მზის და პლუტონის ტრინი

მზის და პლუტონის ტრინი

*ასპექტის ეფექტები განსაკუთრებით აქტიური და თვალშისაცემია მზის და პლუტონის მართულ სფეროებში _ ე.ი. იმ სახლებში, რომლებსაც მართავენ და სადაც განლაგებულნი არიან ეს პლანეტები.

მზის ტრინი

როდესაც ბედის მხარდაჭერას გრძნობ, დაფიქრდი, კონკრეტულად რას უჭერს ის მხარს

მზესთან ტრინი ძალიან ძლიერი ასპექტია. თითქოს კარმა სამუდამო კეთილდღეობას, ჰარმონიასა და ბედნიერებას უქადის პლანეტას. ყოველ შემთხვევაში, დაბალ დონეზე, ადამიანს ასე ეჩვენება და გარკვეულწილად, ასეც არის. კარმა პლანეტის პრინციპებს გამარჯვებისთვის „განწირულ“ მსვლელობას სთავაზობს, მხოლოდ დამუშავების პირობით! ადამიანი ყოველთვის კონსტრუქციულ მიმართულებას მიიღებს, თუ მუშაობა მოინდომა. იმ შემთხვევაშიც, თუ მან პლანეტის პრინციპების სათავისოდ მოხმარება განიზრახა, წინ ვერაფერი აღუდგება. თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ მზის ტრინი პლანეტის პრინციპების ყვავილობას ნიშნავს. ასეთივე წარმატებით მან შეიძლება მის ლპობასაც შეწყოს ხელი (და მაინც, ფასადური სილამაზის შენარჩუნებით), თუ ადამიანის ნება მტაცებლური მოთხოვნებით არის მოტივირებული. ამ თვალსაზრისით, გამორჩეულად საშიშია მზე-მთვარის ტრინი, განსაკუთრებით ძლიერი მზის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ნებითი სურვილების დასაკმაყოფილებლად ბოროტად სარგებლობს საკუთარი ჯანმრთელობით.

მთლიანობაში, ტრინის და განსაკუთრებით მზის ტრინის ინტერპრეტაცია დიდად არის დამოკიდებული მის დამუშავებაზე. დაბალ დონეზე, ნების ეგოისტურად მიმართვისას, ადამიანი სწრაფად შეეჯახება უსიამოვნო ფაქტს, რომ იმპერატიული გარემოებები მხოლოდ დასანახად უწყობს ხელს პლანეტის პრინციპებს, შინაგანად კი, ე.ი. არსებითად, ის არ ვითარდება, თანდათან იყინება და ადამიანი უზომოდ მოსაწყენი ხდება.

მეორეს მხრივ, პლანეტის პრინციპების აქტიური დამუშავება და მისი განვითარება კარმის ძლიერ მხარდაჭერას იძლევა, რომელიც ადამიანს სრულიად ბუნებრივად ეჩვენება, მაგრამ ეს ზუსტადაც რომ მისი ნებელობითი ძალისხმევის შედეგია. აქ მნიშვნელოვანია უწყვეტი მუშაობა, რადგან ტრინის შემოქმედებითად მხარდამჭერი გავლენა მყისვე წყდება, როგორც კი ადამიანი კონსტრუქციულ ძალისხმევას ასუსტებს. მაშინ ტრინი მძარცველს ემსგავსება, რომელიც გარემოსგან ძალადობრივი გზით ითვისებს ჰარმონიას და ადამიანს იმ ფორმით აწვდის, რომელიც მისთვის უკვე უინტერესოა.

გაფრთხილება: პლანეტით მართულ სფეროში, ნატივთან შებრძოლება ძალიან სახიფათოა, რადგან ის ძალა, რომელიც მის გარშემო ჰარმონიას ინარჩუნებს, თქვენთან ცერემონიებს არ დაიწყებს.

ტრინის განმარტების დროს, ყურადღება უნდა დაეთმოს არამხოლოდ მზის და პლანეტის ძალებს (აფეტიკით), არამედ კონკრეტულ გარემოებებსაც ადამიანის ცხოვრებაში.  ნებისმიერ შემთხვევაში, ნატივს გულწრფელად მიაჩნია, რომ მისი ნება, პლანეტარული პრინციპების გამოვლენისას,  სრულყოფილია და მისი გადარწმუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

პლუტონის ტრინი: „როდესაც უბედურებებს მორჩილებით ვეგუები,

სევდიანად მივეხეტები წმინდანობის გზაზე“

პლუტონის ტრინი პლანეტის პრინციპებს ბედისწერისგან პროტექცის აძლევს. მაშასადამე,  ადამიანი, შესაბამის სფროებში,  ზუსტად იმდენ უსიამოვნებებს გადააწყდება, რამდენიც დაგეგმილია. სხვა უბედურებისგან ის დაცულია. მეტიც, პლუტონი წინასწარ შეამზადებს კიდეც  და თუ ნატივი დროულად მიხვდება და მორჩილებით მიიღებს უმნიშვნელო, თუმცა კი შეუქცევად დანაკარგებს, რომელსაც ბედისწერა უგზავნის, მეტი მსხვერპლის გაღება მას აღარ მოუწევს (საუბარია, ამ ასპექტის ფარგლებში). პლუტონის ტრინი ჰარმონიული და, შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაკლებ მტკივნეული განწმენდის ასპექტია, რომელიც არამხოლოდ თავად ადამიანს, არამედ მის გარემოცვასაც შეეხება _ მათ ვინც ნატივის პლანეტალურ პრინციპებს გაააქტიურებს.

საფრთხე მდგომარეობს პოტენციურად შესაძლებელ მიფუჩეჩებაში. არსებობს საშიშროება, რომ ბედისწერის დარტყმების მორჩილი ბუზღუნით  მიღების ნაცვლად, ადამიანი ხმამაღალ ბაქიაობას მოჰყვება. აი, მაშინ „პლუტონის ჩოთქი“ მის ახლობლებზე გადაინაცვლებს, ნატივი კი საკუთარი გარემოცვის „შავ მასწავლებლად“ იქცევა. საინტერესო ის არის, რომ ადამიანი ამ გადამისამართებას ძალიან ზუსტად და აკურატულად, დამატებითი უნარების შემთხვევაში კი, თითქმის უმტკივნეულოდ ახორციელებს. მაგრამ თუ ის მუდმივად ჩანაცვლების მეთოდს მიმართავს, ერთხელაც სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდება პლუტონის ძლიერ გავლენასთან, რომელიც სწრაფად და გარდაუვლად აიძულებს ყველა იმ მსხვერპლის გაღებას, რომელიც წინა განსხეულებებში თავიდან აიცილა.

პლუტონის ტრინი პლანეტისგან უმნიშვნელო მსხვერპლების გაღებას მოითხოვს, თუმცა კი მსხვერპლგაღებას მუდმივი ხასიათი უნდა ჰქონდეს.  სწორედ ასე იწმინდება და მაღლდება პლანეტა მაღალ ოქტავაში, თუმცა კი ამ ამაღლების ჰარმონიულობა მეტწილად ნატივზეა დამოკიდებული.

პლუტონის დამუშავებული ტრინი პრინციპულად ახალ დონეებზე გადასვლას გულისხმობს, პლანეტით მართულ სფეროებში, სადაც ნატივი დიად, ძლევამოსილ და ჰარმონიულ პროგრამებში მონაწილეობს. დაუმუშავებლობის შემთხვევაში, ის დაკარგავს ინდივიდუალურ თავისუფლებას (პლანეტით მართულ სფეროებში) და პლუტონის მდაბიო (დესტრუქციული) პროგრამების მორჩილი მარიონეტის როლში აღმოჩნდება.

 

მზის და პლუტონის ჰარმონიული ასპექტები (სექსტილი ან ტრინი)

ეს დიდი მასშტაბის ლიდერების და მმართველების ასპექტია, რომელიც მფლობელებს გამორჩეულ გონიერებას ანიჭებს, რისი წყალობითაც მათთვის მიუღწეველი მიზანი პრაქტიკულად არ არსებობს. მკაფიოდ გამოკვეთილია „სტატუს-კვოს“ აღდგენის  და ძალისხმევის კონცენტრაციის უნარი. ეს საოცრად ძლევამოსილი ნების ხალხია, ურყევი თავდაჯერებით, უზარმაზარი ძალითა და ენერგიით აღსავსე.

ეს დაუმარცხებელი იდეალისტები ნებისმიერ ფასად მიიღებენ თავისას, თუმცა  თავდაჯერების და ენერგორესურსების წყალობით, და არა უწესო მეთოდებით, როგორც შეიძლებოდა გეფიქრათ. მათ ძალიან სწრაფად შეუძლიათ დახარჯული ენერგიის აღდგენა. ამტანები და მომთმენები არიან. ძლიერი ნების ხარჯზე, ყოველთვის საუკეთესო შედეგებს დებენ ნებისმიერ საქმიანობაში. მათი ენთუზიაზმი, სიტყვა სიტყვით, მუხტავს გარშემომყოფებს და ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევაში ეხმარება.

მაღალგანვითარებული ტიპები ფართო მასების წინამძღოლები ხდებიან. ისინი გამჭოლად ხედავენ სიტუაციებსა და ადამიანებს და ზუსტად იციან, როგორც გამოიყენონ მასის ენერგია და რესურსები.

ძალების კოლოსალური მარაგი აქვთ, რაც სასურველის მიღწევაში ეხმარებათ. მათი შეუმცდარი ინტუიცია ხშირად ნათელხილვის უნარს ესაზღვრება.  ყოველთვის გატაცებით მუშაობენ საკუთარ სრულყოფაზე, იქნება ეს პიროვნული თუ პროფესიული კუთხით. ბრწყინვალე ხელმძღვანელები და პოლიტიკოსები არიან. საერთოდ, რაც უფრო ფართო მასების მართვა უწევთ, მით უკეთესია, რადგან ამ ადამიანების უმთავრესი დანიშნულება კოლექტიური ენერგიის მართვა და ტრანსფორმირებაა.

 

Celebrities with Sun/Pluto trine:

Cate Blanchett ♉/♍,, Dave Grohl ♑/♍, Angelina Jolie ♊/♎, Anders Breivik ♒/♎, Lionel Messi ♋/♏, Jelena Jankovic ♓/♏, Samuel Hahnemann ♈/♐, Maria Anna Mozart ♌/♐, Catherine de’ Medici ♉/♑, François-René de Chateaubriand ♍/♑…


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top