მზის კვადრატურა სინასტრიულ პლანეტებთან

მზის კვადრატურა სინასტრიულ პლანეტებთან

მზეების კვადრატურა

ეს ძალიან რთული ასპექტია. ორივე ინდივიდი ცდილობს შეიცნოს თავი, მაგრამ, რადგან მათი ცხოვრების გზები ძალიან განსხვავებულია, დაპირისპირებებს ვერ აიცილებენ. მათი თანაცხოვრება ერთფეროვან მექანიკურ შრომას ჰგავს, იმედგაცრუებებითა და  უამრავი დაბრკოლებით პროგრესის გზაზე. მაგრამ! კვადრატურისთვის დამახასიათებელი დაძაბულობა ხშირად დინამიურ ენერგიად გარდაიქმნება. ამიტომ, წინააღდეგობების გადალახვა ორივეს უზარმაზარ ძალას მისცემს. თუ ქალი გააცნობიერებს, რომ ქალურობასთან თავის გაიგივების უნარი მეორეხარისხოვანია, სრულიად „მესთან“ გაიგივების უნართან შედარებით, მაშინ სირთულეები დაბალანსებული ოპტიმიზმით შეიცვლება, რაც ორივეს საკუთარი ცნობიერების ახალ ეტაპზე ამაღლებას, საკუთარი ღირსების შეგრძნებასა და ურთიერთპატივისცემას მოუტანს. ამ შემთხვევაში, სინათლის ორი წყარო რიგ-რიგობით ანათებს.

 

 

მამაკაცის  მზე  კვადრატურაში  ქალის  მთვარესთან

ეს ასპექტი ორივესთვის პრობლემატურია, რადგან ისინი ინსტინქტურად ცდილობენ მიაღწიონ იდენტობას. შესაძლოა ორივეს ერთი მიზანი ჰქონდეს, მაგრამ, საკუთარი გამოცდილებით, სხვადასხვა მეთოდს ამჯობინებდნენ მის მისაღწევად. მამაკაცმა უნდა გადალახოს ქვეცნობიერში გადანახული მოგონებები დედაზე. ქალმა უნდა შეწყვიტოს მამის სახებისადმი ქვეცნობიერი თაყვანისცემა. თუ ამას მიაღწევენ, ეს ურთიერთობა შეიძლება ორივესთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.

 

ქალის  მზე  კვადრატურაში  მამაკაცის  მთვარესთან

ეს ასპექტი ართულებს ურთიერთშემეცნებასა და ურთიერთგაგებას. მათ არასწორად ესმით ერთმანეთის გრძნობები, შეხედულებები და პრინციპები, რადგან თითოეული ინდივიდი შინაგან ბრძოლას განიცდის, სექსუალურ თვითგამოხატვასთან დაკავშირებით. ამ ურთიერთობაში ქალი არ არის დარწმუნებული საკუთარ ქალურობაში, მამაკაცი კი საკუთარ მამაკაცურობაში. ეს პიროვნული პრობლემები მძაფრად აისახება მათ ურთიერთობაზე და დაბლოკავს გაცილებით მნიშვნელოვან მისწრაფებებს, სანამ პარტნიორები არ ისწავლიან ანიმეს და ანიმუსის შეცვლილი როლების კონსტრუქციულად გადალახვას, რითაც ისინი ერთმანეთს ამოწმებენ.

 

 

მამაკაცის  მზე  კვადრატურაში  ქალის  მერკურისთან

მამაკაცი ქალს „რთულ ამოცანად“ განიხილავს. მან შეიძლება მოისურვოს გავლენა იქონიოს მისი ქალურობისა და სექსუალობის განვითარებაზე. თავის მხრივ, ქალი შეიძლება პარტნიორზე  რეაგირებდეს როგორც მამის სახებაზე. დაძაბულობა, რაც იდეების ურთიერთგაცვლით არის განპირობებული, მართალია, შეიძლება ხელს უწყობდეს პიროვნულ  ზრდას, თუმცა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობისთვის საჭირო სინაზე, ამ ასპექტით, რთულად მოიპოვება.

 

ქალის  მზე  კვადრატურაში  მამაკაცის  მერკურისთან

ეს ასპექტი მშვენივრად მუშაობს პლატონურ ურთიერთობაში, რადგან ქალი შეიძლება ქვეცნობიერად განიხილავდეს მამაკაცს, როგორც ძმის სახებას. ქორწინებაში ან ხანგრძლივ სექსუალურ ურთიერთობაში მამაკაცის მოლოდინები შეიძლება არ გამართლდეს. მოსალოდნელია დაძაბულობა, რომლის გამოხატვაც რთული იქნება. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს ემოციური დაკმაყოფილების ნაკლებობას, რაც იმედგაცრუებით დასრულდება. თუმცა სამუშაო ან პლატონურ ურთიერთობაში ამ ასპექტმა შეიძლება შექმნას უამრავი საინტერესი იდეა და სამუშაო ენერგია, იმ შემთხვევაშიც, თუ შინაგანი ჰარმონია, რაც საერთო საქმიანობისთვის დასჭირდებათ, არასრულყოფილი აღმოჩნდება.

 

მამაკაცის  მზე  კვადრატურაში  ქალის  ვენერასთან

ეს ერთერთი ყველაზე იმედგაცრუების მომტანი ასპექტია სინასტრიულ ასტროლოგიაში. ის ქმნის ძლიერ სექსუალურ მიზიდულობას. თითოეულს იმედი აქვს, რომ სწორედ პარტნიორში იპოვის იმას, რასაც ეძებს. მაგრამ ურთიერთობა, როგორც ჩანს, ვერ აღწევს მიზანს. მამაკაცმა ქალში შეიძლება აღმოაჩინოს ისეთი ნაკლი, რაც მას ძალიან მოწყვლადს ხდის. თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცს, ამ ურთიერთობაში, უჭირს საკუთარი ცნობიერების სრული პოტენციალის გამოვლენა, რასაც ხედავს მასში ქალი. ამის შედეგად, ორივე პარტნიორი იმედგაცრუებული რჩება.

 

ქალის მზე კვადრატურაში მამაკაცის ვენერასთან

ეს ასპექტი მამაკაცური და ქალური როლების გადანაცვლებაზე მიუთითებს. ქალი საკუთარი თავის  პოვნას მამაკაცური ენერგიით ცდილობს, რომელსაც მისი პარტნიორი ავლენს, მაგრამ ის ვერ აღიქვამს მას, როგორც მამაკაცს. და პირიქით, ეს მამაკაცი ქალში ხედავს ყველა იმ თვისებას, რასაც საკუთარი თავისთვის ისურვებდა და ამიტომ, ვერც ის აღიქვამს მის ქალურობას. ამის ნაცვლად, ის აცნობიერებს თავის ქალურ ნაწილს, რასაც შეიძლება ანიმეს პროექცია ვუწოდოთ. ამ ურთიერთობაში ქალი შეიძლება თავიდან განიცდიდეს მამასთან კონფლიქტს. მხოლოდ ამჯერად მამის როლში მისი პარტნიორი გამოდის. მამაკაცი აგრძელებს თავისი მამაკაცური როლის ძიებას. თუ ორივე პარტნიორი ემოციურად საკმარისად მოწიფული არ არის, რომ ეს რთული ასპექტი მოთმინებით დაძლიოს, შეიძლება მალე ჩიხში აღმოჩდნენ.

 

 

მამაკაცის  მზე  კვადრატურაში  ქალის  მარსთან

ეს ასპექტი იქვევს ძლიერ უთანხმოებას, რაც სერიოზულად უშლის ხელს მათ ურთიერთობას. მამაკაცი გრძნობს, რომ მისი მასკულინური ძალა, იმის ნაცვლად რომ პირდაპირ მისგან გამოსხივდებოდეს, ქალზე პროეცირდება. ქალი შეიძლება სასოწარკვეთილი ეძებდეს თავის ქლაურობას. ასპექტისთვის დამახასიათებელია ძლიერი სექსუალური ენერგია, მაგრამ ორმაგად პოზიტიური პოლარობის გამო (მზეც და მარსიც პოზიტიური/ მასკულინური ენერგიის პლანეტებია), ვერც ერთი პარტნიორი ვერ ხვდება, როგორ დააბალანსოს ეს ენერგია.

 

ქალის   მზე   კვადრატურაში  მამაკაცის   მარსთან

ეს ასპექტი მიუთითებს იმპულსურ ურთიერთობაზე. მამაკაცის ენერგიული თვისებები საპასუხო აზარტულ რეაქციას იწვევს ქალში. თუმცა მან თავისი ავტორიტეტი და ძალაუფლება (ანუ მამაკაცური მხარე) უნდა გამოიყენოს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ცოფიან თავდასხმებს თავისი რაინდის მხრიდან. იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ურთიერთობაში რომანტიული ობერტონები ფიგურირებს, ეს მაინც მეორეხარისხოვანი იქნება ორი ეგოს შეტაკებებში, რისი მეშვეობითაც თითოეული მათგანი საკუთარ შემართებასა და დაჟინებულობას ამოწმებს.

 

 

მამაკაცის  მზე  კვადრატურაში  ქალის  იუპიტერთან

ეს ასპექტი გულისხმობს არსებით განსხვავებას იდეოლოგიებში, რაც ურთიერთობის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.  განსხვავებული ფასეულობათა სისტემების, ღირსების, პატივის,  განათლების, რელიგიის, პირადი ავტონომიების შერკინება არაერთ სერიოზულ  კონფლიქტს განაპირობებს. ორივე ინდივიდის  პერსონალური დამოუკიდებლობის მოთხოვნა ზედმეტად უტრირებულია.

 

ქალის  მზე  კრადრატურაში  მამაკაცის  იუპიტერთან

ეს ასპექტი მკვეთრად ამწვავებს ურთიერთობას, რადგან თითოეული პარტნიორი დარწმუნებულია, რომ აბსოლუტურად მართალია საკუთარი დამოუკიდებლობის მოთხოვნაში. ლოგიკურია, რომ მათ უჭირთ ერთმანეთთან დაახლოვება. მამაკაცი ფილოსოფიურად დისტანცირებულია, რაც ქალს ისეთ შეგრძნებას უქმნის, რომ მისი ინდივიდულიზმი არც ისე მნიშვნელოვანია მისი რჩეულისთვის, როგორც ის ისურვებდა. ამიტომ, ეს იმედგაცრუების მომტანი ასპექტია, რომელიც ხელს უშლის ჭეშმარიტი სიახლოვის მიღწევას ურთიერთობაში.  ის შეიძლება მიუთითებდეს მხიარულებასა და ურთიერთაღტაცებაზე, მაგრამ რეალურად პარტნიორები საკმაოდ გაუცხოებულნი არიან ერთმანეთისგან.

 

 

მამაკაცის  მზე  კვადრატურაში  ქალის  სატურნთან

ეს ასპექტი ქმნის რთულ კარმულ ურთიერთობას. მამაკაცი ცდილობს გადალახოს სიმბოლური შეზღუდვები მამის მხრიდან. მან ქვეცნობიერად აირჩია ასეთი ურთიერთობა, რომ გამოიკვლიოს მემკვიდრეობით მიღებული შეზღუდვების გადალახვის ჭეშმარიტი ფასეულობა. იმავდროულად, ის შეიძლება ეჭვობდეს, შეძლებს თუ არა გაუმკლავდეს დანაშაულის კომპლექსს, რაც თან ახლავს ამ პროცესს. ძალიან ხშირად ის თავის რჩეულში მამის სახებას ხედავს, რადგან  ეს ქალი სიმბოლურად იმ შეზღუდვებსა და ტრადიციებს განასახიერებს, რომელთა გადალახვაც მამაკაცს სწადია. ქალი შეიძლება ხედავდეს, რომ ამ ურთიერთობაში მისი თავისუფლება იზღუდება. მართალია, ეს მამაკაცი მას იმედსა და ოპტიმიზმს აძლევს, მაგრამ, ამასთან ერთად, ის ძლიერმოქმედ მიწიერ რეალობას უნდა გაუმკლავდეს. აქ შეიძლება წავაწყდეთ უამრავ ფარულ გამოწვევას, რადგან ორივე პარტნიორს კარგად ესმის მიღწევების აუცილებლობა. ბრძოლის მეშვეობით, თითოეული ცდილობს გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს პარტნიორის ღირსებას. დროთა განმავლობაში მამაკაცმა შეიძლება გადაასწროს ქალს განვითარებაში. თუ ეს ასე მოხდა, ის უნდა დაეხმაროს რჩეულს საკუთარი ღირსების გრძნობის განმტკიცებაში. მხოლოდ ასე მოახერხებენ ურთიერთობის შენარჩუნებას.

 

 

ქალის  მზე  კვადრატურაში  მამაკაცის  სატურნთან

ამ რთული კარმული ასპექტის ურთიერთობაში ქალი ქვეცნობიერად ცდილობს დაჩრდილოს საკუთარი მამის სახება, მისი მოლოდინები  საკუთარი თავისადმი ან ტრადიციები, რაც მის ცხოვრებას განსაზღვრავს და რაც მის  „მეს“ ზღუდავს. მამაკაცს ის განიხილავს, როგორც სიმბოლოს შემზღუდველი ავტორიტეტული ფიგურისა, რომელსაც უნდა აჯობოს, თუ საკუთარი თავის პოვნა სწადია.  მამაკაცი, თავის მხრივ, ცდილობს დაამიწოს ეს ურთიერთობა, აგრძნობინოს ქალს მისი რეალობა და პასუხისმგებლობა. რთული პრობლემები და იმედგაცრუებები გამოწვეულია ქალის შეგრძნებით, რომ ის იზღუდება და საშულება არ აქვს, სრულად დატკბეს ცხოვრებით. ეს ლოგიკურად წარმოშობს  არაერთ ბარიერს, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გადაილახება, რაც ქალი საკუთარი „მეს“ სრულ ძალას გააცნობიერებს. ის აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეს მამაკაცის ღისებასა და პატივს, იმ შემთხევაშიც, თუ რჩეულის იდეოლოგია ეწინააღმდეგება მის  შეხედულებებს, იქამდე მაინც, სანამ  ბოლომდე გააცნობიერებს საკუთარ ძალაუფლებას.

 

 

მამაკაცის  მზე  კვადრატურაში  ქალის  ურანთან

ამ ასპექტში მამაკაცს მოუწევს გადააფასოს საკუთარი  „ქალის კონცეფცია“, რადგან პარტნიორი უარს აცხადებს დაემორჩილოს მის ხელმძღვანელობას. ქალი თვლის, რომ უკეთესად  შეძლებს მის დახმარებას თავისი განსხვავებული მიდგომებით ცხოვრებისადმი, თუმცა სიამაყის გამო, რასაც განასახიერებს მზე, მამაკაცს უჭირს პარტნიორის არაორთოდოქსული ქცევების მიღება, რადგან ისურვებდა ის უფრო „ნორმალურ ქალურ“ როლში ეხილა. ქალის არაპროგნოზირებადობას ის განიხილავს, როგორც საფრთხეს, რადგან თავად მამაკაცი მიდრეკილია ქალის ან მისი სექსუალობის კონტროლისკენ.  მიუხედავად ამ  სირთულეებისა, ეს შეიძლება შესანიშნავი შანსიც გახდეს პიროვნული ზრდისთვის, რადგან ამ ურთიერთობაში უამრავი პროგრესული იდეა იბადება. თუმცა მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ამ ასპექტს აკლია დათმობა, რაც ასე საჭიროა ხანგრძლივი ურთიერთობისთვის.

 

ქალის  მზე  კვადრატურაში  მამაკაცის  ურანთან

ეს ძლიერი იმედგაცრუების გამომწვევი ასპექტია. ქალი მამაკაცში ხედავს წინააღმდეგობას და იმავდროულად, გრძნობს, რომ ის სათანადოდ ვერ აფასებს მის სითბოს. თუ ამ ურთიერთობამ საკმარისად დიდხანს გასტანა, მისი საერთო მიმართულება არაერთხელ და რადიკალურად შეიცვლება, ყოველგვარი თვალსაჩინო მიზეზის გარეშე. ნაპერწკალი, რომელიც ურთიერთობის დასაწყისში არსებობდა, ხშირად შობს უზომო მხიარულებას, ზღვარგადასულ აღგზნებას და ზედმეტ დაძაბულობას. ამის შედეგად, ქალი აცნობიერებს, რომ მის რჩეულს წესიერება და საფუძვლიანობა აკლია, რისკენაც თვითონ მიილტვის.

 

 

მამაკაცის  მზე  კვადრატურაშია  ქალის  ნეპტუნთან

ამ ასპექტმა შეიძლება განაპირობოს რომანტიკა, მაგრამ ის ხელს უშლის მკაფიო ფორმების ჩამოყალიბებას, მაშასადამე, ძირითადი მიზნის პოვნას ხანგრძლივი ურთიერთობისთვის. მამაკაცს ძალიან უჭირს პარტნიორის ფსიქოლოგიური სიხშირის დაჭერა, რადგან ქალი მიდრეკილია განერიდოს მას „სხვა ფსიქოლოგიურ სივრცეებში“. ეს ართულებს ინტუიციურ დიალოგს მათ შორის. ამის შედეგად, მამაკაცი მუდმივად ილტვის ქალისკენ, მაგრამ მას ვერასდროს წვდება. ამ უწყვეტი ტრფობისა და თაყვანისცემის სიტუაციის გამო, დროთა განმავლობაში, მამაკაცი აცნობიერებს, რომ მუდმივად ხელცარიელი რჩება. იმისთვის რომ ეს ასპექტი ნეგატიურად არ აისახოს მათ ურთიერთობაზე, ქალმა უნდა გაიაზროს, რომ მან არ უნდა დააბნიოს და არ დატოვოს მამაკაცი გაუგებარ სიტუაციებში.

 

ქალის  მზე  კვადრატურაში  მამაკაცის  ნეპტუნთან

აქ ჩვენ ვაფიქსირებთ ურთიერთობაში ჩამონტაჟებულ ტყუილს. ქალს შეიძლება ჰქონდეს გადაჭარბებულად იდეალიზებული მოლოდინები, რომელსაც მისი პარტნიორი ვერ შეესაბამება. ფიზიკური მიზიდულობა ხშირად დაფუძნებულია მხოლოდ გარეგნობაზე ან ილუზიურ ოცნებებზე, რაც აღაგზნებს მამაკაცის სახებას ქალის ქვეცნობიერში.  როდესაც რეალობა მის ოცნებებს ამსხვრევს, ქალმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ეს მამაკაცი მისი ოცნება კი არა, სრულიად რეალური ადამიანია. მის მიერ წარმოდგენილი სახება კი თითქმის არასდროს შეესაბამება მამაკაცის ნამდვილ „მეს“. როგორც ჩანს, ეს ასპექტი მამაკაცს თავის პარტნიორზე დაყრდნობისკენ აქეზებს, შთაგონების, რწმენის, იმედების თუ ოცნებების რეალობაში განხორციელების თვალსაზრისით. ძირითადი სირთულე გამოწვეულია იმით, რომ თუ ის საკუთარ რეალობას ქალის მეშვეობით ეძებს, თავის მხრივ, ქალიც ელის, რომ  მისი რჩეული ის რეალობა იქნება, რომელზეც თავის ოცნებებს ააშენებს. ლოგიკურია, რომ ეს ხშირად იწვევს მწარე იმედგაცრუებებს.

 

 

მამაკაცის  მზე  კვადრატურაში  ქალის  პლუტონთან

ეს ასპექტი აძლიერებს ქვეცნობიერ პარანოიას საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მიზიდულობა იმდენად ძლიერია, რომ ქალი მას ყველაზე ღრმა დონეებზე განიცდის და შედეგად, საკუთარ თავში იკეტება, რაც  ფსიქოლოგიური თავდაცვის ინსტინქტით არის განპირობებული. ორივე პარტნიორს ეშინია იყოს გულგახსნილი, რადგან გულის გახსნა ნიშნავს საკუთარი მოწყვლადობის ჩვენებას. ამრიგად, ეს ძალიან წინააღმდეგობრივი ასპექტია, როდესაც პარტნიორები თითქმის შეპყრობილები არიან ერთმანეთით და იმავდროულად, ცდილობენ უსაფრთხო დისტანციაზე დარჩნენ ერთმანეთისგან.

 

ქალის  მზე  კვადრატურაში  მამაკაცის  პლუტონთან

ამ ასპექტმა შეიძლება წარმოშვას ღრმა ურთიერთგაგება, რაც საწყისს ეტაპზე იწვევს ძლიერ გაუგებრობებს. თითოეული მათგანი იძულებულია რეაგირება მოახდინოს ახალ შინაგან წყაროზე, სანამ პარტნიორის სწორად გაგებას შეძლებს. მამაკაცი შესაძლოა ქალს ხედავდეს, როგორც სინათლის კეთილგონიერ ქალწულს. ქალი კი მამაკაცს აღიქვამს, როგორც ძალას, რომელსაც მისი უბიწობის გადალახვა. ქალი ენდობა მას, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მამაკაცი შეიძლება არ ენდობოდეს საკუთარ თავს. ნათელი და ბნელი ძალების გაცვლისას წარმოიქმნება უზარმაზარი ძალა, რაც ორივეს დაეხმარება ურთიერთობას განვითარებაში. მაგრამ მანამდე, თითოეული მათგანი საფუძვლიანად უნდა გაერკვეს  „მეს“ პერსონალურ კონცეფციაში.


About Qet

Scroll To Top