მზის ტრიგონი სინასტრიულ პლანეტებთან

მზის ტრიგონი სინასტრიულ პლანეტებთან

მზეების  ტრიგონი

ტრინის ჰარმონიული ასპექტის წყალობით, თითოეული პარტნიორი თავს უშუალოდ და ბუნებრივად, თავისუფლად და ოპტიმისტურად გრძნობს. ამ კავშირისთვის დამახასიათებელია  იღბალი, წარმატება, მატერიალური და სულიერი სიმდიდრე, რადგან პარტნიორები ძალზედ ჰარმონიულად ავსებენ  და  დადებით საერთო შესაძლებლობებს ქმნიან თანაცხოვრებისთვის. სინათლის ორი წყარო გულუხვად უნათებს გზას ერთმანეთს.

 

მამაკაცის  მზე  ტრინში  ქალის  მთვარესთან

ეს ასპექტი გულისხმობს თანამშრომლობას, შეჯიბრის გარეშე. ეს გულწრფელი ურთიერთობაა ყველა დონეზე, რადგან თითოეულს აქვს საჭირო თვისებები, პარტნიორის გასაწონასწორებლად. ქვეცნობიერის მოგონებებში გადანახული „მშობლებისგან გადმოცემული ნალექი“, რაც ამ ასპექტის განუყოფელი  ნაწილია, თავისებურ შეფერილობას, გემოს, გრძნობასა და აზრს მატებს იმას, რაც ისედაც მშვენიერი პარტნიორობაა.

 

ქალის  მზე  ტრინში  მამაკაცის  მთვარესთან

ეს ასპექტი საშუალებას მისცემს ქალს, მსუბუქად გამოხატოს თავს. ის მიდრეკილი იქნება დაეყრდნოს პარტნიორს. საბედნიეროდ, მამაკაციც ბუნებრივად განწყობილია თანამშრომლობისკენ. ის მარტივად ენდობა ქალის რჩევებსა და სიბრძნეს, რადგან ქალს იმ სინათლედ აღიქვამს, რომელშიც შეუძლია აისახოს. იმავდროულად, მამაკაცი მიდრეკილია მოირგოს თავისი დედის როლი. ამიტომ, ამ ურთიერთობის ოჯახური ასპექტი მას (კაცს) ძლიერ ხიბლავს.

 

მამაკაცის   მზე  ტრინში  ქალის მერკურისთან

ამ ურთიერთობის საკვანძო ნოტა ურთიერთგაგების ატმოსფერო და ერთმანეთის მიმართ არსებული ცხოველი ინტერესია. მამაკაცი შეიძლება იზიარებდეს პარტნიორის იდეებს, ქალს  შეუძლია ახსნას მისი მიზანი. მთელი მათი საერთო აქტიურობა, რაც თანამშრომლობის სურვილით არის წაქეზებული, მართლაც საოცრად ნაყოფიერია. ქალი დიდ პატივისცემას იმსახურებს, ამ ურთიერთობის გაგების უნარის გამო. ამ ასპექტისთვის შეიძლება დამახასიათებელი იყოს პლატონური ნოტა, რაც იმას გულისხმობს, რომ მამაკაცი უფრო მეტად ფოკუსირებულია ქალის გონებაზე. მისი ცოცხალი აზრები ძალიან ფასეულია კაცისთვის, რადგან ეს ქალი ეხმარება მას საკუთარი სასიცოცხლო ენერგიის სწორად გაგებაში.

 

ქალის  მზე  ტრინში  მამაკაცის  მერკურისთან

ეს ბრწყინვალე ასპექტია საერთო საქმიანობისთვის, რომელიც ორივე პარტნიორისთვის კარგი სტიმულია და სრული კმაყოფილება მოაქვს. ორივე მარტივად და უპრობლემოდ ირეკლავს ერთმანეთს, რადგან თითოეული საკუთარ  შეკითხვებზე  პასუხებს  პარტნიორში პოულობს. აქ აქცენტირებულია მენტალური ურთიერთობა, რადგან ურთიერთგაგების მოთხოვნა თითოეულს აძლევს შესაძლებლობას, გულისყურით უსმინონ ერთმანეთს.

 

 

მამაკაცის  მზე  ტრინში  ქალის  ვენერასთან

ამ ასპექტს ურთიერთობაში შეაქვს ბუნებრივი სიმსუბუქე, თუმცა შეიძლება გარკვეული სიზარმაცეც გამოიწვიოს, რადგან თითოეული პარტნიორი სრულ კმაყოფილებას განიცდის ერთმანეთისგან. ასპექტი ერთმანეთის გამდიდრებას მოიაზრებს, როგორც მატერიალურად, ისე სულიერად, რადგან ურთიერთობა მიმართულია ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობისკენ. მამაკაცი ასრულებს მფარველის და დამცველის როლს. ის საკუთარ თავზე იღებს ყველა ტვირთს. ქალი კი მარტივად უთმობს თავის აპოლონს.

 

ქალის მზე ტრინში მამაკაცის ვენერასთან

ამ ასპექტს შეუძლია ყოველგვარი დაძაბულობის სრულად მოხსნა თუ არა, მნიშვნელოვნად შემსუბუქება მაინც. ამგვარად, ეს ასპექტი საგრძნობლად აძლიერებს ჰარმონიას. თუმცა, სრული კმაყოფილების გამო, წყვილის ურთიერთობაში არ არსებობს სტიმული ზრდისთვის. ამიტომ, ამ ჰარმონიული წყვილის თანაცხოვრებას გამოწვევები აკლია. მოცემულ შემთხვევაში, ურთიერთობას ქალური ორიენტაცია აქვს. მამაკაცი, ასე ვთქვათ, თანამზრახველის როლს ასრულებს, თუმცა კი საკმაოდ მეორეხარისხოვანს, ქალის ქვეცნობიერში საკუთარ მამასთან შეფარდებაში. ასეა თუ ისე, ქალი თავს დაცულად გრძნობს. მამაკაცი კი, თავის მხრივ,  ტვირთისგან თავისუფლდება, რომელსაც ის ადამიანები აკისრებენ, ვინც ცალსახად „მამაკაცურ“ როლს ასრულებს მის ცხოვრებაში.

 

 

მამაკაცის მზე ტრინში ქალის მარსთან 

აქტიურობა, მიღწევები და საერთო დინამიკა _ აი, ამ ასპექტის არსი. ურთიერთობას შეიძლება მკაფიოდ გამოხატული მამაკაცური ორიენტაცია ჰქონდეს, რადგან ქალი მიდრეკილია ქვეცნობიერად გააიგივოს თავი საკუთარ ანიმეს ფიგურასთან. იმავდროულად, მამაკაცი მის სათანამშრომლო განწყობას განიხილავს, როგორც ძვირფას ინვესტიციას. სიამაყე და საერთო ძალისხმევით მიღწეული მიზნები, ასევე რთული სიტუაციების ათვისების უნარი, განსაკუთრებულად ბედნიერ აზარტს მატებს ამ ურთიერთობას.

 

ქალის მზე ტრინში მამაკაცის მარსთან

ეს ბრწყინვალე ასპექტია ქორწინებისთვის. მამაკაცის ენერგიული დაჟინებულობა ძალზედ ბუნებრივად გამოხატავს ქალის სურვილებს. ეს ქალი შთააგონებს, იმედითა და რწმენით აღავსებს მამაკაცის განზრახვებს. ამ ურთიერთბაში მკაფიოდ იკითხება ძლიერი სექსუალური ურთიერთმიზიდულობა. ეს წყვილი საოცარი ურთიერთმხარდაჭერით მიიწევს საერთო მიზნებისკენ.

 

 

მამაკაცის მზე ტრინში ქალის იუპიტერთან

ეს ასპექტი საერთო მსოფლმხედველობასა და შეხედულებებზე მეტყველებს. ორივე პარტნიორი მშვენივრად გრძნობს ურთიერთგაგებისა და გულწრფელობის მნიშვნელობას. ქალი ძალიან ამაყობს ამ ურთიერთობით და სწორედ ეს გრძნობა უბიძგებს მას, დღითიდღე მეტი სიყვარული გასცეს. გარდა ამისა, ეს ასპექტი აძლიერებს საერთო იღბალს და თვალისმომჭრელ ბრწყინვალებას მატებს პარტნიორობას.

 

ქალის მზე ტრინში მამაკაცის იუპიტერთან

ამ ასპექტს ურთიერთობაში წინასწარჭვრეტა და სიბრძნე შემოაქვს. ეს საერთო სურვილების გაფართოვების ასპექტია. ხშირია მოგზაურობებიც. მამაკაცი შეიძლება იყოს ამ ურთიერთობის წამყვანი, სიმართლითა და იმ ფორმის ხელმძღვანელობით, რომელიც ორმხრივ ურთიერთპატივისცემასა და ნდობას ბადებს. ამ ასპექტს უკავშირდება  შემთხვევითი და არაპროგნოზირებადი მოვლენები, რამაც შეიძლება სარისკო მოქმედებებამდე მიიყვანოს წყვილი. მაგალითად, ინვესტიციების ფლანგვა ან უზომო პიროვნული თავისუფლების მოთხოვნა. თუმცა, საერთო ჯამში, მზისა და იუპიტერის ტრიგონი ერთერთი ყველაზე დადებითი ასპექტია, რომელიც ხელს უწყობს დადებითი გარემოებების ჩამოყალიბებას. სინასტრიაში ის ექსპანსიურ და გულღია ურთიერთობაზე მიუთითებს.

 

 

მამაკაცის მზე ტრინში ქალის სატურნთან

ეს ასპექტი აყალიბებს ფხიზელ  ურთიერთობებს. ქალი, პროტექციის გრძნობისა და სიბრძნის ხელმძღვანელობით, ეხმარება მამაკაცს მისი პოტენციალის გაცნობიერებაში. აქ ძალიან მნიშვნელოვანია საერთო მიზნები, იდეალები და წარსულის ტრადიციებზე დაყრდნობა. ურთიერთობა კონცენტრირებულია მამაკაცის გარშემო, რადგან ქალი მიდრეკილია მიაწეროს პარტნიორს ისეთივე სიბრძნე და კეთილგონიერება, რასაც საკუთარ მამაში ხედავდა.

 

ქალის  მზე  ტრინში  მამაკაცის  სატურნთან

ეს ასპექტი განაპირობებს ძლიერ ფოკუსს ორივე პარტნიორის საზოგადოებრივ სტატუსზე. მათ შეიძლება გაუჩნდეთ მოთხოვნა, იპოვონ ცხოვრების „სწორი“ დონე. ქალი ოპტიმისტურად მოქმედებს მამაკაცის მიერ დადგენილ პარამეტრებში. ეს ურთიერთობა ყოველგვარი გართულების გარეშე არსებობს საერთო კურსის და შეზღუდვების პირობებში, რასაც ორივე პარტნიორი თანაბრად ადგენს. თუ  ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა, წლებთან ერთად გამდიდრების შანსიც იზრდება.

 

 

მამაკაცის მზე ტრინში ქალის ურანთან

მამაკაცი აღფრთოვანებულია იმ მრავალფეროვანი გამოცდილებით, რაც მის თვალწინ, ამ ქალთან ურთიერთობის შედეგად იხსნება. ქალს ის, ასე ვთქვათ, მუდმივ ტონუსში ჰყავს, სასიამოვნო დაძაბულობაში, რასაც მამაკაცი საჭიროებს. ამიტომ, ეს ქალი მისი შთაგონების წყარო ხდება. ეს შეიძლება იყოს ძალზედ საინტერესო და პროგრესული ურთიერთობა, ორივე პარტნიორი თანაბრდ იზრდება და ვითარდება ერთმანეთთან ურთიერთობით. ქალი მუდამ მიმზიდველი იქნება პარტნიორისთვის ერთგვარი დისტანციურობის გამო, რაც მამაკაცისთვის ყოველთვის გამოცანად დარჩება.

 

ქალის მზე ტრინში მამაკაცის ურანთან

ეს ქალი არაერთხელ გაოცდება ამ  მამაკაცის არაპროგნოზირებადობით. ქალი მამაკაცს განიხილავს, როგორც მიუღწეველ იდეალს, რის შედეგადაც მამაკაცი სულ უფრო თავდაჯერებული ხდება, განსაკუთრებით თავის არასტანდარტულ დამოკიდებულებაში საზოგადოების ტრადიციული ნორმების მიმართ. ეს ასპექტი ქალისგან მოითხოვს ძალასა და თავდაჯერებას, რომ  ურთიერთობა მყარი და ხანგრძლივი იყოს.

 

 

მამაკაცის მზე ტრინში ქალის ნეპტუნთან

აქ სიყვარულისა და სინათლის ძალები რბილად ერწყმის რბილ ესთეტიკას, რაც ორივე პარტნიორისთვის კომფორტული და დამამშვიდებელია. ამ ურთიერთობისთვის დამახასიათებელია უზარმაზარი სითბო, მხატვრული შემოქმედება და მდუმარე ურთიერთგაგებაც კი. მამაკაცი შეყვარებულია ოცნებაზე, ქალი კი თავს მისი ოცნების ნაწილად წარმოიდგენს. მამაკაცისგან მომავალი სინათლე თბილად კვებავს ქალის ფანტაზიებს. ეს პარტნიორობა მოიცავს უსიტყვო თანამონაწილეობასა და ემპატიას, რაც ჰარმონიის პირველადი წყაროა.

 

ქალის მზე ტრინში მამაკაცის ნეპტუნთან

აქ მამაკაცი ქალის ოცნებებს ასრულებს. მისი შარმი ძლიერ აინტრიგებს ქალს, მისი მოუხელთებლობა სასიამოვნოდ აღელვებს და გამოწვევას უცხადებს მის მზე, ანათოს მთელი თავისი ბრწყინვალებით. რაც უფრო გულმოდგინედ ცდილობს  ქალი, გაუგოს პარტნიორს, მით უფრო ახლო კონტაქტში შედის საკუთარი არსის ცენტრთან. მამაკაცი ხედავს, როგორ იძენს ფორმას მისი ოცნებები, ქალის სტაბილურობისა და კონცენტრირებული რეალიზმის გამო. ეს ასპექტი ურთიერთობას რომანტიული იდეალიზმის შარავანდედით მოსავს.

 

 

მამაკაცის მზე ტრინში ქალის პლუტონთან

აქ  სინათლისა და წყვდიადის ძალები ერთიანდება, რომ განავითარონ  ერთიანი ძალის გრძნობა, რაც ორივეს ეხმარება, განიცადონ საუკეთესო ნაწილები ორივე სამყაროდან. მამაკაცი ავლენს პარტნიორის დაუმუშავებელ ენერგიას, რაც ქალს ეხმარება, გააცნობიეროს თავისი ძალა. ბუნებრივი ტალანტების დახვეწით და ძალის განვითარებით, ქალი აღამაღლებს მამაკაცს უმაღლეს მწვერვალებამდე. ამ ასპექტთან დაკავშირებულია მრავალჯერადი ტრანსფორმაცია. მამაკაცის სინათლემ შეიძლება გამოიყენოს დაუმუშავებელი ენერგია (რისი სიმბოლოც არის პლუტონი), აღმოჩენების გასაკეთებლად. ქალის ქვეცნობიერი ენერგია დამუშავებას და მოხვეწას საჭიროებს, სანამ ალმასივით გაბრწყინდება.

 

ქალის მზე ტრინში მამაკაცის პლუტონთან

ამ ასპექტში  მუდმივი რეგენერაცია ზედაპირზე ამოდის და ცნობიერ დონემდე მიდის, სექსუალური ძალის მსგავსად. ქალი მშვენივრად აცნობიერებს, რომ მამაკაცი ისეთ თვისებებს ფლობს, რაც მას ტრანსფორმაციაში დაეხმარება. როდესაც მამაკაცი ქვეცნობიერად ცდილობს გააკონტროლოს ქალის სინათლე, ის გაუმიზნავად მიდის ჭეშმარიტებასთან. ამ ასპექტის შედეგი შეიძლება იყოს უზარმაზარი შინაგანი სიბრძნე და  ძალა. საბოლოო ჯამში, ორივე ინდივიდი გააცნობიერებს თავიანთი შინაგანი არსებობის სიმდიდრეს.


About Qet

Scroll To Top