მზის და მარსის შეერთება

მზის და მარსის შეერთება

მზის შეერთება: ”მდგომარეობა გავალდებულებს/დაპირდი-შეასრულე”

მზესთან შეერთება პლანეტის გამოვლინებას იმპერატიულ ხასიათს სძენს, ასპექტის მაღალი დამუშავებისას. დაბალ დონეზე, იმპერატიულობა უფრო პლანეტის დამუშავების აუცილებლობაზე ვრცელდება. მზე, თავისი გამორჩეული ძალით, ნათლად გამოასხივებს პლანეტის უმდაბლესს გამოვლინებებს, ძირითადად პირდაპირი ზეწოლის მეთოდით.

მზის დამუშავების დაბალ დონეზე, ის მოქმედებს მკაცრი იმპერატივებით, თრგუნავს პლანეტის შემოქმედებით საწყისს, აიძულებს ვიწრო ჩარჩოებში გამოვლინდეს პლანეტის პრინციპები. წარმოიქმნება უკიდურესი შინაგანი დაძაბულობა, აფეთქება გარდაუვალია. ამასთან აბსოლუტის ხელოვნება (შემოქმედებითობა) ვლინდება როგორც აფეთქების ხასიათში (წინასწარ განუსაზღვრელად), ისე ნამსხვრევების ტრაექტორიის ფორმით.

თუ მზესთან შეერთება დაუმუშავებელია, მაგრამ ჰარმონიულად დგას რუკაში, ეს აფეთქება უფრო გარშემომყოფებისთვის იქნება საშიში, ვიდრე ასპექტის მფლობელისთვის. ხოლო პლანეტის შემოქმედებითი საწყისი გამოვლინდება მხოლოდ მკაცრად ეგოისტური მიდგომისას, მისი პრინციპების შესაბამის სფეროებში.

მაგალითად, მზე მარსის შეერთების დაუმუშავებელი ასპექტი იძლევა ძლიერ, მაგრამ სრულიად ფუჭ აქტიურობას, რომელიც მფლობელს უაღრესად მნიშვნელოვნად და სასარგებლოდ ეჩვენება. თუმცა, იმავდროულად ეს ასპექტი მას აძლევს შესაძლებლობას, სრულიად შთანთქოს სხვისი ენერგია და დატოვოს სხვა ადამიანი ძალაგამორთმეული. ამასთან ადამიანს მიაჩნია, რომ დადებით გავლენას ახდენს თავისი აქტიურობით და მადლობასაც კი ელოდება გარშემომყოფებისგან.

მზესთან შეერთების ასპექტის (და მზის) დამუშავება იძლევა უამრავ კარგ თავგადასავალს ბევრად უფრო დადებით ეგრეგორზე. როდესაც მზიური ინიციატივა წამოვა არა იმპერატიული ბრძანების ფორმით, არამედ როგორც სასურველი ქმედებისკენ მიმართულების მიცემა და რაც მთავარია, ყურადღების სახით. ასეთ შემთხვევაში, მზისა და პლანეტის ურთიერთქმედება არსებითად მსუბუქდება და პლანეტა მზისგან იღებს მსუბუქ მაგნიტურ მუხტს, რომელიც ემსახურება მის ორიენტაციას (პლანეტისთვის) რთულ პირობებში, როდესაც ოპტიმალური არჩევანი ცხადად არ ჩანს.

მარსის შეერთება: “ნამდვილი სიმძიმე უჩინარია. ჭეშმარიტი ძალა შეუგრძნობელი”

მარსთან შეერთება პლანეტას ძალას აძლევს და დაბალ დონეზე ეს ძალა დესტრუქციულია. პლანეტის პრინციპი მარსის ენერგიით იკვებება, იბერება და თუ ადამიანმა მისი კონსტრუქციულ კალაპოტში მიმართვა ვერ შეძლო, ხშირად აგრესიის და განადგურების ფორმით რეალიზდება. მაგალითად, დაუმუშავებელი მთვარე მარსის შეერთება ბადებს აგრესიას საკუთარი ორგანიზმის მიმართ. სატურნთან შეერთება კი გამოიწვევს ზღვარგადასულ წინააღმდეგობას თვითჩაღრმავებისა და კონცენტრაციის დროს. მაგ.: როდესაც ადამიანი ცდილობს რაიმე საქმეზე ან საკითხზე კონცენტრირდეს, ყოველთვის ვლინდება გარე ხელშემშლელი ფაქტორი, რაც ყურადღებას უფანტავს. შეიძლება, მოულოდნელად ეზოდან შემოვარდნილმა ფეხბურთის ბურთმა ფანჯარა ჩალეწოს.

აქ დამუშავება მიმდინარეობს არა იმდენად საკუთარი ძალისთვის ლაგამის ამოდების პრინციპით იმ სფეროებში, რომელსაც პლანეტა მართავს, არამედ ენერგიის დახვეწის გზით, საკუთარი ენერგოვიბრაციის გაზრდით. მაგალითად, იგივე მთვარე მარსის შეერთების შემთხვევაში, არ ღირს ძალისმიერი ვარჯიშების მიყოლა და სხეულის კუნთოვანი მასის განვითარება. სამაგიეროდ, ფრიად რეკომენდებულია, ისწავლოთ საკუთარი ფსიქოლოგიური ენერგიის მართვა (ხათხა იოგა, აუტოტრენინგი და ა.შ.). მარსი-სატურნის შეერთების შემთხვევაში, ნუ დახარჯავთ ძალებს გარე ხელშემშლელ ფაქტორებთან ბრძოლაში. ამის ნაცვლად, ეცადეთ საკუთარი კონცენტრაციის უნარი გაიღრმავოთ.

მაღალ დონეზე, მარსი პლანეტას მიანიჭებს ზუსტად იმ ზომის და ოდენობის ენერგიას, რამდენიც მას სჭირდება კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე ხარისხიანად გაზრდის მის შემოქმედებით შესაძლებლობებს, თუმცა ამისათვის საჭიროა, გაითავისოთ ისეთი მიმზიდველი პრინციპის მცდარობა და ვერაგული პერსპექტივა, რომ ძალა და ძლიერება კარგია. ადამიანმა უნდა მოახერხოს საშულო ან დაბალი დონის მარსის დესტრუქციული თვისებების ლიკვიდირება. განსაკუთრებით, როდესაც ჰოროსკოპში მარსი პლანეტაზე ძლიერია. მაგალითად, ვენერა მარსის შეერთებისას, ადამიანი გრძნობს და აფასებს სილამაზეს მხოლოდ ძალის ელემენტის თანხლებით.

სხვა წყაროები

Henry Cavill ☉ ☌ ♂ _ ♉

ნებისა და სიმამაცის გაერთიანება, მამაკაცური ასპექტია. სახლი, რომელშიც შეერთებაა, ასევე მზისა და მარსის მმართველობითი სახლები დიდი აქტიურობით ხასიათდება. ასპექტის მქონე ადამიანს ლოდინი და მოვლენების მშვიდად ყურება ნაკლებად ახასიათებს. თუ რამე სურს – ახლავე უნდა. მზე-მარსის შეერთებას ჯადოქრების ასპექტადაც მოიხსენიებენ (მარსი მზის წინ – „სასწაულების მომხდენი“, მარსი მზის უკან – „შავი მაგი“).

ასპექტის მახასიათებლებია: სწრაფად აგზნებადობა, თავშეუკავებლობა, ძლიერი ხასიათი, ფეთქებადობა, ვნებიანობა, იმპულსურობა, აგრესიულობა, სიჩქარე, წინდაუხედაობა, თავნებობა, ადვილად განაწყენებადობა, დაუფიქრებლობა, მოუთმენლობა, უაზრო სიმამაცე, უხეშობა, პირდაპირობა, გადაჭარბებული გულღიაობა, კონფლიქტურობა.  მიდრეკილებაა სახიფათო სიტუაციებში მოხვედრისკენ, საფრთხისკენ, რისკისკენ.

მზე-მარსის ასპექტის მქონე ადამიანი შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს (თუნდაც ამის სურვილი არ ჰქონდეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა). შესაძლოა აქტიური და ენერგიული ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს, მაგრამ დაპირისპირებასა და „ძალების მოსინჯვის“ პროცესში ხშირად გადააწყდებით. მზე-მარსის შეერთების მქონე ადამიანი ბუნებით კონკურენციის, შეჯიბრის მოყვარულია. სასურველი მიზნისკენ პირდაპირ და ენერგიულად მიიწევს. თუ ენერგიის გამოხატვის არხს ვერ პოულობს, მისი ცხოვრება კამათის, დაპირისპირების, ჩხუბის მუდმივ ძიებას წარმოადგენს.

მზე და მარსი მასკულინური პლანეტებია, რაც ინდივიდის თვითგამოხატვას კაცურ, აქტიურ, მებრძოლ გავლენას ანიჭებს. ამ შემთხვევაში სქესს მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. პირად ურთიერთობებში აქტიურ როლს ირგებს, მოხიბვლის პროცესი მოსწონს, მაგრამ „გამარჯვების“ შემდეგ შესაძლოა ინტერესი ადვილად დაკარგოს. პირად ურთიერთობებში დიდ ადგილს იკავებს ფიზიკური მომხიბვლელობა და სექსუალური მხარე.

ასპექტი აძლიერებს აქტიურობას, ენერგიულობას, იმპულსურობას, ჟინიანობას. ასპექტის მქონე ადამიანი შესაძლოა თვლიდეს, რომ მიზნებს ძალის გამოყენებით მიაღწევს.  საკუთარ შესაძლებლობებს კონკურენციის ან/და შეჯიბრების პროცესში ავლენს. მოსწონს მოქმედება, ფიზიკურად აქტიური ან საშიში სპორტის სახეობები, რაც ადრენალინის გამოყოფაში ეხმარება.

შესაძლოა გამოვლინდეს აგრესიულობისა და ამპარტავნობისკენ მიდრეკილება – მზის ძალაუფლების პრინციპი მარსის პრინციპის მეშვეობით გამოიხატება. როგორ გამოვლინდება ენერგია, დამოკიდებულია მზისა და მთვარის მმართველობის ნიშნებსა და სახლებზე (რომლებსაც მართავენ).

ამ მდებარეობის ადამიანი თვითრეალიზაციას ესწრაფვის, რისთვისაც აგრესიულობას ავლენს. ეს გამბედაობის ასპექტია (ყველა ნიუანსი და ელფერი დამოკიდებულია ნიშანზე, რომელშიც შეერთებაა). ქალის რუკაში აღნიშნავს რაინდის მიმზიდველ ხატს – მოსწონს „უშიშარი, საყვედურის უთქმელი რაინდი“.

თუ ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობს, ასპექტი იძლევა ძალას, ნებისყოფას, პატივმოყვარეობას, ენერგიას, სწრაფად გამკლავების უნარს, სიტუაციის სწრაფად შეფასების, გადაწყვეტილების მიღებისა და რთულ სიტუაციებში მოქმედების უნარს, სამართლიანი საქმისთვის ბრძოლას, სამართლიანობას, საფრთხისკენ მისწრაფებას.

 

ცნობილი ადამიანები მზის და მარსის შეერთებით:

ვერძში: Russell Crowe, Hayden Christensen, Fanny Ardant, Robin Wright, Alessandra Ambrosio, Samantha Fox…

კუროში: Henry Cavill, Jessica Alba, Salvador Dalí, Janet Jackson, Shirley MacLaine, Estelle Lefébure, Jean Gabin…

ტყუპებში: Kylie Minogue, Yasmine Bleeth, Scott Disick…

კირჩხიბში: Natalie Wood, Michael Phelps, Cheryl Cole, Cyndi Lauper, Diana Rigg…

ლომში: Iman, Geri Halliwell, Billy Bob Thornton, Hulk Hogan, Mata Hari, Muriel Robin…

ქალწულში: Cameron Diaz, Bill Kaulitz, Tom Kaulitz, Nick Cave, Raquel Welch, Letizia of Spain, Evan Rachel Wood..

სასწორში: Simon Cowell, Margaret Thatcher, Buster Keaton, Catherine Ringer

მორიელში: Leonardo DiCaprio, Grace Kelly, Ryan Reynolds, Alessandro Del Piero, Bryan Adams, Virginie Ledoyen, Shailene Woodley, Richard Attias, Joseph Goebbels…

მშვილდოსანში: Ian Somerhalder, Sonia Gandhi, Mark Twain, Lucky Luciano, Marina Abramovic, Rama Yade, Pierre Arditi, Anna Faris…

თხის რქაში: David Bowie, Jim Carrey, Nicolas Cage, Aaliyah, Pamela Courson, Ingrid Betancourt…

მერწყულში: Harry Styles, Michel Sardou, Farrah Fawcett, Sarah Palin, Mike Brant, Matt Dillon, Anders Breivik, Omraam Mikhaël Aivanhov, Valentino Rossi…

თევზებში: Juliette Binoche, Elizabeth Taylor, Bertrand Cantat, Johnny Cash, Michelangelo, Josh Groban…

 

Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები


About Tamta

Scroll To Top