მზის და მთვარის ტრინი

მზის და მთვარის ტრინი

მზის ტრინი

როდესაც ბედის მხარდაჭერას გრძნობ, დაფიქრდი, კონკრეტულად რას უჭერს ის მხარს

მზესთან ტრინი ძალიან ძლიერი ასპექტია. თითქოს კარმა სამუდამო კეთილდღეობას, ჰარმონიასა და ბედნიერებას უქადის პლანეტას. ყოველ შემთხვევაში, დაბალ დონეზე, ადამიანს ასე ეჩვენება და გარკვეულწილად, ასეც არის. კარმა პლანეტის პრინციპებს გამარჯვებისთვის „განწირულ“ მსვლელობას სთავაზობს, მხოლოდ დამუშავების პირობით! ადამიანი ყოველთვის კონსტრუქციულ მიმართულებას მიიღებს, თუ მუშაობა მოინდომა. იმ შემთხვევაშიც, თუ მან პლანეტის პრინციპების სათავისოდ მოხმარება განიზრახა, წინ ვერაფერი აღუდგება. თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ მზის ტრინი პლანეტის პრინციპების ყვავილობას ნიშნავს. ასეთივე წარმატებით მან შეიძლება მის ლპობასაც შეწყოს ხელი (და მაინც, ფასადური სილამაზის შენარჩუნებით), თუ ადამიანის ნება მტაცებლური მოთხოვნებით არის მოტივირებული. ამ თვალსაზრისით, გამორჩეულად საშიშია მზე-მთვარე ტრინი, განსაკუთრებით ძლიერი მზის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ნებითი სურვილების დასაკმაყოფილებლად ბოროტად სარგებლობს საკუთარი ჯანმრთელობით.

მთლიანობაში, ტრინის და განსაკუთრებით მზის ტრინის ინტერპრეტაცია დიდად არის დამოკიდებული მის დამუშავებაზე. დაბალ დონეზე, ნების ეგოისტურად მიმართვისას, ადამიანი სწრაფად შეეჯახება უსიამოვნო ფაქტს, რომ იმპერატიული გარემოებები მხოლოდ დასანახად უწყობს ხელს პლანეტის პრინციპებს, შინაგანად კი, ე.ი. არსებითად, ის არ ვითარდება, თანდათან იყინება და ადამიანი უზომოდ მოსაწყენი ხდება.

მეორეს მხრივ, პლანეტის პრინციპების აქტიური დამუშავება და მისი განვითარება კარმის ძლიერ მხარდაჭერას იძლევა, რომელიც ადამიანს სრულიად ბუნებრივად ეჩვენება, მაგრამ ეს ზუსტადაც რომ მისი ნებელობითი ძალისხმევის შედეგია. აქ მნიშვნელოვანია უწყვეტი მუშაობა, რადგან ტრინის შემოქმედებითად მხარდამჭერი გავლენა მყისვე წყდება, როგორც კი ადამიანი კონსტრუქციულ ძალისხმევას ასუსტებს. მაშინ ტრინი მძარცველს ემსგავსება, რომელიც გარემოსგან ძალადობრივი გზით ითვისებს ჰარმონიას და ადამიანს იმ ფორმით აწვდის, რომელიც მისთვის უკვე უინტერესოა.

გაფრთხილება: პლანეტით მართულ სფეროში, ნატივთან შებრძოლება ძალიან სახიფათოა, რადგან ის ძალა, რომელიც მის გარშემო ჰარმონიას ინარჩუნებს, თქვენთან ცერემონიებს არ დაიწყებს.

ტრინის განმარტების დროს, ყურადღება უნდა დაეთმოს არამხოლოდ მზის და პლანეტის ძალებს (აფეტიკით), არამედ კონკრეტულ გარემოებებსაც ადამიანის ცხოვრებაში.  ნებისმიერ შემთხვევაში, ნატივს გულწრფელად მიაჩნია, რომ მისი ნება, პლანეტარული პრინციპების გამოვლენისას,  სრულყოფილია და მისი გადარწმუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

მთვარის ტრინი

„უმადურობა ის კედელია, რომელიც ადამიანის ბედნიერებას სამყაროს დისჰარმონიისგან იცავს“

საკმაოდ რთულია ამ ადამიანისთვის ემოციური ჭრილობის მიყენება, პლანეტით მართულ სფეროებში. ის მართლაც განსაცვიფრებელ რეგენერაციის უნარს ავლენს, როდესაც საქმე დარღვეული ქვეცნობიერი ბალანსის აღდგენას ეხება. მაგალითად, მთვარე-ვენერას ტრინი საოცარ შინაგან სიმტკიცეს მისცემს ადამიანს სასიყვარულო განცდების, მთვარე-მზის ტრინი კი ნებისმიერი იმპერატიული გარემოების მიმართ.

ეგოცენტრული გამოყენებისას, მთვარის ტრინი აკურატულ, თუმცა სრულიად დაუნდობელ ვამპირს მოგვცემს პლანეტით მართულ სფეროებში. „დაუნდობელს“ რადგან ის საერთოდ ვერ აცნობიერებს, რეალურად რას აკეთებს. მაგალითად, მთვარე-ვენერას დაუმუშავებელი ტრინის პატრონს შეიძლება ძალიან გულწრფელად უყვარდეს და როგორღაც ესმოდეს კიდეც ხელოვნება, მაგრამ მისი აღქმა მეტწილად ფიზიოლოგიური იქნება, ანუ ესთეტურ დინებებს უხეშად დაამახინჯებს. ფერმწერთან გასაუბრისას, ის გულუხვად შეაქებს მის ნამუშევრებს, თუმცა მისი ქება იმდენად ბანალური იქნება, ფერმწერს დიდი დრო დასჭირდება აზრზე მოსასვლელად და საკუთარი ნიჭის განსაწმენდად.  მეორეს მხრივ, მთვარე-ვენერას დამუშავებული ტრინი მოგვცემს ჭეშმარიტ ხელოვანს, რომელიც საოცარი შარმით მოძრაობს, ჟესტიკულირებს.. კერძების მომზადებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

მთვარის ტრინი პლანეტით მართული სფეროების ინტუიციური ათვისების ბრწყინვალე საშუალებას იძლევა. მაგალითად, მერკურისთან ტრინი ენების სწავლის ტალანტს, მარსთან _ სპორტულ, მზესთან კი სხვისი ნების მართვის უნარებს. თუმცა ეს ასპექტი, იმავდროულად, გამორჩეული სიზარმაცის მიზეზიც ხდება, რის დაძლევაშიც ადამიანს, დაბალ დონეზე, გარე თუ შიდა უსიამოვნებები დაეხმარება; მაღალ დონეზე _სულიერი მიზანსწრაფვა, როდესაც ნატივი კარგად გრძნობს ნებისმიერი არჩევნის მნიშვნელობას და მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას მათზე.

დაბალ და საშუალო დონეზე, პლანეტით მართულ სფეეროებში, მთვარესთან ტრინი ადამიანს აძლევს შინაგან შეგრძნებას: „თუ საჭირო გახდა, მარტივად შევძლებ, მაგრამ ტყუილად რატომ  გავისარჯო?“  და კიდევ ძალიან გულწრფელ ეგოცენტრულ მიმართულებას, ქვეცნობიერი შეგრძნებით: „რა თქმა უნდა, მთელი სამყარო ჩემთვის უნდა გაისარჯოს, აბა, კიდევ ვისთვის?!“ საქმე ის არის რომ კეთილდღეობის თხელი ფენის ქვეშ ლპობის კერებია გაჩაღებული, რაც საგულდაგულოდ არის რეპრესირებული ქვეცნობიერში და გარეგნულად საერთო დეპრესიული ფონით ვლინდება, რომელიც ნებისმიერ კონსტრუქციულ საქმიანობას უიმედობის შეგრძნებით ღებავს.

დამუშავება მიმდინარეობს სიზარმაცისა და პროფანაციის ტენდენციების დაძლევით, პლანეტით მართულ სფეროებში. ამასთან, საჭიროა მათი არა საკუთარ ნაკლოვანებად, არამედ პირდაპირ ღია მტრად აღქმა.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ მთვარის ტრინი შეეცდება პლანეტის უმდაბლესი პრინციპები ნატივის ეგოს (უკეთეს შემთხვევაში, ოჯახის) სასარგებლოდ ამუშავოს. მაშინ როდესაც კარმა მთვარესთან ტრინის დამუშავებას პლანეტის პრინციპების გაფართოებისა და ტრანფორმაციის მეშვეობით ითხოვს. მაშინ  რიგითი გურმანი ბრწყინვალე, თუნდაც არაპროფესიონალ, მზარეულად მოგვევლინება.

 

 

მზის და მთვარის ჰარმონიული ასპექტები (სექსტილი ან ტრინი)

მზის და მთვარის ჰარმონიული ასპექტაცია ჰოროსკოპში სიმშვიდის და ბედნიერების უმთავრესი საწინდარია. ხშირად „ყველაზე იღბლიან“ ასპექტადაც მოიხსენიება. ეს ზომიერი პატივმოყვარეობის და დიდების წყურვილის სიმბოლოა.  ადამიანი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ახერხებს აღიარების მოპოვებას. ამის უმთავრესი მიზეზი ნებისა და ემოციური ფონის ჰარმონიული წონასწორობაა. ოჯახური სიტუაცია მყარია, ყოფითი ცხოვრებაც განსაკუთრებული სირთულეების გარეშე მიდის. თუმცა ნამდვილად სახიფათოა მიდრეკილება აპათიისა და ზემდეტი თვითდამშვიდებისკენ, მაშინ როდესაც გაბედულად და შეუპოვრად მოქმედებაა საჭირო.

სიცოცხლისუნარიანობა საშუალოზე მაღალია, მათ ხომ დაბადებიდან თან სდევთ მთლიანობის შეგრძნება, სადაც მასკულინური და ფემინური საწყისები საოცარი ჰარმონიით ერთიანდებიან. ორი მნათობის ჰარმონიული თანაარსებობის წყალობით, შესაშური წონასწორობითა და სიმშვიდით გამოირჩევიან. იმ შემთხვევაშიც, თუ, ობიექტური გარემოებების გამო, ჩვეული კეთილდღეობა ერღვევათ, საოცრად სწრაფად ახერხებენ ძალების და შიდაწესრიგის აღდგენას.

ეს ოპტიმიზმის, თავდაჯერებულობის, ფსიქოლოგიური წონასწორობის, სტაბილური ჯანმრთელობის ასპექტია. ადამიანი მშვიდად ეკიდება ოჯახურ თუ ნაციონალურ ტრადიციებს და გულწრფელ პატივს სცემს საზოგადოდ მიღებულ ნორმებს. ამიტომ, იშვიათად რომ ისინი მეამბოხეთა რიგებში იხილოთ. პირიქით, მშვენიერი ურთიერთობა აქვთ საკუთარ გარემოცვასთან, საპირისპირო სქესთან და უამრავი მეგობარიც ჰყავთ, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მათ დასახმარებლად.

ასეთი ბავშვი, მშობლებთან კარგი ურთიერთობის, საყოველთაო სიყვარულის და სტაბილური შინაგანი ფონის წყალობით, თანატოლებზე ადრე ყალიბდება სრულფასოვან პიროვნებად. მისთვის ყველა გზა ხსნილია და შესაძლებლობა ეძლევა „სავსე ცხოვრებით“ იცხოვროს. ის მოკლებულია შიდაკონფლიქტებს და თუ სხვა ასპექტები სურათს არ ცვლის, როგორც წესი, გულღია და გულწრფელია. ამიტომაც, წარმატებულია ყველა ტიპის ურთიერთობაში. თუმცა არსებობს გაზულუქების საშიშროება, როდესაც ნაადრევი წარმატება მიზანსწრაფვას უქვეითებს თვითგანვითარებისა და სულიერი ზრდისკენ. მაშინ ის ლეთარგიულ ძილს მიეცემა _ „ცხოვრება სიზმარია, თუმცა კი ძალიან ტკბილი სიზმარი“.

მზის და მთვარის ასპექტაცია ნატივის მშობლების ურთიერთობის ხასიათსა და  ხანგრძლივობასაც ასახავს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ნატივის მშობლებს მეტად ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ, როგორც მინიმუმ, ბავშვის ჩასახვის და დაბადების მომენტში, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ბავშვზე. მათ  განსაკუთრებით იზიდავთ სქესთაშორისი ურთიერთობები. ისინი თავადაც ძალიან მიმზიდველები არიან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. ჰარმონიული პირველი სასიცოცხლო ნაბიჯების წყალობით, ეს ადამიანები ურყევი თავდაჯერებითა და დაცულობის შეგრძნებით გამოირჩევიან, რაც იმას გულისხმობს, რომ მათთან ურთიერთობა ძალიან მარტივია. ისინი არ ქმნიან პრობლემებს, დაძაბულობას, ერიდებიან კონფრონტაციას და მთელი ძალებით ცდილობენ თანდაყოლილი ჰარმონია შეინარჩუნონ. ისინი არამხოლოდ თავს არიდებენ კონფლიქტებს, შეიძლება ითქვას, ეშინიათ კიდეც მათი. ყოველ შემთხვევაში, ეს კონფლიქტების მოგვარებაზე ორიენტირებული ხალხია. ისინი არ ამწვავებენ დაძაბულ სიტუაციას და ყოველთვის ცდილობენ ნებისმიერი უთანხმოება კომპრომისის წყალობით მოაგვარონ.

მათი ოჯახური ცხოვრება უმეტესად ჰარმონიულია. ბედნიერად ქორწინდებიან. დადებითი ურთიერთობა აქვთ არამხოლოდ საკუთარ მშობლებსა და შვილებთან, არამედ მეუღლის მშობლებთანაც.  ხშირად თაობათა შორის კონფლიქტების მომგვარებლებადაც გვევლინებიან.

როგორც წესი, დღეგრძელი და სიცოცხლისმოყვარე ხალხია. იმ შემთხვევაშიც თუ მთლიანი ჰოროსკოპი არც ისე სახარბიელო სურათს ხატავს, მზის და მთვარის ჰარმონიული ასპექტები ძლიერი და მყარი შიდაკონსტიტუციის გარანტია. მათ ცხოვრებაში არ არის აღმასვლები და დაცემები, როგორც მზის და მთვარის კვადრატ-ოპოზიციის შემთხვევაში, ყველაფერი სტაბილურად კარგადაა. მათ კარგად იციან როგორ იმუშავონ საკუთარი თავის სასარგებლოდ და არა საწინააღმდეგოდ (კვადრატი/ოპოზიცია). მარტივად უმკლავდებიან კრიზისულ სიტუაციებს, რადგან არასდროს მოქმედებენ გაუცნობიერებლად (იგულისხმება რომ ცნობიერს ანუ მზეს და ქვეცნობიერს ანუ მთვარეს შორის კარგი კონტაქტია).

 

Celebrities with Sun/Moon trine:

FIRE: Emma Watson (♈/♐), Olivia Hussey (♈/♌), Andy Warhol ♌/♈, Filippo Inzaghi ♌/♐, Mark Twain ♐/♈, Jane Fonda ♐/♌.

EARTH: Christian Lacroix ♉/♍, James Monroe ♉/♑, Colin Firth ♍/♉, Augustus ♍/♑, Carlos Castaneda ♑/♉, Alexander Hamilton ♑/♍.

AIR: Benazir Bhutto♊/♎,  Arthur Conan Doyle ♊/♒, Gwyneth Paltrow ♎/♊, Philippe Noiret ♎/♒, James Spader ♒/♊, Boris Pasternak ♒/♎.

WATER:  Nelson Mandela ♋/♏,   Vittorio de Sica ♋/♓ , Condoleezza Rice ♏/ ♋, Marie Curie ♏/♓ ,  Liza Minnelli ♓/♋, Johnny Cash ♓/♏.

 

 


About Qet

Scroll To Top