მზის და მერკურის შეერთება

მზის და მერკურის შეერთება

მერკური მზეს 28°-ზე მეტად არ შორდება. ამიტომ, მათ შორის ასპექტი მხოლოდ შეერთება ან ნახევარსექსტილია. შეერთების ორბისის მიხედვით მზისა და მერკურის ორი ტიპის შეერთებას განასხვავებენ:

2°-ზე ნაკლები ან 8°-ზე მეტი დაშორებით შეერთების მახასიათებლებია: გონების სისწრაფე, აქტიურობა, მოქმედიანობა, კონტაქტურობა, მოძრავობა, ფხიანობა, ინტუიციურობა, დამკვირვებლური გონება, ინფორმაციის კარგი ათვისების უნარი, კარგი მახსოვრობა.

2-5°-იანი შეერთების მახასიათებლებია: რეფლექსურობა, სუბიექტურობა, ნევროზულობა, ქაოსურობა, მოუსვენრობა, არათანმიმდევრულობა, არალოგიკურობა, მეტყველების დეფექტები (მაგ: ბორძიკით საუბარი). დადებითი მხარე – აზრების სიღრმე, ასოციაციების სიმდიდრე, დამკვირვებლობა, ყურადღებიანობა, „ენციკლოპედურობა“.

ეგოსა და გონების აღრევით, მზე-მერკურის შეერთების მქონე ადამიანები მეტ მენტალურ ენერგიას ფლობენ. ფაქტობრივად მათი გონების “გამორთვა” არ ხდება. მუდმივად ფიქრობენ რაც სურთ და უმეტეს შემთხვევაში ეს მათი ნების გამოვლინებაცაა. მერკური რასაც ეხება, ყველაფერზე განმარტება „მოაქვს“ და როდესაც მზესთან ერთიანდება, ინდივიდი ლოგიკასა და განმარტებას ნებასთან ათანხმებს. შედეგი კი კარგი ინტელექტუალური და კომუნიკაციური უნარებია.

 

ასპექტის მქონე ადამიანი შესაძლოა მეტს ლაპარაკობს და ნაკლებად უსმენს.  საუბრის დროს მეტადაა დაკავებული შემდეგი წინადადების მოფიქრებით. სწავლის პროცესში უკეთესად ახერხებს მასალის დამოუკიდებლად გაცნობას, ვიდრე მოსმენას. ეს თვისება კი კომუნიკაციის პროცესებში აქტიური როლის მძაფრი საჭიროებიდან გამომდინარეობს. ამ ასპექტის მქონე ადამიანისთვის რთულია პასიურ მდგომარეობაში უსმენდეს და ინფორმაცია შეისრუტოს.

როგორც წესი, ინდივიდის აზრები მტკიცეა და დამოუკიდებელი მოაზროვნეა. საკუთარი შეხედულებებით, აზრებით ამაყობს და როცა მის აზრს ყურადღების მიღმა ტოვებენ, ან აკრიტიკებენ, შესაძლოა „გაცხარდეს“. მზე-მერკურის შეერთების მქონე ადამიანი ექსპრესიული და ხატოვნად მოსაუბრეა.

მზე-მერკურის შეერთება საკუთარი თავის ობიექტურად შეფასების უუნარობას იწვევს, მაგრამ თუ შეერთება ტყუპებში, მერწყულში ან სასწორშია – დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობების ასპექტია. ყველა ძალისხმევა წარმატებით გვირგვინდება, მაგრამ იშვიათად დაბრკოლებას აწყდება ძლიერების მხრიდან.

შემოქმედებითი ძალები და აქტიურობა ვლინდება მერკურის სფეროებში: ახალი იდეები, სამუშაო, მეგობრობა. ასპექტის მახასიათებლებია: წარმოსახვის, წარმოდგენის გაცოცხლებისკენ მიდრეკილება, ძლიერი ნებისყოფით გადაწყვეტის მიღება. ინდივიდს საკუთარ თავზე ობიექტური ხედვაში ხელი ეშლება, რადგან „მე“ გონებასთან „ირევა“, რთულია საკუთარი თავის გვერდიდან დანახვა. ამ ასპექტის მქონე ადამიანს დიდი სულიერი ძალა და ენერგია აქვს.

ასტროლოგიურ ტრადიციებში მზესთან შეერთების შემთხვევაში, მერკურს „დამწვრად“ მოიხსენიებენ. რაც უფრო ახლოსაა მზე მერკურთან, საკუთარი „მე“, ეგო მეტად ფარავს გონებრივ შესაძლებლობებს; სუბიექტურია. მზისგან დაშორებული მერკური კი, პირიქით, ობიექტურობაზე მიანიშნებს.

თუ შეერთება ½-4 გრადუსიანია – მერკური დამწვარია: აზროვნებითი, გონებრივი კავშირები მზის ენერგიას „ერევა“. დამწვარი მერკურის შემთხვევაში დამახასიათებელია სუბიექტური აზროვნება, პირდაპირობა, ხშირად მეტყველების დარღვევაც (მაგ: ენის ბორძიკით საუბარი) გამოიხატება.

„თავისუფალი“ (არადამწვარი) შეერთება (10 გრადუსამდე): გონებისა და მეტყველების სიფიცხე (სისწრაფე), ენებისა და წერილობითი გადმოცემის ნიჭი.

მერკური მზის გულში (ნახევარ გრადუსზე ნაკლები შეერთება) – იგივე სირთულეებს იძლევა, მზის ენერგია მერკურის ენერგიით იცვლება და იდეალურ ნაწილს წაროადგენს აზროვნებისთვის – ტალღა სულიერი მისწრაფებისთვის ინსტრუმენტად, იარაღად იქცევა, ეს მდებარეობა დიდ ინტელექტუალურ შესაძლებლობას იძლევა, განსაკუთრებით თუ შეერთება ტყუპებში, ქალწულში, მერწყულში ან სასწორში ხდება.

მერკური მზის წინ – მუშაობასთან, სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებით სირთულეები, ხოლო ცარიელი ან დაზიანებული მე-10 სახლის შემთხვევაში ნებისმიერი კარიერა გამოირიცხება, სამსახურისგან მნიშვნელოვანი მიღწევები მოსალოდნელი ნაკლებადაა.

დადებითად ასპექტირებული შეერთება: ცნობიერისა და განსჯის გაერთიანება; ინტელექტუალურ ურთიერთობებში, იდეების გაცვლაში პიროვნების თვითგანმტკიცება.

ცუდად ასპექტირებული შეერთება: არასტაბილურობის, ნევროზულობის, ხმაურიანობის სტიქია.

მზის შეერთება: ”მდგომარეობა გავალდებულებს/დაპირდი-შეასრულე”

მზესთან შეერთება პლანეტის გამოვლინებას იმპერატიულ ხასიათს სძენს, ასპექტის მაღალი დამუშავებისას. დაბალ დონეზე, იმპერატიულობა უფრო პლანეტის დამუშავების აუცილებლობაზე ვრცელდება. მზე, თავისი გამორჩეული ძალით, ნათლად გამოასხივებს პლანეტის უმდაბლესს გამოვლინებებს, ძირითადად პირდაპირი ზეწოლის მეთოდით.

მზის დამუშავების დაბალ დონეზე, ის მოქმედებს მკაცრი იმპერატივებით, თრგუნავს პლანეტის შემოქმედებით საწყისს, აიძულებს ვიწრო ჩარჩოებში გამოვლინდეს პლანეტის პრინციპები. წარმოიქმნება უკიდურესი შინაგანი დაძაბულობა, აფეთქება გარდაუვალია. ამასთან აბსოლუტის ხელოვნება (შემოქმედებითობა) ვლინდება როგორც აფეთქების ხასიათში (წინასწარ განუსაზღვრელად), ისე ნამსხვრევების ტრაექტორიის ფორმით.

თუ მზესთან შეერთება დაუმუშავებელია, მაგრამ ჰარმონიულად დგას რუკაში, ეს აფეთქება უფრო გარშემომყოფებისთვის იქნება საშიში, ვიდრე ასპექტის მფლობელისთვის. ხოლო პლანეტის შემოქმედებითი საწყისი გამოვლინდება მხოლოდ მკაცრად ეგოისტური მიდგომისას, მისი პრინციპების შესაბამის სფეროებში.

მაგალითად, მზე მარსის შეერთების დაუმუშავებელი ასპექტი იძლევა ძლიერ, მაგრამ სრულიად ფუჭ აქტიურობას, რომელიც მფლობელს უაღრესად მნიშვნელოვნად და სასარგებლოდ ეჩვენება. თუმცა, იმავდროულად ეს ასპექტი მას აძლევს შესაძლებლობას, სრულიად შთანთქოს სხვისი ენერგია და დატოვოს სხვა ადამიანი ძალაგამორთმეული. ამასთან ადამიანს მიაჩნია, რომ დადებით გავლენას ახდენს თავისი აქტიურობით და მადლობასაც კი ელოდება გარშემომყოფებისგან.

მზესთან შეერთების ასპექტის (და მზის) დამუშავება იძლევა უამრავ კარგ თავგადასავალს ბევრად უფრო დადებით ეგრეგორზე. როდესაც მზიური ინიციატივა წამოვა არა იმპერატიული ბრძანების ფორმით, არამედ როგორც სასურველი ქმედებისკენ მიმართულების მიცემა და რაც მთავარია, ყურადღების სახით. ასეთ შემთხვევაში, მზისა და პლანეტის ურთიერთქმედება არსებითად მსუბუქდება და პლანეტა მზისგან იღებს მსუბუქ მაგნიტურ მუხტს, რომელიც ემსახურება მის ორიენტაციას (პლანეტისთვის) რთულ პირობებში, როდესაც ოპტიმალური არჩევანი ცხადად არ ჩანს.

 

მერკურის შეერთება: “საგანგაშოა არამხოლოდ აზრების არარსებობა, ხშირად მათი არსებობაც”

მერკურისთან შეერთებისას, პლანეტას ძლიერი მენტალური შეფერილობა ენიჭება. მაშინაც კი, როდესაც ადამიანს არ სურს, არ სჭირდება და მისთვის არასასურველიც კი არის ზედმეტი ფიქრი. მაგალითად, ვენერა-მერკურის შეერთებისას, სასიყვარული ურთიერთობაში იმდენი გათვლა და კეთილგონიერება ფიგურირებს, ნებისმიერი სპონტანური გრძნობა და ცოცხალი შეგრძნება მყისვე კვდება. განსაკუთრებით, როდესაც მერკური ვენერაზე ძლიერია.

სამწუხაროდ, მენტალური შეფერილობა არ არის გაიგივებული პიროვნების ინდივიდუალურ აზროვნებასთან და ხშირად დაიყვანება საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ქვეცნობიერის, ფართოდ გავრცელებულ, ბრტყელ შეხედულებებსა და შტამპებამდე. ეს კი დიდ გავლენას ახდენს პლანეტის პრინციპზე, რომელიც საზოგადოებრივი აზრის სქემატური წნეხის ქვეშ ექცევა და პროფანაციას განიცდის (მახინჯდება).

ასეთი ინდივიდი, როგორც წესი, თავადაც კარგად გრძნობს, რომ მისი ნებისმიერი მცდელობა, თავი დააღწიოს მერკურის მსგავს მომაკვდინებელ გავლენას პლანეტაზე, ამ უკანასკნელის გამოვლინების სფეროს გაზრდის მეშვეობით (მაგალითად, იპოვოს ახალი მიჯნური, თუ ვენერასთან შეერთებაა), კრახით დასრულდება. გონება (მერკური) მართალია უხეშია, მაგრამ მოქნილია და შეუძლია მიესადაგოს ახალ გარემოებებს და ნებისმიერ მოვლენაზე გავლენის მეთოდი შეცვალოს.

შეერთების დამუშავება მიმდინარეობს პირველ რიგში მერკურის დამუშავებით. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მენტალური ქცევის გავლენა, როგორც საერთო მიმართულების ხიდი ენერგეტიკულ დინებებსა და პლანეტის პრინციპებთან და არა როგორც მათი შემცვლელი. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან მოითხოვს აზროვნების მექანიზმის გადაწყობას, მძიმე და სწორხაზოვანი სოციალური შტამპების უარყოფას და გადასვლას უფრო მოქნილ და მსუბუქ აზროვნების ფორმაზე, რომლითაც შეძლებს ადეკვატურ ურთიერთქმედებას პლანეტის პრინციპებთან. მაგალითად, მერკური მარსის შეერთება, ძლიერი მერკურის შემთხვევაში, დაბალ დონეზე მოგვცემს არა ადამიანს, არამედ პრაქტიკულად რობოტს, რომელიც ნებისმიერი მოქმედების დაწყებამდე, ქმედების მოდელირებას ახდენს თავში. მას საერთოდ არ შეუძლია, ენდოს თავისი გრძნობებისა და ლოგიკის სპონტანურ ენერგეტიკულ გამოვლინებებს.

ასპექტის დამუშავება იძლევა შემოქმედებით უნარებს, რომელიც ვლინდება პლანეტის პრინციპის დახვეწილი და შემოქმედებითად მართვის უნარით ისეთ მომენტებში, როდესაც ეს აუცილებელია.

 

ცნობილი ადამიანები მზის და მერკურის შეერთებით:

ვერძში: Mariah Carey, Charlie Chaplin, Robert Downey Jr, Quentin Tarantino, Vince Vaughn, Christophe Lambert, Christopher Walken, Gregory Peck…

კუროში: George Clooney, Megan Fox, Jessica Alba, Penélope Cruz, Bono, Salvador Dalí, Pierce Brosnan, Jiddu Krishnamurti, Pope John Paul II, Henry Cavill, Barbra Streisand …

ტყუპებში: Angelina Jolie, Marilyn Monroe, Julie Gayet,  Paul McCartney, Tupac Shakur, Russell Brand, Elizabeth Hurley, Liam Neeson, Hugh Laurie, Matthew Bellamy, Jean-Paul Sartre …

კირჩხიბში: Diana Princess of Wales, Jessica Simpson, Camilla Duchess of Cornwall, Liv Tyler, Eva Green, Julius Caesar, Diane Kruger, Marcel Proust…

ლომში: Barack Obama, François Hollande, Jennifer Lopez, Mick Jagger, Charlize Theron, Daniel Radcliffe, Jacqueline Kennedy Onassis, Roger Federer…

ქალწულში: Keanu Reeves, Freddie Mercury, Amy Winehouse, Salma Hayek, Pink, Paul Walker, Hugh Grant, Blake Lively, Colin Firth, Mickey Rourke…

სასწორში: Catherine Zeta-Jones, Gwen Stefani, Kate Winslet, Gwyneth Paltrow, Hugh Jackman, Margaret Thatcher, Silvio Berlusconi, Sigourney Weaver, Clive Owen, Dita von Teese…

მორიელში: Jodie Foster, Katy Perry, Julia Roberts, Demi Moore, Gerard Butler, Anne Hathaway, Matthew McConaughey, Astrid Lindgren, Martin Scorsese…

მშვილდოსანში: Britney Spears, Christina Aguilera, Jay-Z, Nicki Minaj, Tina Turner, Jake Gyllenhaal, Edith Piaf, Woody Allen, Maria Callas, Frank Sinatra, Ludwig van Beethoven, Ian Somerhalder…

თხის რქაში: Elvis Presley, David Bowie, Gérard Depardieu, Nostradamus, Nicolas Cage, Bradley Cooper, Zooey Deschanel, Anthony Hopkins, Denzel Washington, Stephen Hawking, Edgar Allan Poe…

მერწყულში: Wolfgang Amadeus Mozart, Paris Hilton, Oprah Winfrey, Cristiano Ronaldo, Taylor Lautner, Jeanne Moreau, Axl Rose, Joseph Gordon-Levitt, Gia Carangi, Jules Verne…

თევზებში: Alan Rickman, Sharon Stone, Juliette Binoche, Elizabeth Taylor, Eva Herzigová, Mitt Romney, Olivia Wilde, Chuck Norris, Isabelle Huppert…

 

წყაროები: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა.


About Tamta

Scroll To Top