მზის და პლუტონის სექსტილი

მზის და პლუტონის სექსტილი

*ასპექტის ეფექტები განსაკუთრებით აქტიური და თვალშისაცემია მზის და პლუტონის მართულ სფეროებში _ ე.ი. იმ სახლებში, რომლებსაც მართავენ და სადაც განლაგებულნი არიან ეს პლანეტები.

მზის სექსტილი

არასწორი არჩევანი ხშირად არა ქარაფშუტობის ან შეცდომის,

არამედ ღვთის ღალატის შედეგია

მზის სექსტილი ადამიანს ისეთ შესაძლებლობებს მისცემს, პლანეტით მართულ სფეროში, რისი რეალიზაციაც მისგან ნებელობით ძალისხმევას და ინიციატივას მოითხოვს. სავარაუდოდ, ამ შესაძლებლობების დამუშავების პროცესში მას საკმაოდ სასტიკ და იმპერატიულ გარემოებებთან შეჯახებაც მოუწევს, რაც სულაც არ წარმოადგენს აბსოლუტის მისდამი მტრული დამოკიდებულების დემონსტრირებას. პირიქით, ეს პოტენციურად მეგობრული და კეთილგანწყობილი ვითარებებია, თუმცა კი ადამიანისგან გარკვეული მიდგომის გამომუშავებას და ადაპტაციას მოითხოვს. მზის სექსტილი, ასე ვთქვათ, მამაკაცურ გამოწვევას უცხადებს ნატივს (პლანეტით მართულ სფეროებში), სთავაზობს რა საკუთარი ნების შემოწმებას _ რამდენად ძალუძს მას დაბრკოლებების გადალახვა და აბსოლუტთან თანამშრომლობის დამყარება.  თავის მხრივ, დაბრკოლებებში სულაც არ იგულისხმება ანტაგონისტური გარემოებები. ეს სასარგებლო და ეფექტური თანამშრომლობის შეთავაზებაა. თუ ადამიანი ვერ გრძნობს მზადყოფნას, გამოწვევის მისაღებად, მას შეუძლია უარი თქვას მათზე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მაგრამ თუ ის მუდმივად უარყოფს განგების ნებისმიერ კონსტრუქციულ შემოთავაზებას, გარკვეული დროის შემდეგ, ვითარებები მის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდება, ის დეგრადირდება და კარმის მკაცრ მარწუხებში აღმოჩნდება, სადაც თავისუფალი არჩევანი თითქმის აღარ დარჩება.

მეორეს მხრივ, მზის სექსტილი, მისი პრინციპების, ე.ი. ნების, დამუშავების მეტად ფასეულ შესაძლებლობას იძლევა, კონსტრუქციული ქმედებების მეშვეობით, იმ სფეროებში, რომელთანაც დაკავშირებულია პლანეტა. შინაგანი პრობლემების მოგვარებისას, რომელიც ამ ქმედებების მსვლელობისას იქმნება, ადამიანი საკუთარი ნების სწორად წარმართვას სწავლობს; მას შესაძლებლობა ეძლევა განსაზღვროს, რომელი ეგრეგორით არის მისი ნება მართული და შეათანხმოს  ის გარეფაქტორებსა და ქვეცნობიერის სხვადასხვა პროგრამასთან. მაგალითად, მზის და მთვარის სექსტილი მეტად პერსპექტიული ასპექტია, რომელიც განვითარების შესანიშნავ საშუალებას იძლევა. მაღალ დონეზე, ის სულიერ მასწავლებლებს შობს, რომლებიც მშვენივრად ერკვევიან კონკრეტული მოსწავლეების უმაღლეს და უმდაბლესს საწყისებში და ისიც შეუძლიათ ადამიანები, ევოლუციური განვითარების, კონკრეტულად მათთვის განკუთვნილ გზაზე დააყენონ.

 

პლუტონის სექსტილი

როდესაც ცდილობ, სამყარო შენს ღირსებას მიუსადაგო, გახსოვდეს, რომ ეს შეუძლებელია

პლუტონის სექსტილი ადამიანს განწმენდის საშუალებას აძლევს, პლანეტით მართულ სფეროებში, და არ ღირს ამ შესაძლებლობით ბოროტად სარგებლობა. ამ ასპექტს იშვიათად აქვს გამოხატული აქცენტი მატერიალურ დონეზე, მაგრამ ადამიანი მაინც ამჩნევს, რომ კონკრეტული პლანეტისგან შეთავაზებული შესაძლებლობების არჩევის და მათი რეალიზებისას, ის ყურადღებით უნდა იყოს, რადგან არასწორი ქმედებები ან/და „ხალტურა“ აუნაზღაურებელ დანაკარგებამდე და კონსტრუქციული წამოწყებების კრახამდე მიიყვანს. ხანდახან პლუტონი პლანეტას მსხვერპლის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს. აი, აქ ადამიანმა განსაკუთრებით უნდა იფრთხილოს და არასდროს გამოვიდეს იმწუთიერი მოსაზრებებიდან. ყოველ შემთხვევაში,  მსხვერპლის გაღების პროცესი იქამდე  მაინც არ უნდა გაწელოს, სანამ ეს, პრინციპში, საერთოდ შესაძლებელია. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ჯობია პლუტონის საბედისწერო დარტყმები  წინასწარ პრევენციულად აღკვეთოთ. მოცემული ასპექტით, კარმა ამის მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა.

ასპექტის დამუშავება პლანეტარული პრინციპების განწმენდის საშუალებას მოოგცემთ, კერძოდ, ქვეცნობიერის იმ პროგრამების, რომელიც დაკავშირებულია პლანეტის გავლენასთან. ეს განწმენდა, ასე ვთქვათ, თავისთავად ხდება, როგორც ადამიანის შინაგანი ძალისხმევის გვერდითი ეფექტი, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტული შედეგის მიღწევისკენ არის მიმართული.

მაღალ დონეზე, სექსტილის აქცენტმა შესაძლოა პლუტონზე გადაინაცვლოს. მაშინ ადამიანი აქტიურად ჩაერთვება დიდ პროექტებში, რომელიც დაკავშირებულია კარმული კვანძების წვასთან, მუშაობის პროცესში კი აქტიურად იგრძნობს პლანეტის კონსტრუქციულ გავლენას. განვითარების საშუალო დონეზე, ეს იშვიათად ხდება და უფრო ბედისწერის დარტყმების ფორმით ვლინდება. დაბალ დონეზე, ადამიანი საერთოდაც თავს არიდებს კონსტრუქციულ წმენდას და მსხვერპლის გაღებას, ცდილობს რა მაქსიმალურად გადადოს ან სხვებზე გადაიტანოს, ვისზეც გარკვეული ძალაუფლება აქვს და ვის მანკიერებებსაც კარგად ხედავს.  დადებითი ენერგეტიკის შემთხვევაში,  ეს პროექცია, გარკვეული დროით, (და გარკვეული პირადი ძალისხმევის პირობით) არც ისე ცუდად მუშაობს, მაგრამ პლუტონურ პროგრამებთან თამაში ყოველთვის „ვინც ხმალს აღმართავს, მისგანვე მოკვდეს“ პრინციპით მიმდინარეობს, იმ თვალსაზრისით, რომ თუ ადამიანმა სხვების განწმენდის მისია იკისრა, ამას ნებაყოფლობითი ან იძულებითი თვითგანწმენდა მოჰყვება.

 

მზის და პლუტონის ჰარმონიული ასპექტები (სექსტილი ან ტრინი)

ეს დიდი მასშტაბის ლიდერების და მმართველების ასპექტია, რომელიც მფლობელებს გამორჩეულ გონიერებას ანიჭებს, რისი წყალობითაც მათთვის მიუღწეველი მიზანი პრაქტიკულად არ არსებობს. მკაფიოდ გამოკვეთილია „სტატუს-კვოს“ აღდგენის  და ძალისხმევის კონცენტრაციის უნარი. ეს საოცრად ძლევამოსილი ნების ხალხია, ურყევი თავდაჯერებით, უზარმაზარი ძალითა და ენერგიით აღსავსე.

ეს დაუმარცხებელი იდეალისტები ნებისმიერ ფასად მიიღებენ თავისას, თუმცა  თავდაჯერების და ენერგორესურსების წყალობით, და არა უწესო მეთოდებით, როგორც შეიძლებოდა გეფიქრათ. მათ ძალიან სწრაფად შეუძლიათ დახარჯული ენერგიის აღდგენა. ამტანები და მომთმენები არიან. ძლიერი ნების ხარჯზე, ყოველთვის საუკეთესო შედეგებს დებენ ნებისმიერ საქმიანობაში. მათი ენთუზიაზმი, სიტყვა სიტყვით, მუხტავს გარშემომყოფებს და ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევაში ეხმარება.

მაღალგანვითარებული ტიპები ფართო მასების წინამძღოლები ხდებიან. ისინი გამჭოლად ხედავენ სიტუაციებსა და ადამიანებს და ზუსტად იციან, როგორც გამოიყენონ მასის ენერგია და რესურსები.

ძალების კოლოსალური მარაგი აქვთ, რაც სასურველის მიღწევაში ეხმარებათ. მათი შეუმცდარი ინტუიცია ხშირად ნათელხილვის უნარს ესაზღვრება.  ყოველთვის გატაცებით მუშაობენ საკუთარ სრულყოფაზე, იქნება ეს პიროვნული თუ პროფესიული კუთხით. ბრწყინვალე ხელმძღვანელები და პოლიტიკოსები არიან. საერთოდ, რაც უფრო ფართო მასების მართვა უწევთ, მით უკეთესია, რადგან ამ ადამიანების უმთავრესი დანიშნულება კოლექტიური ენერგიის მართვა და ტრანსფორმირებაა.

 

Celebrities with Sun/Pluto sextile:

Diana Princess of Wales ♋/♍, Gordon Ramsay ♏/♍, Roger Federer ♌/♎, Ian Somerhalder ♐/♎, Bill Kaulitz ♍/♏, LeBron James ♑/♏, Charles X of France ♎/♐,  Pope Pius V ♒/♐, Gaspare Spontini ♏/♑, Roger B. Taney ♓/♑…

 

მომზადებული ავესალომ პადვოდნის, სერგეი შესტაპალოვის და სხვა ავტორების მასალებზე დაყრდნობით.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top