მზე მშვილდოსანში

მზე მშვილდოსანში

22 ნოემბერი -21 დეკემბერი

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ მშვილდოსანი ხართ – ნიშნავს, რომ “მზე მშვილდოსანში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია მმშვილდოსნების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.

როგორც ზოდიაქოს მეცხრე საფეხური, მშვილდოსანი წარმოადგენს კაცობრიობის ევოლუციის მეცხრე საფეხურს. თუ მორიელი ეძებს გულის, ემოციების გაგების და კონტროლის საშუალებებს, მშვილდოსანი ეძებს შეიცნოს და აკონტროლოს გონება, ცოდნა. მათ ინტელექტუალური საუბრები აინტერესებთ და ფილოსოფიურ ჭრილში ფიქრობენ. ისინი იწყენენ იმ გარემოში, რომელიც არ აინტერესებთ და არ იქნება ახლის მომცემი. ამ შემთხვევაში ისინი ფსიქიურად ან მენტალურად ცდილობენ გაქცევას. სურთ მოგზაურობა, რადგან თავად შეიცნონ სამყარო, ვიდრე საკლასო ოთახში იხსდნენ და წიგნებიდან. სიარულისადმი სიყვარულიც აქედან აქვთ, თავისუფლების სიყვარულიდან.

ის მსუბუქად ეწყობა ცვლილებებს. ხასიათის ეს თვისება მისთვის სიძლიერეა, რადგან ის მისთვის თავდაცვის მექანიზმია, მაგრამ სისუსტეცაა, რადგან მოთხოვნაში აქვს ცვლილებები.

მისი ასტროლოგიური სიმბოლო კენტავრია (არსება, რომელსაც აქვს ცხენის ტანი და ადამიანის გულმკერდი და თავი) და არჩერი, მოისარი. ეს სიმბოლოები წარმოადგენს მშვილდოსნის მაძიებელ ხასიათს, რომელიც მიმოფანტავს ცოდნას, სიმართლეს, თავგადასავლებს. ის ეხვევა თავგადასავლებში, თამაშის საშუალებით ახვევს სხვებსაც, მხოლოდ იმიტომ, რომ გაიგოს.

აქვს გონებამახვილი იუმორი და ხუმრობით შეუძლია საკადრისის მიზღვევა. უყვარს, როცა გარშემომყოფებს ცდის, აგდებს სასაცილო სიტუაციებში და აკვირდება, თუნდაც სიტუაცია იყოს სასტიკი.

ცხოვრების მანძილზე მოქმედებენ ფილოსოფიურად, სოციალური ხალხია. ისინი ჯერ მწარე სიტყვებს ისვრიან და შემდგომ სვამენ კითხვებს. მათი სიტყვები ყოველთვის მწარეა და მიზანში ხვდება. არიან ენერგიულები. დამოუკიდებლები. შეუძლებელია გააკეთებინო ის, რაც არ უნდა, ყოველთვის ინარჩუნებს თავისუფლებას, ქორწინებაში მყოფიც კი.

მათ ძაღლის ბედი აქვთ. ეს მათი იუპიტერის დამსახურებაა. ბოლოს იმედი მათ უკვდებათ. იციან მაქსიმუმი როგორ აიღონ ცხოვრებისგან. “მეტი უკეთესი იქნებოდა”, – ეს მათი ფრაზაა. არასდროს არიან კმაყოფილი არსებულით, ცდილობენ მაქსიმუმი მიიღონ (ამაში სწრაფი სიარული, ნაბიჯებიც ეხმარებათ). იტაცებთ სპორტი, განსაკუთრებით სპორტის ის სახეობები, სადაც ფიზიკურობა მენტალურ რელაქსაციას ითხოვს. მაგალითად, თევზაობა. უყვართ ასევე მუსიკა, თეატრი, ცეკვა.. სწრაფი ჭამა.

ძველ ასტროლოგებს მის ქვად მიაჩნდათ ბადახში, ახლა თვლიან, რომ ფირუზია მათი. (ავტორი: რუსა)

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აქ ვხვდებით ზოდიაქოს უკანასკნელ, მესამე ზონაში, ტრანსფორმაციისა და განადგურების ზონაში, სადაც ყველა ოთხი სტიქია, რომელიც წარმოდგენილია აქ, ვლინდება უკვე მუტაბელური, ტრანსფორმაციული სახით. მშვილდოსნის “ცეცხლში” იწყება მიწის სტიქიის გამოვლინება, თხის რქის “მიწას” კი ფონად გასდევს ჰაერის სტიქია, მერწყულში შეინიშნება წყლის ნიშნები, ხოლო თევზების “წყალში” _ ცეცხლის გამოვლინება. მშვილდოსანი _ ეს ცეცხლია მესამე ზონაში, ცეცხლი რომელიც ახდენს ტრანსფორმაციას, არის მუტაბელური, მეტამორფოზა განცდილი, რომელშიც ვლინდება მიწის ელემენტები. გარეგნულ დონეზე მშვილდოსანს ძალიან ბევრი ცეცხლი აქვს, ხოლო შინაგანში მიწის სტიქიის ჟღერადობა ეწყება. მშვილდოსნის მთავარი ჩამომყალიბებელი პლანეტაა იუპიტერი. მშვილდოსანის სიმბოლო – ეს კენტავრია მშვილდ-ისრით ხელში, ისარი, რომელიც მიმართულია ზევითკენ, ახლისკენ, უმაღლესისკენ, სულიერებისკენ.

ეს ძალიან საინტერესო ნიშანია, რთული და, ზოგიერთი სახით, წინააღმდეგობრივი, მნიშვნელობითაც კი: კენტავრი ეს ადამიანი-ცხოველია.

კარგ შემთხვევაში, ეს ადამიანი-ცხენია, ცუდში კი _ ეს ცხენი-ადამიანია, ანუ ის იწყება ჩლიქებიდან, ფეხებიდან და გარკვეული სახით, “რაღაცა” ზედაპირზე აქვს  “ამოტანილი”. აქ ხდება ორი იპოსტაზის, ორი ნაწილის შერწყმა: ცხოველურ-ადამიანურისა და სულიერის, სულიერი იპოსტაზის. ამ ნიშანში მიწა აყალიბებს კონსერვატიზმს, ძველის დაცვის სურვილს და ხანდახან ახლის შექმნის სურვილის უქონლობასაც კი.

ეს ადამიანი ძალიან იმპულსურია და, როგორც წესი, დიდსულოვანი. სხვადასხვა დონის გახსნილობისა და ჩაკეტილობის დროსაც კი მას შეუძლია ჰქონდეს ძალიან ფართოდ გახსნილი სული. შეუძლია იყოს გადაჭარბებულად გულახდილი და კომუნიკაბელური, განსხვავდება დამოუკიდებლობით, აზარტულობით და მუდამ თავისუფლებისკენ სწრაფვით. ასეთია აქ ცეცხლის გამოვლინება და მისი გავლენა სულიერ სტრუქტურაზე. შინაგან დონეზე კი ამ ადამიანს უვლინდება მიწის სტიქია, ამიტომაც საკუთარ ქმედებაში ხშირად კონსერვატორია, ისწრაფვის იმისკენ, რაც უკვე დაგროვილი და მყარად დაწესებულია. თუ ის შედის საქმიანობის ანდა მეცნიერების ახალ სფეროში, მხოლოდ მაშინ _ როდესაც უკვე არსებობობდა ზოგიერთი სახის სტაბილურობა და გაჩნდა ახალი პლატფორმა. სრულიად ახალ გარემოებებში მოხაზავს რა თავს, აღარასდროს აღარსად წავა, ამიტომაც ექსტრემალურ სიტუაციებში იცავს ყველაფერ ძველს, ტრადიციულსა და მყარს _ რაზეც შესაძლებელია დაყრდნობა. შეუძლია ძველის სახელით ახლის დანგრევაც კი, რომელიც ჯერ მხოლოდ ჩანასახის სტადიაშია და მაშინაც კი, თუ ეს “ჩანასახი” მის შინაგან სამყაროშია. უნდა აღინიშნოს, რომ ის ჩვეულებრივ ცხოვრებაში ყველაფერს _ საქმიანობის ველს გეგმავს, ხოლო მზისა და ცეცხლის შერწყმა იძლევა უბრალოდ უდრეკობას. საერთოდ, როგორც წესი, ამ ადამიანს ძალიან უყვარს ჭკუის სწავლება, განსაკუთრებით დაბალ, ინტელიგენტობას მოკლებულ დონეზე. უფრო მაღალი განვითარების შემთხვევაში ეს თვისება დაფარულია და გამოიყენება უფრო კონსტრუქციულად. ამიტომაც მშვილდოსნებს შორის ვპოულობთ მრავალ მასწავლებელსა და მქადაგებელს. მას შეუძლია საკუთარი თავისადმი ადვილად და მსუბუქად განაწყოს გარშემომყოფები.

ეს ადამიანი, უფრო მეტ წილად, მომხიბლავია, ამასთანავე, როგორც წესი, ეს გარეგნობასთან არაა დაკავშირებული. შესაძლებელია იყოს ულამაზო, მაგრამ მისგან მოდის მომხიბვლელობა. ღიმილი, რომელიც მის სახეზე გადაირბენს, გარდასახავს მას და გარშემო ყველას ანთებს. მაგრამ, სხვა მხრივ, საკუთარ ინტერესებთან მიმართებაში ძალიან ფაქიზია. როცა საქმე ეხება მის პირად ინტერესებს, უკეთესია მასთან საქმე არ დაიჭიროთ, რადგანაც, დაბალ და საშუალო განვითარების დონეზე, ის აღვიძებს საკუთარ დაბალ, ცხოველურ საწყისს და შეუძლია გამოავლინოს ცუდი ცხენისეული თვისებები: თავით დარტყმა, ჩლიქით გათელვა, კბემა (რაც ცხენისთვისაა დამახასიათებელი). ასე რომ, კრიტიკულ სიტუაციებში მასთან კავშირი არ ღირს.

როცა ის უფროსია (თანამდებობრივად), მაშინ მასთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია, მხოლოდ მაღალი განვითარების შემთხვევაშია შესაძლებელი საერთო, ადამიანური ენის პოვნა. მშვილდოსნის ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი იყო პოლიტიკური მოღვაწე უ. ჩერჩილი. ეს იყო გარეგნულად უხეში, მკვეთრი და მოუთმენელი ადამიანი, რომელიც ასეთი სახით გამოხატავდა ვერძის გავლენას, ხოლო შინაგანად იტანდა ძალიან ხისტ სტრუქტურას, ზუსტ პოზიციასა და გეა-მიწის სტიქიის რკინის კონსერვატიზმს. საინტერესოა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 17 წლის ასაკიდან ჩერჩილმა იცოდა ასტროლოგია, იცოდა საკუთარი ჰოროსკოპი, საკუთარი ბედი და ბრწყინვალედ იცოდა, რომ თუ მოვიდოდა ხელისუფლებაში, მაშინ მხოლოდ 50 ასაკის წლის შემდეგ. ამიტომ ამ ასაკამდე ის დაკავებული იყო ნებისმიერი საქმიანობით, მაგრამ არა პოლიტიკით, ის უბრალოდ წყნარად ელოდა საკუთარ ვარსკვლავურ საათს; და როცა ეს დრო დადგა, მან გაიკეთა ბრწყინვალე პოლიტიკური კარიერა, თითქმის 2 წელში “აფრინდა” პოლიტიკური ძალაუფლების სათავეში.

რომის პაპი იულიუს II, ასევე მშვილდოსანი იყო, ეს იყო ადამიანი, რომელიც საკუთარ ქმედებაში, საკუთარ მსოფლმხედველობაში ემხრობოდა დაწესებულ ტრადიციებს, პოზიციებს, არჩეულ კურსსა და საკმაოდ ხისტ სულიერ იერარქიებს.

მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: ნერონი, მარია სტიუარტი, ბეთხოვენი, ჰ. ჰაინე, რილკე, ბლოკი, ნეკრასოვი, მარია კალასი, ტულუზ-ლოტრეკი, სპინოზა, სუვოროვი, ოშო, დ. კარნეგი.

თუ ვისაუბრებთ მშვილდოსნის ცუდ გამოვლინებებზე, ეს შეიძლება იყოს ჯილდოებისა და პატივისადმი სიყვარული. მას უყვარს ჯილდოების “სროლა”. ისტორიაში ასეთი მშვილდოსანი იყო _ ლეონიდ ბრეჟნევი, რომელმაც იმდენი ჯილდო “ისროლა” საკუთარ ფართე მკერდზე, რომ აღარ ეტეოდა, ჩვენ ვნახეთ თუ როგორები იყვნენ მშვილდოსნები, რომლებმაც მიაღწიეს მაღალ ძალაუფლებას, მაგრამ არ ჰქონდათ ამისთვის შინაგანი სულიერი საფუძველი.

მშვილდოსნებს აქვთ მეტყველების _ სიტყვებთან დაკავშირებული _ პრობლემები, ამიტომაც ცნობილი მშვილდოსანი ბრეჟნევი ცუდად საუბრობდა.

მაღალი განვითარების შემთხვევაში მშვილდოსანი _ მაღალგანვითარებული სულიერი ადამიანია, შეუძლია იყოს სასულიერო პირი, რომელიც ემხრობა ღმერთისგან ბოძებულ ღვთაებრივ, კოსმიურ იერარქიას. უფრო მაღალ დონეზე შეუძლია იყოს კოსმიურად მაღალი, სულიერი მასწავლებელი, კოსმიური, მაღალი სულიერების კანონის მქადაგებელი, ადამიანი, რომელსაც აქვს სწავლებაზე მორალური და სულიერი უფლება. მას შეუძლია იყოს მისიონერი, უანგაროდ ავრცელებდეს სულიერ ცოდნას. მშვილდოსნების გარეშე სამყარო სულიერად ღარიბი და ნაკლული გახდებოდა.

საშუალო განვითარების დონეზე ეს _ უფროსი, ნაწილობრივ კონსერვატორი, რომელიც მსუბუქად და ადვილად იძლევა ბრძანებებს და ძალიან უყვარს იდეოლოგიური სტრუქტურების შექმნა.

დაბალი განვითარების დონეზე ეს _ ბიუროკრატია და მისთვის დამახასიათებელია, ერთის მხრივ, ჩინის თაყვანისცემა და მის წინაშე თავის დაბლა დახრა, ხოლო მეორე მხრივ _ შეუძლია იყოს მეტიჩარა და ავანტიურისტი, საკუთარ მიზნებსა და ზრახვებს აღწევდეს ყველაზე არაკეთილშობილური საშუალებებით.

მშვილდოსნის ქვეყანა _ პოლონეთი. აი, აქ ნამდვილად ვლინდება მშვილდოსნის არც ისე საუკეთესო თვისებები, როცა ამ ქვეყნის მოქალაქეები მთელ ევროპაში მოგზაურობენ, საგნებს “ისვრიან” და ყიდიან სხვა ქვეყნებში.

მშვილდოსნის ძირითადი სულიერი პრობლემა _ დაამუშაოს და გამოიმუშაოს დაბალი საწყისი, დაუქვემდებაროს “ცხენი” “ადამიანს”, რამდენადაც კენტავრში “ცხენი”, ხანდახან, ვლინდება ყველაზე საშინელი და არაკეთილგანწყობილი სახით.

მისი კარმული მისია იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს მოუტანოს მაღალი იდეოლოგია. ის საკუთარ ისარს ისვრის სულიერი სიმაღლეებისკენ და ასეთი სახით იღებს დაშვებას სულიერ ცოდნასა და სისტემებზე, რომლის დროსაც  ვალდებულია კარმულად გაატაროს შესაბამისი ქმედებები საკუთარ ფიზიკურ გამოვლინებაში.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

 მმართველი იუპიტერი.

 უდრეკი, მტკიცე მშვილდოსანი.

იმისთვის, რომ სწორად გავიგოთ მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზი, აუცილებელია არსობრივად გავაფართოვოთ საკუთარი წარმოდგენები ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომელზეც აგებულია ადამიანის შინაგანი და გარეგანი ცხოვრება (ყველა ეს პრინციპი 12-ია, ზოდიაქოს ნიშნების შესაბამისად) და ვაღიაროთ საფუძველჩაყრილი ისეთი მომენტები, რომლებიც ზედაპირული დამკვირვებლისთვის არ არსებობს ანდა ეფემერულად ჩანს.

ზოდიაქოს ნიშნებში ტრანსფორმაციის სტიქიები საკუთარ თავებს უფრო იდეალურად ავლენენ, ვიდრე წინა ზონებში, იძლევიან იმის გაგებას, რა არის ჭეშმარიტი საკუთარი ჟღერადობა, რომელსაც მხოლოდ ფაქიზ სამყაროში იღებენ.

ტრანსფორმაციის ზონის ნიშნების სხვა განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მათში (იმ სტიქიასთან მიმართებაში, რომლებსაც წარმოადგენენ), ირიბად, ფონად წინა რიგის სტიქიის ჟღერადობა იწყება, ანუ მშვილდოსანში ვლინდება წყლის სტიქიის ელემენტები, ხოლო თევზებში – ცეცხლის.

ადამიანი მშვილდოსანი

მშვილდოსანში ცეცხლის სტიქია იდეალური სახით დიდი დოზითაა წარმოდგენილი, ანუ მშვილდოსნის ენერგეტიკული არხი იდეების მეშვეობით მიდის და უფრო მეტად – საერთო ხასიათისაა.

მაღალი განვითარების მშვილდოსანი _ ეს სულიერი წინამძღოლია, რელიგიური ლიდერია, მადლმოსილია, ვისი იდეები და სიტყვებიც ფლობენ ადამიანთა აალებად ძალას და მშვილდოსნის მიერ მითითებული გზით მათი ტარების უნარს. მისი ისრების მიზანში მოხვედრის სიზუსტე გამაოგნებელია, მაგრამ ისინი არ ანგრევენ ადამიანურ გულებს, არამედ უქვემდებარებენ მათ მოისარის იდეას. მიწის სტიქიის ფონი მშვილდოსანში გამოხატულია იმაში, რომ ამ  იდეას აქვს უცილობლად სრულიად პრაქტიკული მიმართულება (სხვა საქმეა, რეალიზაციის დროს რა გადმოიღვრება).

მშვილდოსანი და ქალწული _ ზოდიაქოს მთავარი იდეალისტები არიან; მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ქალწული იყურება ქვევიდან ზევით _ მიწიდან ცისკენ _ და მიწას კარგად ხედავს, ხოლო ცას – ცუდად; ხოლო მშვილდოსანი პირიქით, იყურება ციდან მიწისკენ, და დეტალები მისთვის ცურავენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ის შესანიშნავად ახერხებს ცაში, ანუ მაღალ იდეებს შორის, და მათ ენერგეტიკულ არხებში ორიენტირებას. მშვილდოსანი თავისთავად პრაქტიკოსია, ის მოძრაობს გამორჩეულად პრაქტიკულად და მიწიერი პრობლემებით, მაგრამ რატომღაც ხშირად ვერ ამჩნევს ხილულ საგნებსა და ისეთ პირად, ნაწილობრივ, დეტალებს, როგორიცაა სიტუაციის ველი, მოსაუბრის განწყობა და მსგავსი. მისი იდეა განუყოფლად ფლობს და მას სურს ამ იდეებით გააკეთილშობილოს მთელი სამყარო, მაგრამ მას არ აქვს არც ვერძის შეზღუდულობა, არც ლომის ხელისუფლება, და თუ მშვილდოსანი ვინმეს (განსაკუთრებით ქალწულს) ეჩვენება გულუბრყვილოდ, სინამდვილეში, ეს საერთოდ არაა ასე: უბრალოდ ზოგიერთ საგანს ის ძალიან შორიდან უყურებს, მაგრამ საჭიროა გვახსოვდეს, რომ ის, წყლისა და ჰაერის ნიშნებისგან განსხვავებით, მუდამ ზუსტად დედამიწაზე იყურება და თუ ნაწილობრივ შეცდება, არ შეცდება მთლიანობაში.

თუ ვერძის გამოვლინება გვაგონებს ბომბის აფეთქებას, ხოლო ლომისა _ ტყვიამფრქვევის თანაბარ სროლას, მაშინ მშვილდოსანი (მოძრავი ჯვარი) შეიძლება შევადაროთ გაზის ქურას მრავალი ცეცხლის ალით. მშვილდოსანს  არ აქვს ერთი ვიწრო იდეა; ისინი ან მრავალია, ანდა ერთია, მაგრამ საკმაოდ ფართე და ბრწყინვალედ ადაპტირებული თავად სხვადასხვა სიტუაციებთან მიმართებაში. მშვილდოსნისთვის არაა დამახასიათებელი არც მკვეთრი ვერძული დეპრესიები, არც ლომის დაჟინებული მუდმივობა: ქარის ყველაზე ძლიერმა ქროლვამ შეიძლება ჩააქროს მშვილდოსნის ცეცხლის მხოლოდ რამდენიმე ენა; დანარჩენები აგრძელებენ წვას და მალე თავიდან აანთებენ ჩამქრალ ნაკვერჩხლებსაც. მშვილდოსანი სიტუაციაზე ძალადობისკენ არაა მიდრეკილი: ხედავს რა, რომ სიტუაცია მის გავლენას არ ექვემდებარება, ის ცვლის მიდგომას ანდა გაეცლება, მაგრამ ფსიქოლოგიურ ჭრილობებს, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში, არ იღებს. მისი ოპტიმიზმი და ცხოვრების სიხარული ამოუწურავი ჩანს; ეს თითქმის ასეა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას არ უყვარს უიმედოობა და მინავლებული სიტუაციები, სადაც მოქმედებენ წმინდა სამომხმარებლო ენერგიები და ნებისმიერი ხარისხის ვამპირები არიან. ასეთი სიტუაციებიდან და ასეთი ადამიანებისგან მშვილდოსანი გარბის ზოდიაქოს სხვა ნიშნებისთვის წარმოუდგენელი სისწრაფით, სარგებლობს რა მოცულობისა და საკუთარი ფეხების სიგრძნის თვალნათლივი უპირატესობით. ბრძოლაში მისი ტიპიური ქცევა _ ამაღლებულობით და შთაგონებით გასცეს ათასი ავანსი და პირობა და ხშირად ყველა მათ შესრულებას ცდილობს… და რაც არ გამოუვა, ბოდიშით, მაგრამ: “რაც შემეძლო, მე ყველაფერი გავაკეთე”, _ რის შემდეგაც საუბარი უშუალოდ და აუცილებლად გადადის სხვა თემაზე.

ტრანსფორმაციის ზონის მაღალი ოქტავის ნიშნებს, შესაბამის სტიქიაში კოსმიური სიყვარულის გამოსავლენად შესაძლებობას აძლევენ. მშვილდოსანი წარმოადგენს ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლოვან გამოვლინებას, რაც მოუმზადებელი ადამიანების მიერ აღიქმება როგორც მიუწვდომელი და ჩაუწვდენელი ხიბლი და პიროვნულობის იდეების მიმზიდველობა; სინამდვილეში კი, მშვილდოსანი საკუთარი მისწრაფებებით გულში ღვთაებრივი ცეცხლის ნაპერწკალს ანთებს და ადამიანი წამით შეიგრძნობს თავს ბრამა–დ, ვიშნა–დ ანდა შივა–დ, საკუთარი ჰოროსკოპიდან და მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე.

დაბალი ოქტავის მშვილდოსნისთვის დამახასიათებელია ენერგეტიკულ (და პრინციპულად პრაქტიკულ) იდეაზე ყურადღების მობილიზება იმ რეალობისადმი ყურადღების საზიანოდ, რომელშიც ეს იდეა ტარდება. თეზისი “იდეალისტი _ ნიშნავს სულელს” პროვოცირებულია ზუსტად დაბალი ოქტავის მშვილდოსნისგან. თუ ვერძი დაბრმავებულია საკუთარი იდეით, ხოლო ლომი ძალაუფლებრივად მბრძანებლობს, მშვილდოსანს შეუძლია უფრო უკეთ დაინახოს და უფრო მეტადაც თავისუფალია, მაგრამ მას (ცუდი დამუშავებისას) არ სურს საკუთარი თავის გარშემო არც ყურება და არც საპასუხისმგებლო არჩევანის რეალიზება, ახდენს რა საკუთარი ცეცხლის კონცენტრირებას _ ის ასეც კარგად გრძნობს თავს, კოსმიური ენერგიითაა გამთბარი, ზემოდან უყურებს (დარწმუნებულია) ლამაზ, ჰარმონიულ და მთლიან სამყაროს, ასწავლის მას ზოგადად და არც ისე ძალიან უღრმავდება კონკრეტულ, მოსაწყენ წვრილმანებსა და დეტალებს. ქალწული მას ზარმაც დემაგოგად და უსაქმურ ჭიად თვლის, რომელიც მის შრომაზე ახდენს პარაზიტირებას; ის (მშვილდოსანი) კი ქალწულს უიმედოდ, არავისთვის საჭირო დეტალებსა და წვრილმანებში ჩაკირკიტებულად თვლის, რომელიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს და მაზოხისტურად დაკმაყოფილებული, არავისთვის საჭირო უაზრო ფაციფუცსა და ამაოებასაა მიცემული.

ტრანსფორმაციის ზონის ყველა ნიშანი, დამოუკიდებლად რაციონალური შეხედულებებისა, ინსტიქტურად რელიგურია. ეს ნიშნავს, რომ მათ დაბადებიდან ეგრეგორთან დამაკავშირებელი გახსნილი არხი აქვთ, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ წამს შეუძლიათ; კავშირის ხასიათი დამოკიდებულია სტიქიაზე. მშვილდოსანი კოსმოსთან საკუთარ კავშირს შეიგრძნობს ყველაზე უშუალო სახით, ენერგეტიკით. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად გარეგნული სიუხეშისა, რომელიც დამახასიათებელია ცეცხლის ყველა სახისთვის, მშვილდოსანი არსობრივად ფაქიზია თავის თანამოძმე ვერძთან და ლომთან შედარებით, მისი ენერგეტიკული არხები უფრო დიდი დოზით დაკავშირებულია საერთო და ფაქიზ იდეებთან და ის ზუსტად გრძნობს მათ ღვთაებრივ წარმომავლობას და უხილავ ძალაუფლებას სამყაროზე, ამიტომაც ის ისე დაჟინებული არაა, როგორც ლომი დ არც ისე აგრესიულია, როგორც ვერძი: მან იცის, რომ მისი ენერგია და იდეები დანიშნულებისამებრ მივა  და თან პირდაპირი ზეწოლოს გარეშე, თავის გარშემო საკმაოდ მარტივად და უბრალოდ ავრცელებს, ხოლო შემდეგ მოქმედებს პრინციპით: “როცა მე მოვდივარ, ჩემი მოსწავლეები მცნობენ მე”. ენერგეტიკული კავშირის ეს პირდაპირი არხი ეგრეგორთან მუშაობს პრაქტიკულად ყოველთვის, ამიტომაც მშვილდოსნის გაგება ძნელია არამარტო სხვა ნიშნებისთვის, არამედ ხანდახან ლომისა და ვერძისთვისაც კი. პირველ რიგში, მშვილდოსანი მუდამ ავსებულია ყველაზე საუკეთესო და მაღალი ზრახვებით და მუდამ ისწრაფვის და ცდილობს გააკეთოს საუკეთესოდ. მეორე მხრივ, მშვილდოსანი თანმიმდევრულია იმ შეხედულებებში, რაც მისი მეშვეობით პირდაპირ მოდის, დაე, ეს იყოს უხეში ჭეშმარიტებაც კი, მაგრამ ისიც სრულიად აუცილებელია ყველასთვის, ვისთანაც საქმე აქვს (და სხვებისთვისაც, ვისთანაც პირდაპირი კავშირი არა აქვს). მესამე მხრივ, (თუ არაა ძლიერი დაზიანება) ეს ჩვეულებრივ ასეც არის, ხოლო შეცდომებს გარშემომყოფები ადვილად პატიობენ და არამარტო იმდენად მისი ზებუნებრივი, პირდაპირი, ნამდვილი ხიბლის გამო (თუმცა–ღა, ეს არსობრივია), არამედ იმიტომ, რომ მას (ამას გრძნობს) ნამდვილად არა აქვს ფარული აზრები. მშვილდოსნის სიფაქიზე და დახვეწილობა იმაში მდგომარეობს, რომ მსგავი ქცევა, კარმულად, მხოლოდ მშვილდოსნისთვისაა დაშვებული. ვერძისთვისაც და ლომისთვისაც ეს ბუმერანგივით ბრუნდება, მათი ცეცხლოვანი, სპეციფიკური კომპლექსის სახით (საკუთარი არხის მნიშვნელობის მიხედვით); მხოლოდ ერთია, მშვილდოსანი ნამდვილად არაა დაკავებული თვითდამკვიდრებით და არც ისე მნიშვნელოვნად ისწრაფვის მისკენ: მისთვის მთავარია _ თავად ნათებისა და ბწრყინვალების შესაძლებლობა, ანუ ენერგიულად გამოხატოს საკუთარი აზრები და გრძნობები, ხოლო გარშემომყოფები რამდენად და რა დოზით სწორად გაიგებენ და შეაფასებენ, ნაკლებად აღელევებს. მშვილდოსანი ინსტიქტურად იცავს საკუთარ ენერგეტიკულ არხს, ვერ მოითმენს საკუთარი თავისუფლების ვერანაირ შეზღუდვას და შესაძლო დათრგუნვას ანდა აგრესიას ძალიან ცუდად უპასუხებს, რამეთუ მშვილდოსნის მრისხანება გვაგონებს ტყეში გაჩენილ ხანძარს. მხოლოდ ერთია, მშვილდოსანი თავისუფლებას, პირველ რიგში, აღიქვამს ზუსტად გამოხატვის თავისუფლებად, განსაკუთრებით – ფაქიზ გეგმებში. განვითარებული მშვილდოსანი უფრო მეტად დაიტანჯება საზოგადოებაში ბეჭვდის თავისუფლების შეზღუდვის ანდა უქონლობის გამო, ვიდრე საკუთარი სიღარიბისგან, თუნდაც ის არ იყოს მწერალი ანდა საზოგადო მოღვაწე.

მშვილდოსნის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ზოგიერთ მომენტში მას ეჩვენება, თითქოს მას ყველაფრის უფლება აქვს, ხოლო ნებისმიერი სისულელე და უყურადღებობა შეუძლია საკუთარი ხიბლით დაფაროს; საფუძვლიანი სირთულე კი ასეთია: მშვილდოსანს სჭირდება საკუთარი ენერგეტიკული არხის, როგორც ღვთის საჩუქრის ისე აღქმა (ის ყოველთვის არ იყო, არის და, რა თქმა უნდა, არ იქნება), რომელიც საჭიროა გარშემომყოფებში ფაქიზად, მისი ბრძანებით გაიცეს და არა საკუთარი შეხედულებით. მხოლოდ ერთია, თუ ამას ასე არ გააკეთებს, მშვილდოსანი განიცდის დეგრადაციას. მისი იდეები იკოდება (ანუ მათგან ქრება ენერგია, მშვილდოსნისეული ეგრეგორი ავიწროებს არხს) და იქცევა ხისტ მენტალურ შტამპებად, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა ვინმეს შთააგონონ და იწვევს ძლიერ გაღიზიანებას (ზუსტად, მისი ეგრეგორი გადასცემს მშვილდოსანს მონობაში  უფრო დაბალ ეგრეგორს) და გადადის უფრო ხისტ ენერგეტიკაზე, ასე რომ, მისი სიუხეშე უკვე აღიქმება როგორც ჩვეულებრივი უტიფრობა და ხეპრეობა, ხოლო თვითგამოხატვის გულწრფელობა გადადის სტანდარტულ ეგოიზმად, ანდა შორდება რეალობას ძალიან ნაკლებ ენერგიულ სამყაროში თეთრი ფანტაზიებითა და შაბლონული ოცნებებით, სადაც ქალწულის კრიტიკა, უკვე სამართლიანი ხდება. თავისუფლებისმოყვარეობა და დამოუკიდებლობა დაბალ ოქტავაში უტრიალდება დოგმატიზმით და ფანტასტიკური სწრაფვით, ყველა ერთ ქვაბში მოხარშოს: აქ დამოუკიდებლობა მიიღება როგორც გარშემომყოფების უსიტყვო მორჩილებად, ხოლო თავისუფლება მოიაზრება მხოლოდ მისთვის. დაუმუშავებელი მშვილდოსანი გადაჭარბებულად ზედაპირულია, მაგრამ ეს ზედაპირულობა ცნობად აზრში ტყუპების ზედაპირულობის საპირსპიროა: ის იყურება ძალიან ზოგადი ხედვით, ასე რომ, დეტალები და ნიუანსები შეუმჩნეველია და გამოდის ბრტყელი (და ბანალური) სურათი ძალიან უხეში ენერგეტიკით; ხოლო დაუმუშავებელი ტყუპები იყურებიან ძალიან იზოლირებულ-კონკრეტულად და საერთოდ ვერ შეიგრძნობენ სიღრმეს, ასე რომ, ყველა ხედი ერთმანეთს ერწყმის.

იუპიტერი მმართველობს მშვილდოსანს და აძლევს გადაჭარბებულ ოპტიმიზმსა და ბედის მფარველობის შეგრძნებას. გარდა ამისა, იუპიტერი ხაზს უსვამს მშვილდოსანში ცეცხლის კეთილშობილებას, რომლის წყაროსაც საგნებზე ფართო შეხედულება წარმოადენს. მოვლენის გაგება ნიშნავს სურათში მისი ზუსტი ადგილის პოვნას, ხოლო იუპიტერი ამის გაკეთებაში ეხმარება; ფოკუსი კი იმაშია, რომ ამასთან ერთად მოვლენა ნათდება მკვეთრი, კაშკაშა სინათლით; და ის, რაც ადრე უმსგავსობად, სიმახინჯედ და უსარგებლოდ ჩანდა, აღმოჩდება ფუნქციონირებად და თავისებურად ლამაზად. მხოლოდ ერთია, ამისთვის საჭიროა დადგეს სწორი შეხედულების წერტილზე, ანდა სიმყარეზე, რამდენიმე ასეთ წერტილზე, რაც ბრწყინვალედ გამოსდის მშვილდოსანს. მისი ეთიკა იუპიტერისეულია, მას შეუძლია ნებისმიერის შეცოდება და ანაზღაურების გარეშე ღვთაებრივი ენერგიის ნაწილის მიცემა, მაგრამ, სამწუხაროდ, არაა მიდრეკილი იმისკენ, რომ მიაქციოს ყურადღება ამ ენერგიას როგორ გამოიყენებს “გაბედნიერებული” და ამიტომაც მშვილდოსანს შეუძლია საუკეთესო ზრახვებით გაზარდოს უდიდესი რაოდენობის ბოროტება, არ მიაქციოს ამას არანაირი ყურადღება. მისი ქარაფშუტობა, უპასუხისმგებლობა და ავანტიურიზმი შეიძლება შევადაროთ მხოლოს მის ხიბლს. მხოლოდ ერთია, ამავდროს, ყველა ეს მხოლოდ კამუფლაჟია, სინამდვილეში მშვილდოსანი ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან კარმულ ამოცანას _ ის მთელ სამყაროზე ავრცელებს საკუთარ ენერგიას, ენთუზიაზმსა და წარმატებას; ამიტომაც მასზე არ შეიძლება გაბრაზება: წინააღმდეგ შემთხვევაში, იუპიტერი შეწყვეტს თქვენთვის წარმატების მოტანას.

იუპიტერი _ კომპენსაციის, შესაძლებლობების გაფართოების პლანეტაა, ამიტომაც მშვილდოსანი არასდროს ექცევა საკუთარ პრობლემებისა და წარუმატებლობების ზეგავლენის ქვეშ, არამედ პოულობს შინაგან რეზერვებსა დ შესაძლებლობებს გადართვისთვის; მისი ბუნებრივი საშუალება მეგობრის დაწყნარებისა, დაახლოებით შემდეგი სახით ჩანს: ღირს კი თავის მოკვლა დანაკარგის ანდა წარუმატებლობის გამო, როცა ქვეყანაზე ჯერ კიდევ ასე ბევრი რამაა (მეგობრები, ქალები, სამუშაო, შესაძლებლობები… _ საჭიროა ხაზი გაესვას) და ეს ყველაფერი ნამდვილად ბევრია მშვილდოსნისთვის. თუ კირჩხიბი ეძებს რეზერვებს საკუთარი ფსიქიკის სიღრმეებში, მშვილდოსანი მათ პოულობს ყოველგვარი ჩაღრმავების გარეშე, მარტივი გადაწყვეტით, ის ტოვებს მსუბუქი ხასიათის შთაბეჭიდებას, ხოლო თუ უფრო ღრმად ჩაიხედავთ, ეს სასწაულს ჰგავს: ადამიანი მუდმივად იღებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას ყოველგვარი ხილული საფუძვლის გარეშე. კარგი განწყობა და ოპტიმიზმი  მიზეზის გარეშე არ არსებობს: მათი საფუძველი _ ძლიერი ენერგეტიკაა. ამ აზრით, შმვილდოსანი _ ყველაზე დაცული ნიშანია ზოდიაქოს ნიშნებს შორის, რამდენადაც ის ყველგან (მათ შორის ფსიქოლოგიურად და ენერგეტიკულად) გრძნობს მწყალობელი იუპიტერის მხარდაჭერას და იგივე მიზეზით ის სუსტი ფსიქოლოგია, რადგანაც მისთვის რთულია საკუთარი თავი წარმოიდგინოს სხვა ადამიანების დამახასიათებელი სირთულეებისა და მწუხარების ადგილზე. მშვილდოსანს ყველაზე რთულად უხდება იმ სიტუაციებში, სადაც ენერგეტიკა დაბალია ანდა ითხოვს არა მის ამაღლებას, არამედ სიტუაციის სიღრმისეულ გარდაქმნას მოცემულ ენერგეტიკულ დონეზე. აქ სტანდარტული მშვილდოსნისეული ქცევა უადგილოა და იგი ნამდვილად არამყუდროდ გრძნობს თავს: ის გრძნობს, რომ მის ენერგიას არ იღებენ, ხოლო ხიბლი არ მუშაობს და თუ არის შესაძლებლობა, სწრაფად ქრება იქაურობიდან.

მერკურის ტყვეობა დაუმუშავებელ მშვილდოსანს აძლევს რაციონალური არგუნეტაციის ცუდ გაგებას, მენტალურ კონტაქტებში აღქმის სირთულეს და საკუთარ იდეებში საეჭვო დარწმუნებულობას; მოკლედ, მას (ეჩვენება) ეს არც სჭირდება: დეტალური, ლოგიკური ანალიზი კლავს შთაგონებას, ანგრევს ენერგეტიკულ არხს (შემთხვევითი არაა მერკურის ვარდნა ლომში, მთავარ ენერგეტიკულ ნიშანში). მერკურის ტყვეობა ხაზს უსვამს მშვილდოსნის საკუთარი ენერგეტიკული ზემოქმედების შედეგის მიმართ გარეგნულ გულგრილობას, მაგრამ იძლევა შინაგან, ქვეცნობიერ მისწრაფებას მაქსიმალურად განავრცოს საკუთარი ენერგეტიკული არხები (ანუ სამყაროს მისცეს ის, რაც ადრე იწოდებოდა მადლად). მშვილდოსნის უპირველესი, საფუძვლიანი შინაგანი ამოცანა (როგორც ტყუპებისა) _ იუპიტერსა და მერკურს შორის ბალანსის დამყარებაა. იუპიტერის მბრძანებლობა მშვილდოსანს აძლევს უფრო დიდ შეხედულებას საგნებზე; მერკურის ტყვეობა აძლევს შინაგან მისწრაფებას დეტალებისადმი, ამის პირდაპირ რეალიზებას მიჰყავს ენერგეტიკის ჩამორთმევამდე; გარდა ამისა, იუპიტერი არ აძლევს ყურადღების კონცენტრაციას დეტალებზე, ისინი იწყებენ ცვლას და კიაფს ისე, როგორც კალეიდოსკოპში, რისი ატანაც მშვილდოსანს დიდხანს არ შეუძლია და უბრუნდება საკუთარ, ჩვეულ, საერთო, გაფანტულ აღქმელობას. უკანასკნელი საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მისი ისრები მიზანში არ ხვდება. მშვილდოსანი, განსაკუთრებით განვითარებული, უზუსტესად არტყამს მიზანში, მაგრამ თავადაც არ იცის რატომ და როგორ. სინამდვილეში აქ ორი ფაქტორია: ერთის მხრივ, განვითარებული მშვილდოსანი სურათს მთლიანობაში ცნობიერად ხედავს (იუპიტერი) და საკმაოდ ხშირად სამყაროს წინაშე ახდენს ფართო შეხედულებების ძალის დემონსტრირებას (დედუქციური მეთოდი), ხოლო მეორე მხრივ _ მისი ქვეცნობიერი (მერკური) დეტალურად ადევნებს თვალყურს იმ საკმაოდ მნიშვნელოვანი რეალობის ფრაგმენტებს, რომელზეც იუპიტერი უთითებს.

მაღალი ოქტავის მშვილდოსანს შეუძლია ავიდეს განზოგადების და აბსტრაციის ყველაზე უმაღლეს დონეზე, ამავდროულად დარჩეს პრაქტიკული და არ გაუშვას მხედველობიდან არსობრივი დეტალები. ეს ნიშანი ეგზისტენციურად გამოვლინების მაღალი რელიგიური მასწავლებლებისა და ფილოსოფოსებისაა, რომლებსაც შეუძლიათ გაოცებული სამყაროს წინაშე დემონსტრირება გაუკეთონ კოსმოსისა და აბსოლუტის ერთიანობას დილის ნამში (ცვარში).

მშვილდოსნის სიტუაცია ყოფით დონეზე _ ეს, მაგალითად, მხიარული, მდიდრული და უხვი სადღეგრძელოებით სავსე აღმოსავლური სუფრაა, სადაც ჟღერს არა რეალობა, არამედ ის იდეალი, რომლისკენაც, მონატრებული აზრით, უნდა ისწრაფვოდეს ადამიანი. მშვილდოსნის დაბალი ოქტავის სიტუაცია _ ეს რელიგიური ომები, ნაციონალიზმი და ნებისმიერი სახის ფანატიზმია, ანუ ენერგეტიკული იდეისადმი ბრმა მიკერძოებულობა, რომელსაც განიხილავს როგორც უმაღლესს. მშვილდოსნის ქვეშ მიედინება ეთნოსების ცნობიერება და გაერთიანება, ნაციონალურ-განმანთავისუფლებელი და სამოქალაქო ომები. მოძრავი ჯვრისადმი მშვილდოსნის კუთვნილება აისახება იმაში, რომ ის მასობრივი მოძრაობისთვის ირჩევს ისეთ ლოზუნგებს, რომელიც მარტივი და ინტუიციურად გასაგებია ყველასთვის; მათი შთამაგონებელი და გამაერთიანებელი ძალა აღემატება ყველა მოლოდინს. მართალია, მშვილდოსნის საქმიანობის შედეგებში ხლაფორთი და მისი მოწესრიგება ზოდიაქოს სხვა ნიშნებს უწევთ, ხშირად კი – მისით გაოგნებულ ქალწულს. მშვილდოსნის მაღალი სიტუაცია _ ეს შთამაგონებელი ლოცვაა, განსაკუთრებით კოლექტიური და კონკრეტული მიზნით, მგზნებარე ქადაგებაა, ცეცხლოვანი რელიგიურობით ანდა ფილოსოფიური დისპუტებით (პაექრობებით). მშვილდოსნის ხიბლი ძლიერ მოქმედებს ახალგაზრდობაზე, რომელიც ადვილად აღფრთოვანდება ტიპიური მშვილდოსნური მგზნებარე, გულუბრყვილო-რომანტიკული იდეებით სამყაროს გარდაქმნის თაობაზე, ქმნის სახელმწიფოების ახალ ტიპებს ანდა სოციალურ ურთიერთობებს: მშვილდოსნისთვის დამახასიათებელია, რომ ყურადღება ძირითადად კონცენტრირდება გამოსვლის ტემპერატურაზე და საერთო, კეთილშობილურ, ძირითად იდეაზე, მაგრამ არა ლოგიკაზე _ უკანასკნელი არარსებითად ითვლება.

მზე მშვილდოსანს აიძულებს იბრძოლოს მისი იდეის გამო, გაატაროს ის ცხოვრებაში, მაგრამ არა ისე სწორხაზოვნად, როგორც ამას ვერძი და ლომი აკეთებენ. ეს, ერთის მხრივ, ამსუბუქებს მშვილდოსნის ამოცანას, რადგანაც მას შეუძლია შეარჩიოს საერთო ტიპის ენერგიები და ქცევები სიტუაციასთან მიმართებაში, ხოლო, მეორე მხრივ _ უდიდესი დამახინჯებების შესაძლებლობას იწვევს. თუ მზისეული ვერძი არასწორი ქცევისთვის არხს კარგავს, ხოლო ლომს ამის გამო თავში ურტყამენ, მზისეულ მშვილდოსანს შეუძლია სწრაფად იპოვოს სხვა მიდგომა ანდა გადაასხვაფეროს, შეცვალოს იდეა; მარცხისას მისი ენთუზიაზმი და ნებისყოფა დიდხანს არ იტანჯება. საერთოდ, მზე იძლევა ღვთაებრიობის შეგრძნებას, ანდა უკიდურეს შემთხვევაში, ურყევ პირად ნებისყოფას (სახლებში, სადაც ის დგას, მართავს ანდა ასპექტირდება), ხოლო მზისეულ მშვილდოსანს უწევს _ აღქმული სამყაროს საერთო სურათთან ერთად, ღვთის რჩეულობის შეგრძენებით, იდეებთან და ენერგეტიკულ არხებთან ერთად ცხოვრება, რომლებსაც ის ატარებს და მეგზურობას უწევს. ამიტომ მშვილდოსანი იბრძვის მათ გამო არა სიცოცხლეზე, არამედ სასიკვდილოდ, მაგრამ (საერთოდ რომ ითქვას) უფრო პლასტიურად და ჭკვიანურად, ვიდრე ცეცხლის დანარჩენი ნიშნები.

ძლიერი დაზიანებისას, ფანატიზმი და შეხედულებათა სივიწროვე, მაგრამ მომხრეებზე გადაჭარბებული გავლენა.

მშვილდოსანი, გადმოალაგებს რა საერთო იდეებს, მუდამ ისწრაფვის პრაქტიკისკენ, ხოლო რა დოზით მიაღწევს ამას, ეს დამოკიდებულია დამუშავებაზე; ამასთან ერთად მზის დაზიანება უფრო დედამიწისკენ ქაჩავს მას, ვიდრე ჰარმონიული ასპექტები, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ მოგვცენ, მაგალითად, სახლის ფილოსოფოს-რომანტიკოსი, რომელსაც მზე ჰოროსკოპში საერთოდ, პრაქტიკულად არ აქვს ჩართული (ჩვეულებრივი საშიშროება ჰარმონიულად მდგარი პალანეტებისა და ნიშნებისას).

განვითარებული მზე მშვილდოსანში იძლევა ენერგიულ და მოქნილ ხელმძღვანელს, რომელსაც ადამიანებთან ინდივიდუალური მიდგომა შეუძლია, ხოლო მთავარი _ მას შეუძლია ადამიანებს ის შთამაგონებელი იდეები მისცეს, რომელსაც თავადვე ემსახურება; მხოლოდ ერთია, გონივრულად შეზღუდვა და ადმინისტრირება რთულად გამოსდის, უპირატესობას ანიჭებს აიყვანოს მოადგილე, შემცვლელი _ თხის რქა.

რასაც მზისეული მშვილდოსანი ვერ გადაიტანს, ეს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა და შთამაგონებელი იდეების უქონლობაა; თუ ის, ყველა მოქნილობის მიუხედავად, ვერ შეძლებს მის პოვნას, ინავლება და იხუთება.

წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ჰარმონიული ასპექტები პიროვნებას აძლევს ოპტიმიზმს და ცხოვრების სიხარულს, პატივმოყვარეობას, ენერგიას, საკუთარ თავში დარწმუნებულობას, თავისუფლების მოყვარეობას და დამოუკიდებლობას, ძლიერ განვითარებულ წარმოსახვას, საკუთარი ცოდნის გაფართოებისკენ მისწრაფებას, საკუთარი ჰორიზონტის, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებიდან გასვლისკენ სწრაფვას, შორსმჭვრეტელობას, წინასწარხედვისა დ წინასწარმეტყველების ნიჭს, მიზანში ზუსტად მოხვედრის უნარს, გულუხვობასა და სამართლიანობას, თანაგრძნობასა და გულისხმიერებას, ფილანტროპიასა და დიდსულოვნებას, ხელმძღვანელობისა და მართვის უნარს; მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის, პატივის, პატივსცემისა და დიდების მოთხოვნილებას;  სიმდიდრისა და ცნობადობისკენ მისწრაფებას, დიპლომატიურობასა და ლავირების უნარს; მოგზაურობის, ტურიზმის, თავგადასავლების, სპორტის და კვლევა-ძიების სიყვარულს. ადამიანი ცხოველ ინტერესს ავლენს ლიტერატურისადმი, მეცნიერებისადმი, მედიცინისადმი, ფილოსოფიისადმი, რელიგიისადმი, განათლებისადმი, იურისპრუნდენციისადმი, მორალისა და ზნეობის საკითხებისადმი, ფლობს მრავალრიცხოვან ნიჭს და შემოქმედებით უნარებს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ღიად გამოხატავენ სოციალური პირობითობისადმი ეჭვნეულობას, ვერ იტანენ ძალადობასა და იძულებას, მათ ხშირად არ ეწყობათ ქორწინება და ოჯახური ცხოვრება.

თუ მზე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტი _ ძალიან მოუსვენარი, მშფოთვარე, საკუთარ თავზე შეყვარებული, სიამოვნების მოყვარე, მოხიბვლისა და ცდუნებისკენ მისწრაფებული, აჩქარებული წინდაუხედავი, ნერვოზული, ფუსფუსა, გადაჭარბებისა და თვითრეკლამისკენ მიდრეკილი; ასევე ვლინდება, მოჩვენებითი აუცილებლობა, კომუნიკაბელურობა და ელიტურობა, სიმკვეთრე და სწორხაზოვნება; რისკისკენ, ავანტურიზმისა და თავგადასავლებისკენ მიდრეკილება; უჩვეულო თავისუფლებისმოყვარეობა და დამოუკიდებლობა; ასეთი ადამიანი არის წყენია, ფარისეველი, საკუთარი თავის მოყვარე (მტკივნეულად იტანს მასზე ნებისმიერ შეხებას), გადაჭარბებულად ამაყი, კაპრიზული (ჭირვეული); სხვებისა და საკუთარი თავის მოტყუებისკენ მიდრეკილი.

იმისთვის, რომ მშვილდოსანი თქვენდამი დადებითად განაწყოთ, აუცილებელია გაიგოთ, რისკენ ისწრაფვის, რათა გააფართოვოს საკუთარი ცხოვრების სფერო. ამაში სჯობს დაეხმაროთ. თუ მას უყვარს მოგზაურობა, მოგიწევთ განიხილოთ მარშრუტები, მონაწილეობა მიიღოთ ლაშქრობებში, იცუროთ ბაიდარკებით (ნავია)… თუ ის _ საზოგადოების მიყვარული და საზოგადოებაში გამოსული ადამიანია, მაშინ უნდა დაუკმაყოფილოთ მოთხოვნილება _ გააცნოთ ახალი ადამიანები. თუ ადამიანი ცოდნისკენ ისწრაფვის, მოგიწევთ მისი ჰორიზონტის გაფართოებაში დახმარება. მისგან თავის დაღწევა შეიძლება, თუ  რაიმეში დაადანაშაულებთ.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ის, ვისაც მზე მშვილდოსანში აქვს, გადავსებულია საზოგადოებაზე და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის გრძნობით. უყვარს ცოდნის ახალ სფეროებში წვდომა, ფლობს აბსტრაქტულ აზროვნებას.

ყველაზე ხშირად მათთვის თვისობრივია იდეალიზმი და, როგორც წესი, ისინი სამართლიანები, პატიოსნები და დიდსულოვნები არიან.

გარეგნულად ძალიან წინდახედულები, მეგობრულები, კეთილგანწყობილები არიან, უყვართ მფარველობის გაწევა. შეუძლიათ მოსმენა, უყვართ სხვა ადამიანების სურვილების შესახვედრად წასვლა, უყვართ და შეუძლიათ აღზრდა, სამაგალითონი არიან.

ძალიან თავდაჯერებულები არაინ, მათ სიამაყეზე შეხება არ შეიძლება, ეს ანრისხებთ. მათ უნდა ისწავლონ მოთმინება, რადგანაც ხშირად კარგავენ თვითფლობას და არ შეუძლიათ თავის შეკავება, მხოლოდ ერთია, ფლობენ იუმორის საკმარის გრძნობას, რათა დროულად ჩაეჭიდონ და გაასაღონ საკუთარი აფეთქება მეგობრულ გამოვლინებად.

უყვართ რჩევების მიცემა. ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენის პოვნა შეუძლიათ _ მეეზოვიდან მინისტრამდე. შეუძლიათ ჩანდნენ გულუბრყვილოებად და გულისხმიერებად, მაგრამ საკუთარი თავის მოტყუების უფლებას არავის მისცემენ. მათ ყოველთვის თვალთახედვის არეში აქვთ მიზანი, რომელსაც  პატივმოყვარეობით მისდევენ, ისწრაფვიან ზევითკენ, რაც გამოსდით კიდეც.

სხვებს მამობრივად ეპყრობა, მაგრამ ითხოვს საკუთარი პერსონისადმი პატივისცემას (თუ ამას ვერ იღებს, ხანდახან სიცილით აფრთხილებს, შემდეგ კი შეუძლია მაგიდაზე მუშტიც კი დააბრახუნოს), ახსოვს სიკეთე, ერთგულია მათი, ვინც ოდესღაც მაინც დახმარება გაუწია, მომთმენია, სხვებს შეცდომებს ადვილად პატიობს, დიდსულოვანია. ინტერესი რელიგიისადმი, ლიტერატურისადმი, ხელოვნების ახალი ფორმებისადმი.

დაბადებიდან ხელმძღვანელები არიან, მაგრამ არ ივიწყებენ ცხოვრების სასიამოვნო მხარეებსაც, უყვართ მოწევა, დალევა და ჭამა, არ ზრუნავენ ფიგურასა და ჯანმრთელობაზე, მაგრამ  სამაგალითო ასკეტებად  ქცევაც შეუძლიათ. საერთოდ, მათთვის  დამახასიათებელია მისწრაფება, იყვნენ სხვებისთვის სამაგალითონი, უყვართ პირველობა და სურთ სხვების ჩამოყალიბება.

ძლიერი მისწრაფება აქვთ _ რაც შეიძლება მეტი გაიგონ ჩვენ სამყაროზე, გაიგონ კავშირები მასში, მაგრამ ინფორმაციის მიღებისას, არ გადაამუშავებენ, იმ წამსვე გადასცემენ. სამსახურში შეუძლიათ გადაწყვეტილების თავად მიღებაც და მათზე პასუხის გაცემაც. შეუძლიათ წარმომადგენლობა, ორგანიზება, გაწონასწორება. პროფესია აუცილებლად უნდა იძლეოდეს ზრდის, კარიერის შესაძლებლობას და მაშინ ყველაფერს გულმოდგინედ ცდილობენ. ძალაუფლებასა და ხელისუფლებას ბოროტად არ იყენებენ. ეს კარგი ხელმძღვანელები, მოსამართლეები, აღმზრდელები, მასწავლებლები, რელიგიური მოღვაწეები და იდეების მქადაგებელნი არიან.

უყვართ, როცა მათ სამუშაოს ღირსეულად, დამსახურებულად აფასებენ. ხშირად ოცნებობენ სხვა, შესანიშნავ ქვეყანაზე, სადაც იმუშავებნენ. თუ რაიმე საქმე აინტერესებთ და მნიშვნელოვნად ეჩვენებათ, შეუძლიათ ანაზღაურების გარეშეც იმუშაონ. შეუძლიათ მხარდაჭერა აღმოუჩინონ კატასტროფაში მოხვედრილს,  მას ცხოვრების რწმენა დაუბრუნოს.

მათი სიყვარული ცეცხლოვანია, მაგრამ შეკავებული. სანამ იპოვიან ცხოვრების თანამგზავრს დიდხანს ირჩევენ, ორჭოფობენ, განიცდიან მრავალ თავგადასავალს, მაგრამ აირჩევენ თუ არა, ამაღლებულად ატარებენ კავშირის ჩირაღდანს. თუ მაინც ხვდებიან ახალ პარტნიორს, წამსვე აღიარებენ, რადგანაც დიდი ხნით ტყუილს ვერ ახერხებენ. ვინმესთან პარტნიორის გაყოფა არ სურთ, ცდილობენ ერთად იმუშაონ, იმოგზაურონ, იკამათონ. მრავალი კავშირი არ ინგრევა, მაშინაც კი თუ სიყვარული გაქრა, ასე რომ, სასიყვარულო კავშირი გადაიზრდება მეგობრობაში, ურთიერთდახმარებასა და პროტექციაში, მაგრამ თუ დამცირებულია მათი პატივმოყვარეობა, სიყვარული სრულდება. პარტნიორისგან კრიტიკას ვერ იტანენ. სხვა შემთხვევებში მეგობრულები, დიდსულოვნები და პატარა სისუსტეების მიმართ მომთმენები არიან, ბავშვები მათთან თავს კარგად გრძნობენ, რადგანაც ისინი მათთვის მაგალითს წარმოადგენენ.

საშიშროებები: პატივმოყვარეობა, რომელიც ხშირად ასულელებთ, კრიტიკისადმი მგრძნობიარობა (შეუძლიათ აპიპილპილდნენ), გადაჭარბებისკენ მიდრეკილება _ ლოთობა, ღრეობები, ღორმუცელობა, ნებისმიერი მშვილდოსანი რომელიმე მათგანისკენაა მიდრეკილი, არ იცის ზღვარი; განდიდების მანია, ბაქიბუქობა, ხშირად იმაზე მეტ პირობას დებენ, ვიდრე შესრულება შეუძლიათ. შეუძლიათ მიიღონ მდგომარეობა და დააგროვონ მატერიალური სიკეთე, მაგრამ შეუძლიათ მისი გაფლანგვაც. გადაჭარბებული კვება (ნაყროვანება), ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება შეიძლება ოსტეოქონდროზის, ართრიტის, რევმატიზმის, მარილების დაგროვების, ხერხემლის საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადების მიზეზი გახდეს. შესაძლებელია ასევე ჭრილობები, მენჯ–ბარძაყის ამოვარდნები _ სპორტით დაკავებისას, ფილტვების, თირკმელების და ნერვიული სისტემის დაავადებები. საერთოდ, ორგანიზმის კონსტიტუცია (წყობა) ძლიერია, ასევე ძლიერია ორგანიზმის წინაღმდეგობის გაწევის უნარიც (იმუნიტეტი). სუსტია სისხლი და ნერვიული სისტემა.

გულის სიღრმეში ის მოთამაშე და ავანტიურისტია, უყვარს რისკი, ახალი სამყაროს აღმოჩენა და კვლევა-ძიება. ირჩევს ისეთ გზებს, რომელზეც მანამდე არავის გაუვლია, ამ გზებს უსაფრთხო და საიმედო გზებზე მეტად ანიჭებს უპირატესობას. მას დამოუკიდებელი, მოუსვენარი ხასიათი აქვს, თავისუფლებისკენ ისწრაფვის. სჭირდება ისეთი ცხოვრების წესი, რომლის დროსაც შეძლებს მოგზაურობას და მოძრაობას მოახერხებს. მისთვის აუცილებელია ცვლილებები და ახალ ადამიანებთან შეხვედრების შესაძლებლობები, საკუთარი ჰორიზონტის გაფართოების პერსპექტივები. მას სძულს მუდმივობა, რუტინული ყოფა. დარწმუნებულია საკუთარ მომავალში, მხოლოდ მთვარია, არ შეუზღუდონ და ჩამოართვან ქმედების თავისუფლება.

მისთვის ცხოვრება _ მოგზაურობა, თავგადასავალი, საინტერესო და მდიდარი შესაძლებლობებია და რთულია გადაწყვიტოს, რაზე შეაჩეროს ყურადღება და ძალისხმევა. მანამ, სანამ გააკეთებს არჩევანს, შესაძლებელია, მთელი ქვეყნის გარშემო იხეტიალოს, გამოსცადოს ყველაზე განსხვავებული გზები, უნდა შეძლოს ერთი დიდი თემიდან მეორეზე გადასვლა _ ეს ასევე დამახასიათებელია მისი ხასიათისთვის.

როგორც კი დაიწყებს გაგებას, რომ იმ მდგომარეობაშია, როცა უნდა გადაწყვიტოს მოცემული პრობლემა, ის უკვე მისთვის ინტერესს კარგავს (ანუ დასრულებას მიახლოებული პროცესი მიზნის – ობიექტის მიმართ ინტერესს უკარგავს). რაიმეთი ბოლომდე დაკავების უნარი, თვითდისციპლინა, რაიმეზე კონცენტრიება  _ მისი ხასიათის ძლიერ მხარეს არ წარმოადგენს. მას შეუძლია გამოავლინოს უპასუხისმგებლობა, საკუთარ თავზე ტვირთის აღებისას არ აჩქარდება და ცხოვრებას ისე არ  შეზღუდავს, როგორც ეს ზრდასრულ ადამიანს შეუძლია.

გამოუსწორებელი ოპტიმისტია, ოცნებობს რაღაც დიადზე, იმედოვნებს მომავალზე. ჩვეულებრივ, ის მისდევს რაიმე შორეულ მიზანს, აქვს რწმენის და იმაში დარწმუნებულობის დიდი მარაგი, რომ ცხოვრება თავად იზრუნებს მასზე. წარუმატებლობებს არ შეუძლიათ მისი სულიერი განადგურება. როგორც რეზინის ბურთულა, ისე შორდება იმედგაცრუებებს, – ხშირად უკვე სხვა დიდი ოცნებით ანდა პროექტით თავში. მას სპორტული ურთიერთობა აქვს ცხოვრებასთან და ფილოსოფიურად უდგება შეცდომებს. იმ მიმართულებების გამოცნობის უნარებს ფლობს, რომელშიც განვითარდება მომავალი, მოვლენებს მსხვილ პლანში ხედავს, არ უღრმავდება წვრილმანებს. უყვარს თეორიზება, ფიქრი, მხოლოდ ერთია, იმისთვის, რომ თეორია პრაქტიკაში განახორციელოს, არ დაიწყებს ყველა დეტალზე ფიქრს.

საკუთარ თავს ავლენს ღიად, პირდაპირ და სწორხაზოვნადაც კი; ხანდახან თავხედი, კადნიერი და უტაქტოა. იმის გამო, რომ საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, ძალიან სერიოზულად ვერ აღიქვამს, სრულიად შესაძლებელია, ხშირად ვერ იგებდეს, როგორ შეიძლება აისახოს მისი გულახდილობა სხვებზე და როგორი ჭრილობა შეიძლება მიაყენოს ამ გულახდილობამ მეტად მგრძნობიარე სულებს. საქმის არსით, მისი შეუცნობელი და გაუაზრებელი უზუსტობები და ადამიანების გრძნობების გაუგებრობა _ ერთ-ერთი ცუდი თვისება და ნაკლია.

უეჭველია, ის დიდ სიამოვნებას იღებს მეგობრობისგან და მეგობრული ურთიერთობებიდან, მაგრამ მას ასევე სჭირდება თავისუფლებაც. ამიტომაც ის ვერ ეწყობა იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მაღლა საკუთარ თავს აყენებს, ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც არ შეუძლიათ ურთიერთობებში დისტანციის დაჭერა, პარტნიორებთან, რომლებიც გადაჭარბებულად მომთხოვნები არიან ყურადღების მიპყრობისადმი. თავად დიდსულოვანია და მთელი გულით სძულს მეწვრილმანეობა. ადამიანთან, ვისთან ერთადაც ისურვებდა საკუთარი დროის დიდი ნაწილის გატარებას, იქნება მხოლოდ ის, ვინც გაიზიარებს მის იდეებს, ცხოვრების მიმართ გემოვნებას და ექნება იუმორის გრძნობა.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია)

მშვილდოსანი _ “მამაკაცური”, “ცეცხლოვანი” ნიშანია, რომლის სიმბოლოცაა: მშვილდოსანი, რომელიც მშვილდიდან ისვრის; ადამიანები დაბადებულნი მზით მშვილდოსანში, ჩვეულებრივ, ჯანმრთელები და ოპტიმისტები არიან. ისინი, ასევე, გულწრფელები და მართლები არიან. ეს არიან ადამიანები, რომლებზე დაყრდნობაც შეიძლება; მათ აქვთ სუფთა ხასიათი. მათი ქცევის მანერა პირდაპირი და ღიაა. ჩვეულებრივ, ისინი ცხოვრებაში ისახავენ მაღალ მიზნებს და პატივისცემით ეპყრობიან სიწმინდეებს, ისინი დაკავებულნი არიან რელიგიური საქმიანობით, მდიდრები, დამოუკიდებლები არიან, შესაძლებელია იცოდნენ მედიცინა ანდა შესწავლილი ჰქონდეთ მოქანდაკის ხელოვნება.

ადამიანები მზით მშვილდოსნები ფეთქებადი ხასიათისანი არიან, მათ ეპყრობიან ღირსებით, ხანდახან კი ანებივრებენ კიდეც, ისინი საიმედონი, დაჟინებულნი, უდრეკები, პატივცემული ხალხია. ისინი ბედნიერები, პოპულარულები, რელიგიურები, ჩვეულებრივ, კარგი მდგომარეობისანი არიან; აქვთ მუსიკის ნიჭი. ასეთი ადამიანი ფლობს გარშემომყოფების ხელმძღვანელობის უნარს. ხასიათი _ კმაყოფილი, მხიარული; ამ ადამიანებს შეუძლიათ მომავლის დიდი იმედი ჰქონდეთ. საკუთარ გადაწყვეტილებებში უდრეკები არიან; შეუძლიათ რაიმე ერთი საქმით მაინც იყვნენ დაკავებულნი. მათ ხასიათში შეინიშნება გაორებულობა: ისინი, ნაწილობრივ, მატერიალისტები არიან, ნაწილობრივ _ სულიერნი. კლასიკური ტექსტები უთითებენ ასეთ ადამიანებზე, როგორც კეთილგონივრულებზე, რომლებსაც შეუძლიათ კარგი გადაწყვეტილებების მიღება, მათთვის არსებითია გულისხმიერება და მხიარულება. ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, გამომგონებლები, ორიგინალურები, ამ შემოქმედებით ადამიანებს არ უყვართ ვინმეზე დაქვემდებარებულობაში მუშაობა. ისინი საკუთარ შეხედულებებს გამოხატავენ ღიად, გულწრფელად. მათ კარგი ჯანმრთელობა აქვთ და კარგი შვილები ჰყავთ. უყვართ მოგზაურობა, მიდრეკილნი არიან სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის ცვლისკენ, ოღონდაც, თუ ეს ხელს უწყობს მათ კარიერას. ისინი ეწევიან მოწესრიგებულ ცხოვრებას, აქვთ ძლიერი ნებისყოფა, უყვართ თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მშვილდოსანს მართავს იუპიტერი, ამიტომაც მათი ცხოვრება სრულიად უცოდველია; ეს ადამიანი წმენდს საკუთარ გულს, ათავისუფლებს მას მატერიალური სურვილებისგან.

მზე მშვილდოსანში

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

23 ნოემბერი – 21 დეკემბერი

მშვილდოსანს უყვარს “საკუთარი თავის ჩვენება”; მას სწყურია თავისუფლება და იჭერს მის ყოველ წამს. ის ისწრაფვის “სინათლისკენ” და საკუთარ ანგარიშში უკვე იწერს იმ გმირობებს, რომელიც ჯერ მხოლოდ იგეგმება. ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ ინტერესის წყალობით დიდი ხნით ინარჩუნებს ახალგაზრდობას. ის არაა შექმნილი დრამისთვის, მძიმე და დამთრგუნველი სიტუაციებისთვის, რომლებსაც მთელი ძალით გაურბრის. მისი ოპტიმიზმი, სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, იუმორის გრძნობა უზრუნველყოფს სხვების სიმპატიებს.

მშვილდოსანი – ადამიანი, რომელიც გატაცებული და გულახდილია, რის გამოც, არცთუიშვიათად, იჩენს მტრებს. მოკლედ, ის უყვართ; ის დიდსულოვანია _ როცა მის წმინდათაწმინდა თავისუფლებას არ ემუქრებიან. არ უყვარს საკუთარ თავზე მოვალეობის აღება და უფრო ხშირად უარს იტყვის მოგებაზე, ვიდრე ვინმეს ან რაიმეს მისცემს უფლებას შეუკრას ხელ-ფეხი. უყვარს თავის გარშემო მეგობრების შემოკრება და მათთვის დახმარების გაწევა.

მისი ბედი დაკავშირებულია უცხოეთთან, უცხოლებთან, საერთოდ მოგზაურობასთან. მისი ოპტიმიზმი ამოუწურავია: რაც, როგორც სხვა არავის, ისე ეხმარება სირთულეებთან  გამკლავებაში. ძლიერი მარსის ანდა ურანის შემთხვევაში, შესაძლებელია, სულის სიღრმეში მოთამაშე იყოს, წავიდეს იმაზე, რომ მთელი თავისი მომავალი დადოს “ავერსსა და რევერსზე”*. ხშირად მშვილდოსნები იკეთებენ კარიერას, “ეწყობიან” ცხოვრებაში, ხდებიან დირექტორები და ა.შ. მათთვის საუკეთესო, ყველაზე “წარმატებული” ასაკია  _ სიმწიფის ასაკი.

მშვილდოსანს ჯანსაღი აზროვნების ბუნება და ძლიერი ელექტრონული პოტენციალი აქვს, რომელიც საჭიროა სადღაცას დახარჯოს. ეს შეიძლება იყოს ჯირითი, მოტოსპორტი, ტურიზმი _ საქმიანობა, რომელიც ითხოვს ენერგიის ხანგრძლივ ხარჯვას. არაა საჭირო გადაჭარბებული ჭამა (გაძღომადე) და ცხიმოვანი საკვების ბოროტად გამოყენება: ამას ოპტიმიზმისა და სულიერად კარგი განწყობის დაკარგვამდე მიჰყავს. ხშირად იტანჯება იშიალგიით**,  ყველა სახის “წელკავებით”. ელემენტებიდან ნაჩვენებია რკინა, ბალახებიდან _ სალბი. ძილი რეკომენდირებულია ოდნავ აწეული ფეხებით (ფეხებქვეშ – პატარა ბალიში, მუთაქა).

* “ავერსი და რევერსი” _ ეს ლათინური ტერმინია და ნიშნავს მონეტის (ხურდა ფულის) წინა და უკანა მხარეს, ანუ, როდესაც სანაძლეო იდება მონეტის აგდებისას, თუ რომელი მხარით დაჯდება ძირს დაცემისას.

** იშიალგია _ E. sciatica Rus. ишиалгияL. Ischialgia (ბერძნ. ishias საჯდომი, ბარძაყი, algos ტკივილი) – წელის ტკივილი, რომელიც ვრცელდება ბარძაყის უკანა მხარეს, წვივსა და ტერფზე. ჩვეულებრივ, იშიალგიის მიზეზია მალთა- შორისი დისკოს დეგენერაციული ცვლილებები. Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. – თბ. : მერიდიანი, 2009. – 496გვ. ; 20სმ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. – ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888].

 სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top