მზის და სატურნის შეერთება

მზის და სატურნის შეერთება

დამახასიათებელია: შეზღუდვა, პირადი თვითგამოხატვის შენელება, პატივმოყვარეობა, სერიოზულობა, დისციპლინა, სკეპტიციზმი, პესიმიზმი, ეჭვი, კონსერვატულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა. თავისუფლად განვითარებისთვის ინდივიდი შეზღუდვის სფეროს უნდა გაუმკლავდეს, ეს კი რთული შრომით მიიღწევა; მუდმივი წარუმატებლობის გამო შესაძლოა არასრულფასოვნების კომპლექსი განუვითარდეს; მაგრამ კარგი ორგანიზატორული უნარების საშუალებით გავლენას მიაღწევა და ამაში თვითდისციპლინა ეხმარება.

კეთილსინდისიერებისა და სიმტკიცის გაერთიანება ამბიციური ადამიანის ტიპს იძლევა, რომელსაც შეუმჩნევლად ყოფნა მოსწონს. ის რუხი კარდინალის როლს უფრო აირჩევს, ვიდრე სამეფო წოდებას. მთელი სამყაროს მის იმედად ყოფნის („ყველა ჩემზეა დამოკიდებული“, „მე რომ არა…“) ილუზიით არ იკვებება, საკუთარი მიზნების მისაღწევად სირთულეებსა და დაბრკოლებებს არ ერიდება. სერიოზულია, საკუთარი თავის წინ მიზნებს აყენებს და როგორც წესი, მათ აღწევს. ფსიქოლოგიურ ჭრილში ეს ასპექტი მამის მოდელზე „ფიქსაციაზე“ მიანიშნებს, რომლის გავლენითაც ადამიანი კარგ და ცუდ ქცევებს ახორციელებს.

ასპექტის მფლობელი ადრეული წლებიდანვე ნებისა და თავის გამოხატვას ბუნებრივად ვერ ახერხებს. ბავშვობიდანვე მტკივნეულ კვალს ტოვებს ყველა მომენტი, რომელიც სურვილის აუსრულებლობას უკავშირდება. მოზრდილობისას ყურადღების ცენტრში ყოფნის დროს თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ასპექტის მქონე ადამიანი იმპულსების კონტროლის აუცილებლობას, საჭიროებასა და დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს.

როგორც წესი, მზე-სატურნის ასპექტის მქონე ადამიანს საკუთარი იდენტობის „მოკვეთა“ ახასიათებს.  სრულყოფის ძლიერ აუცილებლობას გრძნობს, მაგრამ ამავე დროს, ყურადღების ცენტრში ყოფნის შიში აქვს. მზე-სატურნის შეერთების მქონე ადამიანი იუმორის კარგი გრძნობით ხასიათდება (განსაკუთრებით – სარკაზმი). იმ ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნება, ვინც დრამატულია ან განცდებში „იკარგება“. მას ნაკლებად დაახასიათებთ მეოცნებედ და ენთუზიაზმის წყაროდ.

განმსჯელია, განსაკუთრებით საკუთარი თავის მიმართ, სერიოზული, თვითდისციპლინირებულია, საკუთარ გზას ნელა მიუყვება; ფრთხილისა და შებოჭილისთვის რთულია დამშვიდება და სპონტანურად მოქცევა. ცხოვრებას სერიოზულად უყურებს და ნებისმიერი ცხოვრებისეული  გამოცდილებიდან სწავლობს. შესაძლოა მკაცრი მეურვე ჰყავდეს (ერთ-ერთი მშობელი მკაცრია). მოვალეობის გრძნობა ხშირად ხელს უშლის პოტენციალის სრულად გამოვლენას. „ხვალინდელი დღისთვის“ ზედმეტად ნერვიულობს. ზოგჯერ გარემოებებს იმაზე მძიმედ ხედავს, ვიდრე რეალურადაა.

სატურნი მზის სასიცოცხლო ენერგიისა და ძალის გამოხატვას არეგულირებს. ამ ასპექტის მქონე ზოგიერთი ადამიანი მიდრეკილია მარტო მუშაობისკენ ან მის ცხოვრებაში პირველ ადგილს სამუშაო იკავებს (ძლიერად განვითარებული მოვალეობის გრძნობის გამო). სატურნი იძლევა აგების, შენების, წესრიგის დამყარების, შექმნის, კონტროლის, ორგანიზების სურვილს. შესაბამისად, შესაძლოა მიმზიდველ სამუშაო სფეროს წარმოადგენდეს სამთავრობო, ადმინისტრაციული, ბიზნესის, საბანკო, იურისპრუდენციის, მეცნიერების, გამოთვლითი ტექნიკის სფეროები.

შესაძლოა მუდმივ დევნას განიცდიდეს მასზე ძლიერებისგან.  უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში არასრულფასოვნების კომპლექსი ყალიბდება. სირთულეების გადალახვა მხოლოდ მძიმე შრომითა და მკაცრი თვითდისციპლინით ხერხდება. სატურნი მზის წინ – ყველა უარყოფითი წინასწარმეტყველება მსუბუქდება. დადებითი (სასიკეთო) ასპექტებისა და კარგი მე-10 სახლის შემთხვევაში – გონება, სამეცნიერო საქმიანობა.

ასპექტის საუკეთესო მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ ახალგაზრდობაში არსებული სერიოზულობა და შებოჭილობა წლების მატებასთან ერთად იკლებს და ინდივიდი თვითგამოხატვას მეტად ახერხებს.

უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში (თუ მზეს ან სატურნს სხვა პლანეტებტან უარყოფითი ასპექტები აქვთ) შეერთება ხასიათდება სუსტი ჯანმრთელობით, სასიცოცხლო ენერგია დაბალია, შესაძლოა ხშირად ავადმყოფობდეს. ვლინდება პასიურობა, სინელე, ეგოიზმი, სიცივე, უგრძნობობა, ანგარიშიანობა, უსიხარულობა, სიძუნწე, სიხარბე, სისასტიკე, სკეპტიციზმი, ეჭვიანობა, უნდობლობა, იმედგაცრუებულობა, უარყოფითის დანახვისკენ მიდრეკილება, მჩაგვრელობა, დათრგუნულობა, მტრული დამოკიდებულება, ჩაკეტილობა, უკონტაქტობა, უმეგობრობა, დაუთანხმებლობა, ტყუილი, შარიანობა, გულფიცხობა; სიამაყე, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, ძალაუფლების წყურვილი, ბნელი ძალების იარაღი ან მსხვერპლია.

ქალის რუკაში – უსიხარულო ქორწინების ან დაუქორწინებლობის ერთ-ერთი მანიშნებელია. ასევე მიანიშნებს რთულ ცხოვრებაზე, ბევრ სირთულეზე, ბედის შემოტრიალებაზე, დაბრკოლებებზე,  ყოველ 7 წელში ერთხელ კრიზისზე.

სატურნის უარყოფითი ასპექტი დაიძლევა დიდი შრომითა და მიზანსწრაფვით ხდება, რაც იძლევა შრომისმოყვარეობას, მიზანსწრაფვას, ყაირათიანობას და მომჭირნეობას, ეკონომიურობას, სიმკაცრეს, პირქუშობას, მაგრამ სამართლიანობას, დიდ ტაქტსა და ყურადღებას, სიფრთხილეს, მეთოდურობას, ტიტანური სამუშაოს შესრულების უნარს, გმირულ შრომას; სულის სიღრმე და ინტელექტი, სიამაყე, ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, წესრიგის, სამართლიანობის გრძნობა.

ავესალომ პადვოდნიასპექტები

მზის შეერთება   მდგომარეობა გავალდებულებს

მზე არ გამოირჩევა დემოკრატიულობით. მზესთან შეერთება პლანეტის გამოვლენას, დამუშავების მაღალ დონეზე, იმპერატიულ ხასიათს ანიჭებს. დაბალ დონეზე _ პლანეტის დამუშავების აუცილებლობაზე მეტყველებს. მზე ყველაფერს ნათელს ჰფენს, მათ შორის პლანეტის მდაბიო გამოვლინებასაც და მკაცრი იმპერატივებით იწყებს ზემოქმედებას. მზე დათრგუნავს დაუმუშავებელი პლანეტის შემოქმედებით საწყისებს და პლანეტას აიძულებს, საკუთარი პრინციპები ძალიან ვიწრო ჩარჩოებში გამოავლინოს, რომელშიც, პრინციპში, ვერც ეტევა.  შექმნილი შინაგანი დაძაბულობა ლოგიკურად განაპირობებს აფეთქებას. ამასთან, აბსოლუტის შემოქმედება ვლინდება როგორც უშუალოდ აფეთქების მომენტში (რისი წინასწარ პროგნოზირებაც შეუძლებელია), ისე  ნამსხვრევების ტრაექტორიაშიც.  თუ შეერთების (კონიუქციის) ასპექტი დაუმუშავებელია, მაგრამ ის ჰარმონიულად დგას კოსმოგრამაში, ნამსხვრევები მხოლოდ გარშემომყოფთათვის იქნება საშიში, პლანეტის შემოქმედებითი საწყისი კი ეგოისტური მომხმარებული ფორმით გამოვლინდება იმ სფეროებში, რომელიც პლანეტის პრინციპებს შეესაბამება. მაგალითად, მზისა და მარსის დაუმუშავებელი შეერთება უზარმაზარ და ფუჭ აქტიურობას იძლევა, რომელიც თავად სუბიექტს უკიდურესად მნიშვნელოვნად მიაჩნია. მეორეს მხრივ, ის, პირდაპირი გაგებით, შთანთქავს სხვების ენერგიას და გარშემომყოფებს სრულიად აცლის ძალას.

შეერთების (და მზის) დამუშავება ადამიანს  უფრო მაღალ ეგრეგორზე გადართავს, როდესაც მზიური ინიციატივა არა მკაცრი ბრძანების, არამედ რეკომენდაციის, მიმართულების მიცემის და რაც მთავარია ყურადღების  ფორმით გამოვლინდება. მაშინ მზისა და პლანეტის ურთიერთქმედება არსებითად შემსუბუქდება და პლანეტაც მზისგან სუსტად დაიმუხტება, რაც მის ორიენტაციას ემსახურება  რთულ პირობებში, როდესაც  ოპტიმალური არჩევანი მისთვის არც ისე თვალსაჩინოა.

სატურნის შეერთება: “დროის დინება თავისთავად ნელდება. პრობლემა ის არის, დროულად შეამჩნიო”.

სატურნთან შეერთება კუმშავს, ყინავს პლანეტის პრინციპს და აქ კარმული მოთხოვნა მდგომარეობს მის ღრმად დამუშავებაში. კერძოდ, პლანეტის პრინციპების განთავისუფლება ზედაპირული, ეგოისტური პროგრამებისგან, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ გადასახადს ნებისმიერი უმნიშვნელო ძალისხმევისგან. მაგალითად, სატურნის მერკურთან შეერთება იძლევა ადამიანს, რომელსაც ცუდად ესმის გაუაზრებელი მოვლენები და ფუჭად ებრძვის ამ თვისებას. თუ ის ეცდება დააიგნოროს სატურნის ინტენსიური ზეწოლა (რაც ძალიან დამახასიათებელია დაუმუშავებელი შეერთებისთვის), რომელიც აიძულებს დიდხანს და ყურადღებით იფიქროს, მისი რაციონალური აზროვნება ბუკვალურად გაჭედავს, დაკარგავს ყოველგვარ წარმოდგენას და საკუთარ ტყავზე იწვნევს აბსოლუტის შემოქმედებას, სხვადასხვა აბსურდული და ტრაგიკული სიტუაციების სახით.

სატურნის შეერთება, დამუშავების საწყისს ეტაპზე, მოითხოვს საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და პლანეტის პრინციპების გააზრებას საკუთარი ცხოვრებისა და ფილოსოფიის ჩარჩოებში, რაც ხშირად მოტივირებულია გარე ფაქტორების მხრიდან ხანგრძლივი შეზღუდვებით. დამუშავების შემდეგი ეტაპები არც ისეთ მკაცრ პირობებში გრძელდება, როგორც თავდაპირველ სტადიაზე, თუმცა აქ ადამიანს მოეთხოვება საკუთარი ნებით შეეგუოს და დაემორჩილოს პლანეტის პრინციპებს. განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როდესაც პლანეტა აქტიურდება, რაც იძლევა ნაყოფიერ შედეგებს და მნიშვნელოვან გარღვევას იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავიდან ამის დაჯერება რთულია, რადგან სატურნთან შეერთება, განაპირობებს არამხოლოდ უნარების არ არსებობის შთაბეჭდილებას, არამედ ერთგვარ უარყოფით სიდიდეს, არასრულფასოვნების კომპლექსს და იმავდროულად, ადამიანში ბადებს უკიდურესად ძლიერ და ღრმა შინაგან სწრაფვას, აითვისოს პლანეტის პრინციპები.

ცნობილი ადამიანები მზე-სატურნის შეერთებით:

ვერძში: Céline Dion, Lucy Lawless, Charles Baudelaire, Patricia Arquette, Olivia Del Rio, Kenny Chesney

კუროში: Uma Thurman, Al Pacino, Shemar Moore, Sofia Coppola, Andre Agassi…

ტყუპებში: Julie Gayet, Johnny Hallyday, Laure Sainclair, Wentworth Miller, Notorious B.I.G…

კირჩხიბში: 50 Cent, Jack White, Mireille Mathieu, Michel Polnareff, Shelley von Strunckel, Debbie Harry…

ლომში: Arnold Schwarzenegger, Audrey Tautou, Robert Plant, Thierry Henry…

ქალწულში: Richard Gere, Pink, Kobe Bryant, Bill Murray, Igor Bogdanoff…

სასწორში: Serena Williams, Sting, Zlatan Ibrahimovic, Romina Power, Jeff Goldblum…

მორიელში: Sathya Sai Baba, Kris Jenner, Richard Burton, Whoopi Goldberg, Condoleezza Rice…

მშვილდოსანში: Amanda Seyfried, Christine Teigen, Kaley Cuoco, Karim Benzema, Lucky Luciano…

თხის რქაში: Liam Hemsworth, Val Kilmer, Michael Stipe, George Gurdjieff…

მერწყულში: Wolfgang Amadeus Mozart, Sarah Palin, José Mourinho, Gertrude Stein, Matt Dillon…

თევზებში: José Garcia, Arthur Schopenhauer, Kristin Davis, Alexander Graham Bell…

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top