმარიტებას ადვილად პოულობს. ფართო შეხედულებები აქვს და ნაკლებად უკვირდება დეტალებს. სასურველია კონცენტრირების უნარი გამოიმუშავოს.

ემოციური კუთხით თუ დავახასიათებთ – რომანტიული, ცოცხალი შთაბეჭდილებების მქონე ადამიანია და ადვილად შეიძლება მატყუარების გავლენის ქვეშ მოქეცეს, რომლებიც მის გულკეთილობას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებენ. მიუხედავად საკუთარი სურვილისა – ადამიანები მეტად სრულყოფილნი გახდნენ, საკმაოდ მომთმენია მათი სისუსტეების მიმართ. ყველაფერს იგებს და პატიობს, არც მკაცრი მსაჯულია და არც მსჯავრის ანგელოზი. ის სულის მკურნალია, რომელსაც შვება მოაქვს და გულმოწყალების გამოსავლენად ფართო საშუალებებს იყენებს.


About Tamta

Scroll To Top