მთვარე თხის რქას შეთავსება სხვა მთვარებთან

მთვარე თხის რქას შეთავსება სხვა მთვარებთან

 მთვარე თხის რქა-მთვარე ვერძი

ვერძის ნიშანი იმართება მარსით,თხის რქის კი სატურნით,რაც კვადრატულ ურტიერთობას წარმოქმნის.

თქვენი ინსტინქტური პასუხები, ჩვევები, ემოციური მდგომარეობა, ცვლილებებისადმი მზაობა განსხვავებულია. მთვარე ვერძები ყოველთვის მოუთმენლები არიან, აქვთ პოზიტიური და ენთუზიაზმით სავსე ხედვა, სურს „თავით ჩაერთოს“ ცვლილებებში. მთვარე თხის რქა მიდრეკილია პრობლემებს სტრატეგიულად მიუდგეს, რთულ სიტუაციაში ემოციებს არ აყვეს, ფოკუსირებულია ფიქრზე „რა უნდა გაკეთდეს“ სიტუაციის გამოსასწორებლად. მთვარით ვერძი სპონტანურია და პირდაპირი საკუთარი გრძნობების და ემოციების გამოხატვის დროს, თხის რქა მთვარე კი ფრთხილი, წინდახედული, მას შემზადება სჭირდება რომ გაიხსნას; ვერძმთვარიანი მე-ზე ორიენტირებულია და წინა პლანზე წევს საკუთარ პიროვნებას ურთიერთობაში, ხოლო თხის რქა მთვარიანი ურთიერთობაში ეძებს კომფორტს (ან მის შეგრძნებას). თხის რქა მთვარიანმა იცის,რომ შესაძლოა მძიმე მუშაობა მოუწიოს იმის მისაღებად,რაც სურს. ვერძმთვარიანმა ინსტინქტურად იცის რომ შეუძლია მიაღწიოს შტურმით.,ხოლო თხის რქა მთვარიანი ეჭვიანია. ამ ყველაფერმა შესაძლო მათ შორის პრობლემები წარმოქმნას. პოზიტიური კუთხით თუ განვიხილავთ ურთიერთობას, თხის რქა მთვარიანი ვერძმთვარიანს ასწავლის ემოციურ გადატვირთვას როგორ გაუმკლავდეს,რადგან ვერძებს პიროვნულად გულთან ახლოს მიაქვთ კონფლიქტები,ხოლო თხის რქა მთვარიანებს არა.ხოლო ვერძმთვარიანი სპონტანური ქმედებებისკენ უბიძგებს თხის რქა მთვარიან.

 მთვარე თხის რქა-მთვარე კურო– ვენერა სატურნის ტრინი ურთიერთობას პასუხისმგებლობას მატებს

მატერიალური სტაბილურობა და დაცულობა ორივესთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, შესაძლოა ამ წყვილმა ფულთან დაკავშირებული საკითხებით და ხედვით ააწყოს ურთიერთობა ან მატერიალური საჩუქრები გამოიყენონ მოწონებისთვის და პატივისცემის აღსანიშნად.ორივე დამოკიდებული და პასუხისმგებლობის მქონეა ახლო ურთიერთობებში და ერთმანეთს ამ მხრივ აფასებენ. ერთად ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ ხელის შეწყობას მიუხედავად ტემპერამენტში განსხვავებულობისა. თხის რქა მთვარიანები უფრო ამბიციურები,თვითდისციპლინირებულნი და სერიოზულები არიან,რომლებთანაც ახლა და ამ წუთას არ მოდის გართობის სურვილი („მოდი,გავერთოთ“),მათ ამისთვის ბუნებრივი ხელშეწყობა სჭირდებათ.თუმცა მათ „ბავშვური“ ემოციები და გრძნობები სჭირდებათ. კურო მთვარიანი ასევე პრაქტიკული პიროვნებაა,რომელიც აღმერთებს ფუფუნებას,სიამოვნებას, კომფორტს,ადვილად დამყოლია სიზარმაცის დროს. მთვარე კურო მგრძნობიარობის მხრივ უფრო ადვილად „ინთება“,ვიდრე მთვარე თხის რქა და კურომთვარიანს შეუძლია ამ კუთხით მშვენივრად „გახსნას“ თხის რქამთვარიანი.

 მთვარე თხის რქა -მთვარე ტყუპები– მერკური სატურნის დაძაბული ასპექტი ურთიერთობაში განსხვავებულ ხედვას ამყარებს.

ორი განსხვავებული ადამიანი: თხის რქა მთვარიანი სერიოზული,დისციპლინირებული, ნაკლის ,შეცდომების გამოსწორებაზე ორიენტირებული,პრაქტიკული,საქმიანი. ტყუპები იუმორის მქონე ადამიანია,რომელსაც შეუძლია თხის რქა უკეთეს ხასიათზე დააყენოს.თუმცა კონტრასტული ბუნებიდან გამომდინარე მთვარე ტყუპები თხის რქის თვალში ცანს უპასუხისმგებლო, უემოციო ადამიანი,რომელიც სერიოზულად არცერთ საკითხს არ უდგება. ურთიერთობაში ტყუპები თამაშობს მოზარდის როლს (საყვარელი,მხიარული, მიმართულების არმქონე), თხის რქას კი უწევს აღმზრდელის როლის შესრულება (რომელიც შესაძლოა სულაც არ სიამოვნებდეს)

მთვარე თხის რქა-მთვარე კირჩხიბი– მთვარისა და სატურნის ოპოზიციურობა ურთიერთობას დაპირისპირებას მატებს და ერტმანეთისგან რადიკალურ განსხვავებულ ხედვას (პ.ს. ან პირიქით)

თქვენი ინსტინქტური ემოციური პასუხები და ტემპერამენტი ძალიან განსხვავებულია ,უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით-საპირისპიროდ განსხვავებულია. მთვარე კირჩხიბები ემოციურები,სენტიმენტალურები, ადვილად ცვალებადი განწყობისა და სიმპათიის ხალხია. მათ სურთ ძლიერი კავშირი, ზურთ რომ მათზე იზრუნონ,ზოგადად ამ მთვარის მქონე ადამიანებს სურთ სხვა ეკუთვნოდეთ და სხვას ეკუთვნოდნენ. ზრუნვა და სიახლოვე მათთვის პირველადი მნიშვნელობისაა. თხის რქა მთვარიანები კი ლოიალურები და მხარდამჭერები არიან ურთიერთობებში,თუმცა ისინი თავს არაკომფორტულად გრძნობენ საჭიროების („მე შენ მჭირდები“), ემოციების ღიად გამოხატვის დროს. მათ ახასიათებთ ემოციების და ურთიერთობების „რენტგენში გატარება“,ემოციური დისტანციურობა,რაც აღიქმება სიცივედ. პიროვნული ემოციური საჭიროებები ზოგჯერ უკან პლანზე იწევს,როცა საქმე მათ სამუშაოს ეხება, ცდილობენ არ დაემსგავსნონ „ბავშვებს“ და ჩანდნენ მუდამ „დიდები“, ამიტომ ისინი ხშირად მალავენ საკუტარ ბავშვურ მხარეს და დადებით ემოციებს გარშემომყოფებისგან სანამ ბოლომდე არ გაიხსნებიან. შესაბამისად მთვარე კირჩხიბების ემოციურობა და საჭიროებები კონფლიქტშია თხის რქის რეალურ ხედვასთან. თუმცა შესაძლოა კირჩხიბების ემოციურობა ის იყოს,რაც თხის რქას სჭირდება.მთვარე კირჩხიბის მქონე ადამიანი ხშირად იმედგაცრუებული იქნება თხის რქა მთვარიანის ემოციური სტაბილურობისა და ჩაკეტილობის გამო.

 მთვარე თხის რქა-მთვარე ლომი– მზისა და სატურნის დაძაბული ასპექტი ურთიერთობას გაურკვევლობას და განსხვავებულ ხედვას მატებს

რქის სიფხიზლე,კონსერვატული დამოკიდებულებები, სიფრთხილე კონტრასტშია ლომის ფუფუნების,სიუხვის სიყვარულთან,დრამატულ ტემპერამენტთან. ლომის ხედვა და სტილი მრავალფერადია,აჭრელებული,როცა მთვარე თხის რქას იზიდავს სადა და ელეგანტური სტილი. მათ ახასიათებთ ემოციების ჩახშობა-შეკავება,როცა ლომი მთლიანად აფრქვევს,თამაშობს. როგორც ბავშვს, მთვარე ლომსაც მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, სიყვარულის დემონსტრირება,სხვების გაცნობა,ახლო ურთიერთობების დამყარება.თხის რქა კი პირიქით-როგორც ზრდასრულ ადამიანს,ისე ახასიათებს ადამიანების შერჩევა ახლო კონტაქტებისთვის.ლომი ურთიერთობებში სითბოს გამოხატავს,ემოციებად იღვრება,თხის რქა- ფორმალურს ამჯობინებს ნაკლებად ცნობად ადამიანებთან. მათ ურჩევნიათ „მოქმედება სიტყვის ნაცვლად“,როცა მთვარე ლომს ურჩევნია პირიქით მოიქცეს..ასევე მთვარე ლომი არის უფრო ოპტიმისტი ბუნებით,თხის რქა უფრო პესიმიზმისკენაა მიდრეკილი და რეალობას მუდამ თვალს უსწორებს. მთვარე ლომ ადამიანს შეუძლია მთვარე თხის რქიანის ცხოვრებაში შემოიტანოს სიხარული,გართობა,როცა ეს უკანასკნელი ზედმეტად სერიოზულად დაიწყებს ყველაფრის მიღებას.

 მთვარე თხის რქა-მთვარე ქალწული– ესაა მერკურისა და სატურნის ტრინი,რაც ურთიერთობაში წამყვანად აქცევს აზროვნებასა და პასუხისმგებლობას.

ერთმანეთს კარგად უგებენ,აქვთ მსგავსი ტემპერამენტი, თითქმის მსგავსი პასუხები,ქცევები,სიტუაციებსა და პრობლემებში გამკლავების უნარები. ორივე პრაქტიკულია და მოსწონს შრომა/მუშაობა იმისთვის,რომ თავი საჭიროდ იგრძნონ. ბიზნესის წამოწყება,ერთობლივი სამსახური მათთვის ზედგამოჭრილია.ახშობენ ემოციებს და არარეალურ ფიქრებს,განცდებს. ორივეს აქვს მატერიალური კეთილდღეობისკენ მიდრეკილება,ერთად ამჯობინებენ დაცულობას,ლოგიკურ ნაბიჯებს ,ვიდრე რისკს. თუმცა ასეთი ურთიერთობა ემოციების მხრივ არცთუ სასიკეთოა,რადგან ერთმანეთისადმი ემოციური მხრის დამალვა ურთიერთობას ზეაპირულობას,ემოციურად სიმშრალეს მატებს ,თუმცა მაგალითად საქმიან სფეროში ისინი გრძნობენ,რომ ერთმანეთის ნდობა შეუძლიათ.

მთვარე თხის რქა-მთვარე სასწორი– ვენერა სატურნის კვადრატურა- ურთიერთობა მძიმეა ორივე მხრისთვის.

მთვარე სასწორი არის თბილი, რბილი ადამიანი,რომელსაც სჭირდება სხვა ადამიანები ახლო ემოციური კავშირებისთვის.მას მოსწონს ცხოვრების,იდეების,აზრების სხვებთან გაზიარება,ურთიერთობები, საუბრები, თანამშრომლობა,ერთიანობის შეგრძნება. თხის რქა მთვარიანი ემოციურად უფრო დახურულია,ყველასთან არ ამჟღავნებს ემოციებს,დამოკიდებულებებს. სასწორმთვარიანს მოსწონს მეგობრებზე,პარტნიორებზე დამოკიდებობის შეგრძნება,როცა მთვარე თხის რქა საკუთარ თავს უფრო ეყრდნობა ემოციურად,ეშინია ემოციური დამოკიდებულების.სასწორი უსაფრთხოდ გრძნობს თავს როცა აწყობილი აქვს პირადი ურთიერთობა,ხოლო თხის რქა-კარიერა.ასევე სასწორს უფრო მეტად აქვს მიდრეკილება ბალანსი შეინარჩუნოს კარიერასა და სოციალურ კავშირებს შორის, დაისვენოს,ვიდრე მთვარე თხის რქას.

 მთვარე თხის რქა-მთვარე მორიელი-პლუტონი სატურნის სექსტილი ურთიერთობას სიღრმეს და პასუხისმგებლობას მატებს.ხშირად ორივე ადამიანი იცვლება ურთიერთობისგან.

ორივე არის მშვიდი და ხშირად არ გამოხატავენ საკუთარ გრძნობებს.თუმცა ამისთვის ორივეს სხვადასხვა მიზეზი აქვს. თხის რქა მთვარიანებს აქვთ მიდრეკილება გრძნობები,ემოციური საჭიროებები ,შიგნით არსებული ბავშვური ნაწილი „დაპრესონ“, გაატარონ რენტგენში ან სულაც შეაკავონ.პრაქტიკული საქმიანობები, პასუხისმგებლობა უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება მათთვის,ვიდრე სიამოვნების მიღება და დროის ფუჭად კარგვა. ისინი ცდილობენ „ბავშვურ“ და „არარეალისტურ“ საქმეებზე დრო ნაკლებად დახარჯონ. თხის რქა მთვარიანი ხშირად იჭერს ემოციურ დისტანციას.ის ჩანს პასიური,ემოციურად ცივი,ცხოვრებას სერიოზულად იღებს. მათი ემოციური ბედნიერება ,თუ ვერ რეალიზდნენ, შესაძლოა ჩაანაცვლოს მატერიალურმა ან პირადმა წარმატებამ კარიერაში. მთვარე მორიელი ღრმად ემოციურია,ამასთანავე ჩაკეტილი ემოციებისა და გრძნობების გამომჟღავნებაში. ის ღრმა ,კომპლექსურია და ხშირად აწუხებს ხანგრძლივად ემოციების შეკავება,ფარული შიშები, სიმძიმის შეგრძნება, საკუთარი თავის „დასჯა“,გაურკვევლობა ემოციებში,თუმცა ეს უკანასკნელნი მუდმივად დაძაბვისა და ემოციების გაუმჟღავნებლობის შემთხვევაში აღმოცენდება. არც მთვარე თხის რქა და არც მთვარე მორიელი ადვილად და ერთი შეხედვით არ ენდობა ახალგაცნობილს, ორივეს ეშინია სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის,ურთიერთობებში ორივე ეძებს სიღრმეს, ემოციურ დაცულობას, სტაბილურობას.ამ მსგავსებებმა შესაძლოა ისინი მიიყვანოს სრულ გახსნილობამდე. ამ მიზეზებით თხის რქა მთვარიანი და მორიელმთვარიანი შეძლებენ ჰარმონიული ურთიერთობის აწყობას.

 მთვარე თხის რქა-მთვარე მშვილდოსანი-იუპიტერისა და სატურნის სემი-სექსტილი.ურთიერთობა მეზობელ ნიშნებს შორის . ამ ორ მთვარიანს შორის ემოციურ საჭიროებებსა და ურთიერთობის სტილს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა, მთვარე თხის რქა არის უფრო რეალისტური შეხედულებების მქონე,რომელსაც ხანდახან ცინიზმი და პესიმიზმი ახასიათებს,მისთვის უსაფრთხოება სამსახურთან და მირწევებთან ასოცირდება. სიღარიბის შიშსა და ფინანსურ დანაკარგებს შეუძლიათ მთვარე თხის რქა აიძლოს მეტი იმუშაოს. მთვარე მშვილდოსანი მეორეს მხრივ არის ოპტიმიზმით სავსე, იღბლიანობისა და ძლიერი ენერგიის გამო ხშირად უმართლებს, ახასიათებს გარისკვა,რაც თხის რქის უსაფრთხოებას ხელს უშლის. თხის რქა ირჩევს დაცულს და ერიდება მოულოდნელ,უცნობ მოვლენებსა და სიტუაციებს,მშვილდოსანი პირიქით-მიისწრაფის თავგადასავლებისკენ,ხანდახან თავად იქმნის პრობლემებს,ახალ აღმოჩენებს აკეთებს. მთვარე თხის რქებს აქვთ უნარი გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ მშრალ,ცუდ პერიოდებს,დაძლიან პრობლემები ნაბიჯ-ნაბიჯ,როცა მშვილდოსნები მიდრეკილნი არიან ესევე ჩხუბისკენ და ზოგჯერ მოუთმენლები,უპასუხისმგებლოები არიან.ზოგჯერ მათ უბრალოდ უნდათ დრო მხიარულად გაატარონ და სულ ესაა! თხის რქას მოსწონს აღიარებული ურთიერთობები,როცა გარკვეულია ვინ ვინაა,მშვილდოსანი კი გაურბის თავისუფლების აღკვეთის ყველანაირ მცდელობას. დადებითი კუთხით თუ განვიხილავთ, მშვილდოსანს იუმორის გრძნობით შეუძლია თხის რქის ცხოვრებას უფრო მეტი ფერი შესძინოს,თავის მხრივ თხის რქა მთვარიანი ასწავლის მშვილდოსანს არაპრაქტიკული ენთუზიაზმის პრაქტიკულად გამოყენებას.

მთვარე თხის რქა-მთვარე თხის რქა-სატურნების შეერთება ურთიერთობას კარმულს ხდის და პასუხისმგებლობას აორმაგებს,რეალური შეფასებებს წინა პლანზე წევს.იმის გამო,რომ ორივეს ემოციური ბუნება და განწყობები მსგავსია,ერთმანეთს კარგად უგებენ,თუმცა იზიარებენ მსგავს უარყოფით თვისებებსაც.ორივეს აქვს სამყაროსადმი პესიმისტური დამოკიდებულება, ზოგჯერ ცინიკოსები არიან,თუმცა რეალობის სეგრძნებას არასდროს კარგავენ.სამსახური,შექება,წარმატება,დაცულობის შეგრძნება,პირადი მიღწევები ეს ყველაფერი ორივეს მოთხოვნილებებია. სამუშაო,კონკრეტული მიღწევები და მატერიალური კეთილდღეობა მატებთ დაცულობის შეგრძნებას და ამ ორის ურთიერთობის დროს დიდი შანსია სამსახურზე ორიენტირდნენ ძირითადად,უარყონ ოჯახური გარემო,პირადი საჭიროებები და მოთხოვნილებები.ორივე ამბიციურია და პარტნიორისგან მოითხოვენ იგივე სიმკაცრით,რა სიმკაცრითაც საკუთარ თავებს ექცევიან. გრძნობებში გახსნილობა, სენტიმენტალურობა და იმის ჩვენება რომ ვინმე სჭირდებათ,მთვარე თხის რქებთან ადვილად არ გამოდის,მათ ტავდაპირველად დისტანცია უჭირავთ და მიუწვდომლები არიან სხვებისთვის,მათ შორის ხშირად ახლობლებისთვისაც.ორივესთვის უკეთესი იქნება თუ ისწავლიან ნდობას, სიცილს (გულთბილად,ხმამაღლა და არა ცინიკურად ან ქირქილით) და მარწუხების მოშვებას საკუთარი თავისთვის.

 მთვარე თხის რქა-მთვარე მერწყული-ურანისა და სატურნის სემი-სექსტილი,მეზობელ ნიშნებს შორის ურთიერთობა.მოულოდნელობებით სავსე ურთიერთობას უწყობს ხელს.

ამ წყვილის ურთიერთობა და ემოციური საჭიროებები უცნაურია, მთვარე მერწყული საკმაოდ დამოუკიდებელი ბუნებისაა და თავიდან სურს აიცილოს დიქტატორული ურთიერთობები, სოციუმი,საუბრები და ა.შ. ,მოსწონს წარსულთან ურთიერთობის გაწყვეტა და ახალ-ახალი,განსხვავებული ურთიერთობები,რომლებიდანაც სიახლეს იღებს. მთვარე თხის რქას მეორეს მხრივ,მოსწონს ტრადიციები, ცდილობს წინასწარ ჰქონდეს ინფორმაცია განსხვავებულ და ახალ სიტუაციებზე,ადამიანებზე,ის ამჯობინებს ნაცადი მეთოდებით სცადოს პრობლემის გადაწყვეტა, მთვარე მერწყული კი -ალტერნატიულ გზებს არჩევს. მიუხედავად იმისა,რომ შესაძლოა მთვარე თხის რქას ჰქონდეს ლიბერალური შეხედულებები,მათ ემოციურ ბუნებაში მაინც დევს კონსერვატიული ნაწილი,რაც რისკზე აგებს პასუხს ემოციურ ან სულიერ სფეროში. ასევე მთვარე მერწყული არის იმდენად თავისუფლებისმოყვარე,რომ ურჩევნია არ შეიზღუდოს ოჯახური ცხოვრებით,როცა მთვარე თხის რქა მიდრეკილია პასუხისმგებლობისკენ და სისტემებისკენ. ორივე განსხვავებულია ემოციებისა და გრძნობების გამოხატვაში,მთვარე მერწყულები აზროვნების ქვეშ ატარებენ გრძნობებს,ვიდრე პირდაპირ განიცდიან,ხოლო მთვარე თხის რქები „პრესავენ“ და მალავენ.

 მთვარე თხის რქა-მთვარე თევზები-სატურნი ნეპტუნის სექსტილი ურთიერთობას ემოციურ ტონს მატებს,ორივე ერთმანეთის მასწავლებელია. ტემპერამენტი,განწყობა,ემოციური პასუხები განსხვავებულია. მთვარით თევზები მგრძნობიარეები არიან და ხშირად ემოციურად პასუხობენ ნებისმიერ წინააღმდეგობას, ადვილად ეწყობიან სიმპათიით,მთვარე რქები კი ემოციურად თავშეკავებული ხალხია,თევზებს მოსწონთ გულისცემის შეგრძნებაც კი ,სხვების დახმარება,თანაგრძნობა ;როცა მთვარე თხის რქა შერჩევითია ადამიანებში და მანამდე არ ცდილობს შეტოპოს ურთიერთობაში,სანამ არ ენდობა ადამიანს, ნაკლებად გამოხატავს ემოციებს, ცდილობს შეაკავოს ისინი;მთვარით თევზები უფრო მეოცნებეა შინაგანად,ნაკლებად (ან თითქმის) არაპრაქტიკული,ნაკლებად ორგანიზებული და მატერიალურზე ნაკლებად ორიენტირებული.მთვარე თევზები თხის რქისგან დიდხანს ელოდება სიმპათიისა და სითბოს გამომჟღავნებას.დადებითის მხრივ თუ შევხედავთ,თევზებთან ურთიერთობამ თხის რქას შესაძლოა უფრო მეტი ემოციურობა შესძინოს,ხოლო თევზები-რეალობასთან ახლოს დადგნენ.

გაერთიანებულია რამდენიმე საიტის მასალა

სტატიის ავტორი: თამთა


About Rusa

Scroll To Top