მზის და მთვარის სექსტილი

მზის და მთვარის სექსტილი

მზის სექსტილი

არასწორი არჩევანი ხშირად არა ქარაფშუტობის ან შეცდომის,

არამედ ღვთის ღალატის შედეგია

მზის სექსტილი ადამიანს ისეთ შესაძლებლობებს მისცემს, პლანეტით მართულ სფეროში, რისი რეალიზაციაც მისგან ნებელობით ძალისხმევას და ინიციატივას მოითხოვს. სავარაუდოდ, ამ შესაძლებლობების დამუშავების პროცესში მას საკმაოდ სასტიკ და იმპერატიულ გარემობებთან შეჯახებაც მოუწევს, რაც სულაც არ წარმოადგენს აბსოლუტის მისდამი მტრული დამოკიდებულების დემონსტრირებას. პირიქით, ეს პოტენციურად მეგობრული და კეთილგანწყობილი ვითარებებია, თუმცა კი ადამიანისგან გარკვეული მიდგომის გამომუშავებას და ადაპტაციას მოითხოვს. მზის სექსტილი, ასე ვთქვათ, მამაკაცურ გამოწვევას უცხადებს ნატივს (პლანეტით მართულ სფეროებში), სთავაზობს რა საკუთარი ნების შემოწმებას _ რამდენად ძალუძს მას დაბრკოლებების გადალახვა და აბსოლუტთან თანამშრომლობის დამყარება.  თავის მხრივ, დაბრკოლებებში სულაც არ იგულისხმება ანტაგონისტური გარემოებები. ეს სასარგებლო და ეფექტური თანამშრომლობის შეთავაზებაა. თუ ადამიანი ვერ გრძნობს მზადყოფნას, გამოწვევის მისაღებად, მას შეუძლია უარი თქვას მათზე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, თუ ის მუდმივად უარყოფს განგების ნებისმიერ კონსტრუქციულ შემოთავაზებას, ვითარებები მის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდება. ის დეგრადირდება და კარმის მკაცრ მარწუხებში აღმოჩნდება, სადაც თავისუფალი არჩევანი თითქმის აღარ დარჩება.

მეორეს მხრივ, მზის სექსტილი, მისი პრინციპების, ე.ი. ნების, დამუშავების მეტად ფასეულ შესაძლებლობას იძლევა, კონსტრუქციული ქმედებების მეშვეობით, იმ სფეროებში, რომელთანაც დაკავშირებულია პლანეტა. შინაგანი პრობლემების მოგვარებისას, რომელიც ამ ქმედებების მსვლელობისას იქმნება, ადამიანი საკუთარი ნების სწორად წარმართვას სწავლობს; მას  შესაძლებლობა ეძლევა განსაზღვროს, რომელი ეგრეგორით არის მისი ნება მართული და შეათანხმოს  ის გარეფაქტორებსა და ქვეცნობიერის სხვადასხვა პროგრამასთან. მაგალითად, მზის და მთვარის სექსტილი მეტად პერსპექტიული ასპექტია, რომელიც განვითარების შესანიშნავ საშუალებას იძლევა. მაღალ დონეზე, ის სულიერ მასწავლებლებს შობს, რომლებიც მშვენივრად ერკვევიან კონკრეტული მოსწავლეების უმაღლეს და უმდაბლესს საწყისებში და ისიც შეუძლიათ, ევოლუციური განვითარების, კონკრეტულად მათთვის განკუთვნილ გზაზე დააყენონ ადამიანები.

 

 

მთვარის სექსტილი 

საკუთარი სიზარმაცის გადალახვით, ადამიანი იმპულსს აძლევს საზოგადოებრივ განვითარებას

ეს ასპექტი ქვეცნობიერის განვითარების შესანიშნავ პერსპექტივებს იძლევა პლანეტით მართულ სფეროებში. მაგალითად, მთვარე-მარსის სექსტილისას, ნატივს ცხოვრების განმავლობაში

არაერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, ისეთი საქმიანობით დაკავდეს, რომელიც მის ფიზიკურ ძალას და მოქნილობას (სპორტი) განავითარებს; ან შრომის ისეთი უნარების აითვისოს, რომელიც მისი ქვეცნობიერის უშუალო თანამონაწილეობას მოითხოვს. მაშასადამე, გარკვეული ფიზიკური რეფლექსების გამომუშავებას. მათგან მშვენიერი მძღოლები, ზეინკლები, ხარატები და ხელოსნები გამოდიან.

მთვარის სექსტილი სულიერი განვითარების დიდ პერსპექტივებსაც იძლევა, რადგან ადამიანს მისი ქვეცნობიერის წმინდად ეგოისტური პროგრამების კონსტრუქციულად დამუშავების შესაძლებლობა ეძლევა, უფრო მაღალ ვიბრაციებზე გადართვის მეშვეობით, რაც, საბოლოო ჯამში, მას სამყაროს ფართო ხედვის (და მის ევოლუციურ პროცესში თანამონაწილეობის) შანსს მისცემს.

მაგალითად, მთვარე-ვენერას სექსტილი ადამიანს  ხელოვნებისადმი სიყვარულის პასიურ-მომხმარებლური დამოკიდებულებიდან აქტიურ-აღმშენებლურ მდგომარეობაში გადასვლის რეალურ შანსს აძლევს. სურვილის შემთხვევაში, ის ბევრჯერ მიიღებს შესაძლებლობას, არამხოლოდ პასიურად იყოს შეყვარებული მიჯნურზე, არამედ თავისი სიყვარულით ხელიც შეუწყოს მის ხელახალ აღმშენებლობას. ყოველ შემთხვევაში, დაეხმაროს სულიერ განვითარებასა და ეგოს პროგრამების ტრანსფორმაციაში. ანალოგიური ეფექტი აღინიშნება მის ესთეტურ განვითარებაშიც  _ ადამიანი არამხოლოდ ინტერესდება და, თავისი გაგების შესაბამისად, ტკბება ხელოვნების ნიმუშებით (რაც ძალიან თვისებრივია ტრინისთვის), არამედ ხშირად გრძნობს, რომ სხვისი ხელოვნების გაგება მისთვის საკმარისი არ არის და როგორღაც თავადაც უნდა ჩაერთოს შემოქმედებაში. ამიტომ, ბედისწერა მას ხშირად უგზავნის მოსაწვევს, სხვადასხვა შემოქმედებით პროცესში მონაწილეობის მისაღებად. მართალია, ეს მისგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა სანაცვლოდ უზარმაზარ კმაყოფილებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელოვნების უფრო სიღრმისეულ წვდომას ანიჭებს. მაშინ როდესაც მთვარის და ვენერას ტრინისას, ადამიანი სავსებით კმაყოფილია ხელოვნების, ადამიანების და ღვთაებრივი სიყვარულის საკუთარი გაგების დონით. შესაბამისად, ის არც განვითარებას ცდილობს.

უყურადღებობა და შესაძლებლობების უგულვებელყოფა, რასაც მთვარის სექსტილი იძლევა, დროთა განმავლობაში, ადამიანს ცხოვრებით და საკუთარი თავით უკმაყოფილების ძლიერ გრძნობას განუვითარებს, რაც ხშირად პროეცირდება გარშემომყოფებზე. ამას შედეგად მოჰყვება ზედაპირული ეგოიზმი, პლანეტით მართული სფეროებში. მთვარის სექსტილის დამუშავება პლანეტის პრინციპის არამხოლოდ შემოქმედებითად განვითარების საშუალებას, არამედ ადამიანის საერთო სულიერ ზრდას იძლევა, რაც დაკავშირებულია მისი ქვეცნობიერი პროგრამების კონსტრუქციულ გარდასახვასთან.

 

 

მზის და მთვარის ჰარმონიული ასპექტები (სექსტილი ან ტრინი)

მზის და მთვარის ჰარმონიული ასპექტაცია ჰოროსკოპში სიმშვიდის და ბედნიერების უმთავრესი საწინდარია. ხშირად „ყველაზე იღბლიან“ ასპექტადაც მოიხსენიება. ეს ზომიერი პატივმოყვარეობის და დიდების წყურვილის სიმბოლოა.  ადამიანი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ახერხებს აღიარების მოპოვებას. ამის უმთავრესი მიზეზი ნებისა და ემოციური ფონის ჰარმონიული წონასწორობაა. ოჯახური სიტუაცია მყარია, ყოფითი ცხოვრებაც განსაკუთრებული სირთულეების გარეშე მიდის. თუმცა ნამდვილად სახიფათოა მიდრეკილება აპათიისა და ზემდეტი თვითდამშვიდებისკენ, მაშინ როდესაც გაბედულად და შეუპოვრად მოქმედებაა საჭირო.

სიცოცხლისუნარიანობა საშუალოზე მაღალია, მათ ხომ დაბადებიდან თან სდევთ მთლიანობის შეგრძნება, სადაც მასკულინური და ფემინური საწყისები საოცარი ჰარმონიით ერთიანდებიან. ორი მნათობის ჰარმონიული თანაარსებობის წყალობით, შესაშური წონასწორობითა და სიმშვიდით გამოირჩევიან. იმ შემთხვევაშიც, თუ, ობიექტური გარემოებების გამო, ჩვეული კეთილდღეობა ერღვევათ, საოცრად სწრაფად ახერხებენ ძალების და შიდაწესრიგის აღდგენას.

ეს ოპტიმიზმის, თავდაჯერებულობის, ფსიქოლოგიური წონასწორობის, სტაბილური ჯანმრთელობის ასპექტია. ადამიანი მშვიდად ეკიდება ოჯახურ თუ ნაციონალურ ტრადიციებს და გულწრფელ პატივს სცემს საზოგადოდ მიღებულ ნორმებს. ამიტომ, იშვიათად რომ ისინი მეამბოხეთა რიგებში იხილოთ. პირიქით, მშვენიერი ურთიერთობა აქვთ საკუთარ გარემოცვასთან, საპირისპირო სქესთან და უამრავი მეგობარიც ჰყავთ, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მათ დასახმარებლად.

ასეთი ბავშვი, მშობლებთან კარგი ურთიერთობის, საყოველთაო სიყვარულის და სტაბილური შინაგანი ფონის წყალობით, თანატოლებზე ადრე ყალიბდება სრულფასოვან პიროვნებად. მისთვის ყველა გზა ხსნილია და შესაძლებლობა ეძლევა „სავსე ცხოვრებით“ იცხოვროს. ის მოკლებულია შიდაკონფლიქტებს და თუ სხვა ასპექტები სურათს არ ცვლის, როგორც წესი, გულღია და გულწრფელია. ამიტომაც, წარმატებულია ყველა ტიპის ურთიერთობაში. თუმცა არსებობს გაზულუქების საშიშროება, როდესაც ნაადრევი წარმატება მიზანსწრაფვას უქვეითებს თვითგანვითარებისა და სულიერი ზრდისკენ. მაშინ ის ლეთარგიულ ძილს მიეცემა _ „ცხოვრება სიზმარია, თუმცა კი ძალიან ტკბილი სიზმარი“.

მზის და მთვარის ასპექტაცია ნატივის მშობლების ურთიერთობის ხასიათსა და  ხანგრძლივობასაც ასახავს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ნატივის მშობლებს მეტად ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ, როგორც მინიმუმ, ბავშვის ჩასახვის და დაბადების მომენტში, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ბავშვზე. მათ  განსაკუთრებით იზიდავთ სქესთაშორისი ურთიერთობები. ისინი თავადაც ძალიან მიმზიდველები არიან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. ჰარმონიული პირველი სასიცოცხლო ნაბიჯების წყალობით, ეს ადამიანები ურყევი თავდაჯერებითა და დაცულობის შეგრძნებით გამოირჩევიან, რაც იმას გულისხმობს, რომ მათთან ურთიერთობა ძალიან მარტივია. ისინი არ ქმნიან პრობლემებს, დაძაბულობას, ერიდებიან კონფრონტაციას და მთელი ძალებით ცდილობენ თანდაყოლილი ჰარმონია შეინარჩუნონ. ისინი არამხოლოდ თავს არიდებენ კონფლიქტებს, შეიძლება ითქვას, ეშინიათ კიდეც მათი. ყოველ შემთხვევაში, ეს კონფლიქტების მოგვარებაზე ორიენტირებული ხალხია. ისინი არ ამწვავებენ დაძაბულ სიტუაციას და ყოველთვის ცდილობენ ნებისმიერი უთანხმოება კომპრომისის წყალობით მოაგვარონ.

მათი ოჯახური ცხოვრება უმეტესად ჰარმონიულია. ბედნიერად ქორწინდებიან. დადებითი ურთიერთობა აქვთ არამხოლოდ საკუთარ მშობლებსა და შვილებთან, არამედ მეუღლის მშობლებთანაც.  ხშირად თაობათა შორის კონფლიქტების მომგვარებლებადაც გვევლინებიან.

როგორც წესი, დღეგრძელი და სიცოცხლისმოყვარე ხალხია. იმ შემთხვევაშიც თუ მთლიანი ჰოროსკოპი არც ისე სახარბიელო სურათს ხატავს, მზის და მთვარის ჰარმონიული ასპექტები ძლიერი და მყარი შიდაკონსტიტუციის გარანტია. მათ ცხოვრებაში არ არის აღმასვლები და დაცემები, როგორც მზის და მთვარის კვადრატ-ოპოზიციის შემთხვევაში, ყველაფერი სტაბილურად კარგადაა. მათ კარგად იციან როგორ იმუშავონ საკუთარი თავის სასარგებლოდ და არა საწინააღმდეგოდ (კვადრატი/ოპოზიცია). მარტივად უმკლავდებიან კრიზისულ სიტუაციებს, რადგან არასდროს მოქმედებენ გაუცნობიერებლად (იგულისხმება რომ ცნობიერს ანუ მზეს და ქვეცნობიერს ანუ მთვარეს შორის კარგი კონტაქტია).

 

Celebrities with Sun/Moon sextile:

Yang/Masculine signs (FIRE+AIR): Jennifer Garner ♈/♊, Victoria Beckham ♈/♒, Jennifer Lawrence ♌/♊,  Edward Norton ♌/♎, Maria Callas ♐/♎, Brian Molko ♐/♒, Dave Franco ♊/♈,  Ralph Waldo Emerson  ♊/♌, Mira Sorvino ♎/♌,  Zlatan Ibrahimovic ♎/♐,  Charles Dickens ♒/♐, Anton Chekhov ♒/♈.

 

Yin/Feminine signs (EARTH+WATER): Johan Cruyff♉/♋, Leonardo da Vinci  ♉/♓,  Keanu Reeves ♍/♋, Franz Beckenbauer ♍/♏, Hermann Goering ♑/♏,  Martin Luther King ♑/♓, Jean-Jacques Rousseau ♋/♉, 14th Dalai Lama ♋/♍,  Alessandro Del Piero  ♏/♍,   Ryan Gosling ♏/♑,  Juliette Binoche ♓/♑, Laeticia Hallyday ♓/♉.

 

მომზადებულია ავესალომ პადვოდნის, სერგეი შესტაპალოვის, კატრინ ობიეს და სხვა მასალებზე დაყრდნობით.


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top