მზის და მარსის სექსტილი

მზის და მარსის სექსტილი

მზის სექსტილი

არასწორი არჩევანი ხშირად არა ქარაფშუტობის ან შეცდომის,

არამედ ღვთის ღალატის შედეგია

მზის სექსტილი ადამიანს ისეთ შესაძლებლობებს მისცემს, პლანეტით მართულ სფეროში, რისი რეალიზაციაც მისგან ნებელობით ძალისხმევას და ინიციატივას მოითხოვს. სავარაუდოდ, ამ შესაძლებლობების დამუშავების პროცესში მას საკმაოდ სასტიკ და იმპერატიულ გარემოებებთან შეჯახებაც მოუწევს, რაც სულაც არ წარმოადგენს აბსოლუტის მისდამი მტრული დამოკიდებულების დემონსტრირებას. პირიქით, ეს პოტენციურად მეგობრული და კეთილგანწყობილი ვითარებებია, თუმცა კი ადამიანისგან გარკვეული მიდგომის გამომუშავებას და ადაპტაციას მოითხოვს. მზის სექსტილი, ასე ვთქვათ, მამაკაცურ გამოწვევას უცხადებს ნატივს (პლანეტით მართულ სფეროებში), სთავაზობს რა საკუთარი ნების შემოწმებას _ რამდენად ძალუძს მას დაბრკოლებების გადალახვა და აბსოლუტთან თანამშრომლობის დამყარება.  თავის მხრივ, დაბრკოლებებში სულაც არ იგულისხმება ანტაგონისტური გარემოებები. ეს სასარგებლო და ეფექტური თანამშრომლობის შეთავაზებაა. თუ ადამიანი ვერ გრძნობს მზადყოფნას, გამოწვევის მისაღებად, მას შეუძლია უარი თქვას მათზე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მაგრამ თუ ის მუდმივად უარყოფს განგების ნებისმიერ კონსტრუქციულ შემოთავაზებას, გარკვეული დროის შემდეგ, ვითარებები მის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდება, ის დეგრადირდება და კარმის მკაცრ მარწუხებში აღმოჩნდება, სადაც თავისუფალი არჩევანი თითქმის აღარ დარჩება.

მეორეს მხრივ, მზის სექსტილი, მისი პრინციპების, ე.ი. ნების, დამუშავების მეტად ფასეულ შესაძლებლობას იძლევა, კონსტრუქციული ქმედებების მეშვეობით, იმ სფეროებში, რომელთანაც დაკავშირებულია პლანეტა. შინაგანი პრობლემების მოგვარებისას, რომელიც ამ ქმედებების მსვლელობისას იქმნება, ადამიანი საკუთარი ნების სწორად წარმართვას სწავლობს; მას შესაძლებლობა ეძლევა განსაზღვროს, რომელი ეგრეგორით არის მისი ნება მართული და შეათანხმოს  ის გარეფაქტორებსა და ქვეცნობიერის სხვადასხვა პროგრამასთან. მაგალითად, მზის და მთვარის სექსტილი მეტად პერსპექტიული ასპექტია, რომელიც განვითარების შესანიშნავ საშუალებას იძლევა. მაღალ დონეზე, ის სულიერ მასწავლებლებს შობს, რომლებიც მშვენივრად ერკვევიან კონკრეტული მოსწავლეების უმაღლეს და უმდაბლესს საწყისებში და ისიც შეუძლიათ ადამიანები, ევოლუციური განვითარების, კონკრეტულად მათთვის განკუთვნილ გზაზე დააყენონ.

 

მარსის სექსტილი

სამუშაო შეიძლება მძიმე ვალდებულება იყოს ან პური არსობისა,

თუმცა არასდროს საპატიო ზნე

მარსთან სექსტილი ადამიანს პლანეტის ენერგო დინების დახვეწის შესაძლებლობას აძლევს. ეს კონსტრუქციული აქტივობის პერსპექტივაა, რომლის მსვლელობისას პლანეტის და თავად მარსის დამუშავება მიმდინარეობს. ადამიანი სწავლობს საკუთარი ძალისა და ენერგიის შეთანხმებას პლანეტის მოთხოვნებთან. ბუნებრივია, ეს მისგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სექსტილის კეთილისმყოფელი გავლენით, მისთვის ეს სულაც არ წარმოადგენს ზედმეტობას ან შეუძლებელ მისიას. სამაგიეროდ, თუ ის ყველა შესაძლებლობის უარყოფას დაიწყებს, რაც პლანეტის მოთხოვნებს უკავშირდება, გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩენს, რომ ენერგიისგან იფიტება. მაშინ ის ვეღარ მიიღებს კმაყოფილებას საკუთარი ენერგიის ხარჯვის ფორმებისგან.  მცირე ხანში კი დეპრესია და არასრულფასოვნების შეგრძნებაც არ დააყოვნებს. შესაძლოა დისნჰარმონიული ენერგო აფეთქების მსხვეპლადაც იქცეს _ გარემოს აგრესიის ანუ ე.წ. „უბედური შემთხვევის“.

შინაგანი ცხოვრების თვალთახედვით, მარსთან სექსტილი ენერგო ვიბრაციის სიხშირეების გაზრდის შესანიშნავი საშუალებაა, თუ ადამიანი, პლანეტასთან დაკავშირებულ, ქვეცნობიერი პროგრამების და ძირითადი ინსტინქტების (მარსი) ურთიერთადაპტაციას ისწავლის. ასპექტის დამუშავება ნატივს საშუალებას აძლევს გარესამყაროს დესტრუქციული და მდაბიო ენერგია კონსტრუქციულ კალაპოტში მიმართოს. მაგალითად, დამუშავებული მარსი-პლუტონის სექსტილი ისეთ აღმზრდელს მოგვცემს, რომელიც  ძალიან წარმატებულად და ნაყოფიერად მუშაობს ანტისოციალურ მოზარდებთან.

 

მზის და მარსის ჰარმონიული ასპექტები (სექსტილი ან ტრინი)

მზის და მარსის ჰარმონიული ასპექტები უზარმაზარი ენერგიის წყაროა. ასეთი ადამიანები დიდი სასიცოცხლო ძალით, კონსტრუქციული ენერგიითა და შესაშური ჯანმრთელობით გამოირჩევიან. საოცრად საზრიანი ენთუზიასტები გარშემომყოფებს იშვიათი თავდაჯერებით, სიმამაცით, ღირსებითა და გულწრფელობით აოცებენ. დიდი შემართებით ილტვიან სიახლეებისკენ. ბრწყინვალე ლიდერები არიან.  მათ არასდროს აშინებთ შრომა, გაბედულად მიიწევენ საკუთარი მიზნებისკენ. მოთმინებით გადააქვთ ტკივილი და წინააღმდეგობები.

ამ ასპექტის მთავარ ნაკლად დაუსჯელობის სინდრომი შეიძლება ჩავთვალოთ, როდესაც ადამიანი დაუდევრად იმედოვნებს, რომ ყველაფრი შერჩება. ქალებში _ მიდრეკილება საბედისწერო ქალის სახებისკენ, რომელიც დაუნდობლად ახვევს თავბრუს მამაკაცებს და ამით სარგებლობს. ორივე სქესის წარმომადგენლებში ხაზგასმულია ფიზიკური ძალის, ენერგიის და მომხიბვლელობის ფაქტორი (სულიერის უპირატესად).

საოცარი ფხიანობით და ინიციატივით გამოირჩევიან. ენერგიის უზარმაზარი მარაგი აქვთ, რომელიც კიდევ უფრო იზრდება, როდესაც გამოწვევების წინაშე დგებიან. ძალიან უყვართ შეჯიბრი და გამარჯვება, რასაც გარშემომყოფები ფრიად ხალისიანად ხვდებიან, რადგან მათი მებრძოლი სული არ არის ყალბი და ხელოვნური. მათ გულწრფელად სწამთ სამართლიანი თამაშის და ასეთივე გულწრფელი აზარტით არიან შეყვარებულნი სიცოცხლეზე. ისე არ გაიგოთ, თითქოს ჩხუბისთავი ყოყლოჩნები იყვნენ _ მათ შეჯიბრის იდეა მოსწონთ და არა ძალადობა. ისინი ძლიერ აღშფოთდებიან თუ შეიტყვეს, რომ თამაშის რომელიმე მონაწილემ დადგენილი წესები დაარღვია და თაღლითობს. კონსტრუქციული ენთუზიაზმის წყალობით, მათ ყოველთვის მტკიცედ სწამთ სიკეთის გამარჯვების.

მზის და მარსის ჰარმონიული ტანდემი სიმამაცის და ავანტიურიზმის წყაროა. ეს გამორჩეული ჯანმრთელობის და ფიზიკური ძალის მქონე ხალხი განვითარებული ღირსების გრძნობითაც არის დაჯილდოებული, რომელსაც ბოლომდე დაიცავენ. ისინი უყოყმანოდ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და გაბედულად მოქმედებენ. მათი ქმედებები კარგად ნაფიქრი და დაგეგმილია, შესაბამისად, ნაყოფიერიც. ამიტომ, მარტივად მიიწევენ სოციალურ კიბეზე. მათთვის თვისებრივია კეთილშობილება და კეთილსინდისიერება. სიამოვნებით ეხმარებიან ადამიანებს, განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში. შეიძლება რომანტიული პრაგმატიკოსები ვუწოდოთ, რომელთაც კარგად იციან, როდის როგორ იმოქმედონ. საკუთარ შესაძლობებს მშვენივრად უთავსებენ რეალურ მოცემულობას, რისი წყალობითაც წარმატებული მეწარმეები და ორგანიზატორები არიან. ბედი წყალობთ სამხედრო, ტექნიკურ, პოლიტიკურ და სპორტულ სფეროებშიც.

პოპულარული ლიდერები და ერთგული თანამებრძოლები არიან, რომლებიც შესაშურ სიმამაცეს ავლენენ სახიფათო სიტუაციებში. კარგად იციან, როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს, თუმცა სამართლიანობის განვითარებული გრძნობით გამოირჩევიან. ოქროს ხელები აქვთ და უყვართ კიდეც ფიზიკურად მუშაობა. საერთოდ, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ყოველთვის მთელი სერიოზულად და თავდადებით ეკიდებიან. ყველა ტიპის თეორიულ ცოდნას მარჯვედ იყენებენ პრაქტიკაში. მარტივად ახერხებენ რეგენერაციას, ფიზიკური ძალების და სასიცოცხლო ენერგიის აღდგენას, რადგან ენერგია დაბალანსებულად და ჰარმონიულად ცირკულირებს მათში.

მათი გამარჯვების რწმენა ღია და ურყევია. ამიტომ, მარტივად მოიპოვებენ ავტორიტეტს არამხოლოდ კეთილისმსურველთა, არამედ ოპონენტთა თვალშიც. მარტივია ასევე ლიდერის პოზიციის დაკავება იმ სფეროებში რომელთაც ეს პლანეტები მართავენ (ლომის და ვერძის კუსპიდებს).  ყველა ზემოთჩამოთვლილი ღირსების გამო, ადამიანები დიდი სიამოვნებით და იმედებით იკრიბებიან მათ გარშემო.

როდესაც ადამიანის ნება(მზე) და სურვილები(მარსი) ჰარმონიულად ერწყმიან ჰოროსკოპში, ეს იმის მანიშნებელია, რომ ადამიანი გააზრებულად მართავს საკუთარ ცხოველურ ინსტინქტებს, იმპულსებს, სურვილებსა და აგრესიას.

მთავარი განსხვავება ტრინსა და სექსტილს შორის: ტრინი უფრო ბუნებრივი ენერგიაა, როდესაც ადამიანს ამ ასპექტის ყველა თვისება თავისთავად აქვს ბოძებული. ის თითქოს ვერ აცნობიერებს, რამდენ სიმამაცეს, გაბედულებას, ენთუზიაზმსა და თავდაჯერებას ფლობს. სექსტილი კი ინვესტიციებს მოითხოვს _ მას ყველა ის ღირსება აქვს, რაც ტრინს, მხოლოდ სრულყოფილებამდე მისაყვანად, ალმასი უნდა დამუშავდეს, რომ ბრწყინვალე ბრილიანტად იქცეს.

 

Celebrities with Sun/Mars sextile:

Yang/Masculine signs (Fire+Air): Aretha Franklin ♈/♊, Gary Oldman ♈/♒, Coco Chanel ♌/♊,       Jean Reno ♌/♎,  John Malkovich ♐/♎, Scarlett Johansson ♐/♒,  Russell Brand  ♊/♈,  Donald Trump ♊/♌, Monica Bellucci ♎/♌, Luciano Pavarotti ♎/♐, Heather Graham  ♒/♈,  Nick Nolte  ♒/♐.

Yin/Feminine signs (Earth+Water): Penélope Cruz ♉/♋, Che Guevara♉/♓, Stephen King ♍/♋, Shania Twain ♍/♏, J.R.R. Tolkien♑/♏, Elizabeth Teissier ♑/♓,  Debbie Harry ♋/♉, Ariana Grande ♋/♍,  Sophie Marceau ♏/♍,  Julia Roberts ♏/♑, Sharon Stone  ♓/♑, Chuck Norris ♓/♉.


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top