მზის და იუპიტერის სექსტილი

მზის და იუპიტერის სექსტილი

*ასპექტის ეფექტები განსაკუთრებით აქტიური და თვალშისაცემია მზის და იუპიტერის მართულ სფეროებში _ ე.ი. იმ სახლებში, რომლებსაც მართავენ და სადაც განლაგებულნი არიან ეს პლანეტები.

 

მზის სექსტილი

არასწორი არჩევანი ხშირად არა ქარაფშუტობის ან შეცდომის,

არამედ ღვთის ღალატის შედეგია

მზის სექსტილი ადამიანს ისეთ შესაძლებლობებს მისცემს, პლანეტით მართულ სფეროში, რისი რეალიზაციაც მისგან ნებელობით ძალისხმევას და ინიციატივას მოითხოვს. სავარაუდოდ, ამ შესაძლებლობების დამუშავების პროცესში მას საკმაოდ სასტიკ და იმპერატიულ გარემოებებთან შეჯახებაც მოუწევს, რაც სულაც არ წარმოადგენს აბსოლუტის მისდამი მტრული დამოკიდებულების დემონსტრირებას. პირიქით, ეს პოტენციურად მეგობრული და კეთილგანწყობილი ვითარებებია, თუმცა კი ადამიანისგან გარკვეული მიდგომის გამომუშავებას და ადაპტაციას მოითხოვს. მზის სექსტილი, ასე ვთქვათ, მამაკაცურ გამოწვევას უცხადებს ნატივს (პლანეტით მართულ სფეროებში), სთავაზობს რა საკუთარი ნების შემოწმებას _ რამდენად ძალუძს მას დაბრკოლებების გადალახვა და აბსოლუტთან თანამშრომლობის დამყარება.  თავის მხრივ, დაბრკოლებებში სულაც არ იგულისხმება ანტაგონისტური გარემოებები. ეს სასარგებლო და ეფექტური თანამშრომლობის შეთავაზებაა. თუ ადამიანი ვერ გრძნობს მზადყოფნას, გამოწვევის მისაღებად, მას შეუძლია უარი თქვას მათზე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მაგრამ თუ ის მუდმივად უარყოფს განგების ნებისმიერ კონსტრუქციულ შემოთავაზებას, გარკვეული დროის შემდეგ, ვითარებები მის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდება, ის დეგრადირდება და კარმის მკაცრ მარწუხებში აღმოჩნდება, სადაც თავისუფალი არჩევანი თითქმის აღარ დარჩება.

მეორეს მხრივ, მზის სექსტილი, მისი პრინციპების, ე.ი. ნების, დამუშავების მეტად ფასეულ შესაძლებლობას იძლევა, კონსტრუქციული ქმედებების მეშვეობით, იმ სფეროებში, რომელთანაც დაკავშირებულია პლანეტა. შინაგანი პრობლემების მოგვარებისას, რომელიც ამ ქმედებების მსვლელობისას იქმნება, ადამიანი საკუთარი ნების სწორად წარმართვას სწავლობს; მას შესაძლებლობა ეძლევა განსაზღვროს, რომელი ეგრეგორით არის მისი ნება მართული და შეათანხმოს  ის გარეფაქტორებსა და ქვეცნობიერის სხვადასხვა პროგრამასთან. მაგალითად, მზის და მთვარის სექსტილი მეტად პერსპექტიული ასპექტია, რომელიც განვითარების შესანიშნავ საშუალებას იძლევა. მაღალ დონეზე, ის სულიერ მასწავლებლებს შობს, რომლებიც მშვენივრად ერკვევიან კონკრეტული მოსწავლეების უმაღლეს და უმდაბლესს საწყისებში და ისიც შეუძლიათ ადამიანები, ევოლუციური განვითარების, კონკრეტულად მათთვის განკუთვნილ გზაზე დააყენონ.

 

იუპიტერის სექსტილი

ბრწყინვალე შესაძლებლობები ჯობია გასცე, ვიდრე მიიღო

დამსახურებული პატივი მივაგოთ იუპიტერს: მასთან ნებისმიერი ასპექტი, განსაკუთრებით მაჟორული, გაფართოებულ, და რაც მთავარია, უფასო შესაძლებლობებს იძლევა პლანეტით მართულ სფეროებში. ერთადერთი კითხვა ის არის, როგორ გამოვიყენოთ იუპიტერის წყალობა მართებულად და გონივრულად?

იუპიტერის სექსტილი ადამიანს ინტერესს უღვივებს, გააფართოვოს პლანეტით მართული სფეროები, უფრო ფართო მასშტაბში აღიქვას მისი პრინციპები, როგორც გარე, ისე შინაგან ცხოვრებაში. და გულუხვი იუპიტერი მას არაერთ „ბედნიერ შემთხვევას“ მიანიჭებს ამისთვის. თუმცა ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მისი იღბლიანობა როგორ უდარდელადაც დაიწყო, ასევე მარტივად გაგრძელდება, ძალიან ცდება. შესაძლებლობა ერთია, მისი რეალიზება _ მეორე! სექსტილის ასპექტი ადამიანისგან ყოველთვის გარკვეული ძალისხმევის გამოჩენას მოითხოვს და იუპიტერი გამონაკლისს არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, გზადაგზა ის დახმარებას გაუწევს, თუმცა ამ დახმარებისთვის, ისევე როგორც მოულოდნელი მფარველობისთვის, ნატივმა როგორღაც მაინც უნდა გადაიხადოს.

იუპიტერის სექსტილი იმით ფასობს, რომ ის პლანეტის პრინციპების შესაძლებლობებს და მისი შრომის ფორმებს აფართოვებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი მინიმალურ ძალისხმევას მაინც იჩენს მის დასამუშავებლად. იუპიტერის სექსტილისთვის ასევე თვისებრივია  შესაძლებლობის კრედიტში აღება და ირიბად გადახდა _ არა „შენ მე, მე შენ“,  არამედ „შენ მე, მე სხვას“ პრინციპით. სამწუხაროდ, ნატივს ყოველთვის სწორად ვერ ესმის ეს მარტივი დებულება.  დაბალ დონეზე, მას იუპიტერის სექსტილი მის ტრინში ერევა. ამიტომ, ის ცდილობს შთანთქოს ყველა ავანსი და სანაცვლოდ არაფერს გასცემს, რაც მისთვის ძალიან უსიამოვნო შედეგებით დასრულდება.  მაგალითად, ერთი შეხედვით, მეტად პერსპექტიული შესაძლებლობები მისთვის სრულიად მოულოდნელად და სამუდამოდ დაიხურება და ადამიანი თავს ბედისგან მოტყუებულად იგრძნობს, იმ თვალსაზრისით, რომ იუპიტერის ასპექტები მანამდე აუცილებლად მისცემს, პლანეტით მართულ სფეროებში, დიდების მანიაზე მინიშნებას.

მეორეს მხრივ, სექსტილის დამუშავება, პლანეტით მართული სფეროების არამხოლოდ უზარმაზარი გაფართოების და ეფექტური გამოყენების, არამედ წარმოუდგენელი რაოდენობის პერსპექტიული პროექტის განხორციელების შესაძლებლობასაც იძლევა, რაც ადამიანმა გარესამყაროში უნდა გაასხივოს.

 

მზის და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტები

მზის და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტები, უპირველს ყოვლისა, გარშემომყოფთა სიყვარულისა და პატივისცემის მაუწყებელია. მისი მფლობელები განსაკუთრებული სინათლით ბრწყინავენ. თუმცა არ ღირს მოდუნება, რადგან მან შესაძლოა სიზარმაცის და აპათიის განვითარებასაც შეუწყოს ხელი. სამაგიეროდ, თუ ისინი თვითკმაყოფილების მორევში არ ჩაიძირებიან და ოდნავ ძალისხმევას მაინც გამოიჩენენ, ძალიან მარტივად მიიღებენ აღიარებას, დიდებასა და სიმდიდრეს. სამწუხაროდ, შრომა დიდად არ უყვართ, რადგან ცხოვრებას უშრომელადაც ნათელ ფერებში ხედავენ.

ასპექტი ხელს უწყობს ინტელექტის და თვალსაწიერის განვითარებას. როგორც წესი, ბრწყინვალე რეპუტაცია აქვთ და გავლენიანი პირების კეთილგანწყობითაც სარგებლობენ. ისინი იშვიათად რჩებიან მარტო. განებივრებულნი არიან საქმიანი თუ სასიყვარულო ურთიერთობებით/კავშირებით. გაფართოებული სასიცოცხლო ენერგიის წყალობით, ჯანმრთელი და დღეგრძელი ხალხია. მათი შრომა ყოველთვის ნაყოფიერი და შემოსავლიანია.

ამ გულწრფელად დიდსულოვან ხალხს დაბადებიდან თან ახლავთ ოპტიმიზმი.  ისინი მკაფიოდ განსაზღვრავენ საკუთარ მიზნებსა და ამოცანებს  და, შეიძლება ითქვას, ინტუიციურად აგნებენ სირთულეების გადალახვის გზებს. მზის და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტები ერთგვარი ფარია, რომელიც ადამიანს ბედის მწარე დარტყმებისგან იცავს. იშვიათად, რომ მართლა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

სერიოზულ ინტერესს ავლენენ ფილოსოფიური და რელიგიური საკითხების მიმართ. სიამოვნებით მოგზაურობენ. წარმატებული იქნება  ნებისმიერი კონტაქტი უცხოელებთან. სიამოვნებით ეხმარებიან ადამიანებს. სათუთად ზრუნავენ სიმშვიდის შენარჩუნებაზე როგორც საკუთარ ოჯახში, ისე მთელს სამყაროში. ყველაფერში  პოზიტიურნი და ალტრუისტულნი, მარტივად იმსახურებენ გარშემომყოფთა კეთილგანწყობას და არანაკლები წარმატებით იმხრობენ ადამიანებს. ისინი ასხივებენ სიცოცხლის სიყვარულს. რთული დასამარცხებლები არიან, რადგან ყველა სიტუაციაში ახერხებენ დადებითი განწყობისა და შემართების შენარჩუნებას.

წესიერი და ღირსეული ხალხია, მაღალი მორალური ფასეულობებით. ხშირად აქვთ წინასწარმეტყველების უნარი. საერთოდაც, მდიდარი ემოციური ცხოვრებით ცხოვრობენ და უპრობლემოდ დემონსტრირებენ საკუთარ განცდებს. წარმატებულნი არიან ინვესტიციებსა და ფინანსურ ოპერაციებში. მშვენივრად აპელირებენ საზოგადოებრივ აზრებზე, რისი წყალობითაც მარტივად იგებენ სასამართლო პროცესებს და თითქმის ყოველთვის ახერხებენ საჩოთირო სიტუაციებიდან მშრალად გამოძვრომას.  ამას გარდა, გავლენიანი ადამიანების ფავორიტებიც არიან. მათთვის ძალიან მარტივია ხელმძღვანელობასთან საკუთარი აზრის გატანა და ზემდგომების თუ პარტნიორებისგან მხარდაჭერის მიღება.

მატერიალურად თუ მორალურად ყოველთვის მდიდარი ხალხია. ვერ ვიტყვით, რომ ცხოვრების განმავლობაში მართლაც სერიოზული პრობლემები ემუქრებათ, თუმცა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ სიამოვნების მიღების უზომო მიდრეკილებისადმი. გულუხვად ხარჯავენ ფულს და დაბადებიდან თანდაყოლილ სასიცოცხლო ენერგიას. თუ სხვა ასპექტებმა გონივრულობა და თანმიმდევრულობაც დაანათლეს, მზის და იუპიტერის მეგობრობის წყალობით, ცხოვრებაში ყველაზე სანუკვარი სურვილების და დიადი ოცნებების რეალიზებასაც მოახერხებენ.

მათი მოსაზრებები ყოველთვის ცხადია, არგუმენტირებული და შორსმხედველია. მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანები არიან. გულუხვად არიგებენ დაპირებებს და ისიც უნდა ითქვას, რომ მათ უმეტესობას ასრულებენ კიდეც. გულითადი ხელმძღვანელები და საიმედო შემსრულებლები არიან. ბევრს აღწევენ გავლენიანი ადამიანების პროტექციის წყალობით. როგორც წესი, ავტორიტეტით სარგებლობენ საზოგადოებაში. ცდილობენ ყოველთვის შეინარჩუნონ კარგი ტონი და მისდიონ საზოგადოებაში გამეფებულ ტრენდებს.

 

Celebrities with Sun/Jupiter sextile:

Yang/Masculine signs (Fire+Air):  Jackie Chan ♈/♊, Hugh Hefner♈/♒, Jacqueline Kennedy Onassis ♌/♊, Bill Clinton ♌/♎,  Lucky Luciano ♐/♎,  Kaley Cuoco ♐/♒, Johnny Depp ♊/♈,  Richard Wagner ♊/♌, Catherine Deneuve ♎/♌,  Michelangelo Antonioni ♎/♐,  Roger Vadim ♒/♈, Burt Reynolds  ♒/♐.

Yin/Feminine signs (Earth+Water): Niccolò Machiavelli ♉/♋, Leonardo da Vinci ♉/♓, Tom Kaulitz ♍/♋,  Stephen King ♍/♏, David Bowie ♑/♏, Isaac Newton ♑/♓,  Benedict Cumberbatch ♋/♉,  Alexander the Great ♋/♍, Danny Devito ♏/♍,  Albert Camus ♏/♑,   Elizabeth Jagger ♓/♑, Robin Thicke ♓/♉.


About Qet

Scroll To Top