მზე ქალწულში, ასცენდენტი ნიშნებში

მზე ქალწულში, ასცენდენტი ნიშნებში

სინთეთიკური დახასიათება

მზის მდებარეობა და ამოსვლის წერტილები

წყარო: http://www.aquarun.ru

ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უთითებს თვითშეცნობის სპეციფიკურ განსაკუთრებულობებსა და განუმეორებელ პიროვნულ შტრიხებზე, ქცევის განსაზღვრულ მანერებსა და ადამიანის თვითაღქმელობის უნარზე, უთითებს საკუთარი განვითარებისა და თვითგამოხატვის შინაგანი ძალების და შემოქმედებითი უნარების გამოყენების უპირატეს გზებზე. განსაზღვრავს ინდივიდუალური ნების გამოვლინებას და ახასიათებს “ცნობიერების ღერძს”, რომელიც ვლინდება აქტიურობის სხვადასხვა სფეროებში. ეს ფაქტორი ასევე უთითებს ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში და გამოცდილების გადამუშავების შესაძლებლობაზე, ხარისხობრივ, თვისობრივ განსხვავებაზე, მის რეაქციაზე გარემო წრეზე. ეს ფაქტორი ახდენს იმ შესაძლებლობის სიმბოლიზებას, რომელსაც ადამიანი უყენებს სამყაროს, იმ ქცევებს, რომლისკენაც საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების გამოხატვისასაა მიდრეკილი, იმ გზას, რომლისკენაც ისწრაფვის, რათა განახორციელოს საკუთარი მიზნები და სურვილები.

მზე ქალწულში, ასცედენტი ვერძში

პიროვნება _ შემტევი, ცხოვრებისეული ბირთვი _ გონივრული.

ეს ხასიათი სამყაროში ენერგიულად და თავისებური იდეალიზმით შემოდის, სწრაფად, მაგრამ, ამავდროს, მეფობას გონიერებას უთმობს. მათი ჭავლი მუხრუჭდება. ამ ადამიანებს ღამით ხშირად იპყრობს რაიმეს სცენაზე გამოტანის სურვილი. დილაობით აზრი ყოველთვის ნათელი აქვთ და ყველაფერი სწრაფად მოჰყავთ წესრიგში. ისინი გაღიზიანებულები და ნერვოზულები არიან. თვითფლობა ძალიან რთულად გამოსდით, მაგრამ ინტელექტი თრგუნავს ამას. ქცევა ძალიან მატერიალური აქვთ _ წმინდა ანტიმატერიალიზმი სისულელედ მიაჩნიათ. მხოლოდ მაშინ, როცა საქმე წინდახედულებას, უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება, ანდა თავებს მოტყუებულად გრძნობენ, _ ავლენენ მოფიქრებულ, გააზრებულ მეომრულ განწყობას. ეს შეიძლება მოწინააღმდეგის ინტელექტუალურ განადგურებამდეც კი მივიდეს; ვლინდება გონივრული, ცივი და შეუბრალებელი სიფხიზლე. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იდეალურობის ნიღბის ქვეშ, ისე, რომ გარშემომყოფები ვერ ამჩნევენ სინამდვილეში რა ხდება. ამ ხასიათისთვის დამახასიათებელია სწრაფი და მახვილი კრიტიკულობა, რომელიც დამაჯერებლად ჩანს, მაგრამ ყოველთვის ადამიანური არაა. ხშირად საკუთარი ინტერესი პირველ ადგილზე გამოდის. ისინი იყურებიან კულისებიდან, მაგრამ მხოლოდ საკუთარი სათვალეებით იმზირებიან. ფიქრობენ რა სიცოცხლის ბოლოზე, მყარად ინარჩუნებენ იმას, რასაც შრომით მოპოვებულს უწოდებენ.

მზე ქალწულში, ასცედენტი კუროში

პიროვნება _ სასიამოვნო, ცხოვრებისეული ბირთვიგონივრული.

ეს ხასიათი რეალური თანაფარდობის და პირდაპირობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ადამიანები გრძნობენ ყოველდღიურობის პრობლემებს და იღებენ მათ. გარშემომყოფებისთვის სასიამოვნონი არიან, მათ შორის, იმიტომაც, რომ შეუძლიათ საუბარი და მრავალი რამის სხვადასხვა ფერებით გაფორმება (ანუ, ხატოვნად გადმოცემა). მათ სურთ (ყველაზე მცირე – სამჯერ მაინც) ცხოვრების ბოლო პერიოდის (სიბერის) უზრუნველყოფა და ამისთვის მუდმივად  ახალ შესაძლებლობებს პოულობენ. შეუძლიათ საკუთარი, სრულიად ხატოვანი მეტყველებით ნებისმიერს თავბრუ  დაახვიონ, დაარწმუნონ და ამის მიღმა საკუთარი რეალისტობა დაფარონ. ამასთნ ერთად, ისინი ფლობენ მკვეთრად გამოხატულ კრიტიკულობას, განსაკუთრებით, როცა საუბარია ფანტაზიებზე, რაიმე, სრულიად ახალ რეფორმებზე. ისინი სწრაფად პოულობენ ამ გეგმების სუსტ ადგილებს და შეუბრალებლად ანადგურებენ, მაგრამ ისე, რომ ამაში გაბოროტება არ ვლინდება. საპირისპირო სქესისთვის დიდ მიმზიდველობას ფლობენ, მოკლედ, ფლირტისთვის მხოლოდ სიტყვებით არიან მზად. უსიტყვო კავშირები მათთვის წარმოუდგენელია. დუმილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ რაიმე მათ ინტერესს არ იწვევს. საკუთარ თავებში დაურწმუნებლები არიან და არც ისე კარგად იცნობენ თავებს, ისინი საუბრებით ბევრს აფუჭებენ და ქმედებებში გარკვეული სახის გაუაზრებლობას და აჩქარებულობას ავლენენ. მოთმინება მათ ძლიერ მხარეს არ წარმოადგენს, თუმცა-ღა, ამის საპირისპიროს ამტკიცებენ. სწრაფად იცვლიან მეგობრებს. ხანგრძლივი კავშირები მხოლოდ გადატანილი ტაჯვის შედეგად მყარდება ანდა თუ ახალ მეგობრებში განცდილი იმედგაცრუება ძველ მეგობრებთან დაბრუნებას აიძულებთ. ხანდახან ისე ჩანს, თითქოს–და, ყველაფერს გამადიდებელი შუშით უკვირდებიან და უცქერენ.

მზე ქალწულში, ასცედენტი ტყუპებში

პიროვნება _ მრავალმხრივი, ცხოვრებისეული ბირთვი _ გონივრული.

ეს ხასიათი ტოვებს კომუნიკაბელურობის, ხანდახან კი – სერიოზულობის შთაბეჭდილებას. ეს ადამიანები საკუთარ კომუნიკაბელურობის უნარს იყენებენ იმისთვის, რომ აზრი შესძინონ ყოველდღირობას. იმის გამო, რომ რაიმეს სიმართლედ ერთხელ აღიარებენ, შემდეგ უკვე მასზე უარს აღარ ამბობენ. შეუძლიათ დამაჯერებელი სიტყვებით დაიცვან საკუთარი გეგმები, მაგრამ სერიოზულ შემთხვევებში, საქმეს მთელი გულმოდგინებითა და სიბეჯითით ჰკიდებენ ხელს (ანუ მარტო სიტყვებით არ შემოიფარგლებიან). ისინი საქმეს თავს არ არიდებენ, პირიქით _ ორგანიზებას უწევენ მას. თუ სხვებში შურს გამოიწვევენ, ცდილობენ საკუთარ თავზე წამოიწყონ ხუმრობა, რათა აღკვეთონ სხვებში გაჩენილი ცუდი აზრები. მათი მუყაითობა გამაოგნებელია, მაგრამ ამის გამო აღიარებასაც ელიან, რამეთუ მათ პრესტიჟი სჭირდებათ. საკუთარ მიზნებს ყოველთვის აღწევენ, შეუძლიათ კვანძების გახსნა და აუჩქარებლად მუშაობა. თუ ვინმეს რაიმეს დაპირდებიან, მაშინ უკან არაფერზე დაიხევენ, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ და პირობას მაინც შეასრულებენ. მათი იუმორი წყნარია. თუ ხანდახან, თითქოს–და, თავხედებად ჩანან, მაშინ იმ დოზით, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ სხვებს დაანახონ, თუ რა მანძილით არიან მიზანთან ახლოს. შესაძლებელია, საქმის გამო ძალიან გადაიტვირთონ. მათი გადაჭარბებულად მუშაობის მუდმივი სურვილი, ხანდახან, სტრესის გამომწვევიც კი ხდება, ამ დროს კი ჰაერის ხარბად ჩაყლაპვას ცდილობენ. არ ენდობიან სხვებს, მათი კრიტიკულობა, უფრო ხშირად, უნდობლობას იწვევს, მაგრამ მუდმივად საჭირონი არიან, რადგანაც შეუძლიათ ღრმა სერიოზულობა გარეგნულ სიმსუბუქეში გადაიყვანონ. მათი კავშირები მყარია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი იცავს შეთანხებას.

მზე ქალწულში, ასცედენტი კირჩხიბში

პიროვნება _ მგრძნობიარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ გონივრული.

ამ ხასიათს შესანიშნავად შეუძლია ყოველდღიური, აუცილებელი მოვალეობის შეგრძნება. მართალია, ხანდახან, ეს ადამიანები  თავებს ისე იჭერენ, თითქოს–და, რეალურად მუშაობა მხოლოდ მათ შეუძლიათ და სხვებს კი – არა, მაგრამ ეს მათ სულაც არ უნდათ, უბრალოდ, თავად გულმოდგინეები, იგივეს სხვებისგანაც ელიან. მათი სამუშაო ყოველთვის კარგად მომზადებულია; მათი საქმეში მონაწილეობის თანაფარდობა კი ყოველთვის ცვალებადია. შეუძლიათ რამდენიმე დღე არაფერი აკეთონ, მაგრამ შემდეგ, მარტო თავის თავს კი არა, სხვებსაც კი აიძულებენ საქმის კეთებას. ისინი ძალიან ეჭიდებიან საკუთარი მოვალებების შესრულებას. თუ ღამით ლოგინიდან ააყენებთ, უდრტვინველად იღებენ ამას. მათ შეუძლიათ გარშემომყოფებთან მოლაპარაკება, რამდენადაც წინასწარ იციან სხვების არგუმენტები, რადგანაც ყველაფერს (განსაკუთრებით, კი გარშემომყოფებს) წყნარად ადევნებენ თვალყურს და ფლობენ მახსოვრობას, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ _ საშინელი და შემზარავი. ისინი ისურვებდნენ, რომ ყველა ადამიანთან ნებაყოფლობით იმუშაონ, მაგრამ ზუსტად ასეთ ადამიანებს ძნელად პოულობენ. თუ ეს ადამიანები  უფროსები არიან, მაშინ ძალიან მგრძნობიარედ აღიქვამენ კრიტიკას, ასე რომ, ხანდახან საკუთარ თავდაჯერებულობას ვერც კი გრძნობენ. ეძებენ რთულად გასავლელ გზებს, რათა შემდეგ გაკიცხონ თანამშრომელი. მკვეთრად გამოხატვა ძალიან უძნელდებათ. ხანდახან, თუ ამ ადამიანებთან რაიმეს მიღწევაა საჭირო, მლიქვნელობის გამოყენება აუცილებელია, მაგრამ თუ ამ მლიქვნელობას იგრძნობენ, ეს მათ შეურაცხყოფს, ასე რომ, უკეთესია, მათთან დისტანცია დაიცვათ. იმედგაცრუებები რთულად გადააქვთ, მაგრამ სრულიად თავისუფლად თავებს არასდროს გრძნობენ. მათ ნერვებზე მრავალი ადამიანი მოქმედებს, რის გამოც, ყველაფრის დაფარვას სამუშაოთი ცდილობენ, რომელიც მათ განწყობაზეა დამოკიდებული.

მზე ქალწულში, ასცედენტი ლომში

პიროვნება _ დომინირებული, ცხოვრებისეული ბირთვი _ გონივრული.

ამ ხასიათს, სამსახურისა და მოვალეობის მოსაწყენ ყოველდღიურობაში, სინათლე შეაქვს. ეს ადამიანები ბრწყინვალე ორგანიზატორები არიან, შეუძლიათ გაამხნევონ ქვემდგომები, მაგრამ ქვემდგომების რანგში, თავადაც კარგად მუშაობენ. აუცილებელი საქმის კეთებისასაც კი ცდილობენ ყველაფერი დიდებულად შეასრულონ. ის, ვინც მხოლოდ ბზუის, მათ თვალში პატივისცემას კარგავს. ისინი ისწრაფვიან სულიერება ყოველდღიურობასთან დააკავშირონ. საღამოობით უყვართ კარგ ლექციებზე დასწრება. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას იმ მოვალეობებზე, რომელიც ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული. ზრუნავენ საკუთარ განყოფილებასა და სამუშაოზე – და არა მთლიანად საწარმოზე. კარგი თანამშრომლების მიზიდვის უნარს ფლობენ, – რამდენადაც ასეთი ადამიანების გამოხმაურებებზე თავად არიან დამოკიდებულები. თუ მათ უარყოფენ ანდა დასცინიან, ყველაფერი ენგრევათ, მაგრამ აბეზარ ადამიანებს სამაგიეროს ორმაგად გადაუხდიან. შეუძლიათ სწრაფად დაიმალონ საკუთარ სამუშაო ოთახში და იქ ჩახლართონ ბადე. ისინი მუდამ პოულობენ ენის მომტანსა და ჭორიკანას. თუ აუცილებელია, შეუძლიათ სამაგალითონი გახდნენ, მაგრამ დიდი ხნით არა: ორ საათში ყველას დაანახებენ, თუ როგორ უნდა იმუშაონ მთელი ცხოვრების მანძილზე. აქვე, ისინი საკუთარ თავებს გამონაკლისებად თვლიან: ის, ვინც ზრუნავს პერსპექტივაზე, უნდა ჰქონდეს სიწყნარეც.

მზე ქალწულში, ასცედენტი ქალწულში

პიროვნება _ აქტიურქმედითი, ცხოვრებისეული ბირთვი _ გონივრული.

ეს ხასიათი გარშემომყოფებს წინასწარ შექმნილი გონივრული შეხედულების წერტილიდან აფასებს. ეს ადამიანები გულმოდგინენი და საიმედონი არიან, მართალია, ხანდახან მეტისმეტად ცივები და თავდაჭერილნიც არიან. საზოგადოება ამ ადამიანების საჭიროებას განიცდის, რადგანაც მათზე დაყრდნობა შეიძლება. ისინი ალაგებენ იმას, რაც სხვებმა დატოვეს ანდა აურიეს; რაც სხვების მიერ ზედაპირულადაა გაკეთებული, ისინი ბოლომდე ასრულებენ. ცხოვრებაში წესრიგის ფასი იციან, ამიტომაც ნებისმიერ საქმიანობას  საკუთარ თავებზე იღებენ. რაც უნდა გაკეთდეს, ის აუცილებლად უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამაში დამსახურებულ ანაზღაურებას ითხოვენ. მათ შეუძლიათ თვალყურის დევნება, – მართალია, რამდენადმე ზედაპირულად; როცა აკრიტიკებენ, ძალიან შორს მიდიან. მხოლოდ პარაზიტებთან მიმართებაში ბრაზდებიან; აქ ისინი ენერგიულები არიან, ნებას რთავენ სხვებს, რომ ბოროტად გამიყენონ ისინი. ეს ადამიანები შურიანები არ არიან; დაე, ის, ვინც ბევრს აკეთებს, უკეთ ცხოვრობს, _ მაგრამ არა მათ ხარჯზე; ამას  როგორც თავხედობას, ისე აღიქვამენ. ამა თუ იმ საქმის შესასრულებად,  ყველა შესაძლებლობის დანახვა და გამოყენება შეუძლიათ; თუ საჭირო გახდა, შეუძლიათ სანაგვე ყუთიდანაც კი  რაიმე სასარგებლო ამოიღონ. იღებენ კრიტიკას თუ ეს კრიტიკა გონივრულია. რაც ეხება სულს, ისინი ამ საკითხში წაყრუებას ამჯობინებენ. ფსიქოსომატურ დაავადებებს არ სცნობენ; ყველაფერს უნდა ჰქონდეს რეალური მიზეზები. მუდამ კარგად ინფორმირებულები არიან, აგრძელებენ განათლების მიღებას, კითხულობენ კარგ ლიტერატურას, ზრუნავენ ჯანმრთელობაზე. აუცილებელი წინდახედულება სერიოზულად აღიქმება: მომჭირნეს ღმერთი იფარავს.

მზე ქალწულში, ასცედენტი სასწორში

პიროვნება _ მეგობრული, ცხოვრებისეული ბირთვი _ გონივრული.

ამ ხასიათის ყურადსაღებ განსაკუთრებულობას წარმოადგენს ის, რომ მას შეუძლია დიდი ხნით შეუცვლელი იყოს. მრავალი წლის განმავლობაში არ ბერდებიან, თითქოს–და, მათთვის დრო თითქმის შეუმჩნევლად მიჰქრის. ეს ადამიანები ასაკში ისეთივე მკვირცხლები, ისეთივე გონიერნი და საყვარლები, და ამდენადვე მოვლილებიც არიან, როგორც ადრე, ახალგაზრდობაში იყვნენ. ისინი ძალიან მშვიდობისმოყვარეებად წარმოგვიდგებიან; მათთვის სამუშაო დღე გადაიქცევა სადღესასწაულო დღედ, დღესასწაულებს კი ისე ატარებენ, რომ უსაქმურობას არ ეძლევიან. საკუთარ მოვალეობებს ისე ასრულებენ, თითქოს, სასხვათაშორისო, სიამოვნების მიმნიჭებელი საქმიანობა იყოს; ეს _ გასანებივრებელი მოვალეობებია! მათი მეგობრულობა გადამდებია და, ამასთან ერთად, თვალყურს ადევნებენ იმასაც, რომ ყველაფერი წონასწორობაში იყოს, ერთმანეთს არაფერი არ ეწინაღმდეგებოდეს. მათ მრავალი მეგობარი ჰყავთ და ამ კავშირებს აფასებენ. უცხოებთან მეგობრულად არიან, მაგრამ თავიდან დისტანციას იჭერენ, რამდენადაც გამბედაობით არ გამოირჩევიან. მაგრამ თუ რაიმეს ამბობენ, ამ ნათქვამზე დაყრდნობა შეიძლება. ხანდახან ისინი მაცდუნებლის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ეს შეცდომაა; სიამოვნებით კეკლუცობენ იმ ზღვრამდე და იმ დოზით უშვებენ იმ საფრთხის ალბათობას, რომელსაც  მათი შთანთქმა შეუძლია, რამდენადაც გონივრულად თვლიან _ ოღონდაც,  თუ საუბარია სასურველი ოცნების ასრულებაზე, და მაშინაც ამ ოცნებებში ბოლომდე არ ვარდებიან. ეს ხასიათი მზადაა საკუთარ თავზე მრავალი რამ მიიღოს, მაგრამ ამაზე არ ჩერდება, არამედ განვითარებისთვისაც  მზადაა; ისინი ამას (საკუთარი, თავის, საკუთარი სამყაროს) გახსნისთვის საჭიროებენ.

მზე ქალწულში, ასცედენტი მორიელში

პიროვნება _ ექსცენტრიკული, ცხოვრებისეული ბირთვი _ გონივრული.

ეს ხასიათი მიმდინარე მომენტის ამოცანებს, თავდავიწყებით მიეცემა. ეს ადამიანები არ იყურებიან არც უკან, არც წინ, რადგანაც მათი ამოცანა _ აწმყოა. მათ შეუძლიათ ამოცანის შესრულების გამო გამორთონ ანდა დათრგუნონ გრძნობები. მათი მოვალეობა შეიძლება თანამშრომლებს აღიზიანებდეთ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მათაც იტაცებთ ეს, – რაც  ფანატიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ ეს განზრახვა _ გატაცების,  ვნებისა და ჟინის გააზრებული გამოყენებაა. მათ შეუძლიათ მრისხანებისგან აფეთქება, მაგრამ ამასთანავე ვიზუალურად მხოლოდ ტუჩების კვნეტით გამოხატონ. ისინი არაფერს ტოვებენ გამოუძიებელს, გამოუკვლევს, – რაც შეიძლება იმწამიერი მიზნის მიღწევაში დაეხმაროს. თუ ვინმე არ მუშაობს ისე, როგორც ისინი, ეს მათ განრისხებას იწვევს; ისინი საკუთარი სიძულვილით მანამდე სდევნიან, სანამ ეს უკანასკნელნი ან სხვებთან ერთად არ ჩაერთვებიან საქმეში, ანდა არ დატოვებენ სამსახურს. ბავშვობიდან სურთ ყველაფერი უმაღლესი ხარისხით აკეთონ. იმისთვის, რომ დედას ნაკლები თეფში ჰქონდეს გასარეცხი,მზად არიან  ერთი და იგივე თეფშიდან ჭამონ. აქვე, ძალიან სწრაფად ჭამენ. ყოველთვის რაიმეთი არიან დატვირთულნი. სულიერი დაძაბულობა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. თუ რაიმე ხდება არასწორად, – ფეთქდებიან. მათ შეიძლება ტანჯავდეს ეჭვიანობა, რადგანაც სიყვარულში სურთ, საუკეთესონი იყვნენ. ისინი მუდმივად დაძაბულნი არიან და უკანასკნელ ძალამდე მიდიან.

მზე ქალწულში, ასცედენტი მშვილდოსანში

პიროვნება _ მეძღოლი (წინამძღოლი), ცხოვრებისეული ბირთვი _ გონივრული.

ეს _ ახალი ქვედანაყოფების ბრწყინვალე ხელმძღვანელები არიან. ამ ქვედანაყოფებში ყოველთვის ყველაფერი კარგად მიდის, განსაკუთრებით, უმაღლესი ხელმძღვანელების არყოფნის დროს. ეს ადამიანები ნამდვილად პასუხისმგებლობით სავსენი არიან, თუმცა-ღა, დამანთებელი იდეებით არ “კაშკაშებენ”. ისინი ასევე ბრწყინვალე ოსტატ-ზედამხედველები (მასწავლებლები, მენტორები) არიან, მათი მოსწავლეები არამარტო სასმელზე დარბიან, არამედ საკუთარ საამქროში ყოველ ხრახნსა თუ სახრახნისზე ზრუნავენ. ეს ადამიანები სამსახურში პირველები მიდიან და უკანასკნელები ტოვებენ მას. არ შეუძლიათ წყნარად ძილი, სანამ ყველაფერი შემოწმებული და გადამოწმებული არ იქნება. შვებულებაში ყოფნისას, ყოველ დღე რეკავენ საამქროში, რათა გაიგონ, მათი არ ყოფნის განმავლობაში, რა ხდება იქ. თუ ყველაფერი ნორმალურადაა _ შვებულება სანახევროდ გაფუჭებული აქვთ, ხოლო თუ არა _ შვებულებას წყვეტენ და ბრუნდებიან სამუშაო ადგილზე. ეს შრომის მოყვარულები, სამუშაო-ცხენები, რომლებიც იტანჯებიან, თუ მათზე დაკისრებულია რაიმე პასუხისგებლობა. მათი ჩვევები სრულიად გათვლადია. ქორწინებაში მათზე დაყრდნობა შეიძლება. ამ ადამიანების სამყაროსეული სურათი ნათელია, ყველაფერი ხილული უნდა იყოს, ჰქონდეს საზღვრები და ყველაფერი წესრიგში მხოლოდ მაშინ იქნება. მოკლედ, როცა ორ-სამჯერ წესრიგს დაარღვევენ, ამის მოგონებებით სიამოვნებას იღებენ. ისინი კეთილსინდისიერნი და წესიერები. ასევე, ბრწყინვალე ადვოკატები არიან. თუ მათ აამებთ, მაშინ ამ ადამიანების ბოროტად გამოყენებაც კია შესაძლებელი. ამის შესახებ განსაკუთრებულად სწრაფად იგებენ მათი შვილები. მათ  მხოლოდ საკუთარი ნერვების გაფრთხილება სჭირდებათ, რადგანაც ადვილად იტვირთებიან, რამეთუ მუდამ  ყველაფრის თავად კეთება სურთ.

მზე ქალწულში, ასცედენტი თხის რქაში

პიროვნება _ პატივმოყვარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ გონივრული.

ეს ის ხასიათია, რომელიც გარშემოყოფებისგან საკუთარ თავს თავად უქმნის საზრუნავებს ანდა ამ საზრუნავებს საკუთარ თავზე იღებს. ძალიან რეალისტურები არიან, მათი გეგმები მუდამ შესრულებადია და ყოველთვის ასრულებენ კიდეც, თუმცა-ღა, ამისთვის, შეიძლება, მოუწიოთ თავიდან ფეხებამდე მთელი სამყაროს გადატრიალება და განადგურების საშიშროების ქვეშ დადგნენ. ისინი, თითქოს–და, მემკვიდრეობით იღებენ ალღოს იმაზე, თუ ვის უნდა ენდონ. ეს – დაუშრეტელი ვასალები, რომლებიც ყოველთვის საჭირონი არიან. მათი შეხედულებები არაა ყოველთვის ახალი, მაგრამ მუდამ მტკიცეა. ისინი ვარაუდობენ, რომ კარგი აღზრდა და განათლება წინსვლას (წინწაწევას) ეხმარება. ლატარეასა და ტოტალიზატორს არ აღიარებენ, თითოეული ადამიანი თავად ჭედავს საკუთრ ბედნიერებას, _ და ისინი ელიან საკუთარ ბედნიერებას, მაგრამ რამდენადაც თვლიან, რომ ის უნდა დაიმსახურონ, ამიტომ გამუდმებით მუშაობენ. თუ არღვევენ საკუთარ მორალურ პრინციპებს, – იტანჯებიან, თითქოს–და, მათ უმკაცრესი მოსამართლე დევნის. ცდილობენ საკუთარი თავიდან განდევნონ ეშმაკი, არ ამჩნევენ, რომ ამის გამო დასცინიან. ამავე შემთხვევაში, თუ არ ფლობენ ფანტაზიას, მათ  შინაგანი გულგრილობა იპყრობს, რომელიც საშუალებას აძლევთ იმუშაონ თითქმის მექანიკურად, შეთანხმების მიხედვით. იმედი არსებობს მანამდე, სანამ ადამიანი აქტიურია. და ჯილდოც მოდის _ მაგრამ ისინი, ვისთვისაც ოდესღაც თავის მოწონება სურდათ, დიდი ხანია გარშემომყოფებიდან გაქრენ. ისინი კარგი განათლებისთვის წელგაუმართავად შრომობენ და შეუძლიათ შურისგან გასკდნენ და დაიბოღმონ, თუ ამ განათლებულ ადამიანებს ვინმე მოსწრებული სიტყვით აჯობებთ. ეს – პირქუში მუშაკები არიან, რომლებიც სხვებს ჩირაღდნით უნათებენ გზას და, როგორც ჭეშმარიტი პალადინელები, თავად რჩებიან ჩრდილში. ერთხელაც მათ მოისაკლისებენ, მაგრამ ისინი უკვე აღარ იქნებიან.

მზე ქალწულში, ასცედენტი მერწყულში

პიროვნება _ ცვალებადი, ცხოვრებისეული ბირთვი _ გონივრული.

ეს _ პრაქტიკული გამოგონებების მოყვარულნი არიან, რომლებიც ამ გამოგონებს საკუთარ გარემოცვაში ნერგავენ, მათ შეიძლება შეხვდეთ გამოგონებების გამოფენაზე; ისინი ყველა ახალი პატენტების საქმის კურსში არიან და თავადაც ქმნიან სიახლეებს. სურთ გაამარტივონ სამუშაო და მზად არიან ამაზე მთელი დღე და ღამე, წელგაუმართავად იმუშაონ. იდეები (დიდი თუ პატარა, არ აქვს მნიშვნელობა) მოცდას არ აიძულებენ. ისინი იგონებენ კარტოფილის სათლელებს და რეაქტიულ კომპიუტერს. ტექნიკასთან კარგად არიან და რაციონალიზებას მანამდე ახდენენ, სანამ ნახაზები ზიზღს არ მოჰგვრით (ანუ სანამ ყელში არ ამოუვათ). და ამ დროსვე, თავისას ნამდვილად აღწევენ. სამუშაო ხდება ადვილი, სწრაფად მიიწევს წინ და ძალიან ოცდებიან, როცა საკეთებელი საქმე ნაკლები ხდება, ასე რომ, მათი წყალობით, უცბად აღმოჩდება, რომ ადამიანები ვეღარ პოულობენ საქმეს: პროგრესს მოაქვს თავდაუჯერებლობა – და, მათ შორის, გარემოცვაშიც. სურთ იყვნენ სოციალურად დამოუკიდებლები, მუდმივად იცვლინ ადგილს და, ბოლოს და ბოლოს, ადგენენ, რომ გამომგონებლობას არ შეუძლია დარწმუნებულობის უზრუნველყოფა. საბედნიეროდ, თავში მუდმივად მოსდით რაიმე ფასეული აზრი, ფანტაზიორობენ, კირკიტად ახორციელებენ შეშლილ იდეებს. ადამიანებთან მოქცევისას, ასევე, გამომცდელები არიან _ მუდმივად სვამენ ახალ კითხვებს, პირდაპირ ტესტირებამდე მიდიან. ნერვები მუდამ ძლიერ დაძაბული აქვთ. მუდმივად ეძებენ საინტერესო შეხვედრებს, რამდენადაც არამარტო ცნობისმოყვარეები არიან, არამედ კვლევა-ძიებითი გამოცდილებისკენაც ისწრაფვიან. ისინი კმაყოფილდებიან მხოლოდ მაშინ, როცა გარშემო უფრო დიდი მორევია, ვიდრე სადმე სხვა ადგილას, ამ დროს გრძნობენ საკუთარი არსებობის გამართლებას (აზრს).

მზე ქალწულში, ასცედენტი თევზებში

პიროვნება _ დაუცველი, ცხოვრებისეული ბირთვი _ გონივრული.

ეს ხასიათი ბრწყინვალედ გრძნობს გარემოს, მაგრამ ხშირად არ შეუძლია საკუთარ ინსტიქტს მისდიოს. მათ იციან ყოველდღიურობასთან გამკლავების აუცილებლობის თაობაზე, მაგრამ საკუთარ თავებს ნებას რთავენ ყურადღება ხშირად სხვა რამეზე გადაიტანონ, საკუთარ თავებს უფლებას აძლევენ გვერდზე გადადონ აუცილებელი სამუშაო, ძალიან ნერვიულად რეაგირებენ წარმოშობილ დაბრკოლებებზე. ისინი იმედოვნებენ, რომ პარტნიორში ძალას იპოვიან და ამის გამო, პარტნიორს ცნობიერად და ეგოისტურად ირჩევენ. თუ ეს გამოუვათ, საქმეს  ხელს კიდებენ, მხოლოდ ერთია, ამავდროს “გადატვირთვისთვის” პაუზებს საჭიროებენ. საკუთარ გარემოცვას ყოველთვის რამდენადმე გასხივოსნებით ხედავენ, არასდროს _ პირქუშად, როგორც სინამდვილეშია. ამას კი სირთულეებამდე მიჰყავს, რადგანაც, კარგი ინსტიქტის მიუხედავად, ნებას იძლევიან (მართალია, იშვიათად) რომ მოატყუონ, უფრო ხშირად _ მოხიბლონ. ისინი სიამოვნებით ემორჩილებიან, იძლევიან პირობას, რომელსაც ვერ ასრულებენ. ცდილობენ სწრაფად იქცნენ საყვარელ არსებებად, რათა უკეთ მოერგონ ყოველდღიურობას. თუმცა, შემდეგ უწევთ ამ ყველაფრის გამომუშავება და დამსახურება. ყველაზე უსაფრთხოდ თავებს იმ საზოგადოებაში გრძნობენ, რომელიც ამ ადამიანებთან დაკავშირებულ მაღალ მიზნებს იზიარებს. სხვებს, რაც უფრო მეტად აძლევენ საკუთარი თავის გამოყენების უფლებას, მით უფრო კარგავენ ხმის უფლებას და მით უფრო ამძაფრებენ პარტნიორობის წყურვილს, ამ დროს, იმედოვნებენ, რომ პარტნიორში იპოვიან საყრდენს, – რამდენადაც მათთვის ყოველდღიურობა, შემოწმებაზე რთული აღმოჩდება. შეიძლება, მათ ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშოს მისტიკამ, ისინი ცდილობენ მოვლენების საფუძვლებამდეც კი მივიდნენ. საკუთარი თავისთვის თითქმის ყოველთვის აშენებენ იდუმალ სამყაროს, რომელშიც შესძლებენ საღამოობით წასვლასა და  ყოველგვარი საფრთხის გარეშე ყოველდღიურობისგან გამიჯვნას. ამან შეიძლება იზოლაციამდე ანდა მისიონერობით შეპყრობილობამდე მიიყვანოს, –გააჩნია ამოსავალ წერტილს.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top