მთვარე კუროში

მთვარე კუროში

წყარო: www.aquarun.ru

მთვარის ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობა უჩვენებს:

  • – განსაზღვრულ პირად სიტუაციებზე უშუალო ემოციონალური რეაქციის უნარს;
  • – ქცევასა და ურთიერთობაზე, რომელიც ბავშვობის ასაკში, ოჯახში მუშავდება;
  • – როგორც ადრეული გამოცდილება, _ რომელიც აყალიბებს იმ ემოციონალურ პლატფორმას-საფუძველს, _ როგორ მოახდენს ადამიანი გარეგან ზემოქმედებებსა და სხვების ქცევებზე რეაგირებას;
  • – ცხოვრების საოჯახო სახეს და ურთიერთობას დედასთან და საერთოდ ქალებთან;
  • – უთითებს ფართე საზოგადოებრივობაზე, რა უფრო აღმატებული იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო მეურნეობაში;
  • – ახასიათებს კვების ჩვევებს, უთითებს ადამიანის საყვარელ საჭმელზე.

მთვარე კუროში

გრძნობა + გარანტია = მუდმივობა

ადამიანი მიდრეკილია კონსერვატიზმისკენ, პრაგმატიზმისა და რეალიზმისკენ. დამახასიათებელია მოთმინება და შრომისმოყვარეობა, ლამაზისა და დახვეწილის ფაქიზი აღმქმელობა. ეს ფაქტორი გვაუწყებს ჯიუტ, ეგოცენტრულ და ქცევებში გადაჭარბებულად ხისტ ხასიათს. შესაძლებელია, გადაჭარბებული მგრძნობიარობა დისკომფორტის მიმართ, სასიამოვნოსა და მოსახერხებელის დაუცხრომელი წყურვილი, ცხოვრებაში ნებისმიერი ცვლილებების არ მიღება, მიდრეკილება დეპრესიისა და იმწამიერი განწყობის ქცევებზე გადაჭარბებული დამოკიდებულება. ჰარმონიულად განვითარებული ასპექტი იუწყება სიმშვიდეს, გაწონასწორებულობას და სამართლიანობის გრძნობის გამოხატვასაც. ადამიანი მუდამ ისწრაფვის მიღწეულის შენარჩუნებისა და შენაძენების დაგროვებისკენ. შესაძლებელია, ძალიან ღრმა კავშირი ბუნებრივ ენერგიებთან. ხასიათი მყარი, ამტანი. მთლიანობაში, გრძნობები და სიმპატიები მუდმივია. უყვართ მუსიკის ბგერებითა და სილამაზის განჭვრეტით კვება. ძალიანაა განვითარებული ჰარმონიის გრძნობა. საკუთარ თავში დარწმუნებულობის შეძენა, საკუთარი ღირსებებისა და საფუძვლიანობის დადასტურება მყარდება არსებობის ნებისმიერ საიმედო ფორმებში _ ცხოვრების მთავარ მიზნებში. პირველ რიგში, ისწრაფვიან კომფორტული არსებობისთვის საჭირო მატერიალური საფუძველის შექმნისკენ. სიზარმაცისა დ პასიურობის ხშირი გამოვლინებები, სიწყნარის და მოხერხებულობის წყურვილი, ხანდახან, წინასწარ განზრახულია. კარგი განწყობის მისაღწევად აუცილებელია ჰარმონიული გარემო და კმაყოფილების გამაძღარი გრძნობა. ადამიანისთვის დამახასიათებელია რომანტიკული ქცევები, ზრდილობა და კეთილგანწყობა. დაჟინებულობამ, უდრეკობამ შეიძლება მიაღწიოს უკიდურეს მნიშვნელობას, მგრძნობიარობა ხანდახან გარშემომყოფებს აოგნებს. განვითარებულია სამართლიანობის გრძნობა.

მთვარის ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანებს უყვართ ყველაფრის აღქმა პრაქტიკული საქმეების კონტექსტში. ადვილად კონცენტრირდებიან სამუშაოზე, წარმოებულნი მხოლოდ იმ შემთხვევაში არიან, თუ ქმედებას საკმაო შემოსავალი მოაქვს. ცდილობენ ცხოვრებაში ყველაფერს სერიოზული გამოყენება მოუძებნონ. უყვართ ყველაფრის საფუძვლიანად და საიმედოდ კეთება. ძალიან სერიოზულად ეკიდებიან სიყვარულს და ქორწინებას, ყურადღებიანები და მეგობრულნი არიან. საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გამო სხვებზე მეტად იტანჯებიან, ამიტომაც არ უყვართ მიზნისგან გადახრა და მოქმედებენ თანმიმდევრულად და უდრეკად. მთელი ძალისმხევით ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ ძალადობრივ ცვლილებებს და გარე გავლენებს. საკუთარი რბილი და მყარი ემოციურობით გარშემომყოფებში ადვილად იწვევენ სიმპატიებს. როგორც სხვა არავინ, ისე აფასებენ ცხოვრების უბრალო სიხარულებს. ისწრაფვიან მეგობრების შეძენისკენ და დიდი ხნის განმავლობაში არიან მათი ერთგულნი. დამახასიათებელია განსაკუთრებული ჯანსაღი აზროვნება და პრაქტიკული საქმეების გრძნობა. საკმარისი მატერიალური დაგროვების გარეშე ფსიქოლოგიური სტაბილურობა შეუძლებელია.

ხასიათი ადვილად კონტროლირებადი, შეხედულებები და შეფასებები მყარი. გარეგნობა _ თითქმის იმის ალბათობაა, რომ მიმზიდველი ჰქონდეთ, ინტელექტი _ ძლიერი, დედაზე ძლიერი მიჯაჭვულობაა.

ასეთი ადამიანის გაბრაზება ადვილი არაა, მაგრამ მაინც თუ ასეთი რამ ხდება _ მისი ბრძოლა კონცენტრირებული და უკან დაუხეველი იქნება. კარგადაა განვითარებული მოქალაქეობრივი და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობები. განსხვავდება შენელებულობითა და ეკონომიურობით. თუ არის მატერიალური დაინტერესება, საკუთარ თავს ავლენს როგორც ერთგული და საიმედო პარტნიორი. წარმატებისკენ წყნარად და დარწმუნებით მიდის. ყველაზე უკეთესად მოქმედებს ჩვეულ გარემოში, აჩქარების და გარე წნეხის გარეშე. მოდის საკითხებში ავლენს რამდენადმე კონსერვატიზმს. ძალიან დიდსულოვანია იმათ მიმართ, ვინც უყვარს. კარგად განვითარებულია დაკვირვებულობა, განსჯადობა და აღმქმელობა. ხშირად არის ჩაფიქრებული და სერიოზული, ფიქრობს დამოუკიდებლად და თანმიმდევრულად, ცდილობს ყველაფერში გამოავლინოს სიფრთხილე და შეკავებულობა. ქვეყანაზე ყველაზე მეტად უყვარს სულიერი და მატერიალური ფასეულობების დაგროვება. ბედისთვის დამახასიათებელია სტაბილურობა _ საქმეშიც და შეხედულებებშიც, ასევე მსოფლმხედველობაშიც. არ უყვარს ადგილიდან ადგილზე გადასვლა. ოჯახის კერის და ოჯახური ცხოვრების ძლიერი სიყვარული აქვს. კარგადაა განვითარებული მხატვრული გემოვნება, ფორმის გრძნობა, სიმღერისკენ მიდრეკილება. საკუთარ ფინანსურ და საოჯახო საქმეებს არეგულირებს ფხიზელი გონებით, არ უყვარს გარისკვა და აზარტულ წარმოებულობაში ჩართვა. იმისთვის, რომ ხელი მოჰკიდოს ახალ პროექტს, აუცილებელია გარე იმპლუსი, მაგრამ თუ საქმე დაწყებულია, სამუშაო უდრეკად და ჯიუტად გრძელდება. ახალ საქმეს ხელს მხოლოდ მაშინ ჰკიდებს, როცა ასრულებს ადრე დაწყებულს. დამახასიათებელია სირბილე, ბუნებრივობა და გაწონასწორებულობა, ასევე, ძალიან ყურადღებიანი მოპყრობა საკუთარი გარეგნობისადმი. ემოციონალური კეთილგანწყობის მოსაღწევად აუცილებელია კარგი საკვები და სრულფასოვანი ღამისეული დასვენება.

  წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)  

აქ მთვარე იმყოფება “სტუმრად” ღამის ვენერასთან და ეგზალტაციაში, მიწის სტიქიაში.

ასეთი მდებარეობისას ეს ადამიანი უფრო მეტად წყნარი და ფლეგმატური იქნება, მას საკმაოდ სტაბილური ემოციონალური სამყარო აქვს. ასევე, ის მყარია, თვინიერი, შენელებული და რეფლექტურია, ადეკვატურად პასუხობს გარე იმპულსებს. როგორც ჩანს, მგრძნობიარეა ნებისმიერი მატერიალური გარემოცვისა და კომფორტისადმი, ემოციონალურად ურთიერთქმედითობს გარშემომყოფ ადამიანებთან, ასევე შესანიშნავ ჰარმონიაშია ბუნებასთან. ჩვეულებრივ, ცხოვრებაში გაუცნობიერებლად განეწყობა და, პირველ რიგში, აღიქვამს იმ სიტუაციებს, რომლებიც საკუთარი ბუნებით წყნარია, ნელა ვითარდება, მყარია, მოდუნებისა და დასვენების, დაგროვებისა და კომფორტის შესაძლებლობას იძლევა; და ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ეს კომპონენტები პირველ რიგში აღიქმება. ნებისმიერი სიტუაცია ყოველთვის იმაზე უფრო ფართეა, რასაც ჩვენ აღვიქვამთ, ჩვენ ყოველთვის ურთიერთვქმედითობთ მხოლოდ სიტუაციის ნაწილთან, ანუ ჩვენ ურთიერთობას მუდამ ვაშენებთ ჩვენი შინაგანი სამყაროს სიტუაციასთან მიმართებაში და ის, რასაც ჩვენ აღვიქვამთ და ვხედავთ, პირველ რიგში, განისაზღვრება მთვარის მდებარეობით ზოდიაქოს ნიშნებში. არაა აუცილებელი, რომ სიტუაცია, რომელიც ამ ადამიანს სრულიად განსაზღვრულად ეჩვენება, ასევე აღიქვას სხვა ადამიანმაც. როცა მსგავსი ანალიზი კეთდება, აუცილებელია სუბიექტური აღმქმელობისგან რამდენადმე განაპირება. სხვა სიტყვებით, ყოველი სიტუაცია წამიერია და ყოველი ადამიანი აიძულებს მას აეწყოს საკუთარი აღმქმელობის პროგრამის მიხედვით. ასე რომ, შესაძლებელია, ადამიანის, მთვარით კუროში, აღმქმელობა რამდენადმე შენელებული, ხოლო ემოციონალური რეაქცია _ გაწონასწორებული და მყარი იყოს.

ჩვეულებრივ ითვლება, რომ მთვარის მდებარეობა კუროს ნიშანში _ ეს საწყისშივე მყარი, ჯანსაღი ფსიქიკაა, თუმცა ყევლაფერი არც ასე მარტივადაა, რამდენადაც, ერთის მხრივ, აქვს თავდაპირველი სიმყარე, ხოლო მეორე მხრივ _ თუ წარმოიშვა ბზარი, მაშინ ახალ გარემოებებთან მიმართებაში სრულიად არაადაპტირებულ სიტუაციაში აღმოჩდება.

პარადოქსია, რომ ადამიანების საშუალო სტატისტიკაში, რომლებიც დაავადებულნი არიან შიზოფრენიით, მთვარე ვისაც კუროში აქვთ უფრო მეტია, ვიდრე მათ, ვისაც მთვარე კირჩხიბსა და თევზებში აქვთ. ეს, ერთი შეხედვით რთული გასაგებია, რამდენადაც მიღებულია, რომ ზუსტად კირჩხიბები და თევზები ექვემდებარებიან ყველაზე მეტად შიზოფრენიას. როგორც ჩანს, ისე ხდება, რომ ადამიანი, სტაბილურ სიტუაციებზე სტერეოტიპულად განწყობილი, აღმოჩდება რა მოულოდნელ, დისკომფორტულ სიტუაციებში, იღებს განცდის უფრო მძიმე რღვევას. რამეთუ, როგორც წესი, ნებისმიერ სიმყარეს აქვს საზღვარი.

გარდა ამისა, ადამიანს მთვარით კუროში, ქვეცნობიერი რეაქციები უნვითარდება შედარებით ნელა, ამიტომაც, ის, ჩვეულებრივ, მიდრეკილია მოთმინებისა და მანამდე დიდხანს “ქანაობისკენ” – მერყეობისკენ, ვიდრე რაიმეს გააკეთებს. მას, შესაძლებელია, ასევე, ძალიანაც არ უყვარდეს რაიმეს კეთება, რამდენადაც ნებისმიერი ქმედება ითხოვს ენერგიის გამოფრქვევას, ხოლო კურო დაკავშირებულია დაგროვებასთან და რელაქსაციასთან, ამიტომაც აუცილებლობის გარეშე, ალბათობაა, ადგილიდან არ დაიძვრას.

ასევე, ალბათობაა, რომ უყვარდეს მყუდრო გარემო, მაგალითად, ბუხართან, _ მომარაგებული კარგი საკვებით, _ სავარძელში ჯდომა. ეს, შესაძლებელია, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული სიტუაცია იყოს. ამასთანავე, მას შეიძლება ჰოროსკოპში საკმაოდ გამოხატული აქტიური პლანეტებიც ჰქონდეს, მათ შორის, მაგალითად, მარსიც. მაშინ საკუთარ ცხოვრებაში ის ვალდებულია გამოვლინდეს აქტიურად, მაგრამ ასევე საკმაოდ ძლიერ სურდეს, რომ იყოს გამაძღარი, თბილად და მყუდროდ, რომ გარს აკრავდეს სილამაზე, ჰარმონიული საგნები, დაე, არც ისე დახვეწილი, მაგრამ, ერთი შეხედვით, სასიამოვნო.

სამედიცინო უკუჩვენებები. მას ყველაზე მეტად დაუცველი აქვს ყელი, ფარისებრი ჯირკვალი და ყველა სახის ენდოკრინოლოგური სისტემა, საყლაპავი. შესაძლებელია, დასჭირდეს ყელზე, კისერზე ოპერაციული ჩარევები. გარდა ამისა, მთვარის ასეთი მდებარეობა ხშირად იწვევს ფილტვების, ბრონქების, გულ-მკერდის ქსოვილების, სისხლის და ნერვიული სისტემების დაავადებებს, ხშირად ნევრალგიურ ტკივილებს ხელებში. საერთოდ, საჭიროა მხედველობაში ჰქონდეს, რომ თუ საჭიროა სხეულის მორფოლოგიური კორექცია (ანუ ოპერაცია გარესახის ცვლილებებისთვის), საერთოდ უმჯობესია ყურადღება მიადევნოს იმას, რომ სხეულის ნაწილები, რომელიც ექვემდებარება კორექციას, არ დაემთხვეს იმ ნიშანს, რომელშიც იმყოფება ტრანზიტული მთვარე. მაგალითად, თუ ტრანზიტული მთვარე იმყოფება კუროში, არ შეიძლება კისრიდან ხალის მოშორება.

როცა მთვარე იმყოფება კუროში, ყელი ძლიერ გადატვირთულია და, გარდა ამისა, წარმოიშობა ადამიანის დიდი მგრძნობელობა კვების პროდუქტებისადმი, ამიტომაც არაა რეკომენდირებული იკვებოს იმით, რაც ხელში მოხვდება, მაგრამ ასევე არ შეიძლება შიმშილობაც _ საჭიროა კარგი საკვების მოხმარება და დიეტის დაცვა.

გარდა ამისა, უკეთესია, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე არ მოახდინოს ენდოკრინოლოგურ სისტემასა და შინაგანი შეკრეციის ჯირკვლებზე ზემოქმედება და დატვირთვა.

  წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მთვარე კარგად გრძნობს თავს ქალურ ნიშნებში; კუროში ის, ამასთანავე, კულმინაციაშია და იწყებს, რასაც ეწოდება, საკუთარ თავზე ბევრი რამის გაგებას და გაცნობიერებას. ის ფორმებზე ძალიან კარგი ინსტიქტური შეგრძნებისა და უკვე ცნობილზე და ჩვეულზე (მიჩვეულზე) უკიდურესად მიჯაჭვულობის ცდუნებას ეძლევა. აქ კუროსეული სიზარმაცე და ირიბობა აღწევს აპოგეას, მეუფობს პრინციპი: “უკეთესია კარგად ნაცბობი ცუდი, ვიდრე ჯერ კიდევ უცნობი სიკეთე”. გარდა ამისა, ქვეცნობიერის დაბალი პროგრამები ადვილად ახდენენ ყურადღების აქცენტირებას პრიმიტიულ შეგრძნებად ფორმებზე (და უბრალოდ პრიმიტიულ ფორმებზე) და არ სურთ გაისარჯონ და აღიქვან (საუბარი აღარაა იმაზე, რომ შექმნან) უფრო ფაქიზი და რთული.

მთვარისეული კურო (განსაკუთრებით ჰარმონიული) დაცინვითი აღმატებულობით ეტყვის ნებისმიერს: ”შენ ძალიან ღრმად თხრი” _ და საკუთარ ჭაობში და ყველაზე ღრმა უფსკრულში საიმედოდ ჩაძირავს ყველაზე ფაქიზ აზრს (უკანასკნელ შემთხვევაში კარგად მუშაობს _ და იგივე ინტონაციით _ ფრაზა: ”შენ, ძმაო, ენთუზიასტი ხარ…”).

მთვარისეული კურო შინაგანად გადაჭარბებულად მძიმე წონოსანია _ მაგრამ, სამაგიეროდ, ამდენადვე უდრეკი და საიმედოა. მის ზურგს უკან თავს გრძნობ, _ განსაკუთრებით მატერიალურ საკითხებში, _ როგორც ქვის კედელთან _ და რაიმეს შეცვლის მცდელობისას მის ქვეცნობიერშიც იგივე ქვის კედლის შეგრძნება ჩდება. მაღალ ოქტავაში, ეს მთვარის მდებარეობა, იძლევა შესაძლებლობას იმუშაოს ფორმებთან ერთდროულად, ძალიან ფაქიზად და პასუხისმგებლობით აღვსილმა.

წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ეს ერთ-ერთი წარმატებული მდებარეობაა მთვარისთვის, აქ მნათობი იმყოფება საკუთარი ეგზალტაციის ნიშანში: წყალი (მთვარე) და მიწა (კურო), რძე (მთვარე) და ძროხა (კურო) _ ძალიან ნაყოფიერი თანხმობაა. მთვარე _ აღმქმელობა, სული (სამშვინველი) გრძნობა, განწყობა, მორგებულობა (შეგუება), ინსტიქტები, ბავშვების სიყვარული.

ჰარმონიულ ასპექტებში სუბიექტი რბილი, ნაზი, ყურადღებიანი, მზრუნველი, მომთმენი, წყნარი, მოსიყვარულე, მშობლის განვითარებული გრძნობით, ძალიან შემოქმედებითია, ყველა ხელსაქმის ოსტატია, დაჯილდოებულია მდიდარი გამოცდილებით, ჯანსაღი აზროვნებით, პრაქტიკულობით, ცხოვრებისეული (ყოფითი) სიბრძნით, პასუხისმგებლობით, შემსრულებლობით, შრომისმოყვარეობით, კომფორტისა და კეთილმდგომარეობისკენ მისწრაფებით. ძალიან ნაყოფიერია, სიღრმისეული ბუნება, ნიჭიერი, პრაქტიკული, რეალისტური, შრომისმოყვარე, შემსრულებელი, სიმპატიური, ზრდილობიანი, მშვიდობისმოყვარე, წყნარი, მუდმივია გრძნობებში, სიმპატიებში, მიჯაჭვულია სახლზე, ოჯახზე. კარგი მეოჯახეა (დიასახლისი, მამასახლისი), კარგი აღმზრდელია, მომთმენია, მოსიყვარულე, შთაბეჭდილებებიანი. ძლიერი, მყარი ხასიათი, მისი აფორიაქება ანდა გზიდან აცდენა ადვილია რაა. ეს მდებარეობა კეთილგანწყობილია მიწათმოქმედებით დაკავებისთვის და მის პროდუქტების მოსაყვანად, იძლევა: ინტერესს _ ქიმიისადმი, ჰიგიენისადმი, სიყვარულს _ ხელოვნებისადმი, მუსიკისადმი, სიმღერისადმი; ცხოვრებისეული სტაბილურობის მისწრაფებას, სიყვარულს _ ბუნების, მცენარეების; მისწრაფებას _ მატერიალური კეთილდღეობისკენ, სტაბილურობის, კომფორტისა და სიწყნარისაკენ, საკუთრების სიყვარულს.

თუ მთვარე დაზიანებულია, მაშინ ადამიანის ხასიათში შეიძლება გამოვლინდეს პატივმოყვარეობა, შური, სიზარმაცე, ინერტულობა, პასიურობა, ჭირვეულობა, ურჩობა, ჯიუტობა, კონსერვატიზმი, სიამოვნებისკენ გადაჭარბებული მისწრაფება, მგრძნობიარობა, არამუდმივობა, სიჯიუტე, შენელებულობა, მოდუნებულობა, სისუსტე.

  წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ფლობს გაწონასწორებულ ტემპერამენტს და ძალიანაც არაა მიდრეკილი კონფლიქტებისკენ, ეს ის ადამიანია, რომლის მოთმინებიდან გამოყვანაც ადვილი არაა. ამაღლებული ემოციურობა მისთვის დამახასიათებელი არაა. დამაწყნარებლად მოქმედებს უფრო ნერვიულ და ემოციურად მოძრავ ადამიანებზე, ფლობს ემოციურ სტაბილურობას, რომელიც აწყნარებს გარშემომყოფებს. როგორც რბილი ადამიანი, მისი ფეთქებადობის პროვოცირება ადვილი არაა, მაგრამ გადაჭარბებულად ჯიუტია და შეეწინააღმდეგება ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც მისგან ითხოვს საკუთარი ფსიქიკის შეცვლას (მათ შორის ცვლილებს ოჯახურ ცხოვრებაში, საქორწინო ურთიერთობებში).

სიყვარულში ეძებს ერთგულ პარტნიორს, რომელთანაც არაა საჭირო ნერვიულობა, მომავალზე შფოთი. მათი ერთგულია, ვინც უყვარს, მათთვის ქმნის თბილ და მზრუნველ ატმოსფეროს. მხოლოდ ერთია, მიდრეკილია ნაპირთან ყოფნისკენ, არ შეიცვალოს არსებული და ისწრაფვის გადაათქმევინოს იმ ადამიანებს, _ ვისაც ცხოვრება ახვედრებს, _ ცვლილებები. იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოს, აუცილებელია სიყვარულის ფიზიკური გამოვლინებები: მოფერება, კოცნა, ჩახუტება; აუცილებელია სიახლოვე, შესაძლებლობა შეეხოს ახლობელ ადამიანს. მიდრეკილია მოსახერხებელი გარემოსა და სიამოვნების გრძნობების ზღვრის გადასვლისკენ. ხანდახან, როცა არ ჰყოფნის ემოციონალური კომფორტი და სიყვარული, მას რაიმე გემრიელით ცვლის.

აუცილებელია მატერიალური უზრუნველყოფა და საიმედო საოჯახო სიტუაციები. ხელოვნებისა და სიმღერის სიყვარული. მცენარეებთან მოპყრობისას მსუბუქი ხელი. კარგი ურთიერთობა დედასთან. შესაძლებელია სიზარმაცე, სიამოვნებისკენ, თავაშვებულობისკენ მდირეკილება. ასევე, ანგინისა და ტონზოლიტისკენ მიდრეკილება.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

კურო დაკავშირებულია მიწასთან, იმართება ვენერას მიერ; ეს ნიშანი, რომელშიც მთვარე აღწევს ეგზალტაციას, ვლინდება საკუთარი სრული ძალით. იმყოფება რა ამ ნიშანში, რომელიც დაკავშირებულია მიწასთან, მთვარე იძლევა კონტროლირებად, თვინიერ, მყარ, პრაქტიკულ ხასიათს. იმყოფება ვენერის მმართველობის ქვეშ, მთვარე უთითებს ასეთი ადამიანების მიჯაჭვულობას ქონებაზე და ანდა მიმზიდველ გარეგნობაზე, ანდა სილამაზეზე, ბუნებასა და სიამოვნების გრძნობაზე. მთვარე იმყოფება საკუთარ, ძლიერ ნიშანში და ამ ადამიანებს აძლევს იმ კარგ თვისებებს, რომელსაც მემკვიდრეობით დედისგან იღებს, _ ძლიერ ინტელექტს, კარგი კონცეტრაციისა და მიზნისკენ მიმავალ გზაზე სიმყარის უნარს. ისინი უდრეკები არიან, შეუძლიათ გახდნენ მოჩხუბრები ანდა შეუძლიათ საკმაოდ ძლიერ გაბრაზება. მყარები, მოწესრიგებულები, მათგან კარგი მოქალაქეები ანდა რაიმე საქმის ერთგული მიმდევრები დგებიან. ცოტათი ზარმაცები, მაგრამ შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ საკუთარი სამუშაოს ნაწილს კარგად და სრულყოფილად შეასრულებენ. საიმედონი და ეკონომიურნი არიან. ნელა მიიწევენ საკუთარი წარმატებისკენ და ცხოვრების მეორე ნახევარში გაფურჩვნისგან სიამოვნებას იღებენ. უყვართ მუსიკა და კარგი საკვები. შესაძლებელია, კარგი აღნაგობა ჰქონდეთ ადა ცოტათი სრულები იყვნენ. კარგად მოქმედებენ მშობლიურ გარემოსა და სიტუაციებში, სადაც მათ ძალიან არ აჩქარებენ ანდა არ ახდენენ მათზე ზედმეტ წნეხს; ამიტომაც უყვართ სოფელი და უდაბური ადგილები. ხანდახან ძველმოდურები არიან. ჩვეულებრივ, აქვთ ზომიერი წონა, სასიამოვნო გარეგნობა და სახის მსხვილი ნაკვთები. დიდსულოვნები არიან იმათთან ურთიერთობებში, ვინც უყვართ.

ძველი ტექსტი ბრიჰატ-ჯაქტი ამბობს, რომ ისინი იქნებიან ადამიანები “ბრწყინვალე გარეგნობით, ფართე თეძოებით, საჩუქრებში გულუხვები, შეეძლებათ წარუმატებლობების გადატანა; ექნებათ დიდი გავლენა და ძალაუფლება სხვებზე; ეყოლებათ უფრო მეტად ქალიშვილები, ვიდრე ძეები, მომთმენები იქნებიან, ეყვარებათ საპირსპირო სქესი და მიჯაჭვულნი იქნებიან მეგობრებზე”. სხვა წყაროები ამბობენ, რომ ადამიანები, მთვარით კუროში, სერიოზულები, ჩაფიქრებულები, დაკვირვებულები, აღმქმელები და გონიერები იქნებიან. ისინი აზროვნებენ დამოუკიდებლად; მაგრამ მათთვის აუცილებელია სიფრთხილე, რათა საკუთარი გრძნობების გადაჭარბებულ გავლენას აარიდონ თავი. აღწევენ წარმატებებს იმ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია მიწასთან და მის ნაყოფთან.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ადამიანი საჭიროებს მატერიალურ უზრუნველყოფას: მხოლოდ მაშინაა კარგად. ეს _ ადამიანები კონცენტრირებულნი არიან, შეუძლიათ ფხიზლად მოახდინონ საკუთარი ფინანსური და საოჯახო საქმეების ორგანიზება. მათ მსუბუქი ხელი აქვთ მცენარეებთან მოპყრობისას. იმისთვის, რომ ხელი მოკიდონ ახალ საქმეს, საჭიროა გარე სტიმული. მაგრამ, თუ დაიწყეს საქმე, უდრეკად მუშაობენ; თუ არ დაასრულებენ ერთ საქმეს, მეორეს არ ჰკიდებენ ხელს. უყვართ ჭამა; ისწრაფვიან კომფორტისკენ. მთვარის ცუდი ასპექტებისას _ სიზარმაცემდე მისული ემოციური ინერტულობა და მატერიალური სიკეთეებისადმი მისწრაფება.

წყარო: სემირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)

ხიბლი, ჯანსაღი აზროვნება, საიმედოობა, მზრუნველობა, სიწყნარე, ფართე სული. ეს ყველაზე კარგი მდებარეობაა მთვარისთვის (ეგზალტაციაშია), ეს იძლევა წყნარ და რბილ, ურიერთობებში ძალიან სასიამოვნო ადამიანებს _ მთვარე კუროში ადამიანებში აღვივებს ნდობას. ასეთი ადამიანები ჩანან საიმედონი, მაშინაც კი, თუ არ ფლობენ ამ თვისებას. მათთვის საკუთარი სულიერების გამოსავლენად ყველა შესაძლებლობაა მინიჭებული. მატერიალურ კუროში მთვარის მდებარეობა ჯანსაღ აზრს ფილოსოფიისადმი კეთილგანწყობილს ხდის (დეკარტი, სპინოზა, ოუენი, რუსო, ნევალისი, ფეირბახი, მარქსი, იუნგი), ასევე, მწერლებისთვის (გორკი, ოსტროვსკი, შალომ-ალეიჰუმი, შოუ, ჯ. ლონდონი). როგორც არ უნდა შეიცვალოს ცხოვრებისეული რეალობა და მატერიალური მხარე, სიმართლე მაინც ამ მწერლების მხარეს იქნება. ამავდროულად, მთვარე ეგზალტაციაში ავლენს საკუთარ ლირიულობას (ახმატოვა, ცვეტაევა, ჟუკოვსკი), რომელიც ფარავს სენტიმენტალურობასაც. მაგრამ რეალობის შეგრძნებები, ჩვეულებრივ, პოეზიაზე მაღლა დგება. კუროში მთვარეს უყვარს ბუნება და ყველაფერი ცოცხალი იპყრობს და ხიბლავს. სილამაზის გრძნობა მჭიდროდ აქვს დაკავშირებული პირველსაწყის-ბუნებრივი ცხოვრების შეგრძნებასთან. ქალებისთვის ის იძლევა ხელსაქმის უნარს, მამაკაცებს კი აძლევს საკუთარი ხელით გაკეთებულის (და ტრადიციული), შექმნილის სიყვარულს. სახლი _ ადამიანის ამოსავალი წერტილია, ის უნდა იყოს ლამაზი და მყუდრო. ქალაქის მცხოვრებს (კუროში მთვარე), შესაძლებელია, რჩევა მიეცეს, რომ ხშირად ისეირნოს და რეგულარულად გაემგზავროს ქალაქგარეთ: მისი ემოციონალურ სფეროს სურს მოდუნება, რათა თავიდან აღივსოს მზაობით _ სრულფასოვნად და ხარბად შეიგრძნოს ცხოვრება. უკეთეს დასვებას ის ვერ იპოვის.

 წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)

მგრძნობიარობა ძლიერია, მაგრამ ერწყმის გამძაფრებულ აღმქმელობას და პასიურობას. ყველანაირი ბუნებრივისა და უბრალოს უშუალო სიყვარული. ბუნებისკენ, სილამაზისკენ ლტოლვა. განსაკუთრებით მძაფრია აღმქმელობა უშუალოდ გრძნობებისა და სენტიმენტალური განცდების ორგანოებით. ქალის რუკაში _ გადაჭარბებული ტრადიციული ქალური ფასეულობები. კაცისთვის _ იდეალური ქალი იქნება ერთგული და მგრძნობიარე, ოჯახურ კერაზე ძლიერი მიჯაჭვულობით.

  წყარო: ლარისა ნაზაროვა (კარმული ასტროლოგია)

მთვარე მიწის ნიშანში _ ადამიანს აძლევს გარე ზემოქმედებების მიმართ სიმყარეს. საკუთარი ქცევების კონტროლის უნარს. მორგებულობის (შეგუების) უუნარობას. ქვეცნობიერი მატერიალურ ფორმაში ვლინდება.

მთვარე კუროში _ ეგზალტაციაშია. ადამიანი წყნარი, ფლეგმატური, რეფლექტური, ადეკვატურად პასუხობს გარე იმპულსებს. ასეთი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია გემრიელად ჭამა, რბილი ავეჯი, ხალიჩები _ ყველაფერი, რაც საფუძვლიანია. განმასხვავებელი შტრიხები _ უსიამოვნების აბლაბუდაში გახვევის საშიშროება. ნებისმიერი დანაკარგი _ კატასტროფაა.

  საბავშვო ასტროლოგია

ყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

ყველა ჩემი საგანი თავის ადგილზე დევს _

არ დაარღვიოთ დამყარებული წესრიგი.

არ მოხვიდეთ, როცა მე არ გელით, _

სიურპრიზები და აჩქარება მე უბედურებას მიქადის.

ყველა ნიშნისგან განსხვავებით, კუროში მთვარეს უფრო მეტად სჭირდება საიმედოობის შეგრძნება. იმისთვის, რომ შეიგრძნოს ემოციონალური “ერთობა”, ამ ბავშვისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ არის მთელი რიგი საგნებისა, რომელზე დაყრდნობაც შეუძლია, _ მაგალითად, თქვენ. მას სჭირდება მშობელი, როგორც “გრანიტის კლდე”, რომელიც მუდამ აქაა და ამართლებს ბავშვის მოლოდინებს. თუ თქვენ არასაიმედო ანდა არაპროგნოზირებადი ხართ, მაშინ შეიძლება, მის ჩვეულებრივ მყარ “მე”-ს შეუქმნათ უხერხულობა. ურთიერთქმედებებში ანდა გარემოცვაში საიმედოობის უკმარისობამ, შესაძლებელია, გამოიწვიოს ზოგიერთ მაკომპენსირებელ ფორმებზე პროვოცირება _ გადაჭარბებული ჭამა, ამაღლებული ინტერესი შეძენილი მატერიალური საგნებისადმი ანდა კიდევ რაიმე მსგავსი. პრაქტიკულად ყველა ბავშვი გადის “გასართობების” სტადიას, მაგრამ, გარდა “გასართობებისა”, ამ პატარას შეუძლია საკუთარი თავის დასამშვიდებლად გამოიგონოს ორი ანდა სამი სპეციალური პროცედურა. თუ თქვენ ძალიან ადრეულ ასაკში შეეცდებით ამის მოშორებას, მაშინ, ალბათობაა, ბავშვი ძალიან ჩაებღაუჭოს ანდა, შესაძლებელია, გაიბუსხოს: “შენ არ გიყვარვარ”.

ამ ბავშვთან ასეთ რამეებში არ იჩქაროთ. არ ააჩქაროთ, თუ მხოლოდ ამის აბსოლუტური აუცილებლობა არაა. შეუქმენით ბავშვს გრაფიკი ანდა განრიგი, რომელსაც ორივე შეასრულებთ და, რომელზეც პატარა გათვლის. მიეცით წინასწარ იმის ცონის საშუალება, თუ თქვენ გჭირდებათ გასვლა, ასევე აუხსენით, ვინ, რატომ და როგორ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს. შეეცადეთ არ გაუკეთოთ ძალიან ბევრი სიურპირზი, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ის მისთვის სასიხარულო იქნება. როცა ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა ხშირად და მეტად მიიკარით ნაზად და ჩაიხუტეთ. როცა წამოიზრდება, შეეცადეთ მისთვის ძილის წინ სპეციალური დრო გამოყოთ, _ როცა ორივე შეძლებთ საბანში გახვევას და წიგნის წაკითხვას. თუU მუშაობთ და ბავშვთან ურთიერთობის დრო შეზღუდულია, ისე გააკეთეთ, რომ მან იცოდეს, რას უნდა ელოდოს, სად ხართ თქვენ, როდის დაბრუნდებით. დროის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა. როცა თქვენ მასთან ხართ, შეეცადეთ შეათავსოთ და მოარგოთ თქვენი ტემპი მისას. თქვენი პატარა დააჯილდოვებს თქვენ მიჯაჭვულობას, სიწყნარეს, ნდობას და სინაზეს იმით, რომ იქნება მოსიყვარულე, ნაზი და ერთგული მეგობარი, რომელზე დაყრდნობასაც შეძლებთ.

  წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)

კურო მთვარისთვის _ ამაღლების ადგილია. ეს ნიშნავს, რომ ემოციები და პიროვნება დაბადებიდანვე სრული დოზით ვლინდება. ასეთი ბავშვები ემოციონალურად მყარები არიან. მათ ბრწყინვალედ იციან ამ ცხოვრებაში რა სურთ. ბავშვობიდანვე ისწრაფვიან კომფორტისკენ, ფუფუნებისკენ, სიმდიდრისა და ყველა სახის მატერიალური სიკეთისენ. თქვენ მოგიწევთ აუხსნათ, რომ ცხოვრებაში არსებობს სხვა სახის ფასეულობებიც. მათ განვითარებული აქვთ უსაფრთხოებისკენ სწრაფვა, რომლის რეალიზებასაც აკეთებენ, _ აგროვებენ საგნებს ანდა ეჯაჭვებიან ადამიანებს. გააგებინეთ თქვენ შვილს, რომ საგნების სამყარო არაამყარია და მატერიალური სიკეთე წარმავალია, ხოლო სხვა ადამიანებზე გადაჭარბებული მიჯაჭვულობა, შესაძლებელია, ცრემლებამდე და გულისტკივილამდეც კი მივიდეს.

ბავშვები, მთვარით კუროში, საკმაოდ ჯიუტები არიან და არ უყვართ ცვლილებები, განსაკუთრებით, თუ უშუალოდ მათ და მათ გარემოცვას ეხება. თუ მოინდომებთ ამ ბავშვის ცხოვრებაში რაიმეს შეცვლას, ეს შეიძლება გამოწვევად იქნეს აღქმული და შესაბამისად, ნიშნავს, რომ დიდი ალბათობაა, მისი მხრიდან შეხვდეთ უკურეაქციას. როცა ამის შანსი ჩაგივარდებათ, შეეცადეთ უჩვენოთ პატარას მისი საკუთარი სარგებელი. მხოლოდ ერთი რამ არ დაივიწყოთ, ასეთი ბავშვები ფამილიარობას ვერ იტანენ.

მთვარის კუროს ნიშანში ყოფნა თქვენი პატარის ხასიათს საკმაოდ თამამს ხდის, რაც, უპირობოდ, წარმოადგენს ღირსებას (თუ ეს თვისება დანიშნულებისამებრ გამოიყენება). ბავშვები, ასეთი ნიშნით, ფლობენ ამტანობას და მდგრადობას, მათი ენერგია არ სუსტდება. შეუძლიათ მრისხანე მოწინააღმდეგეებად გახდომა. ასწავლეთ ბავშვს საკუთარი ხასიათის უპირატესობის სწორად გამოყენება. აუხსენით, რომ გადაჭარბებული უდრეკობა ძლიერ უწყობს ხელს მათ სიჯიუტეს, რომ სამყარო მუდმივად იცვლება და ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა, უბრალოდ, სისულელეა. ასეთი ბავშვის მსოფლმხედველობის გაფართოება აუცილებელია და თქვენ ვალდებული ხართ ტაქტიანად შთააგონოთ ეს. დაეხმარეთ მას დადებითი თვითშეფასების გამომუშავებაში, რადგანაც ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია.

საკუთარი ბუნებით, ბავშვები, მთვარით კუროში, ძალიან კონსერვატორები და ფრთხილები არიან. მათ უყვართ კარგი კვება, მუსიკა, ხელოვნება _ ანუ ყველაფერი, რაც ცხოვრებას სასიამოვოს ხდის. ამაში ისინი მუდამ ემორჩილებიან საკუთარ სისუსტეებს. სიყვარულში ნაზები არიან და სურთ იყვნენ საყვარლები. და, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მათ ხიბლს ხელი ჰკრათ, რომელსაც საკმაოდ დახვეწილადაც კი იყენებენ.

ისე, მართალია _ ასეთი ბავშვები მძიმეები არინ, მაგრამ თუ რაიმეს გამო ადგილიდან დაძარით, შემდეგ უკვე პრობლემები აღარ იქნება. ისინი კეთილები, მომთმენები და, როგორც წესი, ურთიერთობებში ძალიან სასიამოვნონი არიან, მაგრამ, ხანდახან, დროა საჭირო. თუ წყობილებიდან გამოიყვანთ, საშინელი მონსტრები ხდებიან.

მათთან პირდაპირ მოქმედება ყოველთვის არ შეძლება, ხანდახან, უფრო სასარგებლოა მოვლითი გზით მისვლა. მაგრამ იყავით ფრთხლად, უნდა იყოთ ყურადღებიანი და რბილი _ ისინი ძალიან ძლიერ გრძნობენ ფიზიკურ და სულიერ ტკივილებს. და კიდევ, ლოგიკური მსჯელობები მათზე ყოველთვის არ მოქმედებს, განსაკუთრებით, თუ თავში რაიმე იდეას ჩაიბეჭდავენ. მათი გადარწმუნება ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელიც კი. განსაკუთრებით ეს ეხება პატარა ბავშვებს _ მათ ვინც ჯერ კიდევ ამაყობს საკუთარი სიჯუტით. თუ მაინც გადაწყვიტეთ დასჯა _ საკუთარ ბავშს ჩამოართვით სიამოვნების მიღების უფლება, ეს ყველაზე უკეთ მოქმედებს.

ის ბავშვები, რომელთა მთვარეც დაბადების წამს იმყოფებოდა კუროში, საკუთარ შეფასებში ძალიან კატეგორიულები არიან, ისინი მუდმივად ვარდებიან ხან ერთ, ხან მეორე უკიდურესობაში: საგნებს ხედავენ ხან თეთრად, ხან შავად. შეეცადეთ აუხსნათ ბავშვს, რომ არ შეიძლება საკუთარი სამყაროს ხელოვნურად შექმნილი ჩარჩოებით შეზღუდვა.

მათთვის ძალიან სასარგებლოა კითხვა, განსაკუთრებით სხვადასხვა ხალხების კულტურაზე, ეს დაეხმარებათ ფასეულობათა სისტემის შეცვლა-ჩამოყალიბებაში. ასეთი ბავშვები ხშირად რამდენადმე ზარმაცები არიან, ასე რომ, დრო და დრო საჭიროა ქმედებისკენ უბიძგოთ. არ დაივიწყოთ აუხსნათ, რომ დაჯერებულობის გრძნობა შიგნიდან უნდა მოდიოდეს და დაეხმარეთ მას საკუთარი ძალების დაჯერებაში. ასწავლეთ საკუთარი თავის, სიცოცხლის ისე სიყვარული და მიღება, როგორიც არის.

სტატიის ავტორი: ნინო


About Rusa

Scroll To Top