მზე სასწორში, მთვარე ნიშნებში

მზე სასწორში, მთვარე ნიშნებში

მზე სასწორი, მთვარე ვერძი

შესაძლოა იმაზე მეტად გაბედული ჩანდეს, ვიდრე სინამდვილეშია. მის ფაქიზ სულს ერთადერთი რაც სურს – მშვიდად ყოფნა და სხვებისგან მოსვენებაა. ადამიანებთან ურთიერთობაში ხშირად უჩნდება სურვილი სხვებმა „დაივიწყონ“ და საკუთარი გზით იაროს, რადგან ტიპიური სასწორისგან განსხვავებით დამოუკიდებლობის სურვილი აქვს და ცხოვრობს ერთი პრინციპით: „იცხოვრე და სხვასაც ნუ შეუშლი ხელს ცხოვრებაში“.

გარშემომყოფები ხშირად ცდილობენ მისი ყურადღების მიქცევას, შეხედულებების შეცვლად. ერთი შეხედვით მშვიდი, გონიერი, დამთმობი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ამ თვისებების უკან სიმტკიცე იმალება და თუ შეცვლას აიძულებენ – მისი სიმტკიცით გაკვირვებულნიც დარჩებიან.

დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ხშირად ახვედრებს უცნაურ ადამიანებს, განსხვავებული შეხედულებების ჩამოყალიბებას ახერხებს და შესაძლოა საკმაოდ ექსცენტრიული გარემოში ცხოვრობდეს. შეუძლია ისეთი ქმედებები ჩაიდინოს და იდეები განახორციელოს, რაც სხვისთვის ექსცენტრიულია, მაგრამ ეს ფაქტი ხელს სულაც არ უშლის, საკუთარი ქმედებების სერიოზულად მიღებაში.

მზე სასწორი, მთვარე კურო

მომხიბვლელი, დამოუკიდებელი ადამიანია. იცის როგორ მიაღწიოს მიზნებს ისე, რომ გარშემომყოფების მოწონებაც დაიმსახუროს. დამახასიათებელია სენტიმენტალურობა, რაც საპირისპირო სქესის ყურადღებას მაგნიტივით იზიდავს. მიზიდვის, სიმპატიისა და გაგების შინაგანი მოთხოვნილება აქვს და მზადაა იგივე გასცეს.

რომანტიზმი მთლიანად ცვლის. შესაძლოა ახალგაზრდობიდავე ეძებდეს იდეალურ პარტნიორს და იმ გატეხილ გულებზე დარდობდეს, რასაც იდეალურის ძებნისას ტოვებს. იდეალური სიყვარულის სჯერა. რაც შეეხება ოფიციალურ ურთიერთობებს, მას უნდა სჯეროდეს, რომ მისი სამუშაო იდეალებს შეესაბამება. კარგი მდებარეობაა ვაჭრობისა და მარკეტინგის სფეროსთვის, რადგან კარგად იცის ადამიანებს როგორ მოაწონოს კონკრეტული პროდუქტი.

მზისა და მთვარის ეს კომბინაცია ყოველივე მშვენიერის სიყვარულში ვლინდება და თუ შემოქმედებითი პროფესია აქვს, დიდი ალბათობაა ადამიანების პიროვნებითა და სენტიმენტალური ხასიათის ისტორიებით დაინტერესდეს. სასურველია საკუთარი იდეალებისკენ სწრაფვა, სიყვარული და მაღალი ადამიანური მისწრაფებები ურთიერთობაში წარმატებისთვის გამოიყენოს. ამ თვისებებმა შეიძლება კრიტიკაც მოუტანოს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რომანტიულ საზოგადოებაში მოწონებით ისარგებლებს, რეალისტებთან – კი ნაკლებად.

მზე სასწორი, მთვარე ტყუპები

მოძრავი, აქტიური ადამიანია, რომელსაც ინტერესების, საქმიანობის ფართო სფერო აქვს. ძალიან მიმზიდველია, გამომსახველობითი, კარგი მოსაუბრე, მსმენელის ყურადღების მიმქცევია. ცხოვრებაში ყველა ნიჭსა და უნარს იყენებს; ისე ჩანს, თითქოს ყველაფერს ადვილად აღწევს. მის მიერ გავრცელებული იდეები იმაზე მნიშვნელოვანი ჩანს, ვიდრე რეალობაშია. იმდენადაა საკუთარ თავში დარწმუნებული, ამ მახასიათებელს სხვებსაც გადასდებს ხოლმე.

მიუხედავად ინტელექტუალური ადამიანის შთაბეჭდილებისა, მოქმედებს და გამოხატავს ემოციების საშუალებით. აუდიტორიის გარეშე ვერ ძლებს, ზუსტად გრძნობს რასაც აუდიტორია ითხოვს და სთავაზობს კიდეც. პირად ურთიერთობებში პარტნიორს მისი დელიკატურობა და ყურადღებიანობა ხვდება თვალში. ცვალებადი ბუნების გამო შესაძლოა არაერთი რომანი, გატაცება ჰქონდეს.

ცვალებადი, რომანტიული, სენტიმენტალური და კომუნიკაბელური ადამიანია. ადვილად შეიმეცნებს, წარმოიდგენს და ერთი საკითხიდან მეორეზე სწრაფად გადასვლის გამო ინფორმირებულ, მცოდნე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს მოწადინებული სტუდენტის მდებარეობაა, მაგრამ რეალურად ნაკლებ დროს ხარჯავს საკითხების სიღრმისეულ შესწავლაზე. სასწორი მთვარით ტყუპები აღიარებას ესწრაფვის და საკმაოდ პოპულარული და ამბიციურია საკუთარ წრეში.

მზე სასწორი, მთვარე კირჩხიბი

საკმაოდ შემგუებელია და შეუძლია საქმიან და პირად ურთიერთობებს მოერგოს მათი  სარგებლიანობიდან გამომდინარე. ეს მახასიათებელი აღქმის სისწრაფესთან ერთად ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის უნარს ანიჭებს. ცხოვრებაში სწრაფ, თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს. მგრძნობიარე, ემოციური, ინტელექტუალი ადამიანია და სწრაფად ორიენტირდება როგორ მოექცეს კონკრეტულ ადამიანს. ადამიანის განწყობისა და ფიქრის მიხვედრის უნარი კონტაქტის დამყარებას ხელს უწყობს. მისი მანერები მლიქვნელურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მლიქვნელი არაა, რადგან ძლიერად აქვს განვითარებული თვითპატივისცემა.

ბუნებით ნაზი და ტაქტიკური ადამიანია, მთელი ძალით ცდილობს კამათი და არეულობა აიცილოს, უსიამოვნო სიტუაცია წინასწარ განჭვრიტოს; მაგრამ თუ საქმე მის უფლებებს ან სიამაყეს ეხება, დაპირისპირებაზე უარს არ ამბობს. ამ თვისებების გამო ნაკლებად აღელვებს სხვების უფლებების დაცვა, საკუთარ საქმეს აკეთებს და სხვებს არ ჩარევს. ამ მდებარეობის ადამიანი სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი ნაკლებადაა, მისი მიზნები და შეხედულებები მთლიანად საკუთარ თავზეა ორიენტირებული.

თუ მგრძნობიარე მხარეს საშუალებას მისცემს მის გონებაზე იმძლავროს, მისი მოქნილობა და ადაპტაციის უნარი შეიძლება სისუსტეც გახდეს. ამ შემთხვევაში სურვილები დამანგრეველ ფორმას იძენს. სასურველია თუ ამ მხარეს ყურადღებას მიაქცევს, რათა ემოციურ იმპულსს ნაკლებად აყვეს და იმპულსმა მისი ნება არ დაიმორჩილოს.

მზე სასწორი, მთვარე ლომი

ეს მდებარეობა რომანტიულობით, მისი ნებისმიერ ფორმაში (ხელოვნება, შემოქმედება, რომანტიული სიყვარული…) გამოხატვით ხასიათდება. იდეალები მისი მანათობელი ვარსკვლავებია, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე მიყვება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ბუნებით ღმერთის, სულიერი ცხოვრების მორწმუნეა. მუდმივად ცდილობს იდეებისა და რწმენის შესაბამისად მოიქცეს, რაც გამოსდის კიდეც.

ამ მდებარეობის მქონე სასწორი პატივმოყვარეა, მაგრამ თუ მზეს ან მთვარეს უარყოფითი ასპექტი (კვადრატურა, ოპოზიცია) აქვს სხვა პლანეტებთან – ეს საშუალებას არ აძლევს პატივმოყვარეობა უარყოფითად გამოავლინოს და კონსტრუქციულ გზებს ეძებს; წარმატებას აღწევს ძალისხმევის საშუალებით და დადებით შესაძლებლობებს თავად ქმნის. დადებითი ასპექტების შემთხვევაში – ინერცია გრძელდება, თუმცა მატერიალურად და ემოციურად დაცულია.

ოპტიმისტი და დამოუკიდებელია, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებში, იდეალების ძიებაში. თუ შემოქმედებითი პროფესია აქვს, შემოქმედებისთვის საქმიანობს და არა მატერიალური დაინტერესებისთვის. ადვილად პატიობს. სასურველია ისწავლოს არ დაივიწყოს უარყოფითი ცხოვრებისეული გამოცდილება, რათა ხელახლა იგივე შეცდომები არ დაუშვას. დადებითის დამახსოვრება და უარყოფითის დავიწყება – პირად ურთიერთობებისთვის შესანიშნავი მახასიათებელია.

მზე სასწორი, მთვარე ქალწული

ინტელექტუალური თვისებები სულიერი მხარის დიდ ნაწილს წარმოადგენს. სასწორი მთვარის ამ მდებარეობით თვითკმარია. თითქმის ყოველთვის კარგად ფიქრობს მოქმედებამდე და იშვიათად მისცემს უარყოფით, უსარგებლო ემოციებს გზიდან გადახვევის საშუალებას.

ნაზია და ყურადღება მოსწონს, ამავე დროს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ სანაცვლოდ გაცემის გარეშე მისი მიღება რთულია. ესმის რა სურთ ადამიანებს და ცოდნა აქტიურობასა და ურთიერთობებში ეხმარება. ახასიათებს: ანალიზი, გაკრიტიკება და ყურადღებით დაკვირვება.

განმსჯელი და მშვიდობისმოყვარეა, კამათში სიფიცხეს ნაკლებად იჩენს. ღიად აფიქსირებს საკუთარ აზრს და დამახსოვრება არ ახასიათებს. როცა გააცნობიერებს, რომ ყველას მასავით არ აქვს კითხვებზე პასუხი – დელიკატური და ტაქტიანია. ღიად დაპირისპირებას ერიდება, როცა უპირისპირდებიან პასიური შეწინააღმდეგების ფორმას ირჩევს და თუ ამ მეთოდმა არ გაამართლა – ჩიხში ექცევა.

მზე სასწორი, მთვარე სასწორი

რომანტიული ადამიანია. სხვების სჯერა და დარწმუნებულია, რომ გარშემომყოფები რთულ გარემოებებში დაეხმარებიან. მგრძნობიარე, მეოცნებე ადამიანია. როცა რეალურ სამყაროს ეჯახება და აცნობიერებს, რომ ადამიანები ისეთი კეთილშობილები არ არიან, როგორც თვლიდა – იმედგაცრუებას ხშირად განიცდის. სულიერი ტკივილის ასარიდებლად ან ისევ შინაგან სამყაროს უბრუნდება ან ოკულტურ მეცნიერებებს უღრმავდება – ანუ, არ იმ ქვეყნიერს უღრმავდება, რაც ამ სამყაროს არ ეკუთვნის, რაც რეალურის ნაცვლად იდეალურია, მატერიალურის ნაცვლად კი სულიერი.

ადვილად მიმნდობი და დამჯერია, განსაკუთრებით როცა ემოციურ მხარეზე აპელირებენ. ხასიათის სირბილე გრაციოზულობასა და მომხიბვლელობას მატებს. თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობს. ადამიანურ ურთიერთობებზე გაიდეალიზებული წარმოდგენა აქვს. მაგრამ სანამ არ ისწავლის ადამიანის ისეთებად მიღებას, როგორიც არიან – აქ, დედამიწაზე ტკივილს განიცდის.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელია ინტელექტუალური მხარის ადრეული ჩამოყალიბება, რაც მისი ბუნების ემოციურ შეფერილობას იღებს. ეზოთერული სწავლებები საკმაოდ მიმზიდველია, მაგრამ სასურველია მეტი ყურადღება მიაქციოს მიწიერ სამყაროს, რათა ეს სფეროები რეალური პრობლემებისგან გაქცევის საშუალებად არ იქცეს.

მზე სასწორი, მთვარე მორიელი

დამოუკიდებელია მოქმედებებში, გამოხატვასა და აზროვნებაში, რაც მისი ხასიათის შესანიშნავი თვისებაა. საზრიანი და ცოდნისმოყვარეა. შესანიშნავი სტუდენტი და მოწაფეა, ადვილად სწავლობს. საკმაოდ პატივმოყვარეა და წარმატებას სწრაფად აღწევს. ინტერესთა ფართო წრე აქვს: ფილოსოფია, ხელოვნება, მეცნიერება. სხვა ადამიანების აზროვნების სტილი, მოქმედების მიზეზი და შესაძლებლობები აინტერესებს. ასეა თუ ისე, ცხოვრებაში გამომუშავებას საკუთარი გონების წყალობით შეძლებს.

ნებისმიერ შემთხვევაში რადიკალურია და პროგრესის, ცვლილებების მხარეს დგას. ბუნებით ანარქია და ყოველთვის იქაა, სადაც გონებისა და იდეების ჭიდილი მიმდინარეობს. დისკუსიაში და სიტყვიერ პაექრობაში საკმაოდ ძლიერი მეტოქეა, რადგან პოზიციის დაფიქსირება ცხადად, მკაფიოდ შეუძლია. არ უყვარს ადამიანების გრძნობებისთვის ტკივილის მიყენება, მაგრამ თუ სამართლიანობა ითხოვს – ამის გამკეთებელია.

როცა უყვარს, სძულს, ინტელექტალურ თუ შემოქმედებით სამუშაოს ეწევა – ნებისმიერ საქმეს ენთუზიაზმით აკეთებს. ემოციური კუთხით ვნებიანი, ფიცხია. სასურველია ემოციური ცხოვრება მოაწესრიგოს.

მზე სასწორი, მთვარე მშვილდოსანი

ადამიანი, რომელიც ამ მდებარეობით დაიბადა, გამოირჩევა მიზანდასახულობით, ადვილად შეყვარების უნარითა და რისკიანობით. ეს თვისებები შეუძლია წარმატების მისაღწევად გამოიყენოს, ან უბრალოდ ავანტიურასა და რომანტიზმში დახარჯოს.

საგნებისა და მოვლენებისადმი მთლიანობითი ხედვა აქვს გამომუშავებული და მომავლის განსჯა შეუძლია ახლანდელისა და წარსულის გათვალისწინებით. მისი „წინასწარმეტყველებანი“ კი თითქმის მუდმივად ხდება. საკმაოდ ამაყი და დამოუკიდებელი, პირდაპირი ადამიანია, რამაც შესაძლოა არაერთი მეტოქე, მოწინააღმდეგე შესძინოს. გარშემომყოფები პატივს სცემენ, მაგრამ ეყვარებათ თუ არა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაივიწყებს ქედმაღლობასა და მათთან როგორც თანასწორებთან ისაუბრებს.

რელიგია, ფილოსოფია, მეცნიერება აინტერესებს; იმისდა მიუხედავად, მისი გონება რამდენადაა გავარჯიშებული, აბსტრაქტული აზროვნებისკენაა მიდრეკილი. ფიზიკურ დონეზე აქტიურია, მოგზაურობა მოსწონს, კონტაქტურია და სხვადასხვა ღონისძიებებშიც ხშირად იღებს მონაწილეობას. როცა შეყვარებულია, ემოციებს ვერ მალავს/აკონტროლებს; შესაძლოა ერთდროულად არამუდმივისა და ვნებიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს. მისი ემოციური ბუნება წინააღმდეგობრივია – გრძნობებს ნერვიულად, იმპულსურად გამოხატავს.

მზე სასწორი, მთვარე თხის რქა

მისთვის დამახასიათებელია მიზანდასახულობა. იცის რა სურს და ყველაფრის მიუხედავად მიაღწევს. ადამიანების მართვის უნარი აქვს, რაც ხელმძღვანელი პოზიციების დაკავებაში ეხმარება. ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება დაეყრდნონ. საკუთარი და სხვების ცხოვრების კონტროლის უნარი აქვს, შეუძლია საკმაოდ დიდ ჯგუფებს უხელმძღვანელოს. შეიძლება იყოს გავლენიანი პიროვნება ან საყვარელი და ყველასთვის მისაღები, მაგრამ როგორიც არ უნდა ჩანდეს, ვინც საკმარისად იცნობს, იცის, რომ ბრძოლის გარეშე არაფერს დათმობს.

ღირსების გრძნობა ძლიერადაა განვითარებული და შესაძლოა უარყოფით შემთხვევაში ეგოიზმამდე მივიდეს. პოპულარობით სარგებლობა მოსწონს, მაგრამ საკუთარი ღირსებების აღიარების მუდმივი მოთხოვნილება აქვს. ეს საკმაოდ ძლიერი და რთული მდებარეობაა: შეუძლია მისცეს როგორც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, ასევე დიპლომატიურობა და სიმამაცე.

ამ სასწორისთვის მნიშვნელოვანია გარშემომყოფების დადებითი აზრი, მცირე საშუალებასაც კი იყენებს წარმატების მისაღწევად. საკმაოდ ენერგიულია და გარშემომყოფთა განწყობას ადვილად ხვდება, მაგრამ საზოგადოებაზე ზრუნვა დიდად არ აინტერესებს.

მზე სასწორი, მთვარე მერწყული

რომანტიკოსთა შორის რომანტიკოსია. სიყვარული და შერწყმა არამხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებაა, არამედ მთლიანი ფილოსოფია, კრედო, რწმენა. ფიზიკური ხიბლი საპირისპირო სქესისთვის მომხიბვლელს ხდის. მართალია ბუნებით ფილოსოფიურია, გრძნობებისა და გულკეთილობის გამოხატვას მეტად ახერხებს. კარგი გემოვნება და მიმზიდველი მანერები გარშემომყოფთა თვალში საყვარელ არსებად აჩენს.

გარეგნული დაუფიქრებლობისა და ადვილად დამყოლობის მიღმა ცხოვრებისადმი სერიოზული დამოკიდებულება და გონიერება იმალება. მოვლენების დრამატიზებისკენ მიდრეკილია და შესაძლოა პრობლემები უსაფუძვლოდ შექმნას. ბუნებით დრამატურგია და ისე არაფერი იზიდავს, როგორც დაღუპული სიყვარულზე, მიუღწეველ მიზნებზე, დაკარგულ ნათესავებზე და ა.შ. ისტორიების მოყოლა. ასეთ შემთხვევაში მდიდარი წარმოსახვა უარყოფითად ადგება. შემოქმედია და რომანტიული და მდიდარი წარმოსახვის წყალობით წარმატების მიღწევა შეუძლია ხელოვნების სფეროებში.

მზე სასწორი, მთვარე თევზები

თავშეკავებულობასა და სიმორცხვეს მისთვის დადებითი შედეგი მოაქვს, რადგან განმარტოებით აღიდგენს ძალას და შინაგან წონასწორობას, რაც ადამიანებთან ურთიერთობის დროს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს. კონტაქტურია და საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობა შეუძლია, მაგრამ რაც არ უნდა მომხიბვლელი ან საყვარელი ჩანდეს, გარშემომყოფები მასში მეტ სიღრმეს ხედავენ, მეორეს მხრივ – იდუმალებით მოცული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც მისდამი ინტერესს ზრდის.

წარმოსახვის უნარის მქონე, რომანტიული და გულწრფელია, შეუძლია გონებით და გრძნობით გაიგოს ყველაზე აბსრტაქტული და აბურდული საკითხები. ერთი შეხედვით შეიძლება მსუბუქი, ადვილად საურთიერთო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს, მაგრამ სინამდვილეში უფრო მძიმე და რთული პიროვნება. ნებისმიერი ადამიანის ჭკუაში მოტყუება შეუძლია, რამდენადაც დაბადებით დიპლომატი და დეტექტივია. საკმაოდ გაურკვეველი საკითხები მისთვის გასაგებია, ტყუილს გრძნობს.

ადამიანთა ორი ტიპიდან ინტუიციურს მიეკუთვნება (მეორეა – ინტელექტუალი), ცოდნას საკითხის სიღრმისეულად შესწავლის ნაცვლად დაკვირვებით იძენს; ადამიანის ბუნების, პიროვნების შესწავლა მოსწონს; მაგრამ ზოგჯერ, როცა შეყვარებულია, მისი მოტყუება ადვილია. ამის მიზეზი კი შინაგანი ხმის, ინტუიციის დაუჯერებლობაა.

რომელ სოციალურ ჯგუფსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს, გარშემომყოფთა შორის გავლენასა და პატივისცემას ადვილად პოულობს, მომენტალურად შეუძლია გახსნილობიდან ჩაკეტილობამდე შეიცვალოს, რაც მის სულიერ მდგომარეობაზე არცთუ კარგად აისახება. ადამიანთა უბედურებას გრძნობს, უთანასწორობა ტანჯავს; კანონის, თავისუფლების, სამართლიანობის დაუღალავი მომხრეა.


About Tamta

Scroll To Top