მთვარის კვანძებთან შეერთება ნიშნავს, რომ ინდივიდი მზის/მთვარის დაბნელებაზეა დაბადებული (ან დაბნელებასთან ახლოს).
ასპექტის გავლენა ნიშნისა და სახლის შესაბამისია. მაგ: ინდივიდი მზისა და აღმავალი კვანძის შეერთებით კირჩხიბში, მე-7 სახლში ბედნიერებას და ამოსავალ წერტილს ურთიერთობებში ხედავს. მისთვის „ბედნიერება“ ყოველ მომდევნო ურთიერთობაში „იმალებოდა“. ინდივიდი მზისა და აღმავალი კვანძის შეერთებით მერწყულში, მე-11 სახლში – მისი მისწრაფება ცხოვრების სულიერი ძიება იყო. ადამიანი მზისა და აღმავალი კვანძის ზუსტი შეერთებით კუროში, მე-12 სახლში დაჟინებით ცდილობდა „ახალი საუკუნის“ პროდუქტის საქმიანი წარმომადგენლებისთვის მიყიდვას. ყველა მაგალითში ვხედავთ მთავარ გზავნილს: იდეის აღიარების ჟინს. თითოეული ცდილობდა საკუთარი იდეის, ხედვის განხორციელების დაუოკებელ სურვილს. აღმავალ კვანძთან შეერთება მატერიალურ სამყაროში ფორმის მოკიდებას, განხორციელებას ნიშნავს.
დაღმავალ კვანძთან შეერთება ამ სამყაროდან განყენებას, განსვლას ნიშნავს. პიროვნება ხასიათდება უცნაურად, განსხვავებულად. დაღმავალთან შეერთების შემთხვევაში ამ სამყაროში საკუთარი პოზიციების გამყარებას ნიშნავს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს უჩვეულო, განსხვავებული ან სულიერი არხების გამოყენებით. დაღმავალთან შეერთება შესაძლოა პირად დანაკარგთან შეგუებაზე მიანიშნებდეს. როცა დაღმავალი კვანძი მზეს უერთდება – იმაზე უარის თქმა, უარყოფა ხდება, რასთანაც ადამიანი იდენტიფიცირებას ახდენს. ასეთი შეერთება ჰქონდა: Erwin Rommel-ს, Roman Polanski-ს.
მზის შეერთება მთვარის აღმავალ კვანძთან
ინდივიდის დაბადება დაბნელებას ემთხვევა, ეს კი ყოველთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და თვითგამოხატვის დიდ შესაძლებლობებსა და გავლენის გაფართოვებაზე მიუთითებს. შეერთება მიანიშნებს ბედნიერების მიზიდვის მემკვიდრეობით მიღებულ კარმულ უნარზე, როგორც ადრეულ ეტაპზე სხვების სასიკეთოდ ვალის მოხდის საზღაური. გადაჭარბების შემთხვევაში – ენერგიის გაფლანგვის, სასიცოცხლო ძალის შესუსტების ტენდენციაა.
აღმავალ კვანძთან შეერთება თვითცნობიერების, პიროვნულ ზრდასა და ლიდერული პოტენციალის რეალიზებას ხელს უწყობს. ენერგიასა და ხელშეწყობას იღებს პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის. შესაძლოა უსაფრთხოდ თავს გრძნობს სხვებთან კონტაქტის დროს, ყურადღების ცენტრში ყოფნისას. პირადი, მჭიდრო ურთიერთობები მის „მეზე“ ძლიერად აღიბეჭდება.
მზის შეერთება მთვარის დაღმავალ კვანძთან
შინაგან წყობას, მდგომარეობას თვითგამოხატვაში ხელის შეშლა შეუძლია. შესაძლოა სურვილების ასრულებას რთულად ახერხებდეს. ეს კარმული სიტუაცია ნიშნავს, რომ წარსულ განსხეულებაში ინდივიდი ეგოისტურად საკუთარ მიზნებზე ორიენტირდებოდა ახლობლების ხარჯზე. იღბლიანი რუკის შემთხვევაში ახლა საკუთარ თავზე გამოცდის სხვა ადამიანების მხრიდან განვითარებაში ხელის შეშლას. დადებითი რუკის შემთხვევაში – ოპტიმალური საშუალებებით ყველაფრის გამოყენებას ახერხებს, რაც მის განკარგულებაშია.
სხვებთან ურთიერთობისას უარყოფითი უკუკავშირი განსაკუთრებით მძიმედ და რთულად აღიქმება. შესაძლოა ბავშვებთან, სიყვარულის გამოხატვასთან, ლიდერობასთან, შემოქმედებით თვითგამოხატვასთან დაკავშირებით სირთულეები ან შიშები ჰქონდეს.
წყაროები: Het Monster, ფრენსის საკოიანი და სხვა.