მზის კვადრატი ურანთან

მზის კვადრატი ურანთან

“დოგმატური დამოუკიდებლობა”

თემები: გამოხატვა, სიახლეები, წინსვლა, შემოქმედებითობა, ორიგინალურობა

“ბნელი” მხარე: ქედმაღლობა, პატივმოყვარეობა, სიზარმაცე

 

ს. ვ. შესტოპავლოვი

ამ პლანეტების ურთიერთქმედება იძლევა სპონტანურობას, ექსცენრიულობას, იმპულსურობას, ცვალებად ხასიათს, გაღიზიანებადობას, გამძაფრებულ მგრძნობელობას, რადიკალიზმისკენ, უკიდურესობისკენ სწრაფვას, სიმკვეთრეს, ექსტრემიზმს, ცხოვრების აზრის დაკარგვას.

აზრები თვითმკვლელობაზე, დაუდევრობა, სულსწრაფობა, მოუთმენლობა, უბედური შემთხვევების საფრთხე. მიდრეკილება რისკის, ავანტიურის, აბსოლუტური თავისუფლების, თავგადასავლების, სკანდალებისკენ. შესაძლოა დამახასიათებელი იყოს არანორმალური, პარანოიდული ქცევა, ქალებში – არამდგრადი მიჯაჭვულობები, ურთიერთობების რღვევისკენ მიდრეკილება.

ამ ასპექტის დადებითი მხარე – ძლიერი ინტუიცია, ტალანტი და არაორდინალურობა, გამბედაობა და რევოლუციონერობა, გამძაფრებული სამართლიანობის გრძნობა, საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება სხვა ადამიანებისთვის, ჩვეულებების, ერთფეროვნების, რუტინის აუტანლობა. თვითგამოღვიძებისა და სხვების გამოფხიზლებისკენ, სიახლისკენ გამძაფრებული სწრაფვა, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის მიმართ სიყვარული.

ფრენსის საკოიანი ( და ჰიტ მონსტერი)    

კაპრიზული, უგუნური და ექსცენტრიული ქმედება. ორიგინალურია, თუმცა იდეები ხშირად განუხორციელებელია ან გამოცდილების, მოთმინებისა და დისციპლინის ნაკლებობის გამო ვერ ხორციელდება. მუშაობს აფეთქებებით. დამახასიათებელია თავნებობა, საკუთარი პიროვნების დრამატიზების ტენდენცია; ნებისმიერი რუტინის უარყოფა, რაც შეიძლება მომაკვდინებელიც იყოს. კრიტიკულ სიტუაციებში ნერვული დაძაბულობა იწვევს ირაციონალურ ქმედებას. სიამაყე და უსაზღვრო თავისუფლება არანაირ ფასად არ აძლევს რჩევების მოსმენის საშუალებას. ხშირად ხელმძღვანელის პოზიციაზეა, ერთობის, მეგობრობის მხარდასაჭერად გამოდის, ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ ისეთებს ირჩევს, რომლებიც თაყვანს სცემენ.  ეს ტენდენციები ჩნდება იმ მომენტებში, როდესაც საჭიროა საკუთარი ძალისხმევის ნაყოფის მიღება.

კატრინ ობიე

ოპოზიცია, კვადრატურა: იგივე მნიშნელობა აქვს რაც შეერთებას, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ადამიანს შეუძლია ყოველგვარ უკიდურესობებზე წასვლა, ოღონდ დაამტკიცოს თავისი განუმეორებლობა, თავი გამოხატოს. საკუთარი თავისთვის ამის დასამტკიცებლად საკმაოდ შეუფერებელ მომენტებს ირჩევს (არასწორ დროს, არასწორ ადგილზე). უარყოფს სისტემებსა და იდეოლოგიებს, იფანტება, გარშემოყოფებს აოცებს ხასიათცვალებადობით. თავის თავს ვერ ხედავს გვერდიდან და გარშემომყოფებს მიუთითებს მათი განსჯის უაპელაციობაზე. ამის საფუძველი ხშირად ახასიათებს მამის მოდელთან მკვეთრი განხეთქილება, რაც საკუთარი „მეს“ პოვნას ართულებს. ასპექტისთვის დამახასიათებელია ხასიათის არამდგრადობა. ზოგჯერ ინდივიდი ბუნტს აწყობს მხოლოდ იმიტომ, რომ გარშემომყოფებმა მისი არსებობა შეამჩნიონ.

ა.რიჟოვი

ჯანმრთელობის კუთხით ურანი იწვევს განუკურნებელ დაავადებებს, პარეზს, დამბლას. პერიფერიული ნერვული სისტემის დამბლა, ნერვული ტიკები. უბედური შემთხვევები, უჩვეულო ნერვული და თავის ტვინის დარღვევები. ჩვეულებრივ თვლიან, რომ ურანი უკავშირდება აფეთქებებს, კატასტროფებსა და ძალადობას (უკიდურეს ვარიანტში ასპექტი ვლინდება დაავადებების სახით).

ავესალომ პოდვოდნი

მზის კვადრატი: არავითარ შემთხვევაში არ ღირს სარკისთვის დაბრალება“

მზის კვადრატი პლანეტას ინდივიდის ნების დისჰარმონიული იმპულსებისა და იმპერატიული გარემოებების დარტყმის ქვეშ აყენებს. ამ შემთხვევაში ინდივიდი არ არის მიდრეკილი საკუთარი თვითგამოხატვა დისჰარმონიულად ჩათვალოს, ვერ შეამჩნევს საკუთარ უხეშობას, სიმკაცრეს, არაკომპეტენტურობას, სამაგიეროდ, პლანეტის პრინციპების ჩართვისას  აღნიშნულ მახასიათებლებს საკმაოდ მსუბუქად გრძნობს სხვა ადამიანებსა და გარემოში. კვადრატის დამუშავების მეორე და მესამე დონეზე შესაძლოა თვლიდეს, რომ მას პლანეტარული პრინციპების შესაბამისი გარე და შინაგანი მტრები ჰყავს, რისი მიზანიც მისთვის გამოხატვის შესაძლებლობებში ხელის შეშლაა.

მაგალითად მზისა და მთვარის კვადრატის დროს ადამიანმა დროდადრო საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ შეიძლება უხეში შეცდომები და უტაქტობა გამოავლინოს ქალებთან ურთიერთობაში, გაუცნობიერებლად ეშინოდეს და არ უყვარდეს ისინი, ამავე დროს კი მათ მიმართ ძლიერ მისწრაფებას განიცდიდეს, რამდენადაც შინაგანად ქალი-დედის სახე მნიშვნელოვნად აქტიურია. თუ მზე ვერძშია – აგრესიისა და უხეშობის ალბათობაა, თუ თევზებშია – ცრუ პოზიცია და ინიციატივები არასასიამოვნო შედეგებით და ა.შ.

კარმული ამოცანა მდგომარეობს პლანეტის სფეროებში გამოხატვის თავისუფლებისა და ინიციატივის მკაცრ შეზღუდვებში, მზის პრინციპის უმაღლესი გამოვლინება მოითხოვება, ანუ მუდმივი უპიროვნო ყურადღება პლანეტის სფეროებში, გარეგანი ინიციატივა დასაშვებია მხოლოდ მინიმალური გამოვლენით იძულებით (აუცილებელ) გარემოებებში.

შინაგანი ზრდის თვალსაზრისით, ასპექტი საკმაოდ პერსპექტიულია საკუთარ თავზე ჭეშმარიტი ძალაუფლების მოპოვებისა და უფრო მაღალ ეგრეგორზე გადასვლის მხრივ (პლანეტის სფეროებში), რაც უფრო შემოქმედებით და შინაგანად თავისუფალ ცხოვრებას ნიშნავს. დადებითი ენერგეტიკის შემთხვევაში შესაძლოა გარე დისჰარმონიულ ნებას დაეუფლონ და გარშემომყოფებზე მიმართონ – ასე ვიღებთ ე.წ. შავი მასწავლებლის ასპექტს, განსაკუთრებით მზის უმაღლეს პლანეტებთან კვადრატის შემთხვევაში. დამუშავება იძლევა უმაღლესი ეგრეგორის მითითებებით კარმის იმ დელიკატურ თემებზე მსუბუქად მუშაობის უნარს, რომლებიც შორეულ მომავალს ეხება.

ურანის კვადრატი: “ნიჭიერებას ჭირდება აღმაფრენის წამი, დიდებულ ტალანტს კი – წამი დასვენებისათვის”.

უმაღლესი პლანეტების კვადრატურა საბედისწერო ეფექტს იძლევა, რომელთან ბრძოლაც შეუძლებელი, უფრო სწორად საზიანოა, რადგან ადამიანს შეუძლია სერიოზულად დააზიანოს, როგორც თავისი ასევე გარშემომყოფთა ცხოვრება არასწორი ქმედებით კვადრატურაში მყოფი პლანეტის სფეროში. თუმცა ის ირჩევს გარემოებებთან ურთიერთობის საშუალებებს და ხედვას, ე.წ. თვალსაზრისს: როგორც წერტილს, საითაც ის იყურება, ასევე წერტილს – საიდანაც იყურება, ანუ იქიდან გამომდინარე თუ რომელ პოზიციაზეა და ეს არჩევანი ძირითადად განსაზღვრავს მის მიერ უმაღლესი პლანეტების კვადრატის დამუშავებას და შესაბამისად ბედ-იღბალს, სამყაროს კარმის ფარგლებში. მაგ: ვენერა-ურანის კვადრატურა იძლევა არა მხოლოდ გადაულახავ მიდრეკილებას ექსცენტრიულ და უმართავ სოციალურ ქცევებს მისთვის ყველაზე შეუფერებელ სიტუაციებში, არამედ ადამიანებს ამ ასპექტით არ შეუძიათ პარტნიორის დიდხანს სიყვარული, ის რაც ვერაფრით იცვლება დროთა განმავლობაში – გამოუთქმელად სწყინდებათ. თუმცა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება პარტნიორის თვეში ერთხელ ცვლა, ან შესაძლებელია ყოველდღიურად მოხდეს მოცემულ ეგზემპლარზე საკუთარი თვალსაზრისის ცვლა, მასში პრინციპიალური სიახლეების აღმოჩენით, თუმცა მეორე ვარიანტი გაცილებით რთულია.

 საერთოდ ურანის კვადრატურა პლანეტას ანიჭებს გენიალურობას ნორმის ფარგლებში (ხანდახან ფარგლებს გარეშე), მაგრამ ურანისეული იდეებისა და ხილვების კონსტრუქციაულად განხორციელება ძალიან რთულია. ადამიანი უნდა ეცადოს გააცნობიეროს თავისი ექსცენტრიულობის არსი, პლანეტარულ გამოვლინებებში უნდა ისწავლოს ურანისეული მინიშნებების წაკითხვა და ამ შემთევვაში ის ნაწილობრივ შეძლებს კარმის რთული ქარგის წვდომას, რომელიც მის ირგვლივ არსებობს და შესაძლოა სამყაროს შემატოს რაღაც ამ დრომდე უნახავი, გაუგებარი, შეუძლებელი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა რეალური.

 ურანის კვადრატის გამოვლინების გაგება შეუძლებელია, საჭიროა მასთან შეგუება და როგორღაც მისი გამოყენების სწავლა, მაგრამ მისი მთელი წარმატებული და ეფექტური გამოყენებით, ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ის ბეღურებს თოფს ესვრის, ხოლო ურანის საკადრისი სამიზნე რჩება უხილავი.

ურანის კვადრატი იძლევა სხვის ბორბლებში ჯოხის გაჩხერვის უნარებს და თუ ამ ასპექტის მფლობელი მიზნად დაისახავს ბოროტ და ინვოლუციური პროგრამებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ის ძალიან შემოქმედებითი გახდება აქ. სამწუხაროდ ამ კვადრატის შემთხვევაში ამ უნარით პირიქით სარგებლობენ, ევოლუციური ნაკადის შეზღუდვით, მასში ხვეულების წარმოქმნით (კარმული კვანძების წარმოქმნით), რაშიც რა თქმა უნდა გამოიხატება აბსოლუტის შემოქმედება, მაგრამ ადამიანი, რომლისგანაც ეს შემოქმედება რეალიზდება, ხდება შავი მასწავლებელი, თუმცა კონკრეტული ადამიანის ბედ-იღბლისთვის სულერთი არ არის რომელ დონეზე და ზუსტად როგორ ხდება ეს შავი მასწავლებლობა- კრიტიკოსის, დამსმენისა თუ ჯალათის როლში, ამიტომ ურანის კვადრატურის გამოვლინებისთვის საჭიროა დიდი ყურადღების მიქცევა, რადგან აქ უმნიშვნელო აქცენტებს (მათ შორის შინაგან დამოკიდებულებას მომხდარ მოვლენებთან) შესაძლოა შორს მიმავალი შედეგები ჰქონდეს.

სხვადასხვა წყაროები ბავშვთა ჰოროსკოპისთვის

ბავშები ამ ასპექტით შესაძლოა გამოირჩეოდნენ კაპრიზული და ექსცენტრიული ქცევით. ხანდახან საჭიროებენ ავტორიტეტული ფიგურების წინააღმდეგ გამოსვლას (მაგ: მამის, მასწავლებლის და სხვა.) ეს შესაძლოა გახდეს კონფლიქტების საბაბი ოჯახსა და თავის გარემოცვაში. გარდაქმნებში მოხვედრა შესაძოა წარუმატებლობის ან განსაკუთრებული მდგომარეობისა და შემთხვევების მომტანი იყოს.

ამ ბავშვებმა შესაძლო მამა განსაკუთრებულ ადამიანად, ან ძალიან არასაიმედო და არასაჭიროდ აღიქვან. ხანდახან მამას თვლიან ერთადერთ არსებად, რომელსაც ისინი ვერასდროს დაემსგავსებიან.

ავტორი: ქეთი


About Kate

Scroll To Top