„წარმატებისთვის ბრძოლა“
თემები: დისციპლინა, მოთმინება, ძალის ქონა, თვითგამოხატვა, სრულყოფილება
ბნელი მხარე: სიზარმაცე, ქედმაღლობა, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა, სიღარიბე
ასპექტის მახასიათებლები (აძლიერებს შემდეგი თვისებების გამოვლენას): უარყოფის შიში, პასიურობა, უცოდინრობა, ეგოიზმი, გულგრილობა, სიცივე, განსჯა, უცერემონიობა, ეჭვი, უნდობლობა, იმედგაცრუება, სკეპტიციზმი, დეპრესია, წუწუნი, სიამაყე, უარყოფითის დანახვის ტენდენცია, ჩაკეტილობა, უმეგობრობა, ქორწინება ასაკობრივი სხვაობით. ქალის რუკაში – ქორწინებისას სირთულეები.
თვითშეფასება და თვითპატივისცემა „დარტყმის“ ქვეშაა, შესაძლოა ცხოვრების მიმართ ფარული შიში და დაუცველობის განცდა ჰქონდეს. წარუმატებლობაში ხშირად სამყაროს ადანაშაულებს. მის ცხოვრებაში ბევრი რამ სწორედ მისსავე რეაქციასა და შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული – როგორ სწავლობს დაბრკოლების გადალახვას.
ნებისმიერ პლანეტასთან უარყოფითი ასპექტის დროს სატურნი ცენზურის როლს ასრულებს. მაგ: მთვარესთან კვადრატის შემთხვევაში – ინდივიდი გრძნობს საკუთარი განცდებისა და ემოციების ცენზურის აუცილებლობას; მზის შემთხვევაში – თვითშეზღუდვის მოთხოვნილებაა, „მე არ უნდა გავაკეთო“ ამ ასპექტის მქონე ადამიანის ფიქრია.
დამახასიათებელია რთული, გაჭირვებებით ან/და დაბრკოლებებით სავსე ცხოვრება. დადებითი ასპექტების შემთხვევაში (განსაკუთრებით იუპიტერის) შესაძლოა სატურნის მძიმე გავლენა რთული და მკაცრი დისციპლინით გადაილახოს. ცხოვრებისგან განებივრება და საჩუქრები ნაკლებად იქნება დამახასიათებელი, ყველაფრის მიღწევა თავად მოუწევს. შესაძლოა ბავშვობაში სერიოზული დაავადება გადაიტანა ან გაჭირვებაში გაიზარდა.
ასპექტის მქონე ადამიანს თვითგამოხატვის შესაძლებლობები ეზღუდება ბავშვობის წლებიდანვე. მაგ: ოჯახში სწავლას რთულად ახერხებს; სამაგიეროდ ზრდასრულ ასაკში უდიდესი გამოცდილება აქვს პროფესიული სიტუაციების ობიექტური შეფასებისთვის. რამდენჯერმე წარმატების მიღწევისა და მიღწევების შემდეგ, საკუთარ თავში დარწმუნებულობას მეტად გრძნობს (ამის აუცილებლობასაც).
შესაძლოა ხშირად გრძნობდეს მარტოობას, სითბოსა და ზრუნვის ნაკლებობას, დავიწყებულად ყოფნას (“ყველამ დამივიწყა”). დროთა განმავლობაში ხასიათში იკვეთება წარმატების ძლიერი მოთხოვნილება, ბრძოლისთვის მზადყოფნა, სკეპტიციზმი. წინსვლაში ხელს უშლის სიამაყე, ლავირების უუნარობა, ქედმაღლობა.
თვითრეალიზაციის მცდელობის დროს იმედგაცრუებამ შესაძლოა პესიმიზმამდე მიიყვანოს. ეს ასპექტი აისახება მისი და შვილების ჯანმრთელობასა და თვითშეგრძნებებზე. შესაძლოა უფროსი შვილი ხშირად ავადმყოფობდეს. თავად კი კბილების ცუდი წყობა, ქრონიკული დაავადება აწუხებდეს ან მოტეხილობები ჰქონდეს.
მზე-სატურნის ოპოზიციის ან კვადრატის შემთხვევაში ინდივიდს შესაძლოა აწუხებდეს წარუმატებლობის, უიღბლობის კომპლექსი, რის უკანაც გამოსაჩენი პიროვნებად ყოფნის შიში იმალება, წარმატებაზე ორიენტირებასა და პოზიტიური დამოკიდებულების შემუშავებას რთულად ახერხებს.
ყველაფრის მიზეზი კი ბავშვობის წლებში იმალება – ამ ადამიანს რეალიზებაში ხელს შესაძლოა მამის იდეალი-ფიგურა უშლიდეს (ან მკაცრი მშობელი ყავდეს), რაც საკუთარ თავში დარწმუნებულობაზე იმოქმედებს. მამისგან მოშორებით ცხოვრების ან მასთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ პლანეტის დადებითი მახასიათებლები მეტად ვლინდება და გაბედული ხდება.
სატურნის მოქმედება გამოიხატება „დიდივით“ მოქცევაში, რაც უმტკივნეულო არაა. ასპექტის გავლენა მეტად მტკივნეული აღსაქმელია 42 წლამდე. ამ პერიოდამდე შესაძლოა სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდეს, ქრონიკული დაავადებით ცხოვრობდეს. ჯანმრთელობის გაუარესებას ძირითადად სიცივე იწვევს, ხოლო მიზეზი დაუდევრობა და სიზარმაცე, ყველაფრის წართმევაა.
დასამუშავებელი საკითხები: სიყვარულში გარკვეულწილად შებოჭილია, ხოლო მეგობრობაში – ოფიციალური, რაც ურთიერთობებში სირთულეები წარმოშობის მიზეზი ხდება (სასურველია ურთიერთობებში თვითგამოხატვის სტილს გადახედოს). ცხოვრებაში ხელს უშლის – უკეთესი მომავლისადმი უიმედო დამოკიდებულება, საკუთარი შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა.
სატურნის უარყოფითი ასპექტი რთული, მძიმე შრომითა და ნებისყოფით გადაილახება, რის შედეგადაც ადამიანი გამოიმუშავებს ჟინიანობას, მიზანსწრაფულობას, ეკონომიურობას, სიმტკიცეს, ტაქტსა და ყურადღებას, სიფრთხილეს, მეთოდურობას, ტიტანური სამუშაოს შესრულების უნარს, პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობას.
სასურველია ასპექტის მქონემ იმუშაოს ოპტიმიზმსა და სიცოცხლის ხალისის შენარჩუნებაზე, რადგან მისი სასიცოცხლო ენერგია ისედაც დაბალია და პესიმიზმის „ხელშეწყობით“ ადვილად ავადდება. ყოველი მე-7 წელი შეიძლება კრიზისული ან რთული იყოს.
მზის კვადრატი: „არავითარ შემთხვევაში არ ღირს სარკისთვის დაბრალება“
მზის კვადრატი პლანეტას ინდივიდის ნების დისჰარმონიული იმპულსებისა და იმპერატიული გარემოებების დარტყმის ქვეშ აყენებს. ამ შემთხვევაში ინდივიდი არ არის მიდრეკილი საკუთარი თვითგამოხატვა დისჰარმონიულად ჩათვალოს, ვერ შეამჩნევს საკუთარ უხეშობას, სიმკაცრეს, არაკომპეტენტურობას, სამაგიეროდ, პლანეტის პრინციპების ჩართვისას აღნიშნულ მახასიათებლებს საკმაოდ მსუბუქად გრძნობს სხვა ადამიანებსა და გარემოში. კვადრატის დამუშავების მეორე და მესამე დონეზე შესაძლოა თვლიდეს, რომ მას პლანეტარული პრინციპების შესაბამისი გარე და შინაგანი მტრები ჰყავს, რისი მიზანიც მისთვის გამოხატვის შესაძლებლობებში ხელის შეშლაა.
მაგალითად მზისა და მთვარის კვადრატის დროს ადამიანმა დროდადრო საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ შეიძლება უხეში შეცდომები და უტაქტობა გამოავლინოს ქალებთან ურთიერთობაში, გაუცნობიერებლად ეშინოდეს და არ უყვარდეს ისინი, ამავე დროს კი მათ მიმართ ძლიერ მისწრაფებას განიცდიდეს, რამდენადაც შინაგანად ქალი-დედის სახე მნიშვნელოვნად აქტიურია. თუ მზე ვერძშია – აგრესიისა და უხეშობის ალბათობაა, თუ თევზებშია – ცრუ პოზიცია და ინიციატივები არასასიამოვნო შედეგებით და ა.შ.
კარმული ამოცანა მდგომარეობს პლანეტის სფეროებში გამოხატვის თავისუფლებისა და ინიციატივის მკაცრ შეზღუდვებში, მზის პრინციპის უმაღლესი გამოვლინება მოითხოვება, ანუ მუდმივი უპიროვნო ყურადღება პლანეტის სფეროებში, გარეგანი ინიციატივა დასაშვებია მხოლოდ მინიმალური გამოვლენით იძულებით (აუცილებელ) გარემოებებში.
შინაგანი ზრდის თვალსაზრისით, ასპექტი საკმაოდ პერსპექტიულია საკუთარ თავზე ჭეშმარიტი ძალაუფლების მოპოვებისა და უფრო მაღალ ეგრეგორზე გადასვლის მხრივ (პლანეტის სფეროებში), რაც უფრო შემოქმედებით და შინაგანად თავისუფალ ცხოვრებას ნიშნავს. დადებითი ენერგეტიკის შემთხვევაში შესაძლოა გარე დისჰარმონიულ ნებას დაეუფლონ და გარშემომყოფებზე მიმართონ – ასე ვიღებთ ე.წ. შავი მასწავლებლის ასპექტს, განსაკუთრებით მზის უმაღლეს პლანეტებთან კვადრატის შემთხვევაში. დამუშავება იძლევა უმაღლესი ეგრეგორის მითითებებით კარმის იმ დელიკატურ თემებზე მსუბუქად მუშაობის უნარს, რომლებიც შორეულ მომავალს ეხება.
სატურნის კვადრატი: „ევოლუციური კიბის საფეხურები ხალიჩით არაა დაფარული“
სატურნის კვადრატი პლანეტის სფეროებში ადამიანს აყენებს საკუთარ თავში ჩაყვინთვისა და შინაგანი დისციპლინის გამომუშავების; მშვიდად, კონცენტრირებულად სიმართლის ძიების წინაშე. პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: ერთის მხრივ, ადამიანს იზიდავს პლანეტის პრინციპები, მისი სიღრმისეულად გაგება სურს, მეორეს მხრივ, ამის ოდნავ მცდელობაც კი ძლიერ წინააღმდეგობას აჩენს გარეგან და შინაგან დონეზე.
თავად შესწავლა რთულია, ნებისმიერ შემთხვევაში, იმაზე მეტ ზალისხმევასა და კონცენტრაციას ითხოვს, რამდენიც მოცემულ დროში ადამიანს არ გააჩნია; ამასთანავე ხელისშემშლელია გარეგანი და შინაგანი ქაოსური ძალა. შედეგად, რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ პლანეტის პრინციპები „იყინება“ და ინდივიდისთვის მიუღწეველი ხდება, რაც მას (ინდივიდს) დისჰარმონიულ სიტუაციაში აგდებს, რაზეც მისი არაცნობიერი განსხვავებუად რეაგირებს. მაგ: სხვადასხვა კომპლექსი და ნევროზი ჩნდება, რაც ადამიანს „იცავს“ პლანეტის პრინციპებით გააქტიურებული სიტუაციებისგან.
თუ კვადრატში პლანეტა სატურნზე ძლიერია, საკუთარი პრინციპების ნაწილით სატურნისეულ სფეროების შეცვლა შეუძლია. მაგალითად, განვიხილოთ ვენერა-სატურნის კვადრატი. ძლიერი სატურნის შემთხვევაში ვიღებთ უხეშობას სოციალურ კონტაქტებსა და სასიყვარულო ურთიერთობებში; ხოლო ძლიერი ვენერას შემთხვევაში – სოციალურ და სასიყვარულო კავშირებში განურჩევლობას.
სატურნის კვადრატი შეუძლებელს ხდის პლანეტის პრინციპების ძალდაუტანებელ გამოვლენას, ამ შემთხვევაში ინდივიდისგან მოითხოვება სიბრძნე და კარმული პროგრამის ზუსტი მიყოლა, რაც საკმაოდ ფაქიზი იქნება. სიტუაცია ჰგავს დიდი ცულით ხეზე ჩუქურთმის ამოჭრის მოთხოვნას. როცა ინდივიდი მუშაობას იწყებს, მისი ყოველი ქმედება უხეში, მოუხერხებელი და არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ სწავლის სურვილი და პატივმოყვარეობა შეიძლება დიდი ჰქონდეს, აქ უკვე მთავარია ინდივიდის შინაგანი პატიოსნება, თვითრეალიზების სურვილი და ევოლუციურ პროცესში მონაწილეობის სურვილი.
სატურნის კვადრატის დამუშავება ინდივიდს პლანეტის სფეროებში სიზუსტეს, სიბრძნეს, დანახვისა და სხვების დახმარების უნარს ანიჭებს (შესაბამისი უნარების განვითარებაში).
წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.