ავესალომ პადვოდნი „ასპექტები“
მზის შეერთება „მდგომარეობა გავალდებულებს“
მზე არ გამოირჩევა დემოკრატიულობით. მზესთან შეერთება პლანეტის გამოვლენას, დამუშავების მაღალ დონეზე, იმპერატიულ ხასიათს ანიჭებს. დაბალ დონეზე _ პლანეტის დამუშავების აუცილებლობაზე მეტყველებს. მზე ყველაფერს ნათელს ჰფენს, მათ შორის პლანეტის მდაბიო გამოვლინებასაც და მკაცრი იმპერატივებით იწყებს ზემოქმედებას. მზე დათრგუნავს დაუმუშავებელი პლანეტის შემოქმედებით საწყისს და პლანეტას აიძულებს, საკუთარი პრინციპები ძალიან ვიწრო ჩარჩოებში გამოავლინოს, რომელშიც, პრინციპში, ვერც ეტევა. შექმნილი შინაგანი დაძაბულობა ლოგიკურად განაპირობებს აფეთქებას. ამასთან, აბსოლუტის შემოქმედება ვლინდება როგორც უშუალოდ აფეთქების მომენტში (რისი წინასწარ პროგნოზირებაც შეუძლებელია), ისე ნამსხვრევების ტრაექტორიაშიც. თუ შეერთების (კონიუქციის) ასპექტი დაუმუშავებელია, მაგრამ ის ჰარმონიულად დგას კოსმოგრამაში, ნამსხვრევები მხოლოდ გარშემომყოფთათვის იქნება საშიში, პლანეტის შემოქმედებითი საწყისი კი ეგოისტური მომხმარებული ფორმით გამოვლინდება იმ სფეროებში, რომელიც პლანეტის პრინციპებს შეესაბამება. მაგალითად, მზისა და მარსის დაუმუშავებელი შეერთება უზარმაზარ და ფუჭ აქტიურობას იძლევა, რომელიც თავად სუბიექტს უკიდურესად მნიშვნელოვნად მიაჩნია. მეორეს მხრივ, ის, პირდაპირი გაგებით, შთანთქავს სხვების ენერგიას და გარშემომყოფებს სრულიად აცლის ძალას.
შეერთების (და მზის) დამუშავება ადამიანს უფრო მაღალ ეგრეგორზე გადართავს, როდესაც მზიური ინიციატივა არა მკაცრი ბრძანების, არამედ რეკომენდაციის, მიმართულების მიცემის და რაც მთავარია ყურადღების ფორმით გამოვლინდება. მაშინ მზისა და პლანეტის ურთიერთქმედება არსებითად შემსუბუქდება და პლანეტაც მზისგან სუსტად დაიმუხტება, რაც მის ორიენტაციას ემსახურება რთულ პირობებში, როდესაც ოპტიმალური არჩევანი მისთვის არც ისე თვალსაჩინოა.
ქირონის შეერთება: „სჯობს ღმერთს ანგარებით ემსახურო, ვიდრე ეშმაკს უანგაროდ“
ქირონთან შეერთება პლანეტას განსაკუთრებულ იუმორის გრძნობას ანიჭებს, რომელსაც თავიდან გარშემომყოფები უფრო აფასებენ, ვიდრე თავად ინდივიდი, რომელიც ხუმრობების მთავარი გმირი ხდება. ეს ასპექტი ბადებს პლანეტის პრინციპების არატრადიციული მეთოდებით დამუშავების კარმულ აუცილებლობას, რისი სტიმულიც გაურკვეველი და ქაოტური სიტუაციების ჩიხური განვითარება ხდება, სადაც, მართალია, შინაგანი აზრი იგრძნობა, მაგრამ ძალიან რთული გასაგებია, თუ ადამიანი მისთვის ჩვეულ პოზიციებზე რჩება. მაგალითად, ქირონისა და მთვარის შეერთება უცნაურ ან თუნდაც ჩვეულებრივ დაავადებებს იძლევა, რომლის მკურნალობაც ტრადიციულ მეთოდებს არ ექვემდებარება. დაავადება, პირდაპირი მნიშვნელობით, გააწამებს ადამიანს, სანამ ის მკურნალობის უჩვეულო მეთოდებს არ მიმართავს, რასაც ტრადიციული მედიცინა შარლატანობას უწოდებს, ყოველ შემთხვევაში, ეჭვქვეშ მაინც აყენებს.
სამაგიეროდ, ქირონთან ჰარმონიული შეერთება პრობლემის ძალიან სწრაფ, თითქმის სასწაულებრივ მოგვარების საშულებას იძლევა. როგორც წესი, ადამიანს მხოლოდ ახლებური, თავიდან ნახევრად სასწაულებრივი შეხედულებების, მეთოდების და ილეთების სერიოზული ათვისება და მატერიალიზაცია ევალება. იმავდროულად, აუცილებელია შინაგანი მუშაობა ქვეცნობიერის იმ პროგრამებთან, რომელსაც პლანეტა მართავს. მაგალითად, ქირონი-პლუტონის შეერთების დამუშავება გულისხმობს საკუთარი შეხედულებების გადახედვას ბედისწერაზე, პირადი და მსოფლიო კარმების ურთიერთკავშირზე (პიროვნების როლი ისტორიაში), სულიერ განწმენდაზე, მონანიებაზე და ა.შ.
ქირონთან შეერთების დამუშავება, პლანეტის მართულ სფეროებში, უჩვეულო შემოქმედებით უნარებს, მეთოდებსა და ილეთებს იძლევა, რასაც, მართალია, თანამედროვეებში სასწაულის ეფექტი აქვს, მაგრამ მომდევნო თაობებისთვის მაინც „მეცნიერული“ და „რაციონალური“ გახდება.
ქირონის ძირითადი მეთოდური პრინციპი ჟღერს ასე „გაიგო_ნიშნავს მიეჩვიო“, თუმცა ქირონთან შეერთების დამუშავება არა პლანეტის პრინციპების ხარისხობრივად ახალი მეთოდების განვითარებას, არამედ ცნობიერების გაფართოებას გულისხმობს.
ქირონის ასპექტები მზესთან
ქირონის ასპექტი მზესთან იძლევა განსაკუთრებულობის შეგრძნებას. ძლიერი სურვილები. შესაძლოა სხვებს საკუთარი ორიგინალური იდეებით ეხმარებოდნენ. კრიტიკაზე მტკივნეულად რეაგირებენ. საჭიროა ისწავლონ კრიტიკის მიღება, „მებრძვიან, ვძულვარ“ შეგრძნების გარეშე. უარყოფითი კუთხით: უჭირთ თვითგამოხატვა.
როდესაც ქირონი რომელიმე ასპექტით მზეს უკავშირდება, მთელი ჩვენი „მეს“ შეგრძნება, ვინ ვართ სინამდვილეში, დამოკიდებულია ჩვენს სულიერების განცდაზე, ჩვენს უმაღლესს ცნობიერებაზე. მზეს და ქირონს შორის არსებული ასპექტები ადამიანის დარმას იდენტიფიკაციას უკავშირდება. ასპექტის ხასიათი კი უჩვენებს, მისი განვლილი გზა უწყვეტი სტრესია თუ პროგრესი. დაძაბული ასპექტის (შეერთების, კვადრატის, ოპოზიციის) მფლობელთათვის 40 წლამდე პერიოდი მეტად რთული იქნება, რადგან ისინი გრძნობენ, რომ ბედისწერა, რომელსაც საკუთარ თავში განიცდიან, არ აისახება მათ რეალობაზე.
პოზიტიური ასპექტების (სექსტილი, ტრინი, კვიკონსი) მფლობელები პატარა ასაკიდანვე ბუნებრივი სულიერებით გამოირჩევიან. ისინი შორს იჭერენ თავს ისეთი გამოცდილებისგან, რაც მათ სულიერებას დააზარალებდა. შეიძლება აღმატების კომპლექსიც ჰქონდეთ და სხვებს ზემოდან ქვემოთ უყურებდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მეტად ქარიზმატული ხალხია, ხშირად იმდენად, რომ გარშემომყოფები უფრთხიან კიდეც.
მზე-ქირონის შეერთება:
ამ უნიკალურ ინდივიდებს ბედისწერის ძალიან ძლიერი, თანდაყოლილი, განცდა აქვთ. ისინი სავსენი არიან მიზნებით, ენთუზიაზმითა და შემოქმედებითი სულისკვეთებით. ნებისმიერ ადამიანთან ადვილად ამყარებს ურთიერთობას. შესაძლოა რთულად დასაძლევი ბარიერებით იყვნენ გარემოცულნი. ძნელად ეგუებიან ტრადიციებსა და წესებს. თავად ირჩევენ საკუთარ გზას და მიზნებს. არ აღიარებენ საზღვრებს. ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავთ.
ცნობილი ადამიანები მზე–ქირონის შეერთებით:
♈: Mariah Carey, Marlon Brando, Victoria Beckham, Ewan McGregor, Veronica Zemanova… ♉: Jessica Alba, Audrey Hepburn, Mustafa Kemal Atatürk, Channing Tatum, Tom Welling… ♊: Rafael Nadal, Shia Labeouf, Mary-Kate Olsen, Ashley Olsen, Marquis de Sade… ♋: Jean Cocteau, Ringo Starr, Margot Robbie, Patrick Stewart… ♌: Cara Delevingne, Martha Stewart, Nathalie Delon… ♍: Roger Waters…