მზის და ურანის ტრინი

მზის და ურანის ტრინი

*ასპექტის ეფექტები განსაკუთრებით აქტიური და თვალშისაცემია მზის და ურანის მართულ სფეროებში _ ე.ი. იმ სახლებში, რომლებსაც მართავენ და სადაც განლაგებულნი არიან ეს პლანეტები.

მზის ტრინი

როდესაც ბედის მხარდაჭერას გრძნობ, დაფიქრდი, კონკრეტულად რას უჭერს ის მხარს

მზესთან ტრინი ძალიან ძლიერი ასპექტია. თითქოს კარმა სამუდამო კეთილდღეობას, ჰარმონიასა და ბედნიერებას უქადის პლანეტას. ყოველ შემთხვევაში, დაბალ დონეზე, ადამიანს ასე ეჩვენება და გარკვეულწილად, ასეც არის. კარმა პლანეტის პრინციპებს გამარჯვებისთვის „განწირულ“ მსვლელობას სთავაზობს, მხოლოდ დამუშავების პირობით! ადამიანი ყოველთვის კონსტრუქციულ მიმართულებას მიიღებს, თუ მუშაობა მოინდომა. იმ შემთხვევაშიც, თუ მან პლანეტის პრინციპების სათავისოდ მოხმარება განიზრახა, წინ ვერაფერი აღუდგება. თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ მზის ტრინი პლანეტის პრინციპების ყვავილობას ნიშნავს. ასეთივე წარმატებით მან შეიძლება მის ლპობასაც შეწყოს ხელი (და მაინც, ფასადური სილამაზის შენარჩუნებით), თუ ადამიანის ნება მტაცებლური მოთხოვნებით არის მოტივირებული. ამ თვალსაზრისით, გამორჩეულად საშიშია მზე-მთვარის ტრინი, განსაკუთრებით ძლიერი მზის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ნებითი სურვილების დასაკმაყოფილებლად ბოროტად სარგებლობს საკუთარი ჯანმრთელობით.

მთლიანობაში, ტრინის და განსაკუთრებით მზის ტრინის ინტერპრეტაცია დიდად არის დამოკიდებული მის დამუშავებაზე. დაბალ დონეზე, ნების ეგოისტურად მიმართვისას, ადამიანი სწრაფად შეეჯახება უსიამოვნო ფაქტს, რომ იმპერატიული გარემოებები მხოლოდ დასანახად უწყობს ხელს პლანეტის პრინციპებს, შინაგანად კი, ე.ი. არსებითად, ის არ ვითარდება, თანდათან იყინება და ადამიანი უზომოდ მოსაწყენი ხდება.

მეორეს მხრივ, პლანეტის პრინციპების აქტიური დამუშავება და მისი განვითარება კარმის ძლიერ მხარდაჭერას იძლევა, რომელიც ადამიანს სრულიად ბუნებრივად ეჩვენება, მაგრამ ეს ზუსტადაც რომ მისი ნებელობითი ძალისხმევის შედეგია. აქ მნიშვნელოვანია უწყვეტი მუშაობა, რადგან ტრინის შემოქმედებითად მხარდამჭერი გავლენა მყისვე წყდება, როგორც კი ადამიანი კონსტრუქციულ ძალისხმევას ასუსტებს. მაშინ ტრინი მძარცველს ემსგავსება, რომელიც გარემოსგან ძალადობრივი გზით ითვისებს ჰარმონიას და ადამიანს იმ ფორმით აწვდის, რომელიც მისთვის უკვე უინტერესოა.

გაფრთხილება: პლანეტით მართულ სფეროში, ნატივთან შებრძოლება ძალიან სახიფათოა, რადგან ის ძალა, რომელიც მის გარშემო ჰარმონიას ინარჩუნებს, თქვენთან ცერემონიებს არ დაიწყებს.

ტრინის განმარტების დროს, ყურადღება უნდა დაეთმოს არამხოლოდ მზის და პლანეტის ძალებს (აფეტიკით), არამედ კონკრეტულ გარემოებებსაც ადამიანის ცხოვრებაში.  ნებისმიერ შემთხვევაში, ნატივს გულწრფელად მიაჩნია, რომ მისი ნება, პლანეტარული პრინციპების გამოვლენისას,  სრულყოფილია და მისი გადარწმუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

ურანის ტრინი: „გენიალობა, ისევე როგორც სიჩლუნგე, ზომიერებით არ ხასიათდება“

ზოგადად, უმაღლესი პლანეტების (ურანი, ნეპტუნი, პლუტონი) ტრინი ადამიანს ბედისწერის მხარდაჭერას და პროტექციას აძლევს. თანაც, იმდენად მაღალ დონეზე, ყოველთვის შეუმჩნეველი რჩება. ეს ნატივისთვის არა კონკრეტულ მოვლენათა სასიკეთო დამთხვევით გამოიხატება, როგორც დაბალი პალნეტების შემთხვევაში, არამედ მისტიური, ძლივს შეგრძნებადი კეთილიგანწყობილი ყურადღებით ვლინდება. დაახლოებით, „მფარველი ანგელოზივით“. ანგელოზის არქეტიპი დამოკიდებულია კონკრეტულ უმაღლეს პლანეტაზე, რომელიც ტრინის ასპექტით არის დაჯილდოებული.

ასე მაგალითად, ურანი მეტად ორიგინალურ, კრეატიულ, გამომგონებლურ, თუმცა, როგორც წესი, ძალიან არაპრაქტიკულ მფარველ ანგელოზს მოგვცემს. ცხადია, ობიექტურად ეს სულაც არ არის ასე, მაგრამ ურანის ტრინის პრაქტიკულობის დაფასება მხოლოდ ისეთ ადამიანს შეუძლია, რომელიც კარგად ხედავს კარმას. მაშინ ის ცხადად შეამჩნევს, როგორ გაფანტავს „ვიღაცის“ მტკიცე ხელი ჰორიზონტზე მოღრუბლულ უსიამოვნებებს. მატერიალურ დონეზე, ეს დაახლოებით შემდეგნაირად ვლინდება: ურანის ტრინი ნატივს სრულიად მოულოდნელ იდეებს, ემოციებს, მოქმედების იმპულსებს და აღქმის მეთოდებს უგზავნის პლანეტით მართულ სფეროებში. ეს ურანული წვრილმანები არამხოლოდ თავისთავად შესანიშნავია (და ასეც რომ არ იყოს, ადამიანს მარტივად შეუძლია, გარესამყაროს ან გარშემომყოფებს გადაუმისამართოს), არამედ ადამიანს რეალურ გასაღებს აძლევს, პლანეტის პრინციპების შესაცნობად. ბუნებრივია, მატერიალთან სათანადო მუშაობის შემთხვევაში.

თუ ადამიანი იმითაც კმაყოფილია, რაც მიიღო და გზავნილი ნიშნების გაშიფრვით თავს არ იწუხებს, გარკვეული დროის შემდეგ, ორიგინალური იდეები მისთვისვე გახდება მოსაწყენი, რადგან, თუ სათანადოდ არ იმუშავა, ის ვერასდროს ამაღლდება ჭეშმარიტი შემოქმედების  განჭვრეტის დონემდე და მოსალოდნელი „ურანული კრიზისის“ პირისპირ მოუმზადებელი აღმოჩნდება.

ურანის ტრინის საშუალო დამუშავებაც კი ნიჭიერ მეცნიერს მოგვცემს, რომელიც ნამდვილი მეცნიერებით იქნება დაკავებული, თუმცა კი ტრადიციული კვლევის ფარგლებში. მას არ ექნება ძველი შეხედულებების შერყევის და მეცნიერული გადატრიალებების მოწყობის მცდელობა. მაღალ დონეზე, ეს ჭეშმარიტად გამორჩეული გენიალობაა, რომელიც საშუალებას იძლევა ჰარმონიულად, შესაბამისი სიტუაციის შენარჩუნებით, თავიდან, ახალ პრინციპებზე, აიგოს და უმსხვერპლოდ გაიხსნას კარმული კვანძები.

 

მზის და ურანის ჰარმონიული ასპექტები (სექსტილი ან ტრინი)

ორი სიტყვით, ეს „თავყრილობის გული“ ადამიანების ასპექტია. ისინი მარტივად იპყრობენ გარშემომყოფთა ყურადღებას საკუთარი ნიჭიერების, კრეატიულობის და სოციალური უნარების მეშვეობით. მათი ენთუზიაზმი, მხიარულება და ოპტიმიზმი ძალზედ გადამდებია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ტაქტით არ გამოირჩევიან, თითქმის ყოველთვის პოპულარობით სარგებლობენ.  არც ისე იშვიათად თავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას უძღვნიან. ერთგულად ემსახურებიან სოციალურ იდეებს. ორიგინალობით, განვითარებული ინტუიციით, მდიდარი წარმოსახვითა და მომავლის ჭვრეტის ალღოთი გამოირჩევიან. მარტივად ატარებენ ექსპერიმენტებს, უყვართ სიახლეები. შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვთ.

ეს ასპექტი ხაზს უსვამს ადამიანის სოციალურ ბუნებას. ამიტომ, მათთვის წარმატებული იქნება საზოგადოებრივი ტიპის აქტივობები და საქმიანობა. ისინი სიღრმისეულად ზემოქმედებენ გარშემომყოფებზე. შეიძლება ბედის ნებიერებიც ვუწოდოთ, რადგან თითქმის ყველგან და ყოველთვის უმართლებთ. წარმატებას ორიგინალობის, ალღოს, გულწრფელობისა და გახსნილობის წყალობით აღწევენ. ნებით თუ უნებურად, მარტივად იმსახურებენ საზოგადოებრივ ყურადღებას, გულგახსნილები არიან ყველასთვის და მარტივად მოიპოვებენ ნდობას.

ინტენსიური და ძლიერი გრძნობები აქვთ. მათი სასიყვარულო თავგადასავლები მოულოდნელი და არაპროგნოზირებადია. უმეტესად ნაადრევად ქორწინდებიან. ქორწინება ხელს უწყობს მათი ცნობადობის გაზრდას.

ხშირად ინტერესდებიან ამოუცნობი და მისტიური მოვლენებით. ასეთი საკითხების შესწავლა არცთუ ურიგო სარგებელს მიანიჭებთ მომავალში. კარგი ჯანმრთელობა აქვთ და მაინც, თუ დაავადნენ, მკურნალობას არატრადიციული მეთოდებით ამჯობინებენ, რაც რეკომენდებულიც არის.

ეს გამჭრიახი ადამიანები წესიერებით და ღირსებით გამოირჩევიან. ცხოვრებისეული გარდატეხები დაკავშირებულია მოულოდნელ გამონათებებთან. ასტროლოგიის თუ სხვა ეზოტერული დისციპლინების, ან სულაც თანდაყოლილი გუმანის მეშვეობით, ისინი მშვენივრად პროგნოზირებენ მომავალს.

ეს ნოვატორი, რეფორმატორი და ჰუმანისტი ხალხია, რომელიც სათუთად ზრუნავს ყველა სულიერზე და მგზნებარედ იცავს საყოველთაო ძმობისა და თანასწორობის იდეას.  დამოუკიდებელი და საზრიანი, გამგები და მეტად კომუნიკაბელური ხალხია. მათ უყვართ ჯგუფებში მუშაობა და თანამშრომლებთან შეწყობა, რაც ძალიან კარგია, რადგან, რაც უფრო მეტ საზოგადოებრივ (ჯგუფურ) პროექტში ჩაერთვებიან, მით უფრო წარმატებული აღმოჩნდება მათი საქმიანობა. ფართო თვალსაწიერის წყალობით, მათ ძალუძთ ყველაზე განსხვავებული მხრიდან შეხედონ საკითხებსს. მათი ხედვის კუთხე და მიზნების მიღწევის მეთოდებიც მეტად მრავალფროვანია.

 

Celebrities with Sun / Uranus trine:

FIRE: Christophe Lambert ♈/♌, Raphael ♈/♐, Andy Warhol ♌/♈, Louis Armstrong ♌/♐,   Osho Rajneesh ♐/♈, Nikki Sixx ♐/♌.

EARTH: Otto Klemperer ♉/♍, Katharine Hepburn♉/♑, Genghis Khan ♍/♉, Bill Kaulitz ♍/♑, Muhammad Ali ♑/♉, Ingrid Betancourt ♑/♍.

AIR: Naomi Campbell ♊/♎, Dean Martin ♊/♒, Deepak Chopra ♎/♊,  Rita Hayworth ♎/♒, Robbie Williams ♒/♎, Bob Marley ♒/♊.

WATER: Liv Tyler  ♋/♏, John D. Rockefeller ♋/♓, Marie Curie♏/♋, Marie Antoinette ♏/♓,  Gordon Brown ♓/♋, Nicolaus Copernicus ♓/♏.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top