მზის და მარსის ტრინი

მზის და მარსის ტრინი

მზის ტრინი

როდესაც ბედის მხარდაჭერას გრძნობ, დაფიქრდი, კონკრეტულად რას უჭერს ის მხარს

მზესთან ტრინი ძალიან ძლიერი ასპექტია. თითქოს კარმა სამუდამო კეთილდღეობას, ჰარმონიასა და ბედნიერებას უქადის პლანეტას. ყოველ შემთხვევაში, დაბალ დონეზე, ადამიანს ასე ეჩვენება და გარკვეულწილად, ასეც არის. კარმა პლანეტის პრინციპებს გამარჯვებისთვის „განწირულ“ მსვლელობას სთავაზობს, მხოლოდ დამუშავების პირობით! ადამიანი ყოველთვის კონსტრუქციულ მიმართულებას მიიღებს, თუ მუშაობა მოინდომა. იმ შემთხვევაშიც, თუ მან პლანეტის პრინციპების სათავისოდ მოხმარება განიზრახა, წინ ვერაფერი აღუდგება. თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ მზის ტრინი პლანეტის პრინციპების ყვავილობას ნიშნავს. ასეთივე წარმატებით მან შეიძლება მის ლპობასაც შეწყოს ხელი (და მაინც, ფასადური სილამაზის შენარჩუნებით), თუ ადამიანის ნება მტაცებლური მოთხოვნებით არის მოტივირებული. ამ თვალსაზრისით, გამორჩეულად საშიშია მზე-მთვარე ტრინი, განსაკუთრებით ძლიერი მზის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ნებითი სურვილების დასაკმაყოფილებლად ბოროტად სარგებლობს საკუთარი ჯანმრთელობით.

მთლიანობაში, ტრინის და განსაკუთრებით მზის ტრინის ინტერპრეტაცია დიდად არის დამოკიდებული მის დამუშავებაზე. დაბალ დონეზე, ნების ეგოისტურად მიმართვისას, ადამიანი სწრაფად შეეჯახება უსიამოვნო ფაქტს, რომ იმპერატიული გარემოებები მხოლოდ დასანახად უწყობს ხელს პლანეტის პრინციპებს, შინაგანად კი, ე.ი. არსებითად, ის არ ვითარდება, თანდათან იყინება და ადამიანი უზომოდ მოსაწყენი ხდება.

მეორეს მხრივ, პლანეტის პრინციპების აქტიური დამუშავება და მისი განვითარება კარმის ძლიერ მხარდაჭერას იძლევა, რომელიც ადამიანს სრულიად ბუნებრივად ეჩვენება, მაგრამ ეს ზუსტადაც რომ მისი ნებელობითი ძალისხმევის შედეგია. აქ მნიშვნელოვანია უწყვეტი მუშაობა, რადგან ტრინის შემოქმედებითად მხარდამჭერი გავლენა მყისვე წყდება, როგორც კი ადამიანი კონსტრუქციულ ძალისხმევას ასუსტებს. მაშინ ტრინი მძარცველს ემსგავსება, რომელიც გარემოსგან ძალადობრივი გზით ითვისებს ჰარმონიას და ადამიანს იმ ფორმით აწვდის, რომელიც მისთვის უკვე უინტერესოა.

გაფრთხილება: პლანეტით მართულ სფეროში, ნატივთან შებრძოლება ძალიან სახიფათოა, რადგან ის ძალა, რომელიც მის გარშემო ჰარმონიას ინარჩუნებს, თქვენთან ცერემონიებს არ დაიწყებს.

ტრინის განმარტების დროს, ყურადღება უნდა დაეთმოს არამხოლოდ მზის და პლანეტის ძალებს (აფეტიკით), არამედ კონკრეტულ გარემოებებსაც ადამიანის ცხოვრებაში.  ნებისმიერ შემთხვევაში, ნატივს გულწრფელად მიაჩნია, რომ მისი ნება, პლანეტარული პრინციპების გამოვლენისას,  სრულყოფილია და მისი გადარწმუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

მარსის ტრინი: „საკუთარი ძალების ზომიერად ხარჯვით,

ადამიანს უზომო სიმძიმე გარშემომყოფთა მხრებზე გადააქვს“

მარსის ტრინი საკმაოდ სახიფათო ასპექტია, რომელიც, მართალია, პლანეტისთვის თვისებრივი პრინცების ენერგიით მომარაგებას უწყობს ხელს, მაგრამ მისი ძალა თავისუფლად შეიძლება ღია ბოროტების კალაპოტში გადავიდეს. ნატივი ყოველთვის კარგად გრძნობს უზარმაზარ ძალას, მაგრამ თუ მარსთან ტრინით დაკავშირებული პლანეტა არ დამუშავდა, აღმოჩნდება, რომ ის თავის უმდაბლეს ოქტავაში ვიბრირებს და ის აუცილებლად შეეცდება, ადამიანი დაიმონოს და საკუთარი ინვოლუციური პროგრამების (მაშასადამე, ქაოსის, განადგურების და პროფანაციის) გამტარებლად აქციოს.

დაბალ დონეზე, ეს ასპექტი, პლანეტარული პრინციპების ძალის შეგრძნების გარდა, სიზარმაცის გამომწვევიც შეიძლება იყოს, რისი გადალახვაც ადამიანს დამოუკიდებლად არ ძალუძს. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ, მისი აზრით, გარშემომყოფები სიამოვნებით მუშაობენ მის მაგივრად. ამდენად, არსებითი ცხოვრებისეული წინააღმდეგობები, რომელიც ადამიანს პლანეტის პრინციპების აქტივაციისკენ უბიძგებს, პოზიტიურ მოვლენად და განვითარების პერსპექტივად უნდა განვიხილოთ, რომელიც ნატივის კუნთებს კუმშავს და მათში შედედებულ სისხლს აჩქროლებს.  აღსანიშნავია, რომ ადამიანი ძალიან მარტივად, სწრაფად და ეფექტურად უმკლავდება ნებისმიერ სირთულეს, რადგან მარსთან ტრინი პლანეტის პრინციპების მინიმალური ძალისხმევით რეალიზების საშუალებას იძლევა. შემდეგ ის შეძლებს კარგად დაისვენოს და იმ ენერგიისგან დაიცალოს, რომლითაც წინააღმდეგობის დაძლევის დროს აღივსო.

დამუშავების მაღალ დონეზე, მარსი პლანეტას მაღალი ვიბრაციის ენერგიას აძლევს, რითაც ხელს უწყობს მის უმაღლეს ოქტავაში რეალიზებას. შედეგად, სამყარო, ნატივის სახით, ენერგეტიკული „შავი ხვრელის“ ნაცვლად (რაც თვისებრივია დაბალი ოქტავისთვის, როდესაც ადამიანი სამყაროს ჰარმონიას და კონკრეტულ ადამიანებს საკუთარი ეგოს სასარგებლოდ ამუშავებს), ძლევმოსილ ენერგო არხს იღებს მაღალ ეგრეგორში, რითაც კაცობრიობას განვითარების ახალ იმპულსს აძლევს.

თუ ადამიანს ძლიერ ჰარმონიული მაგრამ დაუმუშავებელი მარსი ჰყავს, გარკვეული დროის შემდეგ, ის სასტიკი ეგრეგორის საკმაოდ სპეციფიურ მონობაში ამოჰყოფს თავს, რომელიც მას ძალას მხოლოდ საკუთარი კონკრეტული საქმეების შესასრულებლად მისცემს. ეს უმეტესად დაკავშირებული იქნება ქაოსის აქტიურ მხარდაჭერასთან. სხვა ყველაფრისთვის ადამიანს ენერგიის მიწოდება შეუწყდება. მატერიალურ დონეზე, ეს პათოლოგიური სიზარმაცით, გულგრილობითა და აპათიით ვლინდება. მეტიც, მას შემდეგ რაც სასტიკი ეგრეგორი ადამიანის გარე ძალებს ამოწურავს, მის შიდა რესურსზე გადავა, რის შედეგადაც მელანქოლია სომატურ დაავადებებში გადაიზრდება.

 

მზის და მარსის ჰარმონიული ასპექტები (სექსტილი ან ტრინი)

მზის და მარსის ჰარმონიული ასპექტები უზარმაზარი ენერგიის წყაროა. ასეთი ადამიანები დიდი სასიცოცხლო ძალით, კონსტრუქციული ენერგიითა და შესაშური ჯანმრთელობით გამოირჩევიან. საოცრად საზრიანი ენთუზიასტები გარშემომყოფებს იშვიათი თავდაჯერებით, სიმამაცით, ღირსებითა და გულწრფელობით აოცებენ. დიდი შემართებით ილტვიან სიახლეებისკენ. ბრწყინვალე ლიდერები არიან.  მათ არასდროს აშინებთ შრომა, გაბედულად მიიწევენ საკუთარი მიზნებისკენ. მოთმინებით გადააქვთ ტკივილი და წინააღმდეგობები.

ამ ასპექტის მთავარ ნაკლად დაუსჯელობის სინდრომი შეიძლება ჩავთვალოთ, როდესაც ადამიანი დაუდევრად იმედოვნებს, რომ ყველაფრი შერჩება. ქალებში _ მიდრეკილება საბედისწერო ქალის სახებისკენ, რომელიც დაუნდობლად ახვევს თავბრუს მამაკაცებს და ამით სარგებლობს. ორივე სქესის წარმომადგენლებში ხაზგასმულია ფიზიკური ძალის, ენერგიის და მომხიბვლელობის ფაქტორი (სულიერის უპირატესად).

საოცარი ფხიანობით და ინიციატივით გამოირჩევიან. ენერგიის უზარმაზარი მარაგი აქვთ, რომელიც კიდევ უფრო იზრდება, როდესაც გამოწვევების წინაშე დგებიან. ძალიან უყვართ შეჯიბრი და გამარჯვება, რასაც გარშემომყოფები ფრიად ხალისიანად ხვდებიან, რადგან მათი მებრძოლი სული არ არის ყალბი და ხელოვნური. მათ გულწრფელად სწამთ სამართლიანი თამაშის და ასეთივე გულწრფელი აზარტით არიან შეყვარებულნი სიცოცხლეზე. ისე არ გაიგოთ, თითქოს ჩხუბისთავი ყოყლოჩნები იყვნენ _ მათ შეჯიბრის იდეა მოსწონთ და არა ძალადობა. ისინი ძლიერ აღშფოთდებიან თუ შეიტყვეს, რომ თამაშის რომელიმე მონაწილემ დადგენილი წესები დაარღვია და თაღლითობს. კონსტრუქციული ენთუზიაზმის წყალობით, მათ ყოველთვის მტკიცედ სწამთ სიკეთის გამარჯვების.

მზის და მარსის ჰარმონიული ტანდემი სიმამაცის და ავანტიურიზმის წყაროა. ეს გამორჩეული ჯანმრთელობის და ფიზიკური ძალის მქონე ხალხი განვითარებული ღირსების გრძნობითაც არის დაჯილდოებული, რომელსაც ბოლომდე დაიცავენ. ისინი უყოყმანოდ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და გაბედულად მოქმედებენ. მათი ქმედებები კარგად ნაფიქრი და დაგეგმილია, შესაბამისად, ნაყოფიერიც. ამიტომ, მარტივად მიიწევენ სოციალურ კიბეზე. მათთვის თვისებრივია კეთილშობილება და კეთილსინდისიერება. სიამოვნებით ეხმარებიან ადამიანებს, განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში. შეიძლება რომანტიული პრაგმატიკოსები ვუწოდოთ, რომელთაც კარგად იციან, როდის როგორ იმოქმედონ. საკუთარ შესაძლობებს მშვენივრად უთავსებენ რეალურ მოცემულობას, რისი წყალობითაც წარმატებული მეწარმეები და ორგანიზატორები არიან. ბედი წყალობთ სამხედრო, ტექნიკურ, პოლიტიკურ და სპორტულ სფეროებშიც.

პოპულარული ლიდერები და ერთგული თანამებრძოლები არიან, რომლებიც შესაშურ სიმამაცეს ავლენენ სახიფათო სიტუაციებში. კარგად იციან, როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს, თუმცა სამართლიანობის განვითარებული გრძნობით გამოირჩევიან. ოქროს ხელები აქვთ და უყვართ კიდეც ფიზიკურად მუშაობა. საერთოდ, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ყოველთვის მთელი სერიოზულად და თავდადებით ეკიდებიან. ყველა ტიპის თეორიულ ცოდნას მარჯვედ იყენებენ პრაქტიკაში. მარტივად ახერხებენ რეგენერაციას, ფიზიკური ძალების და სასიცოცხლო ენერგიის აღდგენას, რადგან ენერგია დაბალანსებულად და ჰარმონიულად ცირკულირებს მათში.

მათი გამარჯვების რწმენა ღია და ურყევია. ამიტომ, მარტივად მოიპოვებენ ავტორიტეტს არამხოლოდ კეთილისმსურველთა, არამედ ოპონენტთა თვალშიც. მარტივია ასევე ლიდერის პოზიციის დაკავება იმ სფეროებში რომელთაც ეს პლანეტები მართავენ (ლომის და ვერძის კუსპიდებს).  ყველა ზემოთჩამოთვლილი ღირსების გამო, ადამიანები დიდი სიამოვნებით და იმედებით იკრიბებიან მათ გარშემო.

როდესაც ადამიანის ნება(მზე) და სურვილები(მარსი) ჰარმონიულად ერწყმიან ჰოროსკოპში, ეს იმის მანიშნებელია, რომ ადამიანი გააზრებულად მართავს საკუთარ ცხოველურ ინსტინქტებს, იმპულსებს, სურვილებსა და აგრესიას.

მთავარი განსხვავება ტრინსა და სექსტილს შორის: ტრინი უფრო ბუნებრივი ენერგიაა, როდესაც ადამიანს ამ ასპექტის ყველა თვისება თავისთავად აქვს ბოძებული. ის თითქოს ვერ აცნობიერებს, რამდენ სიმამაცეს, გაბედულებას, ენთუზიაზმსა და თავდაჯერებას ფლობს. სექსტილი კი ინვესტიციებს მოითხოვს _ მას ყველა ის ღირსება აქვს, რაც ტრინს, მხოლოდ სრულყოფილებამდე მისაყვანად, ალმასი უნდა დამუშავდეს, რომ ბრწყინვალე ბრილიანტად იქცეს.

 

Celebrities with Sun/Mars trine:

FIRE: Thomas Jefferson♈/♌, Paul Rudd♈/♐, François Hollande ♌/♐, Martha Stewart ♌/♈, Zoë Kravitz ♐/♈, Jean-Luc Godard ♐/♌.

EARTH: Stevie Wonder♉/♍, Megan Fox♉/♑, Jennifer Tilly ♍/♉, Johann von Goethe ♍/♑, Isaac Newton ♑/♉, Paul Cézanne♑/♍.

AIR: Dave Navarro ♊/♎, Ian McKellen♊/♒, Louis Lumière ♎/♊, Giuseppe Verdi ♎/♒, Abraham Lincoln ♒/♎, Angela Davis ♒/♊.

WATER: Rembrandt ♋/♏, Chris Isaak♋/♓, Albert Camus♏/♋, Bo Derek ♏/♓,  Arthur Schopenhauer ♓/♋, Benicio Del Toro ♓/♏.


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top