მზის სექსტილი
„არასწორი არჩევანი ხშირად არა ქარაფშუტობის ან შეცდომის,
არამედ ღვთის ღალატის შედეგია“
მზის სექსტილი ადამიანს ისეთ შესაძლებლობებს მისცემს, პლანეტით მართულ სფეროში, რისი რეალიზაციაც მისგან ნებელობით ძალისხმევას და ინიციატივას მოითხოვს. სავარაუდოდ, ამ შესაძლებლობების დამუშავების პროცესში მას საკმაოდ სასტიკ და იმპერატიულ გარემოებებთან შეჯახებაც მოუწევს, რაც სულაც არ წარმოადგენს აბსოლუტის მისდამი მტრული დამოკიდებულების დემონსტრირებას. პირიქით, ეს პოტენციურად მეგობრული და კეთილგანწყობილი ვითარებებია, თუმცა კი ადამიანისგან გარკვეული მიდგომის გამომუშავებას და ადაპტაციას მოითხოვს. მზის სექსტილი, ასე ვთქვათ, მამაკაცურ გამოწვევას უცხადებს ნატივს (პლანეტით მართულ სფეროებში), სთავაზობს რა საკუთარი ნების შემოწმებას _ რამდენად ძალუძს მას დაბრკოლებების გადალახვა და აბსოლუტთან თანამშრომლობის დამყარება. თავის მხრივ, დაბრკოლებებში სულაც არ იგულისხმება ანტაგონისტური გარემოებები. ეს სასარგებლო და ეფექტური თანამშრომლობის შეთავაზებაა. თუ ადამიანი ვერ გრძნობს მზადყოფნას, გამოწვევის მისაღებად, მას შეუძლია უარი თქვას მათზე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მაგრამ თუ ის მუდმივად უარყოფს განგების ნებისმიერ კონსტრუქციულ შემოთავაზებას, გარკვეული დროის შემდეგ, ვითარებები მის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდება, ის დეგრადირდება და კარმის მკაცრ მარწუხებში აღმოჩნდება, სადაც თავისუფალი არჩევანი თითქმის აღარ დარჩება.
მეორეს მხრივ, მზის სექსტილი, მისი პრინციპების, ე.ი. ნების, დამუშავების მეტად ფასეულ შესაძლებლობას იძლევა, კონსტრუქციული ქმედებების მეშვეობით, იმ სფეროებში, რომელთანაც დაკავშირებულია პლანეტა. შინაგანი პრობლემების მოგვარებისას, რომელიც ამ ქმედებების მსვლელობისას იქმნება, ადამიანი საკუთარი ნების სწორად წარმართვას სწავლობს; მას შესაძლებლობა ეძლევა განსაზღვროს, რომელი ეგრეგორით არის მისი ნება მართული და შეათანხმოს ის გარეფაქტორებსა და ქვეცნობიერის სხვადასხვა პროგრამასთან. მაგალითად, მზის და მთვარის სექსტილი მეტად პერსპექტიული ასპექტია, რომელიც განვითარების შესანიშნავ საშუალებას იძლევა. მაღალ დონეზე, ის სულიერ მასწავლებლებს შობს, რომლებიც მშვენივრად ერკვევიან კონკრეტული მოსწავლეების უმაღლეს და უმდაბლესს საწყისებში და ისიც შეუძლიათ ადამიანები, ევოლუციური განვითარების, კონკრეტულად მათთვის განკუთვნილ გზაზე დააყენონ.
ქირონის სექსტილი
„რატომ იმალებიან ადამიანის ფარული შესაძლებლობები ასე გულმოდგინედ?
ეშინიათ, რომ მონობაში გაყიდიან“
ქირონის სექსტილი ადამიანს პლანეტის პრინციპის არასტანდარტულ და, შეიძლება ითქვას, დაუჯერებელი გაფართოების შესაძლებლობებს ანიჭებს. მაგრამ ამის მიხვედრა და, მით უმეტეს, პრაქტიკაში განხორციელება ხშირად არც ისე მარტივია.
ამ ასპექტის მანიფესტაცია პლანეტით მართულ სფეროებში წარმოქნილი გაუგებარი გარემოებებით ვლინდება, რაში გარკვევაც ცხადია რთულია, მაგრა შედეგები მოულოდნელ გაგებას და სიტუაციების არასტანდარტულ ხედვებს მოგვცემს.
დაბალ დონეზე, ქირონის სექსტილი ცრუ შესაძლებლობებს გვთავაზობს პლანეტით მართულ სფეროებში, რაც გულუბრყვილო, მიმნდობ და სწრაფ წარმატებაზე ორიენტირებულ ადამიანს სრულ ქაოსში ითრევს. ქირონი არასტანდარტულად, საიმედოდ და პრაქტიკულად მუშაობას გვასწავლის და, რაც მთავარია, ჯერ შინაგანი პრობლემების მოგვარებისკენ გვიბიძგებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის გარე პრობლემებზე. ნატივს დანამდვილებით შეუძლია მისი გაკვეთილების ათვისება, თუ შეძლებს მიხვდეს, რომ ქირონისგან შეთავაზებული შესაძლებლობები არამხოლოდ კეთილსინდისიერ შრომას, არამედ არასტანდარტულ მიდგომასაც მოითხოვს. სწორედ ამ პროცესში მოუწევს მას სამყაროს ჩვეული ხედვის ზოგიერთ ნაწილთან გამოთხოვება.
საერთოდ, ეს ძალზედ პერსპექტიული ასპექტია, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, საკუთარი ქვეცნობიერის რთულ და ღრმად ჩაფლულ საიდუმლობებში გარკვეს, ნათელი მოჰფინოს და ცნობიერში გადმოიტანოს თითქოს სრულიად მიუწვდომელი პროგრამები. სწორედ ამის შემდეგ გადავა ის ხარისხობრივად ახალ ეტაპზე პლანეტით მართულ სეროებში.
დამუშავებული ასპექტით ადამიანს შეეძლება, არამხოლოდ თავად აირჩიოს განვითარების სრულიად ორიგინალლური მეთოდები, არამედ სხვებსაც შესთავაზოს ის.
ქირონის ასპექტები მზესთან
ქირონის ასპექტი მზესთან იძლევა განსაკუთრებულობის შეგრძნებას. ძლიერი სურვილები. შესაძლოა სხვებს საკუთარი ორიგინალური იდეებით ეხმარებოდნენ. კრიტიკაზე მტკივნეულად რეაგირებენ. საჭიროა ისწავლონ კრიტიკის მიღება, „მებრძვიან, ვძულვარ“ შეგრძნების გარეშე. უარყოფითი კუთხით: უჭირთ თვითგამოხატვა.
როდესაც ქირონი რომელიმე ასპექტით მზეს უკავშირდება, მთელი ჩვენი „მეს“ შეგრძნება, ვინ ვართ სინამდვილეში, დამოკიდებულია ჩვენს სულიერების განცდაზე, ჩვენს უმაღლესს ცნობიერებაზე. მზეს და ქირონს შორის არსებული ასპექტები ადამიანის დარმას იდენტიფიკაციას უკავშირდება. ასპექტის ხასიათი კი უჩვენებს, მისი განვლილი გზა უწყვეტი სტრესია თუ პროგრესი. დაძაბული ასპექტის (შეერთების, კვადრატის, ოპოზიციის) მფლობელთათვის 40 წლამდე პერიოდი მეტად რთული იქნება, რადგან ისინი გრძნობენ, რომ ბედისწერა, რომელსაც საკუთარ თავში განიცდიან, არ აისახება მათ რეალობაზე.
პოზიტიური ასპექტების (სექსტილი, ტრინი) მფლობელები პატარა ასაკიდანვე ბუნებრივი სულიერებით გამოირჩევიან. ისინი შორს იჭერენ თავს ისეთი გამოცდილებისგან, რაც მათ სულიერებას დააზარალებდა. შეიძლება აღმატების კომპლექსიც ჰქონდეთ და სხვებს ზემოდან ქვემოთ უყურებდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მეტად ქარიზმატული ხალხია, ხშირად იმდენად, რომ გარშემომყოფები უფრთხიან კიდეც.
მზის და ქირონის სექსტილი
ასეთი ადამიანი მეტად მარტივად და, შეიძლება ითქვას, სიხარულითაც კი ლახავს სიძნეელებს. კარგად ესმის არასტანდარტული ადამიანების, ვინც ყველას არ ჰგავს და უშიშრად ავლენს საკუთარ პერსონას. რეკომენდებულიც კი არის ასეთ ინდივიდებთან თანამშრომლობა.
ისინი იღბლიანად ირჩევენ ცხოვრების გზას და მიუხედავად ამისა, წარმატება არ მოვა თავისთავად. ამისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რასაც შეიძლება გარკვეული ნერვული დაძაბულობაც ახლდეს თან, თუმცა აქ გადამწყვეტ როლს მერკურის და ურანის ასპექტები ასრულებენ.
თუ სექსტილს სხვა ასპექტი აზიანებს, შეიძლება “ვაი ჭკუისგან” დაემართოთ, რადგან, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობებში, ისედაც მიდრეკილნი არიან გადამლაშებული საზრიანობისკენ და იმაზე მეტ ინიციატივას იღებენ საკუთარ თავზე, ვიდრე გამკლავება შეუძლიათ.
მუდმივად მოძრაობაში არიან. სწრაფი აზროვნების უნარი აქვთ,ნებისმიერ ქმედებაზე სწრაფად რეაგირებენ. მათგან კარგი მასწავლებლები გამოდიან. თუნდაც მცირედით მაინც, ყოველთვის გამოირჩევიან საზოგადოებისგან.
Famous people with Sun/Chiron sextile:
Yang/Masculine signs (Fire+Air): Lady Gaga♈/♊, Bette Davis♈/♒, Benito Mussolini ♌/♊, Helen Mirren ♌/♎, Paul Éluard ♐/♎, Billy Idol ♐/♒, Mark Wahlberg ♊/♈, Johnny Hallyday ♊/♌, Josh Hutcherson ♎/♌, Bruce Springsteen ♎/♐, Portia de Rossi ♒/♈, Peter Gabriel ♒/♐.
Yin/Feminine signs (Earth+Water): Wayne Dyer ♉/♋, Trent Reznor ♉/♓, Thomas Müller ♍/♋, Jeremy Irons ♍/♏, Patti Smith ♑/♏, Dave Grohl ♑/♓, Eva Green ♋/♉, Michel Polnareff ♋/♍, Joni Mitchell ♏/♍, Condoleezza Rice ♏/♑, Isabelle Huppert ♓/♑, Michael Caine♓/♉.
მომზადებულია ავესალომ პადვოდნის და ფელიქს ველიჩკოს მასალებზე დაყრდნობით.