მზის და ნეპტუნის შეერთება

მზის და ნეპტუნის შეერთება

„არაამქვეყნიური“ ადამიანების ასპექტია. უარყოფით ვარიანტში – ილუზიები, თვითმოტყუება; დადებით შემთხვევაში – ღვთაებრივი შთაგონება, გამოცხადება. ამ ასპექტის მქონეთა შორის ბევრი მისტიკოსი, მედიუმი, რელიგიური წარმომადგენელია.

ნეპტუნის გალენა „მე“-ზე, ნებაზე აისახება და ცხოვრებაში გარკვეული განყენებულობა შეაქვს. „განსხვავებული“, შემოქმედებითი, თეატრალური ადამიანია. ნეპტუნი ნების გამოვლენას სიფაქიზეს მატებს, რაც შესაძლოა გარშემომყოფების მიერ  სისუსტედ აღიქმებოდეს. მეორეს მხრივ, ასპექტის მქონე ადამიანს „ეგოს“ გამოვლენის სურვილი ნაკლებად აქვს, რადგან საზღვრების დარღვევა, საზღვრებს მიღმა ყოფნა მოსწონს. ვინ არის ის – სულიერი გამოღვიძებული თუ ილუზიის მსხვერპლი? ყველაფერი დამოკიდებულია რუკის მთლიან მონაცემებსა და დამუშავების დონეზე.

მეოცნებე და იდეალისტია, არ მოსწონს იარლიყის მიწებება ან კატეგორიებში გაერთიანება. საკმაოდ რთულია ამ მდებარეობის მქონე ადამიანის „მიწაზე დაშვება“. მზესთან შეერთებით, სურვილი უჩნდება მეტი გამოსცადოს, მეტს წარმოადგენდეს, ვიდრე უბრალოდ პიროვნებაა. შესაძლოა საკუთარი პერსონის როლს სამყაროში მეტად შთამბეჭდავად წარმოიდგენდეს ან ცდილობს სამყაროში დაუკავშირდეს მასზე სულიერად მაღალგანვითარებულს. მისი მოგონებები და გამოცდილება შესაძლოა რეალობისგან შორს იყოს.

ზოგჯერ ასპექტის მქონე ადამიანს სამყაროსა და კაცობრიობაზე მეოცნებე იდეები აქვს. შესაძლოა ბავშვობაში მამის სუსტი ფიგურა ჩამოყალიბდა, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვება და მომავალში პრობლემები შეუქმნას. ხელოვნების სფეროები, სულიერი და მეტაფიზიკური სფეროები დიდ ინტერესს იწვევს.

ცნობიერისა და ირაციონალურის ასეთი ურთიერთქმედება გარშემომყოფთათვის საკმაოდ გაუგებარ სუბიექტს წარმოადგენს, რომელიც საკუთარ თავში ბოლომდე ვერ გარკვეულა. საკმაოდ მგრძნობიარე, წარმოსახვის მქონე ადამიანია, რომელსაც იზიდავს ყველაფერი, რაც ჩვეულებრივი ხედვისა და ლოგიკის საზღვრებს სცდება. ხშირად იდეალისტი და მისტიურია, მიისწრაფის განყენებული აბსოლუტისკენ.

ფაქიზი წყაროსგან მომდინარე სურვილებისა და გრძნობების ძლიერ გავლენას განიცდის, რაც ხშირად იწვევს გაუგებრობებსა და თვითმოტყუებას, თუმცა შესაძლოა ღვთაებრივი შთაგონების მიზეზიც გახდეს. ამ ასპექტით ბევრი მისტიკოსი, მედიუმი და რელიგიური წარმომადგენელია, უმაღლესი გონის გამოგზავნილია თუ არა დამოკიდებულია: 1)შეერთების ნიშანსა და სახლზე; ასევე იმ ნიშანსა და სახლზე, რომელსაც მზე და ნეპტუნი მართავენ; 2)შეერთების სხვა ასპექტებზე.  თუმცა მთავარი – მთლიანი რუკის ზოგადი განვითარების დონეზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია რუკაში დაფიქსირდეს კარგად განვითარებული ინტელექტი, ანუ მერკურის, სატურნის და ურანის სტატუსს უკავშირდება. ეს პლანეტები სულის წარმოდგენებს აკონტროლებს, რამდენადაც ხშირად რთულია ერთმანეთისგან განახვავო ჭეშმარიტი შთაგონება და საკუთარი ქვეცნობიერი სურვილების პროექცია.

ასტრალურ სხეულთან საკუთარი დამოკიდებულების წყალობით ნეპტუნი დაკავშირებულია მარსთან (ინსტინქტი) და იძლევა მკვეთრ, მძაფრ სურვილებს, რაც მზესთან შეერთებაში ვლინდება გარკვეულწილად პატივმოყვარეობისა და გამორჩეული პიროვნებად ყოფნის სურვილში. უარყოფით ვარიანტში – საკუთარი წარმოდგენების მსხვერპლი, რასაც სხვები შეცდომაში შეჰყავს.

უარყოფით ვარიანტში (დაზიანებული შეერთება) ასპექტი სუბექტურობას, ფანატურობას, შეპყრობილობას, არაადეკვატურობას, შინაგან სამყაროში და განცდებში ჩაძირვას, შინაგანი განცდების საფუძვლზე მოქმედებასა და რეალური მდგომარეობის შეუმჩნევლობას (დაიგნორებას) იძლევა.

ასეთ ასპექტებში ნეპტუნი იძლება გამძაფრებულ მგრძნობელობას, ნევროზის, ფსიქოზის, გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევისკენ მიდრეკილებას, საკუთარ თავში ჩაძირვას, არააკურატულობას, მატერიის საქმეებით დაკავების სურვილის უქონლობას. აქედან გამომდინარე სახლში ან სრული უწესრიგობა აქვს ან ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევს სისუფთავეს.

ნეპტუნტან დაკავშირებულია მოხეტიალე/მომტაბარე ცხოვრების სტილი. ამის გარდა, ნეპტუნი ტყუილის პლანეტადაც ითვლება – სხვების ან საკუთარი თავის მოტყუებისკენ მიდრეკილება, ბოჰემურობა, გადაუწყვეტელობა, გაორება, ორაზროვნება, ინტრიგისა და ტყუილისკენ მიდრეკილება.

ასპექტის დადებითი მხარე: მაღალი სულიერებისკენ მიდრეკილება, სულიერ მიღწევების შესაძლებლობა, სულიერ მიზნებისთვის პირადი ინტერესების შეწირვა; წვრილმანებისადმი ყურადღების განვითარება, თანაგრძნობისა და თანაგანცდის უნარი, დახმარების სურვილი.

მზის შეერთება: „მდგომარეობა გავალდებულებს/დაპირდი-შეასრულე“

მზე არ გამოირჩევა დემოკრატიულობით. მზესთან შეერთება პლანეტის გამოვლენას, დამუშავების მაღალ დონეზე, იმპერატიულ ხასიათს ანიჭებს. დაბალ დონეზე _ პლანეტის დამუშავების აუცილებლობაზე მეტყველებს. მზე ყველაფერს ნათელს ჰფენს, მათ შორის პლანეტის მდაბიო გამოვლინებასაც და მკაცრი იმპერატივებით იწყებს ზემოქმედებას. მზე დათრგუნავს დაუმუშავებელი პლანეტის შემოქმედებით საწყისებს და პლანეტას აიძულებს, საკუთარი პრინციპები ძალიან ვიწრო ჩარჩოებში გამოავლინოს, რომელშიც, პრინციპში, ვერც ეტევა.  შექმნილი შინაგანი დაძაბულობა ლოგიკურად განაპირობებს აფეთქებას. ამასთან, აბსოლუტის შემოქმედება ვლინდება როგორც უშუალოდ აფეთქების მომენტში (რისი წინასწარ პროგნოზირებაც შეუძლებელია), ისე  ნამსხვრევების ტრაექტორიაშიც.  თუ შეერთების (კონიუქციის) ასპექტი დაუმუშავებელია, მაგრამ ის ჰარმონიულად დგას კოსმოგრამაში, ნამსხვრევები მხოლოდ გარშემომყოფთათვის იქნება საშიში, პლანეტის შემოქმედებითი საწყისი კი ეგოისტური მომხმარებული ფორმით გამოვლინდება იმ სფეროებში, რომელიც პლანეტის პრინციპებს შეესაბამება. მაგალითად, მზისა და მარსის დაუმუშავებელი შეერთება უზარმაზარ და ფუჭ აქტიურობას იძლევა, რომელიც თავად სუბიექტს უკიდურესად მნიშვნელოვნად მიაჩნია. მეორეს მხრივ, ის, პირდაპირი გაგებით, შთანთქავს სხვების ენერგიას და გარშემომყოფებს სრულიად აცლის ძალას.

შეერთების (და მზის) დამუშავება ადამიანს  უფრო მაღალ ეგრეგორზე გადართავს, როდესაც მზიური ინიციატივა არა მკაცრი ბრძანების, არამედ რეკომენდაციის, მიმართულების მიცემის და რაც მთავარია ყურადღების  ფორმით გამოვლინდება. მაშინ მზისა და პლანეტის ურთიერთქმედება არსებითად შემსუბუქდება და პლანეტაც მზისგან სუსტად დაიმუხტება, რაც მის ორიენტაციას ემსახურება  რთულ პირობებში, როდესაც  ოპტიმალური არჩევანი მისთვის არც ისე თვალსაჩინოა.

ნეპტუნის შეერთება: “სულის უკვდავება დაუჯერებელია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც სული არ აქვს”

ნეპტუნთან შეერთებისას, ადამიანს უჭირს კონცენტრაცია პლანეტის მართულ სფეროში: მას ეწყება მედიტაციური პროცესები, რომელთაც(დაუმუშავებელი ასპექტისას) ქვეცნობიერის უმდაბლესი პროგრამები აწარმოებენ და ამ გზით ცდილობენ პლანეტის პრინციპების გამოვლენა მთლიანად ნეპტუნს დაუქვემდებარონ. ნეპტუნი კი პლანეტის შესაბამის სფეროებში, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ყოველთვის წარმოშობს დამახინჯებულ ხედვებს, ცრუ მდგომარეობებს, მოტყუების ცდუნებებს. იმავდროულად, გავლენისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია, რადგან დაუმუშავებელი შეერთებისას, ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამები ღრმად აღწევს პლანეტის პრინციპებში.

მაგალითად, ვენერა-ნეპტუნის შეერთებისას, ადამიანი ხშირად ხვდება ცრუ საზოგადოებრივ სიტუაციებში, ტყუის სოციალურ კონტაქტებსა თუ სასიყვარულო ურთიერთობებში. თუმცა მსგავსი მდგომარეობა მისთვის სიამოვნების ამოუწურავ წყაროს წარმოადგენს. სამაგიეროდ, ვენერა-ნეპტუნის დამუშავებული შეერთება იძლევა ხელოვნების ჭეშმარიტ მცოდნეს. შესაძლოა მხატვარსაც.

გაცილებით რთულია ნეპტუნის სატურნთან შეერთების დამუშავება, რადგან ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამა თვალს უხვევს სატურნს და ადამიანი პრაქტიკულად უუნარო ხდება, კონცენტრაციის და თვითჩაღრმავების კუთხით, რაც აუცილებელია დისციპლინისა და შინაგანი პატიოსნების გამომუშავებისთვის.

ნეპტუნთან დამხმარე შეიძლება იყოს მხოლოდ პლუტონი, რომელიც, სხვათა შორის, XX საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში სექსტილში იდგა ნეპტუნთან. პლუტონი ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ნეპტუნის ილუზიების ცრუ მომხიბვლელობის გაფანტვა შეუძლია.

დამუშავებული ასპექტი ადამიანს აძლევს პლანეტის პრინციპების ჭეშმარიტად გაგების იშვიათ უნარს და უმაღლეს მედიტაციურ პროგრამებს, რომლის მეშვეობით ადამიანს შეუძლია გამოხატოს გამოუთქმელი, ისეთი რამ, რასაც ყველა ვერ ხედავს და არ ესმის.

ცნობილი ადამიანები მზე-ნეპტუნის შეერთებით:

Léon Blum, Edmond Rostand, Otto Klemperer, Harry S. Truman, Louis-Ferdinand Céline, Anastasia Nikolaevna Romanova of Russia, Frida Kahlo , George Orwell, Fidel Castro, Bourvil, Sean Connery, Warren Buffett,Michael Douglas, Sting, Sophie Marceau, Demi Moore,Christina Aguilera, Tyra Banks, Zayn Malik,Liam Hemsworth, Nina Dobrev,Thomas Edison, Leopold von Sacher-Masoch, Michel de Montaigne, Rudolf Diesel

წყაროები: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა.


About Tamta

Scroll To Top