მზის მახასიათებლები და დამუშავება

მზის მახასიათებლები და დამუშავება

წყარო: ა. პოდვოდნი

მზე თავისი არსით წარმოადგენს ნების პრინციპს; მხოლოდ ერთია, საკითხავი ისაა, არსებითად ადამიანის პირად ნებას რა წარმოადგენს და რა კიდევ სუბიექტურად განცდილ (როგორც პირად ნებად) სხვა, განსხვავებულ გავლენას, ეს არც ისე მარტივი კითხვაა. შესაძლებელია, ადამიანმა გამოავლინოს ინიციატივა სხვადასხვა კონკრეტული ადამიანების, სოციალური პირობების გავლენით, უშუალოდ გაატაროს ამა თუ იმ ეგრეგორის პროგრამა და ა.შ; შესაძლებელია აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღება მზის ნიშანში, სახლში მდებარეობისა და მისი ასპექტების შესწავლისას (მაგალითად, მზის ასპექტი მთვარესთან აღნიშნავს საერთო სოციალური პირობების ნებაზე გავლენას, ასპექტი მარსთან _ ენერგეტიკული საწყისის გავლენას და ა.შ.).

მზის გავლენა ადამიანის მიერ შეიგრძნობა, როცა ის ამბობს “მე მინდა” ანუ “მე მაქვს მიზნად მივაღწიო…”-ს აზრით. მხოლოდ ერთია, მზე ეხება არამარტო ადამიანის მსგავსი ინიციატივების ხასიათს, არამედ მისი ცხოვრების იმ გარემოებებსაც, რომელთა გამოც ისინი (ინიციატივები) წარმოშობიან. ზუსტადაც, ჰოროსკოპში მზის მდებარეობა ითხოვს მისი ნების ჩართვას, ანუ ახასიათებს იმ სიტუაციებს, რომლებიც აიძულებენ მას გამოვლინებას, ინიციატივას და ასევე, აქტიურობას.

ნების პრინციპი (მზე) საჭიროა განვასხვაოთ ქმედების პრინციპისა და ენერგიის გამოვლინებისგან (მარსი); თავისთავად (მზისეული) ინიციატივა შეიძლება არ დაგვირგვინდეს არანაირი გარეგანი ანდა შინაგანი ქმედებებით; მხოლოს ერთია, მზე პირველსაწყისად: თუ ადამიანი ცხოვრობს, ექვემდებარება უცხო ნებას ანდა ინიციატივას, შეიძლება მან ვერ მოახდინოს საკუთარი პიროვნების რეალიზება და ვერ შეასრულოს საკუთარი კარმული პროგრამა.

ადამიანის ევოლუციური დონე მჭიდროდაა დაკავშირებული მზისეული პრინციპისა და მზის დამუშავების გაცნობიერებასთან.

პირველ (დაბალ) დონეზე მზის დამუშავებისას ადამიანი საკუთარ თავს (საკუთარ ფსიქიკას) აღიქვამს როგორც ერთ მთლიანობას, არ ჰყოფს საკუთარ ცხოვრებას ცალკეულ ქმედებებად და არ ანაწევრებს საკუთარ ცალკეულ ნებელობით აქტებს; უფრო მეტიც, ის არ ანსხვავებს მზისეულ იმპულსებს მთვარისეულისგან და სიტყვა “მინდა”-ს ორმაგი მნიშვნელობა მისთვის ერწყმის ერთ მთლიანობას (ანუ ეს ორი მნიშვნელობა მისთვის ერთი და იგივეა). ამ დონეზე (ანუ ევოლუციური ცნობიერებისა და საკუთარი ფსიქიკის დიფერენციაციის სრული არარსებობა) ადამიანი წარმოადგენს კარმის და საკუთარი ქვეცნობიერის მარიონეტს; მისი ქმედებები არაა გაცნობიერებული, ხოლო ნება ნაკარნახევია ეგრეგორისა და ქვეცნობიერის მიერ.

მზის დამუშავების მეორე დონეზე ადამიანი უკვე იმ მდგომარეობაშია, როცა შეუძლია განასხვაოს საკუთარი მზისეული და მთვარისეული გავლენები, ანუ მოთხოვნილებები და მიზნები; და თუ ჯერ კიდევ არ გამოჰყოფს ზუსტად, უკიდურეს შემეთხვევაში, საკუთარი ნებელობითი აქტებისა და ინიციატივების აქცენტებს, აქცენტირებას მაინც აკეთებს საერთო ცხოვრებისეულ არხებზე. ეს საშუალებას იძლევა გააზრებულად მიუახლოვდეს სამყაროში საკუთარი ადგილის ძიების პრობლემას და ცხოვრებისეულ სიტუაციებში სწორად მოქცევის შესაძლებლობას, რამეთუ მისი ნება (ახლა უკვე მის მიერ) ნაწილობრივ მართვადია და შეუძლია (გარკვეული დოზით) ცნობიერად შეზღუდოს საკუთარი მოთხოვნილებები, თუ ისინი წინააღმდეგობაში მოდიან მის მიზნებთან (მზისა და მთვარის პრინციპების დაბალანსება). მხოლოდ ერთია, ამ დონეზეც ადამიანი რჩება კარმის მარიონეტად, რამდენადაც მის ნებას მთლიანად ფლობს ეგრეგორი.

მზის დამუშავების მესამე დონეზე ადამიანი საკუთარ თავში აცნობიერებს მაღალ და დაბალ საწყისებს, ახდენს მათ ინტერპრეტაციას ან ფსიქოლოგიურად (ანუ აღიარებს და შეიგრძნობს საკუთარ თავში ქვეცნობიერის სხვადასხვა დონის პროგრამებს), ანდა რელიგიურად (ანუ შეიგრძნობს შესაძლებლობას იაროს მეტნაკლებად სულიერი გზით, ღმერთან ახლოს ანდა მისგან შორს) და იღებს შესაძლებლობას (თუმცა-ღა ნაწილობრივ) იმ ეგრეგორის გაცნობიერებული არჩევანისას, რომელსაც ის მოემსახურება. ახლა ეგრეგორის მიერ ნაკარნახევი ნებელობითი აქტები არ ჩაივლის მისი ყურადღების მიღმა: დაიჭერს რა შესაბამის იმპულს ის ამბობს: “აი, ამას კი მე ვაკეთებ ღვთის პირდაპირი ბრძანებით”, _ და ჩვეულებრივ, ძალიან ამაყია, რომ ამ პატივის ღირსი გახდა.

მზის პრინციპის დამუშავების მეოთხე დონეზე ადამიანი ნაწილობრივ ხედავს საკუთარი ნებელობითი აქტების კარმულ შედეგებს და იწყებს კარმის სტრუქტურაში, მასთან დაკავიშრებულ ეგრეგორების კარმულ პროგრამებში და, ასევე, საკუთარ ქვეცნობიერში გარკვევას. აქ მკვეთრად იზრდება მისი რეალიზაციური ძალაუფლება და, შესაბამისად, მაღლდება სამყაროზე ზუსტი და ფაქიზი ზემოქმედების მოთხოვნილება; ზოგიერთ მომენტში ხარისხოვნად იცვლება ნებელობითი აქტების ხასიათი, რომელიც უფრო მეტად წმინდა ყურადღების აქტებად იქცევა (მაშინ ეგრეგორი ადამიანის მეშვეობით იღებს უფრო ზუსტ ინფორმაციას და შესაძლებლობას უფრო ფაქიზად მოახდინოს სიტუაციაზე ზემოქმედება), არჩევანი დადის ყურადღების მიმართულების არჩევამდე.

ასეთი სახით, მზის დამუშავება მჭიდროდაა დაკავშირებული ნების ჭეშმარიტი თავისუფლების გაზრდასთან, რომელიც მზის პრინციპის განვითარების ორ დაბალ დონეზე ილუზორულია, ხოლო მესამე და მეოთხე დონეზე თანდათან ხდება სამყაროს შემოქმედებითი ევოლუციის პროცესში თავისუფლებად მონაწილეობის მიღება.

მზის ნების პრინციპი ბუნებრივად გრძელდება ძალაუფლების პრინციპით, რომელიც საჭიროა გაგებული იქნეს ორი აზრით: შინაგანი და გარეგანით, ანუ ძალაუფლება სამყაროზე და საკუთარ თავზე. ადამიანის სამყაროზე და საკუთარ თავზე ძალაუფლების დონე მჭიდროდაა დაკავშირებული და ძალიან ბევრ რამეში განისაზღვრება მისი ხედვის დონით, რომელიც, თავის მხრივ, მჭიდროდაა დაკავშირებული ევოლუციის დონესთან. შესაძლებელია გამოიყოს ძალაუფლების ოთხი დონე, რომელსაც ადამიანი საკუთარი ევოლუციური განვითარების შესაბამისად თანმიმდევრულად იღებს და, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მის მიერ დამუშავებულ მზესთან.

მზის დამუშავების პირველ დონეზე ადამიანი წარმოადგენს, როგორც ითქმევა, საკუთარი სურვილების მონას, რომელიც მისთვის განუყოფელია მისი არსისგან; აქ საკუთარ თავზე ძალაუფლების დონე ძალიან მცირეა და არ არის საკუთარი შინაგანი იმპულსების ქვეცნობიერი მოტივაციების ხედვა. შესაბამისად, გარეგან სამყაროზე ძალაუფლებაც ძალიან მცირედი დოზით აქვს, რადგანაც ამ ადამიანს არც მოფიქრება, არც ცხოვრებაში რომელიმე სერიოზული გადაწყვეტილების გატარება არ შეუძლია, და არ შესწევს ძალა წინაღუდგეს საკუთარი ქვეცნობიერის საერთო ქაოტურ ფონს, რომელიც რომელიმე მომენტში აუცილებლად ააცდენს ნებისმიერ, გააზრებულ მოძრაობის მიმართულებას (გზას). ასეთი ადამიანები კარმულ პროგრამებში არ იღებენ სერიოზულ მონაწილეობას (რადგანაც არასაიმედონი არიან) ანდა სრულიად კონტროლირდებიან ეგრეგორის მიერ. ამ დონეზე შინაგანი ცხოვრება თავად ადამიანისთვის უხილავია, ხოლო სამყაროს გარეგანი სურათი ილუზორულია.

მზის დამუშავების მეორე დონეზე ადამიანი საკუთარ თავზე უმნიშვნელო ძალაუფლებას იღებს, თავიდან მთავარი სახით პრიმიტიული დათრგუნვის ანდა ზოგიერთი ქვეცნობიერის პროგრამების (მისი შეხედულებით, ყველაზე ოდიოზურის) გამოძევების მეშვეობით. ამის ხარჯზე უჩდება შესაძლებლობა დასახოს ცხოვრებისეული მიზნები დ შეასრულოს საკმაოდ რთული და დროში გაწელილი პროგრამები, თან მათი განხორციელებისას უჩდება შემოქმედების შესაძლებლობა, დასრულებისას კი წარმოიშობა (მისტიური) სამყაროზე გაზრდილი ძალაუფლების შეგრძნება; ხშირად ამასთან ერთად იზრდება ადმინისტრაციული იერარქიის მდგომარებაც (სამხედრო, პოლიტიკური). ამ ეტაპისთვის განსაკუთრებული თვითშეცნობაა დამახასიათებელი, ერთის მხრივ, ქვეცნობიერის ეგოისტური პროგრამების განცალკევება შინაგანი განსაზღვრული მიზნის მიღწევის პროგრამებისგან, რომელზეც მიმართულია ადამიანის მთელი ნება, ხოლო მეორე მხრივ _ აბსოლუტური და არაკრიტიკული მიღება ამ გარეგანი მიზნისა, როგორც მოცემული ადამიანის ღრმა არსის ნაწილი; მას ეკიდება, როგორც ბედის მიერ იმპერატიულად გამოხატულ როქს (ბედისწერას).

სინამდვილეში, ადამიანს ამ მიზანს უსახავს ეგრეგორი, მაგრამ უტოვებს პირველს, ასე ვთქვათ, განსაზღვრული ქმედების თავისუფლებას (და შემოქმედებას) ცხოვრებისეულ გზაზე და თავად ადამიანს უბიძგებს ქვეცნობიერ დაბალ პროგრამებთან ბრძოლისკენ. რეალიზაციური ძალაუფლება (ანუ ფაქიზ სამყაროზე ძალაუფლება) ამ დონეზე ჯერ კიდევ არაა, გამორიცხულია ფაქიზი ფენა, რომელიც უშუალოდ ეხება ადამიანის ძირითად საქმიანობას, მაგრამ ჩდება კარმული პროგრამების საერთო ინტუიციური შეგრძნება, როგორც საკმაოდ დიდხნიანი და რთული ქმედებების თანმიმდევრულობა, რომლებიც აუცილებელია მოხდეს, რათა ადამიანმა მიაღწიოს რაიმე არსებითს გარეგან (სინამდვილეში კი, ფაქიზ) სამყაროში;

კარმის კანონის შეგრძნება, როგორც მოვლენებისა და ჩანაფიქრების საერთო მაკავშირებელის, ამ დონეზე ჯერ კიდევ არაა, მაგრამ შესაძლებელია ზოგიერთი ცალკეული განჭვრეტა, გამოფხიზლება და ფაქიზი მხარეების ინფორმაციების წაკითხვა (მომავლის სპონტანური, ბუნდოვანი ხილვები და ა.შ.). ამ დონეზე ადამიანს შეიძლება დაავალონ ცალკეული კარმული პროგრამები (და განესაზღვროს მათი განხორციელების სფეროები), მაგრამ მონაწილეობაზე მის ცნობიერ თანხმობას ეგრეგორი არ კითხულობს, ამის მაგივრად ახდენს ქვეცნობიერის სიღრმეებში შესაბამისი მიზნის იმპლანტაციას.

მესამე დონეზე ადამიანი იწყებს ძალაუფლების ბუნებაში გარკვევას; იწყებს იმ გარემოებების გაგებას, რომელთანაც მთელი მისი ფსიქიკა დაკავშირებულია (იგებს, რომ დაბალი პროგრამები აუცილებელია მაღალი პროგრამების ნორმალური ფუნქციონირებისთვის), ხოლო მაღალი მიზნების და იდეალების გაცნობიერება სინამდვილეში სულაც არაა ისეთი, როგორც მას ეგონა, ხოლო არსი მხოლოდ შუალედური ეტაპებია მის ცხოვრებაში, და ამიტომაც არ ითვლება მის პირად საკუთრებად, არამედ გენერირებულია ეგრეგორის მონაწილეობით და საერთო განვითარების ევოლუციური პროგრამების ჩარჩოებში, ასევე უფრო მეტი ცალკეული კარმული პროგრამებით, რომლებიც ეხება მის გარემოს. ამ დონეზე ადამიანი იღებს პირველ მინიშნებას რეალიზაციურ ძალაუფლებაზე და რაღაც დოზით გაცნობიერებულად აყალიბებს საკუთარ იდეალებსა და მაღალ მიზნებს. ერთდროულად ჩნდება შეგრძნება შინაგან და გარეგან სამყაროსთან დაკავშირებით და შინაგანი სამუშაოს გზებით გარეგან სამყაროზე გავლენის მეთოდების გასაღებები მოაქვს, რაც პრინციპიალურად ცვლის ადამიანის სამყაროზე ძალაუფლების ხასიათს; თანდათანობით ყალიბდება აზრების მაგიური ძალაუფლების ცოდნა.

მზის მეოთხე დონეზე დამუშავებისას ადამიანი იღებს დაშვების უფლებას ქვეცნობიერის სიღრმეებზე და იწყებს ეშმაკურად ჩახლართული იმ კარმული პროგრამების გარჩევას, რომელიც მის გარშემო მოქმედებს. ამ დონეზე ის უკვე რეალურად ხედავს პრინციპის “ცოდნა – ძალა” მოქმედებას, უფრო ზუსტად კი, ძალაუფლებას, რამდენადაც ქვეცნობიერი სტრუქტურების და კარმის ხედვა საშუალებას აძლევს უმნიშვნელო (ენერგეტიკული) ზემოქმედებებით აწარმოოს ძალიან დიდი ცვლილებები როგორც გარეგნულ, ასევე ფაქიზ სამყაროში; სხვანაირად რომ ითქვას, ადამიანი იღებს გაცნობიერებულ რეალიზაციურ (მაგიურ) ძალაუფლებას სამყაროზე და შეუძლია პირადი ინიციატივით ჩაერიოს სხვა ადამიანების, კოლექტივის კარმაში, გავლენა მოახდინოს ნებისმიერ ეგრეგორზე, შეცვალოს ფაქიზი სტრუქტურები და ა.შ. მართალია, კარმის უფრო ძლიერ, უკუგებით დარტყმებსაც იღებს (გაუფრთხილებელი ზემოქმედების შემთხვევაში).

მზე მმართველობს ლომის ნიშანზე: ეს ახდენს იმ ფაქტის სიმბოლიზებას, რომ ნება მართავს ენერგიას და წარმოადგენს ძალების წყაროს. ლომის ნიშანში ღვთაებრიობა მზეს გარეგან სამყაროზე პირდაპირ ძალაუფლებას აუწყებს: ძლიერი მზე იძლევა ადამიანს, რომლის ნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალიან რთულია მაშინაც კი, თუ ის არაა გამყარებული არანაირი დამატებითი გარემოებებით (რაც, ძალიან იშვიათია). ლომი, ასევე, მზეს აძლევს სტაბილურობის, სიმყარის თვისებებს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი შეფერხებებისა და ხარვეზების დროს (თუ მზე დგას მოძრავ ჯვარში, ეს თვისება სუსტდება).

მზე კულმინაციაშია ვერძის ნიშანში: ეს იმ ფაქტის სიმბოლიზებას ახდენს, რომ მზის პრინციპის განვითარება ადამიანს აძლევს ახალ ენერგეტიკულ შესაძლებლობებს, რომელიც, ითხოვს გააზრებსა და ათვისებას, ანუ ამ ადამიანებს სჭირდებთ მართვის თავიდან სწავლა, სხვანაირად სწრაფად იფიტებიან. ძლიერი ძალების მართვა ითხოვს დიდ ყურადღებას, ფაქიზ და მოქნილ მიდგომას.

მზე ახდენს სიმბოლიზებას: მამის, მამობრივი ფიგურისა და ძირითად, უფრო მეტად, იმპერატიული კარმული პროგრამებისა, რომელიც ამ ცხოვრებაში აქვს ადამიანს და რომელიც მას აძლევს: ნებას, სიმამაცეს, სიმყარეს, მაგრამ ასევე ადამიანისგან იგივეს ითხოვს, სხვა შემთხვევაში ადამიანი ტყდება და იწვება, ანუ წყვეტს დამოუკიდებელ არსებობას, ხდება ვინმეს ხელზე მოსამსახურე ანდა ირთვება ცხოვრებისეული დინებიდან.

მზის ადამიანი (ძლიერი მზე), რომელსაც მზე სხვა პლანეტებთან ძლიერ მდგომარებაში ჰყავს, განსხვავდება დიდი ავტორიტეტულობით; უკვე ბავშვობაში ინსტიქტურად პატივს სცემს ავტორიტეტებს, ისწრაფვის მათი მიბაძვისკენ და, შესაძლებელია, სწავლობს გამოჩენილი ადამიანების ავტობიოგრაფიებს იგივე წარმატებების, გამარჯვებებისა და სიმაღლების მიღწევის მიზნით. მისი პატივმოყვარეობა არაა უშედეგო, მაშინაც კი (რაც იშვიათობაა), როცა ვერ აღწევს არსებით თანამდებობას ანდა შედეგებს: ნებისმიერ შემთხვევაში, სარგებლობს გარშემომყოფების პატივისცემით განსაზღვრული შინაგანი ძალის გამო, რომელიც შესაძლებელია ხილულად არც იყოს გამოხატული, მაგრამ ყველას მიერ შინაგანად შეიგრძნობა; თუ ადამიანი, ბევრს ვერ მიაღწევს, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავისთვის დასახული ამოცანები ძალიან რთულია. ამავდროს, მზე წარმოადგენს გარეგანი გამოვლინების მაჩვენებელს და ამიტომაც მიზნები და ამოცანები, რომელზეც მიმართულია ადამიანი–მზის ნება, ყოველთვის კონკრეტულ-პრაქტიკულ ხასიათს ატარებს, ისინი გამოკვეთილად ხილულია. მაშინაც კი, თუ მზე წყლის ნიშანშია და ადამიანი მუშაობს ფსიქიატრად, ის მთელ თავის ძალებს მიმართავს, მაგალითად, იმაზე, რომ საკუთარი პაციენტები საზოგადოებაში დააბრუნოს, სადაც ისინი შეძლებდენ (მისი საკუთარი სამუშაოს შეფასების კრიტერიუმები) ნორმალურად შრომას, ხოლო დეტალები და მათი შინაგანი სამყაროს ცვილებები, თავისთავად, ნაკლებად აღელვებს.

მზე-ადამიანის ცხოვრება შესაძლებელია იყოს გაწერილი (ეგრეგორის მიერ) საათობრივად, შესაძლებელია _ წუთობრივადაც კი. ყველა შემთხვევაში, ის მუდმივად იღებს მონაწილეობას საკმაოდ ხისტ კარმულ პროგრამებში, რომლებზეც დაბალ და საშუალო ევოლუციურ დონეზე არ ფლობს ძალაუფლებას (ის იტყვის: გარემოებები მუდმივად ძლიერნი არიან ჩემზე), ხოლო მაღალ ევოლუციურ დონეზე თავად აღმოჩდება საკმაოდ ხისტი. ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა ე.წ. ამა ქვეყნის ძლიერთათვის: დიქტატორებისთვის, მმართველებისთვის, ხელისუფალთათვის, მსხვილი თანამდებობის პირებისთვის, ხისტი ეგრეგორის საზოგადოებათა ლიდერებისთვის. დაბალ დონეზე ეს შეიძლება იყოს მოსამსახურე, რომელიც წმინდად ასრულებს საკუთარი ბატონის ნებას; ევოლუციური განვითარების მაღალ დონეზე მზე-ადამიანი შეძლებს იყოს ნებისმიერი ვინმე: ფსიქოლოგი, მწერალი, მქადაგებელი, წმინდანი, მაგრამ ყველა შემთხვევაში მოახდენს საკუთარი ეგრეგორის იმპერატიული ნების ტრანსლირებას და თქვენ შეგიძლიათ ან მიიღოთ ის და გაჰყვეთ მას, ანდა წახვიდეთ სრულიად სხვა მხარეს: მესამე არჩევანი აქ არაა მოცემული.

მზის სიტუაცია განსხვავდება იმით, რომ მის მონაწილეებს თრგუნავენ კონკრეტული ცხოვრებისეული გარემოებები, აიძულებენ განსაზღვრულ აქტიურობას, ნებელობის გამოხატვას. ეს ვარიანტი ხისტი კარმული პროგრამისაა, რომელიც მონაწილეებს უტოვებს (როგორც ჩანს) ნების მცირე თავისუფლებას; სინამდვილეში ეს მთლად ასეც არაა. აქცენტების განლაგება და ურთიერთობა მომხდართან ყოველთვის განისაზღვრება თავად ადამიანის მიერ.

დაბალი ოქტავის მზის სიტუაცია წარმოდგენილია სამხედრო ქმედებების თეატრით, მოცემული ოცეულის (ქვედანაყოფის) ჯარისკაცების შეხედულებით (გამორიცხულია ბრძოლის მომენტები, როცა ჩართულია მარსი). სხვა მაგალითები: დაპატიმრებული ციხეში, ბრალდებული სასამართლოს დაბალ ოქტავაზე, მოსწავლე გაკვეთილზე.

შედარებით მაღალი ოქტავის მზის სიტუაცია დაკავშირებულია უკვე არამხოლოდ გარემოებათა გარეგან წნეხზე, არამედ ზემოქმედებაზე, რომელიც ადამიანზე (ანდა ჯგუფზე) ხდება თითქოს შიგნიდან. მაშინ, მაგალითად, ადამიანი გრძნობს, რომ მას დაეუფლა შთაგონება, რომლითაც შეუძლია “დაასნეულოს” გარშემომყოფები და, რომელიც ითხოვს გარეთ “გამოშვებას”: განსაზღვრული სიტყვები, გამოხატვა და ქმედებები თავად მოდის სუბიექტთან და სამომავლოდ გამოხატული, ადამიანს უდიდეს სიამოვნებას და სიხარულს ანიჭებს. გარშემომყოფები თითქოსდა დროებით ექცევიან ჰიპნოზის ქვეშ და იწყებენ მათვის უჩვეულო და არაბუნებრივ ქმედებებს, მაგალითად, განიცდიან ძლიერ ენთუზიაზმს. უფრო მკვეთრ გამოხატულობას (ყურადღებიანი დამკვირვებლისთვის) წარმოადგენს მზის ჯგუფური სიტუაცია: შესამჩნევი ჯგუფური ეგრეგორით ქმედება აუცილებლად მოხდება, თითქოს და, მას არ უწევენ წინააღმდეგობას ჯგუფის ცალკეული წევრები. თუ, მაგალითად, ჯგუფში უნდა მოხდეს სკანდალი (მატერიალიზაცია და შემდგომი წმენდა დაბალი ასტრალური კუთხით), მაშინ აუცილებლად მოიძებნება ვინმე, ვინც დაიწყებს კინკლაობას, ხოლო მეორე _ რომელიც ამ კინკლაობას გაამძაფრებს და გაამუქებს.

უფრო მაღალი დონის მზის სიტუაცია ჩვეულებრივ უხილავია, რამეთუ დაკავშირებულია ეგრეგორთან პირდაპირი სამუშაოთი. მაშინ ადამიანი ცხოვრობს ისე, თითქოსდა ორ მიმართულებას მისდევს; ამასთანავე, მიწისეულ დონეზე მისი ცხოვრება შეიძლება მიედინებოდეს ნებისმიერი მიმართულებით, მაგრამ გრძნობს, რომ მისი დრო გაწერილია წუთობრივად, გარეგანი მოვლენები არაა შემთხვევითი, ხოლო მის ქცევებსა და რეაქციებს აქვს დამატებითი აზრი, რამეთუ პირდაპირ ზემოქმედებს ეგრეგორზე. საკუთარი ევოლუციური განვითარების, ცნობიერების არეალითა და ხედვის დონეზე დამოკიდებულებით, შეუძლია მხოლოდ ივარაუდოს საკუთარ სამუშაოზე ეგრეგორში ანდა ნათლად დაინახოს იგი, მაგრამ საკუთარ გადაწყვეტილებებზე, არჩევანსა და ქცევებზე პასუხისგებლობის შეგრძნება ნებისმიერ შემთხვევაში აქვს.

მზის სუსტი მდებარეობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი დაბალ ევოლუციურ დონეზეა (საერთოდ ითქვას, დაბადების კარტის მიხედვით ევოლუციური დონის შეფასება პრინციპში შეუძლებელია). სუსტი მზე ნიშნავს, რომ ადამიანისთვის არაა ნავარაუდევი იმპერატიულ კარმულ პროგრამებში მონაწილეობის მიღება; მხოლოდ ერთია, ამასთან ერთად მზის დამუშავების მისი დონე შეიძლება ნებისმიერი სიდიდის იყოს და ის, პრინციპში, შეძლებს მონაწილეობის მიღებას ნებისმიერი რაოდენობის საპასუხისმგებლო და დაძაბულ პროგრამებში, მაგრამ მისი როლი არ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი: რამეთუ, ეგრეგორი არც ისე დაჟინებულად ადევნებს თვალყურს. დაბალ ევოლუციურ და ეგრეგორულ დონეზე ეს ნიშნავს არა იმდენად სუსტ ნებისყოფას, რამდენადაც გულგრილობას მომხდარის მიმართ და შინაგან უპასუსისმგებლობას. ადამიანი არაა მიერთებული არცერთ ეგრეგორზე. ასეთი ადამიანისთვის რთულია მის გარშემო მიმდინარე კარმული პროგრამებისთვის არსებითი დაბრკოლებების შექმნა და თითქმის არასდროს უჩნდება ამის გაკეთების სურვილი და ზრახვა; სამაგიეროდ, საკმაოდ უსართხოდ ცხოვრობს კარმის უკუგებითი დარტყმებისაგან.

შედარებით მაღალ ევოლუციურ დონეზე სუსტი მზე აღნიშნავს ცხოვრებისა და შემოქმედების დიდ თავისუფლებასა და გარეგანი სტიმულების არარსებობას მათი კონსტრუქციული გამოყენებისთვის; აქ ზოგიერთი დოზით ადამიანს ეხმარება დაძაბული ასპექტები სხვა პლანეტებთან (განსაკუთრებით დისპოზიტორი მზის), რომელიც ახდენს ნების ირიბ აქტივიზირებას. მხოლოდ საჭიროა იმის გაგება, რომ საკმაოდ მაღალ ევოლუციურ დონეზე ადამიანი უკვე არ საჭიროებს იმას, რომ უბიძგონ სულიერი განვითარების მხარისკენ და კოსმიური თანამშრომლობისკენ.

ჰარმონიული მზე აღნიშნავს, რომ ადამიანი ხელმძღვანელების, ქვემდგომების და ეგრეგორების ფავორიტია, მისთვის ბუნებრივია ავტორიტეტებზე დაქვემდებარებულობა (რომლებიც ყოველთვის ხვდებიან ცხოვრების გზაზე და მთლად ხისტებიც არ არიან) და საკმაოდ რბილია ქვემდგომებთან მიმართებაში, თუმცა-ღა განსაზღვრულ დისტანციას იჭერს; ამასთანავე, ცხოვრებაში ხშირად უმართლებს, ხოლო არასწორი ანდა სარისკო იდეები ფაქტიურად არ აღელვებს და არ ეხება. მზე (მარსთან და სატურნთან ერთად) საკმაოდ ხისტი და მკაცრი “პლანეტაა”, ამიტომაც ჰარმონიული ასპექტები არ ნიშნავს ადამიანის პასიურობას: ყველა თავის კარმულ ვალდებულებას შეასრულებს, მაგრამ არ ექნება მისწრაფება თავდაყირა დადგეს და აუტანელ პირობებში გააკეთოს ყველა შესაძლებლი რამ, შედეგს ის წყნარად დაელოდება, ეცოდინება, რომ დაბრკოლებები ხანმოკლეა, შედეგი კი ყველა შემთხვევაში დადგება.

შედარებით მაღალ ევოლუციურ დონეზე ჰარმონიული მზე იძლევა დიდ შემოქმედებით შესაძლებლობებს, რომელიც ადამიანის ცხოვრებისეულ გზაზე მუდმივად რეალიზდება; ეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი და რაც მის გარშემო ხდება ყველაფერში ჩართვა; სხვა საქმეა, აინტერესებს თუ არა. მაგრამ რაც დააინტერესებს, ამაში სწრაფად ერკვევა და მთელ მის საქმიანობაში შეიგრძნობა ნიჭი ანდა ღვთაებრივი არსებობაც კი; თუმცა-ღა, ძალიან ზედმეტს არ გააკეთებს.

დაზიანებული მზე აღნიშნავს ბედის მაღალ ნდობას ამ ადამიანის მიმართ: ეს ადამიანი ჩართეს ერთდროულად ძლიერ და დისჰარმონიულ კარმულ პროგრამაში და ძალიან იმედოვნებენ რომ სუბიექტი: 1) ამის გამო არ განაწყენდება; 2) აღნიშნულ პროგრამაში გაერკვევა; 3) შეასრულებს ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, უფრო ჰარმონიულს გახდის. პრაქტიკულად ეს აღნიშნავს (დაწყებული ადრეული ბავშვობიდან) უსიამოვნებებს, შეზღუდვებს და ჩამორთმევებს; ცუდი ურთიერთობები მამასთან ანდა მამინაცვალთან ანდა მამის ფიგურის არარსებობა, მძიმე განცდები. ქცევის ერთ-ერთი ვარიანტი _ ცხოვრებაზე გამძვინვარება, ცნობიერების შევიწროების თანხლებით, ეგოიზმის ზრდითა და შემდგომი კარმული პასუხისგებლობის შეზღუდვებით. სხვა ვარიანტში, ადამიანი ცდილობს, პირიქით, ცნობიერების გაფართოებას და ბედის სისასტიკეს წინაღუდგეს რბილად და სიკეთით, ბოროტებისთვის სიკეთის მიზღვით და ა.შ. ეს გზა ხშირად მიდის თვითაქტუალიზაციისკენ, ადამიანი პოულობს საკუთარ ადგილს (მაინც მისთვის საკმაოდ რთულს) ცხოვრებაში და ერიდება გასასტიკებას.

შედარებით მაღალ ევოლუციურ დონეზე ადამიანი აცნობიერებს და იაზრებს საკუთარ მწარე გამოცდილებას, გარკვეული დროის შემდეგ იწყებს იმის გაგებას, რომ ყოველ სიტუაციაში ბედი ითხოვს მისგან რაიმეს სრულიად განსაზღვრულს, რაც ხშირად არ ემთხვევა იმას, რაც თავად სურს, მაგრამ ყოველთვის არ ახდენს პირდაპირ შეწინააღმდეგებას. შემდეგ ის იგებს, რომ მისი პირველი ნებელობითი იმპულსი ნებისმიერ სიტუაციაში, როგორც წესი, ცრუ არის, მაგრამ შეიცავს რაციონალურ მარცვალს, რომელსაც აღმოჩენა სჭირდება და ზუსტად ამას მიჰყავს მისი გადაწყვეტის ჰარმონიულობადე. ასეთი სახით, ადამიანისთვის დაზინებული მზით საჭიროა იმის სწავლა, რომ კი არ დაბლოკოს საკუთარი უადგილო და არადროული ინიციატივა, არამედ იპოვოს მისი მისაღები ანდა, თუნდაც, ადეკვატური ტრანსფორმაციის შესაძლებლობა. ამისთვის, აუცილებელია უპიროვნო პოზიციაზე დადგომა, ანუ ობიექტურად შეფასდეს სიტუაცია და ამ სიტუაციაში საკუთარი თავი, რაც საკმაოდ რთულია დაზიანებული მზის პატივმოყვარული ამბიციების გათვალისწნებით.

სხვა შემთხვევაში დაზიანებული მზის პროგრამების რეალიზაციისას ადამიანი (რომელიც ფლობს საკმაო ენერგეტიკას) ექცევა ხისტი დ მკაცრი ეგრეგორის სამსახურში (ადრე ეს იწოდებოდა ეშმაკისთვის სულის მიყიდვად) და საკუთარი თავის მეშვეობით ახდენს დისჰარმონიული პროგრამების ტრანსლირებას, ხდება შავი მასწავლებელი. მაშინ უჩნდება ძალაუფლების, სიძულვილისა და განადგურების დაუოკებელი წყურვილი, რის რეალიზებასაც ახდენს საკუთარი მოსწავლეების ანდა ქვემდგომების მეშვეობით; ეს ვარიანტი არის დესპოტის ანდა დიქტატორის, რომელიც დაჯილდოებულია საკუთარი კარმული პროგრამების მცირე საზღვრებში მოქცეული განსაზღვრული რეალიზაციური ძალაუფლებით და თითქმის მთლიანად არის მოკლებული ნების თავისუფლებას _ საკუთარი კრისტალიზებული ეგრეგორის მარიონეტია.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top