მზის და სატურნის სექსტილი

მზის და სატურნის სექსტილი

*ასპექტის ეფექტები განსაკუთრებით აქტიური და თვალშისაცემია მზის და სატურნის მართულ სფეროებში _ ე.ი. იმ სახლებში, რომლებსაც მართავენ და სადაც განლაგებულნი არიან ეს პლანეტები.

 

მზის სექსტილი

არასწორი არჩევანი ხშირად არა ქარაფშუტობის ან შეცდომის,

არამედ ღვთის ღალატის შედეგია

მზის სექსტილი ადამიანს ისეთ შესაძლებლობებს მისცემს, პლანეტით მართულ სფეროში, რისი რეალიზაციაც მისგან ნებელობით ძალისხმევას და ინიციატივას მოითხოვს. სავარაუდოდ, ამ შესაძლებლობების დამუშავების პროცესში მას საკმაოდ სასტიკ და იმპერატიულ გარემოებებთან შეჯახებაც მოუწევს, რაც სულაც არ წარმოადგენს აბსოლუტის მისდამი მტრული დამოკიდებულების დემონსტრირებას. პირიქით, ეს პოტენციურად მეგობრული და კეთილგანწყობილი ვითარებებია, თუმცა კი ადამიანისგან გარკვეული მიდგომის გამომუშავებას და ადაპტაციას მოითხოვს. მზის სექსტილი, ასე ვთქვათ, მამაკაცურ გამოწვევას უცხადებს ნატივს (პლანეტით მართულ სფეროებში), სთავაზობს რა საკუთარი ნების შემოწმებას _ რამდენად ძალუძს მას დაბრკოლებების გადალახვა და აბსოლუტთან თანამშრომლობის დამყარება.  თავის მხრივ, დაბრკოლებებში სულაც არ იგულისხმება ანტაგონისტური გარემოებები. ეს სასარგებლო და ეფექტური თანამშრომლობის შეთავაზებაა. თუ ადამიანი ვერ გრძნობს მზადყოფნას, გამოწვევის მისაღებად, მას შეუძლია უარი თქვას მათზე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მაგრამ თუ ის მუდმივად უარყოფს განგების ნებისმიერ კონსტრუქციულ შემოთავაზებას, გარკვეული დროის შემდეგ, ვითარებები მის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდება, ის დეგრადირდება და კარმის მკაცრ მარწუხებში აღმოჩნდება, სადაც თავისუფალი არჩევანი თითქმის აღარ დარჩება.

მეორეს მხრივ, მზის სექსტილი, მისი პრინციპების, ე.ი. ნების, დამუშავების მეტად ფასეულ შესაძლებლობას იძლევა, კონსტრუქციული ქმედებების მეშვეობით, იმ სფეროებში, რომელთანაც დაკავშირებულია პლანეტა. შინაგანი პრობლემების მოგვარებისას, რომელიც ამ ქმედებების მსვლელობისას იქმნება, ადამიანი საკუთარი ნების სწორად წარმართვას სწავლობს; მას შესაძლებლობა ეძლევა განსაზღვროს, რომელი ეგრეგორით არის მისი ნება მართული და შეათანხმოს  ის გარეფაქტორებსა და ქვეცნობიერის სხვადასხვა პროგრამასთან. მაგალითად, მზის და მთვარის სექსტილი მეტად პერსპექტიული ასპექტია, რომელიც განვითარების შესანიშნავ საშუალებას იძლევა. მაღალ დონეზე, ის სულიერ მასწავლებლებს შობს, რომლებიც მშვენივრად ერკვევიან კონკრეტული მოსწავლეების უმაღლეს და უმდაბლესს საწყისებში და ისიც შეუძლიათ ადამიანები, ევოლუციური განვითარების, კონკრეტულად მათთვის განკუთვნილ გზაზე დააყენონ.

 

სატურნის სექსტილი

ადამიანის ცხოვრება ისეთი უნდა იყოს, რომ გაგებად ღირდეს

სატურნის სექსტილი ადამიანს პლანეტით მართული სფეროების სიღრმისეულად დამუშავების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა სხვა საქმეა ამ შესაძლებლობების დანახვა, რადგან, დაბალ დონეზე, სატურნის ხელწერა ნატივს საკუთარ უბედურებასა და შეზღუდვებზე დაფიქრებისკენ უფრო უბიძგებს, ვიდრე განვითარების პერსპექტივებზე. გარდა ამისა, სატურნის გავლენა  საოცარ მიზანდასახულობას ანიჭებს ადამიანს. ის ყოველთვის ზედმეტად სერიოზულად ეკიდება იმ სფეროებს, რომელთაც სატურნთან ასპექტირებული პლანეტა მართავს. ადამიანი თავად უნდა მიხვდეს ამას, თუმცა, სამწუხაროდ, საწყის ეტაპზე მაინც, და განსაკუთრებით ცეცხლოვან-ჰაეროვან ჰოროსკოპში, ის შეეცდება ხელიდან დაუსხლტეს და ქვეცნობიერში განდევნოს სატურნის ეფექტები.

სატურნი ადამიანს სთავაზობს, სიღრმისეულად დაკავდეს პლანეტის პრობლემებით, გაარკვიოს მისი პრინციპების გავლენა საკუთარ შინაგან ცხოვრებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები. სატურნს მართლა შეუძლია შეაღწიოს მასთან ასპექტირებული პლანეტის საიდუმლობებში, აითვისოს და ბრძნულად მართოს მისი პრინციპები, კარმის ჩარჩოებში, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არსებით შეზღუდვებს უწესებს, მაგრამ აუცილებელია ადამიანმა ჯერ მათი დანახვა ისწავლოს.

სატურნის სექსტილის აქტივაციის მომენტში, ნატივი გარკვეულ გაყინვას გრძნობს, შინაგან და გარეგან დამუხრუჭებას, რომელიც თითქოს პლანეტის პრინციპებში ჩაღრმავებისკენ ეპატიჟება. მატერიალურ დონეზე, ეს შემაფერხებელი გარემოებებით ვლინდება. თუ ადამიანი ჯიუტად უგულვებელყოფს მას, სატურნმა შესაძლოა საერთოდ „გაყინოს“ პლანეტა, რის შემდეგაც ის იძულების წესით დაკავდება მისი პრინციპების გარკვევით. მაგალითად, ადამიანს, სატურნ-ვენერას სექსტილით, რომელიც  ქარაფშუტულად ეკიდება სიყვარულს (ნებისმიერი ფორმით), წლების შემდეგ მოცემული სექსტილი მისნაირი უგულო  შვილიშვილით „დააჯილდოვებს“, რომ ისეთივე ტანჯვა აგემოს, რომლის მიზეზიც ოდესღაც თავად იყო.

 

მზის და სატურნის ჰარმონიული ასპექტები (სექსტილი ან ტრინი)

მზის და სატურნის ჰარმონიული კავშირი წესიერ, რეალისტ და შრომისმოყვარე პრაგმატიკოს გვაძლევს. ბრწყინვალე ორგანიზატორები ცხოვრებაში დიდ წარმატებებს გულითადი შრომით, მოთმინებითა და თვითდისციპლინით აღწევენ. ძალზედ სერიოზული და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები საზოგადოებაში გამეფებულ წესრიგსა და მორალთან მშვიდობიან თანხმობაში ცხოვრობენ. მტკიცე ჯანმრთელობა აქვთ. მიდრეკილნი არიან თავშეკავებისკენ და ამიტომ, მშვენივრად ფლობენ თავს. ფხიზლად აზროვნებენ, პრაქტიკულად და მეთოდურად მოქმედებენ. მათი ცხოვრება თანაბარ ტემპში მიმდინარეობს. დიდ როლს ასრულებს მამის ან უფროსი ასაკის მამაკაცის კეთილგანწყობა და მიმღებლობა.

განუხრელად, მტკიცედ და ბეჯითად მიიწევენ სოციალურ საფეხურებზე. ყველა საქმეს პოტენციური სარგებლის ჭრილში უყურებენ. ნებისმიერ პრობლემას პრაგმატულად და ტაქტიანად უდგებიან, რისი წყალობითაც უფროსი თაობის/ხელმძღვანელობის კეთილგანწყობით სარგებლობენ. წარმატებას უმეტესად მოწიფულ ასაკში აღწევენ.

ზომიერება, მოწესრიგებული ცხოვრების რიტმი და ასკეტიზმისადმი მიდრეკილება  საშუალებას აძლევთ დიდი ხნით შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და ყველა ის სიკეთე, რასაც გულითადი შრომით მიაღწიეს. ისინი ეკონომიურად და წინდახედულად ხარჯავენ ენერგიას და რესურსებს. უპრობლემოდ გადააქვთ შავი დღეები, რადგან მათი რეზერვები, ყოველთვის სავსე თუ არ არის, არც არასდროს ცარიელდება. თვითშეზღუდვა მათთვის აუცილებელიც არის. ზოგადად, მათ მშვენივრად იციან, როგორც გამოიყენონ წესები და რეგულაციები თავის სასარგებლოდ. პერიოდულად დამახასიათებელია განმარტოების მოთხოვნა.

როგორც წესი, ცოტა შვილი ჰყავთ, თუმცა მათ პროფესიული მიღწევები უფრო აბედნიერებთ, ვიდრე პირადი. მოსალოდნელია ქორწინება უფროსი ასაკის ან/და გავლენიან ადამიანზე. მეგობრებისა და ხელმძღვანელობისადმი იშვიათი ერთგულებით გამოირჩევიან. დიდი ალბათობით, ბავშვობაში მკაცრი დიქტატით იზრდებოდნენ, რაც ხელს უწყობს პასუხისმგებლობის განვითარებას. ადამიანთა უმეტესობა მათ მკაცრ და პროზაულ პიროვნებებად ხედავს.

მათ მართლაც დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ამბიციები აქვთ, თუმცა ნუ ეცდებით მათ ავანტიურებში ჩათრევას და ნუ უბიძგებთ ხმამაღალი სიტყვებით, გაბედულად გარისკონ _ მათ ეს არ უყვართ. სამაგიეროდ, ბრწყინვალეს მუშაობენ სტრატეგიულ გეგმებთან, რეალისტურად თვლიან რისკებს და მოხერხებულად ატარებენ პრევენციულ სამუშაოებს. სიტუაციების უკიდურესად რეალისტურად შეფასება და ობიექტური მოცემულობის გათვალისწინებით მოქმედება _ მათი მთავარი უპირატესობაა. ცხოვრების მეორე ნახევარში არაერთ ჯილდოს და აღიარებასაც იღებენ პირადი ძალისხმევისთვის.

 

Celebrities with Sun/Jupiter sextile:

Yang/Masculine signs (Fire+Air):  Guillaume Canet ♈/♊, Garry Kasparov ♈/♒, Benito Mussolini ♌/♊, Hulk Hogan ♌/♎, Gérard Philipe ♐/♎, Winston Churchill ♐/♒, Anderson Cooper ♊/♈, Zoe Saldana ♊/♌, Alicia Silverstone ♎/♌, Mahatma Gandhi ♎/♐,  Darren Aronofsky ♒/♈, Bill Maher  ♒/♐.

Yin/Feminine signs (Earth+Water): David Beckham ♉/♋, Katharine Hepburn ♉/♓, Elizabeth I of England♍/♋, David Copperfield ♍/♏, Johannes Kepler ♑/♏, Isaac Newton ♑/♓,  Alexander the Great ♋/♉,  Meryl Streep ♋/♍, Erwin Rommel ♏/♍, Meg Ryan ♏/♑, Rupert Murdoch  ♓/♑, Johnny Knoxville ♓/♉.

 

მომზადებულია ავესალომ პადვოდნის, სერგეი შესტაპალოვის, კეტრინ ობიეს და სხვა მასალებზე დაყრდნობით.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top