მზე სასწორში, ასცენდენტი ნიშნებში

მზე სასწორში, ასცენდენტი ნიშნებში

სინთეთიკური დახასიათება

მზის მდებარეობა და ამოსვლის წერტილები

წყარო: http://www.aquarun.ru

ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უთითებს თვითშეცნობის სპეციფიკურ განსაკუთრებულობებსა და განუმეორებელ პიროვნულ შტრიხებზე, ქცევის განსაზღვრულ მანერებსა და ადამიანის თვითაღქმელობის უნარზე, უთითებს საკუთარი განვითარებისა და თვითგამოხატვის შინაგანი ძალების და შემოქმედებითი უნარების გამოყენების უპირატეს გზებზე. განსაზღვრავს ინდივიდუალური ნების გამოვლინებას და ახასიათებს “ცნობიერების ღერძს”, რომელიც ვლინდება აქტიურობის სხვადასხვა სფეროებში. ეს ფაქტორი ასევე უთითებს ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში და გამოცდილების გადამუშავების შესაძლებლობაზე, ხარისხობრივ, თვისობრივ განსხვავებაზე, მის რეაქციაზე გარემო წრეზე. ეს ფაქტორი ახდენს იმ შესაძლებლობის სიმბოლიზებას, რომელსაც ადამიანი უყენებს სამყაროს, იმ ქცევებს, რომლისკენაც საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების გამოხატვისასაა მიდრეკილი, იმ გზას, რომლისკენაც ისწრაფვის, რათა განახორციელოს საკუთარი მიზნები და სურვილები.

მზე სასწორში, ასცედენტი ვერძში

პიროვნება _ შემტევი, ცხოვებისეული ბირთვი _ დამაკავშირებელი.

ამ ადამიანებს დადებითი შთაბეჭდილებების მოხდენა სურთ, სულითა და გულით ცდილობენ იმ ადამიანებს მოეწონოთ, ვინც მათ აინტერესებთ, მაგრამ ტემპერამენტი გამუდმებით ირღვევა. ჰარმონიის სურვილი მკვეთრად გამოხატულია, მხოლოდ ერთია, ამ ჰარმონიის მიღწევა ძალით უნდათ. უმეტესად მოუთმენლები არიან, ისინი თავად ტოვებენ არაჰარმონიულ შთაბეჭდილებას და საკუთარ თავთან უთანხმოებაში ვარდებიან. მათ ვნებიან სწრაფვას მარცხამდე მიჰყავს. ამასთან ერთად ისინი მკვეთრ, სიმპატიურ, მიმზიდველ ნაკვთებს ფლობენ. შესაძლებელია, სურვილი არ ჰქონდეთ რბილები გამოჩდნენ და ამის გამო მებრძოლის ჯავშანს ირგებენ. როდესაც აღიარებენ ერთობლივი სამუშაოს აუცილებლობას, ხშირად წარმოიშობა კამათები, რომელშიც მხოლოდ იმიტომ ებმებიან, რომ ძალიან საყვარელი ადამიანის შთაბეჭდილება არ დატოვონ. რამდენადაც მათთვის დამახასიათებელია წინააღმდეგობრივი ხასიათი, ჩვეულებრივ, შემოქმედები ნიჭით დაჯილდოებულნი არიან. რაც უფრო მეტად ბობოქრობენ, მით უფრო ნაკლებადაა საჭირო მათთვის წინაღმდეგობის გაწევა, ანდა თავად უნდა ჩაიკეტონ კელიაში, სადაც დაძაბულობის მოხსნას შეძლებენ, ამ შემთხვევაში შეუძლიათ შემოქმედებითი საქმიანობა _ ხელოვნების ნაწარმოებების შექმნა ანდა რაიმე სხვა. მათი გრძნობითი ცხოვრება _ გადაჭარბებული და ემოციონალურია, ასე რომ, მათთვის პაუზები ყოველთვის სასარგებლო და შემოქმედებითად ნაყოფიერია. გარშემომყოფებმა მათ მიმართ მოთმინება უნდა გამოიჩინონ. ამ ხასიათმა იცის საკუთარი ნაკლის შესახებ, მაგრამ არ ჰყოფნის სიმამაცე ღიად მიიღოს და აღიაროს იგი. სიმწიფის მიღწევისას, შესაძლებელია, ბრწყინვალე მაგალითებად იქცნენ.

მზე სასწორში, ასცედენტი კუროში

პიროვნება _ სასიამოვნო, ცხოვრებისეული ბირთვი _ დამაკავშირებელი.

ეს ხასიათი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ადამიანები მეგობრებს ადვილად პოულობენ, საზოგადოებისა და კავშირებისკენ ისწრაფვიან. ისინი ფლობენ ჭეშმარიტ ხიბლს და მკვეთრად გამოხატულ დიპლომატიურობას. შეიძლება მათთვის კომპრომისი იდეალური მიზანი იყოს, ასე რომ, მნიშვნელოვანი დოზით, ორიენტირებას სხვებზე აკეთებენ, რაც რამდენადმე ზღუდავს მათ საკუთარ, შინაგან ცხოვრებას, რომელიც შეიძლება განუვითარებელიც კი დარჩეს. იმდენად სურთ სხვებისთვის დათმობა, რომ მზად არიან საკუთარი თავი უგულებელყონ და უარყონ. მაგრამ, საბედნიეროდ, ისინი გარემომცველ სამყაროს არ განიხილავენ როგორც რძის მდინარეს კისელის ნაპირით. ისინი თვალყურს ადევნებენ იმას, რომ, საბოლოოდ, ღამის გასათევ დაწესებულებაში არ აღმოჩდნენ. ეს საშინელება იქნებოდა, რადგანაც სიამოვნებაში ცხოვრებას მიეჩვივნენ. არამხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც ელეგანტურობისკენ ისწრაფვიან. გარდა ამისა, ისინი კეკლუცები, საკმაოდ მაცდუნებლები და მომხიბვლელი იუმორით სავსენი არიან. საკუთარ აზრს არც ისე მყარად იცავენ. მათთვის საკმარისია დროდადრო მოპოვებული გამარჯვებები _ ეს დიდი ხნით ჰყოფნით. მათი რეალურობის გრძნობა მთლად ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა. ცხოვრებასთან მარტო გამკლავება გაუჭირდებოდათ _ მაგრამ პარტნიორი ყოველთვის გამოჩდება. სულიერად კომუნიკაბელურები არიან, იწყებენ რა კავშირს ხელოვნების საფუძველზე, ბრწყინვალედ გამოიყურებიან საზოგადოებაში. ისინი უფრო მეტ პირობას იძლევიან, ვიდრე შესრულება შეუძლიათ, მაგრამ ამის გამო ვინ გაუნაპირდება მათ?

მზე სასწორში, ასცედენტი ტყუპებში

პიროვნება _ მრავალმხრივი, ცხოვრებისეული ბირთვი _ დამაკავშირებელი.

ეს ხასიათი საკუთარ თავს ძალიან მიმზიდველად ავლენს. ეს ადამიანები შესანიშნავად სთავაზობენ თავებს, ერთდროულად საუბრობენ და ფლირტაობენ. ბაგენი მეტყველებენ, თვალები აცდუნებს. ეს საპირისპიროდ მოქმედებს, მაგრამ ძალიან მიმზიდველია. ჩვეულებრივ, ცხოვრებაში წარმატება ელით, უკიდურეს შემთხვევაში, წარმატების შანსები დიდია. ამ შანსებს როგორ იყენებენ _ ეს მეორე საკითხია, რადგანაც ყველაფერი ადვილად გამოსდით. სულიერად აქტიურები არიან, ადამიანებს ისე იზიდავენ, როგორც ცეცხლი იზიდავს პეპლებს. იძენენ რა სოციალურ დამოუკიდებლობას, კულტურული წრეების ცენტრში აღმოჩდებიან. ისინი პატივმოყვარენი არიან. საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მომხიბვლელად ასაღებენ ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებად, და ეს ჟღერს რეალურად. ისინი _ გამოხატული იღბლიანები არიან, მაგრამ გარდა საკუთარი გამოცდილებისა, იმდენად დახვეწილად იმეორებენ სხვების ნათქვამ სიტყვებს, რომ კარგი მრჩევლების რეპუტაციას მალე იძენენ. მათზე გაბრაზება და განაწყენება შეუძლებელია. დროდადრო, ნამდვილად შეუძლიათ საფუძველში იმ ქვის ჩადება, რომლისგანაც ცივილიზაცია ვითარდება. მუდამ გრძნობებით სავსენი არიან, წერენ ბრწყინვალე სასიყვარულო წერილებს, შემდეგ კი გამოსაქვეყნებლად გამომცემლებს გადასცემენ. კულტურის გრძნობა და გემოვნება მკვეთრად გამოხატული აქვთ. გონების ყველა შეფასებით კარგად იციან, რომ აღმქმელობა და სიყვარული ცხოვრების არსს შეადგენს.

მზე სასწორში, ასცედეტი კირჩხიბში

პიროვნება _ მგრძნობიარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ დამაკავშირებელი.

ეს ხასიათი _ ყველა კავშირისა და გაერთიანებისადმი აღმქმელი და მგრძნობიარეა. ეს ადამიანები საკუთარ გარემოცვაში ასეთი სახის შესაძლებლობებს მუდმივად ეძებენ, კონტაქტისთვის, მეზობლებს ყურს უგდებენ მეზობლებს. ეს მათ რამდენადმე თავდაუჯერებლებად აქცევს. იმედგაცრუების შიშის გამო ცდილობენ დაამყარონ ზედაპირული კავშირები, მაგრამ ზოგადად ძალიან გამომხმაურებლები და კომუნიკაბელურები არიან. საზოგადოებაში ბრწყინვალება სურთ, განსაკუთრებით მხატვრული ხასიათის გამოსვლები შეუძლიათ. ფლობენ ლიტერატურის ღრმა გრძნობასა და შესაშურ ფსიქოლოგიურ ნიჭს. ეს უკანასკნელი შეიძლება ისე ადვილად შემოუტრიალდეთ, რომ თავად დასჭირდეთ ფსიქოლოგის დახმარება. სხვების ხელში ცოცხლდებიან; სჭირდებთ მოხვევა და ალერსი. მარტოობაში სუსტდებიან. მათთან გამუდმებითაა საჭირო კავშირის შენარჩუნება. თუ პარტნიორი სადმე მიემგზავრება, ის ვალდებულია ყოველდღე ან მისწეროს, ანდა დაურეკოს მაინც. მათი წარმოდგენა მყუდროებაზე სწრაფად იცვლება და ამის გამო მათთან ცხოვრება ადვილი არაა. თუმცა–ღა, არსით ერთგულები და მადლიერნი არიან. მრავალ რჩევას არ ითვალისწინებენ, რადგანაც ეჭვობენ, რომ შესაძლებელია ეს ხაფანგი აღმოჩდეს. მათ თვალნათელ სისუსტეს საერთოდ არც კი უნდა შეეხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავში ბოლომდე იკეტებიან. სამწუხაროა, მაგრამ ზუსტად ამიტომ უყვართ სხვები და იზრდებიან მათთან ერთად, საკუთარს სხვისი მეშვეობით ქმნიან, რაც სამყაროს სიყვარულის ღირსად აქცევთ. ამ ხასიათმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ სიბერეზე ფიქრი საჭიროა ადრეული ასაკიდან დაიწყოს.

მზე სასწორში, ასცედეტი ლომში

პიროვნება _ დომინანტური, ცხოვრებისეული ბირთვი _ დამაკავშირებელი.

ეს ხასიათი გულუხვად ქმნის კავშირებს. ეს ადამიანები ყველაზე მაღალი დონის დიპლომატები არიან, რომლებიც მხოლოდ მაშინ მიემგზავრებიან მოგზაურობაში, თუ ყველაფერი კარგად მომზადებული და დამუშავებულია და მხოლოდ ხელის მოწერაღაა დარჩენილი. ამასთანავე, ისინი სწრაფად იპყრობენ გულებს, იზიდავენ ადამიანებს. ფლობენ მნიშვნელოვან ეროტიულ ძალას. პარტნიორობაში პატიოსნები არიან, რადგანაც კავშირს მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თავად ითხოვენ არამარტო უპირობო ერთგულებას, არამედ თაყვანისცემასაც _ ეს მათ ბედნიერს ხდის. კავშირებში ლიდერობენ, უკიდურეს შემთხვევაში – გარეგნულად მაინც. პარტნიორმა სხვების თანდასწრებით არ უნდა გააშიშვლოს მათი სუსტი მხარეები. ჰყავთ მეგობრები, მრავალი კავშირი აქვთ. ეს მათი ცხოვრების ელექსირია. მათ წრეში შეიძლება შეხვდეთ იმათ, ვინც ისე იქცევა, როგორც მეგობარი, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ იყვნენ ასეთები. საზოგადოებაში იკვრება ახალი კავშირები და თან აუცილებლად ეს ადამიანები უნდა იყვნენ საკვანძო წერტილებში. ისინი არიან: ადმინისტრატორები, კონგრესების ორგანიზატორები, ანუ ისინი, ვინც გამოსაჩენ ადგილზე დგანან. სულიერად და გონებრივად აქტიურები, აინტერესებთ კულტურა, ბრწყინვალედ შეუძლიათ კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლობა. შეუძლიათ ნიჭიერი ხალხის აღმოჩენა. გამოდიან სოციალური სამართლიანობისთვის, განსაკუთრებით, როცა თავად სჭირდებათ ზევით (წინ) წაწევა. ზევიდან მხარდაჭერის მიღებისკენ არ ისწრაფვიან: თითოეული თავად ჭედავს საკუთარ ბედნიერებას. მათი სახლი მუდამ ღიაა. მანქანას იმ გათვლით ყიდულობენ, თუ როგორ გამოყურებიან მასში: მუდმივად ელიან, რომ მანქანაში მათთვის საყვარელი და სასიამოვნო ადამიანები ჩასხდებიან.

მზე სასწორში, ასცედეტი ქალწულში

პიროვნება _ აქტიურ-ქმედითი, ცხოვრებისეული ბირთვი _ დამაკავშირებელი.

გარემოცვაში ეს ხასიათი ძალიან ზრდილობიანად იქცევა, ზრუნავს, რომ არ გამოაჩინოს საკუთარი შინაგანი დაურწმუნებლობა. თუმცა–ღა, მათი ინიციატივა რამდენადმე შევიწროებულია, მაგრამ საკუთარ თავში აღზრდილი ზრდილობიანობა საშუალებას აძლევს გადალახოს სუსტი პუნქტები. ცხოვრებაში უნდა მეფობდეს სამართლიანობა, და ისინი გარშემოყოფებისთვის ყოველთვის პოულობენ კარგ არგუმენტებს. მთელი არსით ისწრაფვიან კავშირებისკენ, ცდილობენ საკუთარ ქცევებში დააკავშირონ ის, რაც უნდა იყოს დაკავშირებული. გრძნობა და აზრი აწონასწორებს ერთმანეთს; ამასთანავე გარეგნულ ქცევებში წინა პლანზე გონება გამოდის. სამართლიანობის მოთხოვნილება უდიდესია; მათ ახსოვთ, რომ სხვების თავს დამტყდარი, შეიძლება თავადაც გადაიტანონ; მუდმივად ზრუნავენ აღიარებასა და მეგობრობაზე. გულისხმიერებას ავლენენ: ეხმარებიან იქ, სადაც საჭიროა დახმარება, მხოლოდ საკუთარ თავებს გადაღლის უფლებას არ აძლევენ. საერთოდ წინდახედულები არიან, ხოლო რაც შეეხება რეაქციებს, მუდმივად ეშინიათ წონასწორობის დაკარგვის. ზოგადად მთლიანობაში, ძალიან უბრალოები და დიდსულოვნები არიან; მართალია, ამის მიღმა ხშირად სუსტი ნებისყოფა იმალება. მათი სამუშაოს შედეგები დამოკიდებულია განწყობაზე. ისინი ლაბილურები* არიან და მოულოდნელობებისას ადვილად იბნევიან, განსაკუთრებით _ თუ მათ ართმევენ მათთვის საჭირო ფუფუნებას; ფუფუნების შესანარჩუნებლად მზად არიან იმუშაონ და გადალახონ შიშის წამები. ამ ყველაფერის მიუხედავად, იმაზე უფრო საყვარლები არიან, ვიდრე თავად ფიქრობენ; ფლობენ მნიშვნელოვან მიმზიდველობას, მათ შორის საკუთარი სქესის ადამიანებისთვისაც კი მიმზიდველნი არიან.

მზე სასწორში, ასცედეტი სასწორიში

პიროვნება _ მეგობრული, ცხოვრებისეული ბირთვი _ დამაკავშირებელი.

ეს ხასიათი არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ახდენს. ეს ადამიანები ძალიან მიმზიდველები, მაგრამ ნაკლებ აქტიურები არიან. მათგან მოდის რაღაც მაცდუნებელი, მაგრამ საჭიროა მათთან ახლოს მისვლა. ამასთანავე, არ შეიძლება ითქვას, რომ მოძრაობას მოკლებულნი არიან. ხშირად იცავენ თავებს იმ გრძნობების აყოლისგან, რომელსაც შეუძლია მათი თავდავიწყებამდე მიყვანა. მათი მორგების უნარი ხანდახან იქამდეც კი მიდის, რომ როგორც პიროვნებები იკარგებიან (ანუ პიროვნებას კარგავენ). თუ ყველაფერი კარგად მიდის, უბედნიერესი ადამიანები არიან; თუ, მაინც და მაინც, ყველაფერი ისე ვერაა, მაშინ თავის დაკარგვის უდიდესი საშიშროების წინაშე დგებიან. ფლობენ დახვეწილ, ფაქიზ მხატვრულ მიდრეკილებებს, მაგრამ არ ჰყოფნით აუცილებელი უნარები. იგივე ეხება სამართლიანობის გრძნობასაც, რომლის დასაცავადაც ყველაფერზე მზად არიან, _ მაგრამ, ხანდახან, უბრალოდ მყუდროების დაკარგვის სურვილის უქონლობის გამო არ აკეთებენ. მხოლოდ მაშინ ამბობენ მასზე უარს თუ საქმე სიყვარულს ეხება, რომელსაც შეუძლიათ მთლიანად მიეცნენ _ მიიღონ და გასცენ სინაზე. ვინც მათ ხელში ჩავარდება, თვალყური უნდა ადევნოს იმას, რომ არ დაიწვას გრძნობების ალისგან. მხოლოდ ერთია, უნდა ვიმედოვნებდეთ, რომ პარტნიორი ალერსით არ დათვრება, გაბრუვდება და საერთოდ არ დაკარგავს თავს, რისი საშიშროებაცაა! მათში ძლიერადაა განვითარებული ჰარმონიისკენ სწრაფვა, სირთულეების გარეშე ღირსეული ცხოვრების წყურვილი. მათი მიმზიდველი და მაგნიტური ძალა უდიდესია, მაგრამ თავადაც უნდათ რომ მონადირებულნი იყვნენ, მხოლოდ ამ დროს არიან გრძნობებში სრულიად დარწმუნებულნი და მასში იკარგებიან.

მზე სასწორში, ასცედენტი მორიელში

პიროვნება _ ექსცენტრიკული, ცხოვრებისეული ბირთვი _ დამაკავშირებელი.

ეს ხასიათი საკუთარ წრეში რამდენადმე უცხოტომელად ჩანს. თვლის რა საზოგადოებაზე, ისინი ერთდროულად მას უნაპირდებიან. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ საკუთარ თავებს შეპყრობილებად, დაპყრობილებად გრძნობენ, რაზეც ძალიან მკვეთრად რეაგირებენ. არსით მათ უყვართ წონასწორობა, გაწონასწორებულობა, მაგრამ გარემოცვა მუდმივად არღვევს მათ ოცნებებს და ამის გამო, ისინი თავებს გასასტიკებულად იცავენ, რაც მათ შეხედულებებს ეწინააღმდეგება. შეუძლიათ საკუთარი თავები არასწორი კუთხით დაანახონ და გაასულელონ სხვები. შეუძლიათ კარგად იმუშაონ მეცნიერებაში, შეასრულონ ის ამოცანები, რომლებიც სხვებისთვის მიუწვდომელია. მათი მორალური წყობა გარემოცვას არ მოსწონს, ასე რომ, ისინი არ ხელმძღვანელობენ საერთო-საზოგადოებრივად მიღებული სტერეოტიპებით. ძალიან ეროტიულები არიან, რაც მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.მარტოობაშიც კი შეუძლიათ საკუთარი თავის დახმარება. მიდრეკილნი არიან სხვა მსგავსი, საეჭვო თავგადასავლებისკენაც. ხშირად თავშეუკავებელნი, მზად არიან რისკისთვის, რათა შემდეგ ასევე თავშეუკავებლად სდიონ გაფლანგულ ფასეულობებს. უყვართ მოჩვენებითი კონფლიქტები, რამეთუ ქვეცნობიერად შერიგებით გამოწვეული სიხარულისკენ ისწრაფვიან. მათი დევიზი _ გიყვარდეს კამათები, რათა დასტკბე მშვიდობით.

მზე სასწორში, ასცედენტი მშვილდოსანში

პიროვნება _ მეძღოლი (წინამძღოლი), ცხოვრებისეული ბირთვი _ დამაკავშირებელი.

ეს ხასიათი გარშემომყოფებზე დამაწყნარებელ ზემოქმედებას ახდენს. ეს ადამიანები მომხიბვლელები არიან, თუმცა რამდენადმე ქედმაღლებიც. მათ ყოველთვის კუდები დასდევენ, რომლებიც თავდასხმისთვის მუდამ მზად არიან. მუდმივად გარს აკრავთ იოლი ნადავლის მოყვარული ხალხი. ამ ხასიათს არ ჰყოფნის ამ უკანასკნელთაგან თავდაცვისთვის საჭირო ძალები. მოკლედ, ასეთი ადამიანები მათ პატივმოყვარეობას ელაქუცებიან, მაგრამ ეს ტყუილი წინააღმდეგობას უქმნის საკუთარ თავზე მუშაობას. ისინი არ აპირებენ კელიაში გამოკეტვას, მარტობა მათთვის არაა. ისინი დამაბრმავებლად გამოიყურებიან, თუმცა, იმ ცნობილი სიცივით იქცევიან, რომელიც კარგად აღზრდილი მანერებით, სამაგალითო თავაზიანობით არის გაჯერებული. მათ წრეში მუდმივად ახალი ადამიანები ჩდებიან. თავად არც ისე ადვილად უახლოვდებიან, იცავენ დისტანციას, რამდენადაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ნამდვილი პარტნიორის შერჩევას. ისინი _ბრწყინვალე მაჭანკლები არიან, შეუძლიათ სხვებს კარგი ქორწინება მოუწყონ, თავად კი წარუმატებლად ანდა საერთოდ არ დაქორწინდნენ – და ამის გამო იტანჯებიან. თუ მაინც, ვინმეს იპოვნიან, მაშინ ცდილობენ ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღონ. მათი გემოვნება შეიძლება ნოვატორული იყოს, მათ შორის – მოდის სფეროშიც. მოსწონთ უზრუნველი ელეგანტურობა.

მზე სასწორში, ასცედეტი თხის რქაში

პიროვნება _ პატივმოყვარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ დამაკავშირებელი.

ეს ხასიათი თავის გარემოცვაში სერიოზულად და მიმზიდველად გამოდის; ეს ადამიანები ანსახიერებენ წყნარ მომხიბვლელობას. მათ იციან ადამიანების სისუსტები, მაგრამ შეუძლიათ მათი პატიება და მიტევება. ამ ადამიანებთან ყოველი ადამიანითავს საიმედო ხელში გრძნობს, მზადაა აღსარებისთვის და განიცდის იმ გამოსხივებულ სითბოს, რომელიც გარს არტყავს. კეთილისმყოფები ძალიან ფასობენ, მაგრამ მათკენ გადახრა ტრაგიკულად აღიქმება. ფლობენ დიდ სიწყნარეს, შეუძლიათ “გზას აცდენილი ძის” ლოდინი, არ იბნევიან მათთან ურთიერთობისას. კავშირები სერიოზული და, სავარაუდოდ, ხანგრძლივია. ამ ადამიანებს შორის შეიძლება შეხვდეთ საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, რომლებიც თანაგრძნობით და სითბოთი სავსენი არიან, შეუძლიათ ბავშვებისთვის მეორე, საკუთარი სახლის ატმოსფეროს შექმნა. თუ საკუთარ თავებს ხელოვნებას მიუძღვნიან, მაშინ დღე და ღამე იმუშავებენ. მხატვარი, თუ მას არა აქვს ელექტრო-ენერგიის დანახარჯის გადახდის თავი, ფანქრის ნარჩენით, სიბნელეშიც კი გააგრძელებს ხატვას. ხელოვნება თავისთავად ხდება ამოცანა: წარუმატებელი დრამატურგი თეატრში მოკარნახედ (სუფლიორად) მიდის, ხმა დაკარგული მომღერალი _ მეგარდერობედ. ისინი ცრემლებს ძლივს იკავებენ _ მხოლოდ ასე რომ შეუძლიათ საკუთარი მოწოდების მსახურება. თუ შესაძლებელია მტრობა რბილად და ლმობიერად შეცვალონ მეგობრობით, სიამოვნებით აკეთებენ ამას, მოკლედ, მეგობრობა _ საკმაოდ დისტანციურია.

მზე სასწორიში, ასცედეტი მერწყულში

პიროვნება _ ცვალებადი, ცხოვრებისეული ბირთვი _ დამაკავშირებელი.

როგორც ტიპაჟი _ ეს ბოჰემის წარმომადგენლები არიან. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი არაა მხატვარი, მაგრამ ყველა ფლობს მხატვრულ ინტერესებსა და ნიჭს. ისინი იმოსებიან ექსცენტრიულად და გამომწვევად, მაგრამ _ დახვეწილად და გემოვნებით. ეგზოტიკურად მიმზიდველები, ეროტიულად მრავლისმთქმელები არიან, მაგრამ ასევე ფლობენ განსაზღვრულ სულიერ დონესაც. ისურვებდნენ, რომ გააზრებულად ჩამოეყალიბებინათ საკუთარი ცხოვრება, თუ შეძლებდნენ იმის გარკვევას, საერთოდ რომელი მიმართულებით მოძრაობს ცხოვრება. პარტნიორის შერჩევისას ყოველთვის გამაოგნებლები არიან: მოიყვანენ რა სახლში მეუღლეს, საკუთარი არჩევანით უსიტყვოდ და უპირობოდ აშინებენ მთელ ოჯახს, მაგრამ ზუსტად ამით არის პარტნიორი კარგი! რეალობას რაღაც მნიშვნელობით იგნორს უკეთებენ. საკუთარი თავის წინაშე გამჭირვალე სამყაროს აყენებენ, არც ისე სიამოვნებით დებენ შეთანხმებებს, რამდენადაც არ სურთ შეზღუდვებში ყოფნა. მათი კალენდარი საკმაოდ უწესრიგოდ გამოიყურება, რადგანაც ყველა ვადა ჩაწერილია მიმობნეულად. ისინი საათობით საუბრობენ ტელეფონზე, რეკავენ სრულიად მოულოდნელად, ხშირად _ როცა ადამიანს სძინავს. მათთვის თვისობრივია უცნაური მისწრაფება დამატებისკენ _ მეორისკენ. მარტოობა დაუცველს ხდის. პარტნიორის ძიებისას ირჩევენ უჩვეულო გზებს. შეუძლიათ დაბეჭდონ სარეკლამო ფურცლები და დაარიგონ სადგურებში ანდა იმ იმედით აჩუქონ გამვლელებს ყვავილები, რომ ვინმე მაინც გაიგებს მათ ენას.

მზე სასწორში, ასცედენტი თევზებში

პიროვნება _ დაუცველი; ცხოვრებისეული ბირთვი _ დამაკავშირებელი

ეს ხასიათი მის გარემომცველ ადამიანებთან შეუდარებლად მოქცევის ნიჭს ფლობს. მათ სიყვარულის მხატვრებს უწოდებენ. ამ ადამიანებს ნამდვილად შეუძლიათ ჯადოქრები იყვნენ, შეუძლიათ დახვეწილად გაუგონ სხვებს, თავისებურებებზე ფლობენ უზუსტეს გრძნობას, რაც სხვებს იზიდავს და შესაძლებელია ადამიანი ზედმეტადაც კი მიეჯაჭვოს. მათი გრძნობები მუდამ ხილული და ნათელია, ინსტიქტურად გრძნობენ, სად არის ღირსეული სიყვარული და მეორე მხარის სუსტი ადგილი და ისინი ამას ეხმაურებან. ისინი ასევე საკმაოდ დაჯილდოებულები არიან მხატვრული ნიჭით. ყველაფერს ტაქტიანად იყენებენ. მხოლოდ სიუხეშე და სისასტიკე იწვევს მათში დაურწმუნებლობას, ამ შემთხვევაში უკან იხევენ. ცხოვრებას უყურებენ როგორც საკუთარი არსებობის სასიამოვნო შუალედურ სადგურს, ანდა, ასე თუ ისე, სჯერათ პარალელური ცხოვრების ანდა ვარაუდობენ, რომ ადრე უკვე იცხოვრეს. ეს ბრწყინვალე პარტნიორი, რომელიც ალამაზებს ცხოვრებას, მაგრამ არაა ცხოვრების გამარჯვებული _ ამისთვის სხვა ძალებია საჭირო, ამისთვის მათ არ ჰყოფნით რკინის ღერძი. ისინი სპეციალიზირდებიან შეთანხმებებსა და სხვებთან შეთავსებადობაში. ვერ იპოვიან რა გამოხმაურებას, შესაძლებელია, მოეშვან და მოდუნდნენ კიდეც. იძირებიან ოცნებებში და შეუძლიათ გამოიყენონ ნარკოტიკები, რომელიც სხვა სამყაროში “გადაიყვანს”. რაც უფრო ღრმად იძირებიან, მით უფრო საჭიროებენ სხვებს ანდა პარტნიორს და, ამავდროს,  “დედამიწაზე” მეგობრობის დამყარების შეუდარებელ ნიჭს ფლობენ . ისინი ნაყოფიერების, შემოქმედების შთაბეჭდილებას ახდენენ.

* ლაბილური L. Labilis არამტკიცე, არამდგრადი, მერყევი; მოძრავი. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

 სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top