მზე

მზე

წყარო: ეზოთერიკა ტ. II

მზე მბრძანებლობს (მართავს) ლომის ნიშანზე.

ძვირფასი ქვები: 1) ბრილიანტი, 2) ძოწი (კარბუნკული). ჩარჩო (ბუდე): ოქრო ანდა ვერცხლი.

 საერთო დახასიათება

ასტრონომიის თვალთახედვის წერტილიდან მზის პლანეტად ჩათვლა არასწორია, მაგრამ ასტროლოგიაში, როგორც კოსმოფსიქოლოგიური ფაქტორი, ის დიდი ხანია დგას შვიდი “თანამგზავრის” (პლანეტების) და მთვარის გვერდით.

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ დედამიწაზე მზე წარმოადგენს ყველა ცხოვრების, სიცოცხლის ფორმის შემქნელსა და მფარველს. მზის გარშემო დედამიწის ბრუნვის გამო ხდება წელიწადის დროების ცვლა, ხოლო როცა დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალდება (მზით დედამიწის ნახევრად განათებისას), მაშინ იმ ნახევარსფეროში, რომელიც მზისკენაა მიმართული, სითბო და სინათლეა. რაც უფრო პოლუსებთან ახლოს და ეკვატორიდან შორს ცხოვრობდნენ ადამიანები, მით უფრო ძლიერ იზიდავდა მათ დღის სინათლე და წელიწადის დროების სითბო. ისინი ქვების წრის მიხედვით ადგენდნენ როდის ხდებოდა ზამთრის ანდა ზაფხულის მზისბრუნვა, ანდა როდის იქნებოდა დღე- ღამის ტოლობა (ბუნიობა).

ზამთრის მზედგომა (ანუ მზებუდობა) აღინიშნებოდა განსაკუთრებული დღესასწაულით, რადგანაც ამ დროს იბადებოდა ახალი წლის ღვთაება. ზუსტად ამ მიზეზით დღესაც ვზეიმობთ მზებუდობისას (ანუ 25 დეკემბერს) მხსნელის (იესო ქრისტეს) დაბადებას. ყველა კულტურაში ვპოულობთ პირველყოფილი კულტურების კვალს, რომლებიც უთითებენ წლის ამ ღვთაებაზე.

ასე გახდა მზე არამარტო ცხოვრების პულსაციის სიმბოლო, არამედ შემოქმედებითი სულის სიმბოლოც. მხოლოდ ერთია, ადამიანები აცნობიერებდნენ და იგებდნენ, რომ მათში არსებობდა განსაზღვრული შემოქმედებითი ძალა: რადგანაც მათაც შეეძლოთ სიცოცხლის ქმნა. ასეთი სახით ისინი ხდებოდნენ შემოქმედის მსგავსნი, რომლის სიმბოლოსაც მზე წარმოადგენდა. შემოქმედებითობის პრინციპი მამაკაცშია, ბიოლოგიური მნიშვნელობით კი – ფალოსში, რომლის გამოსახვაც (ასახვა სხვადასხვა სახით) ნებისმიერ კულტურაში, ეპოქასა და ნებისმიერ ადგილებში ხდებოდა და, რომლის არაერთი აღმოჩენაც (არქეოლოგიური ნიმუშების სახით) დღესაც კი ხდება.

რადგანაც მზე შეიძლება ჩაითვალოს ცენტრად ანდა ჩვენი მზის სისტემის გულად, ასევე ადამიანის გულში ხედავდნენ სიცოცხლის ძალის ცენტრს, იმიტომ რომ, როცა გულის ცემა წყდება, ცხოვრებაც წყდება. ამიტომაც მზებრუნვის (მზებუდობის) მომენტში აცტეკებს პირამიდის ყველაზე მაღალ საფეხურზე აჰყავდათ ქალიშვილი და მზის პირველი სხივებისას ქურუმი სჭრიდა გულს და ახალამოწრილ გულს მზისკენ იწვდიდა. ქლიშვილს მსხვერპლად სწირავდნენ კაცობრიობას, რათა ახალ წელს წარმატება მოეტანა. ქრისტეს ჯვარზე სიკვდილი ასევე განიხილება როგორც მსხვერპლი მთელი კაცობრიობის გამო.

რელიგიები განსხვავებულია მათ კულტსა და წერილებში (ტექსტებში), მაგრამ გამომდინარეობს ერთი შემოქმედი სულის თაყვანისცემიდან, რომელიც ქმნის და იცავს სიცოცხლეს. ისევე როგორც ეკლესიებში ლოცულობენ ღმერთის, იესოს, წმინდა მარიამის ანდა წმინდანების გამოსახულების (ხატების) წინაშე, რამდენადაც ისინი ითვლებიან ღვთაებრიობის ანდა მათთვის მიწერილი თვისებების სიმბოლოებად, ასევე პირველყოფილი ადამიანები თაყვანს სცემდნენ მზეს როგორც მუდმივად მოქმედი შემოქმედებითი ძალების მარადიული ღმერთის ლოცვის ღირს სიმბოლოს.

 ასტროლოგიური მნიშვნელობა

რამდენადაც, პირველ რიგში, მზე განასახიერებს შემოქმედებით და ცხოვრებისეულ ძალებს, ჰოროსკოპში ის შეესაბამება საკუთრივ პიროვნებას, ანუ თავად ადამიანს როგორც სულის, სამშვინველისა და სხეულის ერთობლიობას. ამ მიზეზით, სხვა პლანეტებთან არახელსაყრელი ასპექტების შედეგად, მზის დაზიანება (იმისგან დამოუკიდებლად, რომელ სახლში იმყოფება და საიდან მოდის მასზე ნეგატიური გამოსხივება) უთითებს დარღვევაზე ანდა სულიერი, მორალური ანდა ფიზიკური ფუნქციების დაზიანებაზე და ამიტომაც _ განვითარებისას კრიზისებზე, არსებობისთვის ბრძოლაზე, ჯანმრთელობის დაზიანებაზე და ა.შ. ხანდახან _ უფრო მეტად კი ტრანზიტების შეფასებისას _ ის შეიძლება გაიშიფროს როგორც მამა, ზემდგომი პიროვნება, სახელმწიფოს წარმომადგენელი და ა.შ.

ამ ჩვეულებრივ მნიშვნელობებს შეიძლება დაემატოს ისიც, რომ დაბადების და წლის ჰოროსკოპის მრავალ თემაში მზე (მისი მდებარეობის ანდა იმ ასპექტების გათვალისწინებით, რომელიც მას ეხება) უთითებს სხვადასხვა გარემოებებზე, ურთიერთობებსა და მოვლენებზე. სხვათაშორის, ის ხშირად ვლინდება ძალაუფლების სიმბოლოს სახით და იძლევა სოციალური წარმატებისა და კეთილდღეობის საფუძველსა და გარანტიას. არცთუიშვიათად, მისი მდებარეობა განსაზღვრულ ზოდიაქოს ნიშნებში ანდა სახლებში საშუალებას იძლევა იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომელიც უთითებს უპრობლემო და ადვილ ცხოვრებაზე. მაგრამ ასეთ შემთხვევებში, ჩვენ ვალდებულნი ვართ განსაკუთრებული ყურადღებით შევისწავლოთ ჰოროსკოპის სხვა ელემენტებიც, რათა დადგინდეს, როგორი სულიერი და მატერიალური გზავნილები იძლევიან შესაძლებლობას ასეთი გამონაკლის პირობებზე. მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენ ამ დროს ვაწყდებით ცხოვრების სხვა სფეროების უკმარისობას _ რამეთუ არ არსებობს სრულყოფილი არც ადამიანი და, არც აბსოლუტური უდარდელი და უზრუნველი არსებობა.

ფსიქოლოგიური ექვივალენტები

ძალა, შემოქმედებითი უნარები, შემოქმედებითი ძალა, ნების (ნებელობის) ძალა, წარმოებულობის სული, საქმიანობის წყურვილი.

ფიზიოლოგიური ექვივალენტები

ცხოვრებისეული ძალა, ჯანმრთელობა, გული, სისხლის მიმოქცევა, პოტენცია.

წყარო: ი. კეფერი

მზე – სიცოცხლის მომნიჭებელი, გადამცემი, ენერგიის წარმომშობი და მცველი, იმ ყველაფრის შემოქმედი, რაც არის დედამიწაზე, ახდენს დინამიური სასიცოცხლო ძალების ინდივიდუალიზაციას. მეტაფიზიკურად –  ეს აბსოლუტის ანარეკლია, უმაღლესი სულიერი კატეგორიის, უკვდავების, კაცობრიობაში ღვთაებრივი სიტყვის სიმბოლოა.

ასტროლოგიურად ახდენს უმაღლესი “მე”-ს, მიწიერი სიცოცხლის, მისი სითბოს, ძალისა და ხანგრძლივობის სიმბოლიზებას. ის ადამიანის განვითარებისა და მისი ცხოვრების საფუძვლების მაჩვენებელია.

ჰოროსკოპში აღნიშნავს ძალაუფლებისკენ სწრაფვას, ზესვლას, ზნეობრივ ხასიათს, შემოქმედებით და დადებით ენერგიას, ღირსებას, კეთილშობილებას, გულისა და გრძნობების დიდსულოვნებას.

ჰერმეტული სიგნატურები

სტიქია: ცეცხლი, სითბო, სიმშრალე, სიხმელე.

ზოდიაქო: ლომი.

ტონი: Д

ფერი: ყვითელი, მკვეთრი წითელი, ოქროსფერი.

 რიცხვები: 6, 36, 111, 666

 ჰორიზონტის მხარე: აღმოსავლეთი და სამხრეთი.

დღე: კვირა.

 გემო: ფაქიზი, მწველი.

 ადგილები: მმართველების სახლები, სასახლეები, თეატრები, ფუფუნების ადგილები.

ქვეყნები: ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია (კერძოდ, სიცილია) და ის ქვეყნები, რომლებიც ლომის ნიშნის ქვეშ იმართებიან.

 მეტალი: ოქრო.

 მინერალები: ქრიზოლიტი (ოქროქვა), ჰელიოტროპი. ძოწი (კარბუნკული).

 მცენარეები: ჰელიოტროპი, ფითრი, პიონი (იორდასალამი), ჯანჯაფილი (კოჭა), ნაღველა (ასისთავა, მწარია), დიდბაია (ჭყანტა), დაფნა, ქრისტესისხლა, ლიმონი, კედარი, მიხაკი, ანგელოზა, ველური ვარდი, ზეთისხილი, ნუში, ტყის თხილი, მუხა.

ცხოველები, ფრინველები და მწერები: ლომი, არწივი, მიმინო, გედი, სკარაბეუსი (ხოჭოს ჯიშია).

პერიოდი: ცხრამეტი წელიწადი.

ადამიანზე გავლენა

ასაკი: 22 და 42 წლები.

 ორსულობა: მეოთხე თვე. აყალიბებს ნაყოფის ფორმას, გულს და მგრძნობელობას.

ტემპერამენტი დ სითხეები: სანგვინიკი, სუფთა სისხლი.

გრძნობა: ცხოვრებისეული ძალა, აღმქმელობის ორგანოები.

ტვინი: უმაღლესი თვისებების – სიმყარის, კეთილსინდისიერების, კეთილშობილების, საზრიანობის, მოხერხებულობის, მოსაზრებულობის, სიმარჯვის, საკუთარი თავის პატივისცემის – რეზიდენცია.

გონიერება და ცოდვა: რწმენა, ქედმაღლობა.

 ხასიათი: კარგი ინტელექტი, მაღალი მორალური თვისებები, სიმამაცე, ენერგია, სიცოცხლის სიყვარული, აზრების სიუხვე, სიწყნარე, კეთილგანწყობა, სიკეთე, გონივრული ქმედებებისა და წესრიგის სიყვარული.

უარყოფითი თვისებები: ქედმაღლობა, ფუფუნების სიყვარული, ფლანგველობა, საკუთარი თავის გადაჭარბებული შეფასება, სიჩლუნგე და შეზღუდულობა.

გარეგნობა: ლამაზი სხეული, ენერგიული, ამაყი ტიპაჟი, ლამაზი წვერ-ულვაში, წაბლისფერი თმა, გამომხატველი თვალები; ზევით მიმართული მზერა; საკმაოდ უხეში ხმა.

სხეულის ნაწილები: ტვინი, გული, ძვლის ტვინი, კაცისთვის – მარჯვენა თვალი, ქალისთვის _ მარცხენა თვალი, ძარღვები, სხეულის მარჯვენა მხარე.

დაავადებები: გულის, თვალის და ნერვების, კრუნჩხვები, გაციება, კატარი, წითელი ქარი, გულის გაცხიმოვნება, სისხლის ჩაქცევა თავში, ცხოვრებისეული ძალებისა და სიმყარის მოშლა.

 ხელწერა: სწორი შტრიხები, მრავალი სპირალი და რკალი.

 მზე როგორც სინგიფიკატორი (მანიშნებელი)

 ბედი: ბედნიერება, ცხოვრების სისავსე, წინდაუხედავობამდე მისული კეთილშობილება, ზესვლისკენ და ძალაუფლებისკენ სწრაფვა.

ქმედებები და მოვლენები: სახელმწიფო საქმეები, წარმატებული მეწარმეობა, განსაკუთრებული ურთიერთობების ორგანიზაცია, დღესასწაულები, ქველმოქმედება, ანდერძი, გულუხვობა, ღირსეული ქმედებები.

 პიროვნებები: თავად-აზნაურობა, მმართველები, მამა, ძე; ადამიანები, რომლების მიმართაც პატივისცემას განვიცდით; სახელგანთქმული პიროვნებები, ქალისთვის ქმარი, ნათესავები, კაცები, რანტიე- (Fr. rentier კაპიტალისტურ საზოგადოებაში: პირი, რომელიც ცხოვრობს გასესხებული კაპიტალის სარგებლით. ფასიანი ქაღალდების (აქციების, ობლიგაციების) შემოსავლით. (ანდა ცალკეული პირები). ქმარი: ძლიერი ნებელობა, ამაყი, კეთილშობილი, პატიოსანი, ინტელიგენტური, ენერგიული, თავდაჯერებული, დაჟინებული, მუდმივი, პატივისცემის ღირსი. დაზიანებისას: ძალაუფლების მოყვარე და არამუდმივი.

 პროფესიები: მმართველი, საზოგადოებრივი მოღვაწე, სახელმწიფო მოსამსახურე, ელჩი, ლეგატი (ლეგატი L. legatus “გაგზავნილი”, “ელჩი”

1. რომის პაპის დიპლომატიური წარმომადგენელი.

2. ძველ რომში: თანამდებობის პირი პროვინციის მმართველთან). მაღალი მდგომარეობის პირი, კონსული, მუნიციპალური მოხელე, მღვდელი, მოქანდაკე, ტექნიკოსი, სახელმწიფო პოლიციელი, ოქროს საქმის ოსტატი, სამხატვრო რეწვის მუშაკი, სპილენძის მთეგავი (დამამუშავებელი), ლითონის ჩამომსხმელი, მონეტების მთეგავი (დამამზადებელი), მონადირე, შიკრიკი.

 სიკვდილი: მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა მზე არაა ჰილეგი (ასტროლოგიური ტერმინია, ანუ, სიცოცხლის მიმცემი, რომელიც აღნიშნავს იმ პლანეტის მდებარეობას-განლაგებას, რომელიც განსაზღვრავს დაბადებულის სიცოცხლის წლებს. ეს ყველაზე რთული და ურთიერთსაწინააღმდეგო თემაა ასტროლოგიაში. ჰილეგად შეიძლება ჩაითვალოს მეტ-ნაკლებად ძლიერი პლანეტა, რომელსაც უკავია ერთ-ერთი ადგილი შესაბამის სახლებში: მერვე სახლის 25 გრადუსიდან მეთერთმეტე სახლის 25 გრადუსამდე, ანდა მეთორმეტე სახლის 25 გრადუსიდან პირველი სახლის 25 გრადუსამდე, ანდა მეექვსე სახლის 25 გრადუსიდან მეთორმეტე სახლის 25 გრადუსამდე. თუ ერთ-ერთ ამ მოყვანილში იმყოფება მზე, ის არის ჰილეგი, თუ არა – მაშინ შემდეგი კანდიდატურა – მთვარე. თუ ამ ორბისებში არც მზე და არც მთვარე არა _ მაშინ ის პლანეტა, რომელსაც აქვს უფრო მეტი “ღირსება” (უპირატესობა) იმ მომენტში, როცა ადამიანი იბადება. სხვა შემთხვევაში დღისით დაბადებისას ჰილეგად ითვლება ასცედენტი, ღამით დაბადებისას _ ფორტუნა. როცა ჰილეგი მიდის (პროგრესიაში) შეერთებამდე ანდა ცუდად ასპექტირებულია ანარეტ-თან (“სიცოცხლის მომტაცებელთან”), შესაძლებელია სიკვდილის დადგომა. ანარეტული წერტილები _ მარსის ანდა სატურნის მდებარეობა, ანდა მზის, მთვარის ანდა მერკურის, თუ ისინი ასპექტირებულნი არიან მარსთან ანდა სატურნთან. ეს ასევე შეიძლება იყოს დესცედენტიც. თანამედროვე ასტროლოგები საერთოდ ცდილობენ არ მიუთითონ სიკვდილის მომენტზე.): სიკვდილი ცეცხლის გამო, ციებ-ცხელების მწვავე დაავადება, მშობიარობისას სიკვდილი, მშობლების ანდა ახლობლების ბრალეულობით, ხელმძღვანელებისგან ანდა პროფესიის გამო სიკვდილი. თუ მზე დაზიანებულია სატურნით ანდა მარსით – ძალადობრივი სიკვდილი.

წყარო: ლ. ვინკლერი

მზე – მზის სისტემის გულია, ეს ის ვარსკვლავია, რომელიც ასაზრდოებს ყველაფერ ცოცხალს, დაკავშირებულია მიზანთან, ინდივიდუალობასთან, იმასთან, რაც უნდა იქცეს ადამიანად. ასევე, მას მოაქვს: სიცოცხლისუნარიანობა, შემოქმედება და მისი სინათლე წარმოადგენს კოსმიური საწყისის ორგანიზებას, განასახიერებს მამის, ძალაუფლების, მეუფების პრინციპს, ბუნებრივია, ასრულებს განმკარგულებელ ფუნქციებს.

 მზე ადამიანში ახდენს უკვდავი სულის სიმბოლიზებას, მუდმივი ცეცხლი – მზის სახეა.

 მისი ნაკლებობა შეიძლება გამომდინარეობდეს სინათლისა და სითბოს უკმარისობიდან, აქედან – სიამაყე, დესპოტიზმი, ტირანია, ამპარტავნება (განდიდების მანია).

 მართავს ცხოვრებისეულ ძალებს, გულს, არტერიებს, მხედველობას (მარჯვენა თვალი).

ტემპერამენტი – ცხელი, ნაღვლიანი.

მართველობს ლომის ნიშანსა და მეხუთე სახლს.

წყარო: ტ.გ. ბურგონი

დღის მანათობელი მნათობის სიმბოლური ასპექტი თავიდანვე იწვევდა კაცობრიობის პრიმიტიული რასების ყურადღებასა და თაყვანისცემას. ბუნებაში ყველაფერი დამოკიდებულია კაშკაშა მნათობის აბსოლუტურად კეთილმოქმედებაზე, არსებობასა და მხარდაჭერაზე, რომელიც საჭიროა სიცოცხლისთვის და სიცოცხლის არსებობისთვის. ებრაული სიტყვის აშაჰედი-ს (მზე) ზუსტი განმარტება ნიშნავს “ძალიან კეთილისმყოფელი (მწყალობელი) ცეცხლი”, რომელიც მზის დისკოსთან სრულ ჰარმონიაში იმყოფება. სრულიად შეუძლებელია იმ მრავალრიცხოვანი მითოლოგიური თქმულებების, თუნდაც ამ მითების იდეის მოკლე გადმოცემა, რომლებიც მზის სიმბოლიზების გამოხატულებას ახდენენ. საკმარისია იმის აღნიშვნაც კი, რომ მზის სხვადასხვა პერსონიფიცირებას ახდენდნენ: ოსირისი – ეგვიპტეში, კრიშნა – ინდოეთში, მელუსი – ქალდეაში, ორმუზდი – სპარსეთში (დღევანდელი ირანი).

 კაბალისტურად მზე წარმოადგენს ყველა საგნის მთავარ სულიერ წყაროს. ეს არის დიადი ადამიანის ღვთაებრივი “მე” და ამიტომ უთითებს შემოქმედებითი სიძლიერის სულიერ პოტენციალზე. ის –  ყველა საგნის (როგორც სულიერი, ასევე დროის) დიადი “მე ვარ” და თავისთავად ცხოვრების, სინათლისა და სიყვარული უდიდესი რეზერვუარია.

ეზოთერულ დონეზე მზე წარმოდგენილია უდიდესი მთავარანგელოზ მიქაელის სახებით – სატანის დამმარცხებელი –  რომელიც თელავს მატერიის გველის თავს და ამის შემდეგ, მზის (ცეცხლოვანი) უძლეველი, მანათობელი ხმლით იცავს ცხოვრების და უკვდავების გზას. ამ აზრით მზე წარმოადგენს კოსმიურ, დადებით, აგრესიულ, მმართველ ძალებს. მზის ძალები –  ელექტრულია.

ასტრონომიულად განხილვისას, მზე წარმოადგენს სიცოცხლის ყველა ფიზიკური ობიექტის ცენტრალურ პრინციპს. მისი გავლენა განსაზღვრავს თითოეული ადამიანის ორგანიზმში ფიზიკური ცხოველმყოფელობის აბსოლუტურ კანონზომიერებას. როცა მზის სხივი არაა დაზიანებული ზიანისმატარებელი მნათობების დისჰარმონიული კონფიგურაციებით, მაშინ ინდივიდი, რომელიც დაბადებულია ასეთ პირობებში, ძალიან ჯანმრთელი კონსტიტუციით (წყობით) ხასიათდება, ეს უფრო ძლიერდება, თუ მზე დაბადების მომენტში იმყოფება აღმოსავლეთსა და მერიდიანს შორის, სხვა სიტყვებით, მზის სიმკვეთრის ზრდის (მზის ამოსვლის) მომეტში, ანუ ამოსვლიდან შუადღემდე.

ინტელექტუალურ დონეზე მზე მართავს მაღალ ჯგუფურ ეგოისტურ და დაბალ ჯგუფურ მორალურ-ზნეობრივ გრძნობებს; პირველი წარმოდგენილია სიმყარით და საკუთარი ადამიანური ღირსების პატივისცემით, ხოლო მეორე – საიმედოობით და სინდისიერებით. მზის გავლენის ქვეშ მყოფები –  კაცობრიობის ლიდერობის თანდაყოლილი უნარით გამოირჩევიან. ისინი სულის სიმყარით და დიადობით “ღვთაებრივი სამართლის მეფეებად” ხასიათდებიან. ისინი ამაყები და თავმოყვარენი არიან, მაგრამ, ამავდროს – დიდსულოვნები და კეთილშობილები. სძულთ ყველა ეშმაკური, მდაბალი და სულმდაბალი ქმედება, ისინი თავისთავად წარმოადგენენ კაცობრიობის უმაღლესი ჭეშმარიტი ღირსების ფორმას.

 ფიზიკურ დონეზე ჰოროსკოპში მზის ადგილი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თუ მდებარეობა და ასპექტები არც ისე კარგია, მაშინ ცხოვრებისეული ძაფი სუსტია. თუ მავნებელი სხივები კონცენტრირდება იქ, მაშინ ცხოვრება ხანმოკლე იქნება (იმ შემთხვევაში, თუ ამას ხელს არ შეუშლის კეთილმყოფელი ასპექტები).

როცა ადამიანის დაბადებისას მზე არაკეთილგანწყობილია, მაშინ ახალშობილზე მისი გავლენა ზიანის მომტანი იქნება. თუ ჰოროსკოპში მზის მდებარეობა არც ისე კარგია, მაშინ მისი ასპექტების ნებისმიერი კომბინაცია მთვარესთან (თუ არ შეიძლება ამ ასპექტებს კეთილგანწყობილი ეწოდოს) იწვევს ცხოვრების ნგრევას; ადამიანის ცხოვრების ბუნება ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც შეიძლება ყოფილიყო ბოროტი პლანეტების გავლენისას (ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს). ამ შემთხვევაში, ცხოვრებაში კეთილდღეობისა და წარმატებისთვის არსობრივად აუცილებელია ის, რომ მნათობი იმყოფებოდეს კეთილი ასპექტების ქვეშ და ჰოროპსკოპში კარგი განლაგება ჰქონდეს. როცა დაბადების დროს მზე და მთვარე არაკეთილგანწყობილია, მაშინ ინდივიდი ვალდებულია მთელი ცხოვრების მანძილზე თავდაუზოგავად იბრძოლოს ბედთან. და არაა საჭირო ადამიანი წინასწარმეტყველი იყოს, რათა ამ ნიშნებზე დაყრდნობით განმარტოს ჰოროსკოპის მფლობელის საერთო ბედი. თუ მნათობთან მდებარეობა დისჰარმონიულია, მაშინ სხივების თანხვედრა იწვევს არამწყობრ მოძრაობას, შედეგად კი: “ტანჯვა და დისჰარმონია იშვა ბოროტებისგან”.

დაბადების დროს ამომავალი მზე იძლევა: სიმამაცეს, სიამაყეს, პატივმოყვარეობას და, ცნობადობის დონეზე, ბედნიერებას. მაგრამ თუ მასზე გავლენას ახდენს სატურნი, მაშინ ახალშობილი ცუდი ჯანმრთელობის გამო ძალიან დაიტანჯება და შესაბამის დონეზე – უბედური იქნება. თუ მასზე გავლენას მარსი მოახდენს, მაშინ ინდივიდი იქნება: მამაცი, ფიცხი, მგზნებარე, გულსწრაფი, თამამი, ლაღი და სასტიკი, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც არ ითვალისწინებს სხვების აზრს. ცუდი გავლენა მცირდება, თუ იუპიტერი ანდა ვენერა გზავნიან საკუთარ კეთილმყოფელ სხივებს. საერთოდ რომ ითქვას, დაბადების დროს ამომავალი მზე ინდივიდს აძლევს: ძლიერ სხეულს, დიდ (მაღალ) შუბლს, დიდ თვალებს, გამჭვრეტელ მზერას, ჟღალ ანდა შავი ფერის თმებს. თუ ის კეთილგანწყობილი ასპექტის ქვეშაა, მაშინ ადამიანს ექნება ღირსეული, დიდსულოვანი, ამაყი, მაგრამ ჰუმანური და ზრდილობიანი ხასიათი, ეს ჭეშმარიტად ერთგული მეგობარი და დიდსულოვანი მტერია. ცხოვრებაში მფლანგველია და უყვარს ფუფუნება. მაგრამ თუ მზე ცუდი ასპექტების ქვეშაა და ნაკლებ კეთილგანწყობილია, მაშინ ადამიანი იქნება ეშმაკი, ამაყი და ტირანი იმათთან მიმართებაში, ვინც მათზეა დამოკიდებული, მაგრამ ამვდროულად ზემდგომების ყურმოჭრილი მონაა; ეს ადამიანი შეზღუდული და სრულიად უგრძნობია (გულქვაა).

წყარო: ვ. ზაპრაგაევი

მზე – ცხოვრების, სიყვარულისა და სიბრძნის მოძრაობაა; ელექტრონული ძალების დაძაბულ მდგომარეობაში ფოკუსირებაა, ამიტომაც ცდილობენ გაიჭრან სწორხაზოვნად და შედეგად წარმოიშობა ნათება, ბრწყინვალება, სხივოსნობა და ოქროსფერ-ყვითელი ფერი, რომელსაც აქვს მინერალური თვისებები – ოქრო; ელემენტარული ძალები – სითბო და სიმშრალე. ისევე როგორც ბუნების, მაკროკოსმოსის მეფე, მზე ასევე არის ადამიანის, მიკროკოსმოსის მეფეც; ის არის ის ცენტრალური ატომი, რომელიც როგორც ყველა საგნის დაფარული ძალა და ცხოვრებისეული ცეცხლი, იმყოფება ადამიანური კონსტიტუციის ცენტრში, აცოცხლებს მას და ელექტრონულ ენერგიაში ოქროსფერ ემანაციას ასხივებს, რომელიც გარდატყდება სხეულსა და სინათლეში – ანუ, გამათბობელი, სიყვარულის და გონების მანათობელი სხივები. მას ეკუთვნის სამეფო, ძალაუფლება, ძლევამოსილება, ნება (ნებელობა) ყველა სამ დონეზე: მორალურ-ზნეობრივ, გონებრივ და ფიზიკურზე. როგორც ფოკუსი და სითბოსა და სიმშრალის წყარო, მზე უწყვეტად აღვივებს და ავრცელებს: მორალურ დონეზე სიყვარულს, გონებრივ დონეზე – განათლებას, ფიზიკურზე კი – იძლევა ჯანმრთელობასა და ძლევამოსილ ცხოვრებისეულ ძალებს. როგორც მანათობელი, ბრწყინვალე და სხივოსნური მნათობი, მზე იძლევა მორალურ-ზნეობრივ დონეზე: კეთილმოსურნეობას, კეთილგანწყობას, მზრუნველობას, ღირსებას, კეთილშობილებას; გონებრივ დონეზე – ბრწყინვალე გონებრივ შესაძლებლობებს; ხოლო მატერიალური ჯანმრთელობის დონეზე – ძლიერ ხერხემალს (ზურგს), ამაყ, კეთილშობილ სახის გამოხატულებას (გამომეტყველებას): ბწყინავი, სხივიანი თვალებით. როგორც სითბოს წყარო, ის აჯილდოებს ოქროსფერი ანდა ჟღალი ფერის თმებით და ჩასხმული ძლიერი სხეულით; მაგრამ თუ გადაწონის მზის სიმშრალე, სიხმელე (ჰოროსკოპში მდებარეობისა და ასპექტების გათვალისწინებით), მაშინ – შავი ფერის თმა და ხმელი სხეული, აღნაგობა. ცხოვრების, სიყვარულისა და სიბრძნის მოძრაობა, ადამიანის ბედზე გავლენის შემთხვევაშიც ზუსტად იგივე სახით გარდაისახება. ეს გავლენა შეიცნობა ჰოროსკოპში სახლების მდებარეობით, რომელთა რიცხვიც 12 (3X4)-ია. ოთხი მხარე, ანუ ჰოროსკოპის კვადრატი, თავისთავად წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების ოთხ მხარეს: 1) ცხოვრება –  დო (მუსიკალური ბგერა), 2) საქმიანობა, მოღვაწეობა – მი (მუსიკალური ბგერა), 3) სიყვარული – სოლ (ასევე, მოსიკალური ბგერის შესატყვისი) და 4) ტანჯვა – სი (მუს. ბგერა), როგორც ბედზე, ყოველ მის მხარეში მოქმედებს ტერნერის ძალები: 1) ცხოვრება, 2) სიბრძნე, 3) სიყვარული. კვადრატის ყოველი კუთხის სახლი გზავნის საკუთარ სხივებს ტერნერის კანონის მიხედვით (ტერნერის კანონი ნიშნავს, რომ: ყველა განვითარებაში საჭიროა სამეული – ანუ სამება, რომელიც არსობრივად ქმნის მთლიანობას, ერთ მთლიანს; ყოველ ერთეულ ქმედებაში (ამ სამების თითეულ ქმედებაში, შეიძლება განსხვავებული იქნეს სამი მდგომარეობა: 1. აქტიურობის პრინციპი, მიზეზი ანუ ქმედების სუბიექტი; 2. მოცემული სუბიექტის ქმედება, მისი ზმნა; 3. მოცემული მოქმედების ობიექტი, მისი შედეგი ანდა რეზულტატი. ამ კანონის ამ სამი შემადგენლობის მნიშვნელობის გაგებაში დაგვეხმარება შემდეგი მაგალითი: შემოქმედების, ქმნის იდეა მოიაზრებს: 1. შემოქმედს, 2. შემოქმედების პროცესს, 3. შექმნილს), ანუ 120 გრადუსის კუთხით; ცხოვრების სხივები პირველი სახლიდან მიდის მეხუთე და მეცხრე სახლებისკენ, ქმნის ცხოვრების სამ მოძრაობას: თავად ინდივიდუალობაში (პირველი სახლი), შვილებში (მეხუთე სახლი) და ღმერთში (მეცხრე სახლი). მეათე სახლიდან საქმიანობის, მოღვაწეობის სხივები მიდის მეორე და მეექვსე სახლებისკენ, შრომას სიმდიდრის დაგროვებად გარდაქმნის. მეშვიდე სახლიდან სიყვარულის სხივები მიედინება მესამე (სისხლისმიერი ნათესავების სიყვარული) და მეთერთმეტე (მეგობრების სიყვარული) სახლებისკენ. მეოთხე სახლიდან (დაბადების ტანჯვა) სხივები მიდის მეთორმეტე (დაავადებებისა და მოწინაღმდეგე ძალებისგან ტანჯვა) და მერვე (სიკვდილის ტანჯვა) სახლებისკენ. მზის მინერალური თვისებები  – ოქრო – გარდაისახება სამი სახის ალქიმიურ “დიად ქმნილებად”: სულის ქმნა, გონების ქმნა და მენტალის ქმნა – ოქრო. შვიდი მეორადი მიზეზები საკუთარ თავში მოიცავს შვიდი მეტალის თვისების პოტენციალს, რომელთა ვიბრაციული მოძრაობაც გამომდინარეობს შვიდი პრინციპიდან, ზნეობრივ დონეზე გარდაისახება შვიდი წმინდა სულის ძალად. ეს შვიდი სული არის: “სული მეუფების, სული სიბრძნის და გონების, სული რჩევისა და სიმყარის, სული ხედვისა და ღვთისმოსაობის” (2. და განისვენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღმრთისმსახურებისა, 3. სულმან შიშისა ღმრთისამან აღავსოს იგი. არა დიდებისაებრ საჯოს, არცა ზრახვისაებრ ამხილოს,) (წიგნი – წინასწარმეტყველება ესაიასი, თავი 11). ამ შვიდი სულიერი ძალის გამოვლინება ადამიანის სულს ქმნის სუფთა და ბრწყინვალეს, როგორც ფერუცვლელ ოქროს; და ეს არის ალქიმიური სულის “დიადი ქმნილება”. ინტელექტუალურ დონეზე ამ შვიდი ძალის პოლარიზებული მოძრაობა აწარმოებს სიბრძნესა და, როგორც ძვირფასი ქვის ბრწყინვალების მქონე, გონებას; და ბოლოს, ფიზიოლოგიურ დონეზე მაღალი სულიერება, უანგარობა და სიბრძნე უფლებას იძლევა ადამიანი ჩაწვდეს მეტალების ტრანსმუტაციის საიდუმლოს.

იმისთვის რომ იყოს სრულყოფილი ალქიმიკოსი, საჭიროა ფლობდეს ოქროს (სრულყოფილ) სულს და ოქროს გონებას; მაგრამ ყოველი ადამიანი – როგორც ღვთაებრივი ატომის მატარებელი, ერთ-ერთი შვიდი პრინციპის სხივის გარდამტეხი, – ფლობს ერთ-ერთ მინერალურ თვისებას; ასე რომ, თითოეული ადამიანი იმყოფება ჰარმონიულ ვიბრაციულ თანხვედრასა და შეფერილობაში ერთ-ერთ შვიდ მეტალთან (მზე – ოქრო, მთვარე – ვერცხლი, მერკური –  ვერცხლისწყალი, ვენერა – სპილენძი, მარსი – რკინა, იუპიტერი – კალა, სატურნი – ტყვია); შესაბამისად, მას შეუძლია თავისკენ მიიზიდოს ერთ-ერთი იმ მეტალთაგანი, რომელსაც უპირატესობა აქვს სხვებთან შედარებით, კონკრეტულად ამ ადამიანისთვის; და ამიტომაც, გაუცნობიერებლად თუ, ანდა ცნობიერად იცის ამის შესახებ, ის მიმართავს საკუთარ საქმიანობას ისე, რომ ჰქონდეს რაიმე ურთიერთობა ამ მეტალთან, მაშინ კეთილდღეობა უზრუნველყოფილია და მის ხელებში ეს მეტალი ბრწყინვალე “ოქროდ” გარდაიქმნება.

ბუნებაში ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა ერთ-ერთი შვიდი შემოქმედებითი პრინციპის მოძრაობის გარდასახვა; და თუ ჩვენ ვხედავთ სადმე ნამდვილი კეთილშობილი ძალაუფლების და კეთილისმყოფელი ძლევამოსილების გამოვლინებას, მაშინ სრული საფუძველი გაქვს დავასკვნათ, რომ ეს გამოვლინებები არის გარდასახული მოძრაობა, რომელიც გამომდინარეობს მზის პრინციპიდან. შესაძლებელია ეს უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ზუსტად ასეა და ყოველი მოვლენა არის შესაბამისი ძალების გარდასახული მოძრაობა, ხოლო ძალა – მოძრაობის პრინციპის გარდასახვაა, რომელიც მიდის შემოქმედებითი იდეის შესრულებამდე, აღიბეჭდება როგორც ბუნების კანონები. მაგრამ როგორც მუსიკაში გამმის შვიდი ნოტია, ფერთა სპექტრში პრიზმის შვიდი ფერია, ასევე მთელ ბუნებაში არის განსხეულების შვიდი პრინციპი. და როგორც ორი მეზობელი ნოტით შესაძლებელია შუალედური ურიცხვი ბგერის აღება, ასევე ორი მეზობელი ფერებით შეიძლება ურიცხვი რაოდენობის შეფერილობის მიღება, ზუსტად ასევე ორი მკვეთრად გამოხატული ფორმით, ორი მეზობელი პრინციპით შეიძლება შუალედური ფორმის პოვნა. მაგალითად, ცხოველურ სამეფოში: ლომი -მზის პრინციპის მკვეთრად გამოხატული ფორმაა, თხა და ხარი – ვენერის. ასევე ეს სრულიად სწორი იქნება სხვა პრინციპებთან მიმართებაშიც და მათ შესაბამისობაში ბუნების სხვა სამეფოშიც.

სტატიის ავტორი: ნინო

მზის მახასიათებლები და დამუშავება

მზის პრინციპები

მზე ვერძში

მზე კუროში

მზე ტყუპებში

მზე კირჩხიბში

მზე ლომში

მზე ქალწულში

მზე სასწორში

მზე მორიელში

მზე მშვილდოსანში

მზე თხის რქაში

მზე მერწყულში

მზე თევზებში

მზე 1-ელ სახლში

მზე მე-2 სახლში

მზე მე-3 სახლში

მზე მე-4 სახლში

მზე მე-5 სახლში

მზე მე-6 სახლში

მზე მე-7 სახლში

მზე მე-8 სახლში

მზე მე-9 სახლში

მზე მე-10 სახლში

მზე მე-11 სახლში

მზე მე-12 სახლში


About Rusa

Scroll To Top