ავესალომ პადვოდნი
მზის შეერთება: „მდგომარეობა გავალდებულებს/ დაპირდი? შეასრულე!“
მზესთან შეერთება, ასპექტის მაღალ დონეზე დამუშავებისას, პლანეტის გამოვლენას იმპერატიულ ხასიათს ანიჭებს. დაბალ დონეზე, იმპერატიულობა უფრო პლანეტის დამუშავების აუცილებლობაზე მეტყველებს. მზე, თავისი გამორჩეული ძალით, ნათლად ასხივებს პლანეტის უმდაბლესს გამოვლინებებს, ძირითადად, პირდაპირი ზეწოლის მეთოდით.
დამუშავების დაბალ დონეზე მუშაობის შემთხვევაში, ის მკაცრი იმპერატივებით მოქმედებს_თრგუნავს პლანეტის შემოქმედებით საწყისს და აიძულებს უკიდურესად ვიწრო ჩარჩოებში გამოვლინოს თავისი პრინციპები. წარმოიქმნება უკიდურესი შინაგანი დაძაბულობა. აფეთქება, რისი წინასწარ პორგნოზირებაც შეუძლებელია, გარდაუვალი ხდება. ამასთან, აბსოლუტის შემოქმედებითი ხელწერა ვლინდება როგორც აფეთქების ხასიათში, ისე ნამსხვრევების ტრაექტორიის ფორმებში. თუ მზესთან შეერთება დაუმუშავებელია, მაგრამ ჰარმონიულად დგას რუკაში, ეს აფეთქება გარშემომყოფებისთვის უფრო საშიში იქნება, ვიდრე ასპექტის მფლობელისთვის. ხოლო პლანეტის შემოქმედებითი საწყისი მხოლოდ მკაცრად ეგოისტური მიდგომისას გამოვლინდება, მისი პრინციპების შესაბამის სფეროებში. მაგალითად, მზე-მარსის შეერთების დაუმუშავებელი ასპექტი იძლევა ძლიერ, მაგრამ სრულიად ფუჭ აქტიურობას, რომელიც მფლობელს უაღრესად მნიშვნელოვნად და სასარგებლოდ ეჩვენება. მას შეუძლია, პირდაპირი მნიშვნელობით, შთანთქოს სხვისი ენერგია და ადამიანი სრულიად ძალაგამოცლილი დატოვოს. ამასთან, ასპექტის მფლობელს მიაჩნია, რომ დადებით გავლენას ახდენს თავისი აქტიურობით და მადლობასაც კი ელის გარშემომყოფებისგან.
შეერთების ასპექტის (და მზის) დამუშავება საშუალებას მოგცემთ, გადაერთოთ უფრო მაღალ ეგრეგორზე, როდესაც მზიური ინიციატივა წამოვა არა იმპერატიული ბრძანების, არამედ მიმართულების მიცემის ფორმით, სასურველი ქმედებისკენ, და რაც მთავარია, ყურადღების სახით. აი, მაშინ, მზისა და პლანეტის ურთიერთქმედება არსებითად გაუმჯობესდება და პლანეტა მზისგან მსუბუქ მაგნიტურ მუხტს მიიღებს, რაც სწორ ორიენტირებს მისცემს მისთვის რთულ, გაურკვეველ სიტუაციებში, როდესაც ოპტიმალური არჩევანი ცხადად არ ჩანს.
ვენერას შეერთება:
„საზოგადოებისთვის სარგებლის მინიჭება, მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ მას წინასწრ გაემიჯნები“
ვენერასთან შეერთება პლანეტას ძლიერ სოციალურ და ესთეტურ აქცენტებს ანიჭებს. დაბალ დონეზე, პლანეტისგან მართულ სფეროებში, ადამიანი ესთეტურად ახირებული და სოციალურად დეტერმინირებული იქნება. მაშასადამე, საზოგადოებრივი აზრი და „სხვები ასე იქცევიან“ პრინციპი მისთვის გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ პლანეტას ძალიან გაუჭირდება სოციალური კლიშეებისგან განთავისუფლება, რაც მას სასაცილო დოგმატიზმისა უბიძგებს, როდესაც ადამიანი სოციალური შტამპებით სარგებლობას ცდილობს ამისთვის აბსოლუტურად შესაბამო სიტუაციებში, სადაც ვლინდება კიდეც აბსოლუტის შემოქმედების ხელწერა.
ვენერასთან შეერთების კიდევ ერთი თვისებრივი გამოვლენა აქცენტირებული სიყვარულია, თუმცა არა აუცილებლად ეროტიული სიყვარული. ასპექტის დამუშავება ღვთაებრივ სინათლეს მოჰფენს პლანეტის ყოველგვარ გამოვლინებას. დაბალ დონეზე, ადამიანი პლანეტის გამოვლენას ვერ აღიქვამს, თუ მას სიყვარულის ან სოციალური ყურადღების მოზრდილი ულუფაც არ ახლავს თან, თუმცა კარმულად ის ვალდეულია არა იმდენად მიიღოს, არამედ გასცეს სიყვარული შესაბამის სფეროებში.
მაგალითად, ბავშვს, ვენერა-სატურნის შეერთებით რადიქსში, სისტემატურ მეცადინეობისკენ მხოლოდ დაყვავებით და მოფერებით უბიძგებთ, მაგრამ არასდროს იძულებით და მუქარით. ასეთ შემთხვევაში, ის კუთხეში მიიყუჟება და შეიძლება ატირდეს კიდეც.
დაბალ დონეზე, ვენერა ადუნებს პლანეტას, რაც იმით გამოიხატება, რომ, პლანეტის შესაბამის სფეროებში, ადამიანს სოციალურ პარაზიტად და დახვეწილ ეგოისტად აქცევს. სამაგიეროდ, დამუშავების შემთხვევაში, ეგოიზმი გზას დაუთმობს ადამიანებისთვის მსახურების მოთხოვნას. მაგალითად, ვენერა-მთვარის დაუმუშავებელი შეერთება ღორმუცელა გურმანს მოგვცემს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი კუჭი ადარდებს, მაგრამ ამ ასპექტის დამუშავებით, შეიძლება მივიღოთ ბრწყინვალე კულინარი, რომელიც კერძს იმდენად ლამაზად აფორმებს, თითქოს მხატვრული გამოფენაზე გაჰქონდეს; იგივე ეხება მის სექსუალურ ცხოვრებასაც.
სერგეი შესტაპალოვი
შეერთება ანუ კონიუქცია ერთადერთი მაჟორული ასპექტია, რომელიც მზესა და ვენერას შორის წარმოიქმნება, რადგან ვენერა არასდროს შორდება მზეს 48 გრადუსზე მეტი დისტანციით. მზე-ვენერას შეერთება, ისევე როგორც მზე-მერკურის შეერთება, ორბისიდან გამომდინარე, ორი სახისაა:
ა) შეერთება 3°დან – 7° მდე ორბისში ნეგატიურად ვლინდება (დამწვარი პლანეტა): იმედგაცრუებებით, დანაკარგებით, ექსტრავაგანტულობით; სიამოვნების და გასართობების გადაჭარბებული სიყვარულით; თავქარინობითა და არასტაბილური მიჯაჭვულობებით. ამ სპექტის დადებითი მხარეებია: სულიერება, სინაზე, დახვეწილობა, ნიჭიერება, ხელოვნებისადმი სიყვარული, სრულყოფისკენ სწრაფვა და სხვების დახმარების სურვილი.
ბ) ზუსტი შეერთება 0°-2° (კაზიმა. პლანეტა მზის გულში) და შეერთება 8°-10° ორბისში (პლანეტა მზის სხივებში) მფლობელს სიმპათიურობას, მომხიბვლელობას, არტისტულობას, სილამაზეს, ჰარმონიას, დახვეწილობას, კეთილგანწობასა და მხიარულებას ანიჭებს. ასეთი ადამიანი ინსტინქტურად ფლობს სოციალურ ეტიკეტს, ურთიერთობის კულტურას, ძლიერ პიროვნულ მაგნიტიზმს, საწინააღმდეგო სქესის მიზიდვის უნარს. ამ ასპექტის ნეგატიური მხარე მარტივად ამჩატებით, საკუთარი სისუსტეების წაქეზებით, თვითკმყოფილებით, ანგარებით, ნივთმოყვარებით და მოდუნებულობით ვლინდება_ ადამიანი სავსებით კმაყოფილია საკუთარი თავით და სრულყოფისკენ არ ისწრაფვის.
ფრენსის საკოაინი
ეს სიცოცხლისმოყვარე ხალხი ძლიერი გრძნობებით, მხიარულებით, ოპტიმიზმით, გართობის და სიამოვნების განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. თუმცა კი შესამჩნევი ნარცისიზმიც ახასიათებთ. სიყვარულის გამოსხივების და ფრიად რომანტიული ბუნების წყალობით, მათ ბედნიერება მოაქვთ სხვებისთვის. ძალიან უყვართ და კარგად ესმით ბავშვების.
„საბავშვო ასტროლოგია“
თქვენი მომხიბვლელი ბავშვი, მიუხედავად პატარა ასაკისა, ძალიან დახვეწილად გამოხატავს საკუთარ თავს. მართალია, ის შესაძლოა საკუთარ თავზე შეყვარებული იყოს, მაგრამ მისი პიროვნული შარმი იმდენად ძლიერია, მარტივად მოახერხებს სიმპათიების დამსახურებას. ასაკის მატებასთან ერთად, მან შესაძლოა ინტერესი გამოავლინოს სასცენო ხელოვნების, მოდის ინდუსტრიის მიმართ. სავარაუდოდ, მას ძალიან უნდა უყვარდეს გართობა და მხიარული თამაშები, რაც ხელს შეუწყობს მისი შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
Het Monster:
ძლიერი გრძნობები. ოპტიმიზმი. ლამაზი და დახვეწილი თვითგამოხატვის უნარი. მიდრეკილება ხელოვნების სფეროების მიმართ. ასეთი ასპექტით კეთილი ბუნების ქალები იბადებიან.
შესაძლოა გამდიდრდეს სპეკულაციებით, თუ რუკაში II და V სახლები არ არის დაზიანებული. წარმატება მოდის ძმებისგან ან ცოლისგან. თუ ვენერა მზის უკან იმყოფება წარუმატებლობა გოგონებთან, ან თუ მამაკაცის რუკაში IV სახლი ცარიელია – მუდმივი უსიამოვნებები ქორწინებაში.
კატრინ ობიე
ეს არის ცნობიერი ნების გაერთიანება ემოციურ სფეროს ექსპრესიასთან, რაც მის მფლობელს გარშემომყოფთა სიმპათიების დამსახურების ძლიერ სურვილს ანიჭებს; მას მთელი თავისი არსებით სურს, იყოს ჯეროვნად შეფასებული და დაფასებული. ძლიერი მოთხოვნილება აქვს, უყვარდეს და უყვარდეთ. უაღრესად სალმიანი და თავაზიანია. ძლიერი ბუნებრივი მიზიდულობის მფლობელია, რომელიც სახასიათო თვისებებს იძენს იმის მიხედვით, რომელ ნიშანში ხდება შეერთება.
სხვადასხვა წყაროები
ნებისმიერი პლანეტა, რომელიც მზეს უერთდება, თქვენს ხასიათს(ეგოს) იმ ნიშნის თვისებებს სძენს, რომელსაც პლანეტა მართავს. ვენერას შემთხვევაში, ეს იქნება კუროს მგრძნობიარობისა და სასწორის მომხიბვლელობის სინთეზი. ვენერას მზესთან შეერთება გამძაფრებულ თავმოყვარეობასა და ღირსების გრძნობას მოგანიჭებთ, რაც თვალშისაცემია ნებისმიერისთვის, ვისთანაც შეხება გიწევთ. თანდაყოლილი გემოვნებისა და მახვილი თვალის წყალობით, თქვენ შეუცდომლად ცნობთ ადამიანებისა თუ ნივთების ნამდვილ ხარისხს. სილამაზისა და მშვენიერების ჭეშმარიტი ექსპერტი ხართ. ძალიან გიზიდავთ ავტორიტეტული პიროვნებები. პატივს სცემთ და აფასებთ საზოგადოების ღვაწლმოსილ და დაფასებულ წევრებს. ამიტომ, თავადაც ძალიან სასურველი წევრი ხართ საზოგადოების მაღალ წრეებში.
მზესთან შეერთებისას, პლანეტა ვენერას თვისებები გათანაბრებულია პიროვნების ეგოსთან. ვენერა მზის ენერგიით იკვებება და მნიშვნელოვნად გაძლიერებულია მისი მახასიათებლები. ადამიანს კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი მომხიბვლელობა და გამიზნულად იყენებს გარშემომყოფთა მისაზიდად. სოციალური ურთიერთობები მისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ძლიერი სურვილი აქვს, იყოს პოპულარული, მოსწონდეთ და აფასებდნენ. სრულ პაკეტში, ხშირად ნარცისზმი და პატივმოყვარეობაც შედის.
ვენერა მშვიდობისმყოფელი და ჰარმონიის მოყვარე პლანეტაა. ამიტომ, ეს ადამიანები ძალებს არ დაზოგავენ, რომ საკუთარი ცხოვრება ამ ორი ფაქტორით უზრუნველყონ. თუ თქვენ გსურთ, მარტივად მოაგვაროთ პრობლემა, დაურეკეთ ადამიანს, მზე-ვენერას შეერთებით. ჭეშმარიტ დიპლომატებსა და ექსპერტებზე უკეთ, არავინ იცის, როგორ მოაგლუვოს მახვილი კუთხეები ყოველგვარი კონფლიქტებისა და გართულებების გარეშე. თუმცა, ნეგატიურ ვარიანტში, მათთვის დამახასიათებელია ზედაპირულობა და ორპირობა. თუ მათ რაიმე არ მოსწონთ, ისინი არ გაართულებენ მდგომარეობას “მწარე სიმართლით”. მათ ტოლერანტული და მომთმენი დამოკიდებულება აქვთ სხვებთან. შეიძლება, იყვნენ ზედმეტად რბილი, ზედმეტად სასიამოვნო და აქიდან გამომდინარე, თვალთმაქცებიც. ხშირად ზარმაცებიც.
უყვართ ფუფუნება. არიან ხელგაშლილები. ყოველთვის კარგად იცვამენ და შეუმცდარი თვალი აქვთ სტილსა და გემოვნებაზე. კეთილი და მოწყალე ბუნების ხალხია. უაღრესად რომანტიული, ხანდახან იმპულსურიც.
სიმპათიებისა და კეთილგანწყობის მოპოვების საკითხში, საკუთარ მიზიდულობის ძალას ეყრდნობიან. პირად ურთიერთობებში მათთვის დამახასიათებელია პასიური და არა აქტიურ-აგრესიული პოზიცია. იზიდავთ ისეთი ადამიანები, ვინც ინტერესს გამოხატავს მათ მიმართ და რეაგირებს მათ მომხიბვლელობაზე. ისინი არ განეკუთვნებიან “მდევართა ტიპს”, არ აინტერესებთ ისეთი ხალხი, ვინც გულგრილია მათი მომხიბვლელობის წინაშე. ისინი არ დაიწყებენ საკუთარი ინტერესისა თუ სიმპათიის ობიექტის დევნას (რაც ძალიან ნიშანდობლივია მზე-მარსის შეერთებისთვის). ასეთი ადამიანები არ არიან კონკურენტუნარიანები აგრესიულ გარემოში და “დიდი რბოლებიც” არ იტაცებთ. აგრესიული, შემტევი ტაქტიკის ნაცვლად, ეს ხალხი საკუთარი შარმის გაზრდაზე ზრუნავს.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მათი ადამიანთა მიზიდვის გამორჩეული უნარი (ვენერა) მჭიდროდ უკავშირდება მათ ეგოს (მზე).
ცნობილი ადამიანები მზე-ვენერას შეერთებით:
ვერძში: Robert Downey Jr, Michael Fassbender, Linda Goodman, Sarah Jessica Parker, Pharrell Williams, Jean-Paul Belmondo, Eddie Murphy, Guillaume Canet, Leona Lewis, Adrien Brody, Christophe Lambert, Alessandra Ambrosio, Paul Rudd, Jayne Mansfield…
კუროში: Jessica Alba, Chris Brown, Bono, Yannick Noah, Mark Zuckerberg, Daniel Day-Lewis, Ella Fitzgerald, Linda Evangelista, Otto Klemperer, Sid Vicious, Jessica Lange, James Brown, Rabindranath Tagore, Gary Cooper, Bertrand Tavernier, Billy Joel, Robert Zemeckis…
ტყუპებში: John Fitzgerald Kennedy, Jean-Marie Le Pen, Kylie Minogue, Colin Farrell, Yasmine Bleeth, Bob Dylan, Jean Dujardin, Liam Neeson, Kate Upton, John Forbes Nash, Isabella Rossellini, Joan Collins, Venus Williams, Steve Vai, Blake Shelton, Isadora Duncan…
კირჩხიბში: Nikola Tesla, Alexander the Great, Khloe Kardashian, Charlotte Gainsbourg, Urs Buhler, Helen Keller, Carlos Santana, Yul Brynner, Erno Rubik, Kathy Bates, Pablo Neruda, Vince Clarke, Paolo Maldini, Amedeo Modigliani…
ლომში: Abbé Pierre, Emmanuelle Béart, Whitney Houston, Coco Chanel, Alfred Hitchcock, Andy Warhol, James Hetfield, Tori Amos, Yves Saint Laurent, Stanley Kubrick, Julian McMahon, Evangeline Lilly, Billy Bob Thornton, Jason Momoa, Muriel Robin, Justin Theroux, Richard Armitage, Kristin Chenoweth, John Stamos, Patrick Pelloux…
ქალწულში: Adriana Karembeu, Pink, Blake Lively, Natacha Amal, Frederique van der Wal, Wiz Khalifa, Ingrid Bergman, Evan Rachel Wood, Roger Waters, Mark Harmon, Pierre Casiraghi, Peter Falk, François-René de Chateaubriand, Amy Poehler, Michael Keaton…
სასწორში: Ingrid Chauvin, Viggo Mortensen, Hilary Duff, Aleister Crowley, France Gall, Rita Hayworth, Jenna Elfman, Sophie Favier, David Cameron, Julien Clerc, Klaus Kinski, Anne Le Nen, Charlton Heston, Tim Robbins, Nana Mouskouri, Yann Barthes, Prosper Mérimée…
მორიელში: Leonardo DiCaprio, Jodie Foster, Sophie Marceau, Demi Moore, Joaquin Phoenix, Charles Manson, Anne Hathaway, Jenifer, Marie Antoinette, Jeff Buckley, Alessandro Del Piero, Gordon Ramsay, Martin Scorsese, Ethan Hawke, David Schwimmer, Johannes Vermeer, Condoleezza Rice…
მშვილდოსანში: Jimi Hendrix, Joseph Stalin, Vincent Cassel, Rita Ora, Sinéad O’Connor, Dean Ambrose, Patricia Kaas, Nikki Sixx, Ed Harris, Julie Delpy, Emily Dickinson, Wassily Kandinsky, Meg White, Judi Dench…
თხის რქაში: Jim Carrey, Swami Vivekananda, Joan of Arc, Lara Fabian, Elizabeth Teissier, David Lynch, Dolly Parton, Aristotle Onassis, Syd Barrett, Howard Stern, January Jones, Diane Keaton, Irina Shayk, Anthony Minghella, Betty White…
მერწყულში: Oprah Winfrey, Ashton Kutcher, Ellen DeGeneres, Charlène Princess of Monaco, Axl Rose, Christie Brinkley, Mischa Barton, Franklin D. Roosevelt, Sheryl Crow, Amal Clooney, Lauren Conrad, Jennifer Jason Leigh, Charlotte Rampling…
თევზებში: Alan Rickman, Justin Bieber, Eva Herzigová, Osama bin Laden, Jon Bon Jovi, Victor Hugo, Frédéric Chopin, Dakota Fanning, Jensen Ackles, Rachel Weisz, David Gilmour, Pier Paolo Pasolini, Michael Caine, Joanne Woodward, Steve Irwin, Shannon Tweed, Lily Collins, Cristiana Reali…